მიყვარხარ სვანო!!(8თავი)
-რა გაარკვიეთ?-იკითხა დამიმ -სახლში არ არის, გუშინდელს მერე არ ჩანს-ვუპასუხე მე -რას ქვია არ ჩანს? მაგის მეგობრებს არ იცნობ? ან ვინმეს კურსელს, ნათესავს, ვინმეს ვისაც ეცოდინება სად შეიძლება იყოს ლიზა-აქეთ-იქით დადიოდა და ნერვიულად ისვავდა თავზე ხელს -არ ვიცი არა-ვთქვი და მერე გამახსენდა და ყვირილი დავიწყე-ვიცი ვიცი -რა იცი იცნობ ვინმეს?-გამომხედა ნიკამ -ხო ლიზას კურსელია და ბავშობის მეგობარი, იქნებ რამე იცოდეს -ნომერი არ აქვს?-უცებ ეცა ტელეფონს დამი -არა არ მაქვს-ვთქვი დანანებით- უნიში უნდა მივიდეთ. ისე ყველაზე ფხიზლები თქვენ იყავით და სადმე წასვლას ხო არ აპირებდა?-გავხედე დამის -არა არაფერი შემინიშნავს და არც უთქვამს -კაი წავედით ეხლა უნიში იქნება -კაი წამო წავიდეთ-გასაღები აიღო და გავიდა მე და სანდროც მას მივყევით. ბავშვები სახლში დავტოვეთ, ეზოში მაინც გაერკვიათ რამე ხომ არ შეუნიშნავთ მეზობლებს, ან ახლომდებარე მაღაზიებში ხომ არ უნახავთ. ვიდეოკამერების ჩანაწერებიც უნდა ენახათ. მივედით უნიში და ეზოში დაველოდეთ, როგორც იქნა თიკაც გამოჩნდა, მისკენ წავედით სამივე -გამარჯობა თიკა -გამარჯობა? უკაცრავად ვინ ხართ გიცნობთ? -ჩვენ ლიზას მეგობრები ვართ, სად არის ხო არ იცი?-აუხსნა დამიანემ -თქვენ ალექსანდრა ხართ? -კი მე ვარ ალექსანდრა, ლიზა გუშინდელს მერე ხო არ დაგკავშირებია? -არა გუშინ საღამოს მერე აღარ დაურეკავს ბოლოს რომ ველაპარაკე მითხრა ალექსანდრასთან ერთად ვარო. მეც ძალიან ვნერვიულობ თქვენთან ერთად არ იყო? -კი საღამოს ერთად ვიყავით დავლიეთ, რაღაცას ავღნიშნავდით დღეს დილას კი სახლში აღარ დაგვხვდა, არც სახლში მისულა ძიძას დავურეკეთ უკვე, ვინმე ნათესავთან ხო არ წავიდოდა? -არა ნათესავები არ ყავს მხოლოდ მამა და მამიდა ყავს, მაგრამ მამიდამისი საზღვარგარეთ ცხოვრობს. სად შეიძლება წასულიყო?-აქეთ-იქით დადიოდა და ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა. შემდეგ ვიღაცის ძებნა დაიწყო ერთი ბიჭი გააჩერა დაკითხა. - ვაკო არ არის დღესს? -არა არ ყოფილა -კარგი-ჩვენსკენ წამოვიდა უკვე ხელები უკანკალებდა- ის შეიძლება მოიტაცეს-ხმის კანკალით გვითხრა -მოიცა რას ქვია მოიტაცეს?-ფეხზე წამოხტა დამიანე -ერთი ბიჭია ვაკო, რაც აქ დავიწყეთ სწავლა მას შემდეგ უყვარს, ლიზა სულ აიგნორებდა, ყურადღებას არ აქცევდა, ბოლოს სულ უკან დაზდევდა შემდეგ მუქარაზეც გადავიდა, ჩემი ცოლი რომ გახსდები მერე ხო ვეღარ დამაიგნორებ და გამექცევიო, ეუბნებოდა მოგიტაცებ ერთხელაცო, ერთხელ სცადა კიდეც მაგრამ არ გამოუვიდა, ახლა კი-უკვე ტიროდა და ძლივს ლაპარაკობდა-უეჭველი გაიტაცა -კარგი დაწყნარდი ნუ ნერვიულობ ვერავინ ვერაფერს დაუშავებს ვიპოვნით აუცილებლად-დამშვიდება ვცადე. დამიანე ერთ დაგილას ვეგარ ჩერდებოდა -სასწრაფოდ მის შესახებ რაც კი იცი ყველაფერი გვითხარი, მას ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებს- თიკამ მის შესახებ ყველაფერი გვითხრარაც იცოდა. ბავშვებმაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ვიდეო ჩანაწერებმაც აჩვენეს მაღაზიისკენ მიმავალი ლიზა, რომელსაც თავს დაესხნენ და გაიტაცეს. სანდრომ ნაცნობს დაურეკა და ვიდეოკამერების ჩანაწერები სთხოვა, რომლითაც გაარკვევდა მანქანა საით წავიდა. აღმოაჩინეს, რომ ხევსურეთში იყვნენ წასულები , მალევე გაირკვა მათი ადგილსამყოფელი და ბიჭები წავიდნენ. ჩვენ რათქმაუნდა სახლში დაგვტოვეს თიკაც ჩვენთან ერთად იყო. მთელი დღე არ მოვიდნენ ბიჭები, ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა. ტელეფონებიც გათიშული ქონდათ. უკვე საღამო იყო კარზე ზარია, ყველა იქით გავიქეცით, იმის მოლოდინში, რომ ისინი იქნებოდნენ. კართაან დამიანე იჯდა ხელში გულწასული ლიზა ეჭირა , ლიზა საძინებელში დავაწვინეთ, ბიჭებიც უკან მოყვნენ, ყველაფერი გვითხრეს ლიზას უბრალოდ დიდი სტრესი ქონდა მიღებული და გაითიშა. მთელი ღამე ეძინა და ყვიროდა ძილში. დილით ყვირილით გაიღვიძა ჩვენ რომ მივედით დამიანე უკვე იქ იყო და აწყნარებდა, ისიც გაყურსული ეხუტებოდა, ოთახში აღარ შევედით მარტო დავტოვეთ და ქვემოთ ჩავედით ჩავედით მალევე დამიც გამოვიდა -რა ხდება თქვენს შორის?-გვერდით მივუჯექი და მივეხუტე -ჯერ არაფერი, სავარაუდოდ მალე მოხდება-ტვითონაც მომხვია ხელები და გამიღიმა -და ეგ რას ნიშნავს? -რასდა ლიზა მიყვარს და მასაც თუ იგივე გრძნობა აქვს , მალე რძალი გეყოლება-გამიცინა და თავზე მაკოცა -და ძმიშვილი-მეც გავიცინე და ჩავეხუტე -არ ვისაუზმოთ? მომშივდა-თქვა გიომ -აუ ხო მეც მომშივდა, მიდით რა უცებ რამე მოამზადეთ-ჩამომხედა დანიმ -კვერცხი და ბუტერბროდები გინდათ? -ხო რა მიდი გახმა კუჭი. -ეჰ მე რომ აგყავდეთ ხო არცერთს არ გაგახსენდებოდათ არაფერი-თქვა გიომ და სამზარეულოში გამომყვა. უცბად მოვამზადეთ, ვისაუზმეთ და ლიზასთან შევედი, ისევ ეძინა. გოგოებიც წავიდნენ, მისაღებში ვისხედით კონცერტზე, რომ გამახსენდა. -კონცერტზე გამახსენდა, სიმღერები მოსამზადებელი, რომ გვაქვს? -რამდენი სიმღერა გვაქვს მოსამზადებელი? -სამი -მაშინ რაუნდა ბევრი არ არის -ბევრი არა, ძნელია -კაი დღესვე დავიწყოთ, არ ინერვიულო ხო? -კაი-ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა. ლიზამ გაიღვიძა საუზმე ოთახში შევუტანე, ვილაპარაკეთ მის გამხიარულებას ვცდილობდი და გამომივიდა კიდეც. გადავწყვიტეთ რამე გემრიელობები მოგვემზადებინა. მაღაზიაში ჩავედით საჭირო პროდუქტები ვიყიდეთ და დავიწყეთ მზარეულობა, რომ მოვრჩით ყველაფერი მიბალაგეთ და ბავშვებს დავურეკეთ, რათქმაუნდა რომ გაიგეს რატომ ვურეკავდით მაშინვე ყველა ჩვენთან გაჩნდა. იმ საღამოს ბევრი ვიმხიარულეთ და გადავწყვიტეთ , რომ მეორე დღიდანვე დავიწყებდით რაპეტიციებს. მეორე დღეს მე და სანდრო რუსთავი2-ში წავედით, მთელი დღე რეპეტიციაზე ვიყავით, სახლში ისეთი დაღლილი მივედი აღარაფრის თავი აღარ მქონდა, მაშინვე აბაზანას მივაშურე და დიდხანს ვნებივრობდი, ყველანაირი დაღლილობა მომეხსნა. იქიდან გამოსულმა დედას დავურეკე: -დე სად ხართ? -წვეულებაზე დე შენ არ მოხვალ? -არა დე დღეს ძალიან დავიღალე რეპეტიციაზე, უბრალოდ მაინტერესებდა სად იყავით, დამიც თქვენთან ერთადარის? -არა დე ის სხვაგან წავიდა, ჩვენზე ადრე გავიდა სახლიდან და არ ვიცი სად წავიდა, მამაშენმა კი იცის მაგრამ არ მეუბნება. -კაი დე წავედი უნდა დავიძინო-დედას გავუთიშე და დასაწოლად მოვემზადე, მაგრამ ვინ გაცდის ჩემი ტელეფონი ამგერდა -ჰო სან -რას შვები პატარა? -დასაწოლად ვემზადები შენ? -ეხლა გამოვედი აბაზანიდან, არ გინდა გავისეირნოთ? გამოგივლი -კაი გავემზადები მაშინ-გავუთიშე. ელასტიკი და თავისუალი მაისური ჩავიცვი და სანდრომაც დარეკა. მაშინვე ჩავირბინე ქვევით სანდრო მანქანაზე მიიყრდნობილი მელოდებოდა, გავიქეცი და ჩავეხუტე. მთელი დღე მასთან ერთად გავატარე მაგრამ მაინც მომენატრა-ფეხით გავისეირნოთ რა -კაი წამო- დავუყევით ქუჩას , სიჩუმე იყო გამეფებული, პარკში შევედით და იქ ვსეირნობდით-ხვალ ისევ ადრე უნდა მივიდეთ? -არა ხვალ 12საათზე უნდა მივიდეთ, თან ახალ სიმღერას გვაძლევენ. -კიდე ახალი ტოო? სხვა მომღერლები არ ყავთ მაგათ? -არა უბრალოდ შეგვიცვალეს, სამს ვიმღერებთ მხოლოდ, ერთს რაც დღეს ვიმღერეთ, ერთს სხვას ხვალ რასაც მოგვცემენ და პირველად რაც ვიმღერეთ იმას. -მაშინ ერთი სიმღერა დაგვრჩა და ბათუმში პირდაპირ-ხელი მომხვია და მიმიხუტა. დიდხანს ვიბოდიალეთ და სახლში გვიან დავბრუნდი, ჯერ ისევ არ იყვნენ დაბრუნებულები ამიტომ პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და დავიძინე. დილით დამი შემომივარდა ოთახში -სანდრა, სანდრააა გაიღვიძე! გაიღვიძე გოგოოო! -ოო დამიანე თავი დამანებე მეძინება -მე და ლიზა ერთად ვართ-თქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა -რააააა-ვიკივლე და ფეხზე წამოვხტი-სად მიდიხარ ბიჭო, მოდი აქ-გავიქეცი და შევახტი ზურგზე-აუ რა მაგარია გილოცავ-ვკოცნიდი და ვეხუტებოდი-მაგიტომ არ ჩანდი გუშინ? -ხოო საქმეებს ვაგვარებდი-გამიღიმა და მაკოცა -აუ რატო არ მითხარი არაფერი დაგეხმარებოდი-შევხედე გაბრაზებულმა -არავინ არ იცოდა ბიჭების გარდა -მოიცა, სანდრომაც იცოდა? იცოდა და არ მითხრა? მაცადოს მაგან -შენთვითონ გაეცი პასუხი და რაღა გითხრა? სანდრომ იმიტომ არ გითხრა, რომ მე ვუთხარი არ ეთქვა - აუ კარგი რა მომიყევი მაინც გთხოოვ-წინ დავუდექი და ყელი ორი თითით გამოვიწიე წინ -ოო მე რა მოგიყვე, ლიზა მოგიყვება -კაი ხო-უკვე წასვლის დრო იყო სანდრომ დამირეკა -პატარა ჩამოდი დაბლა გელოდები -აუ სულ დამავიწყდა, ამოდი რა უცბად ჩავიცმევ -კაი ამოვალ, მალე გვაგვიანდება -კაი ხო მოდი-აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი , იქიდან გამოსულმა მუქი შარვალი, უბრალო მაისური და all star-ის კედები ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე. დამი და სანდრო ლაპარაკობდნენ დროზეგვაგვიანდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.