შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 4


29-10-2016, 03:01
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 111

რამდენ ხანს ვიყავით ასე. რამდენ ხანს ვიარეთ ან სად მივდიოდით არ ვიცოდი. დროის შეგრძნება დავკარგე, სამყაროს გამოვეთიშე, თავი მინას მივადე და ფანჯარაში ვიყურებოდი უაზროდ. ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა ვერ ვგრძნობდი. ვცდილობდი მას ჩემი ცრემლი არ შეემჩნია. თუმცა ვერ გამოვაპარე რომ ვტიროდი. ერთხანს უხმოდ ვიარეთ. ისიც ჩუმად იყო. ცდილობდა არ შევეწუხებინე და თავს იკავებდა რომ არაფერი ეკითხა. მერე ეტყობა მობეზრდა ასე სიარული,მანქანა გვერდით გადააყენა და გააჩერა.
-ასე არ შეიძლება. მისი სიტყვები უპასუხოდ დავტოვე, არც გამომიხედია.
-არ ვიცი როგორ მოვიქცე. არ ვიცი რა ვთქვა ან რა გავაკეთო. ძალიან დაბნეული ვარ. იქნებ თქვენ მითხრათ რა გავაკეთოთ ან როგორ მოვიქცეთ.
ცრემლები მოვიწმინდე და მისკენ მოვიხედე. დაბნეული მიყურებდა.
-არ ვიცი....
-მაშინ მე გეტყვი ერთ რამეს...მოდი თავიდან დავიწყოთ და ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ ვითომ შემთხვევით და ბოლო რამდენიმე საათი არც იყო.-მითხრა და თბილად გამიღიმა. ღიმილიც როგორი საოცარი ჰქონია.-გავიფიქრე, ხმამაღლა კი ვუთხარი
-კარგი ასე იყოს როგორც თქვენ იტყვით.
-ერთი პირობით შენობითზე გადავიდეთ.მოკლედ მე სანდრო ვარ. შენ რა გქვია?
-სალომე.-რატომღაც გამეღიმა. საოცარი დადებითი ენერგია მოდიოდა მისგან
-სალომე და სანდრო...სანდრო და სალომე...კარგად ჟღერს. მიხარია შენი გაცნობა სალომე... რაღაც უნდა გითხრა, საოცარი ექიმი ხარ.. შენი ღიმილიც კი კურნავს ავადმყოფს.
-მადლობელი ვარ ასე თუ ფიქრობ.-ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და გავშტერდი
-ასე რატომ მიყურებ?
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ შენ გვერდით რომ ვარ ახლა. ასეთი ცნობილი და პოპულარული ადამიანის გვერდით და ის მე მეხმარება.
-კარგი რააა. ჩაილაპარაკა მან.-რა შუაშია ჩემი პოპულარობა. მე ამისთვის სულაც არ ვიბრძოდი.მე ჩემი ქვეყნისთვის მინდა ჩემი ყველა წარმატება და არა იმისთვის რომ პოპულარული გავხდე.
-ხო მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა. ეს თავისთავად ხდება... იმ დღესაც სულ შემთხვევით მოვხვდი ტელევიზორთან თორემ ისე აბა საიდან გავიგებდი ვინ იყავი და რას წარმოადგენდი. მითუმეტეს რომ ჩემნაირი ბევრი იქნება და ალბათ ბევრი გოგოსთვის საოცნებო პრინცი ხართ.
მას ხმამაღლა გაეცინა. ისეთი მხიარული იყო და ისეთი ლაღი მისი დადებითი ემოციები თანდათან მავსებდა. ცოტა ხნით სულ დამავიწყდა ჩემი პრობლემები.
-პრინცობას არ ვაპირებ და არც ვარ. ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ერთ ლამაზ და კარგ გოგოს გაჭირვების დროს ეხმარება. აბა არ მეტყვი რატომ გამოიქეცი ან რა პრობლემა გაქვს?
-სამწუხაროა რომ ამ ამბავს ვერ მოგიყვები,მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრა რომ ის ძალიან საშიში ადამიანია.-მოვიწყინე უცებ
-იქნებ შევძლო შენი დახმარება?
-არა შენ ნამდვილად ვერ გაგხვევ ამ ამბავში
-და თუ მინდა?-მოკლედ მომიჭრა მან
-არა შენ არა...
-ისე რომ დავფიქრდეთ უკვე მეც მეხება. ბოლოსდაბოლოს გაქცევაში დაგეხმარე.- ცდილობდა ეხუმრა რომ მოწყენილი აღარ ვყოფილიყავი.
-კარგი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი
-მაშინ წამოდი სადმე შევიდეთ კაფეში ან რესტორანში. ყავა დავლიოთ ან რამე ვჭამოთ. თითქმის სამი საათი გავიდა და მომშივდა.
-არა უკან უნდა დავბრუნდე.- უცებ მივხვდი რომ არც ჩანთა მქონდა წამოღებული, არც მობილური და საერთოდ სამედიცინო ფორმით ვიყავი წამოსული. ეს რომ გავიფიქრე ხმამაღლა გამეცინა,
-რატომ იცინი?-გაკვირვებულმა მკითხა სანდრომ
-ასე სამუშაო ფორმით სად უნდა წამოვიდე რომელ ბარში ან კაფეში? ვინმეს შეშლილი ვეგონები
-მე ხელს არ მიშლის და თან სხვისი აზრი არ მაინტერესებს.
-მაშინ ჯერ დავრეკავ შეგიძლია შენი ტელეფონი მათხოვო?
-კი აი აიღე. მობილური მომაწოდა. ეკას ნომერი ავკრიფე და პასუხის მოლოდინში სანდროსკენ გამექცა თვალი. ეკა არ მპასუხობდა. რამდენჯერმე კიდევ ვცადე მაგრამ ამაოდ. ავნერვიულდი და ტელფონი უკან მივაწოდე-
-ნუ ნერვიულობ. დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. ეტყონა არ ესმის ზარის ხმა ან საქმეზეა გასული. აბა რას იტყვი ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა ხარ? თან ცოტა დროც გავა და მერე დავურეკოთ შენს მეგობარს.
-კარგი. თანახმა ვარ,- დავთანხმდი მცირე ყოყმანის შემდეგ.
-აღარ ინერვიულო რაა.-ცხვირზე ხელი მსუბუქად წამკრა და მანქანიდან გადავიდა. მას შემოუარა და კარი გამიღო.
-აბა ნება მიბოძეთ ქალბატონი კომპანიონობა გაგიწიოთ
-მართლა არაა სირცხვილი ასე რომ მოვდივარ
-არ ხომ გითხარი. მაგრამ მოიცადე ერთი წუთით. რამდენიმე წამს მანქანის უკან გაუჩინარდა და მალევე აისვეტა ჩემს წინ.-ეს ჩემი სპორტული მოსაცმელია თუ იმის პრობლემა გაქვს რომ ასე წამოსვლის გრცხვენია მაშინ ეს ჩაიცვი თუ ინებებ?
-შენ რაა ყველა სიტუაციაში პოულობ გამოსავალს. გაოცებული ვუყურებდი
-აბა რააა.-გამიცინა ისევ და მანქანიდან გადასულს მხრებზე მომახურა თავის სამი ზომით დიდი სპორტული ზედა.
-იცი აქ რატომ გავჩერდით და რატომ მოგიყვანე?
-ნწწ.გავაქნიე თავი.
-აქ მყუდრო გარემოა და არავინ შეგვაწუხებს. როცა განმარტოება მინდა ყოველთვის აქ მოვდივარ, საოცარი სიმშივიდეა. ახლახანს გახსნეს ეს კაფე. უგემრიელესი კერძები აქვთ.
-აბა მაშინ დავაგემოვნოთ .მეც მომშივდა ამასობაში.
სანდრო წინ გამიძღვა. ორსართულიან, პატარა რესტორანს წინ ასევე პატარე ეზო ჰქონდა დეკორატიული ყვავილებით გაწყობილი. ყველაფერი სადად და გემოვნებით იყო გაკეთებული.შესასვლელში მაშინვე მოგვეგება ადმინისტრატორი და სანდრო რომ დაინახა თბილად მოიკითხა.
-გამარჯობათ ბატონ სანდრო. როგორ ბრძანდებით?
-კარგად თქვენ როგორ ხართ ნუცა?
-მადლობთ ჩვენც კარგად. თქვენი ადგილი თვისუფალია, მიბრძანდით და ახლავე გამოვუშვებ ოფიციანტს.
სანდრომ მადლობა გადაუხადა და მეორე სართულისკენ გაემართა, თან ხელი ჩამკიდა და უკან გამიყოლა.დაბნეული მივყვებოდი და ისიც კარგად შევამჩნიე როგორ გამოგვაყოლეს თვალი რამდენიმე სტუმარმა და მომსახურე პერსონალმა.
მეორე სართული მთლიანად გამჭვირვალე მინებში იყო ჩასმული და საოცარი ხედი იშლებოდა ხელისგულივით მოჩანდა ჩვენი დედაქალაქი და ნახევრად დათოვლილი თბილისი
-ვაუუ, აღმომხდა გაოცებისგან-საოცარი ადგილია.
-ხო ძალიან ლამაზია. ვგიჟდები ამ ადგილზე, საოცრებაა.
უკან ოფიციანტი მოგვყა, სანდრომ შეკვეთა მისცა.
- ერთი თხოვნა მაქვს კიდევ თქვენთან. მეორე სართული დღეს დაკეტილია
-დიახ ბატონო სანდრო. გოგონამ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
-მეჩვენება თუ აქაურობის მეპატრონე ხარ?
-არა არ ვარ. ჩემი მეგობრისაა და ამიტომ მომმართავენ ასე
სანდრომ მეტი აღარ გააგრძელა აივნის კარი გამოაღო და ვერანდაზე გავედით, ღრმად ჩავუნთქე გრილი და სუფთა ჰაერი. მერ ჰორიზონტს გავხედე და უხმოდ ვუყურებდი ამ სილამაზეს. მანაც ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი და ისიც სადღაც შორს იყურებოდა.რამდენიმე წამით ორივე ფიქრებში წავედით. ნეტავ რას ფიქრობდა ის? ან რაზე?ქალზე? კარიერაზე? ოჯახზე? იქნებ ჩემზე? ან რა სისულელეებს ვფიქრობ. ჩემზე რატომ უნდა იფიქროს? ის ხომ თვით სანდრო ონიანია? რატომ იფიქრებს ჩემნაირ ადამიანზე?ამ ადამიანით აღფრთოვანებული ვიყავი.
-არა სალომე არ უნდა იფიქრო მასზე? შენ ცოდვილი ხარ? შენ არ გაქვს მასზე ფიქრის უფლება. ათასი აზრი აირია, ერთმანეთში აიხლართა და თავი ამტკივდა.
-სანდროოო შევიდეთ რაა, ცივა.მოვიმიზეზე სიცივე
-კარგი როგორც იტყვი.-უკან დავბრუნდით და სუფრას მივუსხედით. შეკვეთაც მოსულიყო უკვე.-გემოვნებაც რა უცნაური და დახვეწილი აქვს გავიფიქრე და ვგრძნობდი რომ თვით უკარება სალომე დევდარიანი გრძნობებში ვიხლართებოდი...
-სალომე მოდი სადღეგრძელო ვთქვათ და ისე გავაგრძელოთ.
-გისმენ ყურადღებით. ჭამა შევწყვიტე და მის სახეს მივაშტერდი.
-მოდი ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს.ეს ალბათ სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა. ალბათ ბედს ასე უნდოდა რომ ერთმანეთი გაგვეცნო, თორემ აბა იმდენ ექიმში რაღა მაინცდამაინც შენ აგარჩევდი.
-ხო ალბათ. გამეღიმა მე და ჭიქა ავიღე.
-ჩემს საოცარ და ოქროსხელება ექიმს გაუმარჯოს.-გაეცინა მასაც და ნახევრამდე გამოცალა ჭიქა. მერე უხმოდ დადგა მაგიდაზე.
-ოოო ახლა გავწითლდები, დავიბენი მე -მოდი ჩვენს გაცნობას და ჩემს განსაკუთრებულ პაციენტს გაუმარჯოს.-ოდნავ მოვსვი მეც სასმელი
-არა რაა აქაურ კერძებს არაფერი შეედრება და ეს წითელი ღვინოც საოცარია. სანდრო ისე გემრიელად ილუკმებოდა და ისეთი ენაწყლიანი და ხუმარა აღმოჩნდა მისი მხიარულება ბოლომდე გადმომემდო და ძველი სალომე დააბრუნა. ჩემი თავის მიკვირდა. თურმე როგორი ვყოფილვარ და მე კიდევ თავს ვიკლავდი და ვიუბედურებდი ერთი შეცდომის გამო. მართალი ვიცოდი რომ ეს პატარა შეცდომა არ იყო, მაგრამ ბედნიერება სიყვარულში და მამაკაცებში კი არ უნდა ეძებო, ბედნიერება იმ ადამინებში უნდა იპოვო ვინც გვერდით გყავს კონკრეტულ მომენტში. ვინც ამ დროს განიჭებს ბედნიერებას და მისით დატკბე. თითოეული ბედნიერი წუთით და წამით უნდა დატკბე..
-რაზე ფიქრობ?-მკითხა უცებ და მწვადს დასწვდა.
-შენზე და ამ ყველაფერზე.-მეც კი გამიკვირდა როგორ თამამად ვუპასუხე.
-მართლა? შეიძლება გავიგო რას ფიქრობ?
-ძალიან კარგი ადამიანი ხარ. წარმოუდგენელია და დაუჯერებელი რომ შენნაირები ჯერ კიდევ არსებობენ. შენს მიმართ საოცარი ნდობა მაქვს და მშვიდად ვგრძნობ თავს.
მან ჭამა შეწყვიტა და სერიოზული სახით მომაცქერდა.
-ერთი უბრალო ადამიანი ვარ. მიხარია როცა ხალხს ვეხმარები. ეს ბედნიერებას მანიჭებს.
-ხოდა სწორედ მაგას ვიძახი. უბრალო კი არა საოცარი ადამიანი ხარ
-ერთ რამეს გეტყვი.ეს მამამ მასწავლა ხალხის სიყვარული და მან ჩამინერგა სიკეთის კეთების სურვილი,მანვე მითხრა რომ ადამიანები უნდა გიყვარდეს. ისეთი უნდა გიყვარდეს როგორებიც არიან. ისინი ასეთები არიან და მორჩა. ჩვენ მათგან მეტს ვითხოვთ ვიდრე შეუძლიათ და სწორედ ამიტომ მერე ცდილობენ ისეთები გახდნენ როგორბიც არ არიან. ამიტომ ნუ შევცვლით მათ. მივიღოთ ისინი ისეთები და ნუ ვაიძულებთ ნიღბების მორგებას...
მონუსხული ვიყავი ამ ადმიანით. ვიჯექი. ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
-და თუ დიდი ტკივილი მოგვაყენეს და გაგვანადგურეს? რა ვქნათ მერე?როგორ მოვიქცეთ?
-არაუშავს უნდა გავუძლოთ და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ტკივილს დაგვავიწყებს. მგონი ცოტა სევდიანი ამბებისკენ წავედით და შენ მოიწყინე
-არა არა პირიქით კარგად ვარ...
-იქნებ შენს მეგობრარს დაურეკო?დიდი დრო გავიდა უკვე და საღამოა. მან ტელეფონი ჯიბიდან ამოღო და წინ დამიდო. ვერანდაზე გავედი,ამჯერად ეკამ მიპასუხა.
-ხო კარგად ხარ?რატომ არ იღებდი ტელეფონს?
-შენ რომ არ დახვდი მთელ კლინიკაში ერთი ამბავი ატეხა. ძმაკაცებთან ერთად იყო მოსული და ყველგან დაგეძებდა. მერე გაბრაზებულმა მინები და ინვენტარი დაამტვრია და დაცვას პოლიციის გამოძახება მოუხდა. პოლიციაში წააბრძანეს და მეც იქ ვიყავი დაგვკითხეს. გირაო გადაახდევინეს და გამოუშვეს ვაჟბატონი. ახალ მთელ ქალაქში დაგეძებს, ყველა შენ ახლობელთან თუ მეგობართან,-ჩაარაკრაკა ეკამ
-არ მჯერა. რა დავაშავე რაა. ისევ მოვიწყინე და თვალები ცრემლით ამევსო.
-ახლა სად ხარ?
-სანდროსთნ ერთად ვარ.
-რაა?სად ხააარ?მომესმა?
-არა არ მოგესმა ქალაქგარეთ ვართ ულამაზეს რესტორანში და ეს ზღაპარია
-თქვენ ეტყობა კარგად გაუგეთ ერთმანეთს.ძალიან აღფრთოვანებით ლაპარაკობ მასზე.-გაეცინა ეკას.- მიხარია. საშენო ბიჭი კი არის ისე.
-ეკა გეყოფა ხუმრობა და არასწორი დასკვნების გაკეთება.
-მოკლედ ჯერ არ გამოჩნდე არსად რაა. აცადე დაწყნარდეს რამდენიმე დღე,
-ხო კარგი რომელიმე სასტუმროში დავრჩები მაშინ დღეს და ხვალ შენ ჩემს ნივთებს მომიტან.
-შენ ვერ ხარ გოგო?რომელ სასტუმროზე ლაპარაკობ როცა გვერდით ანგელოზი ბიჭი გყავს?მაგას სთხოვე დახმარება და მე თავი დამანებე, სასტუმროსი წასვლა კი არ გაბედო. ეკამ ისე გამითიშა ტელეფონი ხმის ამოღებაც ვეღარ მოვასწარი. განმეროებით რომ გადავურეკე საერთოდ გამითიშა. გავბრაზდი და უკან დავბრუნდი მაგიდასთან, სანდრო მოთმინებით ადევნებდა თვალს მთელ ამ საუბარს.
-ყველაფერი რიგზეა?-მკითხა როგორც კი დავბრუნდი.
-არა სამწუხაროდ. მადლობა ყველაფრისთვის სანდრო. მაგრამ ახლა უნდა წავიდე. ისე უცებ წამოვხტი და გასასვლელისკენ წავედი რომ გაოგნებული დარჩა ის.მერე ტელეფონს ხელი დასტაცა და უკან გამომიკდა,რამდენიმე წამში კიბესთან დამეწია, მხარზე ხელი ჩამავლო და თავისკენ მომატრიალა.
-მოიცა სად გარბიხარ. არსად არ გაგიშვებ მარტო, სანამ არ მეტყვი რა მოხდა..თვალი თვალში გამიყარა და ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევდა.
-მოკლედ ასე. ის ბიჭი ყველგან დამეძებს და სახლში კი არა. ვერც ერთ მეგობართან და ნათესავთან ვერ მივალ. ასე რომ სადმე სასტუმროში მიმიყვანე და დამტოვე.
-არაა. ხელი გამიშვა მან. სასტუმროში მარტო არ დაგტოვებ და არ წაგიყვან.
-რატომ?
-იმიტომ რომ რადგან ამხელა გავლენა აქვს, იქაც მოგძებნის.
-მართალი ხარ. აბა როგორ მოვიქცე.
-გეტყვი. ოღონდ ცუდად არ გაიგო
-მითხარი
-ჩემთან წამოდი.
გაოცებულმა შევხედე.
-ხომ გითხარი ცუდად არ გაიგო თქო.მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. თან ნუთუ ვერ მოხვდი რომ არ ვარ ის ადამიანი ვინც გოგოებს ატყუებს და ურთიერთობებისთვის სახლში იტყუებს ან სადმე.
შემრცხვა მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ვუთხარი
-ცხოვრებაში ერთხელ რომ გეტკინება დ მოგატყუებენ მერე გგონია რომ ყველას ნიღაბი აქვს აფარებული და იოლად ვეღარავის ენდობი. მერე ძნელად ვიჯერებთ რომ მათ წრფელი გრძნობები ამოძრავებთ.
-ხო მაგრამ ყველ ერთნაირი არაა და არ მესმის რატომ უნდა იყო უბედური ერთი არაკაცის გამო, როცა ირგვლივ უამრავი მიზეზია ბედნიერებისთვის? დაიჯერე რომ არსებობს კარგი ადამიანებიც. მწყინს რომ არ მენდობი.. ხელი გამიშვა და კიბეზე დაეშვა.სინდისის ქეჯნა ვიგრძენი და უკან ჩუმად მივყევი. ანგარიში მოითხოვა,გადაიხადა და ნაწყენი გაემართა მანქანისაკენ. მეც ისევე უხმოდ გავყევი და ჩავჯექი.
-კარგი წავიდეთ შენთან.ოღონდ შენც არ მიიღო ცუდად ჩემი თანხმობა.
პასუხი არ გაუცია, ჩაეცინა და მანქანა დაქოქა....



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ ძალიან მაგარია
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent