შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა"ფერი" ხარ ჩემი


26-10-2016, 21:16
ავტორი zgarbuna
ნანახია 8 957

ყველას მოგესალმებით! გამარჯობათ! მე მომენატრეთ და გადავწყვიტე ახალი ისტორიით დაგბრუნდებოდით. შეფასება თქვენთვის მომინდვია. მინდა თავიდანვე ვთქვა რომ ეს ნამდვილი ფაქტებზეა აგებული. ყველა გმირი ნამდვილად არსებობს და მართლაც განიცდიდნენ ყველაფერს რაც იქნება ნახსენები. მე ერთერთი მოქმედი პირი ვიყავი, თუმცა თავს უფლება მივეცი და ჩემი თავი გავაქრე. მთავარი მოქმედი გმირის ანუ, დარინეს ისტორია მე მოგიყვებით ჩემი თვალით დანახულს და ცოტას მის სიტყვებსაც გამოვიყენებ. ვნახოთ როგორი გამომივა. უკვე წარსულად ქცეულ ისტორიას რომ ვწერ ამის უფლება დარინემ მომცა!
.....
ბაბუ მეუბნებოდა ხოლმე, ადამიანისთვის სახელს დიდი მნისვნელობა აქვსო, აბა წარმოიდგინე ილია ჭავჭავაძეს ერმალო რომ რქმეოდა ისეთივე მჭექარე იქნებოდა ერმალო ჭავჭავაძე როგორც ილია ჭავჭავაზეო?! ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ამის თაობაზე გეტყვით, ილიას ბესარიონიც რომ რქმეოდა მაინც ილია იქნებოდა. აი ბაბუას კი სჯეროდა რომ სახელი ქმნიდა ადამიანს და არა ადამიანი სახელს.
სად წავედი და რისი მიყოლა მინდოდა, ჩემი წარსულის მოყოლა გადავწყვიტე თქვენთვის, აი იმ ისტორიის, მე რომ გამზარდა, დამაქალა, მატირა, მაბედნიერა, მტანჯა და მაწამა. სიყვარული მასწავლა და ლოდინის ფერი გამხადა. წარსულის და სიყვარულის ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე. გაანსჯა თქვენთვის მომინდვია, იყო კი ეს სიყვარული თუ უბრალო ბავშვურ გატაცებას ჰგავს?!
მე დარინე ვარ, დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, ერთ დიდ და მეგობრულ ოჯახში. სახელი დარინე უცხოდ მოგესმათ?! ან შეიძლება გეცნოთ და სასიამოვნო მოგონებებმაც შეგახსენენ თავი. არ ვიცი ბედია თუ უბედობა, ან იქნებ ბაბუ მართალია და სახელი ქმნის ადამიანს, მაგრამ უნდა გითხრათ. ეს სახელი დამებედა სიყვარულში. გახსოვთ არა ქართული ფილმი "რაჭა ჩემი სიყვარული" ჰოდა აი ისე შემეყარა რაჭა მე, არა უფრო ადრე და უფრო ღრმად. მოკლედ დედას რომ ეს ფილმი უნახავს, სახელი დარინე ძალიან მოსწონებია და მამისთვის უთქვამს იქვე კინოთეატრში:"ჩვენც გვეყოლება დარინე, ოღონდ ცისფერი თვალებით და ოქროსფერი კულულებით!" მამას ეს წინასწარმეტყველება ღიმილათაც არ ყოფნია და ყურს იქეთ გაუტარებია. არ იყო მაშინ გეგმაში ოჯახში მატება და მრავლებაო, ასე განმიცხადა წლების მერე სიცილით ბატონმა მამუკამ. მაგრამ ქალი, რა ქალი იქნებოდა ეშმაკზე ერთი დღით ადრე რომ არ სცოდნოდა რა მოხდებოდა?! ჰოდა ეგრე გავჩნდი მეც სულ რაღაც 2 წლის შემდეგ და დედამაც დარინე დამარქვა. ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც ჩამიფიქრა.
დიდ ოჯახში, რომელშიც ჩვენი პატარა ოჯახის გარდა შედიოდა კიდე დეიდაჩემისა და ბიძაცემის ოჯახი, ვქმნიდით ერთ დიდ წრეს. რადგან დედას, დეიდას და ბიძას მშობლები ძალიან ადრე დაეღუპათ, ყოველთვის განსხვავებული დამიკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. არასდროს კამათობდნენ და ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი, მერე კიდე ერთმანეთის ოჯახები. ჩვენც, შვილებსაც ესე გვზრდიდნენ, მუდამ ერთად და სიყვარულით. ასე რომ მე მყავდა 5 ძმა და არცერთი და. სამი ოჯახისთვის მე ვიყავი ერთადერთი ქალიშვილი, რომლისთვისაც ნებისმიერი მათგანი ყველაფერს გააკეთებდა. მე ეს მათამამებდა და სიამაყით მავსებდა. ჩემი ხუთი ძმიდან ყველაზე უყროსი გიოა ჩემი ბიოლოგიური ძმა 8 წლით. მერე მოდიან დათა (დეიდაშილი) და ლუკა(ბიძაშვილი) ლაშა(დეიდაშვილი) მე და ჩემი ერეკლე (მეორე მე, დეიდაშვილი). ერეკლე ჩემზე ერთი წლით უმცროსია, თუმცა ჩემი ტყუპისცალი უფროა. ჩემი საყრდენი ამ ცხოვრებაში. ჩვენ უფრო გვესმის ერთმანეთის ვიდრე ღვიძლ დედმამიშვილებს, ჩვენ უფრო ერთგული მეგობრები ვართ ვიდრე ძმადნაფიცები. ეს იყო და დღესაც ესეა, შემიძლია ვთქვა ერე ჩემი ბედნიერების ნაწილია, ისეთი დიდი ნაწილი, რომ არა ის მე ვერ ვიქნებოდი. ჩვენი ესეთი დამოკიდებულება ყველამ იცის, თუმცა ბევრი ვერ ხვდება. მე კი ვიცი: ჩვენ მედლის ორი, იდენტური მხარე ვართ მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით! და ეს სქესია!
დანარჩნი ოთხი ვაჟბატონისთვის მთელი ბავშვობა მე ვიყავი პრინცესა, თოჯინა, ლამაზუკა, სიფრიფანა, კულულა, ხატულა და ..... მაგრამ ასეთი გათამამების მიუხედავად, ცდილობდნენ გავეზარდე ნახევრად ბიჭად, ვთამაშობდი ფეხბურთს, კალათბურთს (სიმაღლისა და ბურთის სიდიდის გამო არც ისე მომეწონა სპორტის ეს სახეობა) დავდიოდი მათთან ერთად სათევზაოთ და ხილის მოსაპარად. ასე რომ არც ისეთი სიფრიფანა ვარ, ყაზარმული ხცოვრებაც გამომივლია.
ბავშვობის რაღაც პერიოდი ოთხეული მე და ერეკლეს პატარებად და ბავშვებად გვთვლიდნენ, თითქოს და ისინი ძალიან დიდები იყვნენ. ოთხეულს ჩემდამი ეს "პატარაა, ბავშვიას" დამოკიდებულება დღემდე შემორჩათ, გგონიათ მწყინს?! არა, მიხარია. სხვა რომ არაფერი როცა დავბერდები, ვიცი ამ ქვეყნად იარსებებს ოთხი ვაჯკაცი, რომელთათვისაც მე ისევ ბავშვი ვარ, არც კი გავიზრდები. ასე რომ, სიბერემდე შორია, ძალიან შორი.
ჩვენი დიდი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, და რადგან ამ ოჯახიდან სოფელი მხოლოდ დეიდაჩემის ქმარს ლადოს აქვს, ჩვენც ყოველ ზაფხულს მათთან ვატარებდით. ლადო ძია რაჭველია, ზემო რაჭველი. თბილი და ტკბილი ადამიანი, უსაზღვროდ რომ მიყვარს და უდიდეს პატივს რომ ვცემ. მისთვის მე ქალიშვილი ვარ, რომელსაც უბრალოდ სხვა გვარი აქვს. ასე გახდა ჩვენი ოჯახი რაჭის სტუმრები ყოველ ზაფხულს და არამარტო ზაფხულს.
ბავშვობიდან დაიბადა ჩემში მთის სიყვარული და "რაჭა". როცა მეკითხებიან წარმოშობით საიდან ხარო, მე ვპასუხობ: იმერელი და შეთავსებით რაჭველი. არ ვტყუი, რაჭა ჩემშია. ბევრად მეტია ვიდრე გატაცება და უბრალოდ სიყვარული. ის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და ტკბილ-მწარე ბედნიერებაა. ონი, უწერა, გლოლა, ღები და ჭიორა, შოვი და სააკაო.
იქ ფილტვები სხვანაირად იშლება, სხვანაირად ისუნთქება ჰაერი. თითქოს ფერიც კი აქვს, რაღაც უჩვეულო და მსუბუქია. სუფთა და კრიალაა. შენია და სხვისთვის არ გემეტება, სულ ყველა ერთად გინდა ჩაყლაპო. რაჭა ჩემი სიყვარულია, დამებედა სახელთან ერთად და ამას წლების მერე უკეთ მივხვდი.
ეს მხარე და პატარა სოფელი, ჩემი ბედნიერება და ტკივილია. იქ ვიყავი ყველაზე ბედნიერი და სევდიანი. ყველაზე დიდი და საოცრად პატარა. იქ ყველა "ფერი" ჩემი გახდა: მთა, ტყე, მდინარე, აკადული, კავკასიონის ქედები, მყინვარწვერები, შოდაკედელა, კატიყურა, ჭალეები, სახლი, ბებო, ბაბუ, მამიდა ნათესავები, ეზო, მეზობლები, ეზოს წინ წყარო და სულ ყველა "ფერი". რაჭასა და მის სიყვარულზე გზადაგზა მოგიყვებით, შევეცდები თქვენც შეგაყვაროთ და ჩემებური რაჭა დაგანახოთ, სიყვარულით და სითბოთი სავსე!
რაც კი თავი მახსოვს, ჩვენი დიდი ოჯახი ყოველ წელს მივდივართ სოფელში ივლისის თვეში და აგვისტოს 30 რიცხვამდე იქ ვიყავით. ეს უცვლელი ტრადიცია იყო, ბავშვები ძია ლადოს მივყავდით თავისი მანქანით, უფროსები კი მეორე მანქანით უკან მოგვყვებოდნენ. ტრადიციისამებრ, ბავშვები სასურველი ადგილისთვის ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ჯეირანსაც ვთამაშობდით და ხანდახან ავადმყოფობასაც ვიგონებდით. როგორღაც დავლაგდებოდით და იწყებოდა დიდი და დამღლელი გზა, რომელიც ძიასთვოს ათჯერ უფრო დამღლელი იყო. ჩვეული "ორომტრიალი" იყო ხოლმე, ვის სიმღერა უნდოდა და მღეროდა, ვის მისი ხმის დაფარვა და ყვირილით ლექსის თქმა, ვის ახალი ფილმე ენახა და მეორეს უყვებოდა, რომელიმეს გამუდმებით შიოდა ან წყალი უნდოდა, მერე კი "გააჩერე 00ში მინდას" ძახილით აყრუებდა ყურს. ბოლოს ძიას რაჭულ ოლიმპიურ სიმშვიდესაც მოეღებოდა ბოლო და გავიგონებდით ომახიან დაღრიალებას, გავისუსებოდით სულ რაღაც ნახევარი საათით და მერე ისევ ჩვეული "სიმშვიდე" ისადგურებდა მანქანაში.
ასე ჩავდიოდით სიფლამდე, იქ კი ძველ ხიდთან ოთხეული მანქანიდან გადახტებოდნენ და ვრჩებოდით ჩვენ სამნი, ძია მე და ერეკლე! ასე ვახარებდით ბაბუს ოჯახს და კერას. ჭიშკართან გაჩერებულ ნაცნობ მანქანას რომ დაინახავდა ნაზო ბებო, თავსაფარში დამალულ, დანაოჭებულ სახეს ოფლისგან მოიწმენდდა, სახეზე ბედნიერი ღიმილით ჭიშკარს გაგვიღებდა:
_ვიცოდი განა არაა? გულმაც მიგრძნო და ნაკვერჩხალიც მითხრა, რომ ჩამოხვიდოდით ჩემოებოო!_ერეს ჩაკოცნიდა, თმებს აუჩეჩავდა. მერე მე შემომხედავდა, გულზე მიმიკრავდა, თავზე გაუჩერებლად მკოცნიდა, მერე ჩემს სახეს მის დაბერებულ ხელებში მოიქცევდა და უკვე სიბერისგან ლამის გამქრალი ტუჩებით მთელს სახეს დამიკოცნიდა_კიდეც რომ შეგძულდე უნდა გაკოცო ბებო!
_ბებო, როგორ უნდა შემძულდე რას ამბობ?!_ვეკითხებოდი ტირილით
_აბა, რა ვიცი ანგელოზო, ეგებ მოხუცის კოცნა არც კი გეამოს!_მეუბნებოდა და კიდე უფრო მიკოცნიდა სახეს და ლოკონებს_ანგელოზი ხარ დარიკო ბებო!
_ჰოდა აკოცე შენს ანგელოზს და დააცადე რომ დაგიკოცნოს ეგ ნაოჭიანი ლოყები! თან რომ იცოდე რა ჩამოგიტანეეეე!_ბებოსთვის ყველაზე დიდი საჩუქარი შავი თავსაფარი იყო, დავკოცნიდი ჩემს ნაზოს და მერე ჟორუკასკენ გავიქცეოდი, რომელიც ერეს უკვე დაეღალა. ბებო ლადოს რომ ეალერსებოდა და სათუთად ეფერებოდა დაღლილს სახეზე, მე მათ ჩუმად ბაბუს სიგარეტის კოლოფებს ვაჩვენებდი "კონტრააბანდად" რომ ჩამქონდა სოფელში, მამა უგზავნიდა ბაბუს. ისიც თვალს ჩამიკრავდა
_ბაბუს კულულა ბაღვი!_გაშლიდა ხელებს და მოვეხვეოდით ერთმანეთს. მერე მე თამბაქოს სუნით გაჟღენთილ წვერს დავუკოცნიდი
_ბაბუ, თუ გინდა ნაზოს არაფერი ვითხრა ხვალ წვერი გაიპარსე!_დავემუქრებოდი ჟორუკას და ისიც გულიანად გამიცინებდა, მერე კი ჩვეული ხველება აუვარდებოდა და მე ვინანებდი რომ კიდე ერთხელ ჩამოვიტანე ეს დაწყევლილი "კონტრაბანდა"
_ცხონება ხარ დარიკო ბაბუ!
მერე იყო თინო მამიდასთან შეხვედრა. "ჩემი შეუფასებელი განძეული" ასე გვიქოდებდა მამიდა მე და ერეკლეს, აი იმ ოთხეულს სახლში ყველაზე გვიან რომ შემოდიოდნენ, მეკობრეები ერქვათ. მე კი მამიდას "ვენდი" შევარქვი, და გამუდმებით მისი "პიტერ პენს ვეძებდი". თინო ყველაზე კარგი მამიდა იყო და არის! ყველაზე კეთილი და ნიჭიერი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელიც სოფლისთვის სამაგალითო ადამიანი იყო.
სოფელში ჩასვლიდან 15 წულში ნახევარმა სოფერმა იცოდა რომ "კარაანთ" მონაგარი ჩამოუვიდათ. იყო გულთბილი სალმები და მოკითხვები. ზოგი იმ საღამოსვე გოგვინახულებდა, ზოგიც კი მეორე დილით ან საღამოთი. ჩვენც ჩვენი ყავის მარაგს თავს მოვხსნიდით და იწყებოდა "ზაფხულობანა" დღემდე ვერ ვხვდები, როგორ არის რაჭაში ყავა ესეთი პოპულარული. მოხუციც და ახალგაზრდაც ყავას სვამდა და სვამს ახლაც. თან იმასაც დააყოლებენ "თურქული" გემრიელიაო. მე არ ვიცი, ჩემთვის ეგ ყავა ამოუცნობი ფენომენია!
ჩვენი სახლი, სოფლის ბოლოს იდგა. ჩვენი სახლის მერე კიდე სამი ოჯახი ცხოვრობდა და მერე გორეები იწყებოდა. ასე რომ სოფლიდან თუ ვინმე მთებში ადიოდა, ჩველი ეზოკარი უნდა აევლო, ყოველ დილით იყო შეძახილები და გადაძახილები. მერე ბებოც გაუწყრებოდა ხმაურიან მეზობლებს "ბაღვებს დამიღვიძებთ" ეს შემოძახილი რომ მიჩუმდებოდა, მერე ხევიდან მდინარის ჩხრიალი გაძლიერდებოდა და დილიდან მიხმობდა ჩავსულიყავი და მენახა იქაურობა. ჭალეები და დასილული ნაპირები. მეც ავხტებოდი და გავიქცეოდი, მთელს სოფელს ფეხით მოვირბენდი, მოკითხვდებითა და მორიდებული გამარჯობით დაღლილი სახლში ავიდოდი, დავემხობოდი საწოლზე და დავიყვირებდი "ჩემიაააა"
ქვემოდან თინო ამომძახებდა "ვინ გართმევს ერთი კი ვიცოდე!" ასე გახდა რაჭა ჩემი და მე კიდე "მისი"
ჩვენს გვერით სახლში, გორეებისკენ კოტეს ოჯახი ცხოვრობდა. კოტე ძია, მარიკა ბიცოლა და მათი სამი შვილი: ზურა, ონისე და თამრიკო. ზურა ჩვენზე ძალიან დიდი იყო, ათი წლით უფროსი. ონისე 7წლით დიდი და სულ უმცროსი თამრო ჩემზე ექვსი თვით უმცროსი. მე და თამრო საუკეთესო მეგობრები ვიყავით ყოველთვის. ერთად ვთამაშობდით ხოლმე "დედა-შვილობანასა" და "სამზარეულობანას" კიდე ბევრი საყვარელი თამაშები გვქონდა. კოტე ძია და ონისე სულ გვანებივრებდნენ, ტკბილეულითა და სათამაშოებით. აი ზურა კი საოცრად უხეში და მკაცრი იყო ...



№1  offline წევრი dreamers

რა მაგარია, დიდი ხანია ამას ველოდები, ერთიანად უნდა წავიკითხო ისევ. შენი დაბრუნება ძალიან გამოხარდა. :)))

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

:)) ძალიან კარგი

 


№3  offline წევრი BASI

როგორ მომნატრებია შენი ნიკის დანახვაც კი. მომენატრა საღამოობით ჭიქა ყავით შენი ისტორიების კითხვა (ადრე გეუბნებოდი, კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კარგ დაქალთან ერთად ვჭორაობ ყავის ჭიქით ხელში-თქო).ადრე პიპაჩო მქონდა ნიკად.
ხედავ ისე გამახარა და ეიფორიაში ჩამაგდო შენმა "დანახვამ", წერის და აზრის გადმოცემის უნარი დავკარგე. ძალიან მომენატრე და მაკლდი შენი სითბოთი და იუმორით გაჯერებული ისტორიებით. მიხარია რომ დაგვიბრუნდი. იმედია ისევ გაგვანებივრებ შენი ძველი და ახალი ნაწარმოებებით.

 


№4 სტუმარი თა თუ

აბა ახალი ისტორიაა? ეს ორჯერ მაქვს წაკითხული. მიხარია შენი დაბრუნება. იმედია ჩემთვის ახალ ისტორიებსაც დადებ თორე ეს ზეპირად ვიცი... <3

 


№5  offline ადმინი ano23

es istoria vici da dzalian miyvars, romeligac istoria shua werashi shewyvite da imis gagrdzelebas movitxov :D amis momdevno TAVS moutmenlad veli :-* dzalian mixari ,rom dabruneba gadawyvite

 


№6  offline წევრი nestanuka13

ვაიმეე როგორ მიყვარს ეს ისტორია რამდენჯერ მაქვს წაკითხული არ ვიცი, წაშლილი იყო ეს ისტორია საიტიდან და არ ვიცოდი როგორ მომეძებნე რომ მეთხოვა თავიდან დადება კიდე

 


№7  offline მოდერი zgarbuna

გამიხარდა ესეთი სითბოთი გაჯერებული მონატრება. თხოვნები რომ დაგროვდა პირად მიმოწერაში ჩავთვალე საჭიროდ დამედო ეს ისტორია და ამით ჩემი პასუხისმგებლობა "ავიცილო" თავიდან. :) მეც ძალიან მომენატრა ჩემი ისტორიის ერთგული მკითხველები. "პიპაჩო" მახსოვხართ ძალიან კარგად. თქვენი წერილის შინაარსიც მახსოვს "ცუდი გადაივლის და კარგის დრო დადგება"
ახლა ცუდი დამთავრდა, კარგი დროს ველოდებით :)
რა კარგი ყოფილა თქვენთან ჭორაობა! :) :* მომენატრეთ
--------------------
ნინულია

 


№8  offline წევრი Marusia123

რამდენი ხანია ამ ისტორიას ვეძებ :( შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე :* არ გინდა სრულად რომ დადო? :d მთელი სულით და გულით ველოდები :* დიდხანს არ გვალოდინო ხოლმე თორე გული გამისკდება :d ♥

 


№9 სტუმარი Ana

Axali istoriao da ki gamikvirda dzveli satauri, magram sheni istoriis gauxsneloba rtulia. Cudia rom es axali istoria, miviwyebuli dzveli agmochnda;).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent