შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭინკობისთვე v კაკუნი


21-10-2016, 00:26
ავტორი mildiani
ნანახია 3 235

საღამოს ყველამ მოვიწყინეთ. საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, ან რა უნდა მომხდარიყო სოფელში სადაც ჩვენი ერთი თანატოლი ცხოვრობს და ისიც ბაბუამისის გამო ვერ ახერხებს ჩვენთან მოსვლას. დაღამდა. მართა და თედო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ადრე იძინებდნენ, ახლა ცდილობდნენ ჩვენთვის საინტერესო ამბები მოეყოლათ და ცოტა გავემხიარულებინეთ. დაღლილ, სიბერისგან ზედმეტად დაბრძენებულ თვალებში ძილი ჩასდგომოდათ. მათ მშვიდი ძილის შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, ჩვენ მეორე სართულზე ავედით. აივანზე დავსხედით და დავიწყეთ იმაზე ფიქრი რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რომ ცოტა სასიამოვნო გავეხადა ღამე.
- ცეცხლი დავანთოთ სადმე, ცოტა მოშორებით. - შემოგვთავაზა დათომ.
- რისთვის, შესაწვავი არაფერია?- უთხრა ნინიმ
-მაინცდამაინც შესაწვავი უნდა იყოს ცეცხლი რომ დავანთოთ? შემოდგომაა, გრილა, კოცონს მაინც სხვა დატვირთვა აქვს. მერე ფეისბუქზე დაპოსტეთ და მოგვნიშნეთ, „კოცონი, სოფელი და ჩვენ აბა ვის გენატრებათ?“ - გაინაზა ხმა დათომ და გადაიხარხარა.
- ჩვენ მაგ კატეგორიას არ მივეკუთნებით, მაგარამ ყოველთვის მინდოდა გამეგო რა გემო ჰქონდა სოფელში შემწვარ სიმინდს.
- ვერ მოვიპარავთ. - ჩავერთე მეც, - ხმელი სიმინდია ყველგან და ის ეფროსინეს ჰქონდა მრტო, შსაბამისად, სიმინდზე ფიქრი გამორიცხულია.
- სასმელი წავიღოთ. - თავლები გაუბრწყინდა სესილის, მის ესეთ დამოკიდებულებას სასმელის მიმართ არ ველოდი, თუმცა მომწონს.- ძალიან ბევრი დავლიოთ, ვიცი მართამ სადაც შეინახა, ქურდობაში რო არ ჩამოგვერთვას ხვალ ყველაფერი მოუყვეთ რაც გავაკეთეთ არამგონია გაბრაზდეს, პირიქით, გაუხარდება.
- მხოლოდ ჭაჭას ვერ დავლევთ, რამე გვჭირდება.
- ყურძენი, ყველიანი მჭადები გამოვაცხეთ დღეს, ცივი კი იქნება მაგრამ წავა რა.
-მე მომწონს სესილი. - ამაყად თქვა დათომ.
- ხმამაღალი განაცხადია, - შეიფერა სესილიმ, - ჩუმად ჩავიპაროთ და ავიღოთ არაყი და მჭადები, ყურძენს ვიპოვით სადმე.
- რა საჭიროა მოპარვა, როცა შეიძლება გვეთხოვა მართა ბებიასთვის და სახლსაც გამოგვატანდა. - თქვა ნინიმ და ფეხზე წამოდგა.
- ამაშია მთელი ხიბლი, ვითომ რომ ჩუმად ვაკეთებთ ყველაფერს. მოვატყუოთ საკუთარ თავსაც. ისე რაღაცეები ჩემ ჩანთაშიც დარჩებოდა, გზისთვის რომ მქონდა წამოღეებული.
- ცივილური არაფერი გვინდა, - გამაწყვეტინა სესილიმ, - შეფუთულ, გამხმარ ტკბილეულს რა ხიბლი აქვს? სოფელი უნდა შევიგრძნოთ, მართლა ამაშია ხიბლი.
- რაღას ველოდებით? - ვიკითხე მე, - ვინ წამომყვება?
-მე. - მეუბნება სესილი, -ასანთი, წყალი, არაყი, მჭადები და ყურძენი დამავიწყდა რამე?
-არა, არეფერი, საკმარისია! - გვითხრა დათომ, - მაგრამ სად უნდა წავიდეთ? ფიჩხიც მოსაძებნია. ცოტა რთულ საქმეს ვეჭიდებით.
- ყველაფერი დაუგეგმავად გავაკეთოთ, - პასუხობს მონდომებული სესილი და ქვევით, პირველ სართულზე ჩავდივართ. ძაღლი ისევ წკმუტუნით გველოდება. კარს ფრთხილად ვაღებ და მობილურის შუქით ვანათებ გზას. პირველ რიგში კარადასთან მივდივართ, სადაც არაყი დევს მინის ბოთლში. სესილი თეთრ ხელსაწმენდს აფენს და ზედ ერთმანეთის მიყოლებით ალაგებს მჭადებს, როცა ხელში აღარ ეტევა მეკითხება:
- მგონი საკმარისია ხო? არაფერი არ გვინდა სხვა? ასანთი აიღე.
ბუხრის თავზე შემოდებული ასანთის ყვითელი კოლოფიც ავიღე და ყველაფერი მზად არის, რაც მტავარია მარტივად ჩაიარა, მეორე სართულზე „მონაპოვარით“ ავედით და გაღიმებული სახეებით ვუჩვენეთ ნინის და დათოს.
-ყველაფერი მზადაა. ერთი ჩანთა წავიღოთ. - ვამბობ მე და მახსენდება რომ წყალი დაგვავიწყდა.
-არაუშავს მე მაქვს ცარიელი ბოთლი და წყაროსთან ავავსოთ, - უდარდელად მპასუხობს სესილი.
-წყაროსთან მივდივართ? - გაიკვირვა ნინიმ.
-ხო აბა ასე ახლოს რა გვინდა?
- რომ გაიღვიძონ და მოგვძებნონ არ ინერვიულებენ?
- მიხვდებიან, რომ სადღაც გავედით, - სესილი ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს, როგორც ჩანს ნინი მაინცდამაინც აღფრღოვანებული არაა იდეით.
- ყველაფერს ჯობს მდინარეზე წავიდეთ, - მთელი ემოციებით ემზადება სესილი.
- შორია. თან სიცივე იქნება. - ისევ დაიწყო წუწუნი ნინიმ.
ყველა არგუმენტის უარყოფის და გაუფასურების შემდეგ, იძულებულები ვხდებით დავთანხმდეთ სესილის იდეებს და ეზოში ჩავდივართ. ჩვენი „საგზალიც“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეზოში ფეხს ვდგამთ თუ არა, რაღაც ხმაურით ვარდება და ბრახა-ბრუხით გორდება კიბის დანარჩენ საფეხურებზე. მობილურს ვანათებთ „დამნაშავეს“, მწიფე, ყვითელი მსხალია.
- მიანათე ხეს! - ვეუბნები დათოს
მოილურის შუქზე ვხედავთ რომ მსხლის ხის ქვეშ ვართ. რისი მოკრეფაც ხელით შეიძლება ვკრეფთ. იმერთში ყველაზე დაბალი ჯიშის ხეებიც კი მაღალი იზრდება. კიდევ კარგი სიმაღლის ნაკლებობას არც მე ვუჩივი და არც დათო. ეზოდან გასულებს ძაღლი კუდის ქიცინით მოგვყვება უკან. ვცდილობ დავაბრუნო, მაგრამ არაფერი გამომდის.
გაგვიმაღლა, ავი ღრუბლებიდან მთვარე გამოგორდა და მისი მკრთალი შუქით გზაც გაანათა, წყაროსთან წყალს ვავსებთ და სწრაფი ნაბიჯებით ვაგრძელებთ გზას მდინარისაკენ. დაბურულ ორღობეში მთვარის შუქი ალაგ-ალაგ აღწევს ყვითელ ფოთლებსა და დაძარღვულ, სქელ ტოტებს შორის, ავად რომ დაგვყურებს. ხელზე ნინის თითების გაუბედავ შეხებას ვგრძნობ, თითებს მის თითებში ვახლართავ და სიამოვნებისგან ვიტრუნები. ახლა უკვე ჩემს ეგოსაც და ალტერეგოსაც მაგრად კიდია რას იტყვს დათო.
ეს საოცარი შეგრძნება იყო, მეგობრები, ღამე მდინარე და მყურო დაცლილი სოფელი. მდინარის ნაპირზე ვართ. გრილი ნიავი უბერავს და საიდანღაც ნესტის და წვიმის ცივი სუნი მოაქვს. ცეცხლის დანთება უნდა დავიწყოთ სანამ უფო აცივდება. მდინარის ნაპირზე ხმელი ტოტების და ფოთლების შეგროვებას ვიწყებთ. რამდენიმე წუთიანი შრომის შემდეგ, დასაწყისისთვის საკმარისზე მეტ შეშას ვგროვებთ, მშრალ ადგილს ვარჩევთ და ფიჩხის ერთმანეთზე დალაგებას ვიწყებ. ხმელ ფოთლებს შუაში ვათავსებ და ასანთით ვუკიდებ. გამიმართლა, მიუხედავად ჩემი დილეტანტობისა ამ საქმეში, ცეცხლი მალევე დაინთო.
ბრტყელ, სუფთა ქვებზე მჭადი და მსხალი დავალაგეთ, ქვიშაში ჭაჭით სავსე ბოთლიც ჩავფალით და დაველოდეთ როდის გაძლიერდებოდა კოცონი, ცეცხლმა არემარე გაანათა, მდინარის ხმა და შეშის ტკაცუნი ერთმანეთს ერწყმოდა, გარშემო ვსხდებით და მოუთმენლობისაგან ხელისგულებს ერთმანეთზე ვუსვამ.
- თამადა გვჭირდება! - წამოიძახა სესილიმ და ხმელი ჯოხი კოცონზე შეაგდო.
- მე მაქვს კარგი იდეა, რამე ვითამაშოთ. ზუსტად პრინციპი არ ვიცი, მაგრამ მგონი თამაშს „მე არასოდეს“ ჰქვია. აი მაგალითად, მე ვამბობ, რომ მ არასოდეს მიჭამია მსხალი, თუ მიჭამია ვსვამ და წრეზე ვისაც ნაჭამი აქვს სვამს, ეს ისე მარტივად, რომ აგიხსნათ, მაგრამ პრიციპია, რაიმე საინტერესო თქვა და რაც შეიძლება ნაკლები დალიო, რაც მთავარია არ უნდა მოიტყუო, მგონი სახალისო იქნება, რას იტყვით?
- მე მომწონს, - თქვა დათომ, -ვიცი ეგ, მაგრამ არსოდეს მითამაშია. რაღას ვუცდით?
- კარგია, დავიწყოთ დალევა, - მხარი დამიჭირა ნინიმაც და გამიხარდა ხასათზე, რომ მოვიდა.
ზურგს უკან შეხებას და სუნთქვას ვგრძნობ, ვტრიალდები და ძაღლს ვხედავ, სულ დამავიწყდა რომ წამოგვყვა, მჭადს ვაძლვ, ისიც გვერდით გადის და ჭამას იწყებს.
- რახან შენი იდიაა, შენვე დაიწყე, - ამბობს სესილი და ბოთლს მიწვდის, მეც ვართმევ და ვფქრობ რა შეიზლება ვთქვა? ჩავახველე და დავიწყე, - მე არასოდეს მიჭამია რძიანი შოკოლადი, არ მიყვარს შოკოლადები და იმიტო, დასაწყისისთვის სუსტია მაგრამ ახლა ვერაფერს ვფიქრობ.
ყველა ჩერდება და გაოცებული შემომყურებს. ბოთლს ნინის ვაწვდი და ველოდები როდის დალევს, რადგან ის გიჟდება შოკოლადზე, ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ცხვირზე ხელს იჭრს და დიდ ყლუპს სვამს. ისე ეჭყანება სახე რომ ლამისაა ბოთლი ხელიდან გაუვარდეს. მეცინება და მსხალს ვუწვდი, ისიც სწრაფად მართმევს და კბეჩს. სესილიც და დათოც სვამს. ჯერი ნინიზეა, ახლა მან უნდა თქვას:
- არ შემიძლია ძალიან ძლიერია! - იწყებს წუწუნს.
- ხოდა ისეთი რამე თქვი, რაც არ გაგიკეთებია, - ვეუბნები მას - გგონია რომ სხვებს გაუკეთებიათ და დალევა აღარ მოგიწევს.
ნინი ჰაერში იყურება და ფიქრობს, მერე თითქოს გონება უნათდებაო და გაბრწყინებული თვალებით ამბობს
- მე არასოდეს მქონია სექსი. - ბოთლს ამაყად უწვდის სესილის, სესილი კი დათოს, დათო თვალებს ავიწროვებს და ამბობს:
-გოგოები ბიჭებს უპირისპირდებიან. რა გარანტია გვაქვს რომ ჩვენს წინ პატიოსანი გოგოები სხედან? - ბოთლს იყუდებს და მაწვდის. მეც ვსვამ და ნინისკენ თვალს ვაპარებ, უემოციოდ ზის. ვბარზდები, არ უნდა იეჭვიანოს? არაყი ძალიან ძლიერია და უკვე თავბრუს ხვევას ვგრძნობ. სესილის ჯერია, ისიც ფიქრობს და ამბობს:
-მე არასოდეს მიცემია კაცი. - თვალს გვიკრავს და ბოთლს დათოს აწვდის, დათოს თითქოს სახე ეცვლება და აღარ ეცინება, ბოთლს პირზე იყუდებს და ისე სვამს თითქოს შიგნით წყალი იყოს გაკვირვებული ვუყურებ და ბოთლს ვართმევ.
- ესეთი შარიანიც არ მეგონე, რა გაბრაზებულმა, დალიე ვინ იყო ესეთი? - სიცილით ჰკითხა სესილიმ და ცეცხლზე ფიჩხი დყარა, წითელი ნაპერწკლები ჰაერში აიჭრა და სიბნელიეში გაუჩინარდა.
-მამაჩემი იყო. - ამბობს დათო, ეტყობა ძალიან დათვრა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს მდინარეც გაჩერდა, ვიცოდი რომ დათოს მამამისთან უთანხმოება ჰქონდა მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელით როდესმე შეეხო.
- მამაშენი არაჩვეულებრივი კაცია. - ამბობს ჩურჩულით სესილი.
-ხო ახალგაზრდა და სიმპათიურია, გოგოებსაც მოსწონს და მაგის გამო. მიქარა ერთხელ იმასთან ვისთანაც არ უნდა მიექარა. შენც გეხვეწები მამაჩემის გარეგნობაზე არაფერი არ თქვა, ისედაც დავლიე და გრძნობები მომეძალა.
- მაპატიე, არ ვიცოდი.
- არა თქვენთან დასამალი არავისან არაფერი მაქვს, მაგრამ მამაჩემს ჩემზე მეტად უქრის თავში და ეგაა მაგის პრობლემა. თქვენ, გოგოებსაც უფროსი ასაკის კაცები მოგწონთ, მგასასაც მეტი რა უნდა, სიამაყით განმიცხადა, რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან იჟიმავა და მადლობა გადამიხადა ასეთი კარგი მეგობრისთვის, არ უნდა შევხებოდი?
- გეყოფა არ არის საჭირო. - ვაჩუმებ. არ მინდა რამე ისეთი თქვას სიმთრალეში, რასაც მერე ინანებს.
-რაღაც ძალიან არარეალურს ამბობ, - გამაწყვეტინა ნინიმ, - არამგონია ასეთი რაღაცეები ხდებოდეს და მითუმეტეს მამა შვილს ამას ეუბნებოდეს.
- მამაჩემი მექალთანე ა, ამიტომაც აღარ არის დედა ჩვენთან. თუმცა არც დედა მყავს პატიოსენების განსახიერება, ორივე ერთმანეთზე უარესები არიან. - ცალყბად იღიმის დათო
სესილიმ ამოიხრა, თავი გააქნია და თქვა:
-გეყოფა, ისინი შენი მშობლები არინ რაც არ უნდა იყოს. შენი მეგობარიც კარგი ყოფილა თუ ეგ გააკეთა და მამაშენის ბრალი არ არის მარტო. გეგი თუ სვამ, დალიე და თემა შეცვცალოთ.
ერთ ყლუპს ვსვამ და ბოთლი ისევ დათოსთან ჩერდება, მან უკვე იმდენი დალია ენა ეშლება და სიტყვებს ძვლივს უყრის თავს.
- რადგან გოგოები ბიჭებს გვიპირისპირდებით, მაშინ მე არასოდეს მიკოცნია ბიჭისთვის. ტუჩებში. - ბოთლს ღიმიმილით მიწვდის და მე ნინის ვაძლევ, ნინი ჩერდება და დაბნეული აქეთ-იქით იყურება, ჰაერს ღრმად სუნთქავს, მერე ბოთლს პირზე იყუდებს და ერთ ყლუპს სვამს.
- შე გაფუჭებულო! - შეჰკივლა სესილიმ, - როდის იყო ეს? აქ წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ვისაუბრეთ ამაზე და არაო მითხარი. ჩვენ სალაპარაკო გვექნება ამ ღამით. - სესილი ბოთლს ართმევს დარცხვენილ ნინის.
სუნთქვა შეკრული ვზივარ. ანუ რა გამოდის პირველად მე მაკოცა? გამორიცხულია, ნამდვილად არაფერია ეტყობოდა გამოცდილების არ ქონის. აშკარად მახსოვს, რომ ვიღაცეებს ხვდებოდა ხოლმე, დავიჯერო მართლა არავისთვის უკოცნია?
- რა გავაკეთო, მიყვარდა და ვაკოცე. - მხრებს იჩეჩავს სესილი და სვამს.
- ვიზე ამბობ, ის რომ გყავდა იმას აკოცე?- წამოიძახა დათომ.
- სულაც არ იყო. რა შეატყვე ნაბიჭვრობის? სიმპათიური, მოვლილი ბიჭი იყო. ცოტა კი ურევდა მაგრამ მაინც?
- კარგი მხოლოდ გარეგნობა ჰქონდა, კიდევ კარგი დაშორდი, არასოდეს მომწონდა.
- რახან შენ და გეგის ვერ გაიგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ბიჭი იყო.
- თავის თავზე შეყარებული იყო, თავის თავს როგორ უფრთხილდებოდა. ან რა ეცვა, ყვავილებიანი მაისურები, ფერად-ფერადი.
- აჰა, ჩაცმულობაც არ მოგწონდა? არადა უხდებოდა.
- რა, აყვავებული რომ დადიოდა?
- რომელი საუკუნეა, რა ყვავილებიანი, ვიღა აქცევს მაგას ყურადღებას როგორ აზროვნებ? - გაცხარდა სესილი, - ხო დავშორდი რაც იყო იყო. ორჯერ ვაკოცე რამდენიმე წმით და მორჩა. სხავთაშორის თქვენი ბრალია რომ დავშორდი.
- ჩვენ რა შუაში ვართ?- ჩავერთე მეც.
- თქვენ დაიწყეთ მისი კრიტიკა, ვერ იტანდით. რომ ხედავდით ისეთ თემებზე იწყებდით საუბარს რაც არ აინტერესებდა.
- თავიდანვე არ გქონდათ მყარი ურთიერთობა, ჩენი რა ბრალია? განსხავებული რომ იყო შენ იმიტომ მოგწონდა, მაგრამ არ გამოგადგა. ხომ იცი შენთვის საუკეთესო გვინდა. - თავლი ჩავუკარი სესილის.
- მე როდისმე ჩავერიე თქვენს ურთიერთიბაში? მერე რა რომ ყოველთვის ისეთ გოგოებს არჩევთ, მე რომ არ მომწონს, პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას და თქვენ, ამიტომ იმ ბოზებზე არაფერი მითქვამს ხან სად რომ დაგყავდათ და ხან სად, მე და ნინი კიდე მაშინ გახსენდებოდით როცა მათ არ ეცალათ.
- ის რაც ჩვენ გვჭირდება შეუძლებელია თქვენთანნაირ გოგოებთან ვიპოვოთ, ჩემო სესილი, ამიტომ ზოგჯერ ის ბოზები, შენ რომ უწოდებ ჩვენი სრულყოფილი ცხოვრებისათვის აუცილებელია. - ღიმილით აუხსნა დათომ.
- ლიკასთან, რომ კაცი დაწვება იმას რა უნდა ელაპარაკო? - გამოსცრა კბილებიდან სესილიმ. - მაგრამ ვთქვი რამე? სკოლაში ყველა ბიჭი მაგას დასდევდა. კახპა მესმის მაგრამ მასეთი უთავმოყვარეო?
- როგორც გეგიმ თქვა მაგ დევნას შედეგი არ ჰქონია. - გადაიხარხარა დათომ.
დათოს ისე მივაშტერდი პირში გაჩრილი მსხალიც კი გადამავიწყდა.
- ვერ დავიჯერებ რომ ქალიშვილი იყო!
-მე არ ვიცი ამას ჰკითხე. - ჩემზე გამოიშვირა ხელი დათომ.
- შენ ბევრი დალიე და გეყოფა. - შევუბღვირე დათოს.
- ჯერ ეს რა უბედურებაა, ვინ ვისთან იწექით ერთმანეთს რატომ უყვებით, რა დამამცირებელია.
- გეგი არასოდეს არ მიყვებოდა თავის სექსუალურ ცხოვრებაზე, მე კიდე ისეთი კარგი გოგოები მყავდა მიხაროდა და ვეუბნებოდი.
- მაგით რა გინდა თქვა, მე ისეთებთან მქონდა ურთიერთობა თქმად რომ არ ღირდა? - შევუბღვირე დათოს.
-არა მე ეგ არ მითქვამს. შენ ჩუმი, უემოციო ხარ და იმიტომ არ ამბობ. ახლაც ვერაფრით ვერ დაგაცდენიე ერთი რაღაც, თორე ვინ თქვა, რომ ცუდი გოგოები გყავდა. პირიქით, შეიძლება ისიც ითქვას, ყოველთვის მშურადა შენი. - ხელები აწია დათომ.
-ვის აინტერესებს თქვენი თავგადასავლები მიდი თქვი რამე. - გაგვაჩერა ნინიმ.
ამ საუბრის განმავლობაში ნინის ერთხელაც არ უთქვამს არაფერი. ისევ ჩემი ჯერი დგება, რა შეიძლება ვთქვა საინტერესო? ტუჩს ვიკვნეტ და ვფიქრობ, წესით ალკოჰოლმა, გონება უფრო კრეატიული უნდა გახადოს, თუმცა ნინის სიყვარულის ამბავი მაფიქრებს. მინდა გავიგო ჰყოლია თუ არა როდისმე შეყვარებული.
-მე რასოდეს მყოლია შეყვარებული. - ვამბობ და ჭაჭის დიდ ყლუპს ვსვამ, უკვე გული მერევა და სასმელი აღარ მსიამოვნებს, ვიჭყანები და ნინის ბოთლს ვუწვდი.
-დალევა თუ გინდოდა არ შეგიშლით ხელს, დალიე რამდენიც გინდა- მიბღვერს ნინი, სიტყვებს ძვლივს აბამს ერთმანეთზე. - თამაშის წესი ესეთია, ისეთი რამე უნდა თქვა რაც არასოდეს გაგიკეთებია და სხვამ დალიოსო.
- სვამ თუ არა? - უხეშად ვეკითხები და მოუთმელად ველოდები რას გააკეთებს, მგონი კუთხეში მივიმწყვდიე, ნინი სწრაფად მართმევს ბოთლს და ისე სვამს ლამის ბოთლი ბოლომდე ჩაცალოს.
-ძლიერი სიყვარული გცოდნია- ვამბობ გულდაწყვეტილი და გამხმარ მჭადს ვკბეჩ.
-მცოდნია!- ნინი უკვე კარგად დათვარა.
წრეზე ყველა ვსვამთ, ბოთლშიც ერთი ორი ყლუპი რჩება, იმასაც ნინი ცლის და მოწყენილი გვერდით მჯდომ ძაღლს ეფერება, თვალები სიბნელეში წამომართული მთების ჩრდილზე აქვს გაშტერებული.
-ხედავთ? - გვეკითხება გაოცებული, - მითხარით რომ მთვრალი არ ვარ.
მაშინვე მთისკენ ვბრუნდები და ვხედავ როგორ ციმციმებს პატარა წერტილები. შორს მთის წვერისკენ და თანდათან მათი რიცხვიც იზრდება.
- ციცინათელები! - წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი, - უკან გავიხედე და დავინახე როგორ მოემართებოდნენ სიბნელეში მოციმციმე წერტილები ჩვენსკენ, რამდენიმე წუთი ხმისამოუღებლად ვუყურებდით ამ სანახაობას, გარშემო ყველეფერი მოციმციმე წერტილებით დაიფარა, ისეთი სილამაზე იყო ვერაფერი ვთქვი.
- რა უნდათ შემოდგომაზე ციცინათელებს? - მეკითხება დათო.
- ციცინათელების სოფელში ვართ. - წამოიძახა ნინიმ და ფეხზე წმოდგა, ხელი გავუშვირე თიმცა დახმარებაზე უარი მითხრა, ცოტა მეწყინა.
- ულამაზესია, - განაგრძობს ის და ჩემო ციცინათელას სიმღერას იწყებს და უაზროდ დადის მდინარის ნაპირას, არ მეგონა სიმღერის ნიჭიც თუ ჰქონდა, საოცარი თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს, უთვალავი ციცინათელაა, ყველგან არიან და უფრო და უფრო მრავლდებიან, ნინის ვუახლოვდები ხელს ვუწვდი და ვეუბნები:
- მეცეკვე და არ შეწყვიტო სიმღერა.
- მთვრალი ხარ, მთვრალ კაცებს არ ვეცეკვები! - მპასუხობს უხშად და სიმღერას განაგრძობს, - თუმცა შეიძლება.
ნინი ხელზე ხელს მადებს და ხმას უწევს, წვრილ გამოყვანილ წელზე ხელს ვხვევ და ისიც პირდაპირ ჩემს ყურთან იწყებს სიმღერას, ტანში ჟრუანტელი მივლის და თმის ღერებამდე აღწევს. ტანზე უფრო ძლიერად ვიკრავ, და ვეხუტები, ნინი მეორედ იწყებს სიმღერას ისე რომ არჩერდება, ფრთხილად ვკოცნი ლოყაზე და იმედი მაქვს არ გაბრაზდება. ჩვენგან მოშორებით კოცონთან დათო და სესილი სხედან მათი არსებობა არც გამხსენებია თუმცა არ მინდა ამ სიამოვნებაზე მათ გამო ვთქვა უარი. საოცარი, მსუბუქი მოძრაობებით ჩემი ხელის ქვეშ ნინი ტრიალდება და ბავშვურად იღიმის, სიმღერას ასრულებს და თავს მიკრავს, ტაშის ხმა და შეძახილები მესმის, ნინი მათ ხელს უქნევს და წასვლას აპირებს, ხელზე ვეჭიდები და ჩემსკენ ვაბრუნებ.
- ვინ იყო შენი შეყვარებული? - ვეკითხები ჩურჩულით.
ნინი თავს უკან სწევს და გაკვირვებული სახით მაკვირდება.
- იყო რა არის?
თითქოს ყველაფერის სრულდება, ყველაფრის ხალისს ვკარგავ და აღარც უთვალავი ციცინათელა ალამაზებს აქაურობას, ადგილზე ვშეშდები.
- რატომ არ მითხარი? - ძვლივს ამოვილუღლუღე, სამელისაგან თავბრუ მეხვევა და ჩემს უსიამოვნო გრძნობებს კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
-რა უნდა მეთქვა? - ჩურჩულებს ნინი და ისევ ჩემს სახეს აკვირდება.
- მე იმედი მქონდა რომ რამე გამოგვივიდოდა, თუმცა არაფერს არ დაგაძალებ შეგიძლია წახვიდე.
-სად?
- ბავშვებთან, კოცონთან იქ ხომ მიდიოდი?
-კი, ხელი გამიშვი და წავალ.
სწრაფად ვათავისულფებ ნინის და ისიც ბარბაცით კოცონთან მიდის, მარტო ვრჩები მდინარის ხმასთან და ციცინათელებთან ერთად. ქვიშაზე ვწვები თუ არა დათოს ყვირილი მესმის.
-ცუდად ხარ?
- არა! - ვღრიალებ და ცაში ყურებას ვაგრძელებ, თითქოს მთელი ზეციური სამყარო დედამიწაზე დაეშვა, ჩემს თავზე უამრავი ციცინათელა დაფრინავს. მაინც ვახერხებ გაღიმებას, ემოციები მეძლება და ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობას მივტირი. ნინი ისევ სიმერას იწყებს, თავს მათკენ ვატრიალებ და გული კიდევ უფრო მწყდება, იქნებ არც ვყოფილვარ პირველი ვისაც აკოცა? არ მინდა არც სოფელი და არც ეს ციცინათელები, მომენატრა ჩემი უღიმღამო ცხოვრების რიტმი, ქალაქი ხმაური, უნივერსიტეტი, სახლი არაფერზე ფიქრი გარდა სწავლისა. გავთვლილი დრო სადაც ფიქრის საშვალება არ მაქვს და აღარც ნინიზე ვიფიქრებ. ზოგადად ემოციური არ ვარ მაგრამ ასე არასოდეს არაფერი არ განმიცდია.
-რა ხდება? - მეკითხება დათო და ჩემს გვერდით ჯდება.
-არაფერი. - ვპასუხობ მოკლედ მყუდროების დამღვევს.
-ცუდად ხარ?
-არა! რატომ გამომიმზეურე ჩემი პირადი ცხოვრება?
-რა მოხდა მერე, თუ იმას განიცდი, რომ იქ ნინი იყო, დამიჯერე არცერთ გოგოს არ უნდა ბიჭი ვაჟიშვილად ჩაბარდეს. თანაც ეგენიც კარგად ამჩნევენ ვისთან დავდივართ და რას ვაკეთებთ, რომელი გოგო რას წარმოადგენს სესილიმ ჩვენზე უკეთ იცის.
- ჩემ ცხოვრებზე მაგს ვერ ვიტყოდი, ყოველთვის ვუფრთხილდები ჩემ პირადს და არასოდეს არ ვასაჯაროებ. ამიტომ, რამგონია გოგოებმა იცოდენ ვისთან რას ვაკეთებ. თანაც არამგონია ის ფაქტი ამართლებდეს ჩვენს მრავალმხრივ „სასიყვარულო თავგადასავლებს“ რომ ბიჭები ვართ. არავის სჭირდება ამ დეტალების ცოდნა, ამაზრზენია, გესმის?
ვჩუმდები, ჰაერს ღმად ვუშვებ.
-კარგი ცეკვა იყო. - ამბობს ცოტახნის შემდეგ.
- მერე?
- მერე ხასიათი შეგეცვალა, აქ ქვიშაში წმოწექი და ციცინათელებს მიშტერებიხარ.
- რა, არ არის ლამაზი?
- ციცინათელები?
- ხო, საუცხოოა ამდენი არსად მინახავს, ძალიან უჩვეულოა მათი გამოჩენაც.
-გიყვარს? - მოულოდნელად ცვლის თემას დათო.
პატარა ბავშვივით ვწევ ტუჩს წინ და კიდევ უფრო მაწვება ემოციები.
-ალბათ! - ვპასუხობ გულდაწყვეტილი.
დათოს სავარაუდოდ კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე თუმცა მხოლოდ ციცინათელებს ვუყურებ.
-ეგრე რა! - შესძახა ხმამაღლა, - მერე არ უთხარი?
-არა! - მოვატყუე.
-რატომ?
-არ ვიცი.
-მართალია, ლოთობისაკენ მიდრეკილება აქვს მაგრამ კარგი გოგოა, - ჩაიცინა დათომ და მეც გამეღიმა, - მიდი და უთხარი, დაგინახე, აქამდე ვერ გამჩნევდი და შენ ხარ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელითქო.
- გგონია მასე ვაბამ გოგოებს?
- აბა როგორ? მიყვარხარ მაგ თბილ გულში ჩემო პაწუკ, სულ ჩემი ხარ, მინდა ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვაო?
-შიგ ხო არ გაქვს რეებს ბოდიალობ? სიყვარულის ახსნა თუ მინდა შენ მასწავლი?
-რასაც გრძნობ ის უნდა უთხრა, რავიცი, არასოდეს ყოფილხარ ასეთ დღეში და მაგიტომ გასწავლი.
- შენ რა იცი რას ვგრძნობ, მე თვითონ ვერ გამირკვევია. ან ასეთ დღეში არასდროს ვყოფილვარ რას ნიშნავს?
-ნამეტანია შენი გრძნობები მის მიმართ, ამდენი ხანია გიცნობ და სულ შეცვლილი ხარ, ქალაქში სხვა იყავი აქ სხვა, ისე, ქალაქშიც ბოლოს აურიე. მიდი და ქენი რამე.
- მთვრალი რომ ხარ მაგიტო მასწავლი ჭკუას?
-არა, მინდა ქორწილში შენს გვერდით ვიჯდე იმ შემაღლებულ მაგიდაზე.
ხმამაღლა ვიცინი, კარგი წრმოსადგენია.
-მაგაზე არ იდარდო. წადი ახლა და მიხედე, არაფერმა შეჭამოს ისინი.
- შენც ადექი, გაცივდები სად წევხარ? მთვრალი ხარ გაბედე და მიდი უთხარი, იქნება და გიჟდება შენზე ის გოგო.
-შენ ჩემი თვალების ექსპერტი ხარ მარტო? შეხედე და მითხარი აქვს რაიმე თუ არა გრძნობა ჩემს მიმართ, მერე მოდი და ჭკუა დამარიგე.
- ფეხზე ადგექი რას წამოკოტრიალდი აქ და უყურებ ამ ციცინათელებს რომანტიკოსი ბიჭივით, ჯობია საქმეზე გადახვიდე, უთხრა სათქმელი და ან კი იქნება ან არა და მორჩა. - ფეხზე დგება დათო, ხელს მიშვერს და ადგომაში მეხმარება.
ფეხზე წამოვდექი, პირში ისევ ჭაჭის გემო მაქვს და ბარბაცით კოცონს ვუახლოვდები, ნინისკენ თვალს ვაპარებ და ისიც ჩემსკენ იყურება მორცხვდ, მერე მზერა ისევ კოცონზე გადააქვს.
-არ წავიდეთ გოგოებო? - ეკიხება დათო, - მათ მგონი დაღამდა, მვვრალები ვართ და გვეძინება. სასმელიც აღარაა.
-მინდა რომ ნინიმ კიდევ ერთხელ გვიმღეროს, - სესილი თავს აქნევს, - ციცინათელებიც სანამ არიან ვისიამოვნოთ. თან კოცონიც არ ჩამქვრალა.
-აღარ შემიძლია უკვე მერამდენედ უნდა ვიმღერო ეს სიმღერა?- ამოიოხარა ნინიმ, - ლამაზი სანახაობაა სიმღერის გრეშე, თან გულიც მერევა, ამდენი არ უნდა დამელია. ძვლივს ვლაპარაკობ და სიმღერას შევძლებ? - ცას ახედა და იდუმალი ღიმილით ჩემსკენც გამოაპარა თვალი, წმიერად სახეზე ღიმილი გადამდის, მაგრამ მალევე ვსერიოზულდები და ნინის სიმღერას ველოდბი
- ძვვლივს ლაპარაკობს. - ჩაიბურტყნა სესილიმ და თავი გააქნია, -იმღერე და მეც აგყვები. - ცდილობს როგორმე სიმღერაზე დაითანხმოს.
ნინი თავს აქნევს და სიმღერას იწყებს, მისამღერზე სესილიც უერთდება და აი საოცარი დუეტიც, თუმცა ახლა ესეც მეორეხარისხოვანია ჩეთვის, ხასიათი გამიფუჭდა თან როცა მთვრალი ვარ უფრო გულჩვილი ვხდები და ყველასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. სიმღერას ასრულებენ თუ არა, ტყიდან ტაშის ხმა ისმის. მაშინვე ვფხიზლდები და ყველას ხელებში ვუყურებ. ისინიც გაოცებულები აქეთ-იქით იყურებიან, შეიძლება მომეჩვენა მაგრამ ყველამ გაიგონა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა იმის გახსენებაზე, რაც გუშინ ღამით მოხდა. ახლა კიდე ეს.
- გაიგონეთ?- თქვა შეშინებულმა ნინიმ და ფეხზე წამოხტა - ვიღაცამ ტაში დამიკრა.
- რამე რომ იყოს ძაღლი დაიყეფებდა. -დაამშვიდა დათომ - ქორი იქნება, ან რამე სხვა ფრინველი, ხმაურზე დაფრთხა და აფრინდა, ფრთების ხმას ჰგავდა ვიდრე ტაშისას.
ნინის სახეზე ფერი აღარ აქვს, სწრაფად იწყებს ნარჩენების მოგროვებას და თან ტყისკენ იყურება.
- არვიცი რა იყო, მაგრამ გავეცალოთ აქაურობას ჯობია. - ამბობს აკანკალებული ხმით.
-ასანთი ხომ არ გრჩება? - ვკითხე მე, ჩანთა გამოვართვი და ზურგზე მოვიგდე.
-არაფერი, ყველაფერი ჩავალაგე. - თავი დამიქნია და ისევ ტყისკენ გაიხედა.
მოილურები მოვიმარჯვეთ და გზას გავუდექით ძაღლი ძუნძულით წინ გაგვიძღვა და ჩვენ უკან გავყევით, სიბნელეში ჩუმად მივდიოდით, ყველანი დავიძაბეთ იმ ხმის გაგონებაზე, მაგრამ ალბათ დათო მართალია, ფრინველი იყო და ფრთების ხმა ტაშის დაკვრას მივამსგავსეთ. თუმცა ძალიან ჰგავდა ტაშს, ხმას არავინ იღებს წყაროსთან ისე ავდივართ და ტრადიციულად, იქ ვისვენებთ.
- ჩემი სოსოს დაჩგვრისთვის ვალოდია გამომიყვანეთ უნდა დაველაპარაკო! - ჩვენს გამხიარულებას ცდილობდა სესილი, მის ხმაზე ძაღლები აყეფდნენ და სოფელმა გამოცოცხლება დაიწყო, ამან უფრო დამძაბა და სწრაფად გავშორდით იქაურობას. ეზოში ფრთხილად შევიპარეთ და სახლში ასანთი და ბოთლი თავის ადგილას დავაბრუნეთ, ოთახში ასული, საწოლზე ჩამოვჯექი და ტელეფონზე შემოსულ გზავნილებს ვპასუხობდი.
ერთი საათი ვიწრიალე უაზროდ, ძალიან დამცხა. წამოვჯექი და ფანჯრისკენ გავიხედე, ციცინათელები სადღაც გაქრენ და სოფელი ურფო საშიში გახდა. გუშინდელ ღამეზე დავიწყე ფიქრი. რა მოხდებოდა იქნებოდა იგივე რომ განმეორებულიყო? ფიქრებმა ისევ ნინისთან მიმიყვანა. ვინ იყო მისი შეყვარებული? ვერ მოვისვენე, არასოდეს არ მჩვევია გრძნობების და ემოციების გამოხატვა საჯაროდ და არც საკუთარ თავთან, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო, ნინიზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი. მისი ცხოვრების და ჩვენი გაცნობის გახსენება დავიწყე, არც ის გამოხატავს ხოლმე საჯაროდ თავის პირად ცხოვრებას და არასოდეს მინახავს ვინმე ბიჭი მის გვერდით. როგორც ჩანს, ამას ჩვენთან არ აკეთებდა სესილის ეცოდინება ყველაფერი, მაგრამ ჯობია ნინისთან გადავამოწმო როცა გათენდება. გაჭირვებით ვიძინებ უკვე შუაღამეა. ძილში ნაცნობი ხმა ჩამესმის, ვიღაც ისე ხმამაღლა საუბრობს, რომ მეღვიძება. წამწამებს ძალდატანებით ვაშორებ ერთმანეთს და ვცდილობ იმის გარკვევას მართლა საუბრობს თუ არა ვინმე. იატაკზე ჩემს ტელეფონს ვეძებ ვანათებ და შიშისაგან ლამის ლოგინიდან გადმოვარდე, ოთახში საბანშემოხეული სესილი დგას.
- მე არაფერ შუაში ვარ, - თავს იმათლებს დათო, მაგრამ რისთვის ვერ ვხვდები.
ლოგინზე ვჯდები, ჯერ კიდევ გამოფხიზლების პროცესში ვარ, ალკოჰოლიც გამოსვლას იწყებს ჩემი სხეულიდან და უსიამოვნო შეგრძნებები მეუფლება.
- რა ხდება?- ვეკითხები ცოტახნის შემდეგ მათ.
- შენც მოგიწევს. - საჩვენებელი თითი აღმართა სესილიმ, მაგრამ რა მომიწევს და რისთვის მაინც ვერ ვხვდები. - დაწექი ლოგინში, შიშველი ხარ!- ტრიალდება სესილი დათოსკენ, რომელიც მის წინ საცვლებისამარა დგას, - შენც გეხება, -ტრიალდება ჩემსკენაც, მე მხოლოდ წელს ზემოთ სიშველი ვჩანვარ, თან არამგონია ასეთ სიბნელეში რამის გარჩევა შეეძლოს. მაინც ვერაფერი გავიგე, ამიტომ კითხვას ისევ ვუმეორებ და ტელეფონს სესილის ვანათებ.
- რამე მოხდა რაზე ლაპარაკობთ?
- გეგი გეყოფა! - ცრის კბილებიდან სესილი, - ამხელა კაცები ხართ და ცანცარებთ, მართლა მეძინება, აღარ გაბედოთ ოთახში შემოსვალა, მერე რა, რომ მეგობრები ვართ, იქნება და სექსუალურად საბანგადახდილს მძინავს?
- როგორ გძინავს? - ეცინება დათოს.
- სესუალურად და დაეგდე საწოლში, არ მინდა შიშველს გხედავდე, მეტი გასართობი ვერაფერი ნახეთ ამ შუაღამისას?
დათო თეძოების ქნევას იწყებს.
- რატომ, მეც სექსუალური ვარ?
- რა სერიოზულებიც ხართ გეტყობათ, ყვავილებიანი მაისური გაუკვირდებათ კიდე, - ბუზღუნებს და სანის ფორთხიალით გართ გადის, კარგა ხანს კიდე ვერ მოვდივარ გონს, დათოს მობილურს ვანათებ და ვეკითხები.
- რა უნდოდა?
-რავიცი მე? - საბანს ტანზე იკრავს და თვალებს ჭუტავს- ნუ მანათებ რა.
-რა ნუ განათებ რა უნდოდა?
-შენ იყავი?
-რა მე ვიყავი რაზე ლაპარაკობთ რა მოხდა?
-რა ვიცი მე, კარზე დამიკაკუნეთ და არ მაძინებთო, ოთახში შემოხვედითო, მართლა შენ გახვედი? კარგა ხანს წრიალებდი.
-რა მე გავედი კარგად ხარ? არსად არ გავსულვარ.
-მთვრალია, ეტყობა მოეჩვენა ან იმ ჩიტის აფრენის შეეშინდა და სიზმარი ნახა. რავიცი მე, რას გამაღვიძა რა გემრიელად მეძინა რა უნდოდა?
-მართლა მასე ფიქრობ, იქნებ გუშინ ვინც ქვებს ისროდა ის იყო?
-ნუ მაშინებ გეგი, მეძინება არავინ არ იყო, მჩვენებების გჯერა?
-არა, ეგ რა შუაშია, იქნებ მართლა იყო რაღაც და არ მოეჩვენა?
-ძაღლი ესე წყნარად არ იქნებოდა. ნასვამია. დაიძინე და მეც დამაძინე, საინტერესო სიმზრებს ვნახულობდი და დასრულება არ მაცადა, სოფელში ვარ წამოსული, ქალი არ მინახავს თვალით და სიზმარში მაინც მაცადეთ. - დათო ცოტახანს ჩუმდება მერე კი მეკითხება, - ეს სექსუალურად ძილი რა არის?
-არვიცი, საბანგადახდილიო, ნუ იფიქრებ მაგაზე. -მეღიმება.
-არა მართლა დამინტერესა და ახლა კი შევიდოდი დ ვნახავდი სექსუალურად ძილს რას ეძახის. არა, ისე მეგობარია და მაინც ვერ ვუღალატებ ამ წრფელ გრძნობას, პატიოსანი ბიჭი ვარ ზოგიერთებს კი არ ვგავარ.
- მეძინებაო ასე თქვი, შენგან განსხვავებით მე სესილის ამბავზე დავფიქრდებოდი.
-ხოდა იფიქრე, მე ძილს ნუ მიფრთხობ, ცოტა მცხელა და სექსუალურად ვიძინებ. - ფხუკუნებს დათო.
სესლის ამბავმა მართლა დამაფიქრა დათოსავით ძაღლს ვერ ვენდობი, რადგან დიდად არც ჩვენი გამოჩენა გაკვირვებია როცა ეზოში შემოვედით, ამიტომ ეს მყარ არგუმენტად არ მეჩვენება. ჩემს გამთბარ ლოგინს ვუბრუნდები და საბანს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე, მალევე მეძინება, თუმცა ისევ ნაცნობი ხმა ჩამესმის, თვალებს ვახელ, სესილი ტელეფონის შუქს მანათებს და მიყურებს. მოჩვენებასავით ისევ საბანი აქვს შემოხვეული და ხმას არ იღებს თავიდან შემეშინდა, დამავიწყდა რაც მოხდა ძვლივს ამოვილუღლუღე
- ნუ მანათებ იქნებ სექსუაურად მძინავს. - მერე მახსენდება რა შეიძლება მომხდარიყო და მაშინვე ვსერიოზულდები. - რამე მოხდა?
სესილის ხმა უკანკალებს და ვხვდები სადააცაა ტირილს დაიწყებს.
-კარი არ იკეტება, რომ ჩავკეტო და მშვიდი ძილის საშუალება მომცეთ? უვე მართლა ნერვები მეშლება, იმდენად გათავხედდით რომ საწოლშიც კი მიყობთ ხელს? ეს უკვე ზედმეტია გეგი და ხუმრობაც აღარაა.
მაშინვე წმოვხტი ფეხზე, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, მალევე გამოვფხიზლდი.
-სესილი რა გავაკეთო, რომ დაიჯერო? არც მე და არც დათოს მსგავსი რაღაც არ გაგვიკეთებია არასდროს, იქნებ გეჩვენება ნინი რას ამბობს?
-ნინი გაგლეჯილი მთვრალია და ვერაფერს იგებს, ანდა რა უნდა გააკეთოს, კაცის ხმას იღებს ნინი? - სესილი ტირილს იწყებს, - ხედავ რა დღეში ჩამაგდეთ? მართლა მეშინია ეს უკვე ხუმრობა არ არის, ბოროტი ხუმრობაა რომელიც არ მომწონს რამე წამისვით სახეზე, ოღონდ ესე ნუ ხუმრობთ.
საქმე სერიოზულადაა, სესილის ხელს ვკიდებ და საწოლზე ვსვამ.
-მე მართლა არ ვყოფილვარ, არც დათო, იქნებ ნინი იყო და გეშლება?
-ნინის სძინავს, როგორ იქნება ასე კაცის ხმას ვერ მიიღებს.
-რას გეძახის?- უკვე მეც მეშინია.
-ჩემს სახელს იძახის, რა უნდა იყოს ეს?
-არ ვიცი გავარკვევ, დამშვიდი.
სესილი სეხეზე ხელებს იფარებს და გულამოსკვნილი იწყებს ტირილს, ვეხვევი და ვცდილობ დავამშვიდო.
-დამშვიდდი, არაფერია უბრალოდ ცოტა დალიე და შეიძლება მოგეჩვენა. - ჩემი სიტყვების არც მე მჯერა, მაგრამ ამ მომენტში ჯობია, რომ სესილი მოვატყუო თორემ მართლა შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს.
- მართლა არ ყოფილხარ?- მიმეორებს კითხვას და ტირილს არ წყვეტს.
-არა სესილი და დამშვიდი, რა პატარა ბავშვივით იქცევი. - ვეუბნები და ვფიქრობ ხომ არ აჯობებს მოვატყუო რომ მე ვიყავი? თუმცა რომ განმეორდეს არ ვიცი მერე რა ვუპასუხო. - შუქი არ არის?
-არა. - თავს აქნევს.
- თუ გინდა წყალს ამოგიტან და ცოტას დამშვიდდები.
-არ წახვიდე გთხოვ, ხელზე მექაჩება როცა ფეხზე ადგომას ვაპირებ.
- როგრმე უნდა დამშვიდდე ცივი წყალი მოგიხდება სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, დათოს გავაღვიძებ და ის მოგხედავს კარგი? ტელეფონი არ გამორთო გქონდეს ეგ შუქი და შეეცადე რამე კარგზე იფიქრო.
ფეხზე ვდგები და დათოს საწოლთან მივდივარ, ფრთხილად ვეხები მხარზე და ვანჯღრევ, ის გაურკვეველ ხმებს გამოსცემს და იღვიძებს
-რა გინდათ რას შემეცით? - მეკითხება გაბრაზებული და ბალიშიდან თავს ყოფს.
-სესლია გამოსული და გთხოვ ყურადღება მიაქციე, ცუდადაა, მე წყალზე ჩავდივარ.
სესლილი ჩემი სიტყვების გაგონებაზე უფრო ხმამაღლა იწყებს ტირილს.
- წადი ხო, კარგად ხარ სესილი? ლოგინიან დგება დათო
ოთახიდან გავდივარ და გზას ტელეფონის შუქით ვინათებს. ცივ ქვას რომ ვეხები მერე ვხვდები, რომ საცვლების ამარა ვარ, მაგრამ მიბრუნებას არზი არ აქვს. ძაღლი ისევ მეგებება, მაგრამ ახლა მასთან თამაშის თავი არ მაქვს. უყურადღებიდ ვტოვებ და ოთახში შევდივარ, დოქიდან წყალს ვასხამ და გარეთ სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ. ძაღლი მახტება, თითქმის ნახევარ ჭიქას ვღვრი და ფეხზე ცივი წვეთების არასასიამოვნო შეხებას ვგრძნობ. უკან ვბრუნდები და ჭიქას თავიდან ვავსებ, გარეთ გავდივარ და კიბეზე ასვლას რომ ვაპირებ, სესილის ხმა მესმის.
- გეგი აქ ვარ.
ვშეშდები ხმა ეზოს შუაგულიდან მოდის და სიბნელეში ტელეფონს ვანათებ.
- სესილი! - ვიწყებ ჩურჩულით, - რატომ ჩამოხვედი?
სესილი ხმას არ იღებს, ხმელ ფოთლებზე ვიღაც დადის, ეზოს სიღრმისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და შუქით ცდილობ დავინახო ვინ არსი თუმცა ვერაფერს ვერ ვხედავ.
-სესლი -ვუწევ ხმას, - აქ ხარ?
უკან ვტრიალდები და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებზე ავდივარ წყალი ისევ მეღვრება, მაგრამ ფეხს არ ვანელებ, ჩვენს ოთახსი ვბრუნდები, სესილი და დათო ლოგინზე სხედან და დათო მის დამშვიდებას ცდილობს, შეშინებულს ლამის ჭიქა მივარდება ხელიდან. ნელი ნაბიჯებით მივდივარ, ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მომხდარზე არაფერი ვთქვა და სესილი უარეს დღეში არ ცავაგდო. ჭიქას უხმოდ ვუწვდი, ფრთხილად მართმევს და ერთ ყლუპს სვამს. ცოტა მშვიდადაა რაც მახარებს, მაგრამ ალბათ არანორმალურის სახე მაქვს, გაფითრებული და წაშლილი. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ, უცებ ნინი მახსენდება, ოთახში სულ მარტოა.
- ნინისთან გავალ. - ვიწყებ და ვცდილობ ხმა ვაკონტროლო, - მარტოა და რომ გაიღვიძოს არ შეეშინდეს.
სესილი თავს მიქნევს და ფეხაკრეფით გოგოების ოთახში შევდივარ, ნინილს ლოგინს ვეძებ და ვუახლოვდები, საოცარი სანაახაობაა ის რაც ამ მომენტში მჭირდებოდა, ნინის თავი ბავშვურად აქვს ჩარგული ბალიშში და ტუჩებიც უცნაურად წინ გამოწეული, არ მინდა გავაღვიძო, ყველაფერი მავიწყდება და ღიმილი მაინც მეპარეა სახეზე. სინათლის დამსახურებით, ნინი იშმუშნება და მეც ფრთხილად და მშვიდი ხმით ვეძახი
-ნინი, ნინი გაიღვიძე- ხელით მინდა შევეხო მაგრამ ვერ ვბედავ, ნინი თვალებს ახელს და ჩემს წინ საოცარი, ცისფერი სამყრო იშლება, სუნთქვა მეკვრის, ნინი აცნობიერებს ვინ დგას მის წინ და ხტება.
- გეგი რა გინდა?- მეკითხება გაკვირვებული ხმით.
- მინდა რომ მეორე ოთახში გამოხვიდე ისე რომ არაფერი არ მკითხო.
ნინი წარბებს კრავს და გაკვირვებული მეკითხება
-სად? ან რატომ უნდა გამოგყვე?
ვაცნობიერებ, რომ ცუდად ვუთხარი და შეცდომას ვასწორებ.
- გამოდი ჩვენს ოთახში, სესილი შეშინებულია და შენც იქ იყავი, აქ მარტო ცოდო ხარ.
- რამ შეაშინა? - ხმა უსერიოზულდება ნინის, -მეძინება გამოვიდეს და დაწვეს ამხელა გოგოა რამ შეაშინა, თუ შეშინდა კიდევ თქვენთნ რას მორბოდა მე აქ არ ვიყავი? - ამ სიტყვებს ისე წაროთქვამს რომ ეჭვი არ შეგეპარება მის შესაძლებლობებში. მერე თითქოს რაღაც ამუცნობ და იდუმალი დაინახაო და უკან იხევს - მოიცა შიშველი ხარ, შარვალს ვერ ჩაიცვამ?
ტანზე ვიხედები ეს სულ არ გამხსენებია. მაგრამ არც ახლაა ამის დრო.
- ძალიან გთხოვ, გამოდი, ან აქ დარჩი თუ არ გეშინია, მარტო იყავი, მაგრამ არ მინდა რომ მარტო დარჩე?
- მიბრუნდი უნდ მივიფარო. - მაფრთხილებს ნინი.
მისკენ ზურგით ვდგები და რამდენიმე წამში ნინიც სესილის მსგავსად საბანშია გახვეული, წინ ვუძღვები და გზას ვანათებ, ავიანზე როცა გავდვართ ეზოსკენ თვალს ვაპარებ თუმცა ვერც საეჭვოს ვხედავ რამეს და არც არაფერი მესმის. ძაღლიც მშვიდადაა როგორც ყოველთვის, მე და ნინის ოთახში შესვლისთანავე დათო ღრიალს იწყებს:
- რას მოიყვანე, ძვლივს დავაწყნარე. - ხელი ჩაიქნია დათომ და ფეხზე ადგა.
-რა მოხდა?- შეშინებული სახით იკითხა ნინიმ, სესილისთან მივარდა და ჩაეხუტა, მაინც ვერ მივხვდი ამ საბნებს როგორ იხვევენ ისე რომ გადაადგილებაში და ჩახუტებაშიც პრობლემები არ ექმნებათ, სესილი ისევ გაუთავებლად ტირის და ნინის პასუხს არ უბრუნებს.
-რა მოხდა? - უმეორებს კითხავას.
-არ გაგიგონია? - ამოისლუკუნა სესილიმ.
-ამის ატანა არ შემიძლია.- გადმომჩუჩულა დათომ
-რა გჭირს? ვერ ხედავ რომ შეშინებულია?
-რას ვხედავ არ ვიცი, მაგრამ ჭაჭის სუნს ჯერ კიდევ ვგრძნობ, ცხელება დაეწყო მგონი,
-ყველაფერზე როგორ შეგიძლია იხუმრო? გუშინდელი დღის შემდეგ არაფერი არ გამკვირვებია, ეზოში რომ ჩავედი ვიღაც სესილის ხმით დამელაპარაკა მაშინ, როცა ის შენს ვერდით იჯდა. ესეც ცხელებაა?
-შენც კარგ დღეში ხარ, ძალიან მეძინება.- მაინც არ იჯერებს დათო.
სესილის ტირილის მოსმენა უკვე მართლა აუტანელი გახდა, ნინიც ამშვიდებდა, მაგრამ უშედეგოდ, გული უფრო უჩუყდებოდა.
-თქვენ მაინც მითხარით რამე, მეც უკვე მეშინია.
-რაღაც ხმა გაიგონა, ვიღაც ეძადა. - ისე იწყებს მოყოლას დათო, ვითომ არაფერი არ მომხდარიყოს და ეტყობა რომ სერიოზულად არ უყურებს ამ ამბავს. - მერე დამიკაკუნაო ასეო და ისეო.
ნინი გაოცებისგან პირს აღებს და სახეზე ხელს იფარებს, სესილი კიდევ ტირილს უმატებს, საინტერესოა სადამდე ავა.
-ახლა მთელი ღამე ამ სანახაობას უნდა ვუყუროთ? -მოთმინება დაკარგა დათომ -წავიდეთ დავმშვიდეთ და დავიძინოთ, სესლილისთან მიდის და წყლის ჭიქას უწვდის. - დალიე, მე და შენ ერთ ოთახში გავიდეთ მე ნინის ლოგინში დავწვები, თუ რამე მოვა მე ვიცი რასაც ვიზმ. ნუ გეშინია ამხელა კაცები ვართ და ცოტა გვრცხვენია ეგეთ რამეებს შევჭიდებივართ ცხოვრებაში? - მაინც ცდილობს იხუმროს და უღიმის გოგოებს დათო
-რა ჩემ ლოგინში დაწვები, რას ამბობ?- გამოფხიზლდა ნინი.
-რა იყო ასე გეზიზღები? გოგოები ოცნებობენ მათ ლოგინში აღმოვჩნდე, ამას ვინმე ფხიზელი ადმიანი სჭირდება რომელიც გაიგონებს მართლა აკაკუნებენ თუ არა კარზე შენ გახვალ და გაითიშები, ამას ვინ მიხედავს? შენ გეგისთან დარჩი და ჩემ ლოგინს დაგითმობ.
- მოიცა ვერ გავიგე. - ვამბობ მე.
- რა ვერ გაიგე? გოგოების სიმშვიდეს უზრუნველვყოფთ. უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ჩემთან. სელილი წავიდეთ?
- მეშინია!- ბურტყუნებს სესილი.
-შენს გვერდით ვარ, ფხიზელი ძილი მაქვს, პირობას გაძლევ სანამ არ დაიძინებ მეც არ დავიძინებ. შევთანხმდით?
სესილი თავს აქნევ. დათო ისევ რაღაცას გეგმავს ჩემთან და ნინისთან დაკავშირებით. ნინისაც აღარ გაუპროტესტებია, დათო საბანს იღებს და სესილისთან ერთად ოთახიდან გადის. წასვლისთანავე ჰაერი იმუხტება, ნერწყვს ვყლაპავ და ჩემს ლოგინზე მჯდომ ნინის ვუყურებ



№1 სტუმარი ani

Zaan zaan kargia...mainteresebs ra moxdeba shemdeg tavshi

 


№2  offline წევრი შამხათი

ძალიან საინტერესოა, ჭინკების ოინებს გავს

 


№3  offline წევრი natia23

მართლა მეგონა რო სესილი ეზოში იქნებოდა :D შემეშინდა ძალიან..
ჭინკების არსებობაში ეჭვი მეპარება,მაგრამ მსგავსი ამბავი დედიკოსაც გადახდა და ვიცი რო საშიშია ))
მე ვიცი,რომ როცა ჭინკა გეძახის,ხმა არ უნდა გასცეო,თორემ ვერ დაილაპარაკებ,სანამ მეორედ არ მოვა და ისევ არ დაგიძახებსო.

მე მომწონს ეს ისტორია და ველი გაგრძელებას

 


№4 სტუმარი ani

Icit me velodebi 12 rom gaxdeba daideba axali tavii?mitxarit raa

Auu rodis dadeb axal tavs?

 


№5  offline წევრი natia23

Dagigvianda axali tavis dadeba da rodis iqneba??

 


№6 სტუმარი ani

Rodis iqneba axali tavi?

 


№7 სტუმარი Guest სოფო

როდის დადებ ახალ თავს?

 


№8 სტუმარი nini

სად დაიკარგე მალე დადე გთხოვ

 


№9  offline წევრი ნიიიიი

აღარ აგრძელებთ??? სად დაიკარგეე რამდენი ხანია ველოდებით როდის დადეეეებ აბა ყოველდღე დაიდებაო?? სულ დაგავიწყდააა? :-(

 


№10 სტუმარი ani

ისტორიის გაგრძელებას აპირებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent