ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 7
დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე უნივერსიტეტისაკენ წავედი, აუდიტორიაში შევედი და ჩემს მეგობრებს დაველოდე, როგორც ყოველთვის ანი მოვიდა მეორე გადამეხვია და საუბარიც გავაბით, მალევე გიორგიც მოვიდა. - პრივეტ გოგონებო. - პრივეტ გიო როგორ ხარ? - რავი ვარ შენ როგორ ხარ? - მეც ვარ რა , ლუკასი სად ბრძანდება? - ლუკაჩო გზაშია ჩაეძინა მეორე ლექციაზე აქ იქნება. -უი ჰო გაიცანი მარიამ. - უკვე ვიცნობ ჩემი მეზობელია. - უი კარგია. პირველი ლექცია დაგვისრულდა და ჩვენს საყვარელ ადგილს მივუახლოვდით სტუდკაფეში, გიოც ჩვენს გვერდით იყო, შევუკეთეთ პიცა და გამაგრილებელი სასმელები ლუკაც შემოგვიერთდა. - მარ, საინტერესო ლექცია გამოვტოვე. - საკმაოდ. - მისმინეთ დღეს ღამით 7 საათზე, რომ შევიკრიბოთ რას იტყვით? - და 7 საათზე რა ხდება? - " რომეო და ჯულიეტა" იქნება მესხიშვილში და დავესწროთ. - მშვენიერი აზრია მე ძალიან მიყვარს შექსპირი. - კარგი ბიჭებს ვეტყვი და მალევე მოვალ. - ლუკა შენ დღეს მართლა გოგოსთან ერთად იქნები? - არა მარი გასაბერ თოჯინასთან ერთად, აბა ვისთან ერთად უნდა ვიყო. - ვინ მოგყავს? - ჩემი დეიდაშვილი, მაგრამ მისმა ლოვემ, რომ გაიგოს მაგარი დამერხა. -ანის ვუთხარი და შენც გეტყვი, ნუ სულელობთ. -უი გიო შენც წამო რა გთხოვ. - არ ვიცი ლუკაჩო. - მისმინე თოკო და თემო თეატრთან გვნახავენ. - მისმინე ანი მე... - კარგი რა მარ ცოტა გაიღიმე რა. - არ გამცინო იცოდე ახლა რასაც გეტყვი. - ამოღერღე. - მისმინე მაინც და მაინც არ მომწონს ეგ იდეა. - არ მითხრა, რომ ბიჭების გეშინია. - არა უბრალოდ რაღაცნაირად არაკომფორტულად ვიგრძნობ თავს არ მიყვარს მაინც და მაინც ბიჭებთან ურთიერთობა. - მოიცა ჩვენ გოგონები ხომ არ გგონივართ ასე, რომ დაგვიახლოვდი. - ლუკა მე იმას ვგულისხმობ, რომ არ მსიამოვნებს როცა ვიღაც შენს დანახვაზე ნერწყვებს ყლაპავს და ერთი სული აქვს როდის ჩაგითრევს საწოლში. ეს გულის ამრევია, რაც შეგეხებათ თქვენ ორს, მერწმუნე არცერთს არ გეტყობოდათ შემდეგი რამ. ანის და ლუკას ჩემზე გაეცინათ გიორგიმ ჩაიღიმა და ყურთან ნაზად მიჩურჩულა. - ჰო არა. -ჰო. - ნუ გეშინია მარ ესენი კარგი ბიჭები არიან, მოგეწონება, მაგრამ რამე სახალისო ჩაიცვი ნუ ცოტა სექსუალური, რომ იყო. - რამეს მოვიფიქრებ შენი თორნიკესთვის, არ ინერვიულო. - მისმინე ლუკაჩო მე გამომიარე და ერთად წავიდეთ. - კარგი გიო. ლექციების შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე და გიორგი ერთად წავედით, გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლთან შევჩერდით, გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლთან შევჩერდით ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ჩემს ოთახში ავედი შხაპი მივიღე და მთელი სხეული თაფლის კრემით შევიზილე. მიყვარს ეს კრემი საშინლად კარადაში ბევრი ძრომიალის შედეგად სასურველ კაბასაც მივაგენი შავი მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის მაღალქუსლიანები და ყელზე საყვარელი კულონი გავიკეთე, მიყვარს ზურმუხტი ძალიან თმები ჩამოვისწორე და ასე გამოპრანჭული ანისკენ გავეშურე. - მარ ვაუ თორნიკეს გააგიჟებ. - ჰო არა. - მისმინე, რომელი კაბა ჩავიცვა. - წითელი, უფრო სექსუალურია და ლუკასაც მოეწონება. - მარიამ, ლუკა რა შუაშია. - მართალი ხარ თავშია. ანიც გამოიპრანჭა და თეატრისაკენ წავედით დათქმულ დროს ანის ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა. - გაიცანი მარი ეს თემოა. - სასიამოვნოა. - ჩემთვისაც, ძალიან გავხარ ნიას. - ვიცი მითხრეს უკვე. - თემო თოკო სად არის? რატომ აგვიანებს. - უი ჰო, თოკო ვერ მოვა. - რაა? და ამას ახლა მეუბნები. - არაუშავს ანი მე ისედაც კარგად ვიქნები, ხო იცი არა. - ნუ ნერვიულობ ანი ამ მშვენიერ ქალბატონს გვერდს არც მეტი არც ნაკლები გიო ვიბლიანი დაუმშვენებს, ისიც მარტოა თუკი მარიამი თანახმა იქნება. ლუკას გადავხედე, რომელიც იღიმოდა იქვე გიორგიც იყო. ძალიან უხდებოდა ოდნავ შეხსნილი შავი საროჩკა კლასიკურ შარვალზე ზემოთ ტყავის მოსასხამი ეცვა, თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ კიდევ ერთხელ ვუცქერდი მწვანე თვალებს, რომლებშიც ვიძირებოდი.არც კი დავფიქრებულვარ ისე განვაცხადე თანხმობა. -რატომაც არა თანახმა ვარ ხედავ ყველაფერი რიგზეა. - არაფელიც არაა რიგზე. - თიკა რა გჭირს? - ლუკ უბრალოდ წავიდეთ რა გთხოვ. - მისმინე თიკა რა ხდება ? - არაფერი მე მივდივარ კარგად ლუკ. - თიკა... ბავშვებო... თიკასკენ მიდიოდა, როცა ანის სახეზე ღიმილი შევამჩნიე. - უკაცრავად მე წავალ კარგი ანი ბოდიში. - რაა? რას აკეთებ? - როგორც მეგობარი წამოგყევი, მაგრამ არ მეგონა თუ თიკაც აქ იქნებოდა. - თიკა რა შუაშია? - თავშია, მე მისი შეყვარებული ვარ, სანამ ყველაფერი გამიფუჭებია წავალ, იქნებ შემირიგდეს. მე და გიორგის გაგვეცინა თემო თიკასკენ გაიქცა, ლუკა და ანი ჩუმად უცქერდნენ ერთმანეთს. - აჰა მიიღეთ თუ არა პასუხი თქვენს სისულელეზე ორი მოსიყვარულე წყვილი, რომელიც უნდა დამტკბარიყო "რომეო და ჯულიეტა-თი" დააშორეთ ერთმანეთს, მაგრები ხართ რა. - ჩემი ბრალი არაა არ უთქვამს თემოს, რომ შეყვარებული ყავდა, ჩემი შორეული ნათესავია და მას მაგიტომ ვთხოვე დახმარება. - მე კიდევ ვიცოდი, რომ ყავდა შეყვარებული, მაგრამ თემო თუ იყო არ ვიცოდი სახელი არ მითხრა, დამიმალა ჩემმა სულელმა დეიდაშვილმა. - იქნებ მოაგვაროთ თქვენი ურთიერთობა რას იტყვით? - მე დიდი ხანია ამას ვცდილობ უბრალოდ ის. - თუ არ ვცდები მალე სპექტაკლი დაიწყება, რადგან ჩემმა მეწყვილემ მიმატოვა და შენს მეწყვილესთან ერთად წავიდა იქნებ ერთად შევსულიყავით. - რატომაც არა ანი მშვენიერი აზრია. - მეც ვემხრობი გიორგის, ასე რომ შევიდეთ. - მოიცადეთ ჩვენ მთლად დაგვივიწყეთ. - მისმინე თემო მე არ... - არაუშავს ანი უკვე ავუხსენი მას ყველაფერი. - მიხარია, რომ შერიგდით. თეატრში შევედით და საკუთარი ადგილები დავიკავეთ მიყვარს შექსპირი " რომეო და ჯულიეტა" ერთ- ერთი უსაყვარლესი ნაშრომია ჩემთვის ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში წავიკითხე მახსოვს, როგორ ვტიროდი მათ სიკვდილზე ბოლო მომენტზე ვიგრძენი, რომ თვალები ცრემლებით ამევსო ცოტაც და ვიტირებდი. თეატრიდან კაფე ეგზოტიკაში შევედით ცალკე კუპეში ჩავუჯექით და დავიწყეთ დროსტარება, გიორგი და ლუკა სვამდნენ მე და ანი კი ვჭორაობდით და უაზროდ ვიცინოდით. ბოლოს ანიც და ლუკაც წავიდნენ ტაქსით, ბევრი ხვერწნის შემდეგ ძლივს დავიყოლიე გიორგი სახლში წასვლაზე. - მისმინე მარი, მოდი ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. სასმელი გამოცალა და სავსე ჭიქა მომაწოდა. - მე არ ვსვამ. - ერთი ჭიქა არაფელს არ დაგიშავებს. - კარგი იქნება შენც თუ არ დალევ. - გთხოვ მარი. - ჯანდაბას. სასმელი გამოვცალე და მივხვდი, რომ თვალებში ვარსკვლავები აბრჭყვიალდნენ და ათამაშდნენ. - ახლა სახლში მივდივართ კარგი? - ჩემთან თუ შენთან? - ჯერ შენთან და მერე მე სახლში წავალ. - ჰო ჩაიღიმა. - ჰო. - ისედა დღეს ძალიან სექსუალურად გამოიყურები. - დიდი მადლობა ალბათ მე... - არ იფიქრო ამას იმიტომ ვამბობდე, რომ ნიას გავხარ არა სულაც არა მე მარიამს ვეუბნები, მართლა ძალიან გიხდება ეს კაბა. - მადლობა გიორგი. - ლოყები გაგიწითლდა. - შეიძლება მე ხომ ასეთ კომპლიმენტს პირველად მეუბნებიან. - დავიჯერო, რომ... - ბიჭებთან მაინც და მაინც არ მქონია კონტაქტი ნუ თითქმის არც არავისთან არ მქონია ურთიერთობა. - მისმინე ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა გკითხო. - გისმენ. - ბიჭისთვის ნაკოცნი გაქვს? - უკვე პირადულს ეხები. - მართლა მარ გთხოვ მიპასუხე. - კი. - გასაგებია. - მაგრამ ის სხვისთვის იყო განკუთვნილი. - ვერ გავიგე. - ის სხვას ჰკოცნიდა სულიერად. - მისმინე ნუთუ მე ვარ. - ჰო, მაგრამ ეს არც არაფერს არ ცვლის. - უბრალოდ მაინტერესებს პირველი კოცნა მაინც მნიშვნელოვანია ყველასთვის, გოგონებისთვის კი განსაკუთრებით. მოგეწონა? - ვთქვი, რომ არ მეკუთვნოდა მეთქი, ყურადღებაც არ მიმიქცევია. - ხომ არ გავიმეოროთ. - არა და დღეისათვის საკმარისია. - შენი წყენინება არ მინდოდა. - ვიცი არც მწყინს, წავიდეთ. ტაქსში ჩავჯექით თუ არა გიორგის ჩამოეძინა, მის სახლამდე სანამ მივიდოდით გამოეღვიძა სახლთან გავაჩერეთ, მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავედით. - სახლამდე მიგაცილებ. - არა გიორგი სახლში შედი გთხოვ. - ჰო მაგრამ... - უკვე გითხარი. - კარგი, როგორც გინდა. - ხვალამდე. - ტკბილი ძილი მარიამ. - შენც ასევე. გადამეხვია და ასე ვყავდი რამოდენიმე წამით მერე კი ნაზად მაკოცა ლოყაზე. - ხვალამდე მშვენიერო. ჩემი სახლისკენ წამოვედი, გამოვიცვალე კონსპექტები გავაკეთე და დასაძინებლად წამოვწექი, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამეძინა. ესეც დაპირებული ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.