შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -11- (დასასრული)


27-10-2016, 19:55
ავტორი sopiko
ნანახია 2 514

[თავი 11]
კარი ღია მხვდება. შესვლის შემდეგ უხმაუროდ ვკეტავ მას და ჩუმად მივიპარები ოდნავ განათებული მისაღებისკენ, მაგრამ შიგნით რომ შევდივარ, ჩემი ყოველნაირი ცდის უშედეგობაში ვრწმუნდები. შიოს ღვიძავს და ლეპტოპს მისჯდომია. მცირე სინათლეც მისი გამოსხივება ყოფილა. ისე ვაპირებ უკან გასვლას, არაფერი რომ არ ვუთხრა, მაგრამ თვითონ არ მაძლევს ამის საშუალებას.
-ლეა, მგონი აჭარბებ. რა იყო ეს გავარდნა და შუაღამისას მოსვლა?-ფეხზე დემონსტრაციულად დგება და ჩემკენ იძვრება.
მის შესაჩერებლად სხვა ვერაფერს ვიფიქრებ და სასწრაფოდ პასუხს ვცემ:
-შეგიძლია ხვალ შენც გავარდე და შუაღამემდე არ მოხვიდე.-მიუხედავად სურვილისა მშრალად თქმა მაინც არ გამომდის, რადგან ის კიდევ უფრო მიახლოვდება.
-ესე იგი სულ არ გაინტერერესებს მე სად ვიქნები და რას გავაკეთებ?-თვალებს სახესთან მიტანს და დამცინავად შემომღიმის.
-მოგწონს, რომ ჩემზე მოქმედებ, არა?-მის გამაგიჟებელ მზერას ვუსხლდები, ლეპტოპთან ვჩნდები და ერთი ხელის მოძრაობით ვხურავ მას.
ოთახში სიბნელე წვება.
-უკვე გვიანია, ლეა. ზედმეტად ხმაურიანად სუნთქავ. ნეტავ, რატომ?-ამის მოსმენასთან ერთად ვგრძნობ, როგორ მეფრქვევა თბილი ჰაერი კისერზე.
-ბრონხიტი მაქვს და იმიტომ. ნეტავ, რატომ?-მის სიტყვებს სასაცილოდ ვიმეორებ და ამით ვამხნევებ საკუთარ თავს. შეუძლებელია მისი გვერდით ყოფნა იუმორში გაატარო... იხუმრო და ასე ჩააქრო შენში აალებული ნაკვერჩხლები.-თათას აჭამე?
-რა?
უცებ შვებას ვრძნობ და ეს მახვედრებს, რომ შიო უკვე ჩემგან მოშორებით დგას.
-თათას აჭამე_მეთქი?
-არადა რა რომანტიული ვიყავი...-დანანებით ამბობს ის და შუქს ანთებს.
-მოიცა... სიბნელე, ქალი და მამაკაცი და რამე-რუმეებიო?-სკეპტიკურად მივუთითებ მის მცდელობაზე.
-რა? არ გამომივიდა?-შუბლს ჭმუხნის ის.
-მოდი, რომანტიული მხოლოდ მაშინ იყავი, როცა მიხვდები, რომ გიყვარვარ.-ვაბრეხვებ მოულოდნელად.
-მეც არა ვთქვი, რატომ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ქალი მიყვარს_მეთქი?-ბურდღუნებს მამაკაცი და წარბებს აცეკვებს.
-ამიტომაც შექმენი ასეთი რომანტიული გარემო!-საპასუხოდ ვაქილიკებ მას.
-და არ თვლი, რომ ეს სიყვარულის ახსნაა?-ჩემს შესამოწმებლად მხარზე ხელს მხვევს ის.
-სულაც არა.-თამაშში აყოლილი გრძნობების გაკონტროლებას ვახერხებ და ცერემონიული ნაბიჯებით მივემართები თათას ოთახისკენ.

შემდგომ დღეებში სახლში მოწყობასაც ვასწრებ და დედის მოვალეობების ათვისებასაც. მგონი ყველაზე მეტად დედობა მაშინ ყოფილა სასიამოვნო, როცა ახალბედა ხარ, ჯერ ვერაფერში ერკვევი და თავისთავად გასწავლის შვილი, თუ როგორ უნდა მოეფერო, აჭამო და დააძინო. ბევრი რამ მეშლება, ცუდად გამომდის, რაშიც შიოს დაცინვას ვიმსახურებ, მაგრამ სამაგიეროდ როცა ის თათას იავნანას საოცრად უნიჭოდ უმღერის, სიტყვებს ცვლის და ბანაობისასაც ლამის ახრჩობს, ჩემი სიცილის ჯერი დგება.
ნიცა დროებით თავისი ქალიშვილით ჩემთან გადადის საცხოვრებლად. შიოსთან შეთანხმების შემდეგ დას და მეუღლეს ერთმანეთი გავაცანი. იმდენად კარგად და უშუალოდ დაიწყეს ურთიერთობა, რომ გამიკვირდა კიდეც. არ ვიცი, სად იპოვეს ამდენი საერთო, მაგრამ ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ ერთ კონკრეტულ პიროვნებას ლეაც იცნობდა და შიოც.
მშობლებთან შეხვედრა კი სპონტანურად მოხდა. თათა თავიდნვე გავაცანი და როცა რამე მჭირდებოდა ბავშვთან დაკავშირებით, მაშინვე ის მესახებოდა გამოსავლად. ერთხელაც თათას სიცხემ რომ აუწია, შიოს შევუძახე, დედაჩემთან მივდივართ_მეთქი და აი, ასე გაიცნეს ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა ფიქტიური სიძე.
საერთოდაც კი ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე და შიო სულაც აღარ ვჭამდით ერთმანეთს, სიტყვა ფიქტიურსაც იშვიათ შემთხვევაში ვახსენებდით და სახლშიც არ გვქონდა აურზაური.
დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ თათა და შიო იყვნენ ჩემი სიმშვიდე და ჰარმონია. შიოსაც ვატყობდი, რომ მას შემდეგ რაც მუშაობა შიომ რომელიღაც ოფისში უბრალო თანამდებობაზე მოეწყო, სამსახურიდან შინ მოსვლა უხაროდა, დაღლილ სახეზეც კი მუდამ ღიმილი ჰქონდა გადაფენილი და განსაკუთრებით მაშინ ვატყობდი ბედნიერებას, როცა თათას ეთამაშებოდა და ეალერსებოდა.
რაც შეგვეხება კონკრეტულად მე და შიოს... ანუ ორ ზრდასრულ ადამიანს არაზრდასრული გრძნობებით, ვიტყვი, რომ გვძინავს სხვადასხვა ოთახებში, მას ცალკე, მე ჯერჯერობით თათასთან. დილით ადრე ვდგები და საუზმეს ვახვედრებ, რომლის მომზადებისასაც ჩემს თავს დიდ მონდომებას და სითბოს ვატყობ. როცა შაბათ-კვირას გამოუძინებლები ყავას ვსვამთ და უაზროდ ვიყურებით სხვადასხვა მხარეს, ვგრძნობ, რომ ის ჩემზე ფიქრობს და ასე და ამრიგად მეც მასზე მეფიქრება. შუაღამისას თათა ტირილით რომ იღვიძებს, მე საწოლიდან ვდგები და მის ლოგინზე ლამისაა ჩამომეძინოს, ვიღაც ზურგზე ხალათს მაფარებს, რომ აძაგძაგებული სხეული როგორმე დავიმორჩილო. იმას ვხვდები, რა თქმა უნდა, რომ ეს ვიღაცა შიოა და იმის გაფიქრებაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ, აღარც მცივა, აღარც მეძინება და სისხლიც თავისუფლად იწყებს მოძრაობას სისხლძარღვებში.
უკვე ვეღარ წარმომიდგენია, რომ შეიძლება სხვანაირად ვიცხოვრო...
შეიძლება სადღაც შორს არსებობდეს ლეა შიოსა და თათას გარეშე...
და მაინც... თუ ასეა, ესე იგი მას არასოდეს აუხედავს ღამით ცისკენ და ვარსკვლავებით მოჭედილი თაღითაც არ დამტკბარა!

-ლეა, მოდი, დეი, აი, ასე მოეფერე... მანდ არა... სახეზე არა.-ატირებულ ლეას თათას მოფერების უფლებას ვაძლევ და ისიც მსწრაფლ ჩუმდება.
-თათა! თათა!-აღტაცებული აკვირდება გოგონას ის და ხელზე თითს ნაზად უსვამს.-დეიდა, მეც თათასნაირი პატარა ვიყავი?
-არა, შენ უფრო პატარა იყავი, დე.-საუბარში გვერთვება ოთახში ლანგრით ხელში შემოსული ნიცა.
-ნიცა, ნინოს დაუძახე, რა. ლიკოც შემოიყვანოს.-ვთხოვ მას და გარინდებულ ბავშვს მკერდზე ვიკრავ.
ნიცა სახლიდან გადის და კარებს ღიას ტოვებს. გარედან კაკუნის ხმა მესმის. დივანზე აცოცებულ ლეას თვალს ვუკრავ და ისიც შეგულიანებული იღებს ლანგრიდან ორცხობილას. სანამ ნინო და ნიცა შემოვიდოდნენ, მიყვება, თუ რას აკეთებდნენ ამ დღეებში ის და დედამისი. ბაღის ისტორიებიც არ ავიწყდება. ფარულად მიმხელს, რომ შეყვარებული ჰყავს და მას ლუკა ჰქვია. კიდევ ერთ ბიჭს მოვწონვარ, მაგრამ მე არ მომწონს და ლუკამ ცემაო, ამაყად მიცხადებს. თათა რომ ხელში არ მეჭიროს, ალბათ თავს ვერ შევიკავებდი და აღაჟღაჟებულ ლოყებს მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა კილომეტრზე გავუწელავდი.
კარები იღება და ჰორიზონტზე ნინოც ჩნდება. ხელი ლიკოსთვის ჩაუკიდია, რომელსაც ხელში თოჯინა უკავია. შიოს დას ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ აშკარაა რაღაც აქვს სათქმელი. იმდენად მაინტერესებს, რამ გახადა ასეთი მოუთმენელი, რომ ფეხზე ვდგები, ნიცა კი ჩემსა და მას შორის ექცევა. სამივეს გვეცინება. ლეამ და ლიკომ ერთმანეთის გაცნობა რამდენიმე დღის წინ მოასწრეს და ახლა სათამაშოდ სხვა ოთახში გადიან.
-ლეა, გაბომ მთხოვა, შენთვის გადმომეცა, რომ თუ ჩემთან შეხვედრა მოუნდება, ამ ნომერზე დამიკავშირდესო.-შუა ლაპარაკში ფურცლის ნაგლეჯს მაწოდებს ნინო და როგორც ყოველთვის, ახალ საფიქრალს მიჩენს.

ირმის ნახტომის ისტორიით მისი სახელის გაგონებისთანავე დავინტერესდი. იმის შემდეგ კი რაც შიო გავიცანი და მისი შეყვარებაც მოვახერხე ხომ საერთოდ დღე იყო თუ ღამე, სულ ამაზე ვფიქრობდი. მინდოდა ყველაფერი გამეგო და მერე ერთხელ და სამუდამოდ შიოს წარსულისთვის მეც დამესვა წერტილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გავიგო, რა მოხდა მაშინ და არა მარტო შიოს გამო. ნინო ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა, გაბომ კი იმ ერთი დღით ისე დამამახსოვრა თავი, რომ ალბათ ვერც ვერასდროს დავივიწყებ.
მაქვს შანსი გაბოსგან ყველაფერი მოვისმინო, მაგრამ რაღაც მაკავებს. უფრო ვიღაც, რადგან საშინელება იქნება შიოს ამბის სხვა ადამიანისგან მოსმენა. შეუძლებელია მე აზრი შემეცვალოს მის მიმართ, გადამიყვარდეს ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმის იმედი, რომ ერთხელაც აუცილებლად იქნება მზად ჩემთვის ყველაფრის მოყოლისთვის და მე მაშინ უკვე სიმართლე მეცოდინება, უფლებას არ მაძლევს ეს ცხრაციფრიანი ნომერი ავკრიფო და გაბოსთან დავრეკო თანაც ისე, რომ შიოს არაფერი ვუთხრა.
მთელი დღე ვერაფერს ვაკეთებ. წყლიანი ჭიქა იატაკზე მივარდება, საჭმელში მარილის ჩაყრა მავიწყდება, თათას კი ვერფრით ვაძინებ. კიდევ კარგი შიო სახლშია, თორემ ყველა შემთხვევაში მიხვდებოდა, კარგად რომ არ ვარ, გამოკითხვას ჩამიტარებდა და მეც სიმართლეს ვერ დავუმალავდი. ბოლოს მაინც გაბოსთან შეხვედრას ვინზრახავ და თათა ჩემს მშობლებთან მიმყავს, გოგონა ჩემსა და შიოს მერე ყველაზე კარგად მათთან ჩერდება და მამაც და დედაც გიჟდებიან მასზე. თავიდან კი ჩამჩიჩინებდნენ, ვიღაცის ნაშობს ცხოვრება რატომ უნდა მიუძღვნაო, მაგრამ ახლა უკვე ასე აღარ ფიქრობენ.
გზაში გაბოს ვურეკავ და შეხვედრაზე ვუთანხმდები. აკანკალებული თითებით შიოსთანაც ვუშვებ ზარს, მაგრამ მობილური გამორთული აქვს. შეტყობინებას ვუტოვებ, რომ მალე ირმის ნახტომში ყველა ვარსკვლავი თავის ადგილს დაიკავებს და შვებას ვგრძნობ.
ცოტა ხანში პირველს მეორე შეტყობინებასაც ვაყოლებ.
-მართლა შემყვარებიხარ...
თვალები მიწყლიანდება. ეს ალბათ სიყვარულის ცრემლებია. არც წუხილის და არც სიხარულის. უბრალოდ მიყვარს და მეტად ამას ვეღარ დავმალავ.
პარკში შორიდანვე ვამჩნევ გაბოს. წუთიერად ვჩერდები და ხეს ამოფარებული ვუყურებ თვალებში, რომელიც სულ სხვა მხარეს არის შეტრიალებული. მივიდე... არ მივიდე... მივიდე... არ მივიდე... მერე გასაქცევად მომზადებულ შინაგან მეს ხელი რომ შევუშალო, ხმამაღლა ვეძახი მამაკაცს. გაბო ჩემკენ იხედება და მეც ახლა ვეღარსად წავალ.

გრძელ სკამზე ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და ორივე შადრევანს მივჩერებივართ. წყალი ქალის ხელში დაჭერილი კოკადან ასხამს და ლამაზად ეხეთქება ქვიან ზედაპირს. ქართული ფილმი მახსენდება. ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო, ყველაფერზე ვიფიქრო შიოს გარდა. ჩემდა ჭირად გაბოც ხმას არ იღებს. სავარაუდოდ მასაც რაღაც აყოყმანებს.
-მეგონა ისევ არ მოხვიდოდი.-ცალყბად იღიმის ის.
-მე კი არ ვიცოდი, მოვიდოდი თუ არა.-უხერხულად ვიწურები.-ნინომ მითხრა, მგონი ცალწარბასგან წამოვიდაო. როგორც ჩანს, ვალი მოიხადე. მიხარია, რადგან ის ჩანთა, სადაც ფული მედო, დავკარგე. მაპატიე.
-ბედნიერია გაბო, ასე რომ შეგიყვარდა.-თვალს არ აშორებს შადრევანს მამაკაცი.
-ბედნიერი? ის ალბათ სულაც არ თვლის ასე. მე გამოუსწორებელი დედა ტერეზა, უნიჭო მატყუარა და სულელი ქალი ვარ მისთვის.-ვოხრავ და საკუთარ ტერფებს დავყურებ.
-სულელი თვითონაა და იმიტომ. ვერ დავიჯერებ, რომ მას არ უყვარხარ. ამ ბოლო დროს რამდენჯერმე შევხვდი და... ამის შეტყობა არ გამჭირვებია.-არ მიმალავს გაბო.
-არა, მე მართლა სულელი ვარ. არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ მაინც შემიყვარდა.
-არც მე უნდა შემყვარებოდი, ლეა, მაგრამ შემიყვარდი.-თოფის გასროლასავით ისმის ეს სიტყვები სკვერის სიჩუმეში.
შეძრწუნებული ვიხედები მისკენ. ვმუნჯდები. როგორ ვერ ვხვდებოდი მისი სევდიანი თვალების საიდუმლოს.. რად ვერ შევამჩნიე იმ დღეს, როგორ აღელვებდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... დღესაც როგორ ცდილობს ჩემს დამშვიდებას...
-არა, არ გეგონოს, რომ ეს იმიტომ გითხარი, შიო არ გიმსახურებს და მე უნდა შემიყვარო_მეთქი.-ჩემს დასაწყნარებლად ამბობს ის და იცინის კიდეც, მაგრამ ვაი ამ გაცინებას.
ატირებს ბევრი აღარაფერი მიკლია. ნიჭია, გიყვარდეს და მისი სიყვარულისთვის შენს სიყვარულზე უარს ამბობდე. მისი სურვილების გამო შენსაზე აღარ ფიქრობდე. მისი ბედნიერებით ბედნიერდებოდე და შენსაზე უარს ამბობდე. რატომ უნდა შევყვარებოდი სულ რამდენიმე შეხვედრის შედეგად? ან მე რატომ შემიყვარდა შიო, როცა გაბოს მე შევუყვარდი? რატომ წავედი რთულ გზაზე მარტივის ნაცვლად? არ მინდა გაბო ჩემი ცხოვრებიდან გავუშვა. ეგოისტი ვარ, ვიცი, მაგრამ ის თუ წავა, ძალიან გამიჭირდება. ვწყევლი ირმის ნახტომს. მის გამოა, გაბო ასე რომ იტანჯება. მის გამოა, მეც რომ ასე ვიტანჯები. უკანასკნელად ვუღიმი მამაკაცს. რადგან დღეს ეს მითხრა, მეტჯერ აღარ მნახავს. ისიც მიღიმის... არ უნდა ასეთი დამწუხრებული და მოტეხილი დამამახსოვრდეს.
-მშვიდობით.-ვჩურჩულებ და პარკის გასასვლელისკენ გავრბივარ.
იქაურობას რომ ვცილდები და სულის მოთქმას ვახერხებ, შიო მირეკავს. უნდა ვუპასუხო, რომ ამოვისუნთქო, რომ ისევ ვიცოცხლო, რომ არ დავიკარგო...
-შიო...
-მიყვარხარ, ლეა...
და ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ მობილურით სიყვარულის ახსნა საუკეთესო შესაძლებლობაა ადამიანების გასაბედნიერებლად, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა სატელეფონო ხაზის ერთ მხარეს ლეაა, მეორე მხარეს კი შიო.

შიო ტახტზე ზის, მე კი მასთან მიცუცქული ვწევარ და თავი მის კალთაში მიდევს. მამაკაცი ჩემს თმებში დაატარებს თითებს, ზოგჯერ ჩემს მხრებზეც უხვდება ხელი და ამ დროს ტემპერატურა ოთახში მაქსიმუმს აღწევს.
-დედაჩემმა რომ გაიგო, მამას სხვა ქალისგან შვილი ჰყავდა, სახლიდან წავიდა, ჩვენ კი ისე დაგვტოვა, არც დაფიქრებულა.-იწყებს ის.
ახლა ზურგზე ვწვები და მის ცისფერ თვალებში ჩამოწოლილ ბინდს ვხედავ.
-ნინოზე უფროსი ვიყავი და ვცდილობდი საუკეთესო ძმა გავმხდარიყავი. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ კიდევ ერთი დედმამიშვილი გვყავდა.
ხელს ვუჭერ. მინდა ვანიშნო, რომ მასთან ვარ. ეს აწმყოა, ის კი წარსული.
-გიორგი ერქვა. მამამ სვირინგი მასაც გაუკეთა და საცხოვრებლად ისიც და დედამისიც ჩვენთან გადმოიყვანა. ვაჟბატონი თექვსმეტი წლის იყო ყველა შარში რომ გაგვხია. მამა ციხეში დაიჭირეს, დედამისი ამ ამბებს გადაყვა, ბინა გაგვიყიდეს და უსახლკაროდ დაგვტოვეს. მას შემდეგ რას არ ვაკეთებდი, რომ ლუკმა-პური გვეშოვა. უპატიოსნო შრომაც კი აღარ მეთაკილებოდა. მთავარი იყო ის მაინც დარჩენილიყო წმინდა. სამწუხაროდ ვერ შევძელი.
-მორჩი! აღარ გინდა!-ვხვდები, როგორ უჭირს და აღარ მსურს ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო ამხელა ტკივილი იგრძნოს.
თურმე ნინოს ბევრი რამ შეულამაზებია... თავის დროზე სიმართლე ბოლომდე არ უთქვამს და შიოც იმაზე დიდ ტკივილს ატარებდა, ვიდრე მეგონა.
-უნდა დავასრულო, გესმის?-არ მთანხმდება ის.-ჩვენი ქუჩა რომ მიატოვეს, ცალწარბა დანგრეულ კორპუსში გაბატონდა, თავისი კაბინეტი კი ჩვენს სახლში მოაწყო.
-მერე?
-მერე, როცა ყველაფერი დამთავრებული მეგონა... გამოჩნდი შენ!
-არა, ეს შენ გამოჩნდი...
-შენ...
-ხო, კარგი... მე!
აქ საჩხუბარი არაფერია.
გამოვჩნდი მე.
გამოჩნდა ის.
მე ჩემს გზაზე მივიოდი ის თავისაზე და უცებ... ერთმანეთს შევხვდით!
აი, ასე! ყველაზე ბანალურად, სულელურად და... ირემმაც შეცდომა დაუშვა!

ამბობენო და მეც დავიჯერებ. აღარ ვიდარდებ იმაზე, რომ შეიძლება ერთ დღეს შიომ კობასავით მიღალატოს ან რაიმე შეგვეშალოს და თათა წაგვართვან. ხო, კარგი, კარგი, ვტყუი, მაგრამ რაც არ უნდა ვიდარდო, დარწმუნებული ვიქნები, რომ ხასიათს საყვარელი ქმარი და უძვირფასესი თათა გამომისწორებენ. დამამშვიდებენ, დამიყვავებენ, გამამხიარულებენ, გამაბედნიერებენ. ხოდა თუ ეს იცი, მაშინ რაღატომ უნდა გეშინოდეს მომავლის?

-განა შენ იცი, მე როგორი ვარ?
-კარგი.

-აბა?-ცბიერი ღიმილით მეგებება მამაკაცი.
-თვალები დახუჭე.-ვბრძანებ და ამაყად ვიღერებ კისერს.
შიო ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა ღიმილი სახიდან არ უქრება. მის წინ ვდგები და მხარზე სვიტრს ვიწევ. მჩხვლეტავ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ეს იმ აჟიტირებასთან არაფერია, რასაც ახლა განვიცდი.
-გავახილო?-მოუთმენლად მეკითხება შიო.
არაფერს ვამბობ და ისიც არ მალოდინებს. გაფართოებული თვალებით შორიდან ნჭვრეტს ჩემს სვირინგს, ირმის ნახტომს და მერე მზერა თავის მაჯაზე გადააქვს. ხმამაღლა ვკისკისებ და ჩასახუტებულად ვშლი ხელებს, თავადაც რომ ამავენაირად იქცევა და საბოლოოდ ფეხები ჰაერში მრჩება. მიწას ტერფებით არც ფიზიკურად ვეხები და არც სულიერად. ჩვენი ადგილი იქაა, ვარსკვლავებს შორის.

და ბოლოს! მაშინ, როცა ჩაბნელებულ ოთახში ტელევიზორია ჩართული, თუმცა ხმა ჩაწეული აქვს, ხელში ჩაძინებული პრინცესა გიჭირავს, გვერდით მჯდომი მამაკაცის მხარზე თავი დაგიყრდვნია და ყველაზე სულელ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობ თავს, თუ ზღაპრებს და სასიყვარულო პიესებს დავუჯერებთ, უნდა თქვა:
-ცხოვრება მშვენიერია!
თუმცა ამბობ:
-ზეცა თავისას არ კარგავს!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
მოდი, იმას ვიტყვი, რომ ეს ისტორია ჩემთვის ახალი ხილი იყო..
გამოუცდელი ვიყავი და ბევრი რამ მეშლებოდა, მაგრამ შევეცდები შემდეგისთვის უფრო დახვეწილი ''რომანს მიახლოებული'' რაღაც შევქმნა :დ
ხო, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და მადლობა თქვენ, რომ მეხმარებოდით!
სულ რამდენიმე ხართ ამ ისტორიის მკითხველები, მაგრამ ამას როგორ დაგიკარგავთ!
ვფიქრობდი, მესამე ნაწილიც ხომ არ იყოს_მეთქი, მაგრამ დღესდღეობით ამის რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, ხოდა ზედმეტს არ მოვინდომებ.
თუ იქნება, ისიც დაახლოებით ამ ზომის... ან შეიძლება სრულად დავწერო გაგრძელება.
ველი საბოლოო შეფასებებს თქვენგან.
დავასრულებ ტრადიციულად და დაგემშვიდობებით იმით, რომ
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ესე იგი ამ ისტორიას წინა ნაწილიდან ვადევნებ თვალყურს და ძალიან მომწონს... მე არ ვიცი შენ ამას როგორ მცდელობად თვლი, მაგტამ ჩემთვის ნამდვილად წარმატებული მცდელობაა... გაბოზე გული დამწყდა, კი ვეჭვობდი გაბოს გულში რომ ჩაუვარდებოდა ლეა მაგრამ ასე გამომჟღავნება და თან ცალმხრივ გრძნობად დარჩენა მძიმედ მომხვდა გულზე... რაც შეეხება ლეას და შიოს როგორც იქნა დაადგათ საშველი და შექმნწს ნამდვილი ოჯახი თან ისე რომ ორივე ერთად სწავლობდა სიყვარულსაც და ოჯახის აზრსაც... მოკლედ მესამე ნაწილს თუ დადებ გამახარებ...
და ბოლოს მეც მიყვარხარ სოფო...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი აზრით საინტერესო დასაწყისი იყო და დასასრულიც შესაბამისი ქონდა. უდაოდ ნიჭიერი გოგო ხარ და არ დანებდე .მე მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესებს დაწერ . წარმატებას გისურვებ.

 


№3  offline მოდერი sopiko

უცნობი ქ
ესე იგი ამ ისტორიას წინა ნაწილიდან ვადევნებ თვალყურს და ძალიან მომწონს... მე არ ვიცი შენ ამას როგორ მცდელობად თვლი, მაგტამ ჩემთვის ნამდვილად წარმატებული მცდელობაა... გაბოზე გული დამწყდა, კი ვეჭვობდი გაბოს გულში რომ ჩაუვარდებოდა ლეა მაგრამ ასე გამომჟღავნება და თან ცალმხრივ გრძნობად დარჩენა მძიმედ მომხვდა გულზე... რაც შეეხება ლეას და შიოს როგორც იქნა დაადგათ საშველი და შექმნწს ნამდვილი ოჯახი თან ისე რომ ორივე ერთად სწავლობდა სიყვარულსაც და ოჯახის აზრსაც... მოკლედ მესამე ნაწილს თუ დადებ გამახარებ...
და ბოლოს მეც მიყვარხარ სოფო...

ვაიმე, შენი სახელი დამავიწყდა სიხარულისგან...
დიდი მადლობა heart_eyes
მარტო შენთვის დავდებ მესამე ნაწილს, ოღონდ სრულად kissing_closed_eyes
lalita
ჩემი აზრით საინტერესო დასაწყისი იყო და დასასრულიც შესაბამისი ქონდა. უდაოდ ნიჭიერი გოგო ხარ და არ დანებდე .მე მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესებს დაწერ . წარმატებას გისურვებ.

გმადლობ, ლალიტა.
ჩემი სტიმული ხარ relaxed

 


№4  offline წევრი TeddyBear

ვაიმე რა კარგი იყო ❤ ორივე ნაწილი დღეს წავიკითხე და ამ ნაწარმოებზე უკვე შეყვარებული ვარ ^^
ასევე შეყვარებული ვარ შიოზე და ლეაზეც ❤
გაბოს პერსონაჟი კი საოცრად მომეწონა...
არ ვიცი რა ვთქვა საოცრად გადმოსცემ გრძნობებს ❤ მეგონა რომ მეც იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი და მაინც...
ზეცა თავისას არ კარგავს! ❤

 


№5  offline მოდერი sopiko

TeddyBear
ვაიმე რა კარგი იყო ❤ ორივე ნაწილი დღეს წავიკითხე და ამ ნაწარმოებზე უკვე შეყვარებული ვარ ^^
ასევე შეყვარებული ვარ შიოზე და ლეაზეც ❤
გაბოს პერსონაჟი კი საოცრად მომეწონა...
არ ვიცი რა ვთქვა საოცრად გადმოსცემ გრძნობებს ❤ მეგონა რომ მეც იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი და მაინც...
ზეცა თავისას არ კარგავს! ❤

ვაიმეე, რა საყვარელი ხარ heart_eyes
დიდი მადლობა!
უკვე ორი თედუნია მყავს blush

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი საინტერესო საოცარი განსხვავებული ნაწარმოებია ძალიან მომეწონა კარგია ლეა და შიო ერთად დარჩნენ გამიხარდა გაბოზე გული დამწყდა ნინოსთან მაინც დარჩენილიყო ისე მესამე ნაწილსაც წავიკითხავდი მადლობას ბა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent