შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (2)


23-10-2016, 19:54
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 213

-კაროჩეე წყნეთში ავიდეთ ბაითზე.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა ლაშამ.
-ნეტ ბაზარ ავიდეთ.
-ყველა თანახმა ხართ ხო?.
-მარა რამდენიხნით?.
-რავი ასე 2 ან 3 დღით ავიდეთ რაიქნება.
-როდის ავიდეთ?.
-მოდი ახლა ავიდეთ ვუთხრათ ვიღაცეებს და ჩვენს პონტში გავერთოთ, ხვალე კიდე მარტო ჩვენ ხუთნი დავრჩეთ და იმენა გავაჯაზოთ.
-მე თანახმა ვარ.მხრები ავიჩეჩე და ლანას გადავხედე.
-ხო ხო თანახმა ვარ პროსტო გამოსაცვლელები გვინდა რა.მხარი ამიბა ლანამაც.
-თქვენს ოთახებში არის საკმარისი ტანსაცმელი აიიღეთ და წამოიღეთ.
-ხო კაით.
-აუ ძმურად მეც გამიმზადეთ რაღაცეები.ყელზე ხელი მოისვა ლაშამ.
-ტრუსიკებს მე ვერ ჩაგილაგებ.ხელები აწია ლანამ.
-კაი რაიყო მე ჩავალაგებ, ცოტაჯერ ჩამილაგებია რასამბობ.
-აუ იმენა ჩემი და რო არ იყო ცოლად მოგიყვანდი.
-ფაქტიურად ცოლი არვარ? საჭმელს მე გიკეთებ ტანსაცმელს მე გირეცხავ გიუთოვებ სახლს მე გილაგებ გაციებული რო ხარ მე გივლი მეტი რაღა გინდა.
-ცოლი კიარა ჩემი სუნთქვა ხარ ტო.
-გეხუტე შენა.ლოყებზე ხელი ავიკარი და სიცილი დავიწყე.
რამდენიმე საათშიც წყნეთში ამოვყავით თავი სასმელი ყველაფერი ავიტანეთ და ხალხს დაველოდეთ. ლაშამ თითქმის სულ გოგოები დაპატიჟა ისიც ყველა ისე გამოიყურებოდა ცირკის წინ რომ დგანან იქიდან მოსულები ეგონებოდა ადამიანს. უცებ კარიც გაიღო და სოფო შემოვიდა, ის ვაჩეს „ნაშაა“ რომელიც საშინლად მაღიზიანებს. მაღალ ქუსლებზე იყო შემომხტარი და უმოკლესი კაბა ეცვა. მაიკა კი ფაქტიურად ტანზე ასკდებოდა. მის შემხედვარეს ჩემს თავს შევხედე და დავიჯღანე. დახეულ ჯინსებში გამოწყობილს დიდი ლურჯი სვიტერი მეცვა რომელიც ლაშას წავართვი თმა კი გაშლილი მქონდა, ფეხზე იმავე ფერის კეტები მქონდა მორგებული, მოკლედ სოფოსავით გამომწვევად ნამდვილად არ მეცვა. ყველანი პატარა სუფრას მივუჯექით და სმა დავიწყეთ. დავინახე ვაჩე როგორ აცურებდა სოფოს მოშიშვლებულ ბარძაყზე ხელს და სიბრაზის მთელი ტალღა მივლიდა ტანში. მართლაც რომ მადისაღმძვრელად გამოიყურება მისი ფეხები თან ისე პრიალებდა აშკარა იყო რამე ჰქონდა წასმული. გახეულ ადგილას მეც შევაცურე ხელი მუხლი მეც ისე მიპრიალებდა და ისეთივე სრიალა იყო თუმცა მე რომ არ ვისვავ არაფერს. თავში გავიელვე და ვაჩეს გავხედე რომელიც ასე აკვირდებოდა ჩემს მოძრაობას, მერე ვითომ მექავებოდა და გრძელი ბრჩხილები უხეშად გადავატარე კანზე. ამაზე ერთი მადიანად ჩაიცინა და გამჭვირვალე გრადუსიანი სითხე წამებში გადაუშვა პირში. 10 წუთი არიყო გასული სოფოსთან ერთად წამოდგა და სადღაც გაუჩინარდა, ნევები მეშლებოდა ასე რომ ადგნენ და უთქმელად გაიპარნენ. თავს უფლება მივეცი დამელია და ასეც მოვიქეცი, ერთი ბოთლი არაყი თითქმის მე დავლიე, ვაჩეს საერთოდ აღარ ვუყურებდი მინდოდა ბოლომდე ამეშვა და ასეც მოვიქეცი. ამის მერე აღარაფერი მახსოვს მგონი გიორგიმ ამათრია ოთახში და ლანას გვერდით მიმაწვინა. დილას რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა რამერომ არ დამელია ალბათ მოვკვდებოდი ამიტომ გრძელმკლავიანი სარაფანა გადავიცვი და მასზე დიდი ჟაკეტი მოვიცვი. ფეხშიშველა ჩავტანტალდი სამზარეულოში და ნაბეღლავის ბოთლი ერთიანად მოვიყუდე. იქამდე ვსვავდი სანამ კინაღამ არ ჩავარწყიე, ბოლომდე რომ დავლიე მისაღებში გავედი და მდივანზე მივწექი. ბალიშზე თავი რომ დავდე თვალები მიმეხუჭა და კინაღამ ჩამეძინა თუმცა ფეხის ხმამ გამაღვიძა,ჯერ ცალი თვალი გავახილე შემდეგ კი მეორე ბოლოს კი ვინატრე რა ძალა მადგა დატეულიყავი შენს ოთახშითქო. საბა დავინახე, ბიჭი რომელიც ყურებამდეა ჩემზე შეყარებული პირსახოცის ამარა იდგა ჩემს წინ და ჩემს ნაბეღლავს სვავდა.
-დილამშვიდობისა.დებილივიღ გამეღრიჭა.
-გამარჯობა გენაცვალე.წამიერად გავუღიმე და ადგომა ვცადე.
-გუშინ ბევრი დალიე.
-მოიცა გუშინ აქ იყავი?.
-მაშინ მოვედი მაგიდაზე რომ იყავი ასული და არაყს წვენის ჭიქით რომ სვავდი.
-რასვაკეთებდი?.გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.
-მართლა გეუბნები.
-ჩემს ოთახში უნდა ავიდე.კიბეებისკენ წავედი როცა მკლავზე ხელი ჩამავლო და მის წინ დამაყენა.
-სალაპარაკო გვაქვს.
-რაზე?.
-ჩვენზე.
-ჩვენზე? ჩვენ არ არსებობს.
-ვიკა ასე არ შეიძლება დავიტანჯე უკვე მერამდენედ გთხოვ ამაზე დაფიქრებას.
- მე კი კიდევ ერთხელ გეტყვი არასოდეს ვიქნები შენთან იმიტომ რომ არ მიყვარხარ და მეორედ აღარ შემაწუხო.ზიზღით ვუთხარი და კიბეები ავირბინე როცა ვაჩეს შევასკდი.-ახლა კიდე შენც.
-რაიყო რას იღრინები?.
-თავი გამანებე.არც კი შემიხედავს სირბილით შევედი ოთახში და ძილი გავაგრძელე.
-გოგო შენ ხოხარ ჯანმრთელად? რა დაგემართა მეთქი.10 წუთში ჩემს ოთახში შემოვიდა.
-დამაძინე ადამიანო.ხელები წინ გავუშალე.
-ახლა გეძინება ხო? რო დადიხარ და უაზროდ ყეფ რაგგონია.
-საბას ველაპარაკე და გავბრაზდი ხო გაიგე რატომაც ვარ აღრენილი ახლა კი მაცალე დაძინება.
-რამე გითხრა? მითხარი რამე გაკადრა?.
-არაფერი არუთქვამს ისეთი უბრალოდ ჩვენზე დავილაპარაკოთო.
-მაგ კიდე როგორ ბედავს შენთან მოახლოებას ან კიდევ როგორ შემოაღო ამ სახლის კარი მაგ ახვარმა.
-უჰ სად დაინახავდი გენაცვალე შენ და სოფო ისე ერთობოდით.
-შენ საბას გამო ხარ ასე თუ ჩემს და სოფოს ურთიერთობის გამო?.
-სულ ფეხებზე შენ და სოფოს რა ურთიერთობა გექნებათ, თუგინდა ვაფშე ცოლადაც მოიყვანე ვინგიშლის კაი წყვილი კიხართ ერთი ისეე რო ბევრჯერაა ნახმარი.
-შენ მის ნახმარობაზე ნუ ნერვიულობ და ცოლად ვისაც მინდა იმას მოვიყვან.საწოლთან ახლოს მოვიდა.
-არა მე გირჩიე ეხლა ხოიცი სარძლოდ ცუდი გოგო არმინდა. მხრები ავიჩოჩე და ირონიული სახით დავიწყე მის ნაკვთებს თვალიერება.
-შენ ამდენ ტლიკინს გირჩევნია ეს მოკლე კაბა ცოტა ქვემოთ ჩამოქაჩო. ხელი მუხლზე გადამსრიალა ზუსტად იმ ადგილას სადაც გუშინ ვამოწმებდი ჩემი კანის სირბილეს,ტანში ერთიანად დამიარა სითბომ და ლოყებზე წამოვხურდი, ვიგრძენი როგორ დამაყარა ტაომ მთელ სხეულზე და ამის გამო უფრო ავფორიაქდი.
-ჩემს კაბას თავი გაანებე და გადი ოთახიდან დაძინებას ვაპირებ.სვენებ სვენებით ამოვიოხრე და თვალებში ჩავაჩერდი.
-ეჭვი მეპარება ამ ყველაფრის მერე დაგეძინოს პატარავ. ნელა მომიახლოვდა და ტუჩები ყორთან მომიახლოვა. ვგრძნობდი როგორ მელამუნებოდამისი სუნთქვა გულმკერდზე. ბრთხილად დაიხარა და ახლა ლავიწს შეეხო, ბაგეები კი ყელამდე ნელნელლა გადაასრიალა ხელი ლოყაზე გადამისვა და წამის მეასედში გაქრა ოთახიდან. წამით ისიც კი ვიფიქრე იქნებ მომეჩვენათქო მაგრამ როდესაც წვერისგან აწითლებულ ყელს დავხედე მერეღა მივხვდი რეალურად რონ მოხვდა და სიცილი ამიტყდა. ამის მერე მართლაც რომ ვერ დავიძინე, ან რა დამაძინებდა აფორაჯებული ხან აივანზე გავიდოდი სიმხურვალეს დასაცხრომად ხან კი გაყინულ წყალს ვისხავდი სახეზე. ბოლოს რომ დავწყნარდი ლანას და გიორგის ოთახში გავედი.
-ლანა ადექი გოგო. ჩუმად გადავუჩურჩულე და ფეხზე წამოვაყენე, ისიც ცოცხალმკვდარი გამომყვა ჩემი ოთახისკენ და ისევ საწოლზეგაწვა.-ლანაა.
-დავაი რა.
-ლანა მეთქი რაღაც მოხვდაა.
-დაახვიე მეთქი.
-ვაჩემ მაკოცა.
-სად? ტუჩებში?.დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე.
-არა აი აქ.ლავიწიდან ყელამდე თითი გადავისვი.
-რაიყო პომადა ესვა? წითელი ზოლი გაქვს.
-არა წვერის გამო.
-უყურე ერთი მაგას.
-აუ ცუდად ვიქცევი.
-შენ თავი რამეს ხოარ მიარტყი რა ცუდად იქცევი ქალო.
-ის ხომ ჩემი ძმაა.
-ძმა არა ბაბუა კიდე, მეგობარია.
-ნახე მაგის ნომერზე რა მიწერია.ტელეფონი ამოვიღე და ლანას სახეში მივანათე.-ვაჩე ძმა.
-ძმის მაგივრად ასე მიაწერე ძმაზე მეტი.
-ოო დაიწყე ეხლა შენც რაა.
-კაი ახლა მაცალე ძილი და ტუჩებზე რომ გეამბორება მერე გამაღვიძე.
-მოიცა მართლა რომ მაკოცოს?.ტუჩებზე ხელი გადავისვი.
-დიდი ამბავი გაკოცოს მერე.
-ხო რავი.მხრები ავიჩეჩე და ოთახიდან გავიძურწე.-ლანას ეძინება არ დაახტე ცოდოა.ჩუმად ვუთხარი ლაშას.
-კაი მაშინ შენ წამო.ზურგზე შემისვა და სულ სიირბილით ჩამიყვანა მისაღებში. სიცილ ხარხარით ავიკელით მთელი სახლი ბოლოს რომ დაიღალა მდივანზე გადამაწვინა და გვერდით მომიწვა, ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე და ფეხები ჩემს ფეხებში ახლართა.-ვიკა აქ აღარ რასი ფაფუ გაქრა.სასაცილოდ ლაპარაკობდა ლაშა.
-შენ ჭკუა და მეე..საუბარი არ ჰქონდა ვაჩეს დამთავრებული როცა პირში ჩავეჩარი.
-არა ჭკუა შენთვისაც კარგი იქნებოდა.
-არც შენ გაწყენს.
-მორჩით ერთმანეთის ჭამას რაა ნეტა არ მოგბეზრდათ? მთელი 5 წელი ხომ ვერ გაგიმეტებიათ ერთმანეთისთვის თბილი სიტყვა გადავირიე კაცი.
-ამას რამე თბილი სიტყვა რო ვუთხრა დადნება.ჩემზე აჩვენა ლაშას.
-ვაი შე საცოდაო პირის მოღება ისწავლე და ჭკუაზე არხარ?.
-საცოდავის ხმა მესმის.
-გაფიცებ ვინ გასწავლა ეგრე შუტკაობა მეც მასწავლე.
-კერძო გაკვეთილებს არ ვატარებ გენაცვალე.
-არც მჭირდება შენისთანა მასწავლებელი მტერს.
-ინატრე ჩემისთანა მასწავლებელი ინატრე.
-დედა როგორ გამეცინა ვაი შესაწყალო ნატვრაც როარიცი რასნიშნავს.
-ენას ძაან ხოარ ატლიკინებ ზედმეტები არ წამოგცდეს.
-შენს ადგილას გავჩუმდებოდი ხმა არ გაქვს ამოსაღები.
-შენ მიწვევ რომიცოდე.
-ჰაჰა მეე? კაი ხოარ ღადაობ გამოწვევა შენ არგინახავს ჩემი.
-არცმინდა ვნახო თორე გულს გამიხეთქავ ხოიცი.
-წადი გირჩევნია შენს სოფოს მიხედო ვიღაცას არ შემოეხმაროს ხელში.
-სოფოზე რატო გადადიხარ ხოლმე ვერვხვდები.
-მე გითხარი წეღან კარგი რძალი მინდათქო.
-გეფიცები მაგ ენას ამოგაცლი.
-წარმატებები.ხელი დავუქნიე და ლაშას „ბალიშზე“ თავი მოვათავსე.
-როდის უნდა მორჩეთ ამ კინკლაობას?.ყურში მიჩურჩულა ლაშამ.
-როცა რომელიმეს დაინახავ კუბოში მწოლიარეს.
-დებლიხარ შენ ხოიცი.
-უჰ ეგ ვიცოდი სხვა არგაქვს რამე ახალი ამბავი?.
-ჰმმ იცემები.ცხვირზე მიკბინა.
-აცრა მესაჭიროება იქნებადა ცოფიანი ხარ.
-ცოფიანი შენ და ვაჩე ხართ რომელიღაცამ კბილი რომ გამკრათ მერე მე ვიქნები აცრაზე წასასვლელი.
იმ დღეს ყველა სახლებში გავუშვით და დავრჩით ჩვენ ხუთეული. როგორც საუკეთესო მეგობრებს შეეფერებათ კარგად გავერთეთ ბერი ვიცეკვეტ და ცოტა დავლიეთ ისედაც პახმელიაზე მყოფები აღარ გვინდოდა მეორე დღესაც ასე ცუდად ვყოფილიყავით. ბოლოს როგორც იქნა მე და ვაჩე შევრიგდით ლაშამ ხელი ჩამოართვით ერთმანეთსო იმან კი ხელი კიარ ჩამომართვა კინაღამ ამომიგდო გულზე მთელი ძალით მიმიკრო და თავზე მაკოცა, ისედაც 4 ჭიქა არაყი მქონდა დალეული და ვაჩემ თავისი ნამოქმედარით დაულევლად კიდევ 4 დამიმატა. ფეხზე ძლივს ვიდექი ისე ვიყავი, გული ამოვარდნას მქონდა სხეული კი როგორ გითხრათ სულ ერთიანად მიხურდა. ღამის 4 საათი იქნებოდა დასაძინებლად რომ წავედით ჩვენს ოთახებში. მე ჩემი მოხდენილი პენუარი ჩავიცვი და საბანში შევწექი. უკვე ძილბურანში ვიყავი როცა ვიღაცის ცივი თითები ვიგრძენი ჩემს სხეულზე თავიდან ლაშა მეგონა შემდეგ კი როცა გავიხედე ვააჩე დავინახე. დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და დოინჯი შემოვირტყი.
-აქ რასაკეთებ?.ცალი ფეხი ავათამაშე და ნამდვილ ბაჭიას დავემსგავსე.
-შემცივდა.თვალლები ძლივს გაახილა.
-მერე ლაშას ვერ შეუწექი? არიცი მაგას რა ცეცხლოვანი ღამეები აქვს ხოლმე? არც შენ დაგტოვებდა უკმაყოფილოს.
-იუმორი დააბი და მოასუქე ძევაჩკა.ჩემსკენ წამოიწია მკლავში ხელი ჩამავლო და საწოლზე დამახეთქა.-ახლა იცოდე ხმას არ ამოიღებ თორემ იცი მე რასაც გიზავ.
-ვერხარ ხოიცი შენა.
-ვიცი განა არვიცი?.საბანი გადამაფარა და ხელები წელზე შემომხვია.ყელში სველი კოცნა რომ დამიტოვა სულ ერთიანად ამაცახცახა.-თაფლი გისვია თუ რა არის ეს?.
-მოიცა ამას სერიოზულად მეკითხები? იმიტომ რომ წეღან შევჭამე.
-შეჭამე?.უეცრად ჩემს მაღლა მოექცა და თვალებში ჩამჩერდა.
-ხო შევჭამე.
-გამასინჯებ?.
-ჩადი სამზარეულოში და გასინჯე.
-არა მე ასე მინდა.დაბლა დაიხარა და ჩემს ტუჩებს გიჟივით დააკვდა. ვერ აგიხსნით იმ მომენტში რა ვიგრძენი. თითქოს გავითიშე მეტყველების უნდარი დავკარგე, გაშეშებული ვიწექი და მხლოდ იმას ვგრძნობდი როგორ ეხებოდს ჩემი ბაგეები მის ტუჩებს. ტანში ჟრუანტელი კიარა ჭიანჭველები დაცოცავდნენ, მუცლის არეში მთელმა ფლორამ და ფაუნამ დაიწყეს აყვავება, ასე მეგონა ხელებზე სულ ერთიანად მომედო ხავსი. უეცრად გიჟივით დავჭყიტე თვალები და ხელისკვრით მოვიცილე.
-შენ ბიჭო ნორმალური თუხარ?.
-დაწექი და დაიძინე ხვალ თბილისში ჩავდივართ.
-რასქვია დავიძინო, ამის შემდეგ მთხოვ რომ ისევ დავიძინო?.
-გპირდები მეტს არ გაკოცებ.ყურთან ჩამჩურჩულა და მის მკლავებში გამახვია.

ვიცოდი რომ ვაჩე ჩემს მიმართ სხვანაირად იყო განწყობილი მაგრამ ასეც თუ იყო საქმე არვიცოდი. მთელი 5 წელი მისი საუკეთესო მეგობარი მისი და ვიყავი მაგრამ ახლა რა შეიცვალა? ის ღამე ჩემთვის ისეთი დამაბნეველი იყო, გაურკვევლობის ტალღა მომაწვა ყელში და თავი ამატკივა სუნთქვა მეკვროდა მთელი ის დღეები როცა ვაჩეს ვნახულობდი. მხოლოდ ლანას ვუამბე ეს ამბავი და ისიც ჩემსავით არეულია. სახლში ვეღარ ვპოულობდი ადგილს მითუმეტეს მაშინ როცა ვაჩე იჯდა ჩემს საკუთარ მდივანზე და ჩემსავე მომზადებულ ყავას სვავდა. მას შევხედავდი თუარა ის კოცნა მახსენდებოდა, ტანში სულ ერთიანად მაყრიდა ეკლები და სახეზე პამიდორს ვემსგავსებოდი. ერთ დღეს სულ რაღაც ნახევარი საათი მომიწია მარტო მასთან დარჩენა და იმასაც ვერ გავუძელი, ლაშას სახლში ვიყავით ორივე, მე ჩემს ოთახში შევიკეტე ის კი წამდაუწუმ მიღებდა კარებს და მაკონტროლებდა. მოთმინების ფიალა რომ ამომეწურა კარი გადავკეტე და ვთხარი ვიძინებთქო.ნამდვილი ჯოჯოხეთია როცა არიცი რა უნდა გააკეთო, გგონია თითქოს თამაშში ებმები მაგრამ იმდენად შედიხარ აზარტში გინდა დასასრულში მიხვიდე და ბოლოდან გადმოხედო ყველაფერს, მერეღა გაანალიზო თუ სად დაუშვი შეცდომა და ვინ დაგიდგა გვერდით ამ შეცდომის დროს, ვინ რა როლი შეასრულა იმ თამაშში და რა არის პრიზი. პრიზს რადენად გასაკვირიც არ უნდა იყოს გვერდითი მოვლენები აუცილებლად ექნება ჩემს შემთხვევაში, ისიც კი არ ვიცი ახლა თააშის რომელ ეტაპზე ვარ, რამდენი ტურია გადასალახი და რა იქნება მის ბოლო, პრიზის შესახებაც კი არ ვიცი არაფერი თუმცა გვერდით მოვლენებს ნელნელა ვხვდები. გული მეტკინება, თან ძალიან, ვხვდები სწორედ ისეთი ადამიანი მატკენს გულს ვინც ჩემთვის ძვირფასია, ასეთ სიტოაციაში ვიცი ბევრი დაბრკლება შემხვდება მეკი ისიც არვიცი მზად ვარ თუარა გადავლახო ეს ყველაფერი. ახლაც კი ვწევარ და ვფიქრობ რატომ გამოიჩინა ჩემდამი ასეთი ყურადღება, მთელი 5 წელი პირფერობდა თუ ახლა უნდა ჩემი გამოყენება, ისიც კიარვიცი რა არის რეალური ის წლები თუ ის წამიერი კოცნა მთელი ჩემი ფიქრები რომ შემიცვალა.

-1 კვირაში სოფლისკენ.ლაშას სახლში ვიჯექით ყველა და გეგმებს განვიხილავდით.
-ანუ ვაფშე ცარიელია იქ სახლი?.
-9 სართულიანი კორპუსია და სულ რააც 14 ოჯახი ცხოვრობს, და დიახ ჩემი სახლი ცარიელია.ტაშისკვრით დარბოდა ლანა მაგიდის ირგვლივ.
-დაჯექი გოგო დამეხვა თავბრუ.ერთხი შეჰყვირა ჟორამ.
-ისე რაღაც ბინა მინდა ვიყიდო ხოდა მანდ რამე პონტი იქნება რო უცებ მივცხო?.წარბები აათამაშა ლაშამ.
-უჰ კი როგორ არა თან ისეთი იაფრია 5000 დოლარად იყიდი მშვენიერ სახლს.
-რა? 5000 დოლარი ჩემი თმის ჟელე ღირს.
-თმის ჟელე არა იხვვის ბატი კიდე.თავშე ხელი წამოვკარი.
-კაი ხო ვღადაობ ისე მართლა ძაან იაფრია.
-ვაჩე შენ ხო მოდიხარ?.სახელი ვაჩე რომ გავიგე ტანში დამბურძგლა.
-ყველა ვარიანტში მოვდივარ.
-კაია მერე მაგას რაჯობია ყველა ერთად ერთ სახლში რას გავერთობით.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა გიომ.
-აბა ძაან.სიმწრის სიცილი წამსკდა.
-რაიყო ვიკა? რაღაც არმომწონს შენი სიცილი.ეშმაკურად გადმომხედა ვაჩემ.
-ნეტა შენ რამოგწონს გამაგებინა.ენა გამოვუყავი და ლანას გადავხდე ეჭვისთვალით რომ გვიმზერდა ორივეს.
-გოგოები.ერთად თქვეს ლაშამ და გიომ.
-ხო მაგ ყველამ იცის გოგოები რო მოწონს.სარკასტულად განვაცხადე.
-რაიყო ვიკა? რაღაც ირონია შეაჩვიე შენსინტონაციას.ისევ განაგრძო ვაჩემ.
-არდაგავიწყდეს საყვარელო ირონია ჩემი მოგონილია.თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში გავედი. უკან ლაშა გამომყვა გაოცებული სახით.
-რაიყო ახლა ეს?.
-რაზე ამბობ?.ვითომც არაფერი ისე ვუთხარი.
-ამბოლოდროს არ მოწონხართ არც შენ და არც ვაჩე.
-მე არ მოგწონვარ?.ხელი გულზე მივიდე.
-ხო შენც და ვაჩეც.
-უჰ ვაჩე რამოსაწონია კაცო.სიცილი ავტეხე.
-რატო რა სიმპატიური ბიჭია რასერჩი, მშვენიერი აღნაგობა აქვვს.
-ხოარ შეგიყვარა?.
-იი მოუსვი ახლა აქედან. საჯდომზე ხელი მომარტყა და ღიტინი დამიწყო.
-არა აღიარე ჩემო ბიჭო მერე რაუჭირს გიმაჭანკლებ.
-შე მასხარა შენა.მხარზე გადამიკიდა და ისევ ბავშვებთან დამაბრუნა.-მისტერ ღიტინი მოდისს.კლანჭი გაამზადა და ღუტუნი დამიწყო.
-მისტერ ღიტინი გთხოვთ შემიბრალეთ მე ცოდვილი.ბოლო ხმაზე ვიცინოდი და“მისტერ ღიტინს“ გაჩერებას ვთხოვდი.
-მისტერი ღიტინი არ გაჩერდება სანამ ვიკა ბოდიშს არ მოუხდის.
-ბოდიშით მისტერ ღიტინი.ძლივს ვუთხარი და ისიც გაჩერდა.-ერთხელაც იქნება შენც და მისტერ ღიტინისაც მაგრა გცემთ.
-შენ რა ისევ გინდა მისტერ ღიტინი მოვიყვანო?.
-არა მადლობა იყოს.უკან დავიხიე და შემთხვევით ვაჩეს მივუსკუპდი გვერდით.-გამარჯობა გენაცვალე.სასაცილოდ გავეღრიჭე.
-ძაან ცანცარებ.ამან ამის მმეტი რაუნდა მითხრას, მკაცრად გადმომხედა და ისე ჩაისისინა.
-ახალი ამბავი. ენა გამოვუყავი და ავდექი.-სახლში წავალ ახლა მე.
-მე წაგიყვან.ფეხზე წამოდგა ვაჩე.
-არა ჩემით წავალ.
-წაგიყვანთქო!.
-ჩემით წავალთქო.
-გაყევი ადამიანო კიარ შეგჭამს.ნერვებმოშლილმა გიომ შემომიყვირა.
-იქნებ კანიბალია.
-ოო ნუ ბოდავ რათაცეებს.
-არა მართლა ერთხელ დავინახე ხორცს ჭამდა.სისულელეების ბოდვა დავიწყე როგორც ყოველთვის.
-მერე ეგ ღორის ხორციიყო.
-ზუსტადაც სადაც ღორის ხორცს ჭამს იქაც ადამიანისასაც შეჭამს, ჭკუა კიარ დაუშლის.
-გოგო რა დაგემართა ნუ გადამრიე გამოადგი ფეხი ამდენს რო ტლიკინებ შენ რაგგონია მე მეცინება?.
-შენ არა მარა ლანას გოს და ლაშას ეცინებათ.
-მანქანაში სასწრაფოდ!.ხმამაღლა ამოიმინა და მეც სირბილით გავარდი მანქანისკენ, წინ დავსკუპდი და ღვედი გადავიკარი.ისიც მალევე მოვიდა და მანქანა დაძრა.
-როდის უნდა დაჭკვიანდე?.
-როცა დრო მოვა.
-დრო მოვიდა თან უკვე დიდიხანია.
-რაგინდა ვაჩე? მე მინდა რომ ასეთი ცანცარა ვიყო მაინცდამაინც შენნაირად უნდა ვუბღვირო ყველას?.
-მომისმინე უკვე 20 წლის ხარ შენს ასაკში ადრე ქალებს შვილები ყვდათ.
-მერე რაგინდა მეც გავაჩინო?.
-მე ის მინდა რო ეგეთი უაზრობები არ ილაპარაკო ბოლობოლო იურისტობას აპირებ.
-მაცალე ჩემი საქმისა მევიცი.
-არაფერიც არიცი, დგახარ და უაზროდ ლაპარაკობ რამეს მაინც ამბობდე აზრიანს!.
-შენ ხო რასამბობ ყოველსიტყვაში სიბრძნეს აბრქვევ.
-რა არა? ახლა ტყუილს ვამბობ რამეს?.
-დიახაც.ხელები გულზე გადავაჯვარედინე და საქარე მინას გავხედე.
-შენთან საქმე მაქვს უნდა ვილაპარაკოთ, პანიკებში არ ჩავარდე სადმე გავაჩერებ და გეტყვი კარგი?.
-რა საქმე?.
-თუ მოითმენ გეტყვი!.
-ხო კაი.თავი ჩავხარე და მანქანის გაჩერებას დაველოდე.როგორც იქნა სადმე შეაჩერა და ღვედი გადაიხსნა, მეც მას მივბაძე და მისკენ შევტრიალდი, ცალი ფეხი სავარძელზე შემოვდე და მუხლს დავეყრდენი ნიკაპით.
-მოკლედ ეხლა რაღაცას გეტყვი და ნუ დაიწყებ შენებურებს.
-კარგი ჰო გისმენ.
-მოკლედ ვიქტორია მომწონხარ, მინდა რომ ერთად ვიყოთ.საერთოდ არ მოველოდი ამას თუ მეტყოდა ახლა, მეგონა იმ კოცნის ამბავს განიხილავდა და იტყოდი ეს ყველაფერი შემთხვევით მოხვდა ან რამე ამის მსგავსი, მანკი რა გააკეთა მითხა რომ მოვწონვარ და ჩემთან ყოფნა უნდა,დავიბენი, თანაც ძალიან, ეს ის სიტოაცია იყო როდესაც არვიცოდი რა უნდა მეთქვა, გავითიშე გაოგნებისგან მართლაც რომ პირი დავაღე, არმეგონა ყველაფერს ასე რამოდენიმე წამში თუ გამიმხელდა. არანაირი ლამაზი სიტყვები იმასთან დაკავშირებით რომ მასთან როცა ვარ გული სხვანაირად ფეთქავს უბრალოდ „მომწონხარ“, ისე მეტს არც უნდა მოველოდე ის ხომ სვანია ის ხომ არღვლიანია.
-მეღადავები?.პირველი რაც სათქმელად მომაგონდა ის ვუთხარი.
-არ გეღადავები, მართლა მომწონხარ მინდა რომ მე და შენ ერთად ვიყოთ.საკმაოდ მშვიდად და უემოციოდ ამბობდა.
-მოიცადა პასუხი ახლა უნდა გითხრა?.
-ხო.
-ხოარ გაგიჟდი?! ჩემი მეგობარიხარ ჩემი ძმახარ, მე ის ხოარავარ ვანგა რო შენი ფიქრები ამომეცნო და სხანაირადშემომეხედა შენთვის.
-მეგონა კოცნამ მიგახვედრა ყველაფერი.
-კოცნამ? კარგი რაა კოცნა უბრალოდ კოცნაა მაგრამ ერთად ყოფნა? შენ სახუმარო ხოარ გგონია?.
-არა მე სრული სერიოზულობით გეუბნები.
-მომისმინე ვაჩე მთელი 5 წელია ჩემთვის ძმასავითხარ და ისე გიყურებ როგორც გიორგის და ლაშას შენ კი ახლა მოდიხარ და მეუბნები რომ მოგწონვარ, ცოტაარიყოს დამაბნეველია თან ახლავე გინდა პასუხი გაგცე, ეს ჩემთვის არვიცი.თავი გავაქნიე და დაბნეულობისგან თითების მტვრევა დავიწყე.
-შენ არ მოგწონვარ?.ამ კითხვამ სულ ამაბნია, ზუუსტად რას ვგრძნობდი ვაჩეს მიმართ არვიცოდი,, ამას ვერც მოწონებას დავარქმევდი და ვერც მეგობრობას, სადღაც შუაში ვიყავი გაჩერებული, რომ მეთქვა რომ მომწონდა შეიძლებოდა ტყუილი გამოსულიყო, ეს გრძნობა კი რასაც მის მიმართ ვგრძნობდი შესაძლოა ემოციებზე დაყრდნობით ყოფილიყო ამიტომ ვარჩიე სხვა პასუხი გამეცა.
-შენ ჩემი მეგობარი ხარ ვაჩე. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ვუთხარი.
-ანუ არ მოგწონვარ.
-ხო არ მომწონხარ. თავი ჩავხარე და ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე დიდი მწუხარება ვიგრძენი, გული დამწყდა როცა მის თვალებს წავაწყდი, ოდნავ აწყლიანებული იყო, თან სიბაზეც ერეოდა თუმცა მაინც გამიღიმა და მანქანა დაქოქა. ხმა არცერთ ამოგვიღია, მე საქარე მინისკენ ვიყავი შეტრიალებული და გარეთ ვიყურებოდი, რატომღაც მრცხვენოდა თვალებში ჩახედვის. სახლთან რომ მივედი მადლობა გადავუხადე და სირბილით შევარდი კარში.საკეტით გადავკეტე და ღრმად სუნთქვა დავიწყე.



ესეც მეორე თავი, იმედია არ დავაგვიანე, ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა. ყველანი ძალიან მიყვარხართ.. თქვენგან შეფასებას ველოდები..



№1 სტუმარი ana

მაგარია heart_eyes ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი nnn

მდივანზე იჯდა??? ვაი,ვაი

 


№3 სტუმარი dodooo

magariaàaa

 


№4 სტუმარი Tako

dadee raa malee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent