შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სამოთხე (თავი 6)


21-10-2016, 19:19
ავტორი WTF
ნანახია 1 351

თაია სახლში გვიან დაბრუნდა,რა თქმა უნდა ბიჭებმა მიაცილეს.დაემშვიდობა ორივეს და ელენეს გადაეხვია:
-ხვალ დაგირეკავ კუუს!-უთხრა ელენემ და მეგობარს ლოყაზე აკოცა
-კარგი!-თაიამ საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა.უნდოდა უკან გაეხედა,უნდოდა დამაინეს თვალები დაენახა,მაგრამ სურვილი სხეულშივე ჩაკლა და უკანმოუხედავად შევიდა სადარბაზოში.თავის სართულზე ავიდა და კარებთან გაჩერდა,იცოდა რაც მოხდებოდა,სახლში შეუსვლელად ხვდებოდა ბიძამისი როგორ მდგომარეობაში იყო და გონებაწაუხდა.ხვდებოდა ადრე თუ გვიან ხომ უნდა შესულიყო,ღრმად ჩაისუნთქა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.ნაბიჯების ხმა გაიგო.მიხვდებოდით რა დოზით იქნებოდა მასში ალკოჰოლი,მისი ნაბიჯების ხმითაც მიხვდებოდით,ძლივს რომ მოდიოდა კარებამდე:
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები?ვიფიქრე სახლის გზა ხომ არ დაავიწყდათქო!-ირონიით გაჟღენთილი ხმით ძლივს მოაბა სათქმელს თავი.პასუხის გაცემას თავი ავარიდე და ოთახისკენ წავედი,მკლავში ხელის წავლებამ რომ შემაჩერა და ერთიანად დამიარა ტკივილმა სხეულში:
--გამიშვი,მტკივა!-თხოვნით მივმართე,მაგრამ ვიცოდი ასე იოლად არ გამიშვებდა.
-გტკივა და გეტკინოს!-უფრო მომიჭირა ხელი და კმაყოფილმა ამომხედა.ტკივილისაგან სახე შემეცვალა,ერთი ამოვიკვნესე და ვკითხე:
-რა გინდა?
-რამდენჯერ გითხარი გვიან ნუ ბრუნდები სახლშითქო?-გაღიზიანებული ხმით მითხრა და სახეში ალკოჰოლის მწარე სუნი შემომაფრქვია
-ნეტა მართლა გადარდებდეს!-ვუთხარი ირონიით და ხელის გათავისუფლება გადავწყვიტე,თუმცა ამაოდ კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი ტკივილი
-არა,არ მადარდებს შენ რა მოგივა,უბრალოდ არ მინდა მეზობლებმა ილაპარაკონ!-მის ნათქვამზე გამეცინა
-არ გინდა მეზობლებმა ილაპარაკონ?ძაან კარგად იცი მეზობლები რასაც ლაპარაკობენ,ოღონდ ჩემზე კი არა შენზე.ახლა კი თუ შეიძლება ხელი გამიშვი,ოთახში უნდა შევიდე-გაბრაზებულმა ვუპასუხე და მინდოდა ჩემზე მოკიდებული ხელი მომემტვრია
-ღმერთო როგორ მაღიზიანებს უკვე შენი ხმა-მითხრა და ხელი გამიშვა.-წადი,შეეთრიე შენს ოთახში.-სწრაფი ნაბიჯებით შებედი ოთახში,კარი მივიჯახუნე და ნატკენი ხელი დავიზილე.ვიცოდი ხვალ გვარიანად დალურჯებული მექნებოდა და ისევ კარგად გავლანძღე გულში ბიძაჩემი ამ ყველაფრისათვის.საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გავწექი და ვფიქრობდი როგორი იქნება ჩემი ცხოვრება?როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?ყველაფრისგან დაღლილს ჩაცმული ჩამძინებია,თან ისე რომ არაფერი მესმოდა,დილით ბიძაჩემის ყვირილმაც კი ვერ გამაღვიძა,ყოველ დილით ყურში რომ ჩამესმოდა.გონს მხოლოდ ტელეფონის ბზუიმლა მომიყვანა არადარა რომ არ აპირებდა გაჩერებას.ძლივს მოვძებნე და ნამძინარევი ხმით ვუპასუხე:
-გისმენთ!
-თაია,ცოცხალი ხარ გოგო?-ჩამყვირა ელენემ და გულში მისთვის ვამზადებდი სალანძღავ სიტყვებს
-რა მომკლავდა?-ღიმილით ვუპასუხე და პასუხს დაველოდე
-რავი,მაგალითად ძილში ხო არ გაიგუდათქო!-გაეცინა და განაგრძო:
-ადექი ეხლა,სწრაფად გაემზადე და წავედით!-აჟიტირებული იყო ელენე
-კი მაგრამ სად მივდივართ?-გაოცებულმა ვუპასუხე და ელენეს უკმაყოფილო ხმაც გავიგე:
-ღმერთო რამდენი კითხვებია?კაფეში სად უნდა წავიდეთ?დღეს ვისვენებთ და მთელი დღე სახლში ხო არ ამოვლპებით?ხოდა გაემზადე ეხლა და მოდი კაფეში,მე თითქმის უკვე მივედი.
-კარგი,დამელოდე მივალ მალე
-კარგი
საწოლიდან წამოვდექი,აბაზანაში დილის პროცედურები ჩავიტარე და მკლავზე დავიხედე.ხუთი თითი კარგად გამოკვეთილი იყო ლურჯად.ამიტომ თხელი ჟაკეტი შემოვიცვი და სახლიდან გამოვედი.ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი,ისევ ტელეფონის ბჟუილი რომ შემომესმა
-თაია სად ხარ ამდენ ხანს?
-ავტობუსის გაჩერებაზე ვარ,მალე მოვალ
-კარგი გელოდებით-ღიმილით მითხრა და ტელეფონი ისე გამითიშა კითხვის დასმაც კი ვერ მოვასწარი. ,,გელოდებით” ყურში ჩუმად მომხვდა,მივხვდი კაფეში ელენეს გარდა,ვინც დამხვდებოდა და ვერ ვხვდებოდი მიხაროდა თუ არა ეს.ავტობუსიდან ჩამოვედი,კაფეში შევედი და ფანჯარასთან მსხდომი ელენე,ალექსანდრე და დამიანე დავინახე.მივუახლოვდი მაგიდას და დამიანეს გვერდით სკამზე დავიკავე ადგილი:
-გამარჯობა,როგორ ხართ?-უფრო გახანილად მივესალმე წინა დღეებისგან განსხვავებით და ელენეს შევხედე:
-კუუა,კარგად შენ?-მიპასუხა ელენემ.
-კარგად თაია,შენ როგორ ხარ?-არ დააყოვნა ალექსანდრემაც.
-კარგად!-გავუღიმე მათ და თვალი დამიანესკენ გამექცა.გუშინდელისგან განსხვავებით დამიანეს ცივი და არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა.გუშინდელი დამიანესგან არაფერი დარჩენილიყო,მისი თბილი და მზრუნველი თვალები სადღაც გამქრალიყო,თვალი აარიდა და მიმტანის მეორედ გამეპრებულ კითხვას მხოლოდ ახლაღა უპასუხა:
-რას ინებებთ?-მიუხედავად თაიას უყურადღებობისა ის მაინც უღიმოდა გოგონას
-ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება!-ვუპასუხე გოგონას და გავუღიმე.
-მე კაპუჩინო თუ შეიძლება-უპასუხა ელენემ და ალექსანდრეს შეხედა
-მე კარგი და ძლიერი ყავა თუ შეიძლება-გაუღიმა გოგონას და მეგობარს თვალები აუბრიალა ხმა ამოიღეო
-წყალი!-არც კი შეხედა გოგონას და ფანჯარაში გაიხედა.
თაიას უკვირდა დამიანეს ყხასიათობა,თუმცა როდის იყო ხასიათიანი რო?გაეღიმა და სწორედ ამ დროს შეხედა დამიანემაც გოგონას:
-რა გაცინებს?-ბიჭის ცივმა ხმამ შეაკრთო გოგონა და არაფრიამთქმელი თვალებით შეხედა
-უბრალოდ,რაღაცაზე ვფიქრობდი
-კარგია,ეგეც მაინც რომ შეგიძლია-ცინიზმით სავსე ხმით უთხრა დამიანემ
-გეხვეწებით ისევ არ დაიწყოთ ეხლა-მუდარნარევი ხმით უთხრა ელენემ თაიას
-ვინც დაიწყო იმას სთხოვე ეგ!-გაბრაზებული იყო თაია და ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე დამიანე.
-დამიანე!-წამოიყვირა ალექსანდრემ და ბიჭს თავში ხელი წამოარტყა
-რა გჭირს,შე უჟმურო რაა?
-ალექსანდრე ჯაფარიძე,სანამ ორიცე ხელი ადგილზე გაქვს მომწყდი თავიდან!-შეუბღვირა მეგობარს და წყალი მოსვა
-უიმეე,უჟმური!
გოგონები უყურებდნენ ბიჭებს.ელენეს თემის გადატან მოუნდა და ალექსანდრეს გახედა:
-ალექს,გუშინ შენმა რომანტიულმა ჟესტმა ჩემი განცვიფრება გამოიწვია-გაეცინა გოგონას
-რატო ვითომ?-თითქოს ეწყინასავით ბიჭს
-რავი,არ ველოდი ალბათ!-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-სხვათაშორის მამაკაცები ქალებზე უფრო რომანტიკოსები ვართ.ქალები მთელი ცხოვრება ეძებენ მომხიბვლელ პრინცს,მაგრამ ცოლადიყვწბიან იმას,ვისაც სამუშაო აქვს.კაცები კი,როცა გვიყვარდება,ვამბობთ: ,,იდიოტი ვიქნები ეს გოგო ცოლად რომ არ მოვიყვანო,ის ხომ შესანიშნავია “და მოგვყავს კიდეც.-გაიღიმა და კმაყოფილმა შეხედა ელენეს .
-ოჰო ერთი შეხედეთ რაა.ჩემი რომანტიკოსი ბიჭი.-გაეღიმა და შერცხვა კიდეც ,უნებურად წამოაცდა,თავი დახარა და რექციას დაელოდა.ალექსანდრე ტუჩის კუთხე გატეხა და გოგონას მოეხვია.თაია უყურებდა და ტკბებოდა მათი ბედმიერებით.ხვდებოდა მათთვის სიტყვა მიყვახარ ასოცირდებოდა სიტყვასთან ,,ჩემი” ან თუნდაც უსიტყვოდ ერთმანეთთან ჩახუტებასთან.ფიქრები ისევ და ისევ დამიანეს ხმამ დაუფრთხო:
-გვრიტებო,აქ ჯდომას დიდხანს ვაპირებთ?-თვალებდაქაჩულმა შეხედა მეგობარს
-ხო დღეს რა გეგმები გვაქვს?-იკითხა ელენემ და მანაც ალექსანდრეს შეხედა.
-ვაიმე ანუ ჩემზე ხართ დამოკიდებულები ეს ბუმბერაზი ხალხი?-გაეცინა და აზრი შესთავაზა მეგობრებს:
-წამო,ბოულინგის სათამაშოდ წავიდეთ-თავისივე იდეით აღფრთოვანებულმა შეხედა ელენეს მომლოდინე თვალებით და ანიშნა ამყევიო
-ხო ბოულინგი კარგი იდეაა!-გაეღიმა და თაიას გახედა,მზერა რომ გაეშტერებინა ჭიქაზე
-ბოულინგის თამაში არ ვიცი!-გულწრფელად ვუთხარი ელენეს და დამიანეს ირონიით სავსე სახეც არ გამომრჩენია მხედველობიდან.
-მერე რა, თუ არ წავედით ვერც ვერადროს ისწავლი-გამამხნევებლად მითხრა და გამიღიმა.
-კარგი წავიდეთ!
კაფედან გამოვედით და მანქანისაკენ წავედით.მძღოლის მხარე დამიანემ დაიკავა და ჩვენ ჩასხდომას ელოდებოდა:
-ალექს,მოდი რა ჩვენ უკან დავსხდეთ!-გაიღიმა და მე შემომხედა.მე კი თვალებით ვანიშნე ეგ რას ნიშნავსთქო და გულში გავლანძღე კიდეც ამის გამო.
-კარგი მაშინ თაია შენ წინ დაჯექი!-მითხრა და კმაყოფილი სახით გახედა ელენეს.მეც მობეზრებულმა გამოვაღე მანქანის კარი და დამიანეს გვერდით დავიკავე ადგილი.გაკვირვებულმა შემომხედა დაღიმილით ვანიშნე უკანმჯდომ შეყვარებულ წყვილზე.ურეაქციოდ შემოატრიალა თავი,გაღიმებული დამტომა და მანქანა დაქოქა:
-უსაფრთხოების ღვედი შეიკარი,თორე ჯარიმას შენ გადაიხდი!-მოულოდნელად მითხრა და გაბრაზებულმა შევხედე:
-უტაქტო!
-მესმის!-ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ
-შენს გასაგებად ვთქვი მეც!-ნერვებმოშლილმა ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
-ნუ დახოცავთ ერთმანეთს,თორე ბოულინგის სათამაშოდ არ ვიცი მაგრამ აი თქვენს ქელეხში მოსვლა კი მოგვიწევს!-ღიმილით გბითხრა და ალექსანდრეს აეკრო.ორივემ დავაიგნორეთ ელენეს კომენტარი და სიჩუმემაც დაისადგურა.
გაჩერებული მანქანით მივხვდი,რომ დანიშნულების ადგილზე მოვედით.მანქანიდან გადმოვედი და უკან მივყევი ელენეს.იქ შესულებმა წესისამებრ მოვირგეთ ფეხსაცმელები:
-დამიანე შენი ზომა ფეხსაცმელი აქვთ?-გაეხუმრა ალექსანდრე და ვითომც არაფერი ისე გააგრძელა ფეხსაცმლის ჩაცმა
-ჯაფარიძე ნუ ცდი ჩემ მოთმინებას!
-თქვენც ნუ დაჭამთ ეხლა ერთმანეთს!-თქვა და კმაყოფილი გაიმართა წელში.მეც მოვირგე ფეხსაცმელი და ოთხივე წავედით სათამაშოდ.
-მოდი ორი-ორზე ვითამაშოთ-კიდევ ერთი იდეა დაებადა ალექსს
-მე და ელენე და შენ და თაია-მიმართა დამიანეს და ბურთი ხელში აათამაშა
-კარგი,მოდი!-დაეთანხმა დამიანე და მე შემომხედა:
-ნუ წამაგებინებ და ამის ყბაში ნუ ჩამაგდებ!-გამიღიმა და მეც დაბნეულმა დავუქნიე თავი
-პირველები ვართ!-უცებ წამოიძახა ელენემ და ბურთი ძლივს აიღო ხელში
-უიმეე,რა უბედურებაა,ბურთია თუ ლოდი?-უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა და ძლივს ისროლა.კეგლის ნახევარი წაიქცა ფა გახარებული ელენე ალექსანდრეს მიუტრიალდა
-ჩემი ნიჭიერი!ახლა ჩემი ჯერია.დამიანე მიყურე და ისწავლე!-თვალებმოჭუტული შეხედა,ბურთი ისროლა და ყველა კეგლი წააქცია.კმაყოფილი სახით მოტრიალდა და ორივეს ,,მტრული მზერით” შემოგვხედა.დამიანემ ტუჩის კუთხე ჩატეხა,თავი გააქნია და ჩემსკენ შემოტრიალდა:
-წესებს ალბათ მიხვდი.ბურთი ისე უნდა ისროლო რომ ყველა კეგლი წაიქცეს!-მიყურებდა და თან ბურთს იღებდა .ისროლა და მანაც ალექსის მაგავსად ყველა კეგლი წააქცია.ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა:
-შენი ჯერია!
-ხო მაგრამ როგორ ვისროლო ბურთი?-დაბნეული თვალები მივანათე და კუთვნილი ადგილი დავიკავე.
-ღმერთო ჩემო!-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და ზურგიდან ამომიდგა
-აიღე ბურთი!-მეც დავემორჩილე,ლურჯი ბურთი ავიღე და შემდეგ მითითებას დაველოდე.
-ბურთი ოდნავ წინ გაწიე,შუაში დაუმიზნე და ისროლე.ხელები დამადო და ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა,თვალები დავხუჭე,მისი მხურვალე თითები ჩემს ხელებზე ამოუცნობ გრძნობას იწვევდა და დადებით მუხტებს აგზავნიდა სხეულში.ფიქრებიდან მისმამ ხმამ გამომიყვანა:
-სამ თვლაზე ისროლე!-ოდნავ დახშული ხმით მითხრა და თვლა დაიწყო.სამ თვლაზე ბურთი ვისროლე.მომლოდინე თვალებიივანათე ბურთს და შენდეგ დავინახე როგორ წაიქცა ყველა კეგლი.ისე გამიხარდა,თითქოს მსოფლიო ჩემპიონი მომეგოს.აღფრთოვანებული მივტრიალდი დამიანისკენ და გახარებული ჩავეხუტე.გაეღიმა,თაიას ბავშვურობაზე გაეღიმა და მოზღვავებული სიამოვნება იგრძნო.გოგონა მალევე მოშორდა როგორც კი თავისი მდგომარეობა გაანალიზა:
-ბოდიში!-თავი დავხარე და ლოყები სირცხვილისაგან ამიწითლდა.
-პირველი ცდისთვის კარგი იყო!-დააიგნორა ჩემი კომენტარი და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მადლობა!-გავუღიმე და ელენესკენ მივტრიალდი.
-თაია,აბა თამაში არ ვიციო?მაგას მიმალავდი გოგო?-ისე მითხრა ელენემ თითქოს სახელმწიფო საიდუმლო დავუმალე,შემომხედა და გამიღიმა
-აქამდე არასოდეს მითამაშია,უბრალოდ კარგი მასწავლებელი მყავს!-გამეღიმა და დამიანეს შევხედე.მანაც გამომხედა,რაღაც სხვანაირად,ხო მისი თვალები რაღაც სხვანაირი იყო,არაამქვეყნიურად მწვანე,თბილი და სიყვარულით სავსე.


დიდი მადლობა ვინც კითხულობთ..თქვენ აზრს თუ დააფიქსირებთ დიდად გახარებული ვიქნები



№1  offline წევრი anuki15

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ყოველ თავს მოუთმენლად ველოდები მართლა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი WTF

anuki15
ძალიან მომწონს ეს ისტორია და ყოველ თავს მოუთმენლად ველოდები მართლა heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა <3 შევეცდები მალ-მალე დავდო ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent