ველური ყვავილი (2)
ჯერ ჩემს გეგმებში დაწყნარება არ შედის,ფოტოგრაფებისკენ მუშტმოღერებული მივდივარ და მზად ვარ ტვინი ბეტონზე დავასხმევინო ყველას.წინ გააფთრებული ილია მიდგება და ახლა მის თვალებში მრისხნებას ვხედავ,მე კი არც ეს მადარდებს .ზელებს მკიდებს ძლიერად და უკან მიმათრევს,ღმერთო რა სანახაობა გავმართე არა?როგორიც ტომი და ჯერია.. -გამიშვი იდიოტო-ხელებს ვინთავისუფლებ და შეშლილივით შევყურებ -შენ მართლა ველურო გოგო,დაგაბა რომ გაგაჩერო?-მშვიდად ამბობს და მხრებზე მკიდებს ხელებს,ვჩერდები და ტუჩებს ვპრუწავ,აქეთ იქით ვიყურები რომ არ შევიმჩნიო უხერხულობა.. -რატომ გვიღებდნენ?-დაბალი ხმით ვეკითხები -შენ რა,არ იცი ახლა ვის წინ დგახარ?-თვალებს ვადიდებ და წარბებს ზევით ვწევ,აზრზე არ ვარ ვინ არის სინამდვილეში -აუფფ ასეთი ვინ ხარ რომ იკვეხნი-სიცილს ვიწყევ და მხარზე ვადებ ხელს -მეგონა შენნაირი ქვის ხანის ხანხი დიდი ხნის წინ გადაშენდა-მხრევს იჩეჩავს და უთუოდ ჭკუიდან გადავყავარ ამ რეგვენს -ბოდიში მოიხადე მატლო,მე თუ არ ვიცი ვინ ხარ ესეიგი დიდი არც არავინ ყოფილხარ-ნიშნის მოგებით ვეუბნები და ვიღიმი გამომწვევად.ხელებს მკიდება და მანქანისკენ მიმარბენინებს,რაღაც უზარმაზარ სახლთან გადმოვყავარ და ჩუმად შევყავარ ეზოში. კარებს აღებს და შიგნით მიპატიჟებს,ღმერთო ასეთო სახლს ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავ,ემოციებს როგორღაც ვიკავებ ამ ეტაპზე.. ხელებს ვუშვებ და ვიყურები ირგვლივ,შესასვლელში უზარმაზარი ჭაღი,შუა გულში ორი კიბე გაყოფილი აქეთ და იქით,ორივე მეორე სართულამდე მიდის და ერთდება.მარმარილოს იატაკი,რომელსაც შუა გულში დიდი უზარმაზური მთვარე აქვს დახატული.კედლებთან საყვავილეები ვარდებით გატენილი,ამხელა საყვავილე თუ არსებობდა არც ვიცოდი აქამდე. ილია მიყურებს და ჩემს რეაქციებს აკვირდება,აშკარად კმაყოფილი ჩანს.. ჯედლებზე უზარმაზარი პორტრეტებია,ფოტოები ახლა კიბეებზრ ავდივარ და ზღაპრულ სამყაროში ვთხრი ამ დებილ თავს. -ილია პრეზიდენტთან ვართ?-რვებული ვეკითხები და მზერას არ ვაცილებ ნივთებს -პრეზიდენტთან არა,ჩემთან-პირს ვაღებ და ვუყურებ შოკირებული -კაი გაჩე ეხლა -სიცილს ვიწყებ და ფეხებს ვაბაკუნებ -მართლა გეუბნები ყვავილო-ვსერიოზულდები და ისევ ყურებას ვიწყებ ირგვლივ,და აი დამამტკიცებელ საბუთს ვხედავ კიდეც.მის სურათს ვიღაც ლამაზ ქერა გოგონასთან ერთად -კაი ხო..ეს შენი და არის?-მივდივარ და ტყავის ტახტზე ვჯდები -არა -აააა ცოლი ?-მეღიმება -არც ცოლი -აბა ვინღაა? აა შეყვარებული-სიცილს ვიწყებ და ვჩერდები.პასუხს არ მცემს ამიტომ არც ვაპირებ ჩავეძიო პირად ცხოვრებაში-კაი გავატაროთ ეს აქ რატომ ვარ?-მოდის და გვერდით მიჯდება -შენ სერიოზულად ვინ ვარ არ გცოდნია-როფორც იქნა იჯერებს და გაოგნებული მიყურებს-მე ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი გახლავარ-სიამაყით მეუბნება და ტუჩის კუთხეს ვტეხ -მეც არა ვთქვი ვინაა თქო-ცინიკურად ვპასუხობ და მის რეაქციას ველი,ახლა საერთოდ გაგიჟებული მიყურებს და ხვდება ჩემთან კამათს აზრი არ აქვს.. უეცრად მისი ტელეფონი რეკვას იწყებს -ალიო-მშვიდი ტონით პასუხობს ილია -....... -ხო კი რა ხდება რო ? -........ -რა??-თიშავს შეცბუნებული ტელეფონს და გვერდით აგდებს,მიყურებს საბრალო თვალებით და აზრზე ვერ მოვდივარ ჩემგან რა უნდა -რამე ხდება? -მისმინე მაშა-მიახლოვდება და ხელზე ხელს მკიდებს,ნერვიულად ათამაშებს ტუჩებს და სიტყვის თქმას ვერ მიბედავს -მისმინე ლამაზო,რაღაც შემოთავაზება მაქვს შენთან-ვიღიმი და ფეხს ფეხზე ვიდებ.უდარდელი სახით გავყურებ ხალიჩებს -აბა შემომთავაზე -ჟურნალი დაბეჭდილა ჯერ ამას გეტყვი-სახეზე ფერი გადამდის -რა ჟურნალი ? -აი ოთხი საათის წინ რა მოხდა -გაოცებას ახლა უკვე აღარც ვმალავ -ასე მალე რა ჯანდაბაა ჟურნალის დაბეჭდვა,კბილებიდან ყრიან ფპტოს გადაღებისთანავე?-ვდგები ფეხზე -შენ ეს საიდან იცი -ჩემმა მდივანმა დამირეკა და მაცნობა,ხვალ უკვე გაიყიდება-ნერვებ აშლილი ვბორგავ და ცინიკურად გავყურებ ილიას სახეს-მასე ნუ მიყურებ შენ ჯერ სათაური არ იცი -აჰა რა სათაუროთ არის?-ვჩერდები მის წინ -”ილია გოგრიჭიანის ცოლი სკანდალს აწყობს კაცების გასართობ კლუბში” -ვინ აწყობსო სკანდალსო?-სიცილს ვერ ვიკავებ -შენ-სახეზე ვიფარებ ხელს და სიცილი ნერვების წყვეტაში გადამდის. ვერ ვხვდებია ხლა რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს უბედური ამბავი ავიცილოთ თავიდან. . -და არ იციან ცოლი რომ არ გყავს?-ეჭვში ვვარდები და დდ დოინჯით ვდგები -ჟურნალისტებს ვერაფერს დაუმტკიცებ ყვავილო..ხოდა სად გავჩერდი,მოგიწევს ჩემი ცოლის როლის შესრულება-თვალებს ვიფშვნეტ და ვუახლოვდები -რაო მაგარი მაკლიაო ხო? -არანაირად,სასახურში ჩუმად ივლი-ვთანხდები და ხელს ვართმევ..ბევრი გეგმა დავსახე მინათ ორ წუთში საუბრის დროს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.