შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (13 თავი)


28-10-2016, 18:23
ავტორი terooo
ნანახია 3 888

ალბათ ერთ დღეს გავიღვიძებ და ვიტყვი:
-ვსო ყველაფერი მორჩა. დამთავრდა. მე ეს შევძელი.
მაგრამ არა, როცა უკვე მგონია რომ ყველაფერი დასრულდა, როცა უკვე მგონია რომ ამ დაუსრულებელ ტანჯვასა და გოდებას ბოლო მოეღება, სწორედ მაშინ გამოჩნდება კიდევ რაღაც ახალი, და ისევ თავიდან იწყება ყველააფერი, ეს დაუსრულებელი ციკლია, მაგრამ დანებებასაც კი არ ვაპირებ. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ, მაგრამ მირჩევნია ჩემზე გადაიაროს ყველაფერმა და ამით დასრულდეს ყველაფერი, ვიდრე წლები გაგრძელდეს კიდევ ეს უაზრო ომი, თაობებს შორის, რომელიც თითქმის არის და არც არის. პასუხიც კი არავინ იცის, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ბეშქენს მარიამი შეუყვარდა? არა ეს მხოლოდ მარიამის და ბეშქენის ამბავი არ არის, აქ ყველანი ერთად არიან დამნაშავეებიც და მართლებიც, მთელი სოფელი.
-მე უკვე გითხარი რომ აქედან არსადაც არ წავალ- გამძინვარებულ მხეცს გავდა იაგო, რომელიც უკვე მეორე დღე იყო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა აქედან წავსულიყავი.
-მარიამ ნუ ბავშვობ, აქედან უნდა წახვიდე- თვალები უელავდა, ჩაშავებოდა.
-მე აქ ვრჩები რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?
-მარიამ ყველას დაცვას მე ვერ შევძლებ, ბრმა ტყვიას ვერ აღვუდგები წინ, არ ვიცი რას უნდა ველოდოთ, ჩემი მეგობრები არკვევენ მაგრამ არავინ იცის რას და საიდან უნდა ველოდოთ.
-მე არაფერი მომივა, დამშვიდდი- უშედეგოდ ვცდილობდი მის დარწმუნებას.
-რომ მოგივიდეს?- ისევ ჯიუტად იდგა მის პოზიციაზე- საერთოდ არავინ გაღელვებს? საერთოდ არავინ გიყვარს? საერთოდ როდესმე გიფიქრია სხვა ადამიანებზე, საკუთარი პრინციპების გარდა?- ბოლო სიტყვებში მთელი ბრაზი და სიმკაცრე ჩადო.
-რომ ვფიქრობ იმიტომ არ მივდივარ აქედან, -თვალებში ვუყურებდი და სიმკაცრეს არც მე ვაკლებდი- მიტომ ვარ ჯერ კიდევ აქ, ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება და მე ვალდდებული ვარ აქ ვიყო, არასდროს გავრბივარ მე, გესმის არასდროს.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? დედაზე არ ფიქრობ?
-კი ვფიქრობ, ის არასოდეს მომიწონებს რომ ლაჩრულად მოვიქცე, მერე რა რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ, მერე რა რომ ქალი ვარ, ის ყოველთვის მასწავლიდა იმას რომ ჩემი დაშებული შეცდომა მევე გამომესწორებინა. დედა შეცდომების გამოსწორებას მასწავლიდა, ბავშვობიდან ჩამინერგა ეს.
-რატომ ხარ ასეთი მეამბოხე- თითქოს დანებდაო იაგო, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბბობდნენ, ვგრძნობდი რომ რაღაც ჩაიფიქრა, ის აქ არ დამტოვებდა, დარჩენის საშუალებას არ მომცემდა, ყველა ღონეს გამოიყენებდა ჩემი აქედან წასვლისთვის, მაგრამ მან ხომ ისიც კი არ იცოდა, მე ვინ, ან რა ვიყავი? ყველაზე ჯიუტი არსება. ნაინას ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ამ ყელაზე ნაზ არსებას ვერასდროს გავიმეტებდი.
-კარგი დროს მოგცემ- დამეთანხმა იაგო- ცოტა დროს კიდევ რამდენიმე დღეს, შემდეგ კი მე თვითონ გაგიშვებ აქედან შენი გაგდებაც რომ მომიწიოს ან ჩემი ხელით ჩაგიყვან ქალაქამდე.
-დამშვიდდი და სახლში დაბრუნდი- თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი მასაც იგივე გაეკეთებინა, რათა გამეგო რას ფიქრობდა.
-აზრს მაინც არ შევიცვლი რომ იცოდე- ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში- ჯიუტი ხარ, შენნაირი პრაქტიკაში ჯერ არ მყოლია.
-მოიცა და ბევრი გყავდა?- გაკვირვებამ დაფარა ჩემი სახე და ალბათ თვალები ბრაზმა მოიცვა.
-მარიამ, ეხ მარიამ- მისი სახე ჯერ თავშეკავებულმა ღიმილმა დაფარა მერე კი მთლიანად გაებადრა სახე, ბედნიერება გამოესახა.- ის კი არ გადარდებს, რაც მოგელის, არამედ ის ,,რამდენი ჯიუტი არსება მყავდა“- თქვა თუ არა ისევ გაიცინა, ისევ ბედნიერმა.
-მე კითხვა დაგისვი!- ბრაზი მომერია, იმის მიუხდავად რომ ღიმილი საშინლად უხდებოდა. მეც ვბედნიერდებოდი.
-და შენ რატომ გაინტერესებს, მე რამდენი ჯიუტი არსება მყავდა პრაქტიკაში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-მე.. მე.. ისე უბრალოდ- დავიბენი არ ვცოდი რა უნდა მეთქვა- უბრალოდ არ მომწონს სხვებს რომ მადარებენ.- ამაყად ვუთხარი და ჯიქურ მივაშტერდი თვალებში.
-მგონი მე და შენ ეგ პერიოდი გავიარეთ ხოომ?- სახე ,,გასწორებულმა“ მითხრა სწრაფად.
-უბრალოდ გაგახსენე, არ მომწონს როდესაც სხვებს მადარებენ, არ მომწონს როდესაც რაღაც პარალელებს ავლებენ, მე უბრალოდ ასეთი ვარ, მე მე ვარ, ის სხვა კი სხვა. არ მომწონს შედარებები.- თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი ის ეგრძნო რაც მე იმ წამს.- ყველა ადამიანი იდეალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
-კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა- დამეთანხმა- მაგრამ იცოდე მალე წახვალ აქედან.
-მეგონა ეს ეტაპიც გავიარეთ- უკმაყოფილოდ გავსწორდი სკამზე და მისი სიტყვები გავიმეორე.
-არა არ გაგვივლია.
-მე ვრჩები, არ მაინტერესებს რატო და რისთვის, მე ვრჩები.
-კარგი ერთი პირობით.
-რა პირობით?
-28ში, ჩვენთან ერთად წამოხვალ კვირიკობის დღესასწაულზე?
-სააად? მეეე? რააატოომ?
-სოფელ კვირიკედან არის დედა, აქედან შვიდი კილომეტრის მოშორებით, ყოველ წელიწადს ჩავდივართ, ერთად აღვნიშნავთ ამ ყველაფერს, ამ დღესასწაულს სოფლის დღესასწაულია. მინდა რომ.... - საუბრის დასრულება ვერ მოასწრო რომ ნელი დეიდა შემოვიდა სახლში.
-საღამო მშვიდობისა შვილო- თბილად მიესალმა იაგოს- რამ შეგაწუხა? ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს.
-კი მშვიდობა იქნება თუ მარიამი აქედან წავა.
-მე უკვე ვთქვი რომ არ მივდივარ.
-მარიამ შვილო, -ჩემს გვერდით დაჯდა ნელი დეიდა, -შენთვის, ჩვენთვის, როგორადაც აჯობებს ისე მოიქეცი, შენს ამბიციებს ნუ გადააყოლებ ამ ხალხს.- ნელი დეიდა ისე თბილად და სათუთად მეუბნებოდა საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი, დედა გამახსენდა და საშინელი მონატრების გრძნობამ მომიცვა.
-უბრალოდ მინდა რომ ჩემიც გაიგოთ, ასე უბრალოდ ვერ წავალ და ვერ მიგატოვებთ, უბრალოდ ვერ შევძლებ ეს ყველაფერი ასე მარტივად დავივიწყო, ჩემი შეცდომააა, ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მე კიდევ თქვენ ვერ გადმოგაბრალებთ. უბრალოდ რაც იქნება პასუხი მეც უნდა ვვაგო.
-რა მოხდა მითხარით- ნელი დეიდა ჩაერია ისევ.
-მარიამს დღიური დაეკარგა, სავარაუდოდ დაუკითხავად აიღეს, იქ ყველაფერი ეწერა, ის ყველაფერი რაც აქ გაიგო, მოისმინა, მისი დებულებები, მოსაზრებები. არ ვიცი ვის ხელშია მაგრამ ემუქრებიან, შუამავალმა ჩემმამდე მოიყვანა, მე გამაგებინეს, ის რაც წლების წინ მოხდა ისევ განმეორდებაო. ვეუბნები რომ აქედან უნდა წავიდეს.
-მე მაინც ვფიქრობ რომ ჯერ უნდა დავრჩე.- ისევ ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე.
-კარგი შენი გადასაწყვეტია შვილო, მაგრამ კარგად დაფიქრდი.- ნელი დეიდამ თმებზე ჩამომისვა ხელი და სამზარეულოს მიაშურა.
-კარგი მე უნდა წავიდე, კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე ყველაფერი, რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვიქნები- ბოლო სიტყვები თითქოს წამოცდაო, თქმასაც კი არ აპირებდაო, სახე როგორც ყოველთვის მკაცრი და შეუვალი ჰქონდა, მაგრამ თვალები, თვალები ყველაფრის მთქმელი, თბილი და სიყვარულით აღსავსე.
***
ნაინასთან მისაღებში ვიჯექით, მის შემდეგ რაც ბოლო დროს მოვლენები განვითარდა, მის შემდეგ არც ერთი და ძმა მარტო არ მტოვებდა, ყოველთვის ცდილობდნენ მარტო არ დავეტოვებინე, ყურადღება მსიამოვნებდა მაგრამ ხანდახან მოსაბეზრებელიც კი გახდა, მაგრამ რა მოხდებოდა რომ არც ერთი არ ყოფილიყო ჩემთან ერთად? არც არაფერი, თუ ჩემთვის რამის დაშავებას გადაწყვეტდნენ ვერავინ შეუშლიდათ ხელს. მაგრამ მაინც, ახლა მე მათ მისაღებში ვიჯექი და თითქის შინა პატიმრობაში ვიყავი.
-შენც უნდა წამოხვიდე, ეს დღესასწაული შენი თვალით უნდა ნახო- მთელი მონდომებით ცდილობდა ნაინა ჩემს გადარწმუნებას რომ როგორმე სოფლის დღესასწაულზე წავეყვანე.
-არ მინდა ნაინა, ვერ წამოვალ, ყველა რაღააცნაირად შემომხედავს და არ მინდა უფრო მეტი თემა მივცე ხალხს. თან ყველანი დაძაბულები იქნებით ჩემს გამო.
-და შენ ეს ყველაფერი გაწუხებს?- ღიმილით მკითხა მან.- არავინ იქნება დაძაბული, არაფერი მოხდება იქ და ჩემი ძმა არასდროუს დაუშვებს იმას რომ რამე შეგემთხვეს.
მართალიც იყო სადღაც გულის სიღრმეში, მეც მის აზრს ვითვალისწინებდი, ამ დღესასწაულზე მსმენია მაგრამ როგორც სხვა ყველა დანარჩენი წესი არასდროს მინახავს საკუთარი თვალით.
-გიორგიც კი ჩამოდის სპეციალურად ამ დღისთვის, შეიძლება ნუცაც კი გვესტუმროს- არ ნებდებოდა ნაინა.- არ გინდა რომ მათი ღიმილიან-სევდიან-ცრემლიანი გამოხედვები ნახო? უნდა წამოხვიდე.
-მოდის- ჩემს უკან მისი ხმა მესმოდა, როგორც ჩვევია ასე ჩუმად მოსვლა, სწორედ მაშინ როდესაც არც კი ელი, ერთ დღეს გული წამივიდეს შეიძლება, ასე მოულოდნელად რომ გავიგებ მის ხმას.
-არ მინდა იქ წამოსვლა.- მაინც ვჯიუტობდი მე.
-რატომ?- ნაინას დაუდგა გვერდით, ისევ ისეთი უტეხი, მზერა ჰქონდა, ცივი და არაფრისმთქმელი, თვალებში მიყურებდა და ცდილობდა მისი მზერით დავებნიე, ნუთუ ვერ ხვდება რომ არაფრი გამოდის და მაინც ჯიუტად ცდილობს ერთი და იგივეს.
-არ მინდა წამოსვლა.- ჯიუტად ვაგრძელებდი.
-მაშინ მიზეზი უნდა გვითხრა რატომ არ გინდა წამოსვლა,- ნაინამ ძმაც აქ გვერდით მყავსო და უფრო შემართებით დაიწყო ზეწოლა.
-უბრალოდ არ მინდა ხალხს თვალში უხეშად მოვხვდე- ვთქვი და დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე.
-წამოვა- მან მკაცრად თქვა, მერე დას მიუბრუნდა- უთხარი წესების შესახებ, მოკლედ აუხსენი ყველაფერი, შეიძლება იცოდეს მაგრამ მაინც- ბოლოს ღიმილი მაინც გაეპარა და წავიდა.
-ასეც ვიცოდი- სიხარულით ხტოდა ნაინა
-არა, მართლა ვერ წამოვალ, იქ რა მინდა? არავის ვიცნობ.
-დამიჯერე იმ ადამიანებს ვინც იქ იქებიან ნამდვილდ არ მოეწონებათ სტატუსი ,,არაავინ“- წარბები შეკრა ნაინამ, ახლა ამ წამს ეჭვიც კი არ მეპარებოდა მათ და ძმობაში, ისე საშინლად გავდა ძმას.
-კარგი რა გიორგი და ნუცა... ხო მაგრამ მაინც.
-მან თქვა- ღიმილით მაგრამ მკაცრად მითხრა- მოდიხარ, ანუ გადაწყვეტილი ამბავია. რომ იცოდე წინ რამდენი საინტერესო ამბავი გელოდება დამიჯერე წამითაც კი არ იტყოდი იმას რომ იქ წამოსვლა არ გინდა.
-ვინმემ რამე რომ მკითხოს?
-უპასუხებ
-რამე ისეთი რომ იყოს?
-მეც იქ ვიქნები.
-ვინ ხარო რომ მკითხონ?
-უპასუხებ რომ ჩემი მეგობარი ხარ, დამიჯერე ეს უკვე საკმარისი იქნება, მაგრამ არავის დაჭირდება იქ ამ კითხვის დასმა, დამიჯერე ბევრი უცხო ადამიანი იქნება, შეიძლება შენი არსებობაც კი დაავიწყდეთ.
-როდის დავბრუნდებით?
-აი, ასე. ძალიან მომწონს შენი გადაწყვეტილება.- აღფრთოვანებით შესძახა ნაინამ.
-მე არაფერი გადამიწყვეტია უბრალოდ, გეკითხები.
-კარგი რა მარიამ კარგი- ღიმილს ვერ იკავებდა ნაინა.
-სად დავრჩებით.
-ბაბუსთან.
-რააა?- თვალები სავარაუდოდ შუბლზე ამივიდა იქედან კი კეფაზე.
-ბაბუსთან სახლში- მშვიდად გამიმეორა ისევ.
-ნაინა მეხუმრები ხომ?
-არა, დედა სოფლის დღესასწაულს ყოველთვის იქ ხვდება, მერე ბაბუსთან დიდი მაგიდა იშლება და ყველანი იქ ვიკრიბებით, გიორგიც მუდამ ჩვენთან ერთადაა, ამ დღესასწაულს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბაბუ სპეციალურად უვლის და ამზადებს საკლავს, ყველაზე საუკეთესოს. ეს ტრადიციაა, ყველა ოჯახში უნდა იყოს დაკლული, ხორცი.
-როგორი დღესასწაულია?
-ეკლესიაში მიდიან, ლოცულობენ, სიმრავლეს და მფარველობას თხოვენ, შესაწირს ამზადებენ, მერე კი ერთმანეთს ულოცავენ, ეს ყველაფერი ერთ დიდ ღრეობად იქცევა ხოლმე ბოლოს.
-ბაბუსთან რა ხდება სახლში?
-ბაბუსთან? ყველანი ერთად ვიკრიბებით, ბაბუს შვილები, ნათესავები ვისაც სურს, დედა ყოველთვის ბევრს ამზადებს, სტუმრები არ იცი როდის და როგორ მოვლენო, ბაბუ ხორცეულს ამზადებს, მამა ხინკალს ამზადებს. ყველანი მზადყოფნაში არიან, ეს ალბათ ერთადერთი დღესასწაულია მტერსაც რომ ვერ გააგდებ სახლიდან. უგემრიელეს კუბდარებს ამზადებენ.
-მართლა იქ უნდა დავრჩეთ?
-კი. ყველა მიდის მოდის, ერთმანეთს ულოცავენ, თითქმის მთელი ღამე გრძედება.
-იაგოც იქნება- შიშით ვკითხე.
-კი.- ღიმილი მითხრა.- არ თქვა ახლა მერიდება, მასთან ერთად ერთ სახლში როგორ უნდა დავიძინო, როგორ უნდა ვისუნთქო ან როგორ უნდა შევხედო შენებს ან რამე რომ მკითხონ რა ვუპსუხოვო, თორემ მაგრად დაგცინებ.
-კარგი არაფერს გეუბნები.
-რომ გეთქვა, ჩემს ფიქრებს დამიდასტურებდი- ეშმაკურად ამითამაშა თვალები.
-ნაინა რაა გინდა?- შევეცადე მკაცრად მეკითხა, მაგრამ მასთან ხომ არ შემიძლია ვიყო სერიოზული.
-ახლაც იაგოს სახლში ხარ სხვათაშორის, გხედავს მაგრამ არ შეუჭამიხარ ჯერ- ისევ ეშმაკურად გამიღიმა - მეეჭვება შეგჭამოს მე უფრო უკეთესი იდეეები მაქვს.
-ნაინა.
-ხო ვიცი ყავა გინდა, წამო ჩაი დავლიოთ- ისევ გამიღიმა ხელი დამავლო როგორც პატარა ბავშვს და სამზარეულოსკენ გამაქანა.
-დაჯექი მომიყევი ყველაფერი- ნაინამ სამზარეულოს მაგიდასთან დამსვა, წამიერად შევავლე ყველაფერს თვალი, როგორც ამ სახლის ყველა კუთხე კუნჭული სიძველისა და სიახლის ერთობრიობა იყო, ყველაფერს სისუფთავის იერი დაკრავდა.
-რა მოგიყვე,- ინტერიერიდან ნაინაზე გადავიტანე ყურადღება.
-დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ნუ ასე მგონია მაინც, იმიტომ რომ შენ ჩვენს ხათაბალაში გაეხვიე, შენი ნებით მაგრამ უნებურად, ახლა კი ვალი უნდა გადაიხადო, მეც უნდა გამხვიო შენი ცხოვრების ქარ-ცეცხლში.
-მოსაყოლი არაფერია, მე უბრალოდ ცხოვრებით ვცხოვრობ.
-ოოხ, ასეთი თავდაბალი როდიდან გახდი?- ნაინამ ყავის ჭიქა წინ დამიდო და თავადაც ჩამოჯდა ჩაის ჭიქით ხელში.
-რაც შენ გაგიცანი, -თვალი ჩავუკარი.
-შენი ოჯახით დავიწყოთ.
-დედა მამა და ძმა.- ვუთხარი მოკლედ
-ვაიმე მარიამ- სიცილს ვერ წყვეტდა ნაინა, მიყურებდა და ისევ ისეთი კისკისი ისმოდა, მთელი ცხოვრება მის მზერაში გავატარებდი.
-რა მოხდა რა გაცინებს?
-რა სიტყვა უხვი ხარ.- შემოხედა და ისევ სიცილი დაიწყო.
-მეტი მოსაყოლი მართლაც არაფერი მაქვს. მყავს არც თუ ისე ბევრი მეგობარი მაგრამ მაინც მყავს და ვინც მყავს მათ ნამდვილ მეგობბრებს ვუწოდებ, შეუძლებელია მეგობარი უწოდო და ნდობა არ გქონნდეს. მე კი მათი ნდომა და გვერდით დგომა ყველაზე მეტად მჭირდება.
-მესმის შენი, ყველაზე მეტად მესმის- მის თვალებში ცრემლი აკიაფდა.
-შეიძლება რაღაც გკითხო- თვალი გავუსწორე მის სევდიან თვალებს- ვიცი რომ წარსული დიდ ტკივილს გაყენებს, მაგრამ შენ მენდდე, სრულიად უანგაროდ და უპირობოდ, უბრალოდ რაღაც მინდა გკითხო, შეგიძლია არც მიპასუხო.
-კი რა თქმა უნდა- ისევ ძველი ღიმილი დაიბრუნა სახეზე.- შეგეძლო შესავლის გარეშეცც გეკითხა.
-შენ არასდროს გითქვამს მიზეზი თუ რატომ წახვედი, არ მგონია მარიამისა და ბეშქენის ურთიერთობა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, მხოლოდ მათი დაშორება, იმიტომ რომ ეს მათი გადაწყვეტილებით მოხდა, ვგრძნობ რომ შენ ყველაფერი ვერ ან არ მითხარი, არ გეუბნები მითხრა რატომ ან რისთვის? მე მაინტერესებს შენ რატომ გაიქეცი.
-ჰო, ვიცოდი რომ მკითხავდი, - მშვიდად დაიწყო ნაინამ- მეც მინდოდა მეთქვა შენთვის მაგრამ ვერასდროს ვერ დავასრულეთ საუბარი. - ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო- ბეშქენი მე ადანაშაულებდა იმაში რომ მარიამი აქედან წავიდა, მე რომ მისთვის თავის დროზე მეთქვა მარიამის ორსულობის შესახებ, დღეს მათ შეუდარებელი ოჯახი ექნებოდათ, ბედნიერებით გაჟღენთილი, მე დამაბრალა მათი უბედურება, მერე მუქარები წამოვიდა რომ ბედნიერების უფლებას არ მომცემდა, უფრო უარესად გახდა როდესაც მისი საცოლე გარდაიცვალა და ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს. მერე ყველაფერი საშინელებები მოხდა, ბევრი უბედურება დაატყდა ერთიანად სოფელს, იაგოს ახლობლები დაიღუპნენ, მე ბეშქენისა და მისი სამეგობროს მუქარებს ვეღარ გავუძელი და გავიქეცი.
-იაგო ვერ დაგიცავდა? შენი ოჯახი?
-კი როგორ არა, უბრალოდ იმ დროს ყველაფრისგან შორს ყოფნა ვამჯობინე, ვიცი გავიქეცი მაგრამ, მაშინ ყველაზე გონივრული საქციელი ეს იყო, ოჯახს ერთით ნაკლები პრობლემა ჰქონდაა.
-მაპატიე რომ ამ ყველაფრის გახსენება მოგიწია, რომ ყველაფერი ერთბაშად გაგახსენე.
-არა, რატომ მიხდი ბოდიშს? პირიქით ამოვისუნთქე, ახლა მორჩა, იმდენად აღარ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, ახლა მართლა მგონია რომ სწოორად მოვიქეცი.
-ნაინა- მისაღებიდან იაგოს ხმა ისმოდა.
-აქ ვართ სამზარეულოში.
-დედამ დამეხმაროსო- შემდეგ მე შემომხედა, - რამდენიმე წუთში დააბრუნდება- დას გაუღიმა და მისი ადგილი დიკავა, როდდესაც ნაინამ ოთახი დატოვა.
-მეც დავეხმარები- წამოდგომას ვაპირებდი როდესაც ისევ უკან დამაბრუნა მისმა ხმამ.
-არაა საჭირო, რაღაცეები უნდა ჩაალაგონ, ხვალ მიდის დედა სოფელში და ნაინა დაეხმარება.
-თქვენ როდის მიდიხართ? - მასთან უხერხულად ვგრძნობდი თავს და მითუმეტეს მის სახლში, მის პირისპირ, განა ეს პირველად იყო? განა პირველად ვიჯქით ერთ ოთახშ მარტოები? არა, ეს მისი სახლი იყო და მისი სურნელით გაჟღენთილი ყველა წერტილი.
-ჯერ თქვენ არა, ჩვენ ყველანი- თავისუფალი იყო, მუდამ სიმკაცრისგან შეჭმუხნული წარბები და შუბლი ახლა გაეხსნა ჩუმად იღიმოდა და მიყურებდა.
-და ჩვენ როდის მივდივართ?- გამეღიმა მის მზერაზე.
-ჩვენ, იმ დილით წავალთ ადრე. მოგეწონება.
-კი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მომეწონება- მისი უშუალობა დაძაბულობას მიქრობდა.
-იცი, შენ ყველა ჩემს მეგობარს იცნობ, ჩემს სამყაროს, ჩემს ოჯახს, ყველას თითქმის, ჩემი ოჯახის ყველა წევრს და აქ ყოველ დღიური სტუმარი გახდი, ნუ მალე ალბათ სტუმარიც აღარ იქნები მაგრამ...
-მოიცა რას ნიშნავს სტუმარი აღარ ვიქნები?- არ მომეწონა მისი ეს მრავალმნიშვნელობით ნათქვამი ფრაზა.
-როგორც იმერეთში იციან, სტუმარი ვიცით ჩვენ ერთი დღეო,- იღიმოდა და ისევ თვალებში მიყურებდაა, საოცარ სითბოს გამოსცემდა ამ უბრალო გამოხედვითა და მზერით- ანუ შენც მალე სტუმრის სტატუსი აღარ გექნება.
-მარგიანი ნუ მეთამაშები- მკაცრად ვუთხარი შეძლებისდაგვარად.
-მე რა გითხარი შენ?
-აქ ჩვენს გარდა ხედავ სხვა ვინმეს?- ოთახი მოვათვალიერე და მასაც ვანიშნე- არავინ არის.
-მე მომწონს ჩემი სახელი.- ისევ გაიმეორა.
-მეც- დავეთანხმე, ღიმილმა რომ დაუფარა სახე, მოგვიანებით მივხვდი რაც აცინებდა- მე ჩემი სახელი ვიგულისხმე.
-მინდა შენი მეგობრების შესახებ მომიყვე.- მითხრა უცებ სერიოზულმა და ისევ თვალები გამისწორა.
-არ მყავს ბევრი მეგობრები.
-აი იმათზე მომიყევ, ვისაც გნსაკუთრებული ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში. იმათ შესახებ ვისთვისც ყოველ წამს ადგე და აქედან წახვიდე რომ დაჭირდე, რომ შენი დახმარება ჭირდებოდეს, თუნდაც აი ახლა რომ დაგირეკოს და გითხრას, რომ მას შენს გვერდით ყოფნა ჭირდება.
-იცი ერთი მეგობარი მყავს, კეთილ ფერიას ვეძახი,- უპრობლემოდ დავიწყე მოყოლა- თითქმის ყველაფერზე განსხვავებული შეხედულებები აქვს, განსხვავებული ყველასგან და ყველაფრისგან, თითქოს არარეალურია, ყველაფრის სჯერა, მიწიერის და არა მიწიერისიც კი.
-რას ამბობს ასეთს, ესეთი დიდი სიყვარულით, ანთებული თვალებით და მთელი აღფრთოვანებით ყვები მასზე, კიდევ კარგი კეთილი ფერიაო ახსენე, ალბათ ეს რომ არ გეთქვა, ცოტას ვიეჭვიანებდი და გოგოს ნაცვლად ბიჭი მეგონებოდა.- თითქოს ირონიულად თქვაო მაგრამ მაინც დავიჭირე რაღაც სიმართლის მარცვლები, უნებურად გამეღიმა მაგრამ არ შეიმჩნია.
-არა, ნამდვილად გოგოა- ღიმილს მგვრიდა მისი ცნობისმოყვარე სახე- გოგოა მაგრამ ხანდახან არარეალური მგონია.
-მომიყევი რამე მასზე, როგორია? რატომ გგონია რომ არარეალურია?
-პირადად არასოდეს შევხვედრილვარ, მხოლოდ ეკრანს მიღმა ვიცნობ, განსხვავებულია და არავის არ გავს.- ვგრძნობდი რომ ჩემი ნათქვამი გკვირვებას გამოიწვევდა მასში, მაგრამ ამჯერად შევცდი, სახეზე, მიმიკაზე, თვალებძე არაფერი დაეტყო, იქნებ ასე ურეაქციოდ დამალა მისი გრძნობებითქო, მაგრამ მისი თვალები არ მომატყუებდნენ.
-როგორ გაიცაანი?- ინტერესით გაჯერებული მისმენდა.
-სასიამოვნოდ წერს, მასაც ჩემს მსგავსად წერის სენი შეეყარა და ვეღარ ეშვება.- ღიმილი მომგვარა.
-რატომ გგონია რომ არარეალურია?- თვალებში მიყურებდა თითქოს იქ ეძებსო პასუხებს.
-ყველაფერზე საკუთარი შეხედულებები აქვს, ის სხვებს არ გავს, მან ის დამანახა რასაც სხვები ალბათ ვერ ხედავენ, ხედავენ მაგრამ შეიძლება ვერც კი აღიქვამენ, ალბათ ამის ძალაც კი არ შესწევთ.
-მომიყევი რამე მასზე, როგორია?
-როგორი? განსხვავებულია- წამით დავფიქრდი რა შეიძლებოდა მის გარეგნობაზე მეთქვა? არაფერი, საერთოდ არაფერი, მის სხეულზე მეტად მის სულს ვიცნობდი.
-რას ნიშნავს განსხვავებულია?- უფრო ღრმად უნდოდა შემოსვლა ჩემს ფიქრებში, უფრო მეტი აინტერესებდა მისი არსებობის შესახებ.
-ის სხვებს არ გავს, განსხვავებული შეხედულებები აქვს როგორც გითხარი, ყველაფერში განსხვავებებს ეძებს, რაღაც ამოუცნობ ძალბს ეძებს, განსხვავებული აზრი აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, დღესა და ღამეზე, სინათლესა და სიბნელეზე. ასეთი განსხვავებული რომაა იმიტომ მივეჯაჭვე, მართლა არ გავს სხვებს.
-რა დაინახე მასში?
-ჩემი დაკარგული არსებობა.
-ეგ როგორ?- დამეფიცება დავინახე მის თვალებში ინტერესი როგორ გაღვივდა, როგორ ღრმად იდგამდა ფესვებს, სხვაგვარად მიყურებდა, უფრო სასურველი ვიყავი მე იმ წამს მისთვის, ვიდრე ოდესმე, განა ჩემი სხეულით? არა, ჩემი სულის შეცნობა უნდოდა.- რაას ნიშნავს შენი დაკარგული არსებობა?
-მე ტკივილმა გამომაწრთო, მთელი ცხოვრებაა ვიღაცას ვკარგავ. ვკარგავ- მერე მე მტკივა, ვპოულობ მიხარია, მერე ისევ ვკარგავ. ვგრძნობ რომ ბედნიერების უფლება არ მაქვს. ის ისეთია, ეს ყველაფერი მე რომ არ გამომევლო, სწორედ ისეთი ვიქნებოდი, ოღონდ ცოოტა გიჟი, მეტი პოზიტივით.
-გინდა მომიყვე? ან თუნდაც მაშინ როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ მე ეს უნდა ვიცოდე. ტკივილს ვგულისხმობ.
-მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრების თანმდევი მოგონებებია, რომლებიც სულ თან დამყვება, -შემდეგ კი გავუღიმე, ღიმილმა ძალა მომცა- მოგიყვები, ოდესმე ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დღეს არა.
-ის რას ამბობს ამ ყველაფრის შესახებ?
-იმას რომ ტკივილმა ძალა მომცა, დიდმა ტკივილმა უფრო ნაკლები ტკივილის გადატანა გამიადვილა და მასწავლა როგორ გავუმკლავდე სირთულეებს.
-რატომ გგონია რომ ბედნიერების უფლება არ გაქვს? საიდან მოიტანე?
-იმიტომ რომ ყველას ვკარგავ ვინც მიყვარს, ვინც ძვირფასია ჩემთვის, ვინც რაღაცას მაინც წარმოადგენს ჩემთვის, ადამიანები ყოველთვის მიდიან, ხანდახან მე უფრო მეშინია და პირველი გავრბივარ მათგან, მათი სიყვარული მაშინებს.
-რა მოხდა შენს ცხოვრებაში ასეთი, რომ ბედნიერების არ გჯერა, ყველაფერი ხომ ერთ დღეს დავიწყებას ეძლევა. თავად ყველაზე ტკივილიც კი.
-მჯერა როგორ არა, აი, შენ მეუბნები რომ შემიძლია ხელი ჩაგკიდო, თვალები დავხუჭო და ბედნიერი ვიყო.- მის გაყინულ ხელებს ჩემი დავადე, თალები დავხუჭე წამით, მერე უცებ მოვაშორე და მაგიდის ქვეშ დავმალე, თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი.
-მან რა გითხრა?- ღიმილით გააყოლა თვალები ჩემს ხელებს.
-ვინ? კეთილმა ფერიამ?
-ხო, თუ გინდა მისი ნამდვილი სახელიც არ მითხრა, უკვე მაკვირვებს მისი შენს ცხოვრებაში გამოჩენა და ამასთანავე მახარებს კიდეც.
-ის ფიქრობს რომ ჩემი საქმე ნამდვილად არაა ვინ რას ვიმსახურებთ, მითუმეტეს მე, ამას ღმერთი წყვეტს, ვინ, სად, როდის და რა ფორმით უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი და მის კომპეტენციაში არ უნდა შევიჭრათ.
-მისთვის რა არის ბედნიერება?- ვგრძნობდი როგორ აინტერესებდა, ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი.
-აი მეც მოვედი- სიცილით შემოვიდა ოთახში ნაინა და საეჭვოდ შეგვათვალიერა- იაგოს სახეზე მანიშნა- ეს რა ცემე? მე ძმიშვილს ველოდი უკვე.- ისევ გაიღიმა და იაგოს გამოხედვაზე კარამდე მანძილი მოსინჯა.
-ნაინა- იაგოს სახე ჯერ სიმკაცრე მერე კი ღიმილმა დაფარა.
-რა ვთქვი ახლა მე- ნაინა ჩემს გვერდით დასკუპტა უცებ.
-ბავშვებო- სამზარეულოში იაგოს დედა შემოვიდა- იაგო შენთან არიან.
სახე გაფითრებოდა, ნერვიულობისგან ხელები უცახცახებდა, კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა რომ არ წაქცეულიყო.
-დედა რა მოხდა? რა ...- კითხვის დასმა ვერ მოასწრო ბოლომდე, ვერ დაამთავრა წინადადება რომ ხმაც გავიგეთ. მე ადგილს მივეყინე, ნაინა აცახცახდა, იაგო უცებ წამოფრინდა ადგილიდან და ხმის მიმართულებით გასწია, მანამდე კი სევდიანი თვალებით შემოგვხედა. მის თვალებში ტკივილი ამოვიკითხე.

....
საღამო მშვიდობისა.. გუშინ უნდა დამედო ეს თვაი მაგრამ ვეღარ მოვახერხე... იმედია მირანდა შემირიგდება და აღარ დამენდურება, გუშინდელ თავს კიდევ მივამატე და ვფიქრობ წაკითხვად მაინც ხომ ღირს. მადობა ჩემო კარგებო რომ კითხულობთ, მაფასებთ და ჩემი გჯერათ... მადლობა ყველას და გელოდებით... და ჩემო გოგოო აზარაშვილი, ეს და შემდეგი შენი თავებია... იმედი მაქვს იპოვი საკუთარ თავს
სიყვარულით ტეროოო



№1  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმე გული დამარტყამს აიი ცუდად ვარ
სად გაწყვიტე ღმერთოო რა მაგარიაა როგორ მაინტერესებს ისე ნელა ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას ვაკვირდებოდი შენი ისტორია რაღაც განსხვავებული და გასაოცარია მარიამივით ძაან მიყვარს ეს გოგო იაგოც რომ სხვა მამიკოს ბიჭებს არ გავს და მარიამის სული იზიდავს მისი უცნაურობა და არა სხეული ეს ისტორია რაღაც ამოუხსნელით მავსებს და მერე სულ სხვანაირად ვფიქრობ ხოლმმე ველოდი ამ ისტორიას და ბოლოში სადც გაწყვიტე თუ არ ვცდები ბეშქენი გამოჩნდა ნუ ასე ვფიქრობ მოკლედ მალე დადე საყვარელო და გამახარე არა მარტო მე არამედ ყველა ვინც კითხულობს წარმატებებიი heart_eyes

 


№2  offline წევრი tatalia

ვგიჟდეეეები ამ მოთხრობაზე.
ვგიჟდები შენზე.
ეს ის მოთხრობაა, რომ მაჩლუნგებს და აზროვნებას მართმევს.
რომ არ შემიძლია ბევრი რამ ვთქვა,რადგან მთიშავს.
უბრალოდ მიყვარხართ შენ შენი სვანური ვერდიქტიანად. ♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო სად გაწყვიტე რა.გამისჯდება ეხლა გული ლოდინით.
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ღმერთო, ეს რა იყოო!! სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი და დამტოვე კიდეც ასე :)) როგორც იქნა გამოვჩნდიიი, ძაან მაინტერესებს რა კუთხით გააგრძელებ მაგას, ხშირად ილაპარაკე ხოლმე ჩემზე, ხო იცი როგორ მიყვარს <3 არც კი ვიცი, როგორ, რა ენაზე ან რანაირად აგიხსნა კიდევ ერთხელ სიყვარული <3 აბსოლუტურად სხვა ხარ.. არაამქვეყნიურად გადმოსცემ ყველაფერს, ყველა დეტალს, თითოეულ სიტყვაში და წერტილ მძიმეში იგრძნობა შენი სული, გული და ყველაფერი... არ მყოფნის სიტყვები, გადმოვცე, როგორ ძალიან მომეწონა და როგორ გაგიჟებით ველი ახალ თავს <3 პ.ს ჩემზე ბევრი დაწერე რაა :დდ :* :*

 


№5 სტუმარი Nacka

Vaime tero ukve vidzabebito ? Kargi gogi xar gaagrdzele ese

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Vaime tero ukve vidzabebito ? Kargi gogi xar gaagrdzele ese

ნაცკა... ნუ დამცინი.. შენ მაინც ხომ იცი რომ პირობებში მიწევს წერააა/

 


№7 სტუმარი Guest nasia

Martla mteki gulit gelodebi xolme, yovel dge da saats, dzalian gtxov iqneb shemdegi tavi cota male dadoo iset momentze gacherda rom ravii, umagresiaaaaa ♥♥♥♥♡♡♡♡

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

select
ვაიმე გული დამარტყამს აიი ცუდად ვარ
სად გაწყვიტე ღმერთოო რა მაგარიაა როგორ მაინტერესებს ისე ნელა ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას ვაკვირდებოდი შენი ისტორია რაღაც განსხვავებული და გასაოცარია მარიამივით ძაან მიყვარს ეს გოგო იაგოც რომ სხვა მამიკოს ბიჭებს არ გავს და მარიამის სული იზიდავს მისი უცნაურობა და არა სხეული ეს ისტორია რაღაც ამოუხსნელით მავსებს და მერე სულ სხვანაირად ვფიქრობ ხოლმმე ველოდი ამ ისტორიას და ბოლოში სადც გაწყვიტე თუ არ ვცდები ბეშქენი გამოჩნდა ნუ ასე ვფიქრობ მოკლედ მალე დადე საყვარელო და გამახარე არა მარტო მე არამედ ყველა ვინც კითხულობს წარმატებებიი heart_eyes

ჰო, შევეცადე განსხვავებული ისტორია დამეწერა, განსხვავებული ყვეასა და ყველაფრისგან, ოგონდ სინამდვილე და რეალური ფაქტებით, არ მინდა ზღააპარს გავდეს

Guest nasia
Martla mteki gulit gelodebi xolme, yovel dge da saats, dzalian gtxov iqneb shemdegi tavi cota male dadoo iset momentze gacherda rom ravii, umagresiaaaaa ♥♥♥♥♡♡♡♡

მადლობა მადლობა მადლობა... შევეცდებ რომ მალე დავწერო, მაგრამ რატომღაც სამ ოთხ დღეში მიწევს დადება...

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

tatalia
ვგიჟდეეეები ამ მოთხრობაზე.
ვგიჟდები შენზე.
ეს ის მოთხრობაა, რომ მაჩლუნგებს და აზროვნებას მართმევს.
რომ არ შემიძლია ბევრი რამ ვთქვა,რადგან მთიშავს.
უბრალოდ მიყვარხართ შენ შენი სვანური ვერდიქტიანად. ♥

მე კი შენ მიყვარხარ შენი კომენტარიანად...

La-Na
ოო სად გაწყვიტე რა.გამისჯდება ეხლა გული ლოდინით.

ცოტა ხანი უნდა დამელოდოო კაიიი

tamo1804
ღმერთო, ეს რა იყოო!! სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი და დამტოვე კიდეც ასე :)) როგორც იქნა გამოვჩნდიიი, ძაან მაინტერესებს რა კუთხით გააგრძელებ მაგას, ხშირად ილაპარაკე ხოლმე ჩემზე, ხო იცი როგორ მიყვარს <3 არც კი ვიცი, როგორ, რა ენაზე ან რანაირად აგიხსნა კიდევ ერთხელ სიყვარული <3 აბსოლუტურად სხვა ხარ.. არაამქვეყნიურად გადმოსცემ ყველაფერს, ყველა დეტალს, თითოეულ სიტყვაში და წერტილ მძიმეში იგრძნობა შენი სული, გული და ყველაფერი... არ მყოფნის სიტყვები, გადმოვცე, როგორ ძალიან მომეწონა და როგორ გაგიჟებით ველი ახალ თავს <3 პ.ს ჩემზე ბევრი დაწერე რაა :დდ :* :*

ჰო გამოჩნდი, იმდენჯერ გითხარი გამოჩნდები, გამოჩნდებითქო, ხომ გამოჩნდი? კი ხშირად გახსენებ ხოლმე...
ხომ იცი, როგორი ძვირფასი შენი კომენტარი ჩემთვის, არ მინდა ეს გრძნობა სიტყვებით გავაუფერულო...
მადლობა შენ ჩემო საყვარელოო.....

 


№10 სტუმარი Guest მარიამი

Imdenad kargia ro ar mkopnis ❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest მარიამი
Imdenad kargia ro ar mkopnis ❤

Madlobaaaa

 


№12  offline წევრი თეონა.უ

უუმაგრესია, აი როგორი იციი? რომ კითხულობ და არ გინდა დამთავრდეს.ნუ გვალოდინებ ამდენს რა გთხოვ. ძალიან კარგი თავია მიუხედავად იმისა, რომ დიდია მაინც მეპატარავება

 


№13  offline წევრი Salivan

მოვკვფი ამდენი ნერვიულობით. შეგვიცოდე რა :) მაგარი გოგო ხარ. საოცარ სიამოვნებას ვღებულობ ამ ისტორიის კითხვისას.

 


№14  offline წევრი tatalia

tatalia
ვგიჟდეეეები ამ მოთხრობაზე.
ვგიჟდები შენზე.
ეს ის მოთხრობაა, რომ მაჩლუნგებს და აზროვნებას მართმევს.
რომ არ შემიძლია ბევრი რამ ვთქვა,რადგან მთიშავს.
უბრალოდ მიყვარხართ შენ შენი სვანური ვერდიქტიანად. ♥

terooo
Nacka
Vaime tero ukve vidzabebito ? Kargi gogi xar gaagrdzele ese

ნაცკა... ნუ დამცინი.. შენ მაინც ხომ იცი რომ პირობებში მიწევს წერააა/

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Salivan
მოვკვფი ამდენი ნერვიულობით. შეგვიცოდე რა :) მაგარი გოგო ხარ. საოცარ სიამოვნებას ვღებულობ ამ ისტორიის კითხვისას.

Maaadloooobaaaa

 


№16 სტუმარი cisartyela

გოგოოო რა გინდა სანამ ისტორიას დავსრულებ გინდა მოვკვდეე?
არ გაღირსებ იცოდეეე

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
გოგოოო რა გინდა სანამ ისტორიას დავსრულებ გინდა მოვკვდეე?
არ გაღირსებ იცოდეეე

რას არ მაღირსეებ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent