ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული( ნაწილი 6)
საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ თამთას სახლში სრული ღრეობა დახვდა, მამამისს თავისი ძმა ბიჭები დაეპატიჟებინა და დიდის ამბით ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. ქალბატონი ნინელი როგორც ჭეშმარიტი დიასახლისი ქმრის ძმაკაცებს სათანადოდ ემსახურებოდა. თამთას საშინლად აღიზიანებდა მსგავსი სცენები ნაძალადევად გაიღიმა და მამამის მიადგა: -მამა ცუდათ ხარ შენთვის დალევა არ შეიძლება! -ოოო ჩემი მზრუნველი და ჭკვიანი გოგო თავის უდღეურ დას კიარა გავს, იმ გაუზრდელს არა არ გამიმართლაა რაა ჯერ ის ძლივს მოვინელე ამ უდღეურმა დედაშენმა ბიჭის ნაცვლად მეორეც რო გოგო გამიჩინა და ეგეც რანაირი გაიზარდა ნორმალური მაინც ყოფილიყო! სასმლისგან ბატონ გივის უკვე აღარ ესმოდა რას ლაპარაკობდა. -თამთა მოგვიჯექი უნდა დაგლოცოთ ასეთი კარგი და ჭკვიანი გოგო რომ ხარ. საუბარში ჩაერთო ერთ-ერთი ძმაკაცი. თამთას საშინლად ეზიზღებოდა მსგავსი სცენები, უაზრო არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც დაჯდა. -ქალოოო! ღვინო გათავდა მოიტანე ახალი. მეუღლეს გასძახა ბატონმა გივიმ. რამდენიმე წამში ქალბატონი ნინელი ღვინის გრაფინით ხელში სუფრისკენ გაემართა ხელები უკანკალებდა თითქოს შეშინებული იყო, უცებ გრაფინი ხელიდან გაუვარდა და ღვინო სუფრაზე დაიქცა. - შენ ჰო არ გა.......ი ქალო ეს რა გააკეთე ! ბოლო ხმაზე უღრიალა თავის ცოლს. - ბოდიში არ ვიცი რა დამემართა! საცოდავი ხმით ამოილუღლუღა ქალბატონმა ნინელიმ. -არ იცი რა დაგემართა კი არა დებილი ხარ შე საცოდაო თვალებიდან ვერ იყურები მოკლედ რაა! -რა იყო ძალით ჰო არ გამიკეთებია კაცო , მე კი არ მინდოდა. -ეეე ერთი ამას უყურეთ მეპასუხები შე დედა მო.....ო? მე შენ გიჩვენებ ჩემი შერცხვენა და ენის ტლიკინი როგორ უნდა. ეს თქვა და ძმაკაცების თვალწინ ცოლს ისეთი ძლიერი სილა გააწნა საბრალო იატაკზე დაენარცხა. თამთა გველნაკბენივით წამოხტა დედამისს წამოდგომაში მიეხმარა და წინ გადაუდგა. ბატონი გივი არ ცხრებოდა, სხვათაშორის მის მანდილოსნებზე სადღეგრძელოების მთქმელ ძმაკაცებს არც უცდიათ მისი დაცვა და ძმაკაცის შეჩერება. - ხელი არ დააკარო დედას! უცებ ისეთი იკივლა თამთამ ბატონი გივი გაჩერდა და გაოცებული მიაშტერდა, შემდეგ კი მასაც ზიზღით მიაძახა. -შენ ვინ გეკითხება შე ლაწირაკო ნა......ო ჩემს სახლში რო მიწივი და ისტერიკებს მიწყობ გაიწიე თორე ერთ მუშტს შენც მოგახვედრებ. - ჩემთან ეგეთები არ გაგივა იცოდე თიტის დაკარებას თუ გაბედავ დავივიწყებ რომ მამამჩემი ხარ და ჩემი ხელით მოგკლავ. ძმაკაცებმა დრო იხელთეს და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. -დედა მოემზადე ამ სახლიდან მივდივართ, ერთ წუთს არარ დაგტოვებ სახლში ამ არაკაცთან ერთად. -შვილო კარგი რაა სად უნდა წამოვიდე! გაპროტესტება სცადა ქალბატონმა ნინელიმ. -შენ რაა მაინც აქ დარჩენას აპირეებ? -შვილო ავად თუ კარგად ეს ჩემი სახლია და... თამთამ გაგრძელება აღარ აცადა. -ქალო ჰო არ გაგიჟდი შენ რა მაზოხისტი ხაარ, სტოქჰოლმის სინდრომი გაქვს თუ რა ჯანდაბაა ძმაკაცების თვალწინ დაგამცირა და კიდე ამასთან რჩებიი, შენი აზრი არ მაინტერესებს დროზე ეხლა ორივე ჩავალაგებთ ნივთებს და წავალთ აქედან, აირჩიე ან შენი შვილი ან შენი ქმარი, რომელიც რაც თავი მახსოვს ზედ გი....ბა. თამთა ოთახში გაიქცა ნივთების ჩასალაგებლად, ქალბატონი ნინელი მას ჩუმად მიჰყვა. ....... -გოგო რა მოხდაა? შეეკითხა გაკვირვებული საკო მეგობარს. -გრძელი ამბავია საკო ბოდიში რაა ცოტახანს შეგაწუხებთ მერე ვიქირავებ და გადავალთ აქედან. -გოგო არ გრცხვენიაა მაგაზე არ არის უბრალოდ გამიკვირდა რა მოხდა ასეთი? -ის მოხდა რაც გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო უბრალოდ რაღაც უაზრო შეხედულებებმა შეუშალა ხელი ამას, საერთოდ ვინ ხალხის აზრს მითუმეტეს სექსისტი ხალხის აზრს იმაზე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ვიდრე საჭიროა ის ყოველთვის დაიჩაგრება ცხოვრებაში და სხვებსაც დაჩაგრავს! თქვა თამთამ და თვალები ცრემლით აევსო. .......... დიტო საღამოს რაღაც ბანკეტიდან ბრუნდებოდა, საშინლად დაღლილი იყო თანაც ეკუნას გარეშე საშინლად მოიწყინა, ბევრი ეხვეწა, მაგრამ ეკა თავს შეუძლოდ გრძნობდა ამიტომაც მარტო მოუწია წასვლა. საღამო საშინლად მოსაწყენი და დამღლელი იყო ძლივს გასძლო ბოლომდე და ახლა სახლში მიეჩქარებოდა ეკუნასთან. ცხოვრებაში პირველად იყო შეყვარებული აქამდე ეს გრძნობა მისთვის უცნობი იყო, უნდოდა ეკასთვის ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ეშინოდა არ დაეფრთხო. საკმაოდ ბნელოდა დიტო კარგად ვერ არჩევდა არემარეს უცებ თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანა გასრიალდა, დიტომ სწრაფად შემოატრიალა უცებ მთელი ძალით იქვე მდგარ დიდ ხეს დაეჯახა და გაითიშა. ........ ეკა ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა დიტოს წარამარა ურეკავდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ბოლოს უცნობმა მამაკაცმა უპასუხა. ეკუნას თავიდან ეგონა სხვაგან მოხვდა , მაგრამ მაინც დაელაპარაკა. -უკაცრავად ბოდიშით მემგონი სხვაგან მოვხვდი. -გოგონი ვისთან რეკავთ იქნებ დამიზუსტოდ. -დიტო წიკლაურთაn ვრეკავდი, მაგრამ როგორც ჩანს შემეშალა უკაცრავად. -არა გოგონი არ შეგშლიათ, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში რომელიც დაზიანებული მანქანიდან ამოიღეს სწორედ დიმიტრი წიკლაური იყო მითითებული. -რა დაზიანებული მანქანიდან? შიშნარევი ხმის ამოილუღლუღა ეკამ. -მანქანა , რომელსაც დიმიტრი წიკლაური ატარებდა ხეს შეეჯახა, ბატონი დიმიტრი ჩვენთან საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა... მამაკაცი კიდევ ლაპარაკობდა რაღაცას, მაგრამ ეკა აღარ უსმენდა , ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს არ ყოფილა, იმ საშინელ საღამოსაც კი, ფეხები მოეკვეთა , ცრემლები თავისით წამოსცვივდა, ესღა უთხრა. -გეხვეწებით საავადმყოფოს მისამართი მითხარით! ......... თამთამ მეორე დღეს გაიგო მეგობრის ამბავი, როგორც კი შეძლო მაშინვე საავადმყოფოში გავარდა, ტავიდან არ აძლევდნენ პალატაში შესვლის უფლებას თუმცა შემდეგ დიდი ხვეწნის შემდეგ როგორც იქნა უფლება მისცეს. გულდამძიმებულმა თამთამ პალატის კარი შეაღო და იქვე გაშეშდა, დიტოსტან ახლოს ეკუნას თავი ედო და ხმადაბლა ქვითინებდა. თამთამ ძალა მოიკრიბა ეკას მიუახლოვდა და თმაზე მიეფერა. ეკამ თავი აწია და უფსოს დას თავისი ტირილით დასიებული თვალები მიანათა. -ეკ ნუ გეშინია დიტო კარგად იქნება აი ნახავ! ეკას ცისფერ თვალებში ბრაზი გამოესახა უცებ წამოდგა და პალატას საოცარი სისწრაფით მოშორდა. ....... ეკუნა ქუჩაში მიაბიჯებდა და მწარედ ქვითინებდა, თამთას დანახვამ ძველი ტკივილები გაახსენა , არ უნდოდა თავის თავს გამოტყდომოდა, მაგრამ თავისი უფროსი და აშკარად მონატრებოდა, თუმცა მაინც ვერ პატიობდა მაშინ მოზარდობისას ასე რომ მიატოვა. ექიმმა უთხრა რომ დიტოს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რა მოხდებოდა დიტო რომ მომკვდარიყოო? ამის გაფიქრებაზეც კი ეკამ გულში საშინელი ტკივილი იგრძნო, პირველად მის ცხოვრებაშ გამოჩნდა ადამიანი რომელსაც გულწრფელად უყვარდა და უანგაროდ ზრუნავდა მასზე , ახლა კი შეიძლებოდა ეს ადამიანი ხელიდან გამოსცლოდა, დაეკარგა. უცებ ეკამ მიიხედა და ეკლესია დაინახა, მან ახლა ისე როგორც არასდროს იგრძნო უფალთან სიახლოვის სურვილი, ეკლესიაში შევიდა , იქ თითქმის არავინ იყო, ერთ-ერთ ხატთან მივიდა და საოცარი ემოციით დაიწყო: -ღმერთო, უფალო შეიძლება მე არ მქონდა დღეს აქ მოსვლის მითუმეტეს შენთვის რამის თხოვნის უფლება, მაგრამ მე გულწრფელად ვინანიებ იმას რაც ჩავიდინე, მაპატიე მე მარტოობამ და სასოწარკვეთამ მიმიყვანა იმ საშინელებამდე, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რაში ვდგამდი ფეხს, ახლა ვხვდები ახლა როდესაც ჩემი უსაყვარლესი ადამიანი სიკვდილს ებრძვის, მე ის მიყვარს უფალო მთელი გულით და სულით მიყვარს, გევედრები უფალო დაეხმარე მას, ეს მე ვარ ცოდვილი მე მაგებინე პასუხი ოღონთ ის გადაარჩინე ნუ წამართმევ მის თავს , ის ერთადერთი სინათლის სხივია ჩემს ცხოვრებაში, გევედრები უფალო არ დაუშვა მას რამე დაემართოს, გთხოვ უფალო მე მაგებინე პასუხი ოღონთ ის გადაარჩინე.... დაუსრულებლად იმეორებდა და თან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. წარმოდგენაც კი არ ქონდა რომ მისი და იქვე იდგა და ამ ყველაფერს უსმენდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.