ჩემი სამოთხე (თავი 7)
დამიანესგან ასეთი გამოხვედა ჩემთვის უცნობი და უცნაურიც კი იყო.არ მოველოდი,არა უფრო ვერ წარმოვიდგენდი მისგან მსგავს გამოხედავს.უცნაურად შევხედე,თითქოს მინდოდა მეც მასსავით თბილი მზერა მქონოდა,მაგრამ ვერ შევძელი.მისმა წამში შეცვლილმა მზერამ ამის უფლება არ მომცა.მეც თავი ჩავხარე და თამაშიც გაგრძელდა.საბოლოოდ გამარჯვებულები ჩვენ აღმოვჩნდით და ელენეს შემორიგება მინდოდა,გაბუტული სახით რომ მიყურებდა: -კაი ელე,მერე რა ხან წააგებთ,ხან წააგებთ!-გავუცინე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. -თაია ნუ მიწვევ!-მითხრა გაბრაზებულმა და ღიმილი შეეპარა -კარგი ხმას აღარ ვიღებ!-ხელები ავწიე და გავუცინე -რაო ალექს,როგორ იყო ,,დამიანე ნახე და ისწავლეო”?-ალექსანდრეს ხმას მიბაძა და მხარი გაკრა მეგობარს -შემეშვი შენი ჭირიმე რა !-მხარი აიქნია,რათა დამიანეს ხელი მოეშორებინა და მეგობრისგან თავში წამორტყმაც დაიმსახურა. შემდეგ მალევე დავტოვეთ ბოულინგის ცენტრი და მანქანაში კუთვნილი ადგილები დავიკავეთ.მანქანაში გამეფებული არასასიამოვნო სიჩუმე იყო,მაგრამ ალბათ მხოლოდ მე მეჩვენებოდა არასასიამოვნოდ,რადგან ელენე გატრუნული,ალექსანდრეს სხეულზე იყო მიხუტებული.მე კი მხოლოდ ახლაღა ვისარგებლე სიჩუმით და ჩავფიქრდი.ადამიანებთან ურთიერთობაზე ჩავფიქრდი.ჩვენ,ადამიანები ხომ ურთიერთობას პარტნიორთან მოთხოვნების სიით ვიწყებთ ,,იდეალური კაცი უნდა იყოს ასეთი”, იდეალური ქალი უნდა იყოს ასეთი” და ა.შ. მე არ ვიცი როგორი უნდა იყოს მამაკაცი,ან როგორი უნდა იყოს ქალი,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ იდეალური არა..და ნამდვილად არც ყველაზე უკეთესი.ამ ორს,არავისი არაფერი მართებს,ისინი უბრალოდ ადამიანები არიან.ის უბრალოდ კაცია,რომელსაც გინდა გაყვე უკან.ის უბრალოდ ქალია,რომელიც გინდა გიყვარდეს.ფიქრებიდან უსევ დამიანემ ,,ჩემი ფიქრების მტერმა”გამომიყვანა: -თაია..თაია კარგად ხარ?-ცოტა შეშინებულმა შემომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა -აა კი..კი,კარგად ვარ,უბრალოდ ჩავფიქრდი.მაგრამ როგორც ყოველთვის გამომაფხიზლე.-შევხედე და გავუღიმე.საპასუხოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა და უპასუხოდ დარჩენილი კითხვა გამიმეორა: -სად ცხოვრობ?მისამართი მითხარი!-მკითხა და გზას გახედა.მეც მივუთითე ჩემი სახლის გზა და ისევ იმ სიჩუმით ვისარგებლე ისევ,რომ გამეფდა საუბრის დასასრულს.სიჩუმე ელენემ დარღვია,რომელსაც მხოლოდ ახლახანს გაახსენდა ჩვენი არსებობა -კუუს!ხომ იცი ხვალ ვმუშაობთ,ხოდა უჩემოდ ნაბიჯი არ გადმოდგა სახლიდან. -კარგი,მოგწერ დილით!-გამეცინდა და მეგობრისაკენ გავიხედე. -ისე დამიანე რატომ არ მივმართავთ ერთმანეთს მსგავსი საალერსო სიტყვებით?-გაეცინა ბიჭს და დამიანეს რეაქციის მომლოდინემ სახე დამანჭა. -ალექსანდრე ნუ მაიძულებ ჩვენი ,,საალერსო სიტყვების”გამოყენებას!-გაღიზიანებულმა უპასუხა და წარბშეკრულმა,სარკიდან შეხედა ბიჭს. -ღმერთო,რა უჟმური ხარ!სუფთა სვანი ხარ!-გაეცინდა ელენეს აეკრო.ალბათ ანიშნა ისეთი არაფერი თქვა გოგოსთან ერთად ვარო.დამიანემაც თავი გააქნია და მევე გააჩერა მანქანა ჩემ კორპუსთან. -მივედით!-მითხრა და თავით კორპუსისკენ მიმანიშნა. -ხო ესაა!-მეც ვუპასუხე სასხვათაშორისოდ,ელენესა და ალექსს დავემშვიდობე და დამიანესკნე მივტრიალდი -მადლობა! -არაფრის!-ისევ და ისევ ჩატეხა ტუჩის კუთხე მანქანის კარი გამოვაღე,გადმოვედი ,სადარბაზოში შევედი და მხოლოდ მაშინ გავიგე მანქანის ხმა.კიბეები ავიარე და კარზე დავაკაკუნე,რა თქმა უნდა ბიძაჩემი ,,შემომეგება” მთელი თავისი ,,გრაციოზულობით”,თუმცა ხმის ამოუღებლად მოსცილდა კარს.ალბათ დღეს ჩხუბის ხასიათზე არ იყო ან მთელი ეკერგია უკვე ბიცოლაჩემთან ჩხუბში დახარჯა.მეც თავი არ შემიწუხებია ლაპარაკით და ოთახში შევედი.რატომღაც დაღლილობა ვიგრძენი,ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი.მალევე ჩამეძინა და სიზმრებიდან მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა.ზლაზვნით წამოვდექი,დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ ელენეს მივწერე: -ელე,გღვიძავს ქალო?:D <3 -კუუს,კი ახლახანს ავდექი,გამოსვლისას მივწერ <3 ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩავიდე და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავედი: -იმედია გახსოვს ორ კვირაში ქორწილია!-სამზარეულოში გასულს ,,შემომეგება”ბიცოლაჩემი -კი მაგას რა დამავიწყებს,მაგრამ იმედია გახსოვთ წამოსვლას რომ არ ვაპირებ!-ირონიით ვუპასუხე და ყავის მომზადება გავაგრძელე. -ნუ ჯიუტობ თაია,ხომ იცი ბიძაშენი არ მოგეშვება!-თითქოს მზრუვნველობა შეპარული ხმით მითხრა -ეს რა მესმის,ნუთუ ჩემზე ზრუნავ?-ცინიზმი ჩავაქსოვე და ყავა მოვსვი. -მე არაფერს გერჩი,ამიტომ სჯობს ქორწილში წამოხვიდე. -კარგი,წამოვალ!-მობეზრებულად ავიქნიე ხელი,ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე და სახლიდან გამოვედი.ელენეს მივწერე და ავტობუსის გაჩერებაზე დაველოდე: -კუუს,აი მეც მოვედი!-ჩამეხუტა და თავისი პოზიტივიც ,,გადმოაფრქვია”. -ელენე გხედავ!-განეცინა და მეც მივხვიე ხელები.ამასობაში ავტობუსიც გამოჩნდა და მალევე მივედით სამსახურშიც.ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა,ვმუშაობდით,ვერთობოდით და ელენეს გაბრწყინებულ სახეზე ვიცინოდი,ყოველი შეტყობინების შედეგ უფრო და უფრო რომ გაიბრწყიმებდა ხოლმე. ასე გავიდა დრო და ჩვენი სამუშაო საათებიც დასრულდა.სასტუმროდან გამოსულებს,კართან ატუზული ალექსანდრე დავინახეთ,გაღიმებული სახით რომ ელოდა თავის ,,სატრფოს”.ჩვენი დანახვისას,ჩვენკენ დაიძრა და ელენეს ჩაეხუტა: -მომენატრე!-თბილი ხმით უთხრა და თავი ელენეს თმებში ჩამალა -მეც,ალექს!-დამთბარი ხმით უპასუხა გოგონამ და თვალები მინაბა. -უკაცრავად ხელის შეშლისთვის ,მაგრამ მეც აქ ვარ!-გავიცინე და თვალები დავქაჩე. -უი მართლა?აბა თაია?სად ხარ აბა?-თავის აქეთ-იქით აცეცებდა ალექსი და თან უცინოდა -როგორ ხარ? -კარგად,შენ?-გავუღიმე მეც და თან დამიანეს ძებნა დავიწყე,რომელიც აშკარად ალექსანდრესთან ერთად არ იყო. -უკვე კარგად!-მითხრა და ელენეს მოხვია ხელი. -ალექს დამიანე სად გყავს?-იკითხა ელენემ,თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხაო. -საქმეები ჰქონდა და ვერ წამოვიდა!-ვიგრძენი ჩემსკენ როგორ გამოაპარა თვალი და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -კარგი,წამო წავიდეთ!-გამომხედა ელენემ და გულში მადლობა გადავუხადე უხერხული სიტუაციიდან მარტივად რომ გამომაძვრინა. წყვილის მარტო გაშვება მინდოდა,მაგრამ ალექსმა ასე გვიან მარტო ვერ გაგიშვებო და სახლამდე მიმაცილეს: -მადლობა მოცილებიათვის!-გავუღიმე და ორივე გადავკოცნე -არაფრის!-საპასუხოდ გამიღიმა ალექსმაც -კარგად კუუს,ხვალ შეგეხმიანები!-მითხრა ელენემ და ჰაეროცანი კოცნა გამომიგზავნა. -კარგად!-დავემშვიდობე სახლში წამოვედი.სახლში მისული ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი და ისევ გამიკვირდა ბიძაჩემის ურეაქციობა.საწოლში ვარსკვლავის ფორმასავით გავწექი და რაღაცის ნაკლებობის გრძნობა გამიჩნდა ,რაღაცის არა ,ალბათ უფრო ვიღაცის.კიდევ ერთხელ დავაიგნორე ეს უცნაური გრძნობა,თუმცა ფიქრები მაინც დამიანესკენ გარბოდა.აბაზანაში შევედი,ცხელი წყალი გადავივლე და დაღლილს მალევე ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა.ტელეფონის ეკრანი გავანათე და საათს დავხედე ჯერ მხოლოდ დილის 10 საათი იყო.წამოვდექი,ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი.სახლი ცარიელი დამხვდა.ეს ფაქტი რა თქმა უნდა მახარებდა და კარგი დღის მაუწყებლად ჩავთვალე ,დილის ასეთი დაწყება.საუზმე გავიკეთე,ყავაც მივირთვის და ტელეფონის ხმამ დაარღვია ჩემი ,,დილის სიმყუდროვე”. ,,სიმყუდროვის” დამრღვევი ვინ იქნებოდა თუ არა ელენე,გამეღიმა და ვუპასუხე: -გისმენ,რამ შეგაწუხა ქალაბატონო?-ვუთხარი მხიარულად და სავარძელში მოვთავსდი. -ვაა,რაღაც კარგ ხასიათზე ხარ კუუს,რა ხდება აბა?-ასევე მხიარულად მიპასუხა ელენემ. -რა უნდა ხდებოდეს,არ შეიძლება კარგ ხასიათზე ვიყო?-ნაწყენი,საყვედურნარევი ხმით ვითხარუ. -ხო კაი,გეხუმრე ადამიანო -კაი ხო,ვიცი!-დავიბრუნე მხიარული ფონი. -რა ხდება აბა?რატომ დამირეკე? -უი ხო სულ გადამავიწყდა.დღეს წყნეთში ავდივართ,საღამოს. -წყნეთში რა გვინდა?ან ვისთან ავდივართ? -ალექსანდრეს ძმის დაბადების დღეა და დაგვპატიჟა. -კი მაგრამ რატომ?არ ვიცნობთ და. -ხოდა გასაცნობად თაია! -კარგი ხო ნუ ბრაზდები.რომელზე ავდივართ? -8-ზე გამოგვივლის ალექსი მანამდე ჩემთან ამოდი! -ვიცი შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს,ამიტომ 15წუთში მანდ გავჩნდები!-გავუცინე და სავარძლიდან წამოვდექი.ოთახში შევედი,ტანსაცმელი გამოვიცვალე,სახლიდან გამოვედი და ფეხით გავუყევი მეგობრის სახლისაკენ მიმავალ გზას.კორპუსამდე მივაღწიე და კარი ნანა დეიდამ(ელენეს დედა)გამიღო: -თაია,როგორ ხარ შვილო?რამდენი ხანია აქ არ ყოფილხარ?ასე უნდა დავიწყება?-მზრუნველი ხმით მითხრა და გულში ჩამიკრა.ეს ქალი ისე მიყვარდა,როგორც დედა.ყოველთვის ის მივსებდა იმ სითბოს,ასე ძალიან რომ მაკლდა.მეც მოვეხვიე და ელენეც გამოჩნდა: -რა თბილები მყევხართ მოკლედ რა!-გაიცინა და თავადაც შემოგვიერთდა. -კარგი ხო ვიცი რომ ორივეს გიყვარვართ!-გადაიკისკისა ელენემ და ერთმანეთს მოვშორდით -გოგოებო ყავა ხომ გინდათ?თან ნამცხვარი გამივაცხვე. -კი დეე გაგვიკეთე,ოთახში ვიქნებით!-გასძახა ელენემ და ოთახში შემათრია -რა იყო გოგო?რა გეტაკა?-გაკვირვებული გავხედე. -ვაიმე თაია მეტაკა,სიყვარული მეტაკა-მხიარულად მითხრა და საწოლზე გადაწვა -ეგ ისედაც ვიცი!-ვუთხარი და ხელი ავუქნიე. -ალექსანდრემ სიყვარული ამიხსნა!-ბედნიერება აეღებეჭდა სახეზე. -ძლივს გეღირსათ!-ვუთხარი და გავუცინე -მე კი მეღირსა,მაგრამ შენ როდის უნდა გეშველოს! -ვაიმე არ დაიწყო ახლა!ალექსანდრეს ძმას საჩუქარი რა ვუყიდოთ?-თემა გადავიტანე უცებ. -გავიაროთ საღამომდე მაღაზიებში და ავარჩიოთ რამე,ხო ეხლა გავიდეთ დედა ყავას გააკეთებდა უკვე.-სამზარეულოში გასულებმა ყავა დავლიეთ,ცოტა ,,წავიჭორავეთ” დააღაზიებში გამოვედით.ძლივს შევთანხმდით საჩუქარზე და კმაყოფილები წამოვედით სახლში.8-მდე ჯერ კიდევ 3საათი იყო,მაგრამ ელენე მაინც წუწუნებდა მოსამზადებელი დრო არ მაქვსო.იმდენი ხანი არჩევდა ტანსაცმელს მე დავიტანჯე მაგის მაგივრად: -ამდენი ტანსაცმელიდან ერთი როგორ ვერ აარჩიე არ გადამრიო!-დაღლილმა შევხედე და ტანსაცმლის თვალიერება გავაგრძელე. -კარგი,ავარჩიე!-აღტაცებულმა მითხრა და მეც ამოვისყნთქე. -მაგრამ იქნებ შენც გამოგეცვალა!-საყვარელი,თავისი ,,საფურმო”გამოხედვით ამომხედა და თვალები გადავატრიალრ. -კარგი გამოვიცვლი,ოღონდ მე თვითონ ავარჩევ!-ვიცოდი თავს არ დამანებებდა და ისიც კარგაფ ვიცოდი ისეთ რაღაცას ამირჩევდა სირცხვილით სახლიდან ფეხს ვერ გავდგამდი. -აი ამ ლაბას ჩავიცვამ !-კმაყოფილმა ავხედე და მუხლამდე სიგრძის ყვავილებიანი კაბა და თხელი შემოსაცმელი ავუფრიალე. -კარგია ეს კაბა მიყვარს!-შემიქო არჩევანი ამასობაში 8საათიც მოვიდა და ელენეს ტელეფონის ხმაც გაისმა: -ხო ალექს!-ხმა შეეცვალა ელენეს -კარგი ჩამოვალთ სადარბაზოდან გამოსულებს მანქანაზე მიყუდებული ალექსანდრე დავინახეთ.ბიჭი ჩვენსკენ წამოვიდა,ელენეს გადაეხვია და მერე მე გადამკოცნა: -აბა გოგოებო დღეს ვერთობით ყველა!-მხიარულად შესძახა და მანქანისაკენ გვანიშნა თავით.ალექსანდრემ მძღოლის მხარეს ადგილი დაიკავა,მე უკანა სავარძელზე მოვთავსდი,ელენემ კი რა თქმა უნდა ალექსის გვერძე მოთავსდა.მთელი ეს დრო მთელი ეს დროა იმედგაცრუება დამსდევდა თან,ალბათ დამიანეს ნახვას ველოდებოდი.ისევ და ისევ დამიანე და ისევ და ისევ მასზე ფიქრები.რატომ არ შეიძლება თავიდან ამოვიგდო ეს ხო ასეთი მარტივია.მაგრამ არ შემეძლო და ვიცოდი საბოოლოდ ეს კარგს არაფერს მომიტანდა. ალექსანდრემ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა.დიდი გალავანი ერტყა სახლს და მალაზი ბაღიც ამშვენებდა.შიგნით შესულებს საკმაო რაოდენობის ხალხი დაგვხვდა.კარში ერთი ბიჭი შემოგვეგება: -გამარჯობა,მე იოანე ვარ ,იუბილარი!-გაგვიღიმა და ალექსისნაირი ლურჯი თვალები მოგვანათა. -გამარჯობა მე ელენე ვარ ,ეს კი თაია!-ჩემი თავი გააცნო და საჩუქარი მიაწოდა. -ეს ჩვენგან!დაბადების დღეს გილოცავთ! -ელენე თუ შენ ხარ,მაშინ შენ ყოფილხარ ჩემი რძალი!შენზე ბევრი რამ მსმენია!-სასაცილოდ გაიკრიჭა ბიჭი და ხელი გადახვია გოგონას.ელენე სახეზე წამოწითლდა და მხოლოდ გაუღიმა. -შემოდით ჩემსა და ალექსანდრეს საერთო მეგობრებს გაგაცნობთ-მისაღებისკენმიგვითითა იოანემ. შესვლისთანავე მოვკარი თვალი დამიანეს რომელიც სავარძელში იჯდა ვიღაც გოგოსთან ერთად და წითელ ღვინოს სვამდა.უცნაურმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში,არ მესიამოვნო მის გვერდით სხვა გოგოს დანხავამ.თან ისეთი ლამაზი იყო მეც კი მიჭირდა თვალის არიდება.ქერა გრძელი თმა და დიდი კაშკაშა მწვანეთვალები ჰქონდა,თითქოს დამიანეს მსგავსი,ლაზი ნაკვთები კიდევ უფრო ალამაზებდა მის სახეს და საბოლოოდ გოგონას ღვთაებრივ სილამაზეს ჩუქნიდა.დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და ყურადღება იოანესკენ გადავიტანე,რომელიც იქ მყოფ ადამიანებს გვაცნობდა: -ეს თორნიკე დანელიაა!-მიგვითითა ქერა ცისფერთვალება ბიჭისკენ,რომელიც მხოლოდ თავის დაკვრით მოგვესალმა. -ეს საბაა ახვლედიანი!-შავთმიან,თაფლისფერთვალება ბიჭისკენ მიგვანიშნა,რომელიც გაკრეჭილი იყურებოდა. -ეს კი ნიკა დადიანი გახლავთ!-დაბღვერილი სახით შეხედა იოანეს.ბიჭს შავი თმადა ცისფერი თვალები აქვს.იოანემ თვალი მოავლო გარემოს და მზერა გოგონაზე შეაჩერა. -უი ხო ეს კიდევ დამიანეს ბიძაშვილი ნია გასვიანი გახლავთ!-გაეცინა და სავარძელში ჩაჯდა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ელენე ვარ,ეს კი თაიაა!-კიდევ ერთხელ გაიმეორა ელენემ და ჩემსკენ გამოიხედა -ვიცით,ვინც ხართ!ეს ჩვენი რძალია,ეს კი მისი მშვენიერი მეგობარი თაია!-გვითხრა თორნიკემ და ჩვენსკენ გამოიხედა.ჩვენ უბრალოდ გაოცებული სახეენით ვიყურებით.მთელი ამ ხნის განმავლობაში კი არც ალექსანდრეს და არც დამიანეს ამოუღია ხმა.ალექსი მხოლოდ გვაკვირდებოდა და იღიმოდა. -მოდით ეხლა დაჯექით!-ხელით გვანიშნა და ჩვენც მაჰიდისკენ წავედით. -თქვენ გელოდებოდით!-ხმა ამოიღო ნიკამ და გაგვიღიმა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა.მე ნიასა და ელენეს შორის მოვხვდი.ძალიან კარგი სიტუაცია იყო,ცოტას ვსვამდით,ბიჭების მიერ მოყოლილ ბავშვობის ისტორიებს ვისმენდით და მათ ხუმრობებზე ვიცინოდით.ძალიან მხიარულები იყვნენ და ცოტა კი მიკვირდა როგორ მეგობრობდნენ დამიანესთან.ნიაც ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული აღმოჩნდა.ჩვენი ასაკის იყო,რაც უფრო გვეხმარებოდა ურთიერთობაში.უამრავი ფოტოებიც გადავიღეთ და საერთო ჯამში ყველაფერი კარგი იყო.მთელი ესდრო ვგრძნობდი დამიანეს მზერას,ღიმილნარევ მზერას.შემდეგ მოულოდნელად ჩემს გვერძე აღმოჩნდა,თბილ მზერას ,,მესვრის” და იცინის. -რა გაცინებს?-ვკითხე მოუთმენლად.უცებ სახე დაუსერიოზულდა და თვალებში ყურებ დამიწყო. -ულამაზესი ხარ.-უცებ მზერა მოვაშორე და ჭიქა პირთან მივიტანე.ყავა მოვსვო და სამზარეულოში გავედი ისე რომ არაფერი მითქვამს.ასე იმიტომ მოვიქეცი რომ ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა ნელ-ნელა,ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა მისი მწვანე თვალები,მისი ღიმილი,მისი თბილი მზერა,ვგრძნობდი როგორ მსიამოვნებდა მასთან ყოფნა თუნდაც უხმოდ.ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ჭკუიდან მშლიდა მისი სურნელი,მისი ძლიერი მკლავები.ვიდექი სამზარეულოში და ამაზე ფიქრისას კინაღამ ცრემლები წამსკდა თვალებოდან. და განა რამე?უბრალოდ სხვანაირად არ კი არა ვერ შეეძლო თაიას. ვერ შეეძლო იმიტომ რომ ადამიანის შეყვარება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.ადამიანის ცხოვრებაში.არაფერია იმაზე მეტად სასიამოვნო როცა ამოსავალი წერტილი გყავს.როცა სარკეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.როცა ცხოვრება უფრო ფერადია,უფრო აზრიანია,თუმცა თაიას ეშინოდა .ეშინოდა ამ სიყვარულის,მის ცხოვრებაში ხომ კარგი ჯერ არაფერი მოუტანია ამ გრძნობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.