შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის ბედნიერება?


23-10-2016, 18:51
ავტორი Liza Chikviladze
ნანახია 1 483

წვიმიანი ამინდი იყო , ზუსტად ისეთი როგორიც მას უყვარდა. ცოტათი დამთრგუნველი. მიდიოდა ფანჯარასთან ახლოს ჯდებოდა აჰყურებდა ზეცას. წვიმის წვეთებისაგან დანამული ფანჯარა მასში უცნაურ გრძნობას იწვევდა. ეს იყო ახალგაზრდა გოგო რომელიც ავანდმყოფობისაგან გარდაიცვალა.. მასსავით ნაზი, უბრალო შვილი დარჩა რომელსაც ადელაიდას ეძახდნენ. ორივე მათგანს უყვარდა კითხვა , დღიურის წერა და წვიმიან ამინდში ფანჯრის რაფაზე ლამაზად ჯდომა. ებადებოდათ ერთი და იგივე კითხვა ნუთუ რა არის ბედნიერება? ფიქრობდნენ ერთი და იმავეს. ადელაიდას დედის გარდაცვალების შემდეგ მამა ზრდიდა. მათ ურთიერთობა იდეალური ჰქონდათ.. საუბრობდნენ ნებისმიერ საკითხზე..გოგონა ოცნებობდა ყველაფერზე , სჯეროდა ოდესღაც ისინი აუსრულდებოდა.. იყო თავისებური, წერა უყვარდა, ბევრს წერდა არამარტო საკუთარ თავზე არამედ ყველაფერზე.სჯეროდა თუ არა ადამიანების? მშობლის გარდა ნდობით ბოლომდე არავის ენდობოდა. იცოდა რომ სხვა ადრე თუ გვიან მაინც დატოვებდა. ბევრმა გაუცრუა იმედი რომლებსაც უწოდებდა მეგობარბს . ეხლაც ჰყავს მეგობარი ენდობა თუმცა მაშინდელივით ყველას ვერ არქმევს ამ დიდებულ სახელს. ნუთუ დიდებული ? არა არა , ის ჩვეულებრივი სახელია მაგრამ ამ სახელს თუ ადამიანს დაარქმევ მისი უნდა გჯეროდეს რომ გაჭირვებაშიც გვერდში ამოგიდგება.. მოსწონდა უბრალოდ ჩაცმა. სწავლობდა კარგად , ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი საკითხი კარგად გაეგებოდა. სურდა მომავალში დიდი რომ გაიზრდებოდა მწერალი გამოსულიყო, ოღონდ ნამდვილი მწერალი..ტყუილების თქმა არ გამოსდიოდა, რითაც არ წუხდა პირიქით უხაროდა. ყველაზე მეტად ვერ იტანდა უსამართლობას, თუმცა ცხოვრების თითქმის ყოველ ნაბიჯზე ეჩეხებოდა მას.. ადელაიდა ზუსტად ისეთი სახელი როგორიც ამ პიროვნებას შეეფერება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent