შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში


3-11-2016, 14:54
ავტორი padackles
ნანახია 1 602

სათვალე შუბლზე აიწია, მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა და წინ ერთ წერტილს მიშტერებოდა. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გადაშლილ გაზეთზე შეწყვეტილ წინადადებაზე დაეჭირა, რომ ძებნის გარეშე გაეგრძელებინა საკითხავი. ეტყობოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, გადაწყვეტილების მიღებას ორჭოფობდა, რაღაც მნიშვნელოვანს აანალიზებდა რაც მათთვის საბოლოოდ გადამწყვეტი იქნებოდა.
-რაზე ფიქრობ მოხუცო? -სიყვარულით სავსე მზერით ჰკითხა მეუღლეს პაპა ბენმა. ყავარჯენი მაგიდის გვერდით მიაყუდა, აკანკალებული ხელით სკამი გამოსწია და მეუღლეს გვერდით მოკალათდა.
-ცხოვრებაზე. ჩვენს უბედურ შვილებზე. -ალიონა ბებიამ მზერა ახლა კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე გადაიტანა საიდანაც ანდრეისა და ბენის ოცდაშვიდი და ოცდაექვსი წლის დედ-მამა ბედნიერი სახით უმზერდნენ ობიექტივს, სახეზე ეტყობოდათ რომ ცხოვრებაში სიმწარე არასოდეს ენახათ და მიუხედავად იმისა რომ თავზე ფული არასოდეს გადასდიოდათ ისინი კმაყოფილნი იყვნენ იმით რასაც ღმერთი აძლევდა.
ალიონა ბებიამ დამჭკნარი ხელით, ღრმა ნაოჭებში დაბუდებული თვალებიდან ცრემლი შეიმშრალა და შუბლიდან სათვალე მოიხსნა. იმავე სათვალე პაპამ აიღო ხელში და ცხვირზე დაიკოსა. ლამფა ახლოს მისწია მისკენ, ალიონას შავ-თეთრი გაზეთი ცხვირწინ ააცალა, სახისგან მოშორებით დაიკავა და დაჭუტული თვალებით შორიდან გახედა.
"გვესაჭიროება მკერავი. სასურველია იყოს ახალგაზრდა."
იქვე კოორდინატები იყო დატოვებული, მაგრამ პაპა ბენმა მისი კითხვა აღარ განაგრძო. მეუღლეს სევდიანი მზერა მოავლო და დასამშვიდებლად ხელი ხელზე მოუთათუნა.
-ნუ წუჰხარ ალიონა, რაღაც აუცილებლად გამოჩნდება, შენთვის და ჩემთვის შესაფერისი სამუშაო. -მიხვდა ბაბუა საყვარელი მეუღლის მწუხარების მიზეზსა და დარდს. -შვილიშვილები შიმშილით არ დაგვეხოცებიან. მათ კარგ განათლებას მივცემთ. არ გაგვწირავს უფალი. შეიძლება არაფერი გვაქვს, მაგრამ იმდენი კი რომ ჩვენი შვილიშვილები ქუჩაში ხელგაწვდილი არ იდგნენ და ყოველ მეორე გამვლელს საჭმელს არ ემათხოვრებოდნენ. ისინი ჯერ მხოლოდ რვა და ოთხი წლისანი არიან, მაგრამ ჭკვიანი და ძლიერი ბიჭები. იმაზე მეტს არ ითხოვენ რაც გვაქვს, ვიცი ბევრი აკლიათ მაგრამ მჯერა, მჯერა, დიდი ბიჭები რომ გაიზრდებინ არაფერი მოაკლდებათ. -ამშვიდებდა ბენი მეუღლეს, მაგრამ თავადაც ხვდებოდა რომ უკეთესობისკენ ჯერ არაფერი იცვლებოდა. ის კი ყველაზე მეტად აწუხებდა ბენს და მარწუხებივით უჭერდა ყელში როცა ცრემლიან შვილიშვილებს შეხედავდა, როგორ უგროვდებოდათ თვალებში ცრემლები როცა ქუჩაში ახალ-ახალი ტანსაცმელით გაივლიდნენ მისი მეგობრები. ბავშვებს კი ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვათ. ანდრეის ძველი ტანსაცმელი ბენისთვის ყოველთვის ახალი იყო, მაგრამ თითის ტოლა ბავშვს არასოდეს დასცდენია საყვედური ძველი, თანაც ძმის გამოცვლილი ტანსაცმლით რომ უწევდა სიარული.
-ენაცვალოთ ბებიამ. -ოთახის ღია კარებისკენ გაიხედა მან, სადაც ბენს და ანდრეის ღრმად ეძინათ, ან მოხუცებს ეგონათ რომ ეძინათ.
ბაბუამ ტკბილად დააძინა ისინი, შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა და დამშვიდებული, ალიონა ბებიასთან გამოვიდა რომელიც სასტუმრო ოთახში იმყოფებოდა.
სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და მათი საძინებელი ერთ ოთახს წარმოადგენდა. სამზარეულო მაგიდის გვერდით კედელზე აკრულ სავარძელს ღამით ფართოდ შლიდნენ, გვერდით სკამებს ამოულაგებდნენ, რომ საწოლი ფართე გამოსვლოდათ, ზედ ქვეშაგებს გადააგებდნენ და ასე გაჭირვებით გაჰქონდათ თავი. დილით ყველაფერს მოაწესრიგებდნენ და საძინებელი ოთახი კვლავ მხოლოდ სასტუმრო ოთახად და სამზარეულოდ გადაკეთდებოდა. ბენი და ანდრეი კი სამზარეულო მაგიდაზე ამზადებდა გაკვეთილებს.
ყოველთვის ასეთი გაჭირვებული არ იყო ლუჩენკოების ოჯახი. ბევრი ფული არც მანამდე ჰქონდათ, მაგრამ რაც ბიჭების მშობლები ავტო-ავარიაში მოჰყვნენ მას შემდეგ წავიდა მათი საქმე ძალიან ცუდად. მთელი ფული რაც მათ დანაზოგს შეადგენდა მათ დასაფლავებასა და შემდეგ რამდენიმე წლიან თანაცხოვებას მოახმარეს. შემდეგ ბებიამ ნამცხვრების დაცხობით გადაწყვიტა ოჯახის რჩენა რაც არც თუ ურიგო საქმე იყო. ბაბუა ტექნიკის მცოდნე იყო. ეცოდებოდათ ღარიბი ოჯახი და ფულის სანაცვლოდ ხშირად მას სთხოვდნენ მეზობლები დახმარებას. შემდეგ ბაბუამ სახელი გაითქვა და სოფელს გარეთაც უწევდა ტექნიკურ დახმარებას ადამიანებს. მაგრამ ბავშვები რაც უფრო იზდებოდნენ მით უფრო ბევრი სჭიდებოდათ მათ.
ბებიას და ბაბუას საუბარზე ბენს გაეღვიძა. მაშინ როცა მოხუცები დარწმუნებულნი იყვნენ რომ მათ პატარა ბიჭებს ლაღად ეძინათ, ისინი უკვე კარს ამოფარებულნი ცრემლებში იხრჩვებოდნენ, უკვე პატარა ბიჭები იმაზე ფიქრობდნენ როგორ დახმარებოდნენ ბებიას და ბაბუას.
-ანდრეი -სლუკუნებდა ბენი, ფეხშიშველა ფეხით კარებს მოშორდა რომ მისი ტირილი მოხუცებს არ გაეგონათ და ლოგინში შეწვა.
-გისმენ -ცრემლი მალულად შეიმშრალა ანდრეიმ, დინჯი ნაბიჯებით საწოლს მიუახლოვდა, ისიც საწოლში შეგორდა და დასამშვიდებლად მკლავებზე მოჰხვია პაწაწინა ხელები.
-უნდა ვიმუშავო -გადაწყვიტა მან.
-შენ ბრაიან? -გაეცინა ანდრეის.
-ჩშშშ -პაწაწინა თითი, პატარა გაბუტულ ტუჩებზე მიიდო. -არ გაგიგონოს ბებიამ და ბაბუამ.
-ჯერ შენი ხელით ცხვირსაც ვერ იხოცავ -ძმის მიერ წამოჭრილმა წინადადებამ ძალინ გაახალისა იგი, თუმცა სახე მალევე შეეცვალა. ბენმა ის წინადადება შესთავაზა რასაც დიდი ხანი ფიქრობდა ის. -ბრაიან, პატარა ბრაიან, ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ. ხომ მპირდები რომ კარგად ისწავლი? -განაგრძო მას შემდეგ რაც ბენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -ორივე ვისწავლით, ძალიან კარგად ვისწავლით, რომ ვიმუშავოთ და ბებიას და ბაბუას ყველაფერი ვუყიდოთ რაც უნდათ.
-ახალი სათვალე, ორივეს -გახალისდა ბენი.
-ახალი სათვალე -დაეთანხმა ანდრეი. -ძველი სად წავიღოთ?
-ვინმეს ვაჩუქოთ.
ოცნებებში წასულმა ძმებმა წამოიდგინეს როგორ კითხულობენ მათი მოხუცები ახალი სათვალით გაზეთებს, მათ გვერდით როგორ გულმოდგინეთ მეცადინეობდნენ ისინი და შემდეგ საღამოს როგორ თამაშობდნენ თავიანთი სათამაშოთი.
-ბებიას და ბაბუას დავეხმარებით -დაკრეჭილმა ბენმა შუბლზე ჩამოყილი ხვეული თმები პაწაწინა თითებით უკან გადაიწია, ანდრეის ხელი დაიჭია და კითხვის ნიშანივით მოკუნტულმა თვალები დახუჭა. პატარა ანდრეიმ, რომელიც უკვე დიდივით აზროვნდებდა საბანი ჯერ ძმას გადააფარა, დარჩენილი ნაწილი თავადაც გადაიფარა და თვალები დახუჭა. პატარა ანდრეი ყოველთვის ცდილობდა ძმა განსაცდელისაგან და შიმშილისაგან დაეცვა. ყოველთვის მოჰქონდა სკოლაში ბენისთვის საკვები. მშიერ ძმას რომ დაინახავდა საკუთარ ულუფასაც მას უწილადებდა. მზრუნველი და ყოჩაღი ბიჭი იყო ანდრეი. ნაადრევად გაზრდილი და უფროსივით მოაზროვნე.
აი ახლა კი მართლაც დაეძინათ ძმებს. გაღიმებული სახეების მიღმა ალბათ ტკბილ და სასიამოვნო სიზმარს ხედავენ.
***
სასაფლაოდან წამოსვლამდე ახალგაზრდა ლუჩენკობეი ბებიას და ბაბუის საფლავს ხელით შეეხნენ და პირობა დადეს, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდათ ისინი, არასოდეს მისცემდნენ თავს იმის უფლებას, რომ დავიწყებოდათ, გააგრძელებდნენ ისე ცხოვრებას როგორსაც ისინი ასწავლიდნენ და როგორიც მათ სურდათ. საღამომდე მარტო ისხდნენ საფლავთან.
თვრამეტი და ოცდაორი წლისანი იყვნენ ჯერ ბაბუა რომ გარდაეცვალათ და შემდეგ ბებია. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს, რასთან გამკლავება დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ, თუმცა დანაკლისის გრძნობა არ განელებიათ.
ბიჭებს მწუხარებამ უიმედობა შემატა. თითქოს არ იმჩნევდნენ ცრემლს, ერთმანეთს ძლიერ პიროვნებებად აჩვენებდნენ თავს. მარმრილოს ქვას ბაგეებით შეეხნენ. ეს მათი უკანასკნელი ცრემლი იყო, მაშინაც კი არ უტირიათ როცა ძალიან უჭირდათ მარტო ცხოვრება. არც მაშინ როცა არ უმართლებდათ, ცხოვრებას იმედის თვალით უჭვრეტდნენ.
როდესაც დაობლდნენ ბენი ერთი წლის იყო ხოლო ანდრეი ხუთის. ბებიაზე და ბაბუაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, სიგიჟეს აღწევდა მათი სიყვარული. დიდი სიყვარულით გაზარდეს შვილიშვილები, ასწავლიდნენ კეთილის და ბოროტის გარჩევას, ადამიანების დახმარებასა და კეთილად ცხოვრებას, რათა არსებობა ისე გაეგრძელებინათ, რომ მხოლოდ სიკეთე ეკეთებინათ ცხოვრებაში, წაქცეული წამოეყენებინათ, გაჭირვებულს დახმარებოდნენ.
ისინი ყოველ წელს სწევენ ჭიქას და მათ ხსოვნას ამბობენ. დღემდე მადლობას უხდიან მათ იმისთვის რომ ასწავლეს რა არის სიკეთე და როგორ უნდა ეცხოვრათ ამ ქვეყანაზე. მათი დამსახურება არის ასე რომ უყვართ ძმებს ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე დიდხანს რომ არ შეუძლიათ ყოფნა. ანდრეი ბვშვობიდანვე ზრუნავდა ბენზე, იცავდა მას ყოველთვის, სკოლაში, უნივერსიტეტში, ქუჩაში და იქ სადაც კი შეეძლო საყვარელი ძმის დახმარება. სკოლა როცა დაამთავრეს ანდრეიმ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. ბენმა იურიდიული დაამთავრდა, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. მან საკუთარი ოფლით, საკუთარი ხარჯებით პატარა რესტორანი გახსნა. გემრიელი საკვებითა და სასიამოვნო გარემოთ მან მალევე მოიხვეჭა სახელი როგორც შესანიშნავი რესტორნის მფლობელმა. დღეს იგი რამდენიმე ძვირადღირებული რესტორნის მფლობელია.
***
2016 წლის 21 ოქტომბრის დილა გათენდა.
მალიბუში ჯერ კიდევ ბნელა, მაგრამ თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. დილის რვა საათია. ვარსკვლავების ფერთა ხედვა იკარგება.
ბენ ლუჩენკომ აღელვებულმა გაახილა თვალები და წამით ამოიოხრა. მაღვიძარა ხელში დაიჭირა. იმის გაცნობიერება რომ ჯერ ადრე იყო მის დარეკვამდე თვალები მოიფშვნიტა და დამშვიდდა.
ოცდაექვსი წლის ბენი მეტად სიმპატიური და ძალიან მაღალია. მისი სიმაღე 1.95 სმ არის. მუქი ქერა შუბლზე ჩამოყრილი კისერს ზემოთ მოგრძო თმითა და ლამაზი მწვანე თვალებით. კლასიკური, საქმიანი და მოხდენილი სხეული. წარმოშობით უკრაინელი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში დაიბადა.
მისგან განსხვავებით ბებიისა და ბაბუის მსგავსად მშობლებიც უკრაინაში დაიბადნენ.
ლარისა ტკაჩენკოს და იგორ ლუჩენკოს ლამაზი მოგონებები აკავშირებთ მშობლიურ ქვეყნასთან. სამწუხაროდ მათმა შვილებმა მხოლოდ გადმოცემით იციან უკრაინის შესახებ.
ბენი საწოლზე წამოჯდა. ქალს გადახედა რომელსაც მშვიდად ეძინა, მერე მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. ლამაზი გოგონაა ემილი. შავი თმებითა და დიდი შავი თვალებით. მაღალია მაგრამ ქმართან საკმაოდ დაბალი სჩანს, ან პირიქით ბენი არის ზედმეტად მაღალი. ასაკი ბენის ტოლი აქვს, წარმოშობით კი ამერიკელია.
ხუთი წელია რაც დაქორწინდნენ. მათი ცხოვრება სხვებისგან არც ისე განსხვავებულია, თუმცა ჰგონიათ რომ ყველასგან განსხვავებულად და გადამეტებულად უყვართ ერთმანეთი. ერთმანეთი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნეს. მაშინ დამწყები ქველმოქმედები იყვნენ. ბენმა მაშინ შენიშნა შავი, ბრიალა თვალები როცა დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ეთამაშებოდა ემილი. მიხვდა რომ ის იყო შესანიშნავი ადამიანი, იქნებოდა შესანიშნავი მეუღლე და მისი შვილების დედა. ორი წელი ეპრანჭბოდნენ ერთმანეთს, სიყვარულობანას თამაშობდნენ და იხანრგძლივებდნენ შეყვარებულობის პერიოდს. შემდეგ იყო ნიშნობა, ორი თვის თავზე ზღვის პირას, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში სადა და მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს.
მზე, სანაპირო, ქვიშა, მშვიდი წყალი და ძვირფასი ადამიანები ირგვლივ.
ემილის ხშირად ამბობს "სიყვარული? ადამიანის გულში ჩახუტებით შენ არა მხოლოდ გულში იკრავ მას, არამედ მისი ტკივილი და საერთოდ ყველაფერი შენში გადმოგაქვს."
რა არის ქორწინება და ოჯახური თანაცხოვრება თუ არა პატარა ოჯახი. ოჯახი რა არის ბავშვის გარეშე.
ლუკასი სამი წლის არის. ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი. მომრგვალებულ სახეზე ღრმად ჩამჯდარი მწვანე თვალები, მოცუცქნული ცხვირი და მოწითალო ტუჩები. ყოველთვის ჩამოყრილი აქვს შუბლზე წაბლისფერი ხუჭუჭა თმები.

ბენმა ფრთხილად გადმოდგა ფეხი საწოლიდან. ფეხაკრეფით მიუახლოვდა სააბაზანოს კარებს. წყალი გადაივლო. უკან გამოსულმა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმები დაივარცხნა და ისევ საწოლთან მივიდა. ემილის გადასაფარებელი გადააფარა თითქოს გარეთ დატრიალებული სიცივე ოთახშიც იგრძნობოდა. მანქანის გასაღები აიღო მაგიდიდან, იმის და მიუხედავად რომ ფრთხილად მოქმედებდა გასაღები მაინც აჩხაკუნდა და ემილიმაც ერთი დაიკრუსუნა.
გვერდით ოთახში შვილს დახედა, რომელსაც ემბრიონის პოზაში ეძინა. აქაც ფეხაკრეფით მოძრაობდა. მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა და ბალიში გაუსწორა. ლუკასი ძალიან ჰგავდა პატარა ბენს.
ოჯახის თავი სახლიდან გავიდა და სამსახურისკენ გზა დაადგა.
***
მოულოდნელი სტუმარი ეწვია ბენს. ჭრელო პეპელა ხასიათის მამაკაცი როდის გამოჩნდებოდა მალიბუში თავადაც არ იცოდა. პეპელასავით დაჰქროდა აქეთ-იქით, ხან მალიბუში იყო, ხან ლოს-ანჯელესში, ხან ნიუ-ორკში, ლონდონში, პარიზში, ეგვიპტეში, ვენეციაში. მოგზაურობა ხიბლავდა. მისთვის იყო ეს ცხოვრება და იშნობდა კიდეც.
სტუმრობა მართლაც უდროო იყო. ძმამ ვერ მოიცალა ანდრეისთვის და სთხოვა ერთ-ერთ მაგიდასთან დალოდებოდა. სასმელად ნატურალური წვენი შესთავაზა. ძმისთვისაც სხვა რა გზა იყო, წვენს ნელ-ნელა წრუპავდა, შიგადაშიგ კედელზე დაკიდებულ საათს გახედავდა ხოლმე. ზოგჯერ გარეთ გააპერებდა თვალს.
ზამთარში რესტორანი მინებით იყო დახურული. საოცარიხედი იყო. პალმები, თეთრი ქვიშა, ლურჯი ზღვა, ლამაზი სახლები, ხეხილი და სუფთა ჰაერი. პალმის ტოტებს ძლიერად არყევდა ქარი, ტალღები ბობოქრობდნენ.
გარეთ ყურებაც მოსაწყენი გახდა. რესტორანშიც არავინ გამოჩნდა მისთვის საინტერესო, ნაცნობიც კი არავინ იყო ირგვლივ. ბარს გახედა იქაც ვიღაც უცხო ბიჭი დახვდა, როგორც სჩანდა დღეს მისი მეგობარი ნეითი ისვენებდა. მოსაღამოვდა. ისეთი რა საქმე ჰქონდა ბიჭს, მთელი დღე რომ ელოდებოდა უმცროს ძმას.
ანდრეი ბენის ძმაა. მასზე ოთხი წლით უფროსი .1. 88 სმ. ლამაზი დაკუნთული მიმზიდველი სხეულის მფლობელი. თმა დაბალზე შეჩჭრილი თუმცა უფრო მეტად გვერდებზე აპარსული. თვალები- თვალები ლამაზი, ჭკვიანი და მრავლისმეტყველი, თანაც მწვანე, რაღაც ჭაობისფერი. ანდრეი ძალიან სიმპატიური ბიჭია. ლამაზი ტუჩებითა და სწორი ცხვირით. მხიარულება და უდარდელობა მასში ერთნაირად არის შერწყმული. სადაც ის არის ყველგან მხიარულებაა. გოგონები ძალიან უყვარს, ანუ იმაზე მეტად ვიდრე სხვა მამაკაცებს. მათ, როგორც ხელოვნებას ისე უყურებს, თავადაც აღნიშნავს "ხელოვნება უნდა დააფასო, ჰოდა მეც იმისათვის დავიბადე, რომ პირველი ვიყო ამ ქვეყანაზე, ვინც ამ ხელოვნების დამფასებელი იქნება".



-მეგონა დაიღლებოდი ლოდინით. -მოწყვეტით დაევა დაღლილ დაქანცული ანდრეის გვერდით, სკამზე, თმები გვერდზე გადაიწია და უკითხავად მოსვა ანდრეის წყალი. -წამოდი ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ.
-მირჩევნია აქ ვილაპარაკოთ. ისედაც დიდი დრო დავკარგე- მაჯაზე საათს დახედა -უკვე შვიდი საათია მე კიდე დილიდან აქ ვარ.
-რამე სერიოზულია? რამდენი ხანია ერთად არ გვივახშმია, დარჩი ცოტა ხანს.
-მერე მოიცლი ჩემთვის? რამდენიმე დღე მინდა ქვეყნიდან გავიდე.
-სარკაზმი აუცილებელი აუცილებელი არ არის. გადაღებები გაქვს?
-სარკაზმი ადამიანს ძალიან ძლიერს ხდის სტრესისადმი და თუ არ ვცდები დეპრესიისადმიდაც. რაც შეეხება გამგზავრებას არა, დასვენება მინდა.
-ჰო შენ ისეთი დაღლილი ხარ. -ბენს გაეცინა. რა მშვენიერია როცა ის იცინის. ისეთი სუფთა სიცილით როგორც მხოლოდ ასეთ სუფთა და თბილი სულის ადამიანს შეუძლია. როცა იცინის მთელი სახე ღიმილიანი და ნათელი უხდება. მთელი სახით შეუძლია გაიცინოს, ქათქათა კბილებითა და წყლიანი თვალებით, რომელიც ასე მშვენიერს ხდის მის მომხიბვლელ და შესანიშნავ პირი-სახეს.
მაგიდას დაბალი და ლამაზი გოგონა მიუახლოვდა. ანდრეიმ საკვებზე უარი განაცხადა, გოგონამ ბოდიშის მოხდით ისინი დატოვა.
-ხუმრობის გარეშე. გსმენია გეორგიაზე?
-ეს ხომ შტატია.
-არა ქვეყანაა ევროპაში. საქართველო ჰქვია. მეგობრები ჰყვებოდნენ ამის შესახებ გადასაღებ მოედანზე, მეც დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე. იცი რა ლამაზია?! ძალიან დავიღალე. გადაღებები, გადაღებები და ისევ გადაღებები. დასასვენებლად წასვლა ძალიან კარგი იქნებოდა განტვირთვისთვის -აღფრთოვანებით წარმოთქვა ანდრეიმ, მერე ერთი ამოიხვნეშა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ცალი თვალი ბენისკენ გააპარა თუ რა შთაბეჭდილბა დატოვა მის წინადადებამ მასზე.
-შენ ძალიან ხომ არ ხარ აჟიტირებული? მგონი რაღაც ახალია. მშვენიერ გუნებაზე მეჩვენები.
-გოგონები, გოგონები, გოგონები! ბრაიან იცი? მე ვაფასებ ხელოვნებას, ქალი ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მე თუ მკითხავ ერთ-ერთი კი არა ერთადერთი. -ყოველთვის მხიარულ და უდარდელ ანდრეის, შეეძლო ეხუმრა მაშინაც კი თუ იქ მისი ადგილი არ არის. ახერხებს სიტუაციის იუმორით გამოსწორებას, სერიოზულად არანაირ საქმეს აკეთებს. ყველაფერს იუმორში ატარებს, რის გამოც ადვილად უმკლავდება პრობლემებს, რომელშიც იშვიათად ეხვევა. მხიარულობს და ღიმილის მიზეზს ხედავს ყველგან.
ბენი სერიოზული გაწონასწორებული ბიჭი არის. უფროსი ძმისგან განსხვავებით იცის როდის უნდა იხუმროს და როდის სერიოზული იყოს.
-კარგი, კარგი დამშვიდდი, დაეშვი ციდან. როდის მიდიხართ?
-მივდივართ? -წყალი მოსვა ანდრეიმ და ჭიქის ზემოდან გამოიხედა.
-მეგობრებისგან გავიგე ამ ქვეყნის შესახებო და ვიფიქრე რომ...
-ნუ ფიქრობ. მარტო მივდივარ.
-და მათი სახელმწიფო ენა?
-ქართული.
-აჰ გამახსენდა. -ერთმანეთს შემოჰკა ხელები ბენმა. -სკოლაში უცხო ენას ქართულს არ სწავლობდი?!
-იცინე შენ და იქ რომ ჩავალ შეიძლება აღარც დავბრუნდე.
-კი როგორ არა. როდის მიდიხარ?
-ხვალ.
-ხვაალ? და ამას ერთი დღით ადრე მეუბნები?
-ერთი თვეა ვცდილობ გიპოვნო მაგრამ შენ ხან სად ხარ და ხან სად. სახლშიც კი ვიყავი შენთან რამდენიმეჯერ და ყოველთვის გასული იყავი.
-მოხუცთა თავშესაფარში დავდივარ, საკვების მხრივ რაღაც პრობლემები ყოფილა და იმას ვაგვარებ.
-რა მოხდა?
-ტკბილეულობა დაგვიანებიტ მიუღიათ. კიდევ რამდენიმე მოხუცი მიუყვანიაათ და საკვები კიდევ უფო მეტი დასჭირდათ.
-ძეგლი უნდა დაგიდგან. რამდენი თავშესაფარი არსებობს რომელსაც უფასოდ კვებავ.
-რაიმე საწინაღმდეგო გაქვს?
-არა, ღმერთმა დამიფაროს მათზე რამე ცუდი ვთქვა. პირიქით საამაყო საქმეს აკეთებ.
***
ანდრეიმ შხაპი მიიღო, შარვალი და მაისური ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
ტაქსიდან ჩამოვიდა, მოედანი გადაჭრა, ხიდის გავლით სავაჭრო ცენტრს ჩაუარა და გზას ფეხით გაუყვა. აქეთ-იქეთ ერთმანეთის მიყოლებით ძველებური მაღაზიები იყო ჩამწკრივებული. იგი ერთ-ერთ მაღაზიასთან შეჩერდა და ვიტრინაში შეიჭყიტა, ორი გამყიდველი გოგონა საუბარში იყვნენ გართულნი, მესამე დახლის ბოლოს იდგა და კლიენტს ემსახურებოდა, ანდრეიმ კარი შეაღო, მაღაზიაში შევიდა და იქვე დახლთან დადგა, საუბარში გართულმა გოგონებმა მაშინვე ყურადღება მიაქციეს სიმპატიურ მამაკაცს.
-რას ინებებთ? -ერთხმად ჰკითხეს გოგონებმა, რომლებიც შესამჩნევად იპრანჭებოდნენ.
ანდრეიმ შოკოლადების ყველაზე დიდ შეკვრას დაადო ხელი. (ჰო დამავიწყდა მეთქვა, ანდრეის ერთ-ერთი სისუსტე ტკბილეულობა იყო) გოგონები ერთდროულად მისცვივდნენ ვიტრინას, ამასობაში ანდრეი დახლის ბოლოს მდგარ ქერათმიან ათვალირებდა, რომელიც ისევ კლიენტს ემსახურებოდა, ორი გამყიდველი გოგონა კი ანდრეის ყურადღების მიქცევას ცდილობდა. დახლის ბოლოს მდგომმა გამყიდველმა იგრძნო ანდრეის მზერა, თვალი ჩაუკრა და კოცნა გამოუგზავნა, ბიჭმა კი თავაზიანობის ნიშნად გაიღიმა "დრო რომ მქონდეს საოცარ საღამოს გავატარებდით" გაიფიქრა ანდრეიმ და ისევ გაუღიმა. ცეტი და სულწასული გოგონები დიდი მონდომებით უდებდნენ პარკში შოკოლადებს და თან საუბრის გაბმას ცდილობდნენ.
-ძალიან სიმპატიური ხარ -უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
-უფრო ლამაზი-დაამატა მეორემ.
-თქვენც ძალიან ლამაზები ხართ -გაუღიმა ანდრეიმ -სამწუხაროა, რომ მეჩქარება
პაკეტი გამოართვა მათ, მადლობა გადაუხადა და მაღაზიიდან გავიდა. ორ წთ-ში აეროპორტს მიადგა და შიგნით შევიდა.
მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდა და გვერდით მჯდომ შავგრემან გოგონას გადაულაპარაკა. - იმედია გზაში გვასადილებენ -ბოლო შოკოლადი ამოიღო პაკეტიდან და პაკეტი იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო.
-უკაცრავად. -გოგონა სკამიდან წამოდგა და გვერდით სკამზე გადაჯდა.

მგზავრობის განმავლობაში ანდრეის ეძინა, ფრენის შიში ბავშვობიდან ჰქონდა, ცდილობდა მინიმალურად გაეგო.
თვითმფრინავი თბილისში შუადღეს ოთხ საათზე ჩაფრინდა.
-გაიღვიძეთ. უკაცრავად სერ ჩვენ უკვე თბილისში ვართ. ჩამოვედით -ფრთხილად აღვიძებდა სტიუარდესა.
-მგონი სამოთხეში ვარ -თვალებს იფშვნეტდა ანდრეი და სულელივით იცინოდა.
-არა მისტერ ჩვენ თბილისში ვართ.
-მაშ შენ ვინ ხარ თუ არა ანგელოზი.
-გეყოფათ არშიყობა და ქვემოთ ჩაბრძანდით.
-მე უბრალოდ მგზავრობის მეშინია და დამამშვიდებელი დავლიე, ამიტომაც ჩამეძინა. თუმცა ამას თქვენ რატომ გიყვებით. -საკუთარ თავზე გაეცინა ანდრეის.
-არ არის თავის მართლება საჭირო, მესმის თქვენი. დროის ხანგრძლივი განსხვავების ბრალია.
ანდრეიმ ზურგჩანთა მოიკიდა ზურგზე და თვითმფრინავიდან ჩამოვიდა.
აეროპორტში სცნობდნენ როგორც მსახიობს, ზოგის ყურადღებას მომხიბვლელი გარეგნობით იბყრობდა.
"ასეთი ლამაზი გოგონები თუ იყვნენ საქართველოში შემეძლო ადრეც ჩამოვსულიყავი. ვფიქრობ აქ იმაზე მეტხანს გავჩერდები ვიდრე ვგეგმავდი "ფიქრობდა იგი და ერთი წამით არ ნანობდა გადაწყვეტილებას. ისევ ისეთი ინტერესეთ ათვალიერებდა მისგან განსხვავებულ ადამიანებს, როგორც რამდენიმე წამის წინ. მხოლოდ ერთი გაუკვირდა მას, რატომ ჰქონდათ უმეტესობას ისეთი სახე თითქოს რამდენიმე წამის წინ დიდი ომი გადაეტანათ. თითქოს მთელ ქვეყანას გასწყრომოდნენ რამეზე. მაგრამ ანდრეი რის ანდრეია რომ ირგვლივ ყველასთვის არ გაეღიმა.
-გამარჯობა ლამაზო, მე ანდრეი ლუჩენკო ვარ. -აეროპორტში სავარძელზე მჯდომ ქართველ გოგონას მიუახლოვდა ანდრეი და სულელურად გაუღიმა.
გოგონამ მხოლოდ ფარული მზერით გახედა თავმომწონე ბიჭს.
-მგონი ჩემი ენა არ გესმით. -უთხრა და მეტად გამბედავად განაგრძო. -ძალიან სექსუალური ხართ, თანახმა ვიქნებოდი თქვენთან ერთად გამენაწილებინა სარეცელი.
-მისტერ ლუჩენკო ექვსი ენა ვიცი. -სერიოზული სახით მიუგო გოგონამ.
-ერთ-ერთი ინგლისურია? -იკითხა მოულოდნელობით შეცბუნებულმა და გაკვირვებულმა.

აეროპორტიდან გამოსულს უამრავი ხალხი შეეგება წინ, მაშინვე გაიგეს, რომ საქართველოს აეროპორტში ცნობილი მსახიობი ანდრეი ლუჩენკო იმყოფებოდა. რეპორტიორებიც იქვე შეკრებილიყვნენ. ყველას ერთი კითხვა აწუხებდათ. რატომ არის იგი აქ. რატომ არ იცოდა ქვეყანამ წინასწარ ის რომ საქართველოში სტუმრობას აპირებდა. ზოგმა ისიც კი გადაწყვიტა, რომ ფილმისთვის სამუშაოდ იყო ჩამოსული. ასეთ გაუგებრობისა და ინტერესის მიუხედავად ანდრეი ცდილობდა ახლომდებარე ტაქსი ეპოვნა და წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში დაბინავებულიყო. მას არ აწუხებდა ხალხის ყურადღება, პირიქით მოხარული იყო მათი დიდი სიყვარულის და გაოცებულიც კი, რომ ასე ძალიან უყვარს ის ქართველ ხალხს, უბრალოდ რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა, მითუმეტეს რომ აეროპორტი ძალიან ცხელა და ეს უფრო სულის შემხუთველია. მისთვის სანატრელი უამრავი ტაქსი დგას ირგვლივ, გასაღებით ხელში და დაზეპირებული ფრაზით.
-ტაქსი ხომ არ გინდათ? - ზოგი ქართულად, ზოგი ინგლისურად, ზოგიც კი გერმანულად უხმობდა მგზავრს. უმეტესობამ მხოლოდ ეს ერთი ფრაზა იცოდა უცხო ენაზე, რათა მომავალ მგზავრს გააგებინოს რა სურს. ანდრეი კი იქეთ მხარეს წავიდა სადაც ინგლისურ ენაზე სთავაზობდნენ მომსახურებას.
-გამარჯობათ -წვერებიან და სათვალეებიან მამაკაცს მიესალმა. მისი ასაკი ალბათ ორმოცდაათ წელს აღწევდა.
-მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. თქვენ ანდრეი ლუჩენკო ბრძანდებით? - ტაქსის უკანა კარები გააღო მძღოლმა.
-გახლავართ -გაეღიმა ანდრეის.
-მოხარული ვარ ჩემს მანქანასთან რომ მოხვედით. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან
-ბრძანეთ, მაგრამ გთხოვთ შენობით მელაპარაკეთ.-მიუგო ანდრეიმ.
-შეგიძლია აი აქ ხელი მომიწერო? -მანქანის კაბინიდან ფურცელი და საწერი კალამი გადმოიღო მძღოლმა და ანდრეის მიაწოდა -ჩემი 12 წლის ქალიშვილი თქვენი ფილმის დიდი გულშემატკივარია და ძალიან გაუხარდება შენს ავტოგრაფს რომ მივუტან. თითქმის ყველა ფილმი ნანახი აქვს თქვენი მონაწილეობით. ოჯახში ირგვლივ შემოგვიკრებს ყველას და სიტყვის თქმის უფლებასაც არ გვაძლებს მანამდე სანამ კინო არ დამთავრდება. მისი გადამკიდე მეგობრებმაც კი იციან შენი სახელი, მთელი საძინებელი ოთახი შენი გამოსახული პლაკატებით აქვ მორთული. ახლა ვხვდები რატომ გაფასებს ასე ძალიან. თქვენ კულტურული და ზრდილობიანი ახალგაზრდა ბრძანდებით.
-დიდი სიამოვნებით-ფურცელი მანქანაზე დადო ანდრეიმ -თქვენი ქალიშვილის სახელი?
-ბარბარე.
-კარგი -ავტოგრაფის წერას შეუდგა იგი-ბარბარეს მოკითხვა დიდი სიყვარულით ანდრეი ლუჩენკოგან- შემდეგ ხელი მოაწერა და ფურცელი მძღოლს დაუბრუნა.
-უღრმესი მადლობა -მადლიერებით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მძღოლი ანდრეის.
-აი ახლა კი მე გვაქვს თქვეთან თხოვნა -ღიმილით უთხრა ანდრეიმ.
-ბრძანეთ, დიდი პატივია თქვენთვის ჩემი დახმარება.
-ხომ შევთანხმდით.
-შენთვის.
-სასტუმრო "ოსკარში" მიმიყვანეთ.
-დაბრძანდით.
-მადლობთ -ანდრეი მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა.
-შენი განზრახვა საქართველოში ყოფნის რა არის? -უსაფრთხოების ქამარი გადაიკრა მძღოლმა და სარკეში გახედა მგზავრს.
-მე უბრალოდ საქართველოს დათვალიერება მინდა. მსმენია, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. უკვე მეც ვხედავ ლამაზი ქალაქია თბილისი -აღფრთოვანებული იყურება ფანჯარაში.
-სრულიად საქართველო არის ძალიან ლამაზი, გირჩევ, რომ ისე არ წახვიდე აქედან, საქართველო სრულიად არ დაათვალიერო -ამაყი იყო მძღოლი მგზავრს თბილისი, რომ მოეწონა.
-შევეცდები ყველაფერი მოვინახულო.
-კარგსაც იზამ. აი ჩვენც მოვედით, აი ხედავთ იქ დიდ შენობას? -ხელით მიუთითა სასტუმროსკენ.
-გაიხარეთ, მადლობა დიდი.-ანდრეი მანქანიდან გადმოვიდა, მას შემოუარა, მძღოლის მხარეს დადგა და საფულე გახსნა -რამდენი მოგართვათ?
-არა, არ არის საჭირო. ჩათვალეთ ეს ქართული სტუმართ-მასპინძლობა არის. კარგი დროის გატარებას გისურვებთ.
-კარგი ადამიანი ბრძანდებით. -ანდრეიმ საფულედან 200 დოლარი ამოიღო და მანქანაში ჩაუგდო.
-არა, არა თქვენ ვერ გამიგეთ, მთელი გულით დაგპატიჯეთ -ფული აიღო მან და უკან გაუწოდა ანდრეის.
-არა ეს თქვენ ვერ გამიგეთ მე. მე მთელი გულით გჩუქნით ამ ფულს, რადგან კარგი ადამიანი ბრძანდებით. -ანდრეი სასტუმროსკენ გაეშურა.
სასტუმროს ნომერში შესვლისთანავე ტანსაცმელებიანად მიეძინა საწოლზე.
გვიან ღამით გაეღვიძა. შესანიშნავად გრძნობდა თავს. ფანჯარაში გაიხედა და მიხვდა რომ ქალაქს სძინავდა. გაახსენდა თვითმფრნავში რომ უთხრეს დღე-ღამის განსხვავების შესახებ და სახე მოექუფრა. დროსთან შეგუება იმაზე რთული იქნებოდა ვიდრე ეს ეგონა. ტელეფონში მაღვიძარა დააყენა და შეეცადა დაეძინა.
ანდრეის საწოლიდან წამოდგა. თბილისს უკვე ღვიძავდა, ანდრეის კი ისევ ეძინებოდა. მთქნარებით შევიდა სააბაზანოში და გამოსაფხიზლებლად წყლის გადავლება გადაწყვიტა. მერე საუზმე მიირთვა და თბილისის ქუჩებში ფეხით გავლა გადაწყვიტა. გარეთ ციოდა. ტყავის ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი კედები ჩაიცვა. თავზე ქუდი და ყელზე კაშნე მოიხვია.
ანდრეი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა. ცალ მხარეს მაღაზიები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამწკრივებულიყო, მოპირდაპირე მხარეს ახალგაზრდა ბიჭები, ზოგი გიტარით ხელში მღეროდნენ და მოწიწებით თხოვდნენ გამვლელებს ფულს. სანახაობას გულგრილი არ დაუტოვებია ანდრეი, ჯიბიდან ასი დოლარი ამოიღო და იქვე გვერდით დადებულ ქუდში ჩაუდო. კიდევ გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და თავი თავისუფლების მოედანზე ამოჰყო.
იღრუბლებოდა და წვიმის დაწყებას აპირებდა. ქუჩაში პატარა ბავშვი შენიშნა, ფართოდ გახელილი, ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ვიტრინაში გამოფენილ სხვა და სხვა საჭმელს, ცომში ყველით ჩაპრესილ ხაჭაპურებსა და ლობიანებს, მადისაღმძვრელ სოკოთი და ძეხვით გაჟღენთილ პიცას, ბანანებსა და წითელ კვასკვასა ვაშლებს. ანდრეიმ თვალები დახუჭა და სინანულით გადააქნია თავი, სევდამ დაისადგურა მის გულში. ბიჭუნას მიუახლოვდა და ჰკითხა მშობლიური ინგლისურით.
-რა გქვია?
პატარა ბიჭუნა გაოცებული ფართოდ გახელილი თვალებით მისჩერებოდა ძალიან მაღალ და კარგი აღნაგობის მამაკაცს, რომელიც მისთვის გაუგებარ ენაზე ესაუბრებოდა. ბიჭუნამ პატარა ცივი ხელებით და აცახცახებული ბეჭებით ანიშნა, რომ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო. მაშინ ანდრეიმ ხელი ჩაჰკიდა ბავშვს ათრთოლებულ ხელში და საოცნებო ვიტრინასთან მიიყვანა. ვიტრინიდან ახალგაზრდა, მეტად სანდომიანი გოგონა იღიმოდა. ანდრეი გოგონას იმ იმედით მიესალმა რომ მას მაინც ეცოდინებოდა ინგლისური. საბედნიეროდ იცოდა. სთხოვა, რომ ვიტრინიდან ორი ხაჭაპური და ორი პიცა გადმოეღო. მერე კარგად შეაფუთინა, ცელოფანი ვაშლებითა და ბანანებით გაავსებინა, შიგ წვენები და მინერალური წყალი დაუმატა. გოგონას ცელოფნები გამოართვა და ბავშვს გაუწოდა. ბავშვი მორიდებით იდგა მათ წინ. გახარებული და ბედნიერი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. საბრალო პატარა ბიჭუნას, გაცვეთილი ფეხსაცმელები და შარვალი ეცვა, რომელშიც სიცივე ატანდა თან, ოქტომბრის ცივ და წვიმიან ამინდში მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, გვერდზე გახეული ზედა კი საერთოდ არ ათბობდა ბავშვის სხეულს. ამის შემყურე ანდრეიმ თბილი ქურთუკი გაიხადა და ბიჭს მოაფარა. მერე რა რომ ძალიან დიდი ჰქონდა მკლავებსა და ბეჭებში, ხელის მტევნებიც კი არ უჩანდა.
თავისივე თბილი კაშნე, ქუდი მოიხადა და პატარას დაახურა, მერე საფულე ამოიღო, რადგანაც ჯერ ვერ მოესწრო ფულის გადახურდავება, ლარის ნაცვლად 1500 დოლარი ჩაუდო ჯიბეში. სულ ერთი ციდა ბავშვი გაოცებისგან და სიხარულისგან ახამხამებდა ცისფერ თვალებს. მას უბრალოდ ძალიან შერცხვა და თავი ძირს დახარა. მისთვის ხომ ასეთი სიკეთე ჯერ არავის გაუკეთებია.
ანდრეიმ ვიტრინაში მდგარ გოგონას დაუძახა და სთხოვა ბიჭისთვის მისივე ნათქვამი სიტყვები გადაეთარგმნა. ანდრეი ბავშვის წინ ჩაიმუხლა ბავშვს ქურთუკის შეკვრა დაუწყო და უთხრა:
- შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ვისურვებდი რომ შენი მსგავსი შვილი მყოლოდა, იცხოვრე ისე, როგორც სწორი იქნება. როცა მოგშივდება არასოდეს წაგიცდეს ხელი სხვისი ჯიბისკენ, იცოდე ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას მოისურვებს. თუ კეთილი და პატიოსანი იქნები ყველას ეყვარები, მე ძმა მყავს ბრაიანი. ჩვენი საყვარელი ბებია და ბაბუა სწორედ ამას გვასწავლიდა, იცხოვრე პატიოსნად და ყველაფერი კარგად იქნება. მე და ჩემს ძმას არასდროს არ გვქონდა ბევრი ფული, მაგრამ ვიშრომეთ და პატიოსნად ვიშოვეთ. ისწავლე და იმუშავე, რადგან საკუთარი შემოსავალი გქონდეს. გახსოვდეს მთავარი, როცა გაჭირვებულს დაინახავ, ყოველთვის გაუწოდე მათ დახმარების ხელი. ეს ფული, რომელიც მოგეცი სწორად გამოიყენე, ვისაც ენდობი სთხოვე მას დაგეხმაროს დახარჯო ისე როგორც შენი კეთილდღეობისთვის იქნება საჭირო. ბენეციტია ნომ ოპჰასტრუდუთუმ. (Benecitia nom ophastrudutum სიკეთე არ დაიმალება)
გოგონამ გადაუთარგმნა ანდრეის სიტყვები, ბოლო წინადადების გარდა, რადგან ამ სიტყვების მანაც ვერაფერი გაიგო.
-მადლობა ბიძია, ყოველთვის მემახსოვრება თქვენი სიტყვები, ვიცხოვრებ ისე, რომ დავეხმარო ყველას და ვიქნები პატიოსანი. თქვენი დახმარება კი მთელი ცხოვრება მემახსოვრება -დიდი კაცივით დაპირდა პატარა ბიჭმა ძმებს და ჩამუხლულ ანდრეის გულზე მიეკრო. ანდრეიმ მხარზე ხელი დაადო, ლოყაზე აკოცა და სახელი ჰკითხა:
-მე ზურა მქვია - თავდახრილმა უპასუხა ბიჭმა.
-ზურა, შენ კარგი ხარ, მინდა, რომ ბედნიერი იყო.
მერე თვალს ადევნებდა ქუჩაში მიმავალი ზურაბს როგორ მძიმედ მიათრევდა საჩუქრებს.
ანდრეი სასტუმროს ნომერში დაბრუნდა. შესცივდა და თან ეძინებოდა. თავს ვერაფერი მოუხერხა განკლავებოდა საქართველოს დროით დღე ნათელ შუქს.
სასტუმროში საწოლზე ჩამოჯდა და ისე რომ არ უსადილია იქვე მიეძინა, კვლავ ტანსაცმელებით.
დილით ისევ მაღვიძარას საშუალებით გაიღვიძა. თვალების ფშვნეტით და ისე რომ თვალები ეხუჭებოდა ხელის ცეცებით გავიდა სააბაზანოში. ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და სარკეში ჩაიხედა. "ახლა სად წავიდე? იმაზე რთული აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა" ინანა ტურისტული სააგენტოთ რომ არ ისარგებლა. მარშრუტი მაინც ეცოდინებოდა სად წავიდოდა, რა მოენახულებინა და ა.შ.
წყალი იმდენ ხანს ისხა სახეზე სანამ ბოლომდე არ გამოფხიზლდა.
ფანჯრიდან გადაიხედა. ამინდი მოეწონა. მზე ანათებდა და ფანჯრებს ათბობდა.
კომპიუტერთან დაჯდა და დღევანდელი განრიგის შედგენა დაიწყო.
ტაქსი მთაწმინდისკენ ადგას გზას. ბომბორას შესასვლელში ჩამოვიდა ანდრეი. კეპკის ქუდი შეისწორა და სათვალეები მოირგო. მანქანის კარები მიხურა და შესასვლელისკენ გაემართა როცა ყვითელი ავტობუსი შედგა და რამდენიმე გოგონა ძირს ჩამოვიდა. ანდრეი გაჩერდა, ღიმილი აუთამაშდა ტუჩის კუთხეში. სათვალე მოიხსნა და თვალი გააყოლა თუ როგორ მიდიოდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent