შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 11)


26-10-2016, 12:20
ავტორი Salivan
ნანახია 3 846

მომდევნო დღეს მარიტას ხითხითმა გამაღვიძა. გვერდით მეწვა და თმებით მიღუტუნებდა, მერე კიჩემს მძინარე რეაქციებზე იცინოდა.
- რა უქენი ჩემს ძმას ასეთი რომ ტელ ოჯახს შენს ჭკუაზე დაგვარბენინებს? - მეკითხება ნახევრად მძინარეს და ჩემს რეაქციაზე ხარხარს იწყებს. - დილით უთენია წამომაგდო და შენი ნივთები ჩამაბარა. არ შეუშვა ძველ ოთახში განერვიულდებაო. და მისი დალაგება ბრძანა. აქამდე ხელს არ გვაკიდებინებდა.
- რომელ ოთახზე ამბობ მარტი? - ინტერესით ვეკითხები და იდაყვებზე ვიწევი.
- შენს საძინებელზე. არ ყოფილხარ იქ რაც დაბრუნდი? - მეკითხება გაოცებული და საწოლზე ჯდება. უარის ნიშნად თავს ვაქნევ და კიდევ უფრო დაძაბული სახით შევყურებ. - არაფერია თი. არ ღირს სასაუბროდ. მიდი გაემზადე და სალონში წავიდეთ.
მაგრამ მისი სიტყვები ვეღარ მაკავებს. ფეხზე ვხტები, სარამურის ამარა ოთახიდან გავრბივარ და ძველი საძინებლის კარებს ვაღებ.ნანახით გაოგნებული უკან ვიხევ და პირზე ხელს ვიფარებ. ოთახში ყველა ნივთი დალეწილია. ფარდები ჩამოყრილი და ჩემი ტანსაცმელი დაგლეჯილი.
- რომ წახვედი იმ დრეს რაღაც მოხდა. არავინ ვიცით. არც გვეუბნება. გიჟს გავდა. ვერ გავაჩერეთ. მერე აქ ამოვარდა და ყველაფერი დალეწა. აქამდე ხელს არ გვაკიდინებდა. ამ დილით კი რა ეტაკა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მართას უთხრა მოიყვანე მუშები და ოთახი გაანახლეთო. სანამ სოფელში წამოვიდოდა ამ ოთახში ათენებდა ღამეებს. ალექსანდრეც მანდამაინც მაშინ წავიდა და დარჩა სულ მარტო ანდია. ვერავინ ვეხმარებოდით. არც გვეუბნებოდა მიზეზს, თან ლაპარაკიც აგვიკრძალა ამაზე და ვართ ჩვენც ჩუმად.- თავჩახრილი მიყვებოდა მარიტა და ჩემს ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.
- კი მაგრამ ასე როგორ შეიძლება? აქაურობას ას ერჩოდა?- გაცოფებული გამოვრბივარ ოთახიდან და უკნიდან მარიტას ხმა მეწევა.
- წუხელაც აქ ეძინა. იჩხუბეთ?
- ახლა არა მარტი გთხოვ.- ჩვენს ოთახში შევრბივარ. პირველად ვიღებ მობილურს ხელში და პირველად ვრეკავ ანდრიასთან.
ორი ზარის შემდეგ მისი დაძაბული ხმა მესმის და წამიერად ვინაბები. ტელეფონითაც კი თავბრუს მახვევს. საშინლად მამაკაცური ხმა აქვს, მის აზროვნებასა და სხეულზე რომ არაფერი ვთქვათ.
- გისმენ თინია - მპასუხობს და მალევე ისევ მეკითხება - მოხდა რამე? თინია მიპასუხე.
- ხო მოხდა - მაწვება ისევ ბრაზი და ჩხუბზე გადავდივარ პირდაპირ. - იმ ოთახს რას ერჩოდი? გამაგებინე ჩემი ნივთების განადგურებით მოირჩინე იარები? - ვეკითხები ირონიულად და წამიერად მიცხრება ბრაზი, მისი სევდიანი ხმის გაგონებისთანავე.
- ვერა - მპასუხობს ჩახშული ხმით.
- რატომ რჩები იმ ოთახში? ყველამ იცის ამის შესახებ. უკვე მეც. შენ ყველაფერი გეპატიება, მე კი იოტის ოდენასაც არ მპატიობ. არც მალაპარაკებ. თავის მართლების უფლებასაც არ მძლევ. ხოდა იცხოვრე მაგ ტყუილში რომელისაც ასე ძალინ გჯერა. მეტად მე ნაბიჯს არ გადმოვდგავ შენსკენ. არაფერი მჭირს თავის სამართლებელი და მაინც მე მიწევს ყოველთვის თავის მართლება. მე მეტად აღარ შემიძლია ასენცხოვრება- ვუყვირი ტელეფონს და გათიშულს გვერდით ვაგდებ. ანგრეულ საწოლზე გვერდულად ვვარდები და ოთხად ვიკეცები. „დავიღალე ბებო“ ვეჩურჩულები ცარიელ ოთახს და ბალიშს ვეხუტები.
გარკვეული დროის მერე საძინებლის კარები იღება და ვიღაც შემოდის. არ ვირხევი, ჩათვლის რომ მძინავს და შემეშვებათქო, ვფიქრობ და ფშვინვას ვიწყებ.მაგრამ ის ვიღაც ჩემზე ჯიუტია. რაც უფრო მიახლოვდება, მეტად ვრწმუნდები რომ ანდრიაა. საოცარი სურნელი ასდის ამ ბიჭს. საწოლზე გვერდით მიჯდება, ისე რომ ზურგით ჩემს მუხლებსა და მუცელს ეხება. მაინც არ ვირხევი. ასე ზის რამოდენიმე წუთის განმავლობაში და მეც ჯიუტად ვაგრძელებ ძილს.
- მომზადებას არ იწყებ? - მეკითხება მშვიდად. „არათქო“ თავით ვანიშნებ და თვალებს მაინც არ ვახელ.
- გინდა უფრო მეტად დავძაბოთ ურთიერთობა და ვიჩხუბოთ? - მეკითხება და ვხვდები რომ მიყურებს.
- რომელი ურთიერთობა? - ჩურჩულით ვეკითხები და თვალებს ვახელ. ღრმად ისუნთქავს ჰაერს, ტავს უკან ხრის და სწრაფად დგება.
- ის წამიერი სისუსტე იყო. მსგავსი არასდროს მომსვლია ჩემს ცხოვრებაში და არც მოხდება მეტად. ყველა ნივთი ადგილზე დალაგდება. ყველაფერი ისე იქნება როგორც დატოვე. მაგრამ დრეიდან ჩვენ აქ აღარ ვიცხოვრებთ. ხვალ როცა დაღლილობა გადაგივლის და ძალაზე მოხვალ, იმიტომ რომ დღეს წვეულებაზე წავალთ, ბარგს ჩავალაგებთ და ჩვენს სახლში გადავალთ საცხოვრებლად.
- მე ის ოთახი და ნივთები სულ არ მაინტერესებს. გეკითხები რას ელი ჩემგან და რატომ ხარ ასე გულგრილი. ან ამ ტყუილში ცხოვრება ძაან მოგწონს? ერთხელ მაინც როგორ არ მკითხე რატომ წავედი მაშინ. ან რატომ ვიტირე. - გაცხარებული გავყვირი და საერთოდ არ ვუსმენ მის სიტყვებს, რომ ჩემს სმენას ორი სიტყვა ხვდება „ჩვენი სახლი“. - რა თქვი? - ვეკითხები გაოცებული. - რომელ სახლში? - გაყინულ ხელებს ვისრისავ და ვგრძნობ როგორ მეპარება შიში. შიში იმისა რომ იქ შეიძლება სულ მარტო მომიწიოს ცხოვრება.
- სახლი ავაშენე ჩვენთვის მას შემდეგ რაც დავქორწინდით. მზადაა რახანია, მაგრამ აქამდე არ გადავდიოდით შენი მდგომარეობის გამო. ველოდი როდის გამოკეთდებოდი. მაგრამ ახლა უკვე როცა ამდენი თვალი გვაკვირდება აქ ვეღარ დავრჩებით. იქ მოგეწონება ამაში დარწმუნებული ვარ. არც თამაში მოგიწევს და გპირდები რომ არც მარტო დაგტოებ.
დაბნეული საწოლის გადასაფარებელს უაზროდ ვათვალიეებს. არ ვიცი რა ვქნა.
- ასე ჯობია დამიჯერე- თბილად მირიმის და პულოვერს იხდის. უმკლაო თეთრი მაიკით რჩება და ცემს გაფართოვებულ თვალებზე ღიმილი ეარება. გვერდით მიწვება და ისე განაგრძობს საუბარს.
- ძალიან დავიღალე. ცოტას დავიძინებ. შენ კი მოემზადე ქვემოთ მარიტა გელოდება. რვაზე მზად უნდა იყო. - ბალიშს ისწორებს და ხელებს შლის. წამიერად მისი ხელი შიშველ ფეხზე მეხება და ისევ ვგრძნობ როგორ მირტყამს დენი. სასწრაფოდ ვაშორებ ფეხს და წამოდგომას ვცდილობ. ჯანდაბა, ახლა მახსენდება რომ მოკლე, თეთრი და საკმაოდ სექსუალური საღამური მაცვია. რათქმაუნდა მარიტას შერჩეულია, ჩემი გემოვნებით არაფერს მაყიდინებს.
ზეწარს ვექაჩები, მაგრამ უშედეგოდ. ანდრია აწევს ზემოდან.მისკენ ვაპარებ თვალს და დაჟინებულ მზერასაც ვაწყდები. ხელები თავქვეშ უდევს და ინტერესით მაკვირდება ჯერ მოშიშვლებულ ზურგსა და მერე სახეზე.
- ანდრია შეგიძლია გაბრუნდე? - ვეკითხები აწითლებული და თავში გეგმას ვსახავ როგორ ვაწამო მარიტა.
- მარიტას შერცეულია? - მეკითხება გაღიმებული და უფრო კომფორტულად ეწყობა საწოლში. აშკარაა არ აპირებს გაბრუებას.
- ხო - ნაწყენი ვპასუხობ და ზურგს ვაქცევ.
- აწი რამის ყიდვა რომ მოგინდება, მარიტას ნუ დაეკითხები აზრს და ნუ აარჩევინებ. ის იყიდე რაც შენ მოგწონს. სხვის აზრზე სიარული სულაც არ ნიშნავს მის სიყვარულს და პატივისცემას. ეს შენი სისუსტის მაჩვენებელია. ეს ყველაფერი ხომ შენ უნდა ცაიცვა. თუ არ მოგწონს რატომ ეტანხმები მარიტას არჩევანს? ჩამოყალიბდი და მერე გადაწყვიტე, ტყუილად ხარჯვას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. - სერიოზული სახით დაასრულა საუბარი და გვერდი იცვალა.
გასდომის პირას მყოფი ბუშტივით ვიყავი.კიდევ ერთი სიტყვა და იქაურობას მოვრწყავდი. მერე როგორც იქნა წელი ავითრიე, ხალათი მოვიცვი და აბაზანას მივაშურე. ცხელმა წყალმა გამომაფხიზლა და ენერგიაც შემმტა. საძინებელში დაბრუნებულს ანდრია ისევ ისე დამხვდა. ჩავთვალე რომ ეძინდა და უხმაუროდ დავიწყე საჭირო ნივთების შეგროვება. ბოლოს ჩუსტებიც კი გავიძვრე და ხელში ავიღე. ოთხიდან ჩუმათ გამოვიპარე და მარიტას გაჩახჩახებულ საძინებელში შევვარდი. ნამდვილი სილამაზის სალონი მოეწყო. ამ სალონში ქალბატონმა მაზებითა და სანელებლებით გამპოხა. თვოთონაც გაიპოხა და ერთსაათიანი ტანს ზელვის შემდეგ ჩაცმულ-დახურულები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სალონში გავქანდით.
უამრავი თმის პროცედურა ჩავითარეთ. მაკიაჟიც გავიკეთეთ და სასურველი ვარცხნილობებიც დავიყენეთ. ამ დღეს პირველად გავუწიე მარიტას წინააღმდეგობა და თმები ისე გავაკეთებინე როგორც მე მინდოდა. ოდნავი ტალღები მთელს სიგრძეზე. ჩემი გრძელი თმა ულამაზესი იყო, თან საოცრად ბზინავდა. აშკარა იყო ანდრიას სიტყვების ზემოქმედება ჩემზე. არადა მაშინ მეწყინდა და კინაღამ ვიტირე კიდეც.
ულამაზესი ვარცხნილობითა და მაკიაჟით - ჩემი მორთვა, წითელი პომადით დააგვირგვინეს. როცა სარკეში ჩავიხედე შედეგმა გამაოცა. ვერ ვიჯერებდი რომ ეს მიმზიდველი და ზედმეტად ქალური არსება მე ვიყავი.
შვიდი სრულდებოდა როცა სახლში დავბრუნდით. არავის დავენახეთ, ისე შევცვივდით მარიტას ოთახში. მისმა გაუთავებელმა ტიკტიკმა და ხუმრობებმა განწყობა გამიუმჯობესა და ცელქობის ხასიათზე მომიყვანა. მარიტას ვაწვალებდი და ამიტ უსაზღვრო სიამოვნებას ვრებულობდი. ის ისეთი წიწკინა იყო, ხანდახან მეგონა 9 წლის ბავშვი მეჩხუბებოდა.
ნახევარ საათში გახალისებულებმა კაბები გამოვალაგეტ და მეც სრული შოკი მივირე. აქამდე კაბა არ მენახა. ის ნამდვილი საოცრება იყო. უნაზესი და ჰაეროვანი. თითქმის სრულად გამჭირვალე და ზრაპრული ფერის. ერთადერთი რაზეც დავეჭვდი ეს მისი ძალიან ღრმა დეკოლტე იყო. პირველად შევაქე ჩემი თავი მარიტას არ დაჯერებაში. თმები რომ ამეწია ამ ჭრილს რა დაფარავდა.? კაბა ნამდვილად ახლაგაზრდა და ნაზი გოგონას შესაფერისი იყო.
ჩავიცვი და მარიტას დახმარებით ქამარი შევიკარი. ფეხებზე ხორცისფერი შპილკები მოვირგე, ესეც ანდრიას ნაყიდი და სამკაულების ყუთს დავწვდი.
- მარიტა ამას ვერ გავიკეთებ_ შეშინებული სასწრაფოდ ვხურავ ყუთს და მარიტას ხელში ვაჩეჩებ.
- კარგი რა თინ ნუ ბავშვობ. თუ გინდა დასაწნარებლად გეტყვი, რომ ბრილიანტები არაა. სვაროვსკის სამკაულებია, თუმცა არანაკლბ ძვირფასი. თან ნახე კლატჩიც რომ სვაროვსკის უყუდია. ნუ რა ბიჭი გყავს ხომ არ იცი რა. უნაკლო გემოვნება აქვს და არამხოლოდ სამკაულებში. დავამატებდი ქალბატონებშიც. -თმაზე მქაცავს მარიტა და გაბრაზებული განაგრძობს ქაქანს - აგეწია გოგო ეს თმები... უჰ რა სანახავი იქნებოდა შენი გულმკერდი...?! - მიბღვერს სარკიდან.
- მაგიტო მაძალებდი ხომ? - გვერდში ვჩქმეტ და დატალღულ თმებს წინ ვიყრი - კიდევ კარგი რომ არ დაგიჯერე.
კლატჩს ვიღებ, კარებს ვაღებ და მარიტას ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. ულამაზესია ცემი გოგო თეთრი გამოყვანილი მოკლე კაბითა და შავი შპილკებით. ნეტა რაში ანაღვლებს მოდა?! ვეკითხები საკუთარ თავს. მაინც ყველაფერი უხდება. მეღიმება მის ცელქობებზე და ჩუმად ვარებ ჩემი საძინებლის კარს.საწოლი ცარიელია. ოთახში ვიჭყიტები, არც იქაა ვინმე. ტამამად შევდივარ და ანგრეულ საწოლში ტელეფონის ძებნას ვიწყებ.
აბაზანის კარების ხმა მესმის, საწოლზე გადაწოლილი უკან ვიხედები და თითქმის შიშველ ანდრიას ვხედავ, როგორ იხვევას რუხ პირსახოცს წელზე და სულ არ იყურება წინ. სასწრაფოდ ვბრუნდები და ძლივს ნაპოვს ტელეფონს ხელს ვავლებ. ისაა უნდა წამოვდგე რომ ოთახში შუქი ინტება და მეც მოულოდნელობისგან ვცბები. ჯერ ჭარს შევყურებ მერე კი მის ამთებს. ჩამრთველზე ხელი გაშეშებია და თვალებგაფართოვებული მიყურებს. ძალიან არ მინდა მის სახეს მზერა მოვაშორო, მაგრამ სხეულზე მობრჭყვიალე წყლის წვეთები პირდაპირ მიხმობენ და შეხებას მოითხოვენ. თვალებს მის გამოწეულ მკერდზე მივასრიალებ და ერთ-ერთ ადგილიდან მოწყვეტილ წვეთს მოგზაურობაში მივყვები. ერთად გავდივართ დიაფრაგმის ხაზს, ექვსივე ბორცვს და ჭიპის ავლით ქვემოთ მივიჩქარით. იქ კი რუხი პირსახოცი გვშთანთქავს და მეც ისევ თვალებს ვუბრუნდები. უი რა ახლოსაა, ვიცხადებ გონებაში და თრთოლვას ვიწყებ. მისი ნოტიო ხელები ყელზე მეხება და კაბის ჭრილისკენ მისრიალებს. მთელი სხეული მიხურს. იმ ადგილებზე კი სადაც მისი სუნთქვა მეცემა წვას ვგრძნობ. თვალებს მის ხელებს მივაყოლებ, მერე კი სახისკენ მივიწევ. მის სველ და წითელ ტუჩებზე მიშეშდება მზედა და ძლივს ვყლაპავ ნერწყვს. რაღაც მაწუხებს, ჰო უჰაერობა. სასწრაფოდ ვარებ პირს და ხარბად ვისუნთქავ ჰაერს, რომ მიმწოდებელი საბადო მეხურება და ანდრიას ხელებში მომწყვდებული მეც გაშმაგებული ვპასუხობ კოცნაზე. ხელებს სველ თამში ვუცურებ და კიდევ უფრო ვქაჩავ. „თინიაა“ ჩუმად ბუტბუტებს ანდრია და მის თვალებში დაოუკებელ ვნებას ვხედავ. ისევ ვექაჩები ჩემსკენ და დაბერილ ტუჩებს საკოცნელად ვუშვერ. ანდრია კაბის ერთ მხარეს ბეჭზე მიაცურებს, იხრება და სველ კოცნებს მიტოვებს მთელ ყელზე. ის ისაა ისევ ტუცემზე უნდა დამაცხრეს რომ საძინებლის კარზე ჯერ კაკუნის ხმა ისმის მერე კი მარიტას ხმა „შემოვდივაარ“ და ქალბატონი უცერემონიოდ იჭყიტება ოთახში.
- ხელს ხომ არ გიშლით? - თვალებზე ხელაფარებული შემოდის და მეც ანდრიას გარინდებული სასწრაფოდ ვისწორებ კაბას და თმებს.
- არა მარიტა ხელს არ გვიშლი - მობეზრებულად პასუხობს ანდრია და გარდერობის კარადას აღებს.
- რა არის ბიჭო ეს? - მოულოდნელად გაყვირის მარიტა. - ცოტა ვერ მოითბინე? ღამემდე მაინც. მოგიჭამია მთელი პომადა. მხეცო - საყვედურობს ძმას და პომადის მოსატანად ოთახიდან გადის.
მოლოდინით მივჩერებივარ ანდრიას ველოდები როდის მეტყვის რამეს. სარკიდან ხედავს ჩემს სახეს და ოხვრიტ ბრუნდება.
- მაპატიე თინია. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ისეთი ლამაზი ხარ რომ ტავი ვერ შევიკავე. მსგავსი რამ მეტად არ განმეორდება- კიდევ რარაცის თქმას აპირებს მაგრამ ოთახში მარიტა შემორბის და მის დატუქსვას განაგრძობს.
- დიახაც არ განმეორდება. ყინული უნდა დავადო ბავშვს ტუჩებზე, როგორი დასიებული აქვს. რამ გაგაგიჟა ბიჭო? - ანდრია მის სიტყვებს ყურადღებასაც კი არ აქცევს და სევდიანი თვალეით მიყურებს. მე თვალები ცრემლებით მევსება და მარიტას გამოწვდილ ხელს სახეს ვარიდებ.
- მე თვითონ მარტი- პომადას ვართმევ და ოთახიდან გავდივარ.
ქვემოთ ჩავდივარ და მთავარი გარდერობის კარებს ვაღებ. თეთრ მოკლე პალტოს ვიღებ და სარკის წინ ვინაცვლებ.
- მე მოგეხმარები პატარა - მოულოდნელად მეჩურჩულება ანდრია და პალტოს მეცმევს. ნერვები მეშლება, წეღანდელი გამოხტომის მერე როგორ ბედავსთქო. გაბრაზებული ვბრუნდები მისკენ და მისარები ოთახის კარებიდან მომზირალ მარინას და ბესოს ვაწყდები.
- მადლობა ტკბილო- არც მე ვრჩები ვალში საყვარელ მეუღლეს და ფეხის წვერებზე აწეული იქ ვკოცნი სადაც ვწვდები - ნიკაპზე. თამაში გინდა ხოდა მიიღებ. ვიბოღმები და საყეს ვაყენებ.
- თინია დედიკო რა ლამაზი ხარ.- მესმის მარინას შეკივლების ხმა და ბედნიერი ღიმილი მიპობს ტუჩებს. - არ მჯერა რომ ეს ზრაპრული არსება ჩვენი მუდამ სევდიანი თინიაა. - მოსიყვარულე სახით მიყურებს და ანდრიას ხელს ვგრძნობ წელზე. როგორ მეხვევა და მისკენ მიმასრიალებს. „შემეშვი“ ვფიქრობ და სწრაფად ვაბრუნებ თავს მისკენ. იქ კი მის ტუჩებს ვაწყდები და ვირინდები. აშკარად ლოყაზე უნდოდა კოცნა, მაგრამ გეგმები ჩავუშალე. ასეც მოგიხდება, ვიქადნები გონებაში და ამდროს თვითონ ვადნები ხელში.
- კიდევ? - ისმის მარიტას გაავებული შეძახილი და სასწრაფოდ ვაშორებტ ერთმანეტს სახეს. ახლა ყველა მარიტას მისცერებია და აქებს. მე კი სარკეში ვიყურები და თმებში ვმალავ აწითლებულ სახეს.
ერთ-ერთ ლამაზეს შენობასთან ჩამოვდივართ. გარეთ ყინავს მგონი ისე ცივა. პალტოზე მაგრად ვიჭერ ხელებს და შენობაში შევრბივართ. კაბა ისეთი თხელია რომ სრულად მეყინება ფეხები. ბრაზმორეული ვიხედები ანდრიასკენ და მის მზერას ვაწყდები, როგორ მშიერი თვალებით ათვალიერებს ჩემს სხეულს. საძაგელი, არადა რომ კითხო არ უნდა ცემთა. ნუ უნდა. არაფერს მოვთხოვ. სანამდე გაძლებს მაგასაც ვნახავ. ისევ ვიქადნები გულში და მის გამოშვერილ ხელს ჩემსას ვაგებებ.


როგორც შეგპირდით ვდებ მომდევნო თვს. მედი მაქვს შემოგირიგებთ და თქვენს კეთილგანწყობასაც დავიმსახურებ. ძალიან ნუ გამკიცხავთ. რომ დავაჩქარე მოვლენები ადრეა დამტავრებაო, გავახანგრძლივე და წელავო. ერტს გთხოვთ, ენდეთ ცემს გადაწყვეტილებას და თუ მოგწონთ ჩემი ისტორია უბრალოდ მიყევით. რაც მთავარია არ დაიშუროთ თქვენი აზრები და შეხედულებები. ცემთვის ყველა ძვირფასია. მიყვარხართ
პატივისცემით სალი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ ძაან მაგარი თავი იყო.ანდრია უნდა გავტეხოთ რაააა.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Kiki )))

დზედზააა როგორმიყვარხარ შენხო არიციჩემო შოკოლადკა ♥♥♥ ვაიიიესრაკაიი თავი იყო...იმდენიი ემოციებით ვიმუხტები რომრამისაა ავფეთქდე ხოლმე♡♡♡ დზედზაა გამიმწარა სიცოცხლეე ამ გოგომ თუეუბნევაა უთხრას კაცო ბოლომდე რას ბლუყუნებს.. ვაიჰ მართლა რაკაიი თავი იყოო ერთიანად დავიმუხთე დადებითი ემოციებით მაგრამ ნერვები რომარ დამაწყვიტო ხომარ შეგიძლია შენ .... ამკიდებ ნერვოზს და მერე დისვენებ.... დზედზაა რამდენი ვილაქლაქეე გამაჩერე ხოლმე თორემ მეკიარ გავჩერდები.. : ხოდა რასვამბობდიიი მოკლედდ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე და შენზეხო საერთოდ ვაფრენნ... ♥♥♥ ველოდები ახაალ და დიდ თავს ისეთს რომ ემოციების ფეიერვერკი იყოოს... ♥♥ მიკაქალლ.. ♥

 


№3 სტუმარი NINAKA

Dzaloan kargia,ukomentarod

 


№4 სტუმარი makako

Aurakargia istoriac dashenv mesruliad vendobi shens gadawkvetilebas

 


№5  offline აქტიური მკითხველი select

ვაჰმეე ეს რა იყოო მმარიტას კომენტარებზე გულიანად ვიცინე მაგრამ ნევები მაინც მეშლება რას ჯიუტობს ერთი ჰა?! უთხრას რა მოხდებაა ერთი სული მაქ როდის ეტყვის და მერე ანდრეას სახეე უჰჰ რა კაი იქნებაა იმედია დიდხანს არ გვალოდინებ მალ მალე დადე და უფრო მაგარი გოგო იქნებიი kissing_heart heart_eyes

 


№6 სტუმარი nia

Zaaan momwons

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი თავი იყო, მაგრამ დაინდე ეგ გოგო ცოდოა რა.

 


№8  offline წევრი Just give me a Hand . . .

როგოორ მოომწონს heart_eyes მალე დადე რა შემდეგი

 


№9  offline წევრი Salivan

La-Na
უჰ ძაან მაგარი თავი იყო.ანდრია უნდა გავტეხოთ რაააა.

მადლობა ლანა. მალე დავიმორჩილებთ ანდრეასაც.

Kiki )))
დზედზააა როგორმიყვარხარ შენხო არიციჩემო შოკოლადკა ♥♥♥ ვაიიიესრაკაიი თავი იყო...იმდენიი ემოციებით ვიმუხტები რომრამისაა ავფეთქდე ხოლმე♡♡♡ დზედზაა გამიმწარა სიცოცხლეე ამ გოგომ თუეუბნევაა უთხრას კაცო ბოლომდე რას ბლუყუნებს.. ვაიჰ მართლა რაკაიი თავი იყოო ერთიანად დავიმუხთე დადებითი ემოციებით მაგრამ ნერვები რომარ დამაწყვიტო ხომარ შეგიძლია შენ .... ამკიდებ ნერვოზს და მერე დისვენებ.... დზედზაა რამდენი ვილაქლაქეე გამაჩერე ხოლმე თორემ მეკიარ გავჩერდები.. : ხოდა რასვამბობდიიი მოკლედდ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე და შენზეხო საერთოდ ვაფრენნ... ♥♥♥ ველოდები ახაალ და დიდ თავს ისეთს რომ ემოციების ფეიერვერკი იყოოს... ♥♥ მიკაქალლ.. ♥

საყვარელო სიტყვას გაძლევ რომ არ იქნება დანდობა და მოფრთხელა ისეთ თავებს გიმზადებთ სულ გაღიმებულებმა რომ უნდა ჩაიკითხოთ და ტანზე შეპარული თრთოლვა ძლივს დაიწყნაროთ. მიყვარხარ და მადლობა იმისთვის რომ ჯერ კიდევ მელი

NINAKA
Dzaloan kargia,ukomentarod

მადლობთ:)

makako
Aurakargia istoriac dashenv mesruliad vendobi shens gadawkvetilebas

მადლობა კიდევ ერთხელ, იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ :*

select
ვაჰმეე ეს რა იყოო მმარიტას კომენტარებზე გულიანად ვიცინე მაგრამ ნევები მაინც მეშლება რას ჯიუტობს ერთი ჰა?! უთხრას რა მოხდებაა ერთი სული მაქ როდის ეტყვის და მერე ანდრეას სახეე უჰჰ რა კაი იქნებაა იმედია დიდხანს არ გვალოდინებ მალ მალე დადე და უფრო მაგარი გოგო იქნებიი kissing_heart heart_eyes

აუცილებლად დავდებ დღესვე. ასეთ საყვარელ მკითხველს როგორ ვაწყენინებ. მადლობა და ცოტაც მოითმინე. მალე ყველაფერი დასრულდება.

lalita
კარგი თავი იყო, მაგრამ დაინდე ეგ გოგო ცოდოა რა.

ეგ გოფო შტერუკაა და ვერ ხვდება რომ ხმის ამოღების უფლება აქვს. ანდრიას ზედმეტი რიდი აქვს. მაგრამ მალე გავაძლიერებ და სიმართლესაც ვათქმევინებ.

Just give me a Hand . . .
როგოორ მოომწონს heart_eyes მალე დადე რა შემდეგი

აუცილებლად საყვარელო. მადლობა შეფასებისთვის :*

 


№10  offline აქტიური მკითხველი select

Salivan
La-Na
უჰ ძაან მაგარი თავი იყო.ანდრია უნდა გავტეხოთ რაააა.

მადლობა ლანა. მალე დავიმორჩილებთ ანდრეასაც.

Kiki )))
დზედზააა როგორმიყვარხარ შენხო არიციჩემო შოკოლადკა ♥♥♥ ვაიიიესრაკაიი თავი იყო...იმდენიი ემოციებით ვიმუხტები რომრამისაა ავფეთქდე ხოლმე♡♡♡ დზედზაა გამიმწარა სიცოცხლეე ამ გოგომ თუეუბნევაა უთხრას კაცო ბოლომდე რას ბლუყუნებს.. ვაიჰ მართლა რაკაიი თავი იყოო ერთიანად დავიმუხთე დადებითი ემოციებით მაგრამ ნერვები რომარ დამაწყვიტო ხომარ შეგიძლია შენ .... ამკიდებ ნერვოზს და მერე დისვენებ.... დზედზაა რამდენი ვილაქლაქეე გამაჩერე ხოლმე თორემ მეკიარ გავჩერდები.. : ხოდა რასვამბობდიიი მოკლედდ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე და შენზეხო საერთოდ ვაფრენნ... ♥♥♥ ველოდები ახაალ და დიდ თავს ისეთს რომ ემოციების ფეიერვერკი იყოოს... ♥♥ მიკაქალლ.. ♥

საყვარელო სიტყვას გაძლევ რომ არ იქნება დანდობა და მოფრთხელა ისეთ თავებს გიმზადებთ სულ გაღიმებულებმა რომ უნდა ჩაიკითხოთ და ტანზე შეპარული თრთოლვა ძლივს დაიწყნაროთ. მიყვარხარ და მადლობა იმისთვის რომ ჯერ კიდევ მელი

NINAKA
Dzaloan kargia,ukomentarod

მადლობთ:)

makako
Aurakargia istoriac dashenv mesruliad vendobi shens gadawkvetilebas

მადლობა კიდევ ერთხელ, იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ :*

select
ვაჰმეე ეს რა იყოო მმარიტას კომენტარებზე გულიანად ვიცინე მაგრამ ნევები მაინც მეშლება რას ჯიუტობს ერთი ჰა?! უთხრას რა მოხდებაა ერთი სული მაქ როდის ეტყვის და მერე ანდრეას სახეე უჰჰ რა კაი იქნებაა იმედია დიდხანს არ გვალოდინებ მალ მალე დადე და უფრო მაგარი გოგო იქნებიი kissing_heart heart_eyes

აუცილებლად დავდებ დღესვე. ასეთ საყვარელ მკითხველს როგორ ვაწყენინებ. მადლობა და ცოტაც მოითმინე. მალე ყველაფერი დასრულდება.

lalita
კარგი თავი იყო, მაგრამ დაინდე ეგ გოგო ცოდოა რა.

ეგ გოფო შტერუკაა და ვერ ხვდება რომ ხმის ამოღების უფლება აქვს. ანდრიას ზედმეტი რიდი აქვს. მაგრამ მალე გავაძლიერებ და სიმართლესაც ვათქმევინებ.

Just give me a Hand . . .
როგოორ მოომწონს heart_eyes მალე დადე რა შემდეგი

აუცილებლად საყვარელო. მადლობა შეფასებისთვის :*

კარგი ველი შემდეგს იმედი მაქ დამაკმაყოფილებ ანდა რა იმედი კაცო შენ ისეთი ხარ უეჭველი მაგარ თავს დადეებ წარმატებებიი <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე როგორ მეშლება ნერვები kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent