შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3.დაწყევლილთა პატარძალი


21-10-2016, 16:18
ნანახია 1 654

3.დაწყევლილთა პატარძალი
-არა ,შენ ნორმალური არა ხარ!-ვინ იცის უკვე მერამდენედ დამიღრიალა ჩემმა ქმარმა.
-რაუნდა მექნა?-გაოცებულმა ვკითხე.
- უნდა გეთქვა, ასეთი რამ არ მოხდებოდა, იცი მაინც ახლა რა შარში ხარ?! ვამპირები თქვენსავით ალალბედზე არ ქორწინდებიან, თუ ერთხელ დაოჯახდნენ მერე მორჩა! უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, ცოლად მოვიყვანე ადამიანი, მითხარი ახლა რომელ წყალში გადავვარდე?- თვალები ისე დამიბრიალა ვიფიქრე იქვე გავუტევებდი სულს.
ისე ვერაფერში დავადანაშაულებდი. ლილიანას წავყვევი და ზედმიწევნით შევასრულე საქორწინო რიტუალის ყველა პუნქტი, თავჩაღუნული ვედექი მაღალი და სიმპატიური ბიჭის გვერდით. არც წვეულებაზე ამომიღია ხმა, ვიყავი ჩემთვის გაყუჩებული, ვუალს ვიფხატებდი სახეზე და აი შედეგიც! როცა ჩემი ადამიანობის შესახებ გაიგო კინაღამ გაგიჟდა, მთელი ცხოვრებააა ენას არ ვაჩერებ და დედამიწაზე კაცი არ არის მე რომ მომაკეტინოს, რაღა დღეს გადავწყვიტე სიცოცხლეში ერთხელ გავჩუმდები-მეთქი.
შტერი ვარ!
- დებილო გოგო!-უეცრად მომვარდა და კაბის კალთებს დასწვდა.
- გესმის ეს რა დღეში ჩამაგდე! გესმის ეს რა გააკეთე? მითხარი გესმის?-მიყვიროდა და ტან მანჯღრევდა, კაბას მახევდა ისეთი ძალით მიჭერდა მკლავებს, რომ მთელი სხეული იისფერი სისხლცაქცევებით დამიფარა.
- -საკმარაისია!-ყელში ამომივიდა და ერთი ჩემებურად დავჭყივლე.
- _ვამპირს ეწინააღმდეგები?_ირონიულად ჩაიცინა მაგრამ შეშფოთება გადაეფინა იმ თავის არამიწიერად ლამაზ, თეთრ სახეზე.
- თუ დამჭირდა თავს კბილებით დავიცავ! გაფრთხილებ აღარ შემეხეო.- არვიცი ასე რამ შეაცბუნა, იქნებ იგრძნო ჩემს ხმაში შეპარული ბრძანებითი კილო, ან მიხვდა, რომ მართლა სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებდი. მან ჩემში დაინახა ჩემი ძალა და ამ ძალამ უკანა სულ რამდენინე ნაბიჯით დააახევინა, თუმცა ეს მოძრაობაც საკმარისი იყო საკუთარი პოზიცია შემეცნო, მე ლიდერი ვიყავი და თუ ეს ჩემზე ათასჯერ ძლიერმა არსებამ ინსტიქტურად გაიგო მაშინ ამას საჩემოდ გამოვიყენებდი.
- ველური ხარ! ნამდვილი ველური!- აღმოხდა მას.
- ჩემი თავი სწორედ ასეთი მომწონს!
- ძალიან კარგი. შენი სახელი მითხარი ნადირო.- შევუღრინე. ასე იოლად არ დავუთმობ!
- ჯერ შენ.-კბილებში გამოვცერი.
- არტური.
- მე არ მახსოვს.
- რას ქვია არ გახსოვს , მართლა არ ხარ ნორმალური!-ისევ აყვირდა.
- ხმა -მეთქი. ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო.
- შენ მოგიყვან ჭკუაზე პატარა ქალბატონო, ვნახოთ რა შეგიძლია.-ალმაცერად ჩაილაპარაკა და ტუჩებზე მეძგერა.
გაბრაზებულმა მელი ძალთ ვხიე სიფათში მუშტი.
ვაიმე! როგორც ჩანს შევცდი!
თვალებში ნაპერწკალმა გაურბინა და ელვა გააკვესა.
ახლა უკვე მე შევშინდი, მაგრამ საბრძოლველად მოვემზადე.
არ დავუთმობ!
მაინც ვიბრძოლებ!
მოცა რა დროს ეგააა შე დებილო გაიქეცი!
არა!
და მერე ჩემკენ გამოენთო.
მე მისკენნ გავიქეცი და ბრახ! შეჯახება! ხვადი და ძუ ლომები ერთმანეთს ეკვეთნენ.
ფანჯრები ზრიალით დაიმსხვრა , მას მიჰყვა ჭურჭელიც. საკუთარმა ძალამ მთლად გამაოგნა, არადამიანური სისწრაფით ვმოძრაობდი. ჩვენი ცხუბი ვნებიან ტანგოს ჰგავდა, ერთმანეთს ტანსაცმელასაც ვახევდით „ბედნიერი წყვილი“ და სახესაც ვუკაწრავდით. მე კი ჭრილობები წამში მიხორცდებოდა, ეს არტურსაც უკვირდა და მეც. ხან თმაში ჩამაფრინდა, ხანაც ფეხებით წამათრია, ერთი ორჯერ კოცნაც მოახრეხა. ამაზე სულ მთლად გადავირიე. ბოლოს მოსწყინდა ჩემთან ჯახირი , დაიღალა მეც ავქოშინდი და იატაკზე გართხმულები აღმოვჩნდით.
-შენ ვამპირი ხარ! კასი არ ხარ მაგრამ ვამპირი ხარ!- სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა.
-და ძალიან ლამაზი ხარ!- ესღა თქვა და ისევ წამოურა რარაცამ, კვლავ ვნებით აინთო და მეც ახალი ბრძოლისთვის მოვემზადე, ისევ დავეძგერეთ ერთმაანეთს და ახალი ბრძოლის ბოლოს საწოლზე, რომ დამაგდო აი მანდ მივხვდი შემდეგ ბრძოლაში ჩემი სიველურე მხოლოდ ვნებაშიღა გამოიხატება-მეთქი. თუმცა სიმართლე , რომ ვთქვა არც წეღანდელ ომში ვყოფილვარ უცოდველი ბაჭია.
- ხომ არ გეშინია ჩემი პატარა ვამპირო?- ღიმილით გამეკრიჭა და ზევიდან ისე არხეინად მომექცა ცოტაც და გავიგუდებოდი.
სინამდვილეში პასუხი დადებითი უნდა ყოფილიყო თორემ გამოვიწვევდი, არადა კაბაშემოფლეთილი, ვნებამორეული და თვალებამღვრეული ალბათ საკმაოდ მიმზიდველი შესახედი ვიყავი. არც ისიყო ნაკლები, მწვანე თვალებში სახიფათო სიველურე უგიზგიზებდა, მძიმედ სუნთქავდა და თავის სურვილებს მოურიდებლად ამჟღავნებდა. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ლტოლვა, მინდოდა სიგიჟე ჩამედინა და ჩემი უარით გამომეწვია, მინდოდა ტუჩებზე დავძგერებოდი, შავი თმები ამეჩეჩა, აქ არავინ გამაკრიტიკებდა ამის გამო. მინდოდა მისი ცოლი და დაწყევლილთა პატარძალი გავმხდარიყავი.
მაგრამ არა!
დანებება გადავწყვიტე და „დიახის“ სათქმელად მოვემზადე.
_გეშინია ჩემი?
-არა!



№1  offline წევრი LoNdA DM

მოიცა მოიცა, ჯერ დააგვიანე და ახლა დადე და ამიტომ გაბრაზებული ვარ,მაგრამ მომეწონა იცი, საინტერესოა შენი ერთგული მკითხველი ვიქნები თუ ყოველდღე დადებ. ხო კიდევ დიდ თავებს და უფრო სიღრმისეულად დაწერე. ველოდები შემდეგ თავს

 


LoNdA DM
მოიცა მოიცა, ჯერ დააგვიანე და ახლა დადე და ამიტომ გაბრაზებული ვარ,მაგრამ მომეწონა იცი, საინტერესოა შენი ერთგული მკითხველი ვიქნები თუ ყოველდღე დადებ. ხო კიდევ დიდ თავებს და უფრო სიღრმისეულად დაწერე. ველოდები შემდეგ თავს

მაპატიე დაგვიანებისათვის უბრალოდ წინა თავზე ვიღაცამ დამიწერა დებილობა და რამე უფრო რეალური გვინდა ამიტომ როგორც გამოუცდელმა მუზა დავკარგე და ძალით დაჯღაპნილის დადება არ მინდოდა. ყოველდღე დადებას ვერ დაგპირდები თუმცა ასე აღარ დავაგვიანებ<3

 


№3 სტუმარი lanu

Saibteresoa exla wavikitxe samive tavi.araa debiloba me damainteresa piradad.uechveli wavikitxav yvela tavs.ubralod gaagrdzele da ar daikargo.kai ikneba tavs tu gazrdi :)

 


lanu
Saibteresoa exla wavikitxe samive tavi.araa debiloba me damainteresa piradad.uechveli wavikitxav yvela tavs.ubralod gaagrdzele da ar daikargo.kai ikneba tavs tu gazrdi :)

ვცდილობ გავზადო, კარგია თუ მოგწონს რადგან ფენტეზის ჟანრი ჩემი სტიქიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent