შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2.დაწყევლილთა პატარძალი


2-10-2016, 02:00
ნანახია 2 042

წამოვდექი. ყველაფერი დატრიალდა, ისევ დავწექი და ვცადე ერთმანეთში აზელილი აზრები აღმედგინა. მოკლედ, სოფიას ქორწილის ცერემონიის დაწყებამდე ათიოდე წუთიღა რჩებოდა, მე კი შემთხვევით ფანჯრიდან გადმოვვარდი და ახლა სრულიად საღ-სალამათი ვარ. ორი ვარიანტი მაქვს: ან ძალიან ღრმად მძინავს ან კიდევ კომაში ვარ.
იფფ რა ბედი მაქვს, უკეთესს ვერც ინატრებ!
სოფია მომკლავს!
მაგრამ რა დროს სოფიაა! ეს რა დღეში ვარ.
-კასი!-ვიღაცამ ფეხზე წამომაყენა, საღამოს კაბაში გამოწყობილი სილუეტი დავლანდე.
მოიცა კასი ვინღაა?
მე ხომ ... ვაიმე ვერ ვიხსენებ რა მქვია!
-უკაცრავად?-გაკვირვებული ვეკითხები შავთმიან და ფერმკრთალ ქალს.
-ხუთ წუთში ქორწილი გაქვს, ამიხსენი სად ჯანდაბაში დაიკარგე, ან რას გავხარ?-ქალმა ისე მოულოდნელად წამოიძახა ადგილზე შევხტი.
-მე ქოწილი მაქვს?
-კასი თავი რამეს მიარტყი? არ მეგონა ვამპირებსაც თუ შეეძლოთ ტვინის ასე დაზიანება.
-ვამპირებს?-გამოშტერებული სიფათით შევყურებ.
-კასი რა გჭირს?-ქალიც დაბნეული ჩანს.
-მე კასი ვარ?
_თეთრი კაბა გაცვია, საქორწილოდ გამოგაწყვეთ, მოგრთეთ. მე ლილიანა ვარ შენი გამზრდელი, ყველანი აქ, დაწყევლილთა, ანუ ვამპირების მიწაზე გავიზარდეთ, მიწისქვეშეთში. რატომ არ გახსოვს არაფერი?
-ვამპირების მიწაზე?
-ვამპირები ვართ და სად გავიზრდებოდით?-ლილიანა მექანიკურად მისწორებს კაბას.
ასეთი უცნაური ჯერ არაფერი დამსიზმრებია.
-ვისზე ვთხოვდები? მიყვარს მაინც?- დაკითხვას ვაგრძელებ.
-ვამპირებს არ უყვართ, ეს ჩვენი წყევლაა, მარტო სისხლი გვიყვარს.-ლილიანა ისევ კაბის გასწორებითაა დაკავებული, გამოწეწილ თმის ღერებსაც კი თავის ადგილას ჩურთავს.
-თუ ეს ჩემი სიზმარია, რატომ არ მეძახით ჩემს სახელს?
-შენ კასანდრა , შემოკლებით კასი გქვია. რა სიზმრებზე მელაპარაკები?-მან ერთი გემრიელად შემანჯღრია და საბედნიეროდ საათი გაახსენდა.- უპატარძლოდ დაიწყეს!- თავში ხელი წაიშინა.
-ეხლა შემომხედე, სანამ მაგ ფიქრებიდან გამოერკვევი ვერაფერი ვერ უნდა შეგატყონ, ამიტომაც, დაუფიქრებლად არაფერი წამოროშო რასაც გეტყვიან ის გააკეთე, თუ ჭკვიანურს არაფერს იტყვი ხმას საერთოდ ნუ ამოიღებ, არანაირი გაქცევები და მსგავსი სისულელეები,. შენ კასი ხარ! ადრე თუ გვიან გაიხსენებ ამას ძალიან გთხოვ ხალხს გულს ნუ გაუხეთქავ, ისე მოიქეცი როგორც ყველა სხვა საპატარძლო იქცევა, თუ სხვების ქცევები არ გახსოვს უბრალოდ ისე გააკეთე , რომ სხვა რჩევები გაითვალისწინო. აბა გასაგებია?-ლილიანამ თვალებში მტკიცედ ჩამხედა და თავსაბურავი დამიმაგრა, მაქმანებიანი ხელთათმანებიც წამომაცვა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-კარგი.-ღრმად ჩავისუნთქე.
p.sესეც მეორე თავი. აბა რას იტყვით?



№1 სტუმარი ბუსა

დამაინტერესაა კაი იყო მაგრამ პატარა თAVი იყო და არ მეყო :///

 


№2  offline წევრი lucifer :)

პატარა თავია ძაან

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian patara tavia.cota gaadide tavebi ra
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი Guest Londa dm

მოიცადე აქ საერთოდ რა ხდება მოულოდნელობებით ხარ აღსავსე, ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თავში თავები გაზარდე

 


№5  offline წევრი ლელუკა

კარგი იკო ცოტა თავები გადიგე რა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent