ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 5
- გისმენ ანი რა ხდება? ხო მშვიდობაა. - მისმინე მარიამ ნიას მშობლებს შენი ნახვა უნდათ. - რატომ ანი, მე მათ არ ვიცნობ, ნუთუ ისინიც ფიქრობენ, რომ მე ნია ვარ. - არა მგონია აქ სულ სხვა რამ უნდა იყოს. - კარგი ვნახავ, სად უნდა მივიდე. - ჯეოჰოსპიტალის საავადმყოფოსთან შევხვდეთ ერთმანეთს და მერე მე გაგყვები კარგი. - კარგი, ეგ საავადმყოფო ვიცი სადაცაა, მალე მოვალ. - კარგი იქ დაგელოდები იცოდე. თავი მოვიწესრიგე და 10 წუთში გავედი სახლიდან, მალევე საავადმყოფოსთან ვიყავი გადავეხვიე ანის და ნიას სახლისკენ წავედით, მალევე მივედით, სახლში შევედით. ყველა მე მიცქერდა ეს კი უხერხულობის შეგრძნებას მიქმნიდა საუბარი ვიღაცა მამაკაცმა დაიწყო, ალბათ ნიას მამა იყო. - ნინი ძვირფასო, გევედრები ნახე, შეხედე, როგორ ჰგავს. - ჩვენი ცოდვების გამო წაგვართვა ღმერთმა ნია, უვარგისი დედა ვიყავი. შენც საშინელი ქალი მოიყვანე ცოლად. გახსოვს გურამ რამდენს გვეხვერწებოდა დედაშენი, რომ მას ასე არ მოვქცეოდით, მაგრამ მე ვერ ვიტანდი მას, ის ხომ შენს შვილებს ატარებდა, ვერ მივიღებდი ნონას იმიტომ, რომ ის ჩვენი ოჯახის დანგრევას გეგმავდა. მძულდა ნონა ბერიძე იმიტომ, რომ მან შენ შვილები გაჩუქა, მე კი სამწუხაროდ ესეც ვერ მოვახერხე. დედაჩემის სახელის გაგონებისას სავარძელში ჩავეშვი ვცდილობდი ცრემლები არ შემემჩნია, ნიას დედა მომიბრუნდა და საუბარი გააგრძელა. - მძულდა ის და ამიტომ მოვექეცი ასე საშინლად შენ ძალიან გავხარ მას, მაპატიე შვილო. - უკაცრავად მე არ ვიცი რა მოხდა თქვენსა და ნონას შორის. - დედაშენიც ჩამოვიდა? - არა ის გარდაიცვალა ბატონო გურამ. ავარიაში მოყვა თბილისში ბრუნდებოდა ქუთაისიდან. შევამჩნიე, როგორ გაუქვავდა სახე ამ დევივით მამაკაცს და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ამ ამბის გაგებისას ნინიმ ხმამაღლა წამოიყვირა. - ღმერთო შენ გვიშველე. გურამ სიცოცხლე გავიმწარე და სიკვდილითაც ჩვენი მიზეზით მოკვდა. თითქოს ბურუსში ვიყავი ვხედავდი გურამს, რომელიც ნინოს ეფერებოდა და ამშვიდებდა. სიმართლის გასაგებად საუბარი დავიწყე. - უკაცრავად იქნებ ამიხსნათ მთლად ავირიე. - მე და ნინოს შვილები არ გვყავდა რის შედეგადაც ხშირად ვჩხუბობდით საბოლოოდ ოჯახის დანგრევა და განქორწინება გადავწყვიტეთ, ცოტა ხნით ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. შემდეგ გავიცანი ნონა მასთან კარგ დროს ვატარებდი, მან არ იცოდა ჩემი ქორწინების შესახებ, როცა გაიგო მიმატოვა და წავიდა ნინომ კიდევ ერთი ბავშვი დაკარგა, რომელიც 8 თვე მუცლით ატარა და საბოლოოდ მთლად განადგურდა იგი. ცოტა ხნით გაჩუმდა და მის ცოლს გადახედა, რომელიც უხმოდ ტიროდა. - მე შვილები არ მყავდა, ერთხელაც გამოკვლევაზე თბილისში გავემგზავრე, საავადმყოფოში თვალი მოვკარი ნონას, ფეღმძიმედ იყო, იმის გაფიქრებამ, რომ ეს ბავშვები გურამისგან ყავდა მიწასთან გამასწორა, ვესაუბრე და ჩემი გასაჭირიც ვუამბე, არ ვიცი რატომ მაგრამ მან დახმარების ხელი გამომიწოდა ალბათ შევებრალე, როგორც ქალი ან ისევ გურამის სიყვარულმა გააღებია ასეთი მსხვერპლი, როცა ბავშვები გააჩინა ერთი გოგო ჩვენ მოგვცა მეორე კი თვითონ დაიტოვა. ჩვენს გოგონას ნია დავარქვით რაც უფრო იზრდებოდა და ლამაზდებოდა მით უფრო მიყვარდებოდა ჩემი გოგონა, ნონას მასთან ყველანაირი კონტაქტი ავუკრძალე მას არ ვაძლევდი ბავშვის ნახვის უფლებას, გააჩინა თუ არა იმწამსვე წამოვიყვანე... - უკაცრავად აქ რაღაც გაუგებრობაა, მე დედისერთა ვარ, მამამ ადრე მიგვატოვა რამაც მას გული მოუკლა, არც გათხოვდა ასე, რომ მე მზრდიდა და მივლიდა არც და არ მყოლია და არც ძმა არადა ყოველთვის მინდოდა, რომ მყოლოდა. -შენ და ნია ტყუპები ხართ, მარიამ ნიას გარდაცვალების შემდეგ გურამი მესაუბრა, მისი თხოვნით დავურეკე ნონას დასაფლავებაზე, რომ ჩამოსულიყო, აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, შენ გურამის და ნონას შვილი ხარ, ჩემი შვილიც ხარ. -მე არ ვარ თქვენი შვილი. - მარიამ გთხოვ ასე გულქვად ნუ მოექცევი ნინის საუბარში გურამიც ჩაერია. -მე მყავდა დედა, რომელიც დავკარგე, ასევე მამაც. - ნიას გარდაცვალების შემდეგ, მე ვიზრუნებ შენზე შვილო თუ ამის უფლებას მომცემ. - მე არავის მოვლა არ მჭირდება, საკუთარ თავს როგორმე მოვუვლი, თქვენ კი საერთოდ არ გიცნობთ. - მე ხომ მამაშენი ვარ. - მამაჩემი მკვდარია. - გევედრები შვილო ახლა მაინც ნუ მომექცევი ასე როცა უკვე ერთი შვილი დავკარგეთ. - თქვენ ორივე შვილი დაკარგეთ. ნია ახლახანს მე კი დაბადებისთანავე, უარი თქვით ჩემზე. - გთხოვ მარიამ ასე ნუ მომექცევი. -კარგად იყავით. - შვილო მარიამ. - მე თქვენი შვილი არა ვარ კარი გავიხურე და ანისთან ერთად წამოვედი სახლისკენ. - ხვალ გნახავ კარგი? - მისმინე მარ თუ გინდა. - გთხოვ არავის არ უთხრა, არ მინდა ვინმემ, რომ იცოდეს. - არ ინერვიულო ვერავინ ვერ გაიგებს. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედი. აი თურმე რა უნდოდა დედას ქუთაისში, ახლა კი მოსვენება დავკარგე, მთელი ცხოვრება მატყუებდნენ, ნეტავ როგორი იყო ნია, ნუთუ მას არც კი უცდია ჩემი პოვნა, ალბათ მასაც ატყუებდნენ, საიდუმლოებებით ყოფილა ჩემი ცხოვრება მოცული. საწოლზე წამოვწექი და ტირილი დავიწყე მინდოდა, რომ ნონა ჩემს გვერდში ყოფილიყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მარტო მომიწევდა გამკლავება. ნიაზე ფიქრები არ მასვენებდა, თვალწინ წარმომიდგა ლუკა, ანი გიორგი. გიორგის გახსენებაზე გულში რაღაც ჩამწყდა. მისი სიყვარული ხომ ნია იყო, ის კოცნა, მოფერება, ჩახუტება ხომ ნიას ეკუთვნოდა, ის არასოდეს არ იქნებოდა ჩემი ყოველთვის მისი იქნებოდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი მარტო ვიყავი და ვტიროდი, ამ ქვეყნად მარტო დამტოვეს მშობლებმა თუ ახლად გამოჩეკილ მამას და დედინაცვალს არ ჩავთვლით, მე კი მათი დანახვაც არ მსურდა. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.