შემთხვევითი სიყვარული-ნაწილი 16
-აქ რაგინდა თორნიკე?-შევუბღვირე ყურებამდე გაკრეჭილ თორნიკეს. -არ დამეძინა. არ ვარ ამ სახლს მიჩვეული- მიპასუხა და ჭიქა წყალს შეუშვირა. -რაღაც შეიცვალე, არ გავხარ იმ თორნიკეს ადრე რომ ერთად ვთამაშობდით და მხოლოდ იმიტომ ვჩხუბობდით რომ მანქანებს ვერ ვინაწილებდით. -ჰო, შეიცვალა ის პატარა თორნიკე. აღარ ვარ პატარა. დიდი ვარ ხედავ?-და ჩაათვალიარა თავისი თავი-ხედავ, ადამიანები იცვლებიან. -გამიღიმა და წყალს დაეწაფა არმინდოდა კომპლიქტში გადაზრდილიყო ჩვენი საუბარი შევეშვი. უბრალოდ გავუღიმე და ოთახს დავუბრუნდი. -ტკბილი ძილი-მომაძახა კართან. ....................................................................................................... დილით ადრე ავდექი. ძალიან კარგ ხასიათზე ავდექი და უბედნიერესი ვიყავი, არვიცი რატომ -დილამშვიდობის მძინარე პრინცო-მივწერე იოს. -დილამშვიდობის მართლა მძინარე მზეთუნახავო, მე 2 საათის უკან ავდექი ჩვენში რომ დარჩეს -მომენატრე. -მეც , წამო მაგდონალდსში წავიდეთ, ვიცი რო ცოტა გოიმობაა გოგოს იქ დაპატიჟება მაგრამ იცი რამდენი ხანი არ ვყოფილვარ? -კაი წავიდეთ-ბედნიერებამ იმატა ჩემში. მახსოვს 2-3 წლის წინ დედას რომ მივყავდი თუნდაც მაგდლონალდში რა ხასიათზე ვდგებოდი, უბედნიერესი ვიყავი და ყველაფერს ვუჯერებდი რომ არ გადაეფიქრებინა. 2 წლის მერეც კი მივდივარ მაგდონალდში საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგრამ არა დედასთან. -როგორ ხარ-გადამკოცნა სადარბაზოსთან მდგარმა იომ -კარგად შენროგორხარ იო-ჩავეხუტე. -უძალიანმაგრესად-და დამეჯღანა.-ხო მანქანა სამწუხაროდ დღეს ჩვენ განკარგულებაში არ იქნება. თორნიკეს ვათხოვე. -არაუშავს, ფეხითაც კარგია სიარული.თან აქვეა. -ზუსტად-დამიდასტურა იომ და ხელი ჩამჭიდა-წავედით. -თორნიკე რას შვება? ხო არის კარგად?-დავარღვიე სიჩუმე და ვკითხე იოს -არის რა. ნორმალურად. ცოტა შეცვლილია მაგრამ გაუვლის. -ხო თან გაბრაზებულია გიაზე. -აუ ტელეფონი მათხოვე რა ერთიწუთი-შევეხვეწე იოს. -ჰმმ, თუ მაკოცებ კი -ხალხია იო-გამეცინა -მე არ დამიკონკრეტებია სად-თავი გააქნია- ესეიგი შენ ფიქრობ ხომ მაგაზე რომ ბიჭს აკ... ვეღარ მოვითმინე, აღარ დავამთავრებინე , მივვარდი და ვაკოცე. -მიდი კიდე რა-თვალებიდახუჭული ამოილუღლუღა იომ. -ცელქობ-თითი გავუქნიე და ტელეფონი გამოვართვი. -იო ეს არ თქვა ახლა რომ მე ვარ.-მივანიშნე მთავარ ფოტოზე სადაც მეძინა. -ა კი. გაიცანი ლიზაა ეგ ჩემი უსაყვარლესი შეყვარებული. -ეს როდის გადამიღეე-გამეცინა მე -გახსოვს ერთმანეთს სიყვარული რომ ავუხსენით და ჩვენს სახლში დავიძინეთ. რომ გავიღვიძე გეძინა და გადაგიღე. თუგინდა შევცვლი და აი.. ამ გოგოს ფოტოს დავაყენებ-მიანიშნა იქვე მდგომმ შავთმიან გოგოზე. -იყოს, ლამაზად ვარ-გავიბუსხე. -ლამაზად კიარა ყველაზე ლამაზად ხარ, შეხე ამფოტოში შენი კურნოსა ცხვირი მომწონს. იცი წრუწუნა რატომ დაგარქვი? -რატომ?-ისე რატომ არ ვკითხე აქამდე? -იმიტომ რომ როდესაც ნერვიულობ ცხვირი წრუწუნასავით გიცმაცუნებს. -ამმ, ცუდი შედარეება თქო ვერ ვიტყოდი-ჩემეცინა მივედით მაგლოდანლში -რას ინებებთ ჩემო პრინცესა?-მკითხა თავდახრით -რაც შენ ის მეც -გასაგებია-გამიღიმა და მოლარეს მიუტრიალდა. -მოკლედ-დაიწყო იომ-ორი ბიგ მაკი, ორი დიდი კოლა, ორი დიდი ფრი,-იო ხელს ვუჭერ მკლავზე და ვეჩურჩულები -რაამბავია.-იოანე ყურადღებას არ მაქცევს და აგრძელებს.-ორი მაკფლარი და ორი მილკშეიკი. -იოანე მოთოვა?-ვეკითხები ადგილის დაკავების შემდეგ -თუ მაგდონალდსში შეხვალ უნდა შეირგო-გამიღიმა და ბიგმაკს გემრიელად ჩაკბიჩა. -რა გიჟი ხარ-მივაძახე და კოლა დავლიე. იო ერთს მოკბეჩდა, შემომხედავდა და ენას გამომიყოფდა. უცებ ტელეფონს დავახტი და ფოტოს გადაღება დავუპირე. იომაც არ დააყოვნა და კამერას ენა გამოუყო. -ჩემი ბიჭი-ჩავიბუტბუტე და ფოტო გავადიდე. -შენი-დაიმანჭა და ბიგ მაკს ბოლო ლუკმა დაუგემოვნა. ასე ვერთობიდით ბავშვებივით მაგდლონალდში, ბოლოს როგორ იქნა გამოვედით. -მალე უნი მეწყება, იცი ვერ ვიჯერებ და მთელი ზაფხული ვამბობდი სკოლა მეწყება თქო, უბრალოდ არმჯერა რომ უნიში ვიწყებბ სწავლას.-შევკივლე. ჩემი შეკივლება და წვიმა ერთი იყო -რაა? ამ ზაფხულს რა წვიმა მოუნდა-ავბუზღუნდი მე -მზე პირს იბანს-გაეცინა იოს. -წამო გავიქცეთ დავსველდებით-ხელი მოვკიდე -აუუ იცი როგორმიყვარს წვიმა? იცი როგორ მომენატრე-ხელები გაშალა-არსადაც არ მივდივარ. მოიცა-ამოიღო ტელეფონი და სიმღერა ჩართო. -აუ როგორ გაკლია-დავეჯღანე და დავტრიალდი. ვიცინოდით, ერთმანეთს ფეხებით წყალს ვასხამდით, ვტრიალებდით უაზროდ და ვბავშვობდით. -გპირდები ლიზა, სულ ასეთი ბედნიერები ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე-შემომხედა იომ -ამის იმედი მაქვს-ვუთხარი და ჩავეხუტე. -ჩვენ ყველაზე გიჟი წყვილი ვართ-თვალი ჩამიკრა იომ -ყველაზე საყვარელი წყვილი-გამეცინა და ერთი წრეც შემოვარტყი იოს. ხალხი გიჟივით გვიყურებდა, სადღაც მირბოდნენ, თავს აფარებდნენ შენობებს, რომ არ დასველებუნიყნენ, კიმაგრამ რამოხდა? დასველდი? მიხვალ სახლში და გამოიცვლი. თუ „ტონა“ლური ჩამოგედღაპნება? არაფერს ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი. მეორედ ვეღარ მოვალ და ამიტომაც პირველი ცხოვრება მინდა ძალიან შევირგო. ამ მომენტებს ბოლომდე ვიყენებდი და ამ მომენტებით ვტკბებოდი. -წასასვლელი ვარ იო, ინგა გამიბრაზდება-ავბუზღუნდი. -კაი მიდი ჩემო სიცოცხლევ. სახლში ავედი. -გოგო რასგავხარ წადი გამოიცვალე-მომაშტერდა ინგა -კაი ჰოო-გამეცინა და ოთახში შევედი. მერე ინგას ტელეფონის ხმა გავიგონე. უპასუხა და რაღაცეებს ლაპარაკობდნენ. არმიმიქცევია ყურადღება. ცოტა გამოიდარა მაგრამ მაინც ცრიდა. -შეგიძლია გამოხვიდე პატარავ?-მომწერა იომ -რახდება იო? -არაფერი გთხოვ გამოდი -კარგი. გავედი და მანქანით დამხვდა, გამიღიმა -მოკლედ ჩაჯექი მანქანაში და გეტყვი. ჩავჯექი. ინგა ჩამოვიდა და ჩანთა მომცა -ბედნიერი მგზავრობა-ხელი დამიქნია -რა? რახდება იოანე სად მივდივართ?-დავიბენი -ბათუმში-გამიღმა და მანქანა დაქოქა. -რაა?-გამეცინა-ინგა დაითანხმე? -კი. ვუთხარი მალე სწავლა გეწყება თქო და ბოლო დღეები კარგად მინდა გავატარებინო თქო და დამათანხმდა. ვუი ხო ბოლოს დაამატა ჭკვიანად იყავითო-გაიკრიჭა იო -ვაიმეე-ავკივლდი-რამაგარია ბათუში მივდივარ-ხელები ავწიე და ბავშვივით დავიწყე ხტუნვა. 4 -5 საათი ვმგზავრობდით. -ჩამოვედით-გამაღვიძა იომ, თვალები მოვიფშვნიტე და ქათქათა ბათუმს გავხედე, მზე კაშკაშებდა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა. უცხოელების დასტა იყო. რუკებით ხელში გზას იკვლევდნენ, უაზროდ იკრიჭებოდნენ და იცინოდნენ, ზოგს სამსახურში მიეჩქარებოდა, ზოგს კი ზღვაზე. ზაფხულში აჯაფსანდალი ხდებოდა ბათუმი, მრავალფეროვნებას გადააწყდებოდი აქ. ბავშვებს ზაფხული უხაროდათ, დარბოდნენ და ერთმანეთს წყალს ასხამდნენ, არამარტო ბავშვებიც. ზაფხულში ყველა დიდი ბავშვს გავდა. სიცხისახან ქანცგაცლილი ძაღლებს ენა გადმოუყიათ და თავს იგრილებდნენ. -ულამაზესია არა?-შემომხედა იომ. -ულამაზესი-გავუღიმე და ფანჯარა ჩამოვწიე, ბათუმის სურნელი შევისუნთქე, ზღვის სურნელი. -წამოდი დავბინავდეთ-მითხრა და გზა გააგრძელა. -სად მივდივართ -სად გინდა? მე შერატონს ავირჩევდი, ძალიან მომწონს შერატონი, რამდენჯერმე ვყოფილვარ. -მე არვყოფილვარ,ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო. -ხოდა დღეს გაიგებ-თვალი ჩამიკრა და შეუხვია. შერატონში შევედით. ჩემი წარმოდგენა გამართლდა, ულამაზესი იყო -გამარჯობა, ორი ოთახი გვინდა.- მიუბრუნდა ადმინისტრატორს იო -სამწუხაროდ, ადგილები აღარ გვაქვს, მაგრამ დღეს მიდის ერთ ერთი ოთახის პატრონი და ერთი ოთახი განთავისუფლდება, დავჯავშნოთ ეს ოთახი? -ჰმმ-გახედა იომ ლიზას -რავქნათ?-მიუბრუნდა იო. -აუ არვიცი.. -კარგი ერთი ოთახი ავიღოთ და რამენაირად გავნაწილდებით. -ჰო კაი-გაუცინა ლიზამ -იყოს ერთი ოთახი. -ძალიან კარგი, დღეს 8 ზე ოთახი თავისუფალი იქნება-გაიკრიჭა ადმინისტრატორი. -დიდი მადლობა. -აუუ, აუცილებლად უნდა ვესტუმრო ჩემს ნათესავს, გახსოვს სოფლიდან რომ მოვდიოდით ნუცამ რომ დამირეკა ბათუმინდა რომ იეჭვიანე- და ტუჩები მომუწა -არ მიეჭვიანიაა-ხელი მიარტყა ზურგზე. -კაი კაი, წამო გაგაცნობ, ძალიან მოგეწონება, ორივე მოტიკტიკები არიან. გაუგებთ ერთმანეთს-ენა გამომიყო -მე და მოტიკტიკე?-ვიუარე მე-შორს ვართ-გამეცინა -ჰოო-ხელი შემომხვია და მანქანისკენ წავედით. -ლიკაა-შეყო თავი სახლში იომ -მარწყვოო-შესძახა ლიკამ და იოანესკენ გამოიქცა. -რამდენჯერ გითხარი მარწყვს ნუ მიძახი თქო-გაეცინა და ბიძაშვილს მოეხვია. -ჩემი მარწყვი, მარწყვი.-გასძახოდა ლიკა-ვუი გამარჯობა-შეამჩნია ლიზა და გაეცინა- შენ ალბათ ლიზა -დიახ-გავუღიმე-საიდან იცით ჩემი ვინაობა?-დავიბენი -იოანე გვიყვებოდა შენზე. ზუსტად, იოანეს ნათქვამი სწორი ყოფილა-შემოკრა ტაში-შემოდით შემოდით.-შმემოიპატიჟა სტუმრები სახლში. -როგორ ხართ, ნუცა სადაა, თეონა მამიდა სადაა , სადა ხალხი-მიმოიხედა იომ -სასკოლო საყიდლებზე წავიდნენ-უთხრა ლიკამ -შენ რატო არ წაყევი? -ხოიცი რომ ვერვიტან სკოლას, მეტი საქმე არმაქვს სკოლისთვის თავი შევიწუხო. ფეხსაცმელი ისეც ნაყიდი მაქვს, დანარჩენი სულერთია.-და კუთხეში მიანიშნა სადაც შავი თეთრში ფეხსეცმელები ეწყო. -ჰმ, შენ ზარმაცო. არ გიხარია სკოლა რომ მოდის?-დაეჭყანა იოანე ლიკას პასუხი არ გაუცია, უბრალოდ თვალები მოჭუტა და იოანესთვის ყველაფერი გასაგები გახდა. -კარგი კარგი-გაეცინა-რომელ კლასში გადახვედი? -9-ამოიბუზღუნა-როდის დავამთავრებ ამ დაწყევლილ სკოლას? იოანეს გაიეცინა -ნუცა? -ნუცა 11 -ძალიან კარგი, ისე ნუცა უფრო ადრე დაამთავრებს, რა ცუდია მარტო მოგიწევს სიარული სკოლაში-ენა გამოუყო იოანემ და ხელები აიფარა -უხ შენ დამპალო-უღრიალა და ბალიში გაუქნია. მათ კინკლაობაზე მეცინებოდა -ვააუ-შემოვარდა ნუცა-ჩემი მარწყვი მოვიდა, და მისი მარწყვიც მოუყვანიაა-გადაიხარხარა და იოანე გადაკოცნა, მერე ლიზასაც მიესალმა -გამარჯობა ლიზა, მე ნუცა ვარ იოს ბიძაშვილი, ძალიან კარგი გოგო ჩანხარ. -დიდი მადლობა. -მამიდა მოხვედიი?-შემოვიდა ოთახში თეონა -კი მამი როგორ ხარ?-გადაკოცნა მამიდა -კარგად მამიდა. -მოკლედ გაიცანით, ეს არის ჩემი შეყვარებული, რომ გიყვებოდით და რომ დაგპრიდით ჩამოგიყვნანთქო, აი შევასრულე პირობა. გაიცანი ლიზა ეს ჩემი ოჯახის წევრები არიამ -სასიამოვნოა -დაუკრა თავი ლიზამ -კარგი ნუ გრცხვენია, მოშინაურდი-გაუღიმა თეონამ -ხო, ჩვენთან რის გრცხვენია-ტაში შემოკრა ლიკამ გამეცინა, ისეთი თბილები ჩანდნენ, ადვილად დავუახლოვდი. მთელი საღამო ვლაპარაკობდით, უფრო დავაახლოვდით და გავიცანით ერთმანეთი. -კარგი ჩვენი წასვლის დროა მამი, აბა ჰე ნუცა შეხვედრამდე-გადაკოცნა იომ-ლიკა, მალე სკოლა იწყება-ენა გამოუყო და უკან გაიწია -ფუ შენ დამპალო გაეთრია ჩემი სახლიდან-გაუბღვირა და გაეცინა -დიდი მადლობა ყველასფრისთვის, ძალიან კარგი ადამიანები ხართ, დიდი მადლობა რომ თბილად მიმიღეთ. ნახვამდის-დაემშვიდობა ლიზა. -შენც ძალიან კარგი გოგოხარ ლიზა, წარმატებები ბავშვებო-დაგვემშვიდობა თეონა -ძალიან კარგი ნათესავები გყავს-გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე -ძალიან მოეწონე, მარიამიც უნდა გამოეცნო ადრე მაგრამ გადავიფიქრე, ვიცოდი რომ შემარცხვენდა, უკვე აცრუებული მქონდა მარიამზე გული. ახლა კი ყველაფერი კარგადაა.-გამიღმა და შუბლზე მაკოცა -ჩვენი ოთახი მზად იქნება-გავუღიმე -ხო წავიდეთ, თორე ძალიან დავიღალე. მივედით შერატონში, გასაღები მოგვცენ ოთახის. -რალამაზია-გავშტერდი ოთახის დანახვაზე და პირი დავაღე. იოანემ უბრალოდ გამიღიმა და ოთახში შემიპატიჟა. კედელზე მრგვალი დიდი სარკე ეკიდა. დიდი ფანჯრები და ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი. ფანჯრებზე კრემისფერი ფარდები. თაროებზე იდო ქოთანი, ვაზა, ყვავილები, ყველაფერი კრემისფრად ღაჟღაჟებდა.შუაში პატარა გაზეთის მაგიდა და ოთხი ულამაზესი სკამი. ულამაზესი იყო იქაურობა. ამოვლაგდით ბოლოს როგორც იქნა. -აუ ძალიან მეძინება,-დაამთქნარა იომ და თვალები მოიფშვნიტა-გადავივლებ და ცოტახანი დავიძინებ, შენ რას იტყვი? -მე მანქანაშიც მშვენივრად მეძინა.-ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი. -დაგელოდები სანამ არ გამოიღვიძებ. -კაი წრუწუნავ. სააბაზანოში შევიდა. გამოსვლისთანავე ლოგინში შეწვა და ჩაეძინა. ვუყურებდი და თავი ზღაპარში მეგონა. მე ვიყავი ჩემი ოცნების ბიჭთან ერთად ბათუმში შერატონში. ვუყურებდი მის გამოკვეთილ ტუჩებს, მის უალამზეს ცხვირს და მიკვირდა თუ რატომ ქონდა ჩემზე კარგი ცხვირი და ვიბოღმებოდი (რათქმაუნდა კარგი გაგებით) , მის გრძელ თითებს ვაკვირდებოდი და ვამაყობდი რომ ეს ჩემი შეყვარებული იყო. ყავა მოვიდუღე და აივანზე გავედი, შევცქეროდი ულამაზესს ბათუმს და ხედით ვტკბებოდი, ჩავფიქრდებოდი თუ რა გამოვიარე ამ 2 თვეში, ან საერთოდაც 1 წელში, რა შეიცვალა, რა მომაკლდა, რა მომემატა. უცებ უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. ხელები კისერზე მომხვიე და ყელში მაკოცა. -ჩემი გოგო-შემომხედა გაბრწყინებული თვალებით -ჩემმა სიცოცხლემ გაიღვიძა-გავუღიმე- რას ვაპირებთ ? უკვე მოსაღამოვდა. -წამო ზღვაზე. -ამ ღამე? 10 ია საათი-გავუცინე. -მერე რაა-გაეცინა.-იცი რამდენჯერ ვარ ასე გვიან ზღვაზე გასული? ბოლოს დამითანხმა და გიჟებივით ზღვაზე წავედით. ზღვა ულამაზესი იყო, წყნარი, მშვიდი, ზოგჯერ თბილი სიო ჩამოივლიდა ხოლმე.ერთი, ორი კაციღა შერჩენოდა ზღვის ნაპირს. იჯდნენ და ფიქრობდნენ ალბათ ცხოვრებაზე. კაბა გადავიძრე და საცურაო კოსტუმი შევისწორე. იოს გავხედე, მიყურებდა და ეღმებოდა -რაიყო?-გამეცინა -პირდაპირ ღვთაება ხარ-დამემანჭა , მოვარდა და ზურგზე მომაგდო, ზღვისკენ გაიქცა და წყალში ჩამაგდო -ფუ რა დამპალი ხარ-ამოვღვინტე და იოს ზურგზე მივახთი, მის ჩაღვინტვას ვცდილობდი მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ მოვახერხე. -ესეიგი ჩემი დახრჩობა გინდა?-შემომხედა სერიოზული სახით.-მაშ კარგი, კარგად.-და შორს ზღვაში გადახტა და ჩაღვინტა. გამეცინა მის დებილურ საქციელზე, ცოტახანი ველოდებოდი, მერე ეჭვი გამიჩნდა -იოო, კაი ამოდი არმინდა შენი დახრჩობა, ამოდი ჰაა ნერვიულობა დამეტყო ხმაზე -იოანეე, ნუ მაბრაზებ ამოდიი-გავბრაზდი არსად ჩანდა ძებნდა დავუწყე, -თუ მოტყუებ ვერ გადამირჩები იოანეეე.-დავიკივლე. უცებ ვიღაცის ხელი ვიგრძენი ფეხზე და ავხტი იოანემ ამოღვინტა და ახარხარდა -ფუ დამპალო , როგორ შემაშინე -ხომ გინდოდა მომკვდარიყავი? -კი მინდოდა-გამეცინა და ჩავეხუტე-არასდროს მიმატოვო. არასდროს. -გპირდები, გპირდები , გპირდები იმეორებდა უაზროდ. მთვარის შუქი გვინათებდა ზღვას, ღამით ულამაზესი იყო ზღვა. მხოლოდ მე და იოანე ვიყავით.უკვე ღამის 2 საათი იყო. -კაი წავედით-ვუთხარი -კაი რა ვიყოთ. -შემცივდაა-ავბუზღუნდი -კაი წამოდი წამოდი.-გაეცინა და მიმიხუტა. დაღლილები მივედით ნომერში. გამოვიცვალეთ. -მოკლედ ვინ სად წვება?-გაეცინა იოს. -მე ლოგინში და შენ რომელი გინდა აბაზანაში თუ სკამზე? -ლოგინში-ჩამიკრა თვალი და ლოგინში დაწვა.-ვსო დავიკავე ჩემი ადგილი, ახლა სადაც გინდა იქ დაწექი-და ენა გამომიყო. -კარგი ჰოო.-გამეცინა და სააბაზანოში შევედი. ისეთი კარგი იყო წყლის გადავლება კინაღამ იქვე ჩამეძინა. -თუგინდა მაქვე დაიძინე-შემომძახა იომ და გაეცინა -თუ არგინდა შენს გვერდით დავიძინო აქ დავიძნებ-გავუბრაზდი. -ჩემზე მეტად არავის უნდა შენს გვერდით დაძნება დამიჯერე-მითხრა და კარებს გაშორდა. -მიდი შედი -კაიი-აიღო ხალათი და სააბაზანოსკენ გაეშურა. ოთახში სუნამოს სუნი იყო, უკვე ვცნობდი ვისიც იყო. ისეთი კმაყოფილი ვიყავი დღევანდელი დღით რომ კინაღამ ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან -ვსო, შეგვიძლია დავიძინოთ?-ვკითხე დაღლილმა და ლოგინში შევწექი. -შეგვიძლია-მითხრა, გვერდით მომიწვა და ცხვირზე მაკოცა. -ძილინებისა-ვუთხარი ტკბილი ხმით და თვალები დავხუჭე. არაფერი უთქვამს მხოლოდ მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი, შემდეგ კი ჩამეძინა. .............................................................................................. ბათუმში ჩავედით თუარა შერატონში ოთახი დავჯავშნეთ .უცებ მოგონებები ამომიტივტივდა. .................................................................................. 2010/14 ივლისი -მა ხომ ლამაზია ბათუმი?-შემომხედა მამამ -კი მა, ლამაზია. ძალიან, ერთი სული მაქვს როდის წავალთ ზღვაზე-და თორნიკეს გავხედე.ისიც ბედნიერი იყო რომ ბათუმს ესტუმრა. -მა სად დავრჩებით?-ავხედე მამას. -მამიდაშენთან მამი, ხოიცი რომ ცალკე ოთახის ქირაობის ფული არ გვაქვს. -მა, იქ რომ დავრჩეთ?-მივანიშნე მაღალ ულამაზეს შენობაზე. -მა ეგ ახალი შენობაა. -და რა შენობაა? -შერატონი ქვია მა, ძალიან ძვირი ღირს მანდ დარჩენა, ერთხელაც გაიზრდები და ცოლთან ერთად ან თუნდაც მარტო მიხვალ მანდ, მე ამის იმედი მაქვს, შენ იმდენს მიაღწევ, მე შენი მჯერა. იოანე შეიშმუშნა, არეგონა თუ ამ სასტუმროში ოდესმე დარჩებოდა. ეს კი ოცნებად ექცა. .................................................................................................. 2016 მამიდასკენ გავეშურეთ. თბილად მიიღო ნათესავობამ ლიზა და ძალიანაც გამიხრდა. ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს. ჩემი ლიკუნა და ნუციკო ვნახე, ისე მომნატრებულან. სახლში წამოვედით თუარა ლოგინში ჩავწექი და ჩამეძინა. ცოტახანი მეძინა გამომიღვიძა თუარა ლიზას ზურგს მოვკარი თვალი. ყავას სვამდა და ხედს გადაჰყურებდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი ჩემი ოცნების გოგოსთან ერთად რომ ვიყავი. მერე ერთმა აზრმა დამარტყა თავში, ლიზას შევთავაზე ზღვაზე წავსულიყავით. დამთანხმდა და ღამის 10 საათზე ზღვისკენ დავეშვით. გაიხადა თუარა კაბა თვალი ვერ მოვწყვიტე, ულამაზესი ტანი. წვრილი ფეხები. ჩამეღიმა და გულში გავიფიქრე-რაც მთავარია ჩემი გოგოა და კმაყოფილად გავიღიმე ლიზა ზურგზე მოვიგდე და ზღვაში შევათრიე. გიჟებივით ერთმანეთსწყალს ვასხამდით. ჩვენებურად ვერთობოდით. უცებ ლიზამ ზურგზე შემომახტა და ჩემი დახრჩობა სცადა. გავეხუმრე და ვუთხარი ჩემით დავიხრჩობ თავს თქო და ჩავღვინტე. შორს გავცურე, მესმოდა ლიზას ძახილი, იოანე ამოდი არმინდა შენი დახრჩობაო. გავიღიმე და იქვე ამოვღვინტე უჩუმრად. ვუყურებდი ლიზას და მეცინებოდა. მის ნერვიულობაზე, მიძახდა სად ხარ ამოდიო. ჩავღვინტე და ფეხზე ხელი მოვკიდე. უცებ შეჰკივლა მაგრამ გაუხარდა მისი ბიჭი საღსალამათი რომ დაბრუნდა. შერატონში დავბრუნდით. ლიზამ გადაწყვიტა აბანავა და აბაზანაში შევიდა. გამოვიდა თუარა მის სილამაზეს ვერ მოვყვიტე თვალი, ხალათი ეცვა და მის ნატიფარი თითებით თმებს იმშრალებდა. ბოლოს ისე მოხდა რომ ერთად დავწექით. რათქმაუნდა ზედმეტი არც კი გამიფიქრია. უბრალოდ ისე მიყვარდა ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე. ლიზამ უბრალოდ გამიღიმა და ღრმად ჩაეძინა. ვუყურებდი მის ულამაზესს ტუჩებს, გრძელ წამწამებს,მის სუნს ვგრძნობ. მის თმებს ვეფერები, ჩემკენ ვიზიდავ ლიზას და ვეხუტები. როგორია ბავშვებოო? მოგწონთ თუუ:დ დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის, დამიჯერეთ თქვენვე ეხმარებით ასე ვთქვათ მწერალს თქვენივე თბილი კომენტარებით რომ თბილი ნაწილი შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.