ველური ყვავილი (3)
ვხვდები ჩემს ზედმეტ სახელს მეტისმეტად ვამართლებ და ეშმაკურად ვიცინი. საშინლად მომშივდა,ხელს ვკიდებ ილიას და ვაყენებ ფეხზე,სამზარეულოსკენ მივყავარ და მაღარ მაგიდასთან მსვამს,თვითონაც ჯდება..ვხვდები არ აპირებს მომემსახუროს,ვდგები ბუზღუნით და მაცივრიდან ვიღებ მზა პროდუკტს,ცხვირ წინ ვულაგებ და ისევ ვჯდები. გემრიელად აცმაცუნებს ფუმფულა ტუჩებს,დიდი სიამოვნებით მივიდოდი და დავაცლიდი ორივე ბაგეს მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრებია რათქმა უნდა. დაშტერებული ვუყურებ და ჭამის სურვილს ვერ ვგრძნობ,თვალებს აცეცებს და უეცრად ჩემზე აჩერებს მზერას -მაშა-თითებს აწკაპუნებს და ფიქრებიდან მითრევს,თავს ვაქმევ და ჭამას ვიწყებ-ჩემნაირი სიმპათიური არ გინახავს მესმის -იღიმის და მაბნევს,არ ვყოფ მის ხაფანგში ფეხს და ვიცინი ყურადღების გადასატანად -ილია ხომ არ გავიწყდება შენნაირს ათასს მაინც ვხედავ კლუბში-თვალებს ვუხამხამებ და ფეხს ფეხზე ვიდებ,ილია დგება და მაგიდაზე არტყამს ორივე ხელს.ვშინდები და ინსტიკტურად ვვარდები სკამიდან,მის დიდრონ ხელებს დავყურებ და თან ვღეჭავ საჭმელს ყბების ქნებით. -მეორედ მსგავსი შენი პირიდან არ გავიგო-ყვირის და სამზარეულოდან გადის,ყურადღებას არ ვაქცებ და ჭამას ვაგრძელებ.. ვალაგებ მაგიდას და ახლა საძინებელს ვეძებ,ყველა საძინებელი მშვენიერია მაგრამ,არ მესმის რომელში უნდა დავიძინო მე..კარადიდან ვიღებ საბანს და ტახტზე ვკალათდები გემრიელად,თვალებს ვლულავ და წამებში მეძინება.. -ადექი ველურო-ჯანჯღარით მაღვიძებს ილია,ვტრიალდები მეორე მხარეს და ძილს ვაგრძელევ.საბანს მხდის და ტახტიდან ძალით მაგდებს,ვდგავარ ფეხზე და ისე ვაგრძელებ ძილს-ეს გოგო ნაადრევად დამაბერებს ღმერთო-ჯუჯღუნებს და წინ მიდგება.თვალებს ძლივს ვახელ -ეს კაბა ჩაიცვი-წითელ გრძელ კაბას მაწვდის და ოთახიდან ქრება.. თავს ვიწესრიგებ და კაბას ვიცვამ,ო ღმერთმანი როგორი დახვეწილი დიზაინია,ნეტავ რომელი ბრენდია? ვფიქრობ და სარკეში ჩემს თავს კმაყოფილი ვუყურებ. გავდივარ მისაღებში და სავარძელში ჩასვენებულს ვენახები,თვალებს ისრისავს და ჭყიტავს,ემოციებს ვერ მალავს და ფეხზე დგება -ჩემო მეუღლევ-თავსმიკრავს და ხელზე მკოცნის -მაგარადგაკლია ილია-ვცილდები და თმას ვუსწორებ თან -კაი ..ახლა ჩემი ცოლი უნდა გახდე,30 წუთით.ეცადე სასტიკი არ იყო და რაც მთავარია მომესიყვარულე-თავს ვაქნევ და ზუატად ამ დროს მოდიან ჟურნალისტები,მაგიდასთან ვჯდები და წარბ აწეული ველი მათ შემოსვლას. როგორც იქნა მოღოღდნენ წინ ეს კოშმარა მოუძღვება.. -ქალბატონო..-თავს მიხრია მამაკაცი და ხელზე მკოცნის -მაშა -სახელს ვამბობ და თავაზიანად ვუღიმი -დიახ ლამაზო და მშვენიერო მაშა-ისიც მეღრიჯება და ჩაყვითლებულ კბილებს ანიავებს. მაგიდასთან ვსხდებით და კითხვების დასმას იწყებენ -მაშა წუხანდელი ამბის შესახებ გვითხარით რაიმე-სქსუალურად ვუყურებ ილიას და ვიღიმი,ფეხს ვიდებ ფეხზე და კაბის ჭრილიდან მიჩანს ნახევარი სხეული,ილია ხელს აპარებს და კაბას მისწორებს -ბატონებო,სათქმელი არაფერია,ჩემს ქმარს ვაღმერთებ-ვუჩოჩდები და ყელში ვკოცნი,ერთიანად უვლის ჟრუანდელი და აყრის ტაო.-როგორც მოგახსენეთ ჩემო კარგებო,ეს იყო ჩემი სიყვარულის ცუდი გამოვლინება-მხარზე ვადებ თავს და ვეხვევი,უზადოდმშვენიერ სპეკტაკლს ვდგამ მეორე არ დაიარება ჩემნაირი.. ჟურნალისტები ათას კითხვას მაყრიან და შეუცდომლად ვპასუხობ ყველა კითხვაზე,ილიას აღფრთოვანებული სახით თუ ვომსჯელებთ ყველაფერს ”ათიანზე” ვაკეთებ. როგორც იქნა გადის ნახევარი საათიც და სახლიდან შორდებიან ჟურნალისტები,თავბრუ დახვეული ვიზელ შუბლს და ილიას შეფასებას ველი.. ამოდის გაღიმებული და ტაშს მიკრავს,მეც ვდგები და გულზე ვიკიდებ ხელს და ისეთ სახეს ვიღებ თოთქოს ფილმისთვის ოსკარს ვიღებდე. -შემ ყველაზე ეშმაკი გოგო ხარ ვინც კი ჩემს სიცოცხლეში მინახავს-მიახლოვდება და ხელებს მისწორებს -ეს ჩემი ნიჭის დამსახურებაა,შენ არ გგავარ-ნიშნის მოგებით ვპასუხობ და პიჯაკის სწორებას ვუწყებ,ისეთ სახეს ვიღებ თითქოს მზრუნველი მეუღლე ვარ და სამსახურის წინ ტანისამოსს ვულამაზებ. -გეყო მსახიობობა-ჩემს ხელებს იცილებს და სავარძელში ჯდება.გამოვდივარ მისაღებიდან და ახლა ოთახისკენ მივიწევ მაგრამ მესმის ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკება,რა გამაძლებინებს ისე რომ ახლა ამას არ მოვუსმინო??მივდივარ და ვუყურადებ -ხო მესმის ბაჩო შენი-ბაჩო?ნეტავ რა უნდა ბაჩოს ?? მე ჩემათვის ვდუღვარ -დღეს უკვე უპრობლრმოდ.-კიდებს ყურმილს და თავქუდმოგლეჯილი ოთახში შევრბივარ..ვიცი უეჭველად მოვა და მეტყვის ბაჩოს რაც უნდოდა.ვიცვლი ტანსაცმელს და ამ ლამაზ კაბას საწოლზე ნაზად ვდებ,ხელებს ერთმანებს ვუსვამ სიცივისგან და გულში ვტიტინებ ”ამხელა სახლში გათბობა ვერ ჩაურთავს” .. ფიქრებიდან გამოვდივარ და მისკენ მივხივარ ისევ -ლამაზო მოდი აქ-მეძახის და ადგილს მითმობს მის გვერდით -რა ხდება?-ვცდილობ ყველანაირად გავარკვიო რისთვის დარეკა ბაჩომ მაგრამ ვერ ვაცდევინებ სიტყვას,ახლა ვჯიუტდები და პირდაპირ საქმეზე გადავდივარ -ილია ბაჩო ხომ არ შეგხმიანებია?-ვიყურებო ზევით და ჭაღს ვაკვირდები -რა იყო ლაპარაკი მოისმინე?-იმავდროულად მიბრუნებს პასუხს -რაო??მე არ ვარ ეგეთი!! მივალ და თუ მინდა ბაჩოს ვკითხავ პირადად ხო გაიგე! ეგღა მაკლია დავდგე და შენ საუბრებს ვუსმინო,მასხარა-შეურაწყოფილ სახეს ვიღებ და ტუჩებს ვათამაშებ,ის კი უეცრად იხრება და ხიხვინებს -რაიყო იგუდები?მეგონა მდიდრები გვიან კვდებოდნენ-ვუყურებ ამ სცენას და ვემზადები ხელის ჩასარტყმელად -ხუმრობ?-ამოისუმთქა ძლივს,ეყრდნობა საზურგეს და ითიშება ქვეყნიერებიდან იმდენს იცინის-შენ და გრეტა კაცის გამმო რომკამათობთ -წარბს ვწევ და თავს ვაქნევ,ამ ნაგავს კიდე დასაცინი თემა მიეცა -ჯერ ერთი ის ეჭვიანობს ჩემზე და მე გასაყოფი არაფერი მაქვს-ჩერდება და წყნარდება როგორც იქნა -რა აეჭვიანებს ? -თავის ტურფას მე რომ უფრო მეტად ვადარდებ -კმაყოფილი სახით ვამბობ -ეგ როგორ? -მის თვალებში უნდა ჩაიხედო როცა მე მხედავსს ილია,სულელი არ ვარ ვხვდები რომ ჩემდამი არ არის გულგრილი-ვუღიმი და თებს გვერდით ვიყრი -შენნაირი მონსტრი როგორ უნდა შეიყვაროს კაცმა-თავს აქნევს -ჩემზე ოცნებობენ ჩემო ილია-ვდგები ფეხზე და გავდივარ.. მასკარადს ერთი კვირაა ვაგრძელებთ,დღეს კი სამსახურში გასვლის დროა.ბაჩო მიბარებს და იძულებული ვარ ისევ იმ გესლიან სისინა გრეტას გავუსწორო თვალი. ილიას თავისი მანქანით მივყავარ სამსახურამდე,იმავდროულად გადავდივარ დაუმშვიდობებლად და ბაჩოსკენ მივისწრაფი დერეფანში მხვდება და თვალები მზესავით უნათდება და უთბება -ჩემო ლამაზო გოგო,მოგვენატრე ყველას-ნაძალადევად ვიღიმი და ხელს ვართმევ,რაღაც ბაჩოს სიტკბოება არ ჩანს დღეს. -მეც მომენატრა ყველა -კარგი მიდდი მოემზადე ერთ საათში გახვალ-ვუვლი გვერდს და საგრიმიოროში შევდივარ,გოგონები პირ დაღებულები მიყურებენ და ისტერიკულ კივილა ტეხენ -შანსი არაა -გაშტერრბული ამბობს ლილიანა და ჩემკენ მოდის ყველა.მთელი ძალით მეხვევიან და მკოცნიან,ლუსის ჩემი ტელეფონი მოაქვს და მაწვდის. გოგოებთან ლაპარაკში გამყავს ერთი საათი.. ერთი კვირის შემდეგ კვლავ მამაკაცების მზერის ქვეშ ვხვდები.. ამდენ ადამიანდ შორის მჯდარს ილიასაც კი ვამჩმევ თქვენ წარმოიდგინეთ,სერიოზული სახით ვდგავარ.. სცენაზე ვჯხები და მამაკაცისკენ მუხლებზე მდგარი მივდივარ,მკერდზე გადიდული თვალებით მიყურებს და ოფლს იწმენდს.პერანგის საყელოს ხან მარჯვნივ იქაჩავს ხანმარცხნივ,იშმიშნება და სკამზე ადგილს ვეღარ პოულობს..რაც უფრო ახლოს მივდივარ მასთან მით უფრო ეშვება და დუნდება,დგება ფეხზე და მელის,მე კი მისვლის თანავე მარცხენა ფეხს გულზე ვადებ და ვკრავ,სკამზე ვაბრუნებ ისევ.ჰალსტუხს ვეხები მისას და ხელზე ვიხვევ,ჩემკენ იწევა ნელნელა ისიც.ფეხს ვაცილებ სხეულიდან და მუხლებში ვუჯდები,ფეხს ფეხზე ვიდებ,ტუჩებით მივიწევ მისი ყურისკენ და ნაზად ვეხები . უნებურად თვალს ვაპარებ ილიასკენ და ისიც სერიოზული სახით ზის,მარჯვენა ფეხს ნერვულად ათამაშებს და სიგარეტს მთელი ძალით ეძალება.ძალიან კარგად გავიცანი ილია ამე რთო კვირის მანძილზე და ვიცი,როცა ტუჩებს იკვნეტს რაღაცას განიცდის ან გაბრაზებულია. მეღიმება ვდგები ფეხზე და ახლა მისკენ მივდივარ,სიგარეტს ვაცლი პირიდან და ვაგდებ გვერდით.ვნებიანი თვალებით ვუყურებ და სიცილი მეპარება ტუჩებზე,თავს ვიკავებ და გამოვდივარ თორემ ვხვდები შუა დადგმის დროს უნდა დავიწყო სიცილი. საგრიმირიოში,მაკიაჟს ვიცილებ მარტო მჯდომი სარკის წინ.კარები იღება და შიგნით გრეტა შემოდის ”ღმერთო ამწუთზე ვნატრულობდი,გრეტას ხემთვის მოეწამლა ნერვები” ჯდება ჩემს გვერდით და მიყურებს.ასე ზის თხუთმეტი წუთი,ვუბრუნდები და მკაცრი ხმით ვეუბნები -რას დამაშტერდი რამე გინდა?-ეგება გონს და სკამს აჩოჩებს ახლოს დასაჯდომად. თვალებში მიყურებს და არ მაცილებს მზერას..მისი უაზრო ყურებით ვიღლები და სკამიდან ვდგები,ესუკანასკნელი ხელზე მეკიდება და დგება. -მაშა მიყვარხარ-ცხოვრებაში ასეთ რამეს ახლა ვისმენნპირვწლად,ჯერ ვფხუკუნებ,მერე ცხენივით სიცილს ვიწყებ..ვეღარ ვიკავებ თავს ის კი სერიოზული სახით მიყურებს-რა გაცინებს?ვერ ხვდები რომ მიყვარხარ და ვეჭვიანობ ? არ მინდა გეხებოდეს ვინმე-იწევა საკოცნელად ჩემკენ,ოთახიდან გავრბივარ მთელი ძალით და დერეფნის ბოლოში ვჩერდები..უეცრადდ ილიას ხმა მესმის,ვიყურები ჩუმად გვერდიდან და ილიას ვხედაც ვიღაც ლამაზ გოგონასთან ეერთად,სახე უჩნდება და ვხვდები გვერძე საგრიმიოროს გოგონაა . ”ჰაჰ” თმებს ვისწორებ და მხრებს ვიჩეჩავ,სპეციალურად იმ მიმართულებით მივდივარ სადაც ესორი დგას.. მამაჩნევს ილია და მაჩერებს -გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია-მაცნობს ტანწერწეტა ლამაზმანს და ვიღიმი -იცის ცოლი რომ გყავს?-ვუყურებ ნიშნის მოგებით და გოგონას თამაგრძნობას ვუცხადებ.. ილია გაოცებული მიყურებს და გამოვდივარ იმ ადგილიდაბ.. სახლში ბრახუნით შემოდის ილია და ჩემს ოთახში გიჟივით ვარდება,ხელებს მავლებს და თავისკენ მიტრიალებს.მშვიდი გამომეტყველებით ვუყურებ -მტკივა ილია -ნაზად ვეუბნები და საბრალო სახეს ვიღებ -შე გვეხოკერა!! კარგად გიცნობ არაფერი არ გტკივა!!-მაჯანჯღარევს ცივი ყავასავით -ეეეეე-ვყვირი და ვცდილობ მოვიშორო ეს მანიაკი-ცოლს რანაირად ეგცევი -ცოლს კი არა ბოზს !-ვშეშდები და ისიც შეცბუნებული მიშვებს,ხელებს ვყრი და გაოცებული ვუყურებ ილიას.ამას არ ველოდი,ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.გულზე ტკივილი მებჯინებინა,თვალები მიწყლიანდება მაგრამ ვიკავებ თავს ტირილისგან.ვტრიალდები და ჩემოდანში ვყრი ტანსაცმელს,ტელეფონს ვავლებ ხელს და გვწრძე ვუვლი მხრის გაკვრით,კარებთან ვტრიალდები და ის ისევ გაშეშებული დგას.. სახლიდან გავდივარ და რტაქსიში ვჯდები,საბედნიეროდ ლილიანასთან მიმესვლება.. ტირილით ვეგებები და სახლში ჩემოდნით ვეკვეტები,ლილიას ყველაფერს ვუყვები და ცრემლების ზღვას ხელებით ვიწმენდ..რათქმა უნდა დარჩენაზე სიხარულით მთანხმდება და შეზლებისდაგვარად მაწყნარებს. მეორე დილით კარებზე ზარის ხმა მაღვიძებს,ვაღებ და ძირს დადებულ კონვერტს ვხედავ.. ”მაშა სულხანიშვილი” გაკვირვებულს შემაქვს სახლში და ვხსნი.. ფული..ძალიან ძალიან ბევრი ფულია შიგნით,ვიცინი ისტერიულად და ფულს კონვერტიდან ვიღებ ფანჯარას ვხსნი და სიამოვნებით ჯერ შუაზე ვხევ ქაღალდის კუპიურებს,შემდეგ ფანჯრიდან ვუშვებ. ვერ ვხვდები ასეთი რამის გაკეთება რა საჭირო იყო,მითუმეტეს იმის შემდეგ რა წუხელ მითხრა..არა მესმის რომ კაცებთან ყველაფერს ვაკეთებ,ფიზიკური ურთიერთობის და კოცნის გარდა მაგრამ ... ადამიანები უცნაურები ვართ,ჯერ მომახალა რომ მეძავი ვარ,შედეგ თვითონვე შეცბა და გაშეშდა.აი შედეგ კი მოდის და ფულს მიტოვებს კარებთან,ჯერ მიკვირს როგორ მიპოვნა ლილიასთან.მაგრა რა აზრი ქვს ყოვილვე ამას?აღარ მადარდებს,აღარ მაინტერესებს მისი აღარაფერი..!!!!! მთელი დღე ასე უაზრობაში გამყავს,მთელი თვე ანალოგიურად სასაზურშიც და სახლშიც. 4 აპრილი 12:02 დაღლილი შემოვდივარ საგრიმიროში და გოგონების გარემოცვაში ვეხვევი -მაშა გაიგე ახალი ამბავი?-სიცილით მეუბნება კაროლინი -რა ამბავი?-ინტერესით ვუცუცქდები გვერდით -რა და პირველი ის რომ ბაჩო გაშორდა ცოლს(არც გამკვირვებია ამოს გაგონებაზე არაფერი) მეორეც ილია წილშია და მეორე უფროსი იქნება-როგორც ხვდებით არც ისე საბედნიერო ამბავია და ჭორი,ძლივს დავიწყებული ამბის შემდეგ კვლავ მისი სახის დანახვა მიწევს,მაგრამ რას გავაწყობთ?ახლა მის წინაშდ ორჯერ უფრო ძლიერი უნდა გავხდე. შემოდის ილია და უკან მოყვება ბაჩოც,სკამებზე მჯდარი გოგონები ვუცქერთ ამ ორს..მომღიმარი სახეებით გვეუბნებიან ახალ ამბავს,მე კი ბაჩოს თვალს არ ვაცილებ,ისიც ასევე იქცევა და თვალს თვალში მისწორებს..ასე ვუყურებთ ერთმანეთს და ვუღიმით,უეცეად ილიას მზერა მეკვეხება თვალებში,როგორც ჩანს არ სიამოვნებს ასე დაჟინებით რომ ვუყურებ ბაჩოს,მაგრამ ჯერ სად არის. ილია მზად არის ხელი დამავლოს და კარგად შემაყანყალოს რომ მომიყვანოს აზრზე,მგონი ფიქრობს რო ბაჩო მომწონს მას შემდეგ მითუმეტეს რაც გაიგო რომ ბაჩო ცოლს გაშორდა.. საუბარს ამთავრებენ და გადიან ისევ.. ასე ვაგრძელებ უამრავი დღეა ილიას ნერვებზე თამაშს,დიდ სიამოვნებას მივიღებ როდესაც ჩემს წინაშე ბოდიშით სავსე დადგება!! ყოველ დღე მეტად მრისხანე და. მკაცრი ხდება,მგონი ჩემი დამსახურებაა ესეც. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მასულელებს ეს მისი ღიმილია,ვერ ვხვდები ზოგჯერ ასე რატომ ვშტერდები მისი დანახვისას,მაგრამ არ ვიმჩნევ არაფრის დიდებით. მგონი რომმის მიმართ გულგრილი არ ვარ,მისი დანახვისთანვე მუხლები მეკვწთება,გული მიჩქარდება და ვბუჟდები,მაგრამ ის სიტყვები არ მავიწყდდბა დღემდე და არც არასფროს დამავიწყდება. 1 მაისი სახლში მე და ლილიანა ვართ,ტელევიზორს შევცქერივართ ახალ ამბებს. თურმე რაღაც მდიდრული შეკრება ყოფილა ყველაზე მდიდრულ რესტორასნში,აჰა და თავს ყოფს ილია უკან კი მოყვება სექსუალური გოოგონა -ეს ვინღა ჯანდაბაა -თვალებს ვჭუტავ და ვბორგავ. ლილიანა კი ზის და დამცინის,ხვდება რატომაც ვარ ასე მოუსვენრად.. -ნუ დამცინი ლილია-გაბრაზებული ვდგები და დავყურებ -ეჰ მაშა მაშა ნახე რომელი საათია-საათს ვუყურებ-დროა სამსახურში წავიდეთ-დგება ისიც და ოთახში შედის.. ნახევარ საათში მზად ვართ და სამსახურისკენ ვიღებთ გეზს. 22:11 ბავოს კაბინეტში ვზივარ და ვისკის ვსვამ,უცბად ილია აღებს კარს და შემოდის,არ ვიმჩნევ მის შემოსვლას არც იმის თავი მაქვს ახლა ილიას დავუწყო ჯიბრიანობა.. ვზივარ და ჭიქას ვუსვამ თითს,ბაჩოს და ილიას ლაპარაკს არც ვუსმენ,ბაჩო მიდგება გვერდით და სკამს ატრიალებს თავისკენ -რაიყო-შეშინებული ვუყურებ ბაჩოს და ვუღიმი,ვდგები მეც -რაზე ფიქრობ? -არაფერზე ბაჩო,მე გავაკ კარგი?-ვამბობ და კარებისკენ ვტრიალდები -მეორე უფროსს ხმას არ გასცემ?-წარბებს ვჭმუხნი და თავს ილიასკენ ვატრიალებ -გამარჯობა ილია-ნაძალადევად ვუღიმი -მე გავაკ ერთ წამს და მოვალ უნდა დავრეკო-ბაჩო გადის კაბინეტიდან.. -რატომ ხარ მოწყენილი?-დგება ილია და მიახლოვდება,მხარზე მადებს ხელს და ვიცილებ -არ ვარ -მეტისმეტად კარგად გაგიცანი-ამბობს და თან კეფას იფხანს -კარგია,რამე საქმე თუ არ გაქვს გავალ მე -ვტრიალდები ისევ და ხელს მკიდებს ხელზე,ვუყურებ უემოციო თვალებით მას კი თვალებში ცეცხლი ენთო -ბაჩოსთან გარბიხარრ?-ხელს ვაშვებინებ და ვიღიმი გულწრფელად -არავისთან გავრბივარ-დაბალი ხმით მშვიდი სახით და გაღიმებული სახით ვპასუხობ -კარგად ვიცი რომ მოგწონს-გულში მისი ყოველი სიტყვა ისრად მწრჭობა,მინდა მის მკლავებში ავქვითინდე მაგრამ ეს არ მოხდება. -კარგი-მოკკედ ვუჭრი და ბაჩო შემოდის ისევ -მაშა საყვარელო რაღაც მინდა გითხრა -გისმენ ბაჩო -შენს გამო დამირეკეს,შენთან ღამის გატარება უნდათ-ვიცინი ნაზად და თავს ვაქნევ -კარგი-არ ვიცი რატომ მაგრამ ვთანხმდები,ილიას სახე ეცვლება -მოიცა მაშა მაგრამ მზად ხარ?-ბაჩო მიყურებს პირღია -რა მომზადება მაგას უნდა-ილოა პასუხობს -ხო მაგრამ ჯერ არავისთან ყოფილა ილია,შეგოძლია უარი თქვა მაშა ამის გამო არ ღირს თავის გაუბედურება-ახლა ილიას საერთოდ ეშლება სახე -დასაკარგი არაფერი დამრჩენია-კაბინეტიდან უსიტუვოდ მიშვებენ,ცალკე ოთახში გავდივარ და ვჯდები სკამზე,დღეს უკვე დადგება ის ღამე რომელსაც აქამდე სხვაგვარად წარმოვოდგენდი.მაგრამ რას გავაწყობ,დედას ჩემი დახმარება ჭირდება,ის საავადმყოფოში არის გამოკეტილი და ფული მჭირდება ვუმკურნალო,და ესეც რომ არა იმ ახალი ამბების ყურების შემდეგ ინტერესი მაქცს დაკარგული ყველაფრისადმი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.