ყველა"ფერი" ხარ ჩემი (2)
2.. კოტე ძია და ონისე სულ გვანებივრებდნენ, ტკბილეულითა და სათამაშოებით. აი ზურა კი საოცრად უხეში და მკაცრი იყო. მკაცრი და უშნო, ძალიან მაღალი და შავგვრემანი. მე და თამროსაც ისე სხვათაშირის თუ წაგვეთამაშებოდა, თითქოს მეზობლის ბავშვები ვყოფილიყავით. მე ჰო ვიყავი მაგრამ თამრო?! ზურა ჩემი უსიამოვნო შეგრძნება იყო ბავშვობაში, მაშინებდა მისი შავი თვალწარბის მკაცრი გამოხედვა და გამხდარი სიმაღლე. ჰო, გამხდარი მარალი იყო, რაღაც არაბუნებრივარ გამხდარი. თინო მიყვებოდა: როცა სულ პატარა იყავი, სულ იცინოდი და ღიღინებდი. აი ზურას დაინახავდი და სახე მოგეღუშებოდა, ისიც მოვიდოდა ლოყებს ჩქმეტით დაგიწითლებდა და მერე დააყოლებდა "უფერო იყო და "ფერი" მივეცი"ო მათელი სოფელი "კარაანთ დარინეს" მეძახდა, ზოგიც "ნაზოს დარინეს", ახალგაზრდებისთვის კი "ქალაქელი დარინე" ვიყავი. მე და ერეკლეს სოფელში ერთი სამეგობრო წრე გვყავდა, აი მეკობრეთა ოთხეულს კი თავიანთი, და ისინიც არაფრადგვაგდებგნენ ასაკით უმცროსებს, მანამ ჩვენმა ფორმებმა გამრგვალება არ დაიწყე. აი მერე კი, ვინ ვის უცქერდა მალულად და ვინ ვისთვის აჭენებდა ცხენს ვერ გაიგებდით. ჩემზე შეყვარებული და ჩემთვის გაჭენებული ცხენი მე იქ არ მინახავს, აი სხვებისთვის კი, იცოცხლეთ ბევრი იყო. მთელს უბანს ძალიან უნდოდათ ჩემი და ჩვენი მეზობლის "გორაანთ" მახოს დაქორწინება, სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, ნაზოსთან მაშვლად რომ მოვიდნენ პირველად. არადა ბიჭს დასაწუნი არც არაფერი ჰქონდა, მაღალი, მხარბეჭიანი და სიმპატიური. მთის შვილი იყო, ადრე დაკაცებული, მთაში ხომ უმეტესად ესეთები არიან. მახო მართლა რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ არც მე მომწონდა და არც მას მოვწონდი. პირველად რომ გაიგო ნაზომ ეს ამბავი, ტონე უკვე გახურებული ჰქონდა და პურისთვის ცომს ხელავდა. მეზობლის ქალმა სულიკომ უთხრა: მართალია ქალაქში არ დაუმთავრებია სასწავლებელი, მაგრამ კარგი ბიჭია, ჭკვიანი, შეძლებული, შრომისმოყვარე და კეთილი, მახოს ზუსტად ისეთი ცოლი უნდა დარინე რომ არის! ეს გაიგონა თუ არა, ცომიდან ხელი ამოუღო და გაკაპასდა რაჭულად" _მახოს რა უნდა ეს მე არ ვიცი, აი ჩემ გოგოს კი, სოფლისთვის მე ვერ გავიმეტებ. რა მისი საქმეა აქაური ტალახი და თივის ზვინები?! უსწავლელ კაცს როგორ გავატანო ქალო ბალღი?! ეს იყო და ეს, იმ წელს მეტი შემოთავაზება არ ყოფილა. ყველაფერი მაშინ დაიწყო მე რომ 14 წლის ვიყავი, ცვეული ტრადიციით ჩვედით სოფელში, ყველანი ერთდა. ისევ თბილი შეხვედრები და კოცნები, მერე ბაბუს ცხვირის წინ დატრიალება, "დამშვენებულა ბოშუკა" და ბებოს უკმაყოფილება ჩემი კაბის სიგრზესთან დაკავშირებით. მეც დავამშვიდე "ეს ერთი კაბაა ბებო ესე გრძელი, დანარჩენი ისეთია შენ რომ მოგეწონებათქო" ჩანთას ხელი მოვკიდე და თამროსკენ გავიქეცი. ჭიშკარს ქუჩის მხრიდან რომ მოვექეცი, თინომ გამომზახა სახლიდან:_საით კაფანდარა?! _თამროსთან! და სულაც არ ვარ კაფანდარა! _ფრთხილად იარე და სახლშიც მალე დაბრუნდი! თამრო სახლში იყო, გაციებული. ეზოში შევედი "თამროოოო" შევძახე, მაგრამ არავინ გამომხედა, იქვე მიბმულ ბომბორას წავეთამაშე და თან ხმამაღლა დავუძახე თამროს:"თუ დროზე არ გამომხედავთ, გავიტაცებ ბომბორას და გავიქცევი ქუთაისში!" _იქეთ არ გაგიტაცოთ და წაგიყვანოთ მთებში!_მომესმა ხმა, რომელიც ვერაფრით მივამგვანე ვერც ონისეს და კოტე ძიასაც, ზურა კი აზრადაც არ მომსვლია, ვიცოდი რომ საზღმარგარეთ იყო სასწავლებლად 4 წელი. უცნობს ავხედე და ზურა, ისევ ისეთი მკაცრი გამოხედვა და შავი თვალები, უშნოდ გადრეხილი წარბებით. ისე შემეშინდა სუნთქვა შემეკრა, გულის ხმაც არ მესმოდა, ერთი კი გავიფიქრე მოვკვდი და ეგ არისთქო. არ მახსოვს ფეხზე როგორ წამოვდექი, ან როდის დავიწყე ტირილი, რა მატირებდა საერთოდ. მხლოდ შიშს ვგრძნობდი, ისე როგორც ბავშვობაში ახლაც ცუდად მხდიდნენ ეს შავი თვალები, ისევ ის დაგრეხელი შავი წარბები და ისევ ჩემი ცრემლები. სახის სხვა ნაკვთებს არც დავკვირვებივარ, არც აღნაგობა. ისიც იდგა ესე გახევებული და მიყურებდა უცვლელი სახით. ისე ვტიროდი ბომბორაცავ კი შევეცოდე და მტელი ჯაჭვის სიგრძით ზურას მხარეს გაიწია და ისე უყეფდა, თითქოს ის იყო ეზოში ახალი შემოსული. მე ისევ ვტიროდი, მინდოდა მისი დანახვა მაგრამ ცრემლები მიშლიდნენ ხელს, შეშინებულმა კი ისიც ვერ მოვიფიქრე რომ დამეხუჭა და გამეხილა თვალები, ცრემლები რომ გადმოსულიყვნენ. ამ დროს მარიკა ბიცოლაც გამოვიდა, მომეფერა და დამამშვიდა: _ბომბორამ როგორ შეგაშინა დარინე?!_მითხრა და რომ დაინახა ბომბორა ზურას უყეფდა, მიხვდა მე მისი შვილის უფრო მეშინოდა. ვიდრე ყველა ნადირის ერთად_ნადირო, ბავშვი როგორ შეაშინე?! უთხრა და მხარი გაკრა. სახლში შემიყვანა და თამროს ოთახისკენ მიმითითა წადიო. ხის კიბეები ხმაურით ავირბინე ცრემლიანმა და თამროს ოთახში შევარდი, ვიდრე შევედი _ქალაქელს ვახლავარ! როგორ ხარ დარო?_მკითხა ხმაცახლეჩილმა _შენმა ძმამ შემაშინა!_მივახალე და ჩავეხუტე _რაო?! ბეო დაგიზახა თუ ფერდებში შეგიღუტუნა?!_დამცინა თამრომ_როდის უნდა გაიზარდო? რა გატირებს მის დანახვაზე ერთი ის გამაგებინა! _მეშინიააა, იბღვირება უშნოდ!_დავამტკიცე და საწოლზე ჩამოვჯექი _იბღვირება იძახე შენ და მტელი სოფლის გოგოები არიან შეყვარებულები მაგ შავ თვალებზე! _არიქა ქალო, ბომბორა აუშვით ღამღამობით, არავინ გაიტაცოს " ვარდენის ვაჟიშვილი" _გავილექსე იმერულად და მიხურულ კარს დავეჭყანე_შენ რაღა მოგივიდა ამ შუა ზაფხულს?! სად მოასწარი გაციება? _მდინარეზე, ესე იცის ხოლმე, არაფერია. თქვენები როგორ არიან? ყველანი ამოდით? მეკობრეებიც _კი მეკობრეებიც აქ არია, მაგრამ მალე წავლენ ზღვაზე გასეირნება მოუნდათ ბიჭებს, მე და ერე კი ვრჩებით. მე იცი შენ რა ჩამოგიტანე?! ოღონდ არ დამცინო კაი?_ვთხოვე და ჩანთიდან ორი ერთნაირი თოჯინა ამოვიღე_გახსოვს პატარები რომ ვიყავით დაგპირდი, ორივედ ერთნაირი ტოჯინები გვექნება და გულიც არ დაგვწყდებათქო, აი ეს შენ და ეს მეეე!_ვუყურებდი თამროს და ვხედავდი როგორ აენთო ისედაც სიცხიანი თვალები_ვიცი ტოჯინების ასაკიდან გამოვედით, მაგრამ არაფერია ერთიც წავითამაშოთ კაი? _დაგასწარი მე ელენე მქვია! _კაი რა თამროოოო, ელენე მე მქვია ხოლმეეე, ეგრე არ მინდა მეეე!_მეწყინა _ეხლა მე დაგასწარი, თან ავად ვარ! _ჰო კარგი იყოს ეგრე_დავნებდი_მე კიდე მელანო ვიქნები კაი?!_ავირჩიე სახელი როგორც იქნა ცოტა წავითამაშეთ თოჯინებით, ალბათ უკანასკნელად. მერე კი წიგნი ვაჩუქე "დედოფალი მარგო" _აუუუუ, იცი რა მაგარიააა?! ძაან და თან საფრანგეთში ხდება მოქმედება, შენ ცო გიყვარს ფრანგული _სიყვარულზეა?_მკითხა მოულოდნელად _სიყვარულზეც და რალატზეც! და ბევრი რამ არის კიდე მაგ წიგნში, წაიკითხე თავიდან ბოლომდე, შენ რომ იცი ისე არ გადახტე თავიდან თავზე! _ოოო, შენაც რააა! _შენ რაღაც ძალიან აგენთო ეგ თვალები, და რამე მოხდა?_ეჭვი გამიჩნდა და ტყუილადაც არა. ტამრო გამომიტყდა, გაღმა სოფლელი სოსო მიყვარსო_მას თუ უყვარხარ? _აბა მე რა ვიცი! _აბა მე ვიცი გოგოოო?! რამე გითხრა? სად გაიცანი? რამდენი წლისარის? _შენ თავი ქალაქში ხომ არ გგონოა? სად უნდა გამეცნოო? სკოლაში შწავლობს, წელს დაამთავრებს. ჯერ არაფერი უთქვამს, ისე მიყურებს შორიდან _შენ გოგო ტვინი სულ დანაყე?_შევუბერე იმერულად _რა ვქენი? _ანუ გამოშტერდითქოოო? კარგი ხოოო, სულ გაბედითდი?_გადავთარგმნე უცებ იმერულიდან ქართულზე და ქართულიდან რაჭულზე უფრო მძაფრი ეფექტისთვის _ბედითი ეგ ოხერი თავიც კი გაბამს მხრებზე, შენ ვის რას ეუბნები, ჩემი ძმის გეშინია! _მე მეშინია მაინც, და არ მიყვარს! და რა იცი რომ გიყვარს?! იქნებ არ გიყვარს ჰაა?_მართლა მაინტერესებდა როგორ გაიგო რომ უყვარდა? სიცხე რომ გაქვს თერმომეტრი გიჩვენებს და შეყვარებული რომ ხარ ნეტა ეგ როგორია? _რომ ვხედავ, ჰაერი არა მყოფნის. თვალებში მხოლოდ მის სახეს ვხედავ და სხვას ვერაფერს. თავი მთის მწვერვალზე მგონია და ის კიდე ჩემს გარშემო სსივრცეა!_გეფიცებით იქამდე ასეთი გრძნობა არ გამჩენია, უცებ მომინდა მეც მყვარებოდა, ისე რომ ის ყოფილიყო ჩემს ირგვლივ სივრცე. თამროს ვუყურებდი და მივხვდი ის გაზრდილიყო _შენ გაზრდილხარ მეგობარო!_ვაღიარე დანანებით, არადა მე ცოტა კიდე თოჯინებით თამაში მინდოდა. _შენ ხომ იცი, მთაში ადრე იზრდებიან ვიდრე ქალაქში _მე ეს ბიჭებზე მსმენია _ჰოდა ახლა ნახე და გეცოდინება რომ გოგოებიც!_დამაჯერებელი ტონით მითხრა და ღია ფანჯარაში გაიხედა _შენ რა ელოდები რომ გამოივლის?!_მივხვდი რომ ელოდებოდა _ჩამოივლის, მთაშია და ჩამოივლის! კიდე ბევრი ვისაუბრეთ, თამრომ მისი რომეოც ცხენის ხმა იცნო და სიცხიანი მივარდა ფანჯარას. იქამდე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება იცნო ვიღაცის ცხენის ჭიხვინი ან თოხარიკი. თურმე დაიცა სად ხარ, წინ იმდენი საინტერესო გელოდება .... თამროს დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი, ეზო მშვიდობით ჩამოვიარე და ბომბორასაც კი ვუსურვე მშვიდი ღამე. გარეთ ძალიან ბნელოდა და არც მთვარე ჩანდა გზა რომ გაენათებინა, ცოტა შიშმა გამკრა გულში, "არაფერია, კიდე კარგი შორს არსად უნდა წავიდე!" ვთქვი ჩემთვის ცოტა ხმამაღლა ვიდრე ვიფიქრე _ფრთხილად იარე , მშვიდი ძილი და ლამაზი სიზმრები "მელანო"!_მომესმა ისევ ის ხმა დავიღუპეეე ... გაუგონია .... ეხლა რას იფიქრებს?! ჯერ იყო და მის დანახვაზე ავტირდი, მერე თოჯინებით თამაში, რად მინდოდა ეს საჯანდაბე თოჯინები?! რომელი 6 წლის გოგო მე ვარ! უჭკუო ვარ და სულელი! მელანოოოო ..... ალბათ ისევ ბავშვი ვგონივარ. ვეგონები აბა რა, ხან ვტირი და ხარ ..... ვფიქრობდი ყველაფერ ამაზე და ვერ გამერკვია, რა მანერვიულებდა?! მერე რა რომ ვიტირე?! მერე რა რომ თოჯინებით ვთამაშობდი?! ფეხი დამიცდა და მის წინ ჩავიკეცე, მუხლმა ისეთი ტკაცუნი გაადიანა ... _თოჯინებით თამაშობ, ფეხზე ვერ დგები! სიფრიფანა მეგონა გაიზარდე, შენ კიდე?! რაო გეტკინა?!_მკითხა ისეთი თბილი ხმით, ისეთი სიყვარულით პატარებს რომ ესაუბრებუან. ხელში ამიყვანა და ჭიშკარი ფეხით გააღო და კიბეზე დამსვა_გოგო ლაპარაკიც ხომ არ გადვიწყებია ჰა?! გამეცი პასუხი: გტკივა?! თავი გავუქნიე არ მტკივათქო, ჩემს წინ დაიხარა მარჯვენა ლოყაზე მიჩქმიტა და მარცხენაზე მაკოცა. მაკოცა, ფრთები კიარ გამომესხა? მუხლუხო პეპლად გადავიქეცი! ვიჯექი კიბეზე და ღამის წყვდიადში მშვენივრად ვუყურებდი მის შავ თვალებს, მე რომ მეალერსებოდნენ და ციმციმებით მიყურებდნენ. ახლა კარგად დავაკვირდი მის სახის ნაკვთებს, დახვეწოდა და შევსებოდა. ცხვირიც არ ჩანდა ისეთი უპროპორციოდ პატარა, სახესთან. ცოტა ტანზეც შევსებულიყო. ვუყურებდი და თავი სიზმარში მეგონა, პირველად ცხოვრებაში მისი დანახვისას ტირილი არ მინდოდა, მინდოდა მხოლოდ მისთვის მეყურებინა და მას ჩემთვის. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი კარგი. სულ არ გავდა ჩემს სიახლოვეს რომელიმე ბიჭს, სულ სხვანაირი იყო. უხერხულად გაგვიგრძელდა ერთმანეთის ყურება და სიჩუმე, ფეხზე წამოგდა და ხელი გამომიწოდა, შეცვლილი ხმით მითხრა ადე პატარავ შენი ძილის დროაო, მეც წამოვდექი. მუხლი ცოტათი მტკიოდა მაგრამ ეგ არაფერი, კიბეზე ავედი ერთი საფეხურით, უკან მივბრუნდი მთელი ტანით. მარჯვენა ლოყაზე ჩემი ჯერ კიდე უმნკო ტუჩებით ვაკოცე და ვუთხარი:_მოუსვენარი ძილი და გადარეული სიზმრები! გულში კი დავამატე "ეგ გადარეული სიზმრები კიდე ჩემზე!" პასუხს არ დავლოდებივარ, სახლში შევედი და თინოს ოთახს მივადექი _რაო სიფრიფანა?! როგორა ხარ? გავიგე ისევ ატირებულხარ ზურას დანახვისას! როდის გაიზრდები ჰა?! _უკვე გავიზარდე მამიდა! შეიძლება აქ დავიძინო ამ დივანზე?!_დივანი მოუხერხებელი და პატარა იყო, მაგრამ რას დავეძებდი, ფანჯარასთან იდგა და იქედან კი, ზურას სახლი კარგად ჩანდა. იმ დღის მერე გადავბარგდი მეკობრეების გამოქვაბულიდან ვენდის სასახლეში. იმ დღის მერე შევიცვალე და ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ზურას შავ თვალებს ვეძებდი. მის თითეულ გამოხედვას და ჩუმ მზერას გულში და გონებაში სათუთად ვინახავდი და საღამოს ძილის წინ ჩურჩულით ვეფერებოდი. მივხვდი რომ რაღაც მემართებოდა, მაგრამ სიყვარულს ვერ ვარქმევდი, ალბათ არც კი იყო მაშინ. ასე გავატარე მთელი ზაფხული. ხშირად წავაწყდებოდით ერთმანეთის თვალებს, მერე მე ვერ გავუძლებდი მის სიძლიერეს და თვალებს დავხრიდი. ლოყებზე ალი მედებოდა და სულს მიხუთავდა, მერე ისევ რომ შევხედავდი, მისი თვალები ისევ მე მიყურებდნენ ისევ ისეთი ციმციმით, როგორც იმ ღამით. მთელი ორი ზაფხული მეძახდა ზურა, "პატარავ შენი ძილის დროა, დაიძინე და თოჯინები დააძინე" "მელანოოო, მელანოოოო" და კიდე ბევრი ესეთები. სულაც არ ვბრაზდებოდი პირიქით ვუღიმოდი და გულში ვემუქრებოდი"დაიცა, მოვა დრო და ეგ პატარა ვიქნები, რომ აგირევ ფიქრებსა და გრძნობებს. დაგავიწყებ ყველასა და ყველაფერს, და გახდები ჩემი სამყარო!" ჩემში საფუძვლიან ცვლილებებს მხოლოდ ბაბუ ამჩნევდა და ეშმაკურ კითხვებსაც არ მაკლებდა, მე კიდე ვუარყოფდი ბაბუს ყველა შესაძლო ვერსიას. ერთხელაც სიფელში ხმა დავარდა მგელი შემოგვეჩვიაო, ღამე უნახავთ მეზობელ უბანშიო, ვიღაცის ღორიც შეუხრამუნებიაო ხბოც დაკარგულაო. ერთი კვირის მერე კი კვიციც დაიკარგა და ბაბუმაც, სანადირო თოფი გამოიღო კარადიდან. გაწმინდა და გილძებითაც გატენა, მერე კი ოთხეული გააფრთხილა:დატენილია და ხელი არ ახლოთო! _ბაბუ, რად გინდა ეგ თოფი ჰა? შენ ტყეში არ წახვალ მგელთან და ის მგელი კიდე აქ არ მოვა სახლში!_ვკითხე სიცილით _მინდა ბაბუ, მინდა! ოთხფეხა მგელი თუ არა, ორფეხა მაინც მომადგება კარზე და აი მერე ნახე შენ!_დამიბრუნა პასუხი და გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში _ორფეხა მგლებიც არსებობენ?! ეგ არ ვიცოდი!_გავიკვირვე თეატრალურად და ნაზოს გავხედე ხომ არ გვისმენსთქო, ის თუ გაიგონებდა ესე ადვილად ვერ დავუძვრებოდი ხელიდან, გამიმართლა ნაზოს ჩვენთვის არ ეცალა, აი თინო კი გვისმენდა მთელი გულისყურით _კი ბაბუ არსებობენ და ისეთი შავ-შავი თვალებით იყურებიან მეშინია ჩემი ცისფერთვალება არ შემიხრამუნონ!_ბაბუს სიბერისგან თვალს კი აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე რომ ორი წელი ზურას თვალების ციმციმი ვერ შეემჩნია. გულთან ერთად მეც შევქანდი. ვერაფერი მოვიფიქრე პასუხად, მხოლოდ თინოსტან მივედი და ჩავეხუტე _დარინე, აბა გავიზარდეო?!_არც თინომ დამაკლო _შენ მააინც დამინდე თინო გთხოვ! _დიდი ხანია?! _მამიდა ოღონდ ახლა არა, ნაზო გაიგონებს და მეც დავიღუპები და არც შენ დაგადგება კარგი დღე, წერეთლის "გამზრდელი" გაიხსენე!_ვიპოვე თინოს გასაჩუმებელი არგუმენტი, მაგრამ ბაბუ?! ჯორუკას მივუბრუნდი _ბაბუ, შენ ეგ არ ინერვიულო, მე ვერავინ მომიტაცებს და მითუმეტეს შემახრამუნებს. უფერო ვარ და უხორცო. აი, ცოლად მარტო იმას გავყვები, შენს ყველა გამოცდას რომ ჩააბარებს!_ვცადე მისი გული მომეგო _შენ თუ ეგეთ ქმარს ეძებ ჩემო დარინე, დარცები გაუთხოვარი ჩემნაირად, ბაბუაშენის გამოცდები ჯერ ვერავინ ჩააბარა!_სიცილი დამაყარა თინომ და ოთახიდან გავიდა, ბაბუმ კი კმაყოფილმა ჩაიცინა _ოოო, შე ეშმაკო ბალღო. მოდი აქა მოდი!_მითხრა და მის გვერდით სკამზე მიმითითა, მივედი და ჩამოვჯექი_გაიგონე რომ ვამბობდი ზურა ერთერთი ვინც ჩემს გამოცდებს გაივლისთქო! ხომ ესეა?! დამალვას აზრი არ ჰქონდა, წინა ზაფხულს გავიგონე, თინოს რომ ეკამათებოდა მაშინ თქვა. _ბაბუ, მას მართლა არაფერი უთქვამს .... _თქმა რად უნდა ბაბუ?! შენ ხომ ხედავ და გრძნობ?!_მკითხა და ისე რომ პასუხსაც არ დაელოდა კარისკენ წავიდა_ჯერ პატარა ხარ დარო, გაიზრდები ბაბუ! ეს იყო და ეს, მე და ბაბუს სხვა დროს ამ თემაზე არ გვისაუბრია, აი თინომ კი ნაზოს მოვალეობები ხელში აიღო და მთელი ღამე არ დამაძინა, მანამ ჩემი ყველა განცდა და გრძნობა არ ავღწერე, გამოუსწორებელი რომანტიკოსია მამიდა, ისე ატირდა ჩემს მონაყოლზე, მე რომ ვტიროდი ტიტანიკის ყურების დროს! ეს მაშინ იყო როცა 16 წლის ვიყავი .... როგორ ვცხოვრობდი დარცენილი 11 თვე?! საშინლად, მხოლოდ ვარსებობდი, ამ გაუმხელ გრძნობას გულში ვატარებდი და სულ მასზე ვფიქრობდი. პირველ ხანებში, სწავლას მოვუკელი, სამიანებით აივსო დღიური და დიდ ოჯახურ საბჭოზეც გაიტანენ ჩემი სწავლის საკითხი. ბოლოს ისიც გადაწყდა რომ ზაფხულს სოფელში არ წამიყვანდნენ თუ ესე გავაგრძელებდი. მათდაუნებურად დასჯის ზუსტად იმ მეთოდს მიაგნენ, რაც ჩემთვის საშინელებაზე უფრო მეტი იყო. პირობა დავდე რომ გამოვსწორდებოდი და მეორე დღიდან დავიწყე სწავლა. ზურაზე ფიქრები რომ მომეზალებოდა, სარკესთან მივირბენდი და საკუთარ თავს ვთხოვდი:"გევედრები, ცოტა ხანი დაივიწყეეე, სულ ცოტათი. თუ გინდა რომ მისი თვალები ნახო ამ ზაფხულს უნდა იმეცადინო. თუ გინდა რომ უყვარდე კარგი უნდა გახდე, უსწავლელი მასაც არ ენდომები! დარინე გაუძელი!" არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ გამომდიოდა! იმ ზაფხულსაც ვნახე მისი თვალები და დაგრეხილი წარბები, კიდე უფრო დაკაცებული მეჩვენა პირველად რომ ვნახე იმ ზაფხულს, მთიდან მოდიოდა დაღლილი. წელს ზემოთ შიშველი იყო სულ გაწითლებული. დამინახა და ერთ ადგილს მიეყინა. მე კი უცნაურად ამიძგერდა მკერდში გული, სუნთქვა გამიხშირდა და დამიმძიმდა. მეც მარტო მას ვხედავდი და სხვას ვერავის. ცოტნე მომიახლოვდა და გადამეხვია _ქალაქელო, გვიკადრე და ამოდი?!_გინს მისმაკოცნამ მომიყვანა _ცოტნე, რომელიმე ზაფხული გახსოვს მე რომ აქ არ ვყოფილიყავი?!_გავუბრაზდი _არა, მაგრამ მეგონა გაიზარდე და მოგწყინდებოდა აქ სიარული, როდემდე უნდა უყურო ამ მთებს და მყინვარებს?! ნეტა კი შემეძლოს და მქონეს წასასვლელი_დანანებით თქვა ცოტნემ _სამუდამოდ!_ვუპასუხე მოკლედ და ზურასთვის თვალი არ მომიცილებია, "რა ჯანდაბამ დაადუმა?! ან ის მითხრას პატარა რომ ვარ, ან ის რომ თოჯინას ძილის დროა, რამე მითხრას შემიღონდა გული" ვფიქრობდი და ისევ მძიმედ ვსუნთქავდი _ძალიან ლამაზი ხარ!_დამიტოვა სამი სიტყვა და გვერდი ამიარა. წავიდა ცოტნე კი დარჩა და გავაბით მასლაათი_ _ოთხეულიც ჩამოვიდა?! _კი ჩამოვიდნენ და ათ დღეში მიდიან, ზღვაზე უნდათ წასვლა! _აუ, მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ სათიბი გვაქვს, კოტეს თუ არ მოვეხმარეთ ცოდოა კაცი!_ამბობდა ცოტნე და მის ხმაში ვხვდებოდი როგორ უჭირდა სოფელში გაძლება ერთი თვეც კი, არადა იქ იყო დაბადებული და გაზრდილი. იმ ზააფხულს ოთხეულმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ყველანი კოტეს ეხმარებოდნენ თიბვაში, რომ ათ დღეში ცოტნე და ზურა ზღვაზე ბიჭებთან ერთად წასულიყვნენ. გულში ჩემს ბედს და უბედობას ვუწყრებოდი, ზურა ზღვაზე დაისვენებს მე კიდე აქ, მის გარეშე სიმარტოვეში ვიქნებითქო. 3... ზურა ზღვაზე დაისვენებს მე კიდე აქ, მის გარეშე სიმარტოვეში ვიქნებითქო ვიმეორებდი გულში და გონებაში. საათებს ვითვლიდი და წუთებს. თამროსტანაც ჩვეულებრივზე ხშირად ავდიოდი, ზურაზე ეგებ რაიმე ეთქვა, მაგრამ არა. ადრე მე რომ არ მაინტერესებდა, ყურებს გამომიჭედავდა იმდენს ილაოარაკებდა: ზურა ასეთი, ზურა ისეთი, ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი. ახლა კი მისი გააღმელი სოსო იყო მთავარი და უმთავრესი. ის იყო მისი სამყაროს დასაწყისიც და დასასრულიც. აბა ჩემთვის ეკითხა?! მინდოდა იმ მონგრეული სოსოს ქება დიდების მოსმენა?! _სოსოს არ უნდა ქალაქში რომ წავიდე სასწავლებლად! _სოსოს ვინ ეკითხება შენ ქალაქში ისწავლი თუ მთაში? შენ რა სწავლის გაგრძელება არ გინა?!_აი კიდე ერთი ახალი ამბავი _მინდა, მაგრამ სოსოს გარეშე არა!_თქვა ჩუმად და თვალებაცრემლებულმა _აბა შენს სოსოს სწავლა არ უნდა, ურჩევნია ზაფხულში ცელი ეჭიროს ხელში და ზამთარში თოფი! დაუჯექი შენც სახლში და ჯერ ბავშვები აჩინეთ და მერე ზარდეთ!_მწარედ მივახალე მეგობარს, არადა მეც დიდი სიამოვნებით გავივლიდი ისეთ ცხოვრებას ზურასთან ერთად, მაგრამ სწავლის მერე. _დარინე, შეგიყვარდება ერთ დღესაც ვინმე და მიხვდები რას ვგრძნობ!_რა იცოდა თამრომ მის ძმაზე რომ ვოცნებობდი უკვე მესამე წელი _არ ვუარყოფ რომ გიყვარს თამრო და ეს გრძნობა შენზე ძლიერია, მაგრამ აბა უსწავლელი შენს მომავალს შექმნი?! შვილებს რა მაგალითს მისცემ?! შენი მშობლები და ძმები ყველაფერს აკეთებენ რომ შენ ისწავლო და მომავალი გქონდეს, წახვიდე სოფლიდან, და შენ რას აკეთებ? გაღმა სოფლისკენ გიჭირავს თვალი. ისწავლე თამრო, გაიზარდე და მერე გადაწყვიტე რა გინდა_ეს სულ თინოს გავლენაა, არა უფრო მისი მონოლოგია, წინა წელს რომ მიკითხავდა მე! მეც სიყტვასიტყვით გავუმეორე მეგობარს და გულში კმაყოფილი დავრჩი:"ნახე რა კარგად მხსომებია. მაგრამ რად გინდა გადავეყები მის შავ თვალებს და ჩამეყრება ყველა მტკიცე გადაწყვეტილება რიონში!" _დარო,შენ არავინ გიყვარს?_თამროსგან ეს კითხვა ისე ჟღერდა როგორც ჭექაქუხილი წინა ღამით, შიშისგან რომ მაკანკალებდა და ფანჯარასთან დაწოლა რომ ვერ გავბედე. _არა, არავინ მიყვარს!_ვთქვი ჩუმად ტყუილი და სახეზე ჩემი სიწითლე რომ არ დაენახა ფანჯარაში გავიხედე. ტყუილი ვთქვი თუ არა დავისაჯე, ფანჯრიდან დავინახე ზურა მთიდან ვიღაც გიგოსთან ერთად მოდიოდა. შორიახლოს მოდიოდნენ და ისეთი თვალებით უყურებდა ზურა, ვინატრე ის გოგო მე ვყოფილიყავი _არაფერია, მალე შეგიყვარდება!_დამამშვიდა თამრომ _ჯანდაბაშიც წასულა თუ არ შემიყვარდება და არ შევიყვარდები, ის შეარგოს ღმერთმა ვინც უნდა_თამრო ვერ მიმიხვდა და სანამ მკითხავდა რაიმეს გაბრაზებულმა მისი ოთახი დავტოვე და სახლში გავიქეცი. ეზოს ბოლოს ზურა შემხვდა, ისევ იცინოდა _გამარჯობა დარინე! _ღმერთმა გაგიმარჯოს!_მივაძახე გაბრაზებულმა და ეზოდან გავედი. არ ვიცი მიხვდა თუ არა მაგრამ, მე რომ სახლში შევედი და ფანჯრიდან მათ ეზოს გადავხედე, ისევ იქ იდგა და სულაც არ იღიმოდა. სამი დღე ვუბრაზდებოდი ისე რომ მან არ იცოდა. სახლიდან არ გავდიოდი, მისი ნახვის სურვილით ვკვდებოდი მაგრამ, მაინც არა. ვიჯექი ჩემს მოუხერხებელ დივანზე და ვკითხულობდი წიგნს. რამდენჯერმე თამრომ სცადა დალაპარაკება, რა მოგივიდაო? პასუხს არ ვუბრუნებდი არც მას და არც სხვას. თინოსაც კი არ ვუთხარი. ის სამი დღე მშვენიერი ამინდი იყო, ყველანი მდინარეზე დადიოდნენ მე ვიჯექი სახლში. ოთხეული მთაში იყო წასული კოტეს ეხმარებოდნენ. სახლში მე და ერე ვიყავით _რა მოგივიდა გოგო შენ? აცრილი ხარ თუ რატომ არ მოდიხარ მდინარეზეეე? _თავი დამანებე ერეკლეეე! რა მინდა იმ გაყინულ მდინარეზე? რა ვაკეთო იქ? ვუყურო როგორ ჩხრიალებს რიონი, მიდის და მიუხარია?! _დარინე, შენ ნაადრევი კლიმაქსი ხომ არ დაგეწყოოო?_სიცილი დამაყარა ერეკლემ _შენ ენა გაიჩუმე თორე დაგიდგება ნაადრევი სიკვდილი!_დავუბრუნე ხურდა _აუ, რა ბზიკმა გიკბინა გოგო? სადმე ფუტკარი ვერ ნახე?! ცოტა ტკბილი მაინც ექნებოდა ნექტარი _სად მაქვს მე იმის ბედი, ამ მთაღრეში ფუტკარი ვნახო! _წამო მდინარეზე! მეორე უბანში სტუმრები ჩამოსულან და იქ ყოფილან თურმე _სიმპატიჩნები?! _კაკ ბრედ პიტ! _მე ქერები არ მომწონს! _შე ქალო, გავმუროთ მერე ჩვენს ხელში არ არიან? ჰე ადე ნუ გამოიკეტე სახში, ასე თინოც არ ზის ოთახში._მეც დავუჯერე ერეს, ჩევიცვი შესაბამისად, ავიღე წიგნი ხელში და დავუყევი თამროსთან და ერესთან ერთად ხევს. ჩემდა გასაკვირად იმდენი ახალგაზრდები ვნახე, თავი ქობულეთში მეგონა, მათ შორის ის გოგოც იყო ზურა რომ უცინოდა ეხლა თამრო გამოელაპარაკა, მარინე ყოფილა გოგო! ზურა მოიკითხა და თამროს დააბარა გამომიაროსო. ისე ავენთე და დავიწვი მზის რუჯი აღარ მინდოდა. გასაგრილებლად მდინარეში შევედი და კარგა ხანს ვიდექი კისრამდე წყალში. წყალი ძალიან ცივი იყო. მაგრამ თავს ვაჯერებდი, თუ ამას გაუძლებ ზურასაც დაივიწყებთქო. ერემ ალბათ ჩემი ლურჯი ტუჩები შეამჩნია და სულ ძალით ამომათრია მდინარიდან _შენ სულ გააფრინე გოგო? _არა, უბრალოდ მცხელოდა და გაგრილება მინდოდა! _შენ ტვინში გცხელა! დაეტიე აქ და იკითხე ეს წიგნი!_მიმითითა ჩემს საყვარელ ადგილზე და გამეცალა. მეც დავმორჩილდი და კითხვა დავიწყე. ცოტა ხანში ჯერ ჩემს ფეხებს დაეცა ჩრდილი მერე კი ზემოთ ამოიწია და ხმაც გვიგონე: _რას კითხულობთ?!_ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი იყო _ტომ სოიერის თავგადასავალი_ავძახე ისე რომ არც ამიხედავს _კარგი წიგნია? არ წამიკითხავს _დავამთავრებ და გათხოვებ! _მე ლევანი მქვია! _მე კიდე დარიკო, ახლა კი მადროვე კითხვად. დროულად დავამთავრო რომ შენ მოგცე!_გაბრაზებულმა ვუთხარი და როგორც იქნა ავხედე სახეზე. რა სულელი ვარ, აქამდე რას ჩავშტერებოდი ამ წიგნს?! რა საყვარელი ვინმე იყო. მოცუცქნული ცხვირითა და თაფლისფერი თვალებით. ენაზე ათჯერ მაინც ვიკბინე:"რა მატლიკინებდა?! ჯერ შემეხედა ვინ იყოოო! ვინ ჩემი ფეხე.... დიკაპრიო? ვაიმე რა ვინმეა! გამიჩერდა სისხლი მიმოქცევა!" _მე არ მეჩქარება მაგ წიგნის კითხვა!_არ დანებდა ლევანჩიკი _აბა რა გეჩქარება?!_ერთი ხელის მოსმით შევცვალე ფირფიტა და სხვანაირად ავმღერდი _ბევრი რამ და უფრო შენი გაცნობა!_ასე დაიწყო იმ დღეს ჩემი და ლევანჩიკას საუბარი. მეც "ტომსოიერი" გვერდით გადავდე და ავყევი. არავინ და არღარაფერი აღარ არსებობდა. ზურაც დამავიწყდა და ის მარინეც, ერეკლეც და თამროც! მარტო მე და ლევანჩიკა ვიყავით. ის პირველად ყოფილა რაჭაში და აღფრთოვანებული იყო იქაურობით. ისე მესაუბრებოდა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ადგილებზე, მე სიამაყით ვივსებოდი, აი ისე ჩემს საკუთრებას რომ ასხამენ ხოტბას. კმაყოფილი და ბედნიერი. ერეს შემოძახილზე "ავედით დროა უკვეო" თავბრუ დამეხვა მოზღვავებული ფიქრებისგან, "როგორ დავემშვიდობო, რომ გაიგოს კიდე რომ მინდა მისი ნახვა?!" თავში არაფერი მომდიოდა. გამოუცდელობის ბრალი იყო თორე აბა ეხლა მკითხეთ?! ასე უთქმელად ვაქციე ზურგი და წავედი სახლის მხარეს _ხვალ საღამოს წყაროსთან დაგელოდები, რომ გიცნო წიგნი გეჭიროს ხელში!_დამიძახა ლევანმა, მეც გავუღიმე თანხმობის ნიშნად. მესიამოვნა ..... _ოჰოოო! აი გამოჩნდა შენი რომეოც!_გამკრა მხარი თამრომ _შენ შენს სოსიკოს მიხედე თუ ღმერთი გწამს! სახლში ავედით და იქ ახალი სიურპრიზი დამხვდა. ოთხეული და ორი ძმანი რაჭველები სახლში დაგვხვდნენ _აბა, პატარებო თქვენთვის ახალი ამბები გვაქვს, კარგი და ძაალიან კარგი!_ხმამაღლა განაცხადა დათამ _ოჰ. რაო თინო გათხოვდა და ოთახი მე დამრჩა მარტოს?!_ვცადე გახუმრება, მაგრამ ეს "მგელი" რომ მიყურებს იუმორის გრძნობა სადღაც მიქრება. _არა, ჯერ არა! ეგ მომდევნო ზაფხულს! ახალა კიიიიიიიი! მოვემზადებით და სამ დრეში ყველანი მივდივართ ქობულეთში!_აი ახალი და სასიამოვნო ამბავი. რა მინდა მე ამ შვიდ მგელთან ერთად ქობულეთში. _მე არსად არ მოვდივარ! თქვენ წადით!_განვაცხადე და ზურას შევხედე. შევატყვე რომ ესიამოვნა. ისევ აენთო თვალებში ციმციმები _ვითომ რატომ?_გამომხედა გიომ _თქვენ გაერთობით დილიდან ღამემდე და მე კიდე თქვენ უნდა გიპატრონოთ?! საჭმელი სარეცხი და კიდე ლუდი მაღაზიიდან! მადლობა ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით. მირჩევნია აქ დავრჩე და ნაზოს ვუსმინო მთელი თვე, საჭმლის კეთება მაინც არ მომიწევს _აუ ჩემი რა ზარმაცი ხარ!_ატეხა ყვირილი ლაშიკომ _უიმე რას ამბობ, შენი შეყვარებულია მარჯვე და ის წაიყვანე, არ დაგზარდებააა! არ მინდა და არ მოვდივარ!_ბეკოს ჯორივით გავჯიუტდი _თამროც მოდის დარინე!_მორიდებით თქვა ცოტნემ _ოჰ, დიდი ამბავია ეგ! თამრო სარეცხს დაგირეცხავთ ხოლმე და მე საჭმელს გაგიკეთებთ, დავიღლებით და შევენაცვლებით ერთმანეთს! არაააააააა_თამრო მანამ გაიგონებდა რომ ისიც მიდიოდა ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა, გაიგონა მისი ძმის სიტყვები და ... _დარინემ დღეს თავისი რომეო გაიცნო და ეგ ეხლა სადმე წამსვლელია?!_როგორ შემძულდა იმ წამს თამრო. ნამდვილი მულის საქციელი, არც კი იცის რომ მისი ძმა მომწონს და უკვე მახეს მიგებს! გუმანით მიხდის სამაგიეროს სოსიკოს გამო. ზურას ისევ აენთო თვალები მაგრამ ციმციმებით აღარ! აი ისე მე რომ ამენთო მარინეს დანახვაზე. ზურას გარდა ყველამ სიცილი დააყარა ჩემზე გაგონილ ახალ ამბავს. სერიოზულად არც არავის მიუღია. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმსჯელეთ, მე მაინც უარზე ვიყავი _ჰოდა დავტოვოთ აქ ვისაც არ უნდა წამოსვლა და წავიდეთ ჩვენ_დაასკვნა გიომ, ყურები ვცქვიტე ჩემს გარდა ვის შეიძლებ არ უნდოდეს წასვლა?! _ვინ მიცხადებს სილოდარობას?!_ვიკითხე ვითომ და სულ არ მაინტერესებს ხმით _ეს!_გაკრა მხარი ცოტნემ ძმას, ისე გამიხარდა ცანცარი დავიწყე ლამის, მაგრამ მარინე გამახსენდა და იქვე დაიმსხვრა ჩემი ოცნებები, "არ უნდა ვაჟბატონს მოცილდეს მშვენიერ მარინეს! რა აქვს იმ ტეტიას ისეთი მე რომ არ მაქვს?!" ვკითხე საკუთარ თავს და უნებურად მკერდზე დავიხედე. "არაუსავს ჯერ ბავშვი ვარ და გამეზრდება" დავიმშვიდე თავი. იმ საღამოს არაფერი გადაწყვეტილა, ბიჭები იმედს იტოვებდნენ რომ დაგვითანხმებდნენ სამ დღეში. მე მკაცრად მქონდა ჩამოყალიბებული ჩემი პოზიციები და მოთხოვნები, ასე რომ ვერ გამტეხდნენ. მეორე დღეს ჩემდა სამწუხაროდ გაწვიმდა. მაგრამ მაინც წავედი წყაროსთან. თინოს ბიბლიოთეკიდან ტომ სოიერის თავგადასავალი ავიღე საწვიმარი მოვიცვი და სახლიდან გავედი, გზაში ზურა წამომეწია. გამარჯობის მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. მე არც კი შემიხედავს მისთვის. წყაროს რომ ვუახლოვდებოდი გული სულ გადამერია. რაღაც ისეთი დაემართა იქამდე რომ არ დამართნია. ეს ყველაფერი განგების ნიშნად მივიღე, "ზურა უნდა დავივიწყო, ლევანი მშვებიერი ბიჭია!" ვიმეორებდი ერთიდაიგივეს და მტელი გულით მინდოდა წვიმას გადაეღო ლევანტან ერთად გასეირნება რომ შემძლებოდა. აბა სიფელში სად ვიპოვიდით კაფეს თავი რომ შეგვეფარებინა და ჭიქა ყავა დაგველია! არა ყავა კი არის ოხრად, მაგრამ კაფე არ არის! წვიმამ საგრძნობლად იკლო და მეც სიხარული დამეტყო, სიარულზეც კი. ეს კი ჩემი მეზობლის "მგელს" არ გამოპარვია _ამ წვიმაში რა გინდა გარეთ?! _საქმე მაქვს! _მაგ საქმეს გუშინდელი ახალი ნაცნობი ჰქვია?! _და შენ მარინესთან მიდიხარ სტუმრად?_კითხვას კითხვითვე დავხვდი, და ეს ჩემი გრძელი ენა სამჯერ მაინც მოვკეცე პირში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დებილების დედოფალო ვარ! დებილების! _არა, თამროს თხოვნით მივდივარ მაღაზიაში! უკვე ლევანიც გამოჩნდა, ზურამ ნაბიჯს აუჩქარა და დამტოვა. ლევანი ერთიანად დასველებულიყო _აი შენ წიგნი, წაიკითხე და აუცილებლად დამიბრუნე!_გავუღიმე და მზერა მის სველ ტანსაცმელზე გადავიტანე. ძალიან შემეცოდა, ამ წვიმაში მოვიყვანე და მერე რისთვის?! ზღაპრისთვის ... მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს რადგან წვიმამ არ გადაიღო. სახლში შევედი და "ფეჩს" ავეტუზე ახლოს. მალე ჟორუკაც შემოვიდა _რაო ბაბუ, წვიმის ფერი შემოგეპარა?! _ბაბუ, ნაზო რომ დაინახე მაშინვე მიხვდი რომ შენი ცოლი იქნებოდა? _მაშინვე მივხვდი რომ მასტან ერთად სიბერე მომიწევდა! _და როგორ მიხვდი? _თვალებში ჩავხედე და ... _ნაზომ ენა ვერ გააჩერა და გითხრა რომ უყვარდი?!_ვინ ვერ აჩერებს ენას საკითხავია, ნაზო თუ მე?! ბაბუმ იმდენი იცინა რომ ხველებამ თავი შეახსენა, მერე ცოტა შეისვენა _ეგ ნაზომ არ გაგიგოს ბაბუ, თორე აღარ გამოგიცხობს ტკბილ პურს!_მერე კიდე გაჩუმდა, თითქოს იხსენებსო_თვალებში რომ ჩავხედე, იქ მხოლოდ ჩემი თავი დავინახე. იმ ნაცრისფერ თვალებში ჩემს მეტი არაფერი და არავინ ჩანდა! ალბათ მანაც იგივე დაინახა ჩემშიც. საღამოს ისევ ჩატარდა საბჭოს და სასამართლო. ზურა ისეთი სახით იჯდა მივხვდი კარგი არაფერი მელოდა. _დარინე, ზურამ წამოსვლა გადაწყვიტა. ეხლა შენი ჯერია და ძაანაც ნუ გააჭინჭლებ მაგ გადაწყვეტილებას. გაითვალისწინე, ერთი სიტყვა ლადოსთან და მამუკასთან და შენ ქობულეთიც მოგენატრება და სოფელიც, დაჯდები მტელი თვე სახლში_ამაყად განმიცხადა გიომ. პირველი ვისაც შევხედე ზურა იყო, მე არ მიყურებდა მაგრამ, ისეთი სახე ჰქონდა მივხვდი ესიამოვნა გიოს სიტყვები და უკვე იცოდა რომ ზეგ ზღვაზე მივდიოდით _აქედანვე გაფრთხილებთ, მე თქვენი არც მრეცხავი ვარდო ვარ და არც მზარეული! არ ვარ და არ ვიქნები! გაიგეთ?! ჩემი იმედი არ გქონდეთ!_ჩამოვაყალიბე ჩემი მოთხოვნები და პრეტენზიები, ზურას თვალებსი შევხედე და იქ ჩემი თავი დავინახე. მომინდა მივსულიყავი და უფრო ახლოს მენახა ჩემივე გამოსახულება იყო თუ მეჩვენებოდა. ოთახიდან გავედი და სველ ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი. მალე კარის ხმა გავიგონე, ერემ იცოდა ისე გაღება და ის მეგონა_მხოლოდ შენ გაგიკეთებ საჭმელს, სხვას არავის. დაწყვეტილან მშივრები ექვსივე, განსაკუთრებით ის შავი "მგელი" ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი, იქ კი ზუსტად ის შავი მგელი იდგა და მიცინოდა, ისევ იმ ციმციმა თვალებით _ნეტავ ვინ არის ის შავი მგელი ჰა?!_დამიტოვა კითხვა და წავიდა ...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.