შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში დასასრული


23-10-2016, 12:37
ავტორი zia-maria
ნანახია 3 599

დარინა ფეხით მიუყვებოდა, ქვაფენილით მოკირწლულ საცალფეხო ბილიკს. ქარი ღმუილით უვლიდა გარშემო, მაგრამ ვერ გრძნობდა სიცივეს. თითქოს ქარიც გაბრაზებული იყო მასზე და ეს ღმუილიც, მისი გაბრაზებით იყო გამოწვეული. მიდიოდა ფა ფიქრობდა:
,, რა დამემართა, ყოველთვის სიმორცხვე მახასიათებდა და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ცუდი თვისებაა, მაგრამ დღეს ზედმეტი მომივიდა. სხვისთვის შემიძლია ბევრი, ძალიან ბევრი გავაკეთო, ჩემს გამო კი ვერავის, ვერაფერს ვერ ვთხოვ. რა გავაკეთე? ადამიანს სიცოცხლე ვაჩუქე, მაგრამ ვინ არის ის ადამიანი იმისათვის, ჩემთვის ძვირფასი რომ დავკარგე? დავკარგე ხო დავკარგე ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმე და ის ადგილი დღეს დაცარიელდა. ამ ფიქრებში სახლშიც მივიდა და შეშინებული დედა ფეხზე დამდგარი დახვდა. ჯავრობდა შვილზე და უფალს თხოვდა შვილის ჯამრთელი დამიბრუნეო, მაგრამ რომ შეხედა სობრაზეს ვერ მოერია და მკაცრად უთხრა.
---შენ იცი რომელი საათია? შუაღამის 4 საათია სად იყავი? სად გაიქეცი, სად დადიხარ ამ დროს, სად? -უყვირა მარინამ. ის ისეთი გაბრაზებული იყო, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
---როგორ მელაპარაკები დედა ხარ, მაგრამ გგონია ყველაფრის უფლება გაქვს? სიტყვა არ ქონდა წესიერად დასრულებული, რომ აქამდე დედის ხელით ტკბილად გაკეთებულ საუზმეს, რომ მიირთმევდა ყოველ დილით, სწორედ იმ ხელმა აუწვა მარჯვენა ლოყა. თავი ასწია და ნელი ხმით დაიწყო.
---დედა ხარ და გაინტერესებს, სად დადის შენი შვილი? გინდა იცოდე სიმართლე? გეტყვი სიმართლეს დედა. მეც მომბეზრდა ყოველ დღე ახალ-ახალი ტყუილების შეთხზვა. შენ მე გამზარდე სწორად და წესიერ ადამიანად, მე არ შემიძლია ტყუილი ვთქვა, მაგრამ შენ გატყუილებ ყოველ დღე, ყოველ წუთს. გინდა გაიგო ყოველ დღე სად დადის შენი შვილი? მე ბარში დავდივარ და იქ ვმღერივარ დედა. მე ვმღერივარ იმ სიმღერებს, რომელსაც მე ჩემი საყვარელი მომღერალი ბერო მაწვდის. დიახ ეს სიმართლეა. სულ მინდოდა შენც მოგესმინა ჩემთვის, მაგრამ ამ თემაზე საუბარი შენთან შეუძლებელია. მე არ მიყვარს ჩემი სამსახური, მეზიზღება იქ ყოფნა, რადგან მე მუსიკის გარეშე არ შემიძლია. ჩემი სამყარო იქაა, იმ პატარა სცენაზე, მე იქ ვსუნთქავ თავისუფლად და შენგან მალულად ვტკბები თავისუფლებით. მაგრამ მე მეშინია სცენის, მეშინია ხალხის, მეშინია ტაშის, გესმის ეს რამხელა ნაკლია ჩემთვის? შენ ყოველთვის აკონტროლრბ, ჩემს ყოველ ნაბიჯს, გეგონა ყველაფერი იცოდი ჩემზე, მაგრამ ამ დროს, არაფერიც არ იცი, საერთოდ არაფერი. ჩვენ ასეთი ახლო ადამინაბი, ასე შორს ვდგავართ ერთმანეთთან. შენს წინ ახლა დგას, შენი შვილი მისი ნამდვილი სახით. შენ პედაგოგმა ქალმა, გეგონა სწორად მიყვებოდი შვილის აღმზრდელობით ცხოვრებას და აღმზარდე შენებურად. არ გიკითხია არასოდეს, მე რა მინდოდა და რა მიზიდავდა. გამარჯობა დედა მე შენი შვილი ვარ, შვილი რომელსაც ჩამიკალი ჩემში, ჩემივე სურვილები და ოცნებები.- გვერდი აუარა დედას და თავის საძინებელში წავიდა,დედა კი დატოვა კარებთან მდგომი გაშეშებული და აცრემლიანებული.
გულის წასვლამდე ტიროდა, ასე ატირებულმა თორნიკეს დაურეკა, მაგრამ ისევ დუმილი შემოეგება. დედა მიუახლოვდა და გულში ჩაიხუტა შვილი.
---მაპატიე შვილო, მაპატიე გთხოვ. ორივე ჩირილით დაღლილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ. დილით გაეღვიძა თვალებ დაშავებულს, დაცარიელებულს და გამოფიტულს. ადგა მოემზადა და სამსახურში წავიდა.. ირმა ყველაზე ადრე მივიდა სამსახურში და მის სახეს, თეთრად გათენებული ღამის კვალი ეტყობოდა.
---ქალბატონო ირმა რა დაგემართათ. შემოესია გოგოების გუნდი ირმას და შეკითხვები დააყარეს. დარინამ გვერდი აუარა ყველას და მისი მაგიდიდან ნივთების ალაგება დაიწყო.
---ლიპარიშვილო რას აკეთებ?
---ყველაფერი რიგზეა გოგოებო, სამსახურიდან მივდივარ. თქვა წყნარად.
---რა? რატომ?
---სახლში მივდივარ, დღეს ჩემი აქ ყოფნის ბოლო დღეა. დაგავიწყდათ, რომ გამანთავისუფლეს?
---ნახა მდიდარი და მასთან მიდის. თქვა ტირილით ირმამ. რა თქმა უნდა აქ აღარ იმუშავებს.
---საერთოდ ვერ გავიგე, რას ამბობთ.
---კარგი ერთი, მთელი ეს დრო, კარგად ითამაშე შენც ,,მდიდრების თამაში''. ნუ მეტყვი მე მაინც, რომ არ იცოდი თორნიკე ბანკის პრეზიდენტი რომ არის და ჩემი რეზი უსახლკარო.
---რა? რა თქვი? რატომ დაჭირდათ ამ თამაშით თამაში. გაოგნებული იყო დარინა.
---აი სწორედ იმიტომ, რომ არ გვცოდნოდა, ვინ ვინ იყო.ასეთია ,,მდიდრების თამაში''. ირმა ხმით მოთქვამდა, მაგრამ ვერ გაეგო გოგონებს, მის უბედობას ტიროდა თუ დარინას ბედნიერებას. დარინამ დაავლო ჩანთას ხელი და ყველა დაუმშვიდობებლად დატოვა მისთვის საძულველი ადგილი.
---ღმერთო, რა ბედნიერებაა, ასეთი მოულოდნელი სიყვარული.
---დარინას მგონი არც გაუხარდა, აწი ვინ ამუშავებს მას.
---მდააა დადგა მძიმე წუთები. გოგოები ჩურჩულებდნენ და ჩუმადაც დასცინოდნენ ირმას, ირმა კი ხმით მოთქვამდა მის უბედობას.

თორნიკე მის კაბინეტში იჯდა და ხელში დარინასთვის ნაყიდი ბეჭედი ეჭირა. რომელსაც დიდი გულისწყვეტით უყურებდა. ვერც კი გაიგო ,როგორ დაადგა ბატონი გიგი თავზე.
---თორნიკე შაბათს მიფრინავ პარიზში. გხედავ და ვხვდები, რომ შენ მართლა შეყვარებული ხარ. როგორც გატყობ, შენ მზად ხარ, მას აპატიო ყველაფერი.
---ვაპატიებ თუ ამიხსნის, რისთვის დაჭირდა ასე სასწრაფოდ მას 12,000ევრო.
---ბატონო თორნიკე თქვენთან ერთი ქალბატონია რომელიც დაჯინებით თხოულობს თქვენს ნახვას.
---ჩაწერილია შეხვედრაზე?იკითხა გიგიმ.
---არა.
---ჰოდა უთხარი შეხვედრა აქვს, ვერ მიგიღიბესთქო.
---მაკა მოიცა რა გვარია, ლიპარიშვილი ხომ არ არის? სიხარულით შეეკითხა თორნიკე.
---არ ვიცი რა გვარია, მაგრამ სასწრაფოდ ითხოვს თქვენს ნახვას. ამბობს, რომ ეს საჩქაროა.
---შემოვიდეს.- უთხარა თორნიკემ ძალიან დააინტერესა ამ მოულოდნელმა შეხვედრამ უცხო ქალბატონთან.
---შემობრძანდით. გოგონამ გზა დაუთმო უცხო ქალბატონს.
---მადლობა. ღიმილით მოუხადა მადლობა გოგონას და ოთახში მყოფთ მიესალმა.
-გამარჯობათ.რომელია თქვენს შორის ბატონი თორნიკე გაბუნია? თორნიკემ იქვე მდგარ გიგის გადახედა და მანაც მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა.
---მე გახლავართ. თქვა და თორნიკეს ადგილი დაიკავა.
---მე მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ჩემი მეუღლის დახმარებისთვის. ქალბატონმა შეხედა ორივეს გაოცებულ სახეებს და მისვლის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა. საქმე იმაშია, რომ ჩემი მეუღლე რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ავარიაში. ჭირდებოდა ოპერაცია და ოპერაციას დიდი თანხა 12,000ევრო. ეს თანხა ძალიან დიდია და ჩემს ცხოვრებაში როგორც ანგელოზი, გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელმაც გადმომცა კონვერტით ეს თანხა და მე ამ კონვერტში თქვენი სავიზიტო ბარათი ვიპოვნე. თორნიკე გაოცებული უსმენდა და სახეზე ღიმილი მოეფინა, ქალბატონი კი საუბარს აგრძელებდა, რომელიც თორნიკეს სულ აღარ ესმოდა ან აღარ აინტერესებდა . რეალობას მაშინ დაუბრუნდა, ქალბატონმა რომ შეეკითხა. თქვენ შეგიძლიათ მომცეთ იმ გოგონას კოორდინატები?
---მოიცადეთ ეს მოხდა ერთი კვირის უკან? მას ქვია დარინა და მოგიტანათ ეს თანხა.
---დიახ და იქ იყო ეს ბარათი. მე ვეძებ იმ გოგონას და მეგონა თქვენ იცნობდით მას.
---ეს გოგონა არც მანამდე გყოლიათ ნანახი და არც მის შემდეგ გინახავთ?
---არა. ის მე იმ დღეს პირველად ვნახე. რატომ მეკითხებით?
---ეს ისე დაზღვევისთვის. ის ახალბედაა აქ და იმ დღის შემდეგ არც ჩვენ არ გვინახავს. ეს მე გამოვაგზავნე თქვენთან დარინა. უთხრა ქალბატონს გიგიმ.
---დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
---იცით რა? აი ჩემი კოორდინატები, გადაეცით თქვენს მეუღლეს და დამიკავშირდეს ამ ნომერზე, როცა გამოჯამრთელდება.
---მადლობა, მადლობა, უღრმესი მადლობა და აუცილებლად დაგიბრუნებთ თანხას, აუცილებლად. -ქალბატონმა დიდი მადლობებით დატოვა კაბინეტი, თორნიკე და გიგი კი ბედნიერი ღიმილით.
---მე ვერაფერი ვერ გავიგე ძია გიგი.
---მე კი უკვე ყველაფერი გავიგე. ჩვენ შევცდით, ძალიან შევცდით თორნიკე. ჩვენ ვერ დავინახეთ მისი შინაგანი სამყარო, ძალიან მრცხვენია შენს წინაშე თორნიკე.
---გამოდის, რომის წავიდა ეცეკვა სტრიპტიზი იმ კლუბში, რომ თანხა აეღო და ეს თანხა ეგონა მე მომახმარა? მას უნდოდა ჩემი სიცოცხლე გადაერჩინა. ეს ჩემს გამო გააკეთა.
---და აღმოჩნდა სულ სხვა გადაარჩინა და დაფიქრდი ახლა თავად, ის თვითონ რა დღეში იქნებოდა, ის ვიღაც შენ, რომ არა ხარ.
---და საერთოდ არ იცნობს ვინ არის. უცნობისთვის გადაყარა ამოდენა თანხა.
---თორნიკე მე ვფიქრობ, რომ შენ მართლა გაგიმართლა ,,მდიდრების თამაშში''. თორნიკე იღიმოდა, გიგის ეშმაკურად აუთამაშა თვალები და მისი სკამიანად დააბრზიალა, ბეჭედს დაავლო ხელი და კაბინეტიდან გაქრა.
ისევ სცენა და ისევ ბედნიერი ღიმილი, მაგრამ ამ ღიმილს ადრინდელი ეშხი აკლდა. ის ამ საღამოს უნიღბოდ იდგა, იდგა და მღეროდა ახალ სიმღერას და თითქოს მკერდით მიაპობდა ზღვას. ხელის კვრით იშორებდა ტალღებს, რომლებსაც უნდოდათ ჩაეძირათ და ფსკერამდე ჩაეყვანათ, ჩაეხრჩოთ მისი ნარნარა ხმა მის სიღრმეში, მაგრამ დარინა არ ნებდებოდა და მყარად მდგარი კედლები ექოდ უბრუნებდნენ მას, მისივე ხმას და ძალას ჰმატებდნენ. სისხლი დუღდა მის ძარღვებში, უნდოდა ბოლომდე დაცლილიყო. სულ ორი წუთით შეჩერდა, თვალი მოავლო დარბაზს და ნელა-ნელა გაისმა მისი წკრიალა ხმა. ამ დროს ბარის კარები თორნიკემ შემოაღო დიდი ვარდების თაიგულით ხელში და მათთან ერთად უსმენდა საყვარელ ადამიანს. ხალხში იდგა აღფრთოვანებული და თვალცრემლიანი მარინა და შვილს დიდი გულისყურით უსმენდა, ის ამ საღამოს ძალიან ბევრს ნანობდა. ნანობდა, რომ თავის დროზე არ მიცა საშუალება შვილს ემღერა, ახლა მიხვდა რამდენი დააშავა.
თორნიკემ ხალხს გამოეყო, სცენაზე ავიდა, ხელში აიყვანა საყვარელი ქალი და გულში ჩაიხუტა. შემდეგ უსიტყვოდ აიღო დარინას ხელი და მარჯვენა ხელზე გაუკეთა ბეჭედი. დარინა ტიროდა სიხარულისგან და ხალხი ტაშს უკრავდა. მოშორებით მდგარმა გახარებულმა გიგიმ ტელეფონზე გადარეკა..
---თემო გილოცავ. მიდის, პარიზში მიდის, მაგრამ მარტო არა.
---იეეეს. უკვე დრო იყო გიგი. იყო სიხარულით სავსე პასუხი და თემოსაც შემოესმა ხალხის ოვაციები და მხიარული შეძახილები.

ირმა იმ დღის შემდეგ რეზის ყველგან ეძებდა, მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო. ერთ საღამოს შემთხვევით მეტროში შეხვდა აღმაშენებელზე და რეზიმ არ დაენახა. ირმამ იცნო და უკან გაჰყვა, დაეწია და უთხრა.
---შემთხვევითმა შეხვედრამ, იქნებ მოგვიტანოს ბედნიერება ყოველგვარი ,,მდიდრების თამაშის'' გარეშე.
რეზიმ ხელში აიყვანა ირმა და გულში ჩაიხუტა. როგორ მონატრებია ეს ამპარტავანი და მდიდრებზე მონადრე ქალბატონი. ამ დროს აეროპორტში სამეგობრო და საახლობლო თორნიკეს და დარინას პარიზში აცილებდნენ. მათი დაბრუნების რიცხვი კი უცნობია. მდიდარმა ბიჭმა გაითამაშა მისი თამაში და მოგებაც ნახა. ნამდვილი სიყვარული, მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება. ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, მომავალი ცხოვრების ანალიზია. ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია, ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევის და დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე.



№1  offline წევრი natia23

Dzalian momewona dei es istoria :* saintereso sakitxavi iyo.irmam rac daimsaxura is miigo. Ai giorgis prrsonaji kide dzalian momewona :*

 


№2  offline მოდერი zia-maria

შეგეშალა გიორგი ახალ ისტორიაშია აქ თორნიკეა ნათ.მიხარია რომ მოგეწონა,მადლობა რომ აზრს მიფიქსირებ.
kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი lamazmani

kaia dzaan momewona kai dasasrulit iyo mara male damtavrda

 


№4  offline წევრი natia23

zia-maria
შეგეშალა გიორგი ახალ ისტორიაშია აქ თორნიკეა ნათ.მიხარია რომ მოგეწონა,მადლობა რომ აზრს მიფიქსირებ.
kissing_heart kissing_heart kissing_heart

Auu :D avirie :D gigi unda damewera,tornikes xzmakaci

 


№5  offline მოდერი zia-maria

natia23
zia-maria
შეგეშალა გიორგი ახალ ისტორიაშია აქ თორნიკეა ნათ.მიხარია რომ მოგეწონა,მადლობა რომ აზრს მიფიქსირებ.
kissing_heart kissing_heart kissing_heart

Auu :D avirie :D gigi unda damewera,tornikes xzmakaci

აააა მე კი მეგონა გიორგი ახალი ისტორიიდან თუ აგერია. smiley ორ სამ დღეში დაიდება ისიც.

lamazmani
kaia dzaan momewona kai dasasrulit iyo mara male damtavrda

მადლობა საყვარელო. kissing_heart kissing_heart ისტორიის რესურსი რომ ამოიწურა,უკვე გაგრძელებას აზრი აღარ ქონდა.სამაგიეროდ ახალი დაიდება სულ მალე.

 


№6 სტუმარი Guest ხათუნა

წავიკითხე დასასრული და რას მივხვდი იციიი ამ დღეებში შენს გმირებთსნ რრთად ვცხოვრობდი .ეს კი იმას ნიშნავს რომ შენი მინი რომანი შედგა...მიყვარხარ!!!

ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

 


№7  offline მოდერი zia-maria

Guest ხათუნა
წავიკითხე დასასრული და რას მივხვდი იციიი ამ დღეებში შენს გმირებთსნ რრთად ვცხოვრობდი .ეს კი იმას ნიშნავს რომ შენი მინი რომანი შედგა...მიყვარხარ!!!

ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

მადლობა ბიძაშვილო გაიხარე,ძალიან მიყვარხარ. kissing_heart

 


№8 სტუმარი რომანი

ძალიან საინტერესო და ლამაზი რომანი იყო.

 


№9  offline მოდერი zia-maria

რომანი
ძალიან საინტერესო და ლამაზი რომანი იყო.

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობა.

 


№10 სტუმარი Nino kvirikashvilii.

Rogorzz iqnaa movitqvii cuulii..zaliann gamaxara am dacacrulma..mixaria irmacc acetii zvlilebaa..vizii cheshmaritii cikvarulictvicc cigaribe araricc tragedia..gaixare chemoo msiia..ucakvarlecoo gogo..maxarebcc koveli sheni axali nazarmoebii .gicurvebb zarmatebebcc...gfaravdecc ufalii..

 


№11 სტუმარი nino kvirikashvili

Nino kvirikashvilii.
Rogorzz iqnaa movitqvii cuulii..zaliann gamaxara am dacacrulma..mixaria irmacc acetii zvlilebaa..vizii cheshmaritii cikvarulictvicc cigaribe araricc tragedia..gaixare chemoo msiia..ucakvarlecoo gogo..maxarebcc koveli sheni axali nazarmoebii .gicurvebb zarmatebebcc...gfaravdecc ufalii..

მადლობა ნინო გაიხარე. kissing_heart

 


№12 სტუმარი დალი

ყველაფერი, რა ლამაზად და საინტერესოდ არის მოთხრობილი ამ პატარა რომანში. კეთილ ზღაპრებში რომ არის ხოლმე ... რა კარგი დასასრული აქვს,სიკეთე და სიმართლე არ დაიკარგა, თორნიკე კარგად მოიქცა. და კიდევ, ირმას ასეთი გარდაქმნა, გონს რომ მოეგო და საღი, ადამიანური გრძნობა დაუბრნდა. წარმატებები და წინსვლა!!! heart_eyes

 


№13 სტუმარი Maxo peradze

Mzia daiko me gisurveb cinsvlas da yovelive kargs brao shemo bardgunia kargi iyi maladec❤❤❤

 


№14 სტუმარი დალი

დალი
ყველაფერი, რა ლამაზად და საინტერესოდ არის მოთხრობილი ამ პატარა რომანში. კეთილ ზღაპრებში რომ არის ხოლმე ... რა კარგი დასასრული აქვს,სიკეთე და სიმართლე არ დაიკარგა, თორნიკე კარგად მოიქცა. და კიდევ, ირმას ასეთი გარდაქმნა, გონს რომ მოეგო და საღი, ადამიანური გრძნობა დაუბრნდა. წარმატებები და წინსვლა!!! heart_eyes

მადლობა დალი დეიდა. kissing_heart

Maxo peradze
Mzia daiko me gisurveb cinsvlas da yovelive kargs brao shemo bardgunia kargi iyi maladec❤❤❤

ჩემი ერთი ცალი ხარ და უზომოდ მიყვარხარ. kissing_heart მენატრები ჩემი ბურთიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent