ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული(ნაწილი 7)
ეკა ტიროდა და მოსთქვამდა უცებ მის უკან მდგარი თამთა დაინახა, ცრემლი უცაბედად მოიწმინდა და ეკლესიას უცაბედად მოსწყდა. -ეკა ეკა მოიცადე სად გარბიხარ? -თავი დამანებე შენი დანახვა არ მინდა. თამთამ ხელი წაავლო ეკას ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა ხელი დაუჭირა და თვალებში ჩახედა. -გამაგებინე რატომ გამირბი ადამიანო შენთან მოსვლა და დალაპარაკება მინდა შენი გამხნევება ნუთუ არ ვიმსახურებ იმას რომ მომისმინო! -არ მჭირდება შენი გამხნევება დაიკო, მაშინ სად იყავი როდესაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, როდესაც სიკვდილს ვნატრობდი და ცხოვრება აღარ მინდოდა, რატომ არ მოხვედი რატომ არ მიშველე, რატომ არ მითხარი ნუ გეშინია დაიკო მე შენთან ვარო, ხომ შეიძLებოდა რაიმე საქციელით მაინც გამოგეხატა შენი თანადგომა, გეგრძნობინებინა რომ შენთვის სულერთი არ ვიყავი, მაგრამ არა ყინულად იქეცი დაო რამდენჯერმე მეთვითონ მინდოდა შენთან მოსვლა და ჩემი გასაჭირის მოყოლა, მაგრამ შენ შენი საქმე გქონდა, ჩემი ძველი მზრუნველი დაიკოს ნაცვლათ ისეთი დიდი ყინულის მთა დამხვდა აის-ბერგსაც კი შეშUრდებოდა, შენ მე მაშინ დამკარგე ხოლო შემდეგ მაშომ მიპოვა, მიპოვა და იღლიაშI ამომიდო ნახმარი გაზეთივით იცი მასთან ურთიერთობა პროტესტიც კი იყო თქვენს მიმართ მინდოდა გამწარებულიყავით, ისეთივე სასოწარკვეთილები ყოფილიყავით როგორც მე მთელი ჩემი ბავშვობა და მოზარდობა, თუმცა საბოლოოდ ისევ ჩემს თავს ვავნე მაშომ კინაღამ დამღუპა, დიტომ რომ არა ახლა მკვდარი ვიქნებოდი... -გთხოვ შეწყვიტე! სასოწარკვეტილმა შეყვირა თამთამ იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ეკამ თითქოს ცოტაოდენი სიბრალული იგრძნო დის მიმართ თუმცა მასთან მისვლას ვერ ბედავდა თითქოს ფეხები მოეკვეთაო. -ეკუნა მაპატიე, გემუდარები მაპატიე, უფალს ვფიცავარ შენზე ძვირფასი არ მყავს არავინ გეფიცები დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მოგკიდებდი ხელს და საერთოდაც წამოგიყვანდი მაგ სახლიდან ვიმათხოვრებდი სულაც, მაგრამ აღარ გაყურებინებდი იმ საშინელ სცენებს მაპატიე ეკა მაპატიე დამიჯერე, მეც არანაკლებ გამიმწარდა ბავშვობა ჩვენი მშობლების წყალობით, მეცადინეობის და წიგნების წყალობით საშინელ რეალობას გავურბოდი, არ მინდოდა მეფიქრა იმ საშინელებაზე რაც ჩვენს სახლში ტრიალებდა, მაშინ ვერ მოვტვინე რომ შენც არანაკლებ გტკიოდა ის ძალადობა, გეფიცები დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ყველანაირად შევეცდებოდი შენთვის იმ ყოფის შემსუბუქებას, მაგრამ ერთი იცოდე ეკ იმ დღის შემდეგ რაც სახლიდან წახვედი ერთი წამი არ ყოფილა შენზე არ მეფიქროს, დიტოს სახლთან შორიახლოს დავდგებოდი და გიყურებდი ხოლმე... -მოიცა ანუ იცოდი დიტოსთან რომ ვიყავი მთელი ეს ხანა? -კიი იმ საღამოსვე დამირეკა დიტომ მასთან რომ წაგიყვანა, ვიცოდი ჩემი დანახვა რომ არ გინდოდა ამიტომ მას მივანდე შენი თავი მისგან ვიგებდი შენს ამბებს, ეკ კიდევ ერთხელ გემუდარები მაპატიე თუ შენთან მიმართებაში რამე შემშლია ეგოისტურად მხოლოდ ჩემი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი ეგოისტობით მომივიდა მაპატიე ჩემო ლამაზო გოგო! ეკა ცოტა ხანს უსმენდა შემდეგ კიდე თავი ვეღარ შეიკავა და დას გადაეხვია. ...... შემდეგ დები საავადმყოფოში გაემართნენ დიტოს სანახავად თავიდან ორივე ერთად იყო პალატაში შემდეგ თამთა გამოვიდა და ეკა მარტო დატოვა. ეკუნა დიტოს მიუახლოვდა დაიხარა და პირდაპირ ტუჩებში აკოცა, შემდეგ კი უთხრა: -ჩემი ცხოვრების აზრი ბრძანდები ბატონო დიმიტრი იცოდე არ გაპატიებ ჩემგან წასვლას, ასე არ გამწირო გევედრები, შენ გონს უნდა მოხვიდე და ჩემთან უნდა იყო შენი აზრები გამიზიარო, გპირდები თუ არ მიმატოვებ მთელი დარჩენილი ცხოვრება ისე მოგივლი როგორც განძს რადგან შენ მართლა იშვიათი განძეულობა ხარ, არ გიმსახურებ დიტო ვიცი არ გიმსახურებ რომ იცოდე რა საშინელ ცოდვაში მაქ ფეხი ჩადგმული, მაგრამ უფალს უკვე ვთხოვე ამ ყველაფრისთვის პატიება ახლა მთელი გულით მწამს რომ მე ერთ-ერთ მის გზააცდენილ მონა-მორჩილს არ გამწირავს და ერთადერთ იმედს არ წაართმევს ცხოვრებაში... ამ საუბარში იყო ეკა როდესაც დიტომ თითები გაანძრია. ამის დანახვაზე ეკას თითქოს ფრთები გამოესხაო, დიტოს მთელი ძალით ჩაეკონა შემდეგ კი დერეფანში გაიქცა და იქ მჯდომ თამთას ახარა: -გონს მოდის გონს მოდის!. ....... ქალბატონი ნინელი საკოსთან ერთად მაგიდასთან იჯდა როდესაც კარზე კაკუნი გაისმა, სალომე კარის გასარებად წავიდა და ცოტა ხანში ოდნავ შეშფოთებული სახით შემობრუნდა: -ქალბატონო ნინელი თქვენთან არიან! ამის თქმა იყო და ბატონი გივი გამოჩნდა, ქალბატონ ნინელის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. -მე დაგტოვებთ თუ შეიძლება! თქვა საკომ და სწრაფი მანძილით მოშორდა -საიდან გაიგე რო აქ ვარ? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს, კარგი რაა ნინელი არ გრცხვენიაა რა პატარა ბავშვივით გარბიხარ სახლიდან! მიუგო ბატონმა გივიმ მეუღლეს. -მქონდა მემგონი მიზეზი! -პირველად მოხდა ეგეთი ფაქტი თუ უკანასკნელად ამდენი წელი რით ვერ გაიგე ჩემი ხასიათი აქამდე პროტესტი არ გამოგითქვამს და ახლა უცებ სახლიდან გარბიხაარ? -უბრალოდ დავირალე გივი ყველაფერს აქვს საზღვარი! -კარგი რაა რითი დაიღალე ნინელ სიმთვრალეში ცუდი ხასიათი რომ მაქვს ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ არ მიყვარხარ! -შენ მაგას ცუდ ხასიათს ეძახიი, ძმაკაცების თვალწინ დამამცირე! -არც შენ იყავი მართალი ძმაკაცები მყავდნენ და ცოტა ნორმალურად უნდა მოქცეულიყავი. -არ დავბრუნდები! მტკიცედ თქვა ნინელიმ -კარგი ქალო რააა რაც არ უნდა ვიგინებოდე და ვირტყმეინებოდე ხომ იცი გულში სულ ცოლ-შვილზე ვფიქრობ ეს გარტყმაც ხანდახან სიყვარულის მანიშნებელიაა. ქალბატონმა ნინელიმ მზერა აარიდა ბატონი გივი მას მიუახლოვდა და რაც შეეძლო ალერსიანად მიმართა: -ჰო იცი მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი, ჩვენი ამბავი ზეცაშია გადაწყვეტილი, რაღაც უაზრო სცენის გამო ნუ დამაკარგინებ შენს თავს, ან მარტოს რა მეშველება! ქალბატონი ნინელი არაფერს არ პასუხობდა. -თან ხალხის აზრიც გაითვალისწინე რას იტყვიან ამდენი წლის შემდეგ ეს ტუტუცი ქალი რამ გააქცია სახლიდან აქამდე რაა არ იცოდა თავისი ქმრის ხასიათიოო, მიდი ეხლა ჩაალაგე შენი ბარგი ბარხანა და წავიდეთ სახლში იქ არის შენი ადგილი და არა აქ. ქალბატონი ნინელი მორჩილად მიყვა და ცოტახანში ბარგის ჩალაგება დაიწყო. -მიდიხართ?იკითხა გაკვირვებულმა საკომ. -კიი შვილო მეტს აღარ შეგაწუხებ. -კი მაგრამ თამთას რა ვუთხრა? -უთხარი მამამ მოაკითხა და სახლში წავიდაო ასე ჯობდაო, კარგად შვილო მადლობა მასპინძლობისთვის. დაბნეულმა საკომ ვეღარაფერი ვეღარ უპასუხა და მხოლოდ დაემშვიდობა. ქალბატონი ნინელი ჩემოდნით ხელშI მიყვა ბატონ გივის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.