ზეცა თავისას არ კარგავს! -10-
[თავი 10] მანქანა ისე ჩერდება ცხრასართულიანი კორპუსის წინ, რომ სულ არ შევკითხივარ შიოს დირექტორის მიერ ნახსენებ თემქის სახლზე. თუ აქ კეთილმოწობილი ბინა ჰქონდა, იმ საზიზღარ შენობაში რატომ ცხოვრობდა? აქ კიდევ რაღაც იმალება, რომლის გამოაშკარავებაც ისევ და ისევ მე მომიწევს. კარგი, ვაღიარებ, ბევრი რამ ჯერ კიდევ ბნელით მოცულია, მაგრამ დაახლოებით უკვე შემექმნა შთაბეჭდილება იმ ხათაბალის მიმართ, რომელშიც გავეხვიე. ლაბირინთიდან ისე ვერ გამოხვალ, თუ ყველა გზას არ გამოცდი. იქნებ ბევრჯერ აგერიოს კვალი, არასწორი მიმართულებითაც უამრავჯერ წახვიდე, მაგრამ ერთხელ მაინც გაგიმართლებს და ლაბირინთიც დასრულდება. ზუსტად იმავე მეთოდით ვცდილობ ჯერ საკუთარ თავში, მერე კი ვითარებაში გარვევას. ვინაიდან ჩემს ცნობისმოყვარეობას სხვა ფაქტორებიც დაემატა, უფრო დიდი მიზეზი მაქვს, რომ შეცდომებზე ვისწავლო, მათი არ შემრცხვეს და სწორედ ასე გავაღწიო ლაბირინთიდან. განგებ არ ვიოცებ და ემოციებს არ გამოვხატავ. ეს თვითონ შიოს გააკვირვებს და ლაპარაკსაც ის წამოიწყებს, რომელშიც დასაწყისში თუ ბოლოს ჩემი კითხვა აუცილებლად გაიჟღერებს. მანქანიდან გადასვლისას შარვლიდან ამოჩაჩულ თხელ სვიტრს ვისწორებ და გზაში ჩაძინებულ თათას კომფორტულად ვიჭერ ხელში. ლოდინი დიდხანს მიგრძელდება. მხოლოდ სახლში რომ ავდივართ და შიო საკეტში გასაღებს არგებს, მაშინღა იღებს ხმას. -ვიცი, რომ ძალიან მოუთმენელი ხარ. მკითხე და გპირდები, ყველა კითხვაზე გიპასუხებ.-მოულოდნელი სურპრიზია მისი ეს სიტყვები ჩემტვის. -სულ, სულ ყველაფერზე?-ავმჩტადიო, ამაზეა ნათქვამი. -ყველაფერზე, რაც წუთის წინ გიტრიალებდა გონებაში.-ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტ ფაქტზე მამცნობს ის. -რა მოხდა შენს ცხოვრებაში? შენი ოჯახის ისტორია მომიყევი.-გასხივოსნებული სახით ვუცხადებ მამაკაცს და უკვე შეღებულ კარს იქით ვიჭყიტები. -იტყუები! ამაზე საერთოდ არ ფიქრობდი ახლა.-ტყუილში მიჭერს მენაბდე. -ო-ო-ო, არადა თითქოს საერთოდ არ მეტყობა, რომ ვიტყუები.-ვწუწუნებ და ტუჩებს ვბუსხავ. -იცი, ვინ არის ყველაზე კარგი მატყუარა?-გულღიად მიღიმის ის. -ვინ? -ვინც თავისივე ტყუილს თვითონვე იჯერებს. ვგონებ ასეც არის. ამ ბოლო დროს შიოს ყველაფერში ვეთანხმები. შეიძლება მასთან არ ვაღიარო, მაგრამ ვამჩნევ, რომ თვითონაც არ მომწონს ეს. ზოგჯერ მისი უფრო მჯერა, ვიდრე ჩემი. კამათის დროსაც კი იმას ვფიქრობ, ალბათ მაინც ის იქნება მართალი_მეთქი. ნელ-ნელა მასზე დამოკიდებული ვხდები. იმდენად ვეჩვევი, რომ განშორებაზე ფიქრიც არ მინდა. ეს ცუდია. ძალიან ცუდი. შიო ერთ-ერთ ოთახზე დაჟინებით მიმითითებს. შიგნით შევყავარ, თვითონ კი ფანჯარასთან მიდის. ზღურბლზე ვჩერდები. ეს მყუდრო ოთახი ისე ლამაზად მოურთია, რომ სხვანაირად მისი წარმოდგენა შეუძლებელია. ფანჯრის მეორე მხარეს საბავშვო ხის საწოლი დგას. ყვავილებიანი თეთრეული და თბილი ადიელა პრინცესას გამოსახულებით ლამაზად აფენია ერთმანეთზე. იქვე პატარა კომოდი დგას სამი უჯრით. იატაკზე კი ფუმფულა ხალიჩა აფენია ნარინჯისფერ და ღია ყავისფერ ფერებში. -ღმერთო, შიო... ყველაფერი ისეთი შესანიშნავია...-აღტკინებული სიმღერასავით ვწელავ სიტყვებს და მაშინვე თათას მისთვის განკუთნილ სწოლში ვაწვენ.-შენ საუკეთესოდ აღზრდი თათას! ამაში დარწმუნებული ვარ. ისევ დარწმუნებული. შიო ყოვლისშემძლე რაინდი არ არის. არ უნდა ვუყურებდე, როგორც ცხოვრების მამაკაცს. ვინ ქმნის ყველაზე სულელურ ილუზიებს? შეყვარებული ქალი. შეყვარებული? პომიდორს ვემსგავსები. თითქოს თავიდან ვიბადები და რაღაც ახალ ყალიბში მასხამენ. ცოტაც და ფეხებს გავფშეკ. მექანიკურად ვაშორებ ბავშვს ხელებს და ისე ვუმზერ შიოს, როგორც რთულად ამოსახსნელ ამოცანას. -რამე მოხდა? რაიმე არ მოგწონს?-თვალებს ჭუტავს შიო და აშკარად ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. -შენ ყოვლისშემძლე რაინდი არ ხარ?-საცოდავად ვეკითხები და ყურებს დაბლა ვყრი. -ნუ მაცინებ, ლეა... შენ მართლა გგონია, რომ მე ყოვლისშემძლე რაინდი ვარ?-შეუბრალებლად ხარხარებს მამაკაცი. -მაშინ... მაშინ რას ნიშნავს ეს?-აღრიალებას ბევრი აღარ მიკლია. -რაზე ლაპარაკობ, ლეა?-ჩვენ შორის დისტანციას აღვევს ის. მის თვალებს ვეძიები. იქ ისეთი რამ უნდა წავიკითხო, რაც დამამშვიდებს, ჩემში ამოფრქვეულ ვულკანს შეაკავებს... თუ ეს მოხდა, მერე უკვე შევძლებ თავის გაკონტროლებას, მაგრამ ვერაფერს ვკითხულობ. ჩემთვის მოცემული დრო იწურება. ტვინი მეკეტება. დავიღალე გრძნობების გაცემით და არაფრის მიღებით. ფეხის წვერებზე ვიწევი და შესუნთქული ვუსწორდები შიოს ტუჩებს. გაუბედავად ვიწევ მისი ბაგეებისკენ და თვალებს ვხუჭავ. აი, რა არის თავდავიწყება... გრავიტაციას ბორკილები ეხსნება და სურვილების ასრულებას იწყებს... თავს ვერ ვიკავებ დ გვერდით ვვარდები. რეტი მესხმის. ყველაფერს გასამმაგებულად ვხედავ. დაბინდულ თვალებს ვახვედრებ შეშფოთებულ, ჯერ კიდევ ჩემი საქციელის ზემოქმედების ქვეშ მყოფ შიოს და მის მკლავებში მშვიდად ვესვენები. იმას, რომ სულ რამდენიმე წუთია გული წამივიდა იმით ვხვდები, ისევ იატაკზე რომ ვწევარ და თავზეც არავინ მადგას. თავს მაღლა ვწევ, მაგრამ იმდენად გამოფიტული ვარ, სურვილი მიქრება იმისა, რომ წამოვჯდე. გარედან ჯერ რაღაცის გადმოგდების ხმა მესმის, მერე წყლის მოშვების და სულ ბოლოს ნერვიულ, ჩქარ ნაბიჯებს შიოს გამოჩენაც მოსდევს. მის დანახვაზე თავიდან ბოლომდე ვიაზრებ ჩემს ნამოქმედარს, სისუსტეს, ჩავარდნას და თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს ჯერ კიდევ არ დამწმენდია მხედველობა და აზრზეც ვერ მოვსულვარ. -ლეა, ეს მე ვარ! გესმის? ლეა, კარგი, რა... შემომხედე!-ლოყებზე ხელებს მიტკაცუნებს მამაკაცი და თავის ქვეშ ბალიშს მიდებს.-მოდი, ახლა ჩემს კითხვებს უპასუხე... მორჩი ჩემს შეშინებას. მე ვინ ვარ? -ყოვლისშემძლე რაინდი არ ხარ.-დაუკითხავად ყრანტალებს ჩემი ენა და შიოსაც შუბლზე ნერვი უკრთის. -არა, არ ვარ... ერთ სწორ პასუხზე ერთ ყლუპ წყალს დალევ, კარგი?-შემომღიმის ის. თვალს ვახამხამებ თანხმობის ნიშნად. -შენ ვინ ხარ? -მე ყველაზე უნიჭო მატყუარა ვარ. შენ ამბობ, რომ საუკეთესო მატყუარა ის არის, ვისაც საკუთარი ტყუილის სჯერა.-ვტლიკინებ დაუსრულებლად. -ხო, ასე. მიდი, მოსვი.-ქშენს შიო და ჭიქა აკანკალებული ხელით კვლავ მოაქვს ჩემს პირთან.-კარგად ხარ? -მგონი არა.-გულუბრყვილოდ ვპასუხობ. -წამჯდომას შეძლებ, მერე მე აგიყვან.-მთავაზობს და ბეჭებზე ხელს მაშველებს. მის ხელს ციებიანივით ვიშორებ. ჩემთვის აკრძალულია მისი სიახლოვე. შეცდომას შეცდომაზე ჩავდივარ. ჩიხში მოვექეცი. რით გადავირჩინო თავი? როგორ დავავიწყებინო ჩემი საქციელი შიოს? ასე ხომ ვეღარასოდეს შევხედავ თვალებში. ვერასოდეს მოვიშორებ იმ შეურაცხყოფას, რაც საკუთარ თავს მევე მივანიჭე თავდაუჭერლობითა და უბრძოლველობით. შეიძლება თავს ის ვაპატიო, რომ შიოზე ვარ შეყვარებული, მაგრამ ამას რომ ვეგუები, ეს არის უპატიებელი. ამ წუთას ძალიან მინდა საუკეთესო მატყუარა ვიყო. მოვიტყუო, რომ შიოს მიმართ არაფერს ვგრძნობ და ამის მჯეროდეს. შიო ხელს მიშვებს, მაგრამ ოდნავადაც არ იწევს უკან. ჩემგან პასუხს ითხოვს. ან ვერ ხვდება რატომ ვიქცევი ასე, ანდაც უნდა, რომ საკუთარი პირით მათქმევინოს და მერე ამაზე იცინოს. ხელს წელზე ვიკიდებ და ამით ვანიშნებ, მტკივა_მეთქი. ეს კარგი, შეიძლება გამივიდა, მაგრამ არ მგონია ასე მალე დავიწყებოდა შიოს, როგორ შევახტი ზედ სანადიროდ გამოსული ლეოპარდივით და დამშიებულივით ვაკოცე. ჩემი თავის მიკვირს, ასე როგორ დამიმონა გრძნობებმა. მე ხომ ზრდასრული და ჩამოყალიბებული ქალი ვარ. თუ მართლა მიყვარს, დავიჯერო სიყვარულისას ყველა თვისებას ვკარგავთ და ჩვენი დახასიათება მხოლოდ შეყვარებულით შეიძლება? რა ახალბედა, ახალგამოჩენილი ბარტყივით ვიქცევი. მე ხომ უკვე მიყვარდა. მე ხომ ერთხელ უკვე ყველაფერი გამოვცადე საკუთარ თავზე. ის სხვა რამე იყო? მაშინ რამე შემეშალა? თუ ახლა ვდგამ მცდარ ნაბიჯს? რა უბედურებაა ეს სიყვარული... ვერაფრით არკვევ, გეწვია თუ არა... ისიც არ იცი, როგორი მასპინძელი უნდა იყო და რანაირი დახვედრა მოუწყო... არადა რა ადვილად ამბობენ ხოლმე... პეპლები, ჭიანჭველები, ფრთები... ეს გაზაფხულია თუ წელიწადის ოთხი დროსგან სრულიად განსხვავებული სეზონი? კინაღამ ვიგუდები, შიო მოწყვეტით რომ მკოცნის ტუჩებზე და მერე სახეზე მაკვირდება. პირს რაღაცის სათქმელად ვაღებ, თვალებსაც ვაბრიალებ, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ვერც ვერაფერს ვეტყვი და ვერც გადმოყრილი ცეცხლებით გავხდები რამეს და რასაც ქვეცნობიერი მკარნახობს, იმას ვაკეთებ... ბაგეებს ვილოკავ და მის ღიმილზე, როგორც ყოველთვის, შემაშინებლად მიჩქროლდება გული. -კოცნა დანაშაული არ არის, ლეა და არც სასირცხვილოა აქ რამე. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ისეთი არაფერი ჩაგიდენია, რისი სურვილიც მე არ გამჩენია ან არ მიჩნდება.-ამ მოულოდნელ ამბორს ასე ხსნის მამაკაცი და აღმაფრენას ოდნავ მიყუჩებს. -მე... მგონი რაღაც არასწორად გაიგე. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. შემეძლო მეთქვა კიდეც, რომ აღარაფერი მახსოვს და მეკითხა, რა მოხდა, გული როგორ წამივიდა_მეთქი.-აღშფოთებით ვიძახი და მკვირცხლად ვდგები ფეხზე. რაღაც კი მილაყლაყებს მუცელში, მაგრამ ამისთვის არ მცალია. საწოლს ვეყრდნობი და თან წამიერი მზერით მასში ჩაწოლილ თათასაც ვამოწმებ. -როგორც მე? ჩემი იაფფასიანი, მდაბიური ხრიკი იმდენად მოგეწონა, რომ გამეორება გადაწყვიტე? ხო, ეს კი ნამდვილად სამარცხვინოა.-სიმკაცრეშერეული ტონით საუბრობს ის. -ეს რა... ეს რა ხუმრობაა?-დაბნეული, ჩამკვდარი ვეკითხები და ჯერ მისკენ ვიშვერ ხელს და მერე გულზე ვიდებ.-შენ... მომატყუე? გამასულელე? ფაქტებს სწორი კანონზომიერებით ვაწყობ, მოვლენებს მიზეზს ვუძებნი და ჭეშმარიტების პოვნისგან შორს აღარც ვარ. ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი ახსოვდა. ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, თითქოს სიმთვრალეში სისულელე ჩაედინა, მაშინ გონება გამოთიშული ჰქონდა და ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა და რისთვის. სამაგიეროდ მე ჩამაგდო თვგითგმობის ორმოში. მანანა დანებება, რაც სულაც არ ყოფილა ჩემი დიდი წადილი. მომატყუა მეც და საკუთარი თავიც. ვერ ვხვდები, უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს, რომ ეს ყოველივე ფარსი ყოფილა. იქნებ ისიც ნანობდა და ამიტომაც იცრუა? თუ ესაა მიზეზი, მაშინ ყველაზე უბედური ქალი ვყოფილვარ, მაგრამ თუ არა, ჯერ კიდევ მაქვს შანსი. არ ვიცი, როდის გავხდი ასეთი შემტევი და შეუპოვარი, ან რატომ ვიჩენ ინიციატივას მაშინ, როცა საქმე მამაკაცს ეხება. ვეჭვობ იმიტომ, რომ მისგანაც ვგრძნობ რაღაც მგავსს და ამ მსგავსის განვითარება ჩემს გარეშე ვერ წარმომიდგენია. -მოგატყუე, მაგრამ გასულელებას რაც შეეხება, ეს ალბათ ჩემზე უფრო ითქმის. ბოლომდე სულ ცოტათი მაინც გჯეროდა, რომ ყველაფერი მახსოვდა, ხომ ასეა?-სახეზე ხელის გულებს ისვამს, თითქოს რაღაც ჭუჭყიანს იცილებსო. -პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ხო, მე არ ვარ კარგი მატყუარა, მაგრამ სამაგიეროდ ეს შენ გეხერხება მშვენივრად.-გაბუსხული ვპასუხობ და კვლავ თათაზე გადამაქვს ყურდღება.-მგონი აჯობებს ოთახიდან გავიდეთ. თათას სძინავს. შიო დუმს, მაგრამ გასასველელისკენ იძვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მეთანხმება. მხრებჩამოვარდნილი ვედევნები უკან და ლოჯიაში მამაკაცის შემდეგ შევდივარ. -როცა ჩემს გახარებას ახერხებ, მასიამოვნებ და მაფიქრებინებ, რომ სულაც არ ხარ ისეთი იდიოტი, თავიდან რომ მეგონე. რატომ იწყებ ყველაფერს ნულიდან?-ახლა უკვე თამამად ვყვირი და ტახტზე ვეხეთქები, რომელსაც პირველად ვხედავ. -ეს შენ იწყებ თავიდან. მუდამ რაღაცის ძიებაში ხარ. არ შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე და დინებას მიყვე? შენ ხარ ჩვენ შორის ბარიერი. შენ უღრმავდები ჩვენს ურთიერთობაში თითოეულ წვრილმანს. მინდა ყველაფერი ადვილად იყოს, ჩემს წარსულში არ იქექებოდე და არ მაიძულებდე გემალებოდე.-მიუხედავად სიფიცხისა მაინც მშვიდად ლაპარაკობს მენაბდე. -შენ ყველაფერი მარტივად გინდა, მაგრამ არ არის ადვილი თვალი დახუჭო იმაზე, რაც შენთვის მნიშვენელოვან ადამიანს ეხება, რაც მისთვისაც მნიშვნელოვანია... დამიჯერე, რომ არ გადარდებდეს ის შენი წარსული, ასე არ აგაღელვებდა ჩემი ძიება და დაუფიქრებლად გადაუსვამდი ხაზს. ხო, ჩემთვის ერთი რიგითი გამვლელი არ ხარ და არც მარტო თათას გამო დაგთანხმებივარ ფიქტიურ ქორწილზე! ამის მიზეზი არც ჩემი გამოძიება ყოფილა. შენ კი გინდა დაიჯერე და გინდ არა. უბრალოდ დაივიწყე დღევანდელი დღე და ისიც, რა გითხარი. -ამას თქმა არც უნდოდა, ლეა. ისედაც ყველაფერი ნათელი იყო... ჩემიც და შენიც.-ამბობს და ხელში ნერვიულად ათამაშებს სანთებელას. -ასე არა? მაშინ არაფერს ქონია აზრი. თუ ყველაფერს ხვდებოდი და ასე იქცეოდი, მაშინ არც დასაწყისი არსებულა და არც დასასრული. ახლა კი მადლობას გეტყვი, თუ ცოტა ხნით თათას მოუვლი. საქმეები მაქვს.-ვამთავრებ ტირადას და უჩანთოდ, უმობილუროდ და უყველაფროდ ვტოვებ შიოს სახლს. ძნელია ეძებდე სწორ პასუხს მცდარ ვარაუდებს შორის. უნდა გააკეთო არჩევანი და ამავე დროს იმის იმედიც არ გქონდეს, რომ შეიძლება მართლი აღმოჩნდე. არ ვიცი, სად წავიდე, რა გზას დავადგე. სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე გვიანიცაა. როცა სიტყვა მე ჩამომართვეს, ჩემი სათქმელი ვთქვი, თუმცა ერთადერთი რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, თათაა და თუნდაც ამან ბოლო მომიღოს, შიოსთან ყოფნა-არყოფნამ გამანადგუროს, მაინც არ ვარჩევ ჩემს სიმშვიდეს მას. უკიდურესი გაურკვევლობის წერტილს მივადექი და ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო ერთმანეთში აბლანდული ძაფების გასწორება. დაღმართზე ფიქრებით დატვირთული ვეშვები და ფართო სახელოებში ხელებს გათბობის მიზნით ვიცურებ. სახლიდან ისე გამოვიქეცი, მოსაცმელი საერთოდ არ გამხსენებია. მხოლოდ შიოს სიტყვები მიტრიალებდა თავში და ის იყო ჩემი ყურადღების ტორეადორი. რომ ვაკვირდები, ეს ყოველივე კორიდას თამაშს ჰგავს. ხარის ადგილი მიკავია, რომელიც წითელ ნიშანს დასდევს, მის მოხელთებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის და უმისამართოდ დახტის მოედანზე. ასე მივუყვები გაკვალულ გზას. ზოგჯერ ძალიან ახლოს ვარ ფინიშთან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი წყალში მეყრება. ხარისგან განსხვავებით არ ვიცი, რა არის ეს წითელი და თავდაუზოგავად ბრძოლის შემდეგ რას მივიღებ. მე გამოწვევა მივიღე და პირველ რიგში იმის გაგებას ვცდილობ, თუ რა დაედო ამ გამოწვევას საფუძვლად. ზოგჯერ კარგია იღვწოდე პრიზისთვის, რომელიც არ იცი, რაში გამოიხატება. საპირისპირო შემთხვევაში ან ზედმეტად ზღაპრულად გეჩვენება ის, ანდაც არ გიღირს მისთვის შრომა. ორივე ხელს გიშლის გამარჯვებაში. ასე რომ, ჯობია არაფერი იცოდე და იბრძოდე, ვიდრე იცოდე და თეთრ დროშას დანებების ნიშნად აფრიალებდე. ^^^ ბოლოს წინა. ვგიჟდები მე ამ ორზე, როგორი გადარეულებიც არ უნდა იყვნენ. თქვენზეც ვგიჟდები. იმ ერთეულებზე, ამ ისტორიას რომ კითხულობთ და შეფასებებსაც ველი. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.