შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში 8თავი


22-10-2016, 17:53
ავტორი zia-maria
ნანახია 2 683

დარინა მოუსვენრობამ შეიპყრო, კიდევ რამდენჯერმე დარეკა შიშით თორნიკეს ტელეფონზე და ისევ სამარისებული დუმილი და მხოლოდ ტელეფონის საზარელი ხმა ტუუუ, ტუუუ, ტუუუ. ზარს არავინი არ პასუხობს. წამოდგა, მხოლოდ თხელი მოსასხამი მოჰყვა ხელში, მოიმცვა და ინფორმაციაში აღნისნულ მისამართზე წავიდა.
---დედა უნდა წავიდე, გთხოვ არაფერი არ შემეკითხო. მხოლოდ გეტყვი, რომ ჩემი წასვლა მნიშვნელოვანია. მარინამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო და შვილს სევდიანი თვალი გააყოლა. დარინა სირბილით მივიდა საავადმყოფოში და იკითხა, ახლად მიყვანილი ბიზმესმენის და მისი მძღოლის მდგომარეობა როგორი იყო.
---რეამინაციაშია, მდგომარეობა ძალიან რთულია.
---ნახვა შეიძლება? ტირილით უთხრა დარინამ.
---არა, ვერ შეგიშვებთ. მის ექიმს დაელაპარაკეთ, დერეფნის ბოლოშია.
---მადლობა. უთხრა დარინამ და მითითებული კაბინეტამდე მანძილი ჩქარი, მაგრამ მოზომილი ნაბიჯებით გაიარა.
---უკაცრავად. ახლახანს მოყვანილი მძღოლის ექიმი თქვენ ხართ?
---თქვენ ვინ ხართ მისი?
---საცოლე, საცოლე ვარ. უცბად უპასუხა დარინამ.
---საცოლე? გაუკვირდა ექიმს და დარინა აათვალიერა. -მისი მდგომარეობა სერიოზულად რთულია. მას სასწრაფოს სჭირდება ოპერაცია.- დარინას სახე შეეცვალა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ექიმს მტკიცე ხმით უთხრა.
---გააკეთეტთ ოპერაცია.მე ყველაფერზე მზად ვარ.
---ყველაფერზე მზად ხართ? გასაგებია. ოპერაცია რომ გაკეთდეს 12,000 ევროა დაჭირო და რაც შეიძლება ჩქარა.
---გასაგებია, მესმის. მე ჩემს უფროსს დაურეკავ ახლავეს. დარინამ ირმას ნომერი აკრიბა და გადარეკა, მაგრამ არ პასუხობდა ირმა, რადგან დარისათვის ნამდვილად არ ეცალა. ექიმს მიუბრუნდა ცრემლიანი თვალებით და აკანკალებული ხმით უთხრა.
---მე მოვიტან ფულს, აუცილებლად მოვიტან, გთხოვთ გააკეთეთ ოპერაცია
---ძალიან კარგი გოგონა. იქნება ფული, გაკეთდება ოპერაცია.
---კარგი, შევეცდები რაც შეიძლება ჩქარა მოგაწოდოთ ფული. თქვა ტირილით და საავადმყოფო დატოვა. დარინა ტიროდა, ტიროდა თორნიკეს სიცოცხლეს და თორნიკე სიხარულით მასთან მიდიოდა, რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. წაიკითხა და მუხრუჭების ხმარება მოასწრო, თორემ ის მართლა ავარიის მსხვერპლი გახდებოდა.
---მე თანახმა ვარ, მხოლოდ ახლავეს მჭირდება ფული. ხელის კანკალით მიწერა თორნიკემ დრო და ადგილი სად უნდა შეხვედროდა. დარინამ წაიკითხა შეტყობინება და კი არ წავიდა გაიქცა წაკითხულ მისამართზე. გულ ამოვარდნილი მივიდა იქ და ბევრი ფიქრის შემდეგ, ზარი დარეკა აკანკალებული ხელით. კარი მძიმედ გაიღო და ასაკოვანმა მამაკაცმა უთხრა.
---თქვენ უკვე გელოდებიან. გამოსაცვლელად სადღაც პატარა ოთახში შეიყვანეს და ხელში რაღაც ნაჭრები მისცეს ჩასაცმელად, რომლებსაც დარინამ ზიზღით დახედა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ჩაიცვა. გავიდა სცენაზე და შუქზე დადგა. მოესმა სცენის წინა მხრიდან მკაცრი და ცივი ხმა.
---დაიწყეთ.
---თქვენ მარტო არ ხართ?
---თქვენ თუ ახლავეს არ დაიწყებთ ცეკვას, შემოთავაზება ძალას დაკარგავს.
---ფულს როდის მივიღებ.
---ცეკვის დასრულებისთანავე. დარინამ თვალები დახუჭა და ნელა-ნელა დაიწყო ცეკვა. ცეკვავდა, მაგრამ ტიროდა. რამდენჯერმე შეკავებულმა ცრემლებმა გადმოხეთქა ჯებირი და სახეზე ღარებად დაედინა. ცეკვავდა ისე, თითქოს არავინ უყურებდა. ლიფი რომ გაიძრო და ცენსისაკენ უნდა შებრუნებულიყო, იგივე ხმამ შეაჩერა და უთხრა.
---საკმარისია. მიიღეთ თანხა, როგორც იყო მოლაპარაკებაში. ქვენს ხელთ არის 12,000 ევრო. დარინამ ფული აიღო და უხმოდ გავიდა სცენიდან, თორნიკემ კი იქვე მსხდომთ ჩამწყდარი ხმით უთხრა.
---ყველანი თავისუფლები ხართ, წარმოდგენა დასრულებულია. დარინა კი გარბოდა საავადმყოფოში და ქარი სახეში ურტყამდა, მაგრამ ჯიტად მიიწევდა წინ. აჩქარებული და შეუნელებელი ნაბიჯით გაჩნდა ექიმის კაბინეტთან.
---ვის ეძებთ გოგონა? მოესმა ექთნის ხმა.
---ექიმს უნდა დაველაპარაკო, ოპერაციის ფული მოვიტანე.
---ექიმი შესვენებაზეა ამ წუთებში, რადგან წინ ძალიან რთული ღამე ელის და ფული? ფული კი აი აქვე პაციენტის ახლობლებს გადაეცით, ისინი აქვე ელოდებიან ექიმს. დარინა უკან გაყვა ექთანს და იქვე მდგარ თვალებჩაწითლებულ ქალბატონს მიუახლოვდა.
-ქალბატონო ოპერაციის ფული მოიტანა ამ გოგონამ, ასე რომ თქვენი მეუღლე გადარჩება და კარგად იქნება. დარინა დაიბნა, ვერ გაიგო რა ხდებოდა, ვინ იყო ეს ქალბატონი. ატირებულმა და სიხარულით აღვსილმა გადაეხვია დარინას და მადლობა გადაუხადა ყველას წინაშე.
---უკაცრავად, თქვენი მეუღლე რამდენი წლისაა?
---42 წლისაა, თქვენ ვინ ხართ? დაინტერესდა ქალბატონი დარინას ვინაობით.
---მე? მე არავინ. გამოჯამრთელებას ვუსურვებ თქვენს მეუღლეს. უთხრა დარინამ და წელმოწყვეტილმა დატოვა საავადმყოფო.
თორნიკე? თორნიკე არსად არ წასულა დარინას წასვლის შემდეგ. ორმაგი ვისკი დაისხა და ფიქრებში ჩაძირული ნელა-ნელა ბრუჟდებოდა სასმელით.
---უკაცრავად ბატონო თორნიკე ტელეფონი მოიტანეს და მითხრეს,რომ გადმოგცე. თქვენს მაგიდაზე დაგრჩენიათ კაბინეტში. თორნიკემ გამოართვა ტელეფონი, ჩართო და შემოსულ ზარებს დახედა. დარინას უამრავი ზარი იყო შემოსული. მწარედ ჩაიცინა და სინანულით სავსე ხმით თქვა.
---შენთანაც შევცდი? შენს გაცნობაში, ნუთუ მართლა შევცდი? არ მინდა დავიჯერო. როგორ არ მინდა, მაგრამ მე ხომ, ჩემი თვალით გნახე ამ სცენაზე ცოტა ხნის წინ. აღარ ღირს შენთან დარეკვა, დარინა ნუღარ ვატკენთ უფრო მწარედ ერთმანეთს გულს.
დარინა კი ამ დროს საავადმყოფოდან გამოსული, იქვე კუთხეში ჩაიკეცა და ხმამაღალი ხმით ატირდა.
---არ ვნანობ რაც გავაკეთე. ღმერთო მადლობა, რომ თორნიკე კარგადაა. ახლა შენთან მინდა, მინდა რომ მაგრად ჩაგეხუტო და შეგიგრძნო. მერე?მერე წადი, წადიიიი ჭირსად წაუღია აწი ყველაფერი. მე ჩემითვე დავკარგე ჩემი ბედნიერება. თორნიკემ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სახლისაკენ წავიდა. სახლში მისულს აურ-ზაური დახვდა, ირმა და რეზი ჩახუტებულები ცეკვავდნენ. რეზიმ დაინახა თორნიკე და მხიარულად შესძახა.
---ვოვ ვინც მოვიდა გაუმარჯოს, აი ჩვენ სწორედ ახლა ვსაუბრობდით შენზე. თორნიკე შენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ. ირმა აკისკისდა და რეზის უთხრა.
---უბრალო მუშას. მძღოლს, ასე თავისუფლად როგორ შეუძლია სახლში შემოვიდეს საყვარელო ეს ხომ დაუშვებელია. თორნიკემ რეზის შეხედა და მკაცრად უთხრა.
---საკმარისია რეზი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს თამაში და დროა დასრულდეს.
---როგორ უბედავ ასეთი ტონით საუბარს, ხომ არ დაგავიწყდა ვინ ხარ და საერთოდ არ ეკუთნი ჩვენს ფენას. მკაცრად უთხრა ირმამ თორნიკეს.
---რეზი დაასრულე თამაში.
---რა თამაში უნდა დაასრულო რეზი.ახლა რეზის მიუბრუნდა ირმა.
---მდიდრების თამაში. უთხრა თორნიკემ და თვალი ჩაუკრა ირმა. დროა სიმართლე უთხრა. იქვე მდგარ რეზის უთხრა და დინჯი, მძიმე ნაბიჯებით კიბებს აუყვა.
---სიმართლე? ის სიმართლე ხომ არა, რომ ცოლიანი ხარ და მეუღლე განქორწინებას არ გაძლევს. უთხრა რეზის.
---არა. მე არ ვარ დაქორწინებული ირმა და არც არასდროს არ ვყოფილვარ.
---აბა რა სიმართლე უნდა მითხრა. ვაიმეეეეეე, შენ და თორნიკე ერთად ხართ? თვალები გაუფართოვდა ირმას და რეზიმაც გაოცებულმა შეხედა. არ ეცინებოდა თორემ, ირმას შეშინებულ სახეზე გულიანად იხარხარებდა.
---შენ სულ გაგიჟდი ხომ? ღრმად ამოისუნთქა, სუნთქვა დაიმშვიდა და წყნარად უთხრა. ირმა მე უსახლკარო ვარ.
---ვერ გავიგე? როგორ უსახლკარო, შენ რა მე გამოცდას მიწყობ? მე შენ მიყვარხარ რეზი.
---მე უსახლკარო ვარ ირმა და ესაა სიმართლე, რისი თქმაც მიძნელდებოდა. ეს იყო მდიდრების თამაში. აქ მოსვლამდე მე ქუჩაში ვათევდი ღამეს და აი, ისე მოხდა, რომ თორნიკე გავიცანი შემთხვევით და მოვხვდი ამ სახლში, რადგან მე სიამოვნებით დავთანხმდი მის თამაშს. მეც შემიყვარდი ირმა მაგრამ, მე არ მაქვს შენი შეყვარების უფლება. მე არაფერი არ გამაჩნია, არ შემიძლია რამე მოგცე და რამით გაგახარო. მე აღარ ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავდგებოდი ნორმალური ადამიანი, შენთან კი ვარ და ესეც თორნიკეს წყალობით. მადლობა მას ამ მცირე ბედნიერების მონიჭებისთვის. ბოდიში ირმა რომ მე მდიდარი არ ვარ. თქვა რეზიმ და იქვე დატოვა ატირებული ირმა.



№1 სტუმარი რომანი

ესრა გულგასახეთქი თავი იყო

 


№2  offline წევრი lamazmani

kaia male dade

 


№3 სტუმარი Nino kvirikashvilii.

Vaimee arr veloodii ciituaziicc acee shemootrialebacc..guli kinagamm gamickda ..vifiqre tornikemm moazkoo ecc cpeqtaklii rom gaegoi micc gadacarchenadd darinee tu gaaketebda acett ramecc....rogorzz chancc cavadmkofocc ambavii ....davibenii nutu caxelic da gvaricc damtxvevaa.. velodbi momdevnicc zakitxvacc ..magarixarr....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent