Soulmate 6
12 მარტი, 2014 დღევანდელი დღე საშინელი იყო. სანამ მოვყვები მხოლოდ ამას ვიტყვი. ყველაფერი დაიწყო უძილო ღამით. ვბორგავდი და სუნიან მატრასზე ვტრიალებდი, რითაც სავარაუდოდ რაილის ვაღიზიანებდი მთელი ღამე. ჩემი ადრინდელი თეორია, რომ არ შემიძლია ალექსის გარეშე ძილი, მართალი აღმოჩნდა. თუ კარგად დავაკვირდებოდი შემეძლო ცრემლიანი თვალებით ჭერს მივშტერებოდი. საბედნიეროდ, რადგან საერთოდ ვერ შევძელი დაძინება, კოშმარებიც არ დამსიზმრებია და საბოლოოდ არ გამიგიჟებია რაილი. - წამოდი Connard, დავაგვიანებთ - ბიჭმა მხარი შემირხია და მე გადავტრიალდი, ვაჩვენე რომ სინამდვილეში არ მეძინა - ოჰ ღმერთი, საშინლად გამოიყურები. - რას ნიშნავს Connard-ი? - ვიკითხე და დავაიგნორე მისი კომენტარი. - უკანალს, დარწმუნებულივარ. მხოლოდ ამ კონტექსტში გამოიყენება - მან ჩაიცინა და ჩემი გავლით გადავიდა მატრასიდან. ამოვიკვნესე როდესაც მისი მუხლი მუცელში მომხვდა. მან უბრალოდ გაიცინა, მაგრამ მე ვერ მოვახერხე ჩემი გაბუჟებული სხეულით გაცინება. ის დამეხმარა რომ ავმდგარიყავი საწოლიდან, თვალები დავიზილე მან კი სიგარეტი გადმომიგდო. ორივემ ერთდროულად ავანთეთ. ოთახს თვალი მოვავლე და შევამჩნიე რომ აქ არცერთი ბიჭი აღარ იყო. უნდა შემემჩნია როდის დატოვეს აქაურობა მაგრამ ღრმად ვიყავი ფიქრებში ჩაფლული. მზის სინათლე თითქმის არც შემოდიოდა ჭუჭყიანი ფანჯრიდან. - ისინი უკვე წავიდნენ - რაილიმ შენიშნა ჩემი მზერა და მაჯაზე ხელი მომკიდა. - ეს იმას ნიშნავს რომ დავიგვიანეთ და ჩვენ ისევ გვჭირდება ტანისამოსის აღება. მან წამიყვანა კედლის ხვრელში და გამოჩნდა ადგილი რომელიც სავსე იყო ჭუჭყიანი დაგლეჯილი ტანისამოსით. - ბევრი არარის, მაგრამ ყველას ეს გვაცვია. დაგჭირდება სანამ გაჭუჭყიანდები მდელოზე. ერთადერთი რაც ნორმალური გეღირსება ახლო მომავალში ქალის თეთრეულია. - რაილიმ ჩაიცინა, გადმომიგდო ტანსაცმლის პატარა გროვა. სწრაფად გამოვიცვალე ჩემი ჯინსი და მაისური და გამოვეწყვე ძონძებში. რაილიმ თავი დამიქნია და თავი ისე ვიგრძენი თითქოს ჯენი მამოწმებდა სანამ პაემანზე წავიდოდი. - დიახ, მართლა უსამართლობა რომ შეგიძლია ძონძები გეცვას და მაინც გასაგიჟებლად დიდებულად გამოიყურებოდე. თავი გავიქნიე და კაბინიდან გავარდით.სანამ ბოლო კაბინას შემოვურბინეთ რომ მდელოზე მივსულიყავით, რაილიმ მითხრა რომ სიგარეტი ჩამექრო. - ჩვენ არ უნდა ვიპარავდეთ ტამბაქოს, თუ დაგიჭირეს მოგკლავენ. - კაბინაში კვამლზე რას იტყვი? - ვერ დაინახავენ სიგარეტს, არ აქვთ მტკიცებულება საიდან მოვიდა კვამლი Connard. ეხლა წამოდი. მას მივყევი მდელოზე, სადაც ბიჭები უკვე ჩამწკრივდნენ, მოშორებით დანარჩენებიც ჩანდნენ. - Se prepare. Il est nouveau (მოემზადეთ, ეს ახალია) - თქვა რაილიმ. უხეშად არა მაგრამ არც სასიამოვნოდ არ უთქვამს კაცისთვის. nouveau... გამიგია აქამდეც ხშირად უხსენებიათ ეს სიტყვა. გავიფიქრე ეს კაცის სახელი იყო და რაილიმ რამდენიმე კომენტარი კიდე გააკეთა. მალევე მათი საუბარი დამთავრდა და კაცი მიმართულებებს იძლეოდა. ღმერთო, მართლა ვოცნებობ ფრანგული მესმოდეს. - Allex sur les bords exterieurs aujurd'hui, tout le desherbage. pas de voler comme d'abitude, mais nerecolte pas non plus. aller de l'avant ყველანი გავიშალეთ და კაცი გვიყურებდა როდესაც ამას ვაკეთებდით. - რა თქვა? - ვკითხე რაილის. - ჩვეულებრივი რაღაც. ნაპირებისკენ წადი, არ მოიპაროთ. მხოლოდ მოფარცხვა დღეს და არა მოსავლის აღება. - იცი სადაც ვართ? - ვიკითხე უცებ. რაილიმ რამდენიმე წუთს იფიქრა სანამ მიპასუხებდა. - არა. ფიქრობენ სადღაც მექსიკაშივართ. მაგრამ ყველა მათგანი ფრანგულად ლაპარაკობს, უცნაურია. სიჩუმეში ვიმუშავეთ, ჩემი თავი ვაიძულე სამუშაოზე გადავრთულიყავი და არ მეფიქრა არასასურველ რაღაცეებზე. ოფლში ვცურავდი და მზე უფრო საშინლად აჭერდა. სარეველა ბალახს ვიღებდი და უკან ვყრიდი, ეს კი ყველაზე საშინელი საქმიანობა იყო მთელს პლანეტაზე. დაახლოებით ერთ საათის სამუშაოს მერე, რაილიმ დაიწყო ღიღინი, რომელიც სიმღერად გადაიქცა. მშვიდად ვიგრძენი თავი, ისე როგორც ამ ბოლო დღეებში არ მიგრძვნია. მისი ხმა ჩახლეXილი და ტკბილი იყო, ისეთი შესაძლებლობა ჰქონდა რომ ყველა ცუდ აზრს თავიდან გიგდებდა და სხეულს გიმშვიდებდა. - Amour oublie (დავიწყებულო სიყვარული) Nous sommes ici ensemble (აქ ვართ ერთად) Lucioles brillent comme mille charmes (ციცინათელების სიმხურვალე, როგორც ათასობით სილამაზე) Reste avec moi (ჩემთან დარჩი) ce soir (ამ ღამით) ... მას შევხედე როდესაც მისი ხმა ნელნელა ჩაჩუმდა. - სად ჯანდაბაში ისწავლე ესე სიმღერა? - ვკითხე სუნთქვაშეკრულმა. მან საწყლად გამიღიმა - დედაჩემი. რათქმაუნდა ის არ მღეროდა ფრანგულ ძილისპირულებს, მე... ის მაიძულებს ეს გავაკეთო. მას მოსწონს როდესაც ვმღერივარ. დაბლა დავიხედე, ვფიქრობდი კაცზე რომელსაც გუშინ შევხვდი - ის არის... ამ ადგილის მმართველი? - ჰო, ჩვენი აზრით ეგრე. ის არის რომელიც გვაუპატიურებს როდესაც პორნო ვიდეოების გადაღებას მორჩება. შევბარბაცდი - ის მართლა, მე ვგულისხმობ ის მართლა... გაუპატიურებს? რაილიმ გამომხედა - ჰო აქ მართლა არ არის სხვა გზა რომ ამას თავი აარიდო ალის. რად გადაიქცა ჩემი ცხოვრება? რათქმაუნდა მე გამიკეთებია რაღაცეები... ალექსთან, მაგრამ არასდროს დამიკარგავს ქალიშვილობა. აქ მთლიანად სუფთა და უმანკო აღმოვჩნდი, თითქმის უმანკო, და ეხლა ეს ყველაფერი შემოტრიალდება. პორნოგრაფია. რატომ არ შეიძლება მაფიას მოვეტაცებინე ან რამე მსგავსი? ბოლოს და ბოლოს ჩემი სიკვდილი სწრაფი მაინც იქნებოდა. - ლამაზი ხმა გაქვს - ჩავიჩურჩულე. ერთადერთი რამ რაც მომაფიქრდა რომ მეთქვა. - მადლობა- მან ჩაიცინა. იქ იყო შესვენების ოთახი სადაც მალევე წაგვიყვანეს ოფლიანი სხეულებით და ჩაგვამწკრივეს რომ პური და წყალი აგვეღო. ეს არ იყო ბევრი მაგრამ ისე მშიოდა როგორც მგელს. დავინახე არ ვიყავი მარტო, სხვა ბიჭებმა ჩემზე ბევრად ადრე დაასრულეს. - Allez (წამოდით) - კაცმა დაიყვირა რამდენიმე წუთში და ისევ მინდორზე დაგვაბრუნეს. ცოტა ხნის შემდეგ ჩემს გონებაში რაღაცამ გაიელვა. Allez, Allez, Allez...Allez = წასვლა. მშვენიერია, ორი ფრანგული სიტყვა და მილიონი რომ ვისწავლო. სანამ მზე ნელნელა არ ჩავიდა და ცისფერი ჰორიზონტის უკან არ მიიმალა მანამდე არ გაგვაჩერეს. კაცმა ისევ ჩაგვამწკრივა და ამ დროისთვის მასთან ერთად კიდევ ვიღაც იყო. ეს იყო ქალი, გრძელი, წითელი, შეღებილი თმით და შესანიშნავი პროპორციული სახით რომელსაც ყოველ წერტილში პლასტიკური ქირურგია ეტყობოდა. მისი გამხდარი ხელები და გამხდარი სხეული თხელი ტანისამოსიდან ეტყობოდა. დაახლოებით 40წლის უნდა ყოფილიყო მისი კანით თუ ვიმსჯელებთ. როდესაც დაილაპარაკა ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ფრჩხილები მინაზე ჩამოუსვი. -Oui, je pense que le plus recent qu'on va faire pour ce soir. Oui, la belle avec la peau juste. maitre est tres desireux d'avoir du plaisir avec lui - თქვა მან და კაცმა ჩემი მიმართულებით, ბოროტად ჩაიღიმა. რა ჯანდაბა თქვა? რაილი დაიჭიმა ჩემს გვერძე მის სიტყვებზე. როდესაც მცველმა და ქალმა დიალოგი გამართეს, მე მას მივუტრიალდი. - რა თქვა მან?? - ჩავიჩურჩულე თითქმის უჩუმრად. - ვფიქრობ ყველაზე ახალი გააკეთებს ამას ამ ღამეს. ყველაზე ლამაზი და სუფთა კანის. ბატონი მოხარული იქნება რომ მასთან ერთად გაერთოს. - მითარგმნა მან. ჩემმა გულმა სწრაფად ცემა დაიწყო და პირდაპირ ვიყურებოდი. ეს ძალიან სწრაფად ხდებოდა ვიდრე მე ვიფიქრებდი. - Allez (წამოდი) - ქალმა დამიქნია ხელი - წამოდი სწრაფად - თქვა მან, მძიმე ხმით და რბილი ფრანგულით. მოძრაობა არ შემეძლო. რაილი ჩემი უმოძრაო სხეულით კაბინისკენ წამიკვანა და სხვა ბიჭებმა თანაგრძნობით გადმომხედეს. - ის უბრალოდ ძალიან ლამაზია თავისდა საუბედუროდ... - გავიგონე როდესაც ვიღაცამ დაიჩურჩულა. რაილიმ სახლის უკან წამიყვანა და ჩვენს უკან კარი გაიჯახუნა. საშინელი სუნი იდგა და სუნთქვა არ შემეძლო. -ალის, შემომხედე. არ შემეძლო თვალების აწევა. - ალის შემომხედე, ჯანდაბა! თვალები ავწიე და მის მზერას შევხვდი. მის მბზინავ ტავისფერ თვალებს- ეს ქალი MADAME (ფრანგული-მადამ) იყო და მან თქვა რომ სახლში უნდა იყო თხუთმეტ წუთში. მისმენ ალის? - ის ლაპარაკობდა თითქოს ბავშვი ვიყავი მაგრამ მე უბრალოდ თავს უღონოდ ვაქნევდი. - კარგი, ასე განაგრძე. ეს მტკივნეული იქნება. ძალიან. იძულებული იქნები დათმო კომფორტის ზონა კამერის წინ. ბევრჯერ. მაგრამ აი რა მინარჩუნებს სიცოცხლეს, უკვე ერთი წელია: გააკეთე რაც მათ უნდათ. დადგი შოუ, იყავი მაცდური, რაც არ იქნება ძნელი. თუ ისინი იქნებიან ბედნიერები შენი წარმოდგენით ისინი არ გატკენენ. ჭამე რამდენიც შეგიძლია. ისინი მოგცემენ საჭმელს. ასე რომ იმდენი ჭამე რამდენსაც შეძლებ მაგრამ ისე რომ გული არ აგერიოს. ეს დაგეხმარება ძალები მოიკრიბო როდესაც მინდორზე იქნები. და ბოლოს არ იტირო. ალის, არ შეგიძლია იტირო, გესმის? ერთი ცრემლიც არ დამიღვრია ამ ავადმყოფური ტანჯვისას, ან ტკივილისას როდესაც აქ მოვედი ერთი წლის წინ. უნდა დამპირდე, დამპირდი რომ არ იტირებ. უნდა ააშენო კედელი რომ იყო ძლიერი, არაფერს შეუძლია ამ კედლის დანგრევა. არ იტირო. გესმის? - გპირდები - ვთქვი და ჩემი ხმა სიცარიელეს ჰგავდა. და რაღაც სასაცილო მოხდა იმ მომენტში. პირობა დავდე რომელსაც ვიცოდი შევასრულებდი. არ ვიტირებ, ტკივილით ან შიმშილით ან კოშმარებით. დავპირდი რაილის მაშინ რომ ამას არ გავაკეთებდი. ეს უბრალოდ პირობა რომ არ ვიტირებდი შემინარჩუნებდა სიცოცხლეს. - ეხლა წადი იდიოტო, გააკეთე რაც გინდა ამ ღამემდე! ჩემს ოთახში ავედი და გამოვიღე დღიური ჩემი ბალიშიდან. პატარა ფურცელი ამოვიღე და გავახვიე თამბაქო რომელიც მოვიპარე. ღრმა ნაფაზი ჩავუშვი ფილტვებში სანამ წერას დავიწყებდი რაც დღეს მოხდა. უკვე შემიძლია ჩემი დაჭიმული ნერვები ვიგრძნო როგორ წყნარდება, ვიცი რაც მოხდება უეჭველია. მაგრამ ეხლა დავდე პირობა და ვიცი როგორც უნდა გადავრჩე. ჰორიზონტი, ყველა მომკვდავი არსების ფერებით შეღებილი, არაფერია ისეთი რასაც ღამე ღვიძავს. ჩიტები ფრთებს შემოიხვევენ, გადადებენ რენას როგორც წიგნებს თაროზე. ერთი მეორეს მიყოლებით ეცემიან. მტრედი ყველაფერს უყურებს, მისი მეგობარი როგორ ეხვევა ნაცრისფერ უბედურებაში. თეთრი ბუმბულები არ ირევიან მარტივად. როგორც არის, მისი ჯიუტობით მტრედი იძულებულია უყუროს ღამეს, რომელიც მის სიყვარულს თავისი ბნელი კლანჭებით ებღაუჭება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.