სიყვარულის მაძიებელი თავი 2
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.უცნობი ნომერი. -გისმენთ-ვუპასუხე ტელეფონს. -გამარჯობათ,ლიზას ვესაუბრები?- გაისმა მონოტონური ბოხი ხმა. -დიახ და თქვენ ვინ ბრძანდებით?- ვიკითხე გაკვირვებულმა. -მე ნიკოლიზის ადვოკატი ვარ. ანდერძის თაობაზე გირეკავთ. -მას რა ანდერძი ჰქონდა? -დიახ და სურდა მის წაკითხვას თქვენც დასწრებოდით. -კარგით და სად მოვიდე?-გაკვირვებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. -მის სახლში, ორზე, შეძლებთ? -დიახ. დიახ. შევძლებ. -კარგით. ნახვამდის. -ნახვამდის.-ტელეფონი გავთიშე და საათს დავხედე. რამდენი ხანი მძინებია. ავდექი და შხაპი მივიღე. შემდეგ კი გავემზადე და ნიკას სახლში წავედი. იქ რომ მივედი უკვე ორის ნახევარი იყო. კიბეები ფეხით ავიარე და კარის გაღება საკუთარი გასაღებით ვცადე,მაგრამ კარი უკვე ღია დამხვდა. შევედი და მისაღებში მსხდომი რამდენიმე ადამიანი შევნიშნე.მათ შორის დიმიტრი ვიცანი ჩემს დანახვაზე ფეხზე რომ წამოდგა და მომესალმა. 'გამარჯობა'-ვუთხარი მეც და გადავკოცნე.ჩამოვჯექი. ოთახს თვალი რომ მოვავლე მივხვდი ნიკას ნათესავები იყვნენ. ოთახში შუა ხნის ახოვანი კაცი შემოვიდა.'თუ ყველანი აქ ხართ დავიწყოთ'-თქვა და ორაზროვანი მზერა მოავლო ოთახს. 'კარგი'-თავი დაუქნია ჩემს გვერდით მჯფომმა შავებში გამოწყობილმა ქალმა,ლილიმ,რომელსაც ნიკის დედად ვიცნობდი. ადვოკატმა ანდერძის კითხვა დაამთავრა და ნიკის დედაც ატირდა. როგორც აღმოჩნდანიკმა ყველაფერი რაც გააჩნდა მე დამიტოვა.(მანქანა და ლექსები).ანდერძში ასევე მთხოვდა მისი ლექსები დამებეჭდა. ვერ მივხვდი ნიკმა ანდერძის დაწერა როდის მოასწრო. ან ლექსების დაბეჭდვა მაინცდამაინც გარდაცვალების შემდეგ რატომ გადაწყვიტა.ლალი ტირილსა და ჩემს გალანძღვას ერთდროულად კარგად ახერხებდა. არც დანარჩენი სანათესაო აკლებდა ჩემს უშვერი სიტყვებით შემკობას,მხოლოდ დემეტრე იდგა და ხმას არ იღებდა.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაგიდაზე დადგმულ ლარნაკს ხელი ვკარი. ვაზა იატაკზე ხმაურით დაეცა და ნაწილებად დაიშალა . ყველა გაჩუმდა . 'როგორ ბედავ!'- იყვირა ლალიმ. 'როგორ ვბედავ? მე როგორ ვბედავ? ეს თქვენ როგორ ბედავთ ნიკას უბედურებაში დამადანაშაულოთ? მე ერთადერთი ვიყავი ვინც გვერდში ედგა, პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა და სად იყავით თქვენ?! მისი ოჯახი! მიპასუხეთ. მიპასუხეთ სად იყავით როცა სჭირდებოდით. როცა სასწავლებლის ფულის გადასახდელად ერთდროულად სამ ადგილზე მუშაობდა. როცა შეყვარებულმა მიატოვა და იტანჯებოდა. როცა ოჯახის თანადგომა სჭირდებოდა! სად იყავით?! ყოველ შემთხვევაში მის გვერდით არა. ეს მე ვედექი გერდით და მე ვეხმარებოდი ცხოვრების გაგრძელებაში. ჩემი წყალობით დადგა ფეხზე. ახლა კი მოდიხართ და მლანძღავთ იმის გამო რომ საკოთარი თავის დადანაშაულება არ გსურთ. როგორ შეგიძლიათ თქვათ რომ დედა ხართ, მას შემდეგ რაც შვილის სიკვდილს ასე უცბად შეეგუეთ? როგორ?!'- თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ვგრძნობდი რომ მთელი სახე ამჭარხლებოდა და კისერზე ძარღვები დამბერვოდა.ყველა გაოცებული მიყურებდა.თუმცა ჩემი სიტყვები ისევ ლილის სპექტაკლმა გადაფარა-გული წაუვიდა. დემეტრემ დაიჭირა და დივანზე დააწვინა.სამზარეულოში გავედი და ჭიქით წყალი გამოვიტანე,შემდეგ დემეტრეს გავუწოდე და მოვლენების განვითარებას დაველოდე.მალე "გულწასული დედა" გოზე მოვიდა. 'ახლა კი თუ შეიძლება დატოვეთ აქაურობა'- ვთქვი და შევეცადე ყელში გაჩხერილი გორგალი გადამეყლაპა.მთელს ნათესაობას აღშფოთების შეძახილი აღმოხდა და გასასვლელისკენ წავიდა. დემეტრე სანამ სახლიდან საბოლოოდ გავიდოდა კიდევ ერთხელ შემომხედა. მიდ თვალებში სევდა იხატებოდა. არ ვიცი რას მაგრამ რაღაცას ნამდვილად ნანობდა. ალბათ იფიქრა რო საშინელი ადამიანი ვარ იმის გამო რაც ვთქვი და გული დასწყდა. არ ვიცი. ახლა ეს ნამდვილად არ მადარდებადა.კარი მივხურე და მისაღებში დავბრუნდი. დივანზე ემბრიონის პოზაში მწოლმა დარჩენილი ემოციაც ამოვუშვი, ტირილი დავიწყე. ემოციებისგან საბოლოოდ რომ დავიცალე,ან რომ მეგონა დავიცალე, ავდექი და გასასვლელად მოვემზადე. ჩემებთან წავედი. დედას ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ეგონა სახლში დავბრუნდი. როცა დედამ და ნატალიმ მთელი ისტორია მოისმინეს გაოცებულები ხმას ვერ იღებდნენ. 'და ახლა რა უნდა ქნა?'- მკითხა ნატიმ. 'არ ვიცი'- ვთქვი და თავი დავხარე. შემდეგ ავდექი და ნატის საძინებელში გავედი.ნატიც გამომყვა. -ახალი სახლი უნდა მოძებნო?-მკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. -ალბათ კი. ამ დღეებში ვნახავ სახლის მეპატრონეს და ვეტყვი რომ გადავდივარ, ქირას ვერ გავწვდები.-მეც მის გვერდით ჩამოვჯექი. -და ნიკას მაგივრად სხვა რომ შემოგისახლოს?- მკითხა შეპარვით. -ეგრეც შეიძლება - ვთქვი დაღონებით. არ ვიცოდი ახალ მეზობელს როგორ უნდა შევგუებოდი. - ხო, აი მაგალითად თუ დემეტრეს შემოგისახლებენ მაგარი იქნეა.- მითხრა სიცილით. - დემეტრე რა შუაშია? - ვიკითხე გაოცებულმა. -რას ნიშნას რა შუაშია! ხომ მოგწონს?! -რა სისულელეებს ბოდავ! საუკეთედო მეგობარი დავკარგე, რა დროს სიყვარულია. -აჰა, ესეიგი სიყავრული. საქმე უფრო სერიოზულაფ ყოფილა. -ნატალი გეყოფა-ვთქვი გაბრაზებულმა და წამოვდექი. ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. ცოტა ხანში ოთახში დედა შემოვიდა და საუბარი განახლდა. ყველაფერზე ვისაუბრეთ რაზეც კი იმ სიტუაციაში საუბარი შეიძლებოდა. საუბრის თემა რომ გამოგველია ყველა გავჩუმდით და საწოლზე ჩამომსხდრები ტაქსის მოლოდინში ფეხებს იატაკზე ვაბაკუნებდით. დედამ ამ სიჩუმეს ვეღარ გაუძლო და ოთახიდან გავიდა.ნატალიმ ისევ ძველ სასაუბრო თემასთან დაბრუნება სცადა.'ისე დემეტრე უფრო სიმპატიურია თუ ნიკა?'- მკითხა და წარბები აათამაშა.'გაჩუმდი-ვიყვირე-შეწყვიტე ჩემთან ამ თემაზე საუბარი'.-ვთქვი და ნატალისთვის აღარც შემიხედავს ისე ავიღე საწოლზე დაგდებული ჩანთა და ოთახიდან გამოვედი, კარებთან შეგებებულ დედას შუბლზე ვაკოცე და ეზოში ჩავედი. ტაქსი მალე მოვიდა და სახლში წავედი.სახლში მისვლისთანავე ნიკას ოთახში შევედი და დავიძინე.დილით მხის სხივებმა გამაღვიძა. საწოლიდან ძლივს ავდექი და სააბაზანოში შევედი. შხაპის მიღებუს შემდეგ კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ნიკას გარდერობში პირველად არ ვიქექებოდი, საერთოდაც მისი ტანისამოსი ხშირად მეცვა მაგრამ ახლა მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ქურდი ვყოფილიყავი. სულელური აზრები თავიდან ამოვიგდე და კარადიდან ტანსაცმელი ავიღე. დახეული ჯინსი და შავი მაისური. შარვალი რაღათქმაუნდა დიდი მქონდა ,ნიკა ხომ ჩემზე მაღალია. შარვლის ტოტები ავიკეცე და მაისური წინა ნაწილი წარვალში ჩავჩურთე. გრძელი, ღია იისფრად შეღებილი თმები გავიშრე, ბოლოები ოდნავ დავიხვიე და თმის წინა ნაწილი სამაგრით დავიმაგრე, ხოლო უკანა ნაწილი გაშლილი დავტოვე. სამზარეულოში გასვლას და ყავის დალევას ვაპირებდი როცა აივანზე მჯდომი სილუეტი დავლანდე.მაშინვე ვიცანი. 'დემე?'- ვთქვი და აივნისკენ წავედი. ის ფეხზე წამოდგა და გამიღიმა. წიგნი რომელსაც კითხულობდა დახურა და ჩემკენ წამოვიდა. გადამკოცნა. ეს ჩვეულებრივი მისალმების კოცნა იყო თუმცა ჩემს სხელში მაინც დენივით გაიარა და ტვინს სასიამოვნო იმპულსები გაუგზავნა. -აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი?- ვკითხე და გავუღიმე. -გასაღები მეც მაქვს.-მითხრა და დივნისკენ მანიშნა. ჩამოვსხედით. -ნიკას გარდერობში იძრომიალე?-მკითხა და გამიღიმა. საკუთარ ჩაცმულობას დავხედე და გავწითლდი. -ხო, ასე გამოვიდა. - ვუთხარი და სივრცეს გავხედე.შემდეგ თვალი-თვალში გავუყარე და დაკვირვებით დავიწყე მისი თვალის ფერის შესწავლა. ნიკს ყავისფერი თვალები ჰქონდა, მხიარული და ცოცხალი მზერა.... დემეტრეს კი მწვანე, საზრიანი ადამიანის მზერა აქვს. საკუთარ საქციელს რომ დავუკვირდი შემრცხვა და გავწითლდი.უხერხული სიტუაციიდან თავის დასაღწევად საუბრის განახლება ვცადე. 'რატომ მოხვეფი?'- ვკითხე და შევეცადე კვლავ არ გავწითლებულიყავი.'ბოდიშის მოსახდელად'-მითხრა და შევამჩნიე როგორ შერცხვა. ვერ მივხვდი ბოდიში რისთვის უნდა მოეხადა. როგორც ჩანს გაკვირვება სახეზეც დამეტყო. დემეტრემ საუბარი გააგრძელა 'დედაჩემს უფლება არ ჰქონდა შენთან ასე ელაპარაკა'-მითხრა და თვალებში ჩამხედა. 'რა? არა... ეს მე უნდა მოვიხადო ბოდიში გუშინდელის გამო.ზედმეტი მომივიდა'- ვუთხარი ისე მისი თვალებისთვის მზერა არ ამიცილებია. 'მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ორივე მხარეა დამნაშავე'-დემეტრეს გაეცინა. სიცილის დროს ლოყებზე ჩაღრმავებები გაუჩნდა და ვიგრძენი გულმა ფეთქვა წამიერად როგორ შეწყვიტა, შემდეგ კი სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.რა საყვარლად იცინის- გავიფიქრე და იმ წამს საკუთარი თავი შემძულდა. ერთი კვირა არცაა რაც საუკეთესო მეგობარი დავკარგე და უკვე მის ძმაზე ვფიქრობ... მისი ნაკვთების შეყვარებას ვიწყებ... რა გჭირს ლიზა.დაბრუნდი ამ ქვეყანაზე. ახლა ფლირტის დრო არაა- გაუბრაზდი საკუთარ თავს. 'ჰეი, აქ ხარ?'- თვალებიდან თითქოს ბინდი მომშორდა და დავინხე დემეტრე სახის წინ ხელს როგორ მიფრიალებდა და ჩემს გამოფხიზლებას ცფილობდა. 'კი, უბრალოდ ჩავფიქრდი'- ვუპასუხე და გავუღიმე. 'მოდი სადმე გავიდეთ' - მითხრა და პასუხის მოლოდინში პატარა ბავშვივით დაიწყო ცქმუტვა. ამ კითხვას ნამდვილად არ მოველოდი თუმცა სახლიდან გასვლის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი. 'კარგი'- ვუთხარი და წამოვდექი. დერეფანში მდგარი კარადა გამოვაღე და ნიკის ლურჯი კეტები გადმოვიღე, ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და დემეტრესთან ერთად სახლიდან გავედი. ................ იმედი მაქვს მოგეწონათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.