შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 6


3-11-2016, 08:01
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 956

რამდენიმე დღემ განვლო რაც სანდროს ოჯახში ვიყავი, თავს უხერხულად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ყველანი ცდილობდნენ თავი უცხოდ არ მეგრძნო. მინდოდა ჩემს სახლში, ჩემს საქმეს დავბრუნებოდი მაგრამ ეკასგან გავიგე რომ ნიკა გამწარებული მეძებდა და კიდევ რამდენ ხანს მომიწევდა აქ დარჩენა გაურკვეველი იყო...
აქ ცხოვრება ძველებურად გრძელდებოდა. ისე თითქოს მე მათი სტუმარი სულ არ ვყოფილიყავი. ცდილობდნენ გავემხიარულებინე და დრო ბედნიერად გაგვეტარებინა. დღის განმავლობაში სახლში მე და ნანი ვრჩებოდით, იშვიათად სანდროც. რომელიც სულ ვარჯიშებზე იყო გასული, ხან ადრიანად ბრუნდებოდა, ხან ძალიან გვიან, როცა მე უკვე მეძინა. თიკო უნივერსიტეტში დადიოდა და ერთხელაც არ მომსვლია აზრად მეკითხა მისთვის რა პროფესიას ეუფლებოდა... საღამოს ყველა ერთად ვიკრიბებოდი სავახშმოდ.ოთარიც ბრუნდებოდა სამსახურიდან, ნანი კერძების მომზადებას მასწავლიდა და ჩვენს მომზადებულს აგემოვნებებდნენ და ნახელავს მიქებდნენ. ვახშმის შემდეგ კი რამე გასართობს მოიგონებდნენ და ვთამაშობდით. ხან ბანქოს ხან ნარდს და ხან რამე სასაცილო ფილმს ვუყურებდით ერთად. ფილმის დროს ძირითადად მე სანდრო და თიკო ვრჩებოდით და ხმაურით ვიკლებდით სახლს.
ერთ საღამოს მერიდებოდა, მაგრამ მაინც დამითანხმეს ფილმისთვის რომ გვეყურებინა. ჯერ მშვიდად ვუყურებდით ფილმს. მერე თიკომ დაიწყო პოპკორნის სროლა, მას სანდრო აჰყვა და ბოლოს მეც ამიყოლიეს, იყო ერთი ამბავი .
-ისევ ბავშვები ხართ დეე,-გაეცინა ნანის
-არა რაა თქვენი დაჭკვიანება არ იქნება, დაეთანხმა ოთარიც.
-კარგით რაა ნუ ბუზგუნებთ, აბა რა გავაკეთოთ ამ შუა ზამთარში ვერთობით სახლში. გაეპასუხა თიკო. მაგრამ სანდრომ არ აცადა და თავზე ჩამოამხო პოპკორნის სავსე თასი
-აუუ რა საზიზღარი ხარ სანდრო,- იკივლა და ბუზღუნით დატოვა ოთახი. მე ამაზე ვიგუდებოდი სიცილით. ეს ყველაფერი იმით დასრულდა რომ სანდრომ მეორე თასს წამოავლო ხელი და პოპკორნი თავზე მეც დამამხო, უკმაყოფილო სახით მეც დავტოვე ოთახი. შხაპის მისაღებად წავედი. ყველაფერს რომ მოვრჩი. ზამთრის თბილი პიჟამოები ამოვიცვი, და უკან დავბრუნდი ვიფიქრე დავალაგებდი,მაგრამ ნანის უკვე ყველაფერი დაელაგებინა. დივანზე მარტო სანდრო იჯდა და მშვიდად უყურებდა ტეკევიზორს.
-ნანი დედას უკვე დაულაგებია, მე კი ვჩქარობდი რომ მივხმარებოდი.
-ხო ყოჩაღი დედა მყავს, ღიმილით მიპასუხა მან.
-სად არიან?
-დასაძინებლად წავიდნენ. ამჯერად დასერიოზულდა და მშვიდი ხმით მიპასუხა
-მაშინ მეც წავალ დავიძინებ
-გეძინება?
-სიმართლე გითხრა არა. დავიმანჭე და თან ფეხს ვითრევდი არ მინდოდა წასვლა.
-მაშინ დაჯექი და ან ფილმს ვუყუროთ ან ვილაპარაკოთ.
-კარგი. შევძახე გახარებულმა და გვერდით მივუსკუპდი. -აბა რას ვუყუროთ?
-რავიცი ვნახოთ რამე.-სანდრომ პულტი მოიმარჯვა და ფილმის არჩევა დაიწყო. რომელიღაც არხზე კომედია გადიოდა და მისი ყურება გადავწყვიტეთ.
-იცი ძალიან შეიცვალე. რომ გაგიცანი იმ დღეს სულ სხვა იყავი, ახლა სახე სულ გიცინის
-ერთ დროს ასეთი ვიყავი. ვუპასუხე ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია
-მერე რატომ შეიცვალე?
-ცხოვრებამ შემცვალა.
-თუ ადამინაებმა?
-ეგ უფრო....
-შენნაირ გოგოს არასოდეს შევხვედრილვარ
-როგორ ჩემნაირს? ახლა შევხედე მას
-აი რაღაც განსხვავებული ხარ.სხვა შენს ადგილზე ისარგებლებდა ამ ყველაფრით, ამ მდგომარეობით და ჩემს შებმას შეეცდებოდა.
-მე სხვა არ ვარ და არც ფული მაინტერსებს და არც ვინმეს ქონება. მე ადამიანში ადამიაობას ვაფასებ ყველაზე მეტად.
-ხოდა მაგიტომ გითხარი გასხვავებული ხარ თქო
-ჩემს შებმას ცდილობ?
-არა,-საუბარი ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა, მობილურს დავწვდი და ვუპასუხე
-შე უნამუსო გოგო,ასე უნდა დაკარგვა და დავიწყება?-მომესმა ირაკლის საყვედურები
-გამარჯობა ირაკლი იქნებ ჯერ მომესალმო ან მომიკითხო?
-სად ხარ გოგო დაკარგული სად რომ ტელეფონიც გამორთული გაქვს, სად დაიკარგე?
-მაპატიე ირაკლი ვერ მოვახერხე ახსნა.
-ხომ იცოდი რომ შენზე ძალიან ვინერვიულებით გადავირიეთ მე და მაკო რომ ვერ დაგიკავშირდით. გვეგონა ნიკამ რამე დაგიშავა.
-არაფერი დაუშავებია უბრალოდ იმ დღეს სამსახურიდან გავიპარე და ახლა ისეთ ადგილზე ვარ არავინ არ იცის ეკამაც კი.
-ხო ეკა.მას რო არ ეთქვა არაფერი ალბათ პოლიციაში შენი დაკარგვის შესახებ განვაცხადებდით. მითხარი როგორ ხარ? სად ხარ? მოვალთ გნახავთ? დამშვიდდა ირაკლი
-კარგად ვარ ირაკლი, ახლა ვერ გეტყვით სად ვარ მაგრამ მალე გნახავთ აუცლილებლად
-გოგო რა მოხდა? მომიყევი. უნდა მომაკვლევინო ის ბიჭი
-დამშვიდდი იკა არაა საჭირო ჩარევა, მე მოვაგვარებ.
-აუ შენ რა ჯიუტი ვინმე ხარ ტოო.
-კარგი ეხლა ნუ დაიწყე არ მჭირდება ამხელა მონოლოგები, დაიძინე მიდი გვიანი უკვე. აბა შენ იცი თავს გაუფრთხილდი
-შენც ჩემო პრინცესა. ღამე მშვიდობია.
მთელ ამ საუბარს მშვიდად ისმენდა სანდრო. როგორც კი მობილური გავთიშე მაშინვე მკითხა
-შენი შეყვარებული იყო?
-რაა ეჭვიანობ?
-არა რა სისულელეა. უბრალოდ მივხვდი რომ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და ვივარაუდე რომ შეყვარებული იყო
-რადგან მამაკაცი იყო?არა ჩემო კარგი ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია ბავშვობის მეგობარი და არ მინდა რომ იმ არაკაცის გამო შარში გაეხვიოს. თითქმის ძმასავითაა ჩემთვის. ოო კარგი რაა მოდი ფილმს ვუყუროთ თუ არადა წავალ ჩემს ოთახში
-არა არა ვუყუროთ. სანდრო გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია. უხმოდ ვუყურებდით ფილმს და ვერც კი მივხდი როგორ ჩამეძინა... როცა გამეღვიძა შაუაღამე იყო და თავი სანდროს მხარზე მქონდა ჩამოდებული. მასაც ჩასძინებოდა ჩემს მხარზე მოეხვია ხელი და ლოყა ჩემს თავზე ჰქონდა მოდებული და მშვიდად ეძინა.შევიშმუშნე და ფრთხილად მოვიშორე მისი ხელი არ მინდოდა გამეღვიძებინა, ფრთხილად ავდექი და თავქვეშ ბალიში ამოვუდე მერე პლედი მივაფარე და დასაძინებლად წავედი...

დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა სანდრო იყო.ჯერ ისევ საწოლში ვიყავი, წამოვიწიე და ლოგინში წამოვჯექი.
-შემოდი.გავძახე მას
-დილა მშვიდობისა როგორ ხარ?
-კარგად სანდრო შენ?
-მე ცოტა წელი მტკივა.
-ხო გეტკინებოდა აბა რაა. ალბათ უხეხულად გეძინა,
-ალბათ,- გაეცინა მას,-რატომ არ გამაღვიძე?
-ისე ტკბილად გეძინა რომ ვერ გაგიმეტე.გამეცინა
-მე და თიკო გავდივართ, შენ იწექი დაისვენე ადრეა ჯერ თან ზამთარია და ახლა თბილ საწოლს არაფერი ჯობია. საღამოს სტუმრები გვეყოლება და მინდოდა გამეფრთხილებინე
-სტუმრები?ვინ იქნებიან?
-თიკოს გადარეული დაქალები და მოემზადე , აუტანლები არიან, მაგრამ რა ვქნა ვერ დავუშლი მათთან მეგობრობას.
-კარგი მოვემზადები, მძინე ტექნიკას ჩავრთავ საქმეში.გავუღიმე და დავემშვიდობე,

ცოტა ხანს საწოლში ვინებივრე ისევ, მერე ავდექი თავი მოვიწესრიგე და ოთახიდან გამოვედი. სამზარეულოს მივაშურე. ნანი იქ იყო და საქმიანობდა.
-დილა მშვიდობის ნანი დეიდა როგორ ხართ?
-დილა მშვიდობის შვილო,მე კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. სანდრომ მითხრა დღეს სტუმრები გვეყოლებაო და ვიფიქრე მოგეხმარებოდი
-მოხმარება ნამდვილად დამჭირდება შვილო. ისეთს არაფერს ვამზადებ მაგრამ პროდუქტების საყიდლად უნდა გავიდე მაღაზიაში და დრო არ მყოფნის.
-ერთად წავიდეთ ნანი დეიდა მეც წამოვლ და მერე ერთად მოვამზადოთ ყველაფერი
-არ შეგაწუხებ?
-არა ნანი დეიდა,პირიქით გამიხარდება თუ დაგეხმარები..
სწრფად გადავიცვი საგარეო ტანსაცმელი, ქურთუკი მოვიცვი და ჩანთა ავიღე. და რამდენიმე წუთში მზად ვიყავი და უკან ავედევნე , ტაქსი გამოვიძახეთ და ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტის მისამართი ვუკარნახეთ. შინაგანად ძალიან ვიყავი აფორიაქებული. არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა დღეს განსაკუთრებული ვყოფილიყავი. ნახევარ სააათში ყველაფერი ვიყიდეთ და მძიმე პარკებით გასასვლელისკენ მივდიოდით როცა ვიტრინაში ლამაზ კაბას მოვკარი თვალი. ეს არ იყო საღამოს კაბა რომელსაც რესტორანსი ან განსაკუთრებულ ადგილას ჩაიცმევდი მაგრამ ამ საღამოს ნამდვილად გამომადგებოდა..
-ნანი დეიდა ერთი წუთით მოიცადეთ, მინდა რომ ის კაბა ვიყიდო და მოვიზომებ
-მიდი შვილო მე აქ ჩამოვჯდები და დაგელოდები. ნანი იქვე მაღაზიაში ჩამოჯდა მე კი გასახდელში შევედი და კაბა მოვიზომე. ჩემი ზომა იყო. ყველაფერი ვიყიდე რაც მათთან ერთად დამჭირდებოდა. ფული გადავიხადე და ნანისთან დავბრუნდი.
-წავიდეთ ნანი დეიდა. ყველაფერი ვიყიდე რაც მინდოდა.
-საოცარი გოგო ხარ შვილო. მხოლოდ ბედნიერებას ასხივებ ირგვლივ. იცი ერთი ოცნება მაქვს.
-რა ოცნებ ნანი დეიდა?
-ვოცნებობ შენნაირ რძალზე.
ხმამაღლა გამეცინა და ვუპასუხე.
-ჩემზე უკეთესი იქნება დამიჯერეთ და არც ისეთი კარგი ვარ როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეც ისეთივე ცოდვილი ვარ როგორც ადამიანების უმრავლესობა
-შვილო ერთი რამე დაიმახსოვრე უცოდველი არავინაა, შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა, მთავარია მათი აღიარება და მონანიება შეგვეძლოს. ხოლო მათ ვინც რამე დაგვიშავა უნდა შევუნდოთ და ვაპატიოთ, ამით ჩვენს სულებს სიმშვიდეს მივანიჭებთ.
ვუსმენდი ამ ქალს და ვხვდებოდი რომ ღმერთმა მისი სახით ის ადამიანი გამომიგზავნა ვინც სწორ გზას მაჩვენებდა და სიმშვიდეს მომიტანდა.
საღამომდე ყველაფერი მოვასწარით. დავიღალე მაგრამ არ შევიმნიე.
-წადი მოემზადე, მე დავამთავრებ სუფრის გაშლას.მითხრა ნანიმ
ოთახში დავბრუნდი და ჩაცმა დავიწყე, შავი კაბა მუხლამდე მწვდებოდა. დახურილი, გრძელმკლავიანი კაბა იყო და არ შემცივდებოდა. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი რომ კომფორტულად ვყოფილიყავი. მაკიაჟი არ გამიკეთებია,გრძელი წაბლისფერი თმა გავიშალე,წელამდე მწვდებოდა. ამიტომ არც მიცდია რომ შემეკრა.
-სალოო შეიძლება შემოვიდე?-კარი შემოაღო თიკო
-უკვე შემოხვედი.-გამეცინა
-ვაუ ძაან მაგრად გამოიყურები. შენ მემგონი დღეს ყველას დაჩრდილავ. წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.სანდროც მოვიდა უკვე.
მისაღებში რომ გამოვედით სიტუაცია უცებ შევაფასე. სანდრო დივანზე იჯდა. ორივე მხარეს ვულგარულად ჩაცმული გოგოები ესხდა და იცინოდა. მის პირდაპირ ოთარი ჩამჯდარიყო,ნანი სამზრეულოში საქმიანობდა.. რამდენიმე ახლაგზრდა გოგო-ბიჭი კიდევ იყო, მაგრამ მათთვის ყურადრება აღარ მიმიქცევია. მაშინვე სანდროს გავუსწორე თვალი რომელმაც ჩემს დანახვაზე სიცილი შეწყვიტა და თვალები გაუფართოვდა.
-გოგოებო. ბიჭებო ეს ჩემი ახალი მეგობარია სალომე. ესენი კი ჩემი მეგობრებიი არიან სალო. მათი სახელების ჩამოთვლა დაიწყო მაგრამ არც ერთი არ მახსოვდა იმ წუთში მას არ ვუსმენდი რადგან ახლა სანდრო უფრო მაინტერესებდა და მისი რეაქციები. ნუთუ ვეჭვიანობდი?ამ აზრთან შეგუება მიჭირდა და ისიც კარგად ვიცოდი რომ ეს ბიჭი არ უნდა შემყვარებოდა სიმართლეს რომ გაიგებდა ვიცოდი რომ არ ისურვებდა ჩემთან ურთიერთობას...
ისინი იქ დავტოვე და სამზარეულოში გავედი ნანის რომ მივხმარებოდი. მოულოდნელად ნანის და თიკოს საუბარს შევესწარი
-იმედია დღეს შენი მეგობრები წესივრად მოიქცევიან
-აბა რას იზავენ დედა. უკვე გავაფრთხილე.
-და კიდევ სალომეს არაფერი უთხრან ისეთი რომ აწყენინონ რამე, თორემ აქედან გავყრი და შენც აგიკრძალავ მათთან ურთიერთობას. ხომ არ დაგავიწყდა ერთმა რა გააკეთა მაშინ. სანდროს რომ ჭკუა რა ჰქონოდა ახლა ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა.
-ვიცი დედა. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან რომ სანდროს არც ერთი არ აინტერესებს. მას სალომე მოსწონს და მგონი სეიოზულად ფიქრობს მასზე
-ხოდა ძალიან კარგი. ვიცი ჩემი შვილი არ შეცდება და ღირსეულ გოგოს აარჩევს ცოლად.
უკან ისე გამოვბრუნდი მათ რომ არ გაეგოთ, მოკრძალებით ჩემი ადგილი დავიკავე და ჩუმად გავაპარე სანდროსკენ თვალი..ოთახში მხიარულება სუფევდა ისე როგორ შეიძლებოდა. ახალგაზრდები ხუმრობდნენ და ცდილობდნენ სანდრო აეყოლიებინათ. ისიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და დღეს სრულიად სხვანაირ სანდროს ვხედავდი უფრო გახსნილს, გულღიას და ბედნიერს, თუმცა ვგრძნობდი რომ ის მიყურებდა.
-იქნებ რომელიმე მოსწონს აქედან და იმიტომ იქცევა ასე? რათქმა უნდა. ეს აქამდე რატო არ ვიფიქრე. მე კიდევ სულელი მისთვის თავის მოწონებას ვცდილობდი?სულელი ხარ სალომე სულელი. ხომ იცი რომ ეს ბიჭი შენი წრიდან არაა რატომ ფიქრობ მასზე?არ იფიქრო არა. ვეუბნებოდ საკუთარ თავს და უხმოდ ვიჯექი სუფრასთან. მოვიწყინე და ცარიელ თეფშზე ჩანგალს ვაწვალებდი
-სალომე შვილო რატომ არაფერს ჭამ?
-აღარ მინდა ნანი დეიდა
-როგორ თუ არ გინდა?თითქმის არაფერი გიჭამია.
-დედა მართლია სალო. მიირთმევ რამეს თუ იმდღევანდელი გავიმეორო?-ჩაერია სანდრო
ამაზე გამეღიმა და ვუპასუხე.
-არა არ არის საჭირო. სალათი გადავიღე და ჭამა უგულოდ დავიწყე
-ხვათა შორის თითქმის ყველაფერი სალომემ მოამზადა. ძალიან ყოჩაღია. შემაქო ნანიმ
-ასეთი ვინაა ეს გოგო რომ ყველას ასე მოგწონთ?-როგოც ჩანს არ მოეწონა თიკოს ერთ ერთ დაქალს ჩემდამი მათი ასეთი დამოკიდებულება და სანდროს მიუბრუნდა.-საან ჩემზე კარგია.უჩურჩულა მან თუმცა მაინც გავიგე
სანდრომ ხელი გააშვებინა და მამამისს მიუბრუნდა.
-მამა მგონი დროა სადღეგრძელო თქვა.
-რა თქმა უნდა შვილო. მოდი ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებით კი სალომეს დავლოცავ. კიდევ ერთხელ გისურვებ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს და ულევ ბედნიერებას. საუცხოო გოგო ხარ და უკვე შვილივით მიყვარაარ.
ოთარმა დაასრულა და ჭიქა ბოლმდე გამოცალა.
ეს უკვე პიკი იყო. გოგოები ერთმანეთს ეჯიბროდნენ რომ მათთვის და სანდროსთვის რომელიმეს თავი მოეწონებინათ ყველაფერი კი პირიქით შეტრიალდა ის რომ ამისთვის არაფერი გამიკეთებია
-ასეთი გაუნათლებლები ბევრნი არიან ქალაქში და ნუთუ მაინცდამაინც ამ სოფლიდან ჩამოთრეულს უფრო მეტად აფასებენ ამ ოჯახში?-წამოისროლმა წითურთმიანმა.თიკომ პირზე ააფარა ხელი მაგრამ სათქმელი ითქვა.და ის ყველამ კარგად გაიგო.
ხმის ამოღება ვერ გავბედე თვალები ცრემლით ამევსო სუფრიდან წამოვხტი და ოთახიდან გავვარდი.. სანდრო უკან გამომყვა და ოთახში რომ შევდიოდი მაშინ დამეწია. თავისკენ მომაბრუნა და ხელით გადამიღობა გზა.
-მათ მაგივრად მე მაპატიე კარგი?არ ვიცი დღეს რა დაემართათ, ზოგადად კი არიან თავხედები მაგრამ დღეს ნამეტანი მოუვიდათ.
-შენ რა შუაში ხარ. სიმართლე თქვეს.თავი დავხარე და ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყე თვალიერება.ვცდილობდი ჩემი ცრემლები არ დაენახა.
-აბა ეს რა არის?ხომ დამპირდი აღარ ვიტირებო? ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი მაღლა ამაწევინა.-ხომ გითხარი შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ თქო?ხოდა წამოდი ახლა უკან დავბრუნდეთ და ისინი ბოდიშს მოგიხდიან.თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ვგრძნობდი ისიც როგორ განიცდიდა თითოეულ ჩემს ცრემლს
-იცი რომ ულამაზესი თვალები გაქვს?როცა ტირიხარ კიდევ უფრო მეტად ლამაზი და იდუმალი გიხდება.
-ასე ნუ ლაპარაკობ სანდრო არ შეიძლება...
-რატომ?რატომ არ შეიძლება?შენს მოხიბვლას არ ვცდილობ. უბრალოდ ვაღიარებ რომ ლამაზი ხარ. არც მიკვირს რომ ის ბიჭი გადარეულია შენზე. .. თუ ვცდები და არავინ გყვარებია?ან იქნებ გიყვარს შენც....
-რომ მიყვარდა ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და სწორედ ამას ვნანობ ახლა. ამიტომ არ მინდა არავის შეყვარება და არც ის მინდა რომ ვინმეს ვუყვარდე, რადგან ჩემგნ იგივეს ვერ მიიღებს. გრძნობაზე გრძნობით ვერ ვუპასუხებ.აი იმ ბიჭთან კი ყველაფერი სხვანაირადაა და წინაწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ
-გინდა გავისერინოთ გარეთ გავიდეთ და მომიყევი ყველაფერი, აი ნახავ როგორ მოგეშვება გულზე.
-არა არ მინდა ახლა ვერ მოგიყვები. გინდა ეხლა უკან დავბრუნდეთ და კიდევ ერთი რაღაც გაიგო ჩემს შესახებ?
-კი ოღონდ იმედია დიდი სიგიჟე არ იქნება, გაეცინა მე კი ხელი ჩავკიდე და ოთახში დავბრუნდით. ვახშამი დაესრულებინათ და საუბრით ირთობდნენ თავს მხიარულ ამბებს ყვებოდნენ და იცინოდნენ. სამაგიეროს გადახდის სურვილი ძლიერი იყო.
-მოკლედ ასე. ამ არ საიდან მოსულმა ერთმა სოფლელმა გოგომ მინდა რომ გაგამხიარულოთ. მხოლოდ ხუთ წუთს ვითხოვ თქვენდან.-ირონიულად ჩამეცინა, როიალს მივუჯექი და დაკვრა დავიწყე. პირველი რაც მომაფიქრდა და იმ წუთში თავში აზრად მომივიდა ეს სიყვარულზე სიმღერა იყო. სანდრო როაიალს დაეყრდნო და მიყურებდა. თვალები ბედნიერებისგან უელავდა. ვმღეროდი მთელი ჩემი არსებით და გრძნობით. ...
დასაძინებლად რომ მივდიოდი სანდრომ ოთახთან დამიმარტოხელა და საუბარი დამიწყო
-სიუპრიზებით ხარ სავსე,- ჩაიცინა მან.
-რას გულისხმობ?
-რას და თუნდაც იმას რომ საოცრად უკრავ და საოცრად მღერი
-დიდი არაფერი,- დავიმორცხვე მე.
-სალოო რაღაც მინდა გკითხო და იმედია არ გამიბრაზდები.
-მკითხე.
-იმ დღეს როცა შენთან მოვედი კლინიკაში შენ ეკას ელაპარაკებოდი და რაღაცას უყვებოდი. ერთი რაღაც გავიგე მას უთხარი არავის შეყვარებას და გათხოვებას არ ვაპირებო და მართლა ასე ფიქრობ?ისევ ამ აზრზე ხარ?
-ეს მაშინ გაბრზაზებულმა ვთქვი, არ ვიცი ალბათ გამოჩნდება ვინმე ჩემ ცხოვრებაშიც თუ არადა არც მაგაზე ვინერვიულებ.
-მე უცნაური გრძნობა მაქვს შენს მიმართ.
-სანდრო დღეს არ გვინდა რაა ამაზე ლაპარაკი, ძალიან დავიღალე.
-კარგი სხვა დროს იყოს. ხო სხვათაშორის კაბა ძალიან იხდება. და საერთოდ დღეს საოცრად გამოიყურებოდი.
-ალბათ ძალიან მოვინდომე. გავუცინე, მერე თითის წვერებზე ავიწიე ლოყაზე ვაკოცე და ოთახში გავუჩინარდი, ასე დავტოვე გაოგნებული ოთახის კართან....



№1 სტუმარი makukuna

როგორ გელოდი, კარგი იყო. მომწონს ეს გოგო. სანდრო კიდე უფრო მომწონს. ჩემს შებმას არ ცდილობო სანდრომ, და აშკარად რომ თავს აწონებს სალომე, ამაზე ვხალისობ smile

 


№2  offline წევრი kato wiklauri

დღეს დავდებ შემდეგ თავს... მიხარია რომ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent