შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 15


30-10-2016, 19:25
ავტორი xatia wurwumia
ნანახია 3 843

საავადმყოფოს ავტოსადგომს რომ მივუახლოვდით დაძრული მანქანიდან გადმოვხტი და საავადმყოფოსკენ გავიქეცი.უკნიდან ხვიბლიანის ძახილი მომესმა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.ახლა მხოლოდ თამროს ნახვა მინდოდა.მისი ჩახუტება,მოფერება მინდოდა.საავადმყოფოს მიმღებში შევვარდი და ყველას ყურადღება მივიქციე.იქით გავიქეცი საითაც ოპერატორები იჯდნენ.
-პაციენტის ნახვა მინდა_ვუთხარი აღელვებულმა და შევეცადე კანკალი დამემალა
-ძალიან ვწუხვარ ახლა შეუძლებელია
-რას ქვია შეუძლებელია_სიბრაზე ისე მომაწვა მეგონა დავიხრჩობოდი
-გოგონა ახლა შუაღამეა ხვალ მობრძანდით ნახვის საათების პერიოდში და შეძლებთ პაციენტის ნახვას
-რაა?_ხმას ავუწიე მე
-ნია_მხარზე ხვიბლიანის შეხება ვიგრძენი_ძალიან გთხოვ თავი ხელში აიყვანე
-ბერდია_გავუბრაზდი მასაც_გესმის რას მეუბნები.ესენი აქ ზიან იქ კიდევ თამრო სიკვდილს ებრძვის
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ შეუძლებელს ითხოვთ_გამიმეორა ოპერატორმა
-თქვენი წუხილი თქვენთვის დაიტოვეთ მე დედაჩემის ნახვა მინდა_დავიყვირე მე.როცა გავიაზრე რა ვთქვი ცრემლები მომაწვა და ავტირდი.ხვიბლიანს გავხედე და გაოცებული მიყურებდა თითქოს ვერ იჯერებდა წუთის წინ წარმოთქმულს.მასთან მივედი და მკლავებზე დავექაჩე
-ბერდია ძალიან გთხოვ შენ ხომ შემპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია.თამრო მანახე გთხოვ უთხარი დედაჩემი მანახონ ძალიან გთხოვ გემუდარები_ვეხვეწებოდი და მოთქმით ვტიროდი
-ნია_მკლავები მომხვია და გულზე მიმიხუტა_პირველ რიგში დამშვიდდი.თამროს ნახავ გპირდები ოღონდ სამაგიეროდ თავი ხელში უნდა აიყვანო
უხმოთ დავუქნიე თავი.სკამზე ჩამომაჯინა და თვითონ ოპერატორთან დაბრუნდა.ცოტახანს ისაუბრეს შემდეგ გოგონამ სადღაც დარეკა.ხუთი წუთიც არ იყო გასული მიმღებში შეჭაღარავებული სასიამოვნო შესახედავობის კაცი რომ გამოჩნდა.სახეზე დაღლილობა ეტყობოდა.თვალებით ბერდია მოძებნა და მისკენ დაიძრა.
-ბერდია შვილო_მოეხვია ხვიბლიანს და მხარზე ხელი დაარტყა
-არჩილ თამრო..._ხმა აუკანკალდა ხვიბლიანს
-აბა ახლა დამშვიდდი_გამაფრთხილებლად დაუქნია ექიმმა ბერდიას თითი_თამრო ძლიერი ქალია, ძლიერი ორგანიზმით, არ მინდა მოგატყუო და გითხრა რომ ყველაფერი კარგადაა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ბევრი სისხლი დაკარგა,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია,მაგრამ ერთი პრობლემა...
-რა პრობლემა_კითხა ბერდიამ და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი
-თამროს სისხლის ჯგუფი, პირველი რეზუს უარყოფითია, ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია,ამ დროისთვის სისხლის ბანკში არარის, მას კი სასწრაფოდ სჭირდება სისხლი
-მაგ ჯგუფის სისხლი მე მაქვს_წარმოვთქვი გაუბედავად და მათი ყურადღება მივიქციე.
-რამდენი წლის ხარ შვილო_გამიღიმა ექიმმა
-თვრამეტის
-აქამდე სისხლი გაგიცია??
-არა არასოდეს..
-კარგი გასაგებია,მოდი ის მითხარი რამე ინფექციური დაავადება თუ გაქვს გადატანილი?მაგალითად ბოტკინი
-არა...
-არჩილ ნიას გულის სარქველზე პრობლემა აქვს_გამოსვრა ბერდიამ და თვალები დამიბრიალა
-ეს რათქმაუნდა საყურადღებოა მაგრამ ამ შემთხვევაში ნიას უფლება აქ თავად გადაწყვიტოს გასცემს თუ არა სისხლს.
-მე მზად ვარ_წარმოვთქვი გაუბედავად
-არჩილ ერთი წუთით_ბერდიამ ხელი წამავლო და გვერდით გამიყვანა_გოგო სულ გადაირიე?
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ?_დავიბენი მე
-ნიაა შენ ავად ხარ და ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ სისხლი გასცე.
-ბერდია ხვდები რას ამბობ?იქ თამრო სიკვდილს ებრძვის შენ კი აქ რაზე მელაპარაკები
-შეწყვიტე_მკლავზე ხელი მომიჭირა_თამრო მთელი ჩემი სიცოცხლეა და მასზე მეც არანაკლებად ვღელავ მაგრამ...
-არნაირი მაგრამ ბერდია,ძალიან გთხოვ,თამრომ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა მომეცი საშვალება მეც გავაკეთო მისთვის რამე.
-ოხხ კარგი მაგრამ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გასაგებია??
-ჰოო_დავუქნიე თავი და ექიმთან დავბრუნდით.
-აბაა??_ინტერესიანი მზერით გამოგვხედა არჩილმა
-თანახმ ვარ მაგრამ ერთი პირობით_ვთქვი და მაშინვე შევამჩნიე ბერდიას გაფართოებული თვალები
-შვილო ახლა ის მდგომარეობა არ არის რომ პირობები წამოაყენოთ
-არ მაინტერესებს_ვთქვი თავხედურად_სისხლი გინდათ?მაშინ რაღაც მეც მინდა სამაგიეროდ
-ეს რა ჯიუტი პატარა ქალბატონი ყოფილა_გაეცინ ექიმს_რას ითხოვთ სამაგიეროდ?
-თამროს ნახვა მინდა დღესვე თუნდაც სულ ხუთი წუთით
-კარგი კარგი_დანებების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია არჩილმა და გაეცინა_ახლა წამომყევი რამდენიმე პროცედურა გავიაროთ და სისხლი ჩავაბაროთ.
-იმაზე ჯიუტი ყოფილხარ ვიდრე მეგონა_გვერდიდან ბერდიას ჩურჩული მომესმა და გამეღიმა.
საპროცედუროში შევედით და მაშინვე ვიგრძენი მედიკამენტებისა და სპირტის სუნი.თავბრუ დამეხვა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.მითითებულ სკამზე დავჯექი და მკლავი ავიწიე არჩილმა რომ ნემსი მოამზადა და ვენაზე სპირტი გადამისვა გულის რევა ვიგრძენი.ქუთუთოები ძლიერად დავაჭიე ერთმანეთს და ღრმად დავიწყე სუნთქვა.
-მოიცა მოიცა_მომესმა ხვიბლიანის ხმა რომელმაც არჩილი შეაჩერა_ნია სახეზე ფერი არ გადევს ცუდად ხარ?
-ისაა მე რავი ნემსის მეშინია_ვთქვი და უარესად დამეხვა თავბრუ როდესაც ბერდიას სახე ღვთაებრივმა ღიმილმა გაანათა
-რა სულელი ხარ_თითებზე მაკოცა ბერდიამ_მე მიყურე გესმის?ნემსზე არ იფიქრო წარმოიდგინე რომ მარტო მე და შენ ვართ.
-ვეცდები_აკანკალებული ხმით ვუთხარი და უარესად ვიგრძენი გულის რევა ჩემი ვენიდან ბლანტმა სისხლმა რომ დაიწყო დენა.
-ნია აბა შემომხედე?_მისკენ მიმატრიალა ბერდიამ_ნია ცუდად ხარ?? მითხარი ნუ გამაგიჟებ ახლა
-არაფერი ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო
-მგონი ვიცი როგორც უნდა დაგეხმარო_ეშმაკურად ჩაიცინა ხვიბლიანმა.გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დაიწყო ბერდიამ ჩემი ბაგეების დაგემოვნება.წამიერად ყველაფერი დამავიწყდა სად ვიყავით რას ვაკეთებდით ან აქ რა გვინდოდა.ჩემ ბაგეებს რომ მოწყდა და მივხვდი რომ არჩილიც ოთახში იყო სახეზე სისხლი მომაწვა და ლოყები გამიწითლდა.
-ბერდია შვილო_სიცილს ვერ იკავებდა არჩილი_ეს რა კარგი იდეა მომაწოდე
-კარგი ახლა არჩილ არ გინდა_აყვა სიცილში ბერდიაც
-არ გინდა პროკურატურის გარდა ჩვენთანაც დაიწყო მუშაოვა "ყურადღების გადამტანად"??_აშკარად მე დამცინოდნენ ორივე
-ცუდი იდეა არ არის_ეშმაკურად გაეცინა ხვიბლიანს_ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ნიას ბევრ ნემსს გაუკეთებთ ხოლმე
-გეყოს_ვუთხარი ჩუმად და ხელზე ვუბრწკინე
-მაგისთვის მოგხვდება_თითი დამიქნია ბერდიამ და შუბლზე მაკოცა.
-სულ ეს იყო_თქვა არჩილმა და ფრთხილად მომხსნა ვენიდან ნემსი_სისხლის გაცემა სახუმარო თემა არარის ნია იცოდე.კარგად უნდა იკვებო რომ ორგანიზმა დანაკარგი სწრაფად აღიდგინოს გასაგებია??
-მის კვებას პირადად გავაკონტროლებ_შეფარული მუქარა გაისმა ხვიბლიანის ხმაში
-შეიძლება ხშირად იგრძნო თავბრუს ხვევა და გულის რევა.კარგი იქნება თუ ხშირად დაისვენებ და არ გადაიღლები.
-გასაგებია არჩილ_ხელი ჩამოართვა ბერდიამ_ ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც გვითხარი
-კარგი, ახლა ნიას პირობა შევუსრულოთ და თამრო ვანახოთ.ოღონდ გახსოვდეს მხოლოდ ხუთი წუთით.რეამინაციაშია.და კიდევ ერთი მართალია თამროს ახლა სძინავს მაგრამ ყველაფერი ესმის ასე რომ არანაირი ნეგატიური ემოციები და ცრემლები გასაგებია??
ექიმს უხმოდ დავუქნიე თავი.რეამინაციისკენ მიმავალ გზაზე ათასი რამ ვუთხარი ჩემ თავს ვცდილობდი მიზღვავებული ემოციები შემეკავებინა და არ მეტირა.
-ბერდია_ხელზე ხელი მოვუჭირე.
-რამოხდა_გამიღიმა თბილად
-ასე მშვიდად როგორხარ??
-ნია მომისმინე_მხრებში ხელი ჩამავლო და შემაჩერა_ნი მე ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე.ბევრი ტკივილი ტანჯვა საყვარელი ადამიანების დაკარგვა. ერთად ერთხელ ვიმოქმედე ცხელ გულზე და ღვიძლი და დავკარგე. იმ დღიდან მივხვდი რომ ყველანაირ დაბრკოლებას და პრობლემას ცივი გონებით უნდა შეხვდე იმისთვის რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.რადგან არ ვტირი ეს იმას არ ნიშნავს რომ თამრო არ მიყვარს და მასზე არ ვნერვიულობ.ის დედაჩემია ნია და სწორედ ამიტომ ვარ ვალდებული სიმშვიდე შევინარჩუნო.გასაგებია??
-ჰოო
-ხოდა ახლ თამრისთან შედი და გადაეცი რომ მისი შვილი მის გვერდითაა
-კარგი

***************

პალატის კართან ვიდექი.გული შეკუმშული მქონდა და ფეთქვაზე უარს ამბობდა.ჩემგან ხუთ მეტრში თამრო იწვა გაფითრებული უამრავი მილი ჰქონდა მიერთებული და სუსტად სუნთქავდა.მინდოდა მივსულიყავი მოვფერებოდი მაგრამ ნაბიჯს ვერ ვადგამდი.თითქოს შინაგანი ხმა ჩამძახოდა რომ მასთან მისვლის უფლება არ მქონდა, რომ ჩემი ბრალი იყო მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მის საწოლთან მივედი.ასეთ მდგომარეობაში მყოფიც კი სიცოცხლის სურვილს ასხივებდა.სახეზე ეტყობოდა რომ იბრძოდა სიცოცხლისთვის იბრძოდა, ჩემთვის და ბერდიასთვის.ხელებზე შევეხე, გასციებოდა, მუდამ თბილი თითები სულ გაჰყინვოდა.
-თამრო_ამოვთქვი და რამდენიმე ცრემლი დამეკიდა ღაწვებზე_თამრო მე ერთი დედა დავკარგე.მასთან ერთად ყველაფერი დავმარხე ბავშობა ტკბილი მოგონებები მაგრამ მაშინ დილით ჩემი ოთახის კარი რომ შემოაღე გავიფიქრე რომ დედამ ჩემ მფარველ ანფელოზად დაგტოვა.შენგან იმხელა სითბო და სიყვარული მოდიოდა წამით ვიფიქრე რომ ობოლი აღარ ვიყავი, ვიფიქრე რომ დედა მყავდა ოჯახი მყავდა, თამრო მეორედ დედის დაკარგვას ვეღარ გადავიტან გესმის? დედა გესმის?? მე შენი შვილი ვარ თამრო გაიგე?? შენ შეიძლება არ გინდივარ მაგრამ მე რავქნა მითხარი?? სად წავიდე ატირებულმა ვის ჩაუდო კსლთაში თავი დე? არ წახვიდე ძალიან გთხოვ.ნუ დაგვტოვებ.იბრძოლე იბრძოლე იმისთვის რომ მეც შევძლო გზაზე დადგომა იბრძოლე ძალიან გთხოვ.ჩემზე თუ არა ბერდიაზე მაინც იფიქრე.მშვდადაა მაგრამ ორივემ ვიცით ახლა როგორ ტკივა. მეტს ვერ გადაიტანს თამრო გესმის.მამა დაკარგა, და დაკარგა,ახლა შენ ხარ მისთვის ყველაფერი გესმის?? ვალდებული ხარ იბრძოლო.წასვლის უფლება არ გაქვს_გაყინულ თითებზე ვაკოცე და წამოვდექი_ახლა მე წავალ.მაგრამ მინდა იცოდე საავადმყოფოდან ფეხს არ მოვიცვლი არსად წავალ სანამ თვალებს არ გაახელ.
პალატიდან გამოვედი და იქვე მივეყუდე კედელს.იმ წუთს ყველაფერი ერთად მომაწვა პირზე ხელი ავიფარე კედელთან ჩავჯექი და ავტირდი.ეს არ იყო ტირილი.ეს იყო განწირული ადამიანის ქვითინი რომელიც ცდილობს უკანასკნეკ ხავსს მოებღაუჭოს.ვერც კი გავიაზრე როგორ გადამივიდა ტირილი მოთქმით ქვითინსა და ბღავილში.თავის შეკავება არც კი მიცდია ვცდილობდი ყველაფერი გარეთ გამომეშვა სასოწარკვეთა ბრაზი ტკივილი ზიზღი.
-ნია... ნიაა..._ჩამძახოდა ბერდია
-ჩემი ბრალია_წამოვიძახე ხმამაღლა და ქვითინს ვყმატე
-წყალი მოიტანეთ_დაუყვირა ვიღაცას ბერდიამ_ნია დამშვიდდი იცოდე ცუდად გახდები
-აი ინებეთ_ვიღაცამ წყლიანი ჭიქამიაწოდა
-ნია დალიე.
-არ მინდა ბერდია. სიკვდილი მინდა მე უნდა ვიწვე ახლა მის ადგილზე მე უნდა მტკიოდეს და არა მას_ყვირილს არ ვწყვეტდი
-ნია დამშვიდდი_ხმა გაიმკაცრა ბერდიამ
არაფერი მიპასუხია ვხვდებოდი როგორ ვკარგავდი ნელნელა საკუთარ თავზე კონტროლს.ბუნდოვნად აღვიქვავდი ხვიბლიანის სილუეტს.
-ნია?? ნია ხმა გამეცი_მსუბუქად შენჯღრევა ვიგრძები
-რა ხდება_თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმა არჩილის ხმა.
-ისტერიკაშია_მომესმა ხვიბლიანის ბოხი ბარიტონი და უწონადობა ვიგრძენი.ხვიბლიანმა ხელში ამიტაცა.
-აი იმ პალატაში შეიყვანე_დერეფნის ბოლოს მიუთითა არჩილმა_დააწვინე დამამშვიდებელს გავუკეთებ.ცოტა დაისვენოს ბუნებრივია ჯერ პატარაა ასეთი სტრესისთვის.
მახსოვს უკანასკნელი ძალებით ვიბრძოდი რომ ჩემთვის დამამშვიდებელი არ გაეკეთებინათ ვტიროდი ვყვიროდი ხელ-ფეხს ვიქნევდი, მაგრამ აბა მე რას დავაკლებდი ხვიბლიანის სიჯიუტეს.სანამ საბოლოოდ დავნებდებოდი ძილს საოცარი რამ ვნახე.ხვიბლიანი დამყუბდა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.არ ვიცი ეს სიზმარი იყო ზმანება თუ დამამშვიდებლის უკუჩვენება მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცოდი, ყველაფრის დავიწყება შემეძლო გარდა ამ თვალებისა.თვალების რომლის მიღმაც მთელი სამყარო იმალებოდა.


************

"-დედაშენი არ გეყო არა??_მომესმა სიბნელიდან ამაზრზენი ხმა.ბნელ ოთახში ვიყავი.მთვარის სხივები მხოლოდ იმ ადგილს ანათებდასადაც მე ვიდექი.ირგვლივ წყვდიადი იდგა.დრო და დრო გამოძახილები ისმოდა.სიზმარში ჩემი სამსჯავრო მოეწყოთ.
-დედაშენი ხომ მოკალი.წყურვილი ვერ დაიკმაყოფილე??
-ახლა თამროს კლავ შემდეგი ვინ იქნება??ბერდია? იქნებ ანდრია ან თუნდაც შენი მეგობარი მარიამი??_საპასუხოდ მეორე მხრიდან მოისმა სულის შემძვრელი ძახილი.
-არაფერს იტყვი?_სადღაც წყვდიადის სიღრმიდან გაისმა დამცინავი ხმა.
-ნახე თავსაც რომ არ იმართლებს??
-იცის რომ დამნაშავე თავი რატომ უნდა იმართლოს?
-გაჩჯმდით_დავიყვირე მთელი ხმით და ყურებზე ხელი ავიფარე.
-მკვლელო.... ბოროტმოქმედოო... ეგოისტოო...."
-არაააა_დავიყვირე დასაწოლზე წამოვჯექი.მთლიანად იფლში ვცურავდი.სიზმარი იყო ეს ყველაფერი სიზმარი იყოო
-ჩუ ჩუ ჩუუ დამშვიდი კრასოტკა_მხრებზე ხელი მომხვია ანდრიამ და ისევ ბალიშზე დამადებინა თავი_სიზმარი იყო ნუ გეშინია მე აქ ვარ შენთან
-ანდრია_ამოვთქვი შეშინებუმლა_ბერდია სადარის??
-რაღაც საქმეზე გავიდა_მომეფერა ლოყაზე_შენ არაფერზე ინერვიულო ტოო ყველა აქ ვართ შენთან და თამროსთან.
-მადლობა_ვუთხარი და თვალები ამიცრემლიანდა
-ეიი ტირილი არ გამაგომო ახლა_მოჩვენებითად გამიბრაზდა_კრასოტკა მომისმინე ახლა ძლიერი უნდა იყო გესმის?? ბერდიას ძალიან უჭირს და გვერდით დგომა სჭირდება.კარგი??
-კარგი..
-ჰოდა აი იქ გამოსაცვლელი ტანსაცმელი დევს.მე გარეთ გავალ შენ გამოიცვალე მერე კი რამე ვჭამოთ ორი დღეა მშიერი ხარ.
-არაფერი არ მინდა.
-ახლა მაგრად ჭედავ ტოო.ნია სისხლი გაეცი და კრგი კვება აუცილებელია.ასე რომ არ გამაბრაზო თორე მე შენ თავგასიებულ სატრფოზე ნაკლები გაბრაზება არ ვიცი_სიტყვა დაამთავრა თუ არა ლოყები გამიწითლდა
-მაგარი საყვარელი ხარ ტო ლოყები რო გიწითლდება.მე გარეთ დაგელოდები.
თხუთმეტ წუთში უკვე ანდრეა კიბეებზე ჩასვლაში მეხმარებოდა.ისეთი სასაცილო იყო ძიძას როლში.
-ფრთხილად... ნია ფრთხილად..
-ანდრეა_ღიმილი შემეპარა_ნუ ნერვიულობ არაფერი მომივა
-რასამბობ ტოო ჩემ რძალს თვალის ჩინივით უნდა მოვუფრთხილდე
-რაო რა თქვი_თვალები გამიფართოვდა მე
-აუ არაფერი ტო დაივიწყე დავიღალე და ვბოდავ რაღაცეებს.
ხელი არ გაუშვია სანამ სასადილომდე მიმიყვანდა.შესასვლელში ბერდია რომ დავინახე შვებით ამოვისუნთქე.თითქოს სიკვდილ მოსჯოლს განაჩენი გამიუქმეს.
-ბერდია_ამოვთქვი უმალ და მისკენ წავედი უმალ მომხვია მკლავები და გულზე ამიკრა.შევამჩნიე ანდრიამ თვალებით რაღაც რომ ანიშნა ბერდიამაც თავი დაუქნია და მანაც რაღაც ანიშნა.
-აბა გვრიტებო_ტაში შემოკრა ანდრიამ_გავიქეცი ტო ეხლა მე საქმეები მაქ და ბერდო ძმაო თუ რამეა დარეკე
-ჭკვიანად იარე_ორაზროვნად მიაძახა ბერდიამ. ვიგრძენი რაღაცას მიმალავდნენ.ვიცოდი ხვიბლიანი უმოქმედოდ არ იჯდებოდა.ისიც კარგად ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა ძალიან ცუდი და მე ამას ვერაფრით შევაჩერებდი.ანდრიას ხელი დავუქნიე და სასადილოში შევედით.
-ბერდია მართლა არ მშია....
-ხმა არ გავიგონო შენი_დაიგრგვინა ხვიბლიანმა_არ მიკითხავს გშია თუ არა.
-კი მაგრმ...
-ჩუ მეთქი

იმდენი რამის ჭამა მაიძუა ცოტახანში ვეღარ ვსუნთქავდი.რძით სავსე ჭიქა რომ დამიდგა წინ ლამის გულის შეტევა მივიღე.
-არა რაა_ვთქვი პირგამოტენილმა და ლოყებ გაბერილმა_მეტი მართლა აღარ შემიძლია ძალიან გთხოვ_შევეხვეწე და ყელი სასაცილოდ გავიწელე
-კარგი კარგი_გაეცინ_მაგრამ თუ კიდევ გექნება რამე პრეტენზიები კვებაზე უარესი დაგემართება
-პირობას ვდებ აღარ ვიწუწუნებ
-კარგი გოგო ხარ
-ბერდია_ძლივს გადავყლაპე ლუკმა და ხელზე ხელი დავადე
-რამოხდა?
-მაპატიე წეღანდელისთვის
-სუ ეგ მეორედ არ გაიმეორო.მესმის შენი.ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და შენ კიდევ ძალინ პატარა ხარ ამ ყველაფრის ატანისთვის.მაგრმ მე შენ გვერდით ვარ
-ისაა მეე რაღაცის კითხვა მინდოდა.
-გისმენ
-შეგიძლია შენ დაზე მომიყვე რამე.
ეს ნამდვილად არ უნდა მეთქვა.გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა.კისერზე ძარღვები დაებერა ხელები დამუშტა და სახეზე აუტანელი ტკივილი გამოესახა.
-მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა რა სულელი ვარ.
-არა... გპირდები ოდესმე აუცილებლად მოგიყვები.მაშინ როცა მზად ვიქნები.
-კარგი.
-შენთვის საჩუქარი მაქვს_მითხრა სევდიანად.
-მართლა??
-ვიცი ახლა საჩუქრების დრო არ არის მაგრამ ამის ჩუქება იმ დღიდან მინდოდა როცა პირველად დაგინახე_მითხრა და პატარა ყუთი მომაწოდა.თავი ავხადე და გულში სითბო ჩამეღვარა.პატარა გულის ფორმის კილონი იყო.ულამაზესი ისეთი სადა და უბრალო როგორიც მე ვიყავი.
-ეს არც ოქროა არც ვერცხლი და არც ბრილიანტი_მითხრა გაბზარული და აკანკალებული ხმით,რამაც მაიძულა მისკენ გამეხედა.თვალები ცრემლებით ქონდა სავსე_ეს ჩემ დას ეკუთვნოდა. სულ იძახდა მინდა იმ გოგოს ვაჩუქო ვინც შენ აუტანელ ხასიათს შეიყვარებსო.იმას ვინც შენი გულწრფელი ღიმილის მიზეზი გახდებაო.ახლა ყველაფერს დავთმობდი რომ თავისი ხელით გჩუქნიდეს ამას.შენ ხარ ის ერთადერთი ვინც ღირსია ამის ტარების_მითხრა და შევამჩნიე როგორ სცადა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლის დამალვა ყუთს თავი დავახურე და მის გვერდით დავჯექი და რაც შემეძლო ძლიერად მოვხვიე მკლავები.
-ყველაფერი კარგად იქნება

****************

მიმღებში ვიდექით მეც და ბერდიაც.რაღაც საბუთებზე აწერდა ხელს გაგის და გიგის რომ მოვკარი თვალი.
-სად ხარ შე*ემა რამდენი ხანი გირეკავ ტო რატო არ მპასუხობ??_გაუწყრა გაგი ბერდიას
-ბოდიში ძმაო ტელეფონი მანქანაში დამრჩა.
-შენთან სალაპარაკო გვაქ_უთხრა გიგიმ და თავით ჩემზე ანიშნა
-ნია შეგიძლია მანქანიდან ტელეფონი მომიტანო_მითხრა და გასაღები გამომიწოდა
-რა თქმა უნდა შემიძლია მაგრამ ძალიან კარგად ვხვდები რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ.
-არა ტო რას ამბობ კრასოტკა_თავი იმართლა გაგიმ.
-დამპლებო_ამოვიბუზღუნე პატარა ბავშვივით და ავტო სადგომისკენ წავედი.ლაპიონების მკრთალ შუქზე ძლივს მივაკვლიე ხვიბლიანის მანქანას კარი გავაღე და და შიგნით შევძვერი.
-დამპლები თავისი ჭკუით გონიათ ვერ მივხვდი რომ თავიდან მომიშორეს_ვწუწუნობდი ჩემთვის და ტელეფონს ვეძებდი.როგორც იქნა ვიპოვე.მანქანიდან გადმოვედი.კარის მიხურვას ვაპირებდი უხეში მკლავების მოხვევა რომ ვიგრძენი.მერე ცხვირის ნესტოები რაღაც მძაფრმა ამიწვა.ნელნელა მოვდუნდი მანქანის გასაღები ხელიდან გამივარდა და გავითიშე.

****(ბერდიასთან)****

ბიჭებთან ერთად სასადილოში ვიჯექი და ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი როგორ უნდა მეპოვ და მომეკლა ის ნაბი*ვარი.
-სად წავიდა ამდენ ხანს ტო_საათზე დაიხედა გაგიმ
-ვინ ბიჭო?_ვკითხე ინტერესით
-რაგჭირს შე*ემა შენ??ვინ და ნია ბიჭო ნახევარი საათია გასულია.
მაშინვე ავნერვიულდი.ბიჭებთან ლაპარაკში ისე გავერთე ვერც კი შევამჩნიე ნიას არ ყოფნა.მაშინვე წამოვდექი უნდა მომეძებნა გიგის მოცინარ სახეს რომ გადავაწყდი.
-შენ რაღა გაცინებს ტო?_თავში წამოარტყა გაგიმ
-რეკავს_გაეცინა გიგის და ტელეფონის ეკრანი დამანახა სადაც ჩემი ნომერი ეწერა_უეჭველი მანქანა ვერ დაკეტა_სიცილს არ წყვეტდა გიგი.უპასუხა და მაშინვე შეეცვალა გამომეტუველება.ფერი დაკარგა და ტელეფონი გამომიწოდა
-რაიყო ბიჭო?_ვკითხე გაკვირვებულმა
-უპასუხე_ტელეფონი მომცა წამოდგა და სკამს ფეხი კრა.
-ნია_ჩავძახე აღელვებულმა
-უძღები შვილი მამინაცვალს დაუბრუნდა_მომესმა სიცილნარევი ხმა_რაო დეჟავუ ხომ არ გაქვთ ბატონო გამომძიებელო??თქვენი დის ამბავიც ხომ ასე შეგატყობინეს
-მკვდარი ხარ_ვუთხარი მტკიცედ
-მგონი ახლა იმ სიტუაციაში არ ხარ მუქარები არიგო_ატეხა სიცილი
-უკანასკნელი სიცოცხლის წუთებით დატკბი რადგან როცა მე შენთან მოვალ სიკვდილი სანატრელი გაგიხდრბა.
-სანამ შენ მე მიპოვი შენს საყვარელ ნიაკოს ნაწილ ნაწილ დავჭრი.
-დამელოდე_ვუთხარი დამცინავად_თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ ისე ჩაგაჭედებ ტყვიას შუბლში._ტელეფონი გავუთიშე და მაგიდას მიჭი დავარტყი.
-მოვკლავ დის სულს ვფიცავარ მოვკლავ_ვთქვი და ბიჭებთან ერთად მანქანისკენ წავედი



არ ვიცი ბოდიში როგორ მოვიხადო.ინტერნეტი გამეთიშა და დაწერილი თავი წამეშალა ვიცი ეს არ მამართლებს.ვიცი ვაგვიანებ და ცუდი გოგო ვარ ამიტომ თავის მართლებას არ ვაპირებ



№1  offline წევრი Tekkla

მაგარი მალედადეშემდეგიი

 


№2  offline წევრი winny

ვაიმეე როგორ გამიხარდაა მეგირსაა და წავიკითხავ,რამდნეი ხანია გელოდებოდი kissing_heart kissing_heart
--------------------
...

 


№3  offline აქტიური მკითხველი select

აუუ სიხარულისგან ავცეკვდი რაა ერთი სული მქონდა როდის დადებდი რაა და არაუშავს შემდეგში არ დააგვიანო ოღონდ ძალიან კარგია და აღარ გვალოდინოო

 


№4  offline წევრი winny

შესანიშნავი დაბრუნებაა kissing_heart უზომოდ მომეწონდა ♥ არ დააგვიანო რაა kissing_heart
--------------------
...

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ გამიხარდა ეს თავი რომ ვნახე დადებული.იმედია არაფერი მოუვა საწყალ გოგოს.აღარ დააგვიანო რა
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი hajdjsb

Male shemdegic raaa

 


№7 სტუმარი etiko

saocaria male dadr ra ramden xans gvalodineb dzaan kargi wyvilia imedia nias maminacvali imas miigebs rosi girsicaa

 


№8 სტუმარი Guest tiniko

არ დაიდება შენდეგი დღეს?

 


№9 სტუმარი Guest Mancho

ვაიმეე შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ეს თავი რომ დავინახე სიხარულით ვხტუნავდი ... გთხოოვ აგარ დააგვიანო რაა

 


№10 სტუმარი nini

dzaan magra wer da malnale dawere ra

martla magaria dzaan

yochagggg

 


№11 სტუმარი Guest Mancho

ესეიგი ისე მომწონს ეს ისტორია რომ 1 გვერდიდან 15 მდე უკვე მესამედ გადავიკითხეე ძაან მაგარიაა .. უ მაგრესი წყვილიაა ...ხალიან გთხოვ მალე დადე შემდეგებიც

 


№12 სტუმარი Guest ელენე

ახალ თავს აღარ დადებ? უკვე რამდენი ხანია გელოდებით :)

 


№13  offline წევრი xatia wurwumia

xval vamtavreb gamocdebs bolo gamocda maq da agitvirtavt ramdenime tavs ertad :* <3

 


№14 სტუმარი Guest ნინი

არშეიძლება რომ შემდეგი თავი დადო??

 


№15 სტუმარი Guest Mancho

Dader raa maleree gelodebi ramdeni xaniaaa

 


№16 სტუმარი tiko

Velodebit Dade axalitavi male raa

 


№17  offline წევრი LSD

რამდენი ხანია ფელოდებით უკვე რაა მალე დადე იცოდე შემდეგი და დიდი თავი რაა აღარ შემიძლია ამ საიტზე ყოველწუთას შენი ისტორიის გამო შემოვდივარ შენკიდე არა და არ წერ

 


№18 სტუმარი Uhuu

Dagvtanjee ogond martla
Erti celia mgoni rac cer am motxrobas
Kargi rom ar ikos ar cavikitxavdit da chvenc gveci pativi da tu ver deb xolme mashin daamtavre da mere dadee cxra dgeshi ertxel ro deb

 


№19 სტუმარი ele

Ramdeni xania RAC axaltavs velodebit gveci martla pativi da daamtavre bevrs unda shemdegi tavebi :)!

 


№20  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაგვიბრუნდი რა დროულად

მოგვენატრა ეს ისტორია
--------------------
ლანა

 


№21 სტუმარი Guest ნინი

აუ დადეთ რა უკვე დიდი ხანია ველოდებით შემდეგ თავს და არ დებ

დადე რა

 


№22 სტუმარი Guest Mancho

დადე რა მალეეე რამდწნი ხანია გელოდებით და მერამდენედ გიკომენტარებ არ ვიცი.. სუულ ვამოწმებ ახალი რამე ხომ არ დაგიმატი და დავიგალე..უკვე მეექვსედ ვკითხულობ თავიდან ბოლომდე და რომ არ დაადო ეს ისტორია ბოლომდე ალბათ გავაფრენ... გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent