ვიცი მოხვალ ისევ (4 თავი)
სუფრას მივუსხედით მშვიდად ვვახშმობდით, ბიჭები რაღაც სულელურ ანეგდოტებს მიყვებოდნენ, როცა კარებში უზარმაზარი ჩემოდნით ხელში დემნე შემოვიდა. -მშვიდობაა? გაკვირვებულმა კითხა თორნიკემ -ეს შენი ჩემოდანია ანიტა. ზემოთ უკვე მზადაა შენი ახალი ოთახი დღეიდან აღარ მოგიწევს "ტყვეობაში" ყოფნა. მითხრა და გაიცინა -მოიცა, მოიცა რაა? შენ მართლა გაგიჟდი? ვერვხვდები რაგინდა, რა უფლებაგაქვს ჩემი ნივთები აქ მოიტანო ან სახლში როგორ შეხვედი. არდავრჩები აქ რით ვერ შეიგნეეე. სასოწარკვეთილმა დავიყვირე. -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს. გაბრაზებულმა შემომხედა, ხელი მომკიდა და მეორე სართულზე ამიყვანა. -რას აკეთებ იდიოტოოო -დაჯექი -არა -ანიტა, დაჯექი. გაცეცხლებულმა შემომხედა, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. -ეხლა კარგად მომისმინე რაღაცას მოგიყვები, ისეთ რამეს რაც ჩვენ სამის გარდა არავინ იცის ნუ მეოთხე შენ იქნები. -არაფრის მოსმენა არ მინდა. -გინდა! მინდა ერთხელ და სამუდამოდ შეგეცვალოს ჩემზე შთაბეჭდილება, არმინდა არაკაცი მკვლელი გეგონო რომელმაც "საბრალო" ქალს სიცოცხლე მოუსწრაფა. მოკლეთ მე ლაშა და თორნიკე რაც თავი მახსოვს ერთად ვართ, სამივე ბავშვთა სახლში გავიზარდეთ, სრულწლოვნები გავხდით თუ არა იქიდან წამოსვლა მოგვიწია, რა უნდა გვექნა არ ვიცოდით გზააბნეული, გამოუცდელი და დაბნეული ბავშვები ვიყავით რომლებიც ვერც თავშესაფარს და ვერც საჭმლის ფულს შოულობდნენ. კარდაკარ დავდიოდით და სამსახურს ვეძებდით თუმცა უმაღლესი განათლების გარეშე, გამოუცდელებს არავინ გვღებულობდა. ერთ დღესაც ვიღაც კაცს შევხვდით სარფიანი სამსახური შემოგვთავაზა კარგი ანაზღაურებით, პატარა ბინაც მოგვცა საცხოვრებლად. ჩვენც საოცრად ბედნიერები სამსახურს დიდი გულმოდგინებით შევუდექით. რაღაც პაკეტები მიგვქონდა დანიშნულების ადგილას,ასე გრძელდებოდა სანამ ერთ დღეს არ დამირეკეს და ლაშას დაჭერის ამბავი არ მაცნობეს, თურმე ნარკოტიკების გამსაღებლები ვყოფილვართ ჩვენ კი სულელებს ეჭვი არცკი გაგვჩენია ასეთ უმარტივეს სამსახურში ამდენ ფულს რატომ ვიღებდით. ნუ ბევრი რომ არღარ გავაგრძელო 2 წელი ციხეში გავატარეთ, გამოსვილის შემდეგ კი ძალიან გაგვიჭირდა ყველაფრის თავიდან დაწყება. მე როგორციქნა რაღაც მყრალ სასადილოში მიმტანად ამიყვანეს, ლაშა ვერ შოულობდა სამსახურს აი თორნიკეს კი ვიღაც მარტოხელა ფულიანი დედიკო გადაეკიდა, ის ვის სიკვდილსაც შენ შეესწარი სამწუხაროდ. თავს არ ანებებდა, სულ უკან დასდევდა მოკლეთ ცხოვრებას უმწარებდა, და თან აშანტაჟებდა თუ ვინმეს შეიყვარებდა ან მისგარდა ქალი ეყოლებოდა თავისი ფულების დამსახურებით მთელ ცხვრებას გაუმწარებდა, ისევ ციხეში აყურყუტებდა ამჟამად უფრო მეტი ხნით. აღარ ვიცოდით რა გვექნა და თორნიკესთვის რითი გვეშველა. იმ ღამესაც გაალეშილი მთვრალი მოგვადგა "ქალბატონი" ლანა ისტერიკები ატეხა კიოდა ისევ შნტაჟი დაიწყო, თორნიკემ ვეღარ მოითმინა ხელი კრა, ის წაიქცა და ქვაზე დაარტყვა თავი. ჩვენს უამრავ პრობლემას კი ესეც დაემატა. არ გეგონოს შენთვის პრობლემების შექმნა მინდა ან რამე მსგავსი უბრალოდ იქ იმ ღამეს რაღაც მოხდა ჩემში რაღაც უცნაური რაც ადრე არ მიგვრძნია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გაგიშვი ვერ გავბედე... დაუფიქრებლად და უცნაურად ვიქცევი, ალბათ გაშინებ კიდეც, უბრალოდ მინა იცოდე არც მკვლელივარ და არც კრიმინალი რატომღაც ასეთი ბედისწერა მარგუნა განგებამ, თუ როგორც არის. გეფიცები შენ რომ ოჯახი მეგობრები და მშვენიერი, უდარდელი ცხოვრება გქონდეს აქ არცერთი წუთით გაგაჩერედი, როგორც მითხარი სამსახურიც დაგიკარგავს -გაეცინა. ახა უკვე ყველაფერი იცი და შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი. მე არაფერს დაგაძალებ... ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა და მარტო დამტოვა. გაკვირვებული და შეძრწუნებული ვიყავი არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ერთიმხრივ საოცარი შვება ვიგრძენი როცა გავიგე რომ ის მკვლელობა შემთხვევით მოხდა და მეთუმკითხავთ იმსახურებდა კიდეც ის ქალი ყველაფერს ცუდს, თან პირველად ჩემს ცხოვრებაში გავიგე რომ ვიღაცას ჩემს მიმართ გრძნობები გააჩნია, შემიძლია ვიღაცის ნდობა და მის იმედად ყოფნა. გაგიკვირდებათ და ყველაფრისდა მიუხედავად დემნას მიმართ რაღაც ამოუცნობს მეც ვგრძნობდი შეიძლება ეს უბრალოდ მოწონებაა ამ საოცრად სიმპატიური ბიჭის მიმართ ან რაიმე სხვა არვიცი... პირველ სართულზე ჩავედი და დაბნეულ ბიჭებს გვერდით მივუჯექი. -მოკლეთ... ბარგი ამოვალაგე, ოთახი მომეწონა, იცოდეთ დილით გვიანობამდე ძილი მიყვარს და არ გამაღვიძოთ, არც ვსაუზმობ. ყველა ჩვენ ნაჭამს ვრეცხვათ, და ვალაგებთ იმას რასაც ავურევთ. ხო კიდევ სახლის ინტერიერი არ მომწონს და რაღაცეების შეცვლა მოგიწევთ. -ანუ რჩები ტოო? გაკვირვებულმა შემომხედა ლაშამ -ნუ კი... -აუუ რაკარგია ეეეეე დაიყვირა და გიჟივით ჩამეხუტა თორნიკე. -კარგი კარგი. სიცილი ვერ შევიკავე და მეც გადავეხვიე. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს პატარა ოჯახში, ხო ჩემი ოთახი შენის გვერდითაა ასერომ თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ნებისმიერ დროს შემაწუხო, ნებისმიერ დროს... ეშმაკურად ჩაიცინა დემნამ და სამზარეულოში გავიდა. -მაინც იდიოტიხაარ. გავძხე და ბიჭების გვერდით დავჯექი. იმედია მოგეწონათ. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ კითხულობთ ჩემო საყვარლებო <3 ველოდები შეფასებეს და კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.