შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 3


4-11-2016, 00:04
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 949

ბოულინგ-კლუბი მეორე სართულზე იყო. დარბაზებს საკმაოდ დიდი ადგილი ეჭირა და კეთილმოწყობის მხრითაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
-გამარჯობა -მივესალმე სპეციალური სათამაშო ფეხსაცმელების კარადასთან მდგარ ბიჭს, რომელიც მობილურში რაღაც აპლიკაციას აინსტალირებდა
-გამარჯობა -თავი ასწია და გამიღიმა -რა ზომა გნებავთ?
-37 თუ შეიძლება
-აი ინებეთ
-ხომ ვერ მეტყვით ლეო ახვლედიანი რომელ განყოფილებაში თამაშობს?
-ახლა აქ იმყოფება?
-დიახ
-და რაში გაინტერესებთ? -ეჭვით გამომხედა
-ჩემი მეგობარია, აქ მან დამპატიჟა ერთად უნდა გვეთამაშა. შეგიძლიათ კომპიუტერში გადაამოწმოთ?
-დიახ ახლავე -თქვა და მონიტორს მიაშტერდა -აი ვიპოვე, მერვე დარბაზშია
-გმადლობთ -თანხა გადავიხადე და მითითებული განყოფილებისკენ გავემართე
ოთახში მაყურებლების გამოკლებით ათიოდე კაცი თუ იქნებოდა. თითოეული მათგანი თამაშით იყო გართული და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. მესამე სექციასთან მდგარ პატარა ბიჭს, რომელსაც სავარაუდოდ მისი მამა სროლას ასწავლიდა მზერა მოვაშორე და თვალებით ლეოს ძებნა დავიწყე. აი ისიც.
ამ ადამიანის სახის დანახვისას სამი გრძნობა ერთდროულად დამეუფლა -ზიზღი, ბრაზი და მისი დახრჩობის უდიდესი სურვილი, მაგრამ თავი დროულად შევიკავე. ახლა ის სიტუაცია იყო, როდესაც ყველაფერი უნდა დამევიწყებინა. სხვანაირად მის "შებმას" ვერ შევძლებდი.
ჩემი ადგილი ისე დავიკავე, რომ მისთვის მზერა არ მომიშორებია. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ვერც ის გავაცნობიერე როგორ ავიღე ბოულინგის მძიმე ბურთი, ვერც ის როგორ დავდექი საჭირო ადგილას და ვერც ის, როგორ ვესროლე ბილიკის ბოლოს მოთავსებულ შვიდ კეგლს. მხოლოდ ორის წაქცევა მოვახერხე. დარბაზში მოგუდული სიცილის ხმა გაისმა. ალბათ მე დამცინოდნენ. არაუშავს ჩემი მიზანიც ხომ ეს იყო? ცუდად უნდა მეთამაშა, რათა ლეოს ყურადღება მიმექცია, რომელიც ჩემგან განსხვავებით თავს არაჩვეულებრივად ართმევდა. ალბათ ამის ბრალი იყო ის, რომ დარბაზში მსხდომთა უდიდესი ნაწილის ყურადღება სწორედ მისკენ იყო მიმართული.
მესამე მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ როგორც იქნა ლეომაც შემამჩნია და ზუსტად ოთხი წამის განმავლობაში ჩემთვის მზერა არ მოუშორებია.
"მშვენიერია დამინახა" -გავიფიქრე კმაყოფილმა და თამაში განვაგრძე. წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევდა. ჩემი "საცოდაობის" შემყურე დარბაზში მყოფ ადამიანთა მხიარულება კი თანდათან უფრო და უფრო მატულობდა. გასაკვირი იყო, მაგრამ თამაშით ისე გავერთე, რომ საკუთარ თავზე თვითონაც კი მეცინებოდა. ლეოს დაჟინებულ მზერას ყოველ წამს ვგრძნობდი. ალბათ მეტრეველის რჩევებმა გაჭრა. არ შევმცდარვარ, როცა მას დავუჯერე და ასე ჩავიცვი.
მორიგი სროლის მცდელობაში ვიყავი, როდესაც ზურგს უკნიდან ნანატრი ხმა მომესმა.
-ხომ არ დაგეხმაროთ?
ესეც ასე. ჩიტი მახეში გაბმულია. ახლა მე უკვე ვეღარაფერი შემაჩერებს.
უკან მოვბრუნდი და ჩემს პირდაპირ მდგარ ახვლედიანს შევხედე. იგი მიღიმოდა და დაკვირვებით მათვალიერებდა.
-თქვენც შეამჩნიეთ რომ ამის არაფერი გამეგება არა? -საცოდავად გავხედე
-ჰო რაღაც ამდაგვარი, მაგრამ თანდათან დახვეწ -პირდაპირ შენობითზე გადმოვიდა
-შესაძლოა, თუმცა ჯერჯერობით გარშემო ყველა მე დამცინის
-თუ სურვილი გაქვს თამაშს გასწავლი. რას იტყვი? მე ლეო ვარ -ხელი გამომიწოდა
-ბაბი -მეც ჩემი მხრიდან ხელი შევაგებე და გავუღიმე -სიამოვნებით ვიქნები შენი მოსწავლე
-ძალიან კარგი ბაბი. მოდი ჯერ თეორიულად აგიხსნი. თამაშის დროს მთავარია მთელი ყურადღება სამიზნეზე გადაიტანო. ზუსტად უნდა გათვალო ის ადგილი საიდანაც ისვრი და წინასწარ უნდა გათვალო რა კუთხით წავა შენს მიერ ნასროლი "ზარბაზანი". ბოულინგის ბურთებს ასე ვეძახი მათი სიმძიმის გამო. მოკლედ გაიგე?
-ჰო განაგრძე -თავს დამჯერე მოსწავლესავით ვუქნევდი და თვალს არ ვაცილებდი
-კარგი ახლა შემდეგზე გადავიდეთ. -ლეომ ყუთიდან შავი ფერის ბურთი ამოიღო -თითები ამ სამ ნახვრეტში ჩაყავი
მისი ეს თხოვნა შევასრულე და შემდეგ მითითებას დაველოდე.
-ერთი ფეხი შედარებით წინ დადგი და ძალიან ოდნავ მოხარე. აი ასე ყოჩაღ. ახლა კი კარგად დაუკვირდი და ნახევარი ძალით ესროლე.
ლეოს ყველა რჩევა-დარიგება ზედმიწევნით შევასრულე და შვიდიდან ხუთი კეგლი წავაქციე. დასაწყისისთვის მშვენიერი იყო.
-კარგად გამოგდის -როგორც ჩანს ისიც კმაყოფილი ჩანდა -დამჯერე მოსწავლე ხარ
-ან ზედმეტად კარგი მასწავლებელი მყავს -წავეპირფერე და ისეთი მზერით გავხედე თითქოს მისით მართლა მოხიბლული ვიყავი
-თუ გინდა შევეჯიბროთ
-კარგი აზრია მე თანახმა ვარ
-ოღონდ ასე უბრალოდ არ მინდა, რამეზე ვითამაშოთ
-მაინც? -ინტერესით სავსე მზერით გავხედე
-თუ შენ წააგებ, მაშინ დღეს ჩემს სახლში ერთად ვივახშმებთ -მაშინვე დამიბრუნა პასუხი. ალბათ თავიდანვე ეს ჰქონდა ჩაფიქრებული.
ესეც ასე საქმე მშვენივრად მიდის -გავიფიქრე გულში -რა მალე მოხდა ყველაფერი, ამას არ ველოდი. ეს ვიზიტი საშუალებას მომცემს მას საკმაოზე მეტად დავუახლოვდე. რა თქმა უნდა დათანხმებას ვაპირებდი, მაგრამ პირდაპირ ამის თქმა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე სათქმელისთვის შორიდან მომევლო.
-შენს სახლში? და რა გარანტია მაქვს, რომ მანიაკი არ ხარ და რამეს არ დამიშავებ? -ეჭვნარევი მზერით გავხედე
-ამის ნუ შეგეშინდება. აქამდე არავისთვის არაფერი დამიშავებია და არც შენ
იქნები გამონაკლისი
"ჰო როგორ არა" -გავიფიქრე გაგულისებულმა და შემდეგი სიტყვები ვუთხარი
-კარგი თანახმა ვარ. თუ რამე თავის დაცვა შემიძლია და გირჩევნია ფრთხილად იყო -თვალი თვალში გავუყარე
ამ თავდაცვაში, მარცხენა ჯიბეში ჩადებულ დანას ვგულისხმობდი, რომლის წამოღებაც სანდრომ მაიძულა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვისო. მე კი ეჭვი მეპარებოდა დამჭვირვნოდა. ვფიქრობდი, რომ ლეოს ციხეში ხელთავიდან მოხვედრა არაფერში აწყობდა. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
-გავითვალისწინებ -გაეცინა -მოდი დავიწყოთ
სამი ხელი ვითამაშეთ. პირველი პარტია ჩემი გამარჯვებით დასრულდა. მეორესა და მესამეში კი უპირატესობა მის მხარეს იყო.
აღწერაც კი არ შემიძლია ისეთი ნასიამოვნები სახე ჰქონდა, როდესაც გააცნობიერა რომ გამარჯვებული ის იყო და არა მე.
-აბა არ მომილოცავ? -დამცინავად გამომხედა
-რატომაც არა. გილოცავ -მხარზე ხელი მსუბუქად დავარტყი
-ახლა კი დროა წაგებული აანაზღაურო
-აქედან შორს ცხოვრობ? -სკამზე ჩამოვჯექი და სათამაშო ფესაცმლის გახდას შევუდექი
-არა არც ისე. თუ გინდა წასვლის დროს სახლში მე მიგაცილებ
-საჭირო არ არის. მიყვარს ღამე მარტო სეირნობა -მართლა მიყვარდა
-შენები არ ინერვიულებენ? -გამომცდელად შემომხედა
-ჩემები? -ეს კითხვა გულზე საკმაოზე მეტად მომხვდა, მითუმეტეს მაშინ როცა ჩემთვი საყვარელი ადამიანების უბედურებაში დამნაშავე ჩემს წინ იდგა, მაგრამ გრძნობებს არ ავყევი და მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, რათა ეს აფორიაქება არ შემტყობოდა -ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ასე რომ სანერვიულო არაფერია -გავუღიმე
-გასაგებია. მაშინ წავიდეთ. დღესვე გაიგებ როგორი არაჩვეულებრივი მზარეული ვარ
-ბიჭები ყოველთვის ასე ტრაბახობთ, საბოლოოდ კი ხელთ დანახშირებული კერძი გრჩებათ
-გარანტიას გაძლევ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მხოლოდ თქვენს შემდეგ -გასასვლელი კარისკენ ხელით მანიშნა და როგორც კი გავედი ისიც უკან მომყვა.
8 8 8
ლეოს სახლი შიგნიდან ბევრად უკეთესი იყო ვიდრე გარედან. მიუხედავად იმისა, რომ აქაურობის ერთადერთი ბინადარი მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, სახლი მაინც საოცრად სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა, რამაც ცოტა არ იყოს გამარკვირვა კიდეც.
მისაღებში გავედით. იქაურობას მუქი ფარდები და შოკოლადსიფერი ავეჯი ამშვენებდა, კედლები ღია ყავისფრად იყო შეღებილი, ინტერიერი კი საკმაოდ გემოვნებით შერჩეული ჩანდა. მარჯვენა კედელზე წიგნების თაროები იყო, რომელზეც საოჯახო ფოტოებიც ბლომად ელაგა, ხოლო მარცხენა კედელი კი ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული სურათებით იყო დამშვენებული, სადაც ზოგან ბუნების პეიზაჟები იყო გამოსახული, ზოგან კი ზედმეტად ლამაზ ქალთა სახეები. აქედან დავასკვენი, რომ იგი შეიძლებოდა ფოტოგრაფიითაც ყოფილიყო გატაცებული.
-თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში -თქვა მან, როდესაც მაგიდაზე თავისი მობილური შემოდო და შავი, ტყავის მოსაცმელი საკიდზე ჩამოკიდა
-გმადლობ. ძალიან ლამაზი სახლი გაქვს
პასუხად გაიცინა და მიმიახლოვდა.
-შევამჩნიე სურათებს, რომ უყურებდი. რომელიმე ხომ არ მოგეწონა? -გამომცდელად შემომხედა
-შენი გადაღებულია? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე
-ჰო, მომწონს როცა სილამაზეს ვიღებ
-საინტერესო ჰობია
-ცოტა გაშინაურდი ძალიან შებოჭილი მეჩვენები -მხარზე ხელი დამადო
-შებოჭილი? გეჩვენება -უდარდელი ღიმილით მივუგე -ჰო მართლა მგონი რაღაცის მომზადებას აპირებდი. არ გინდა დაგეხმარო? ყოველ შემთხვევაში იმას მაინც მივაღწევთ, რომ სამზარეულოს გადაწვას გადავარჩენთ
-ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემს კულინარიულ ნიჭზე. ახლავე დაგიმტკიცებ რომ ცდები
-კი ბატონო, მე თანახმა ვარ
-თუ ასეა წამოდი -ამ სიტყვებით ლეომ მაჯაზე ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ წამიყვანა . . .
მაცივარი უამრავი სხვადასხვა პროდუქტით ჰქონდა სავსე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთი თვის მარაგი წინასწარ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან იმ პროდუქტების თვალიერებით ვიყავი გართული, რომელსაც ლეო ნენ-ნელა მაცივრიდან ალაგებდა და სამზარეულოს მაგიდაზე აწყობდა.
-ესეც ასე -თქვა, როცა გამოლაგებას მორჩა და კმაყოფილმა გამომხედა -ახლა საქმეს შევუდგები, მაგრამ მანამდე მითხარი იტალიურ კერძებზე რა აზრის ხარ?
-მგონი კარგი უნდა იყოს. რის მომზადებას აპირებ?
-"პასტა ბოლონეზე" -კერძის დასახელება ასეთია. შენ დაჯექი, დაისვენე თუ რამე ცივი სასმელი მოგინდება წვენი მაცივარშია
-გმადლობ შენი ყურება მირჩევნია -სკამზე კმაყოფილი სახით ჩამოვჯექი და ხელები მკერდძე გადავიჯვარედინე
ლეომ კიდევ ერთხელ გამომხედა გამომწვევი მზერით და საქმეს შეუდგა. საოცარი იყო, მაგრამ მის მომზადების სტილს ვერაფერს დაუწუნებდით. ყველაფერს ისე აკეთებდა, თითქოს ამ საქმეში საკმაოზე მეტად ყოფილიყო დახელოვნებული. ვერ იტყოდით, რომ დანა ხელში მოუხერხებლად ეჭირა ან პროდუქტების დაჭრის მხრივ წვალობდა. პირიქით, შემეძლო თავისუფლად მეთქვა, რომ ამაში ჩემზე უკეთესიც კი იყო.
-შენზე რამეს არ მომიყვები? -რამდენიმე წუთის შემდეგ დუმილი დაარღვია და ირიბად გამომხედა
-მაინც რა გაინტერესებს?
-არ ვიცი ნებისმიერი რამ, უბრალოდ მინდა სანამ ერთმანეთს გავუშინაურდებით სასაუბრო თემა გვქონდეს
-კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ -ფეხზე წამოვდექი და მის "სამუშაო მაგიდას" თეძოთი დავეყრდენი -ისეთი კითხვები დავსვათ, რაც ერთმანეთის შესახებ გვაინტერესებს
-ჰო კარგი აზრია, მოდი პირველი შენ იყავი -თქვა და მაგიდის ზემოთ დამაგრებული კარდიდან ზეითუნის ზეთი გამოიღო
-კი ბატონო. დასაწყისისთვის მაინტერესებს რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
-რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად? იცი ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ალბათ მაინც ტყუილი. ვერ ვიტან, როცა მატყუებენ
-ჰო არც მე, მაგ მხრივ ერთმანეთს ვგავართ
-კარგი მგონი ახლა ჩემი ჯერია
-გისმენ -კეკლუცად გავხედე მოსალოდნელი კითხვის მოლოდინში
-შენს პირველ სიყვარულზე მომიყევი
ამ კითხვას არ ველოდი. დავიბენი, თუმცა მაშინვე დიმა გამახსენდა. დიმა-ჩემი ბავშვობის სიყვარული, ახლო მეგობარი და მუდმივი ქომაგი. ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველაფერში შეიძლებოდა მქონოდა.
-ჰეი აქ ხარ? -ცხვირწინ ხელი ამიქნია ლეომ. მაშინვე გონს მოვეგე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე
-ჰო, მაპატიე ფიქრებში წავედი -ნაზად გავუღიმე -პირველ სიყვარულზე მკითხე არა?
-თუ გინდა ნუ მიპასუხებ
-არა რატომ?
-მაშინ გისმენ
-ხუთი წლის ვიყავი როდესაც პირველად შემიყვარდა
-მართლა? -სახეზე გაკვირვება დაეტყო
-ჰო მართლა. იგი ჩემი ბაღის მეგობარი იყო, შემდეგ სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით, მაგრამ მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას დიმასგანაც ვგრძნობდი. რატომღაც ორივე ვთვლიდით, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეგობრობის საზღვრებს არ უნდა გადაგვებიჯებინა. მერე ურთიერთობა გაგვიფუჭდა და ახლა ერთმანეთს აღარ ვხვდებით
-გასაგებია. და ახლაც გიყვარს? -ირიბად გამომხედა
-არ ვიცი, მგონი არა
-კარგი სვლა შენზე გადმოდის
-მოდი დავფიქრდეთ. ჰო მართლა მეც მაინტერსებს შენი პირველი სიყვარულის ისტორია არ მომიყვები?
უეცრად შეკრთა და გამომხედა. მის გამოხედვაში შიში და სასოწარკვეთა ამოვიკითხე, თუმცა მალევე დამშვიდდა და მზერა საკმაოდ დაუსერიოზულდა.
-ეს არ არის მოსაყოლად სასიამოვნო ისტორია. მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ
მისი სიტყვებით მივხვდი, რომ ელენე მოაგონდა. სწორედ ამის ბრალი იყო ლეოს ასეთი მწავავე რეაქცია და გადავწყვიტე აღარ ჩავძიებოდი. ამ ნაბიჭვარზე მთელი სიმართლე ხომ უკვე კარგა ხანია ვიცოდი.
-როგორც გინდა -თავი დავუქნიე -მგონი ხასიათი გაგიფუჭე
-არა, არაუშავს. უბრალოდ ის ახლა . . . მოკლედ დაივიწყე -ჩემკენ შემობრუნდა და გამიღიმა -ვახშამი უკვე მზადაა, მხოლოდ გასინჯვაღაა დარჩენილი -ამ სიტყვებით თეფშზე დადებული კერძიდან ჩანგლით ცოტაოდენი აიღო და პირთან ახლოს მომიტანა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა?
-ნუ იკბინები ჯერ გასინჯე და დასკვნები მერე გამოიტანე. აი ასე ყოჩაღ -კმაყოფილმა ჩანგალი ისევ უკან დააბრუნა -აბა როგორია?
-არაჩვეულებრივია -მართლა ძალიან მომეწონა და ეს არც დამიმალავს
-შენ კი დამცინოდი
-დაივიწყე, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს
-მართლა? -საკმაოზე მეტად მომიახლოვდა და მზერით გამბურღა
-ჰო მართლა -უდარდელად მივუგე, თითქოს მის სიახლოვეს ვერც კი ვამჩნევდი
-იცი ბაბი? ჩვეულებრივზე მეტად ლამაზი ხარ. პირველი დანახვისთანავე მიმიზიდე
-კარგი მოდი ვივახშმოთ -სხვა თემაზე გადავუტანე, რადგან შევატყვე სიტუაცია საითაც მიყავდა
-ჰო, ეს სულ გადამავიწყდა. შენ ხელსახოცები წამოიღე მე კი მაგიდას გავაწყობ -ეს, რომ თქვა კარადიდან ორი თეფში გამოიღო ვერცხლის ჩანგლებთან ერთად, შემდეგ კი მისაღები ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა
ვახშამმა ჩვეულებრივ წყნარ გარემოში ჩაიარა. ლეო თავის შესახებ მიყვებოდა, მე კი ჩემზე გამოგონებულ და დიდი ხნის წინ შეთხზულ ამბებს ვუყვებოდი. ვამჩნევდი, რომ მისი დაინტერესება გამოვიწვიე და ეს ძალიან მახარებდა. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა. მხოლოდ სანდროს შეტყობინებას ველოდი, რომ სახლიდან გამოვსულიყავი. ჩემთვის მანქანით უნდა მოეკითხა და სახლში წავეყვანე. თანაც ძალიან მაინტერესებდა მისი სახლში შეპარვის ტაქტიკის დეტალები, რათა გამეგო რაიმე შეცდომას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
-რაზე ჩაფიქრდი? -მომესმა ხმა და მზერა ამ ხმის მიმართულებით წარვმმართე. ლეო ჩემთან საკმაოდ ახლოს დამჯდარიყო და სახე სახესთან ახლოს მოეტანა
-არაფერი. ისე . . . უბრალოდ
-დარჩები ამაღამ ჩემთან? -თვალებში საეჭვო ნაპერწკალი გაუკრთა
-სიამოვნებით, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ
-ძალიან რომ გთხოვო? -ამჯერად უფრო მომიახლოვდა და სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა
პასუხად თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ლეომ მკლავში ხელი ჩამავლო და თვალის დახამხამებაში კალთაში ჩამისვა. შემეშინდა, მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ თავდასაცავი იარაღი მქონდა. მხოლოდ შესაფერის მომენტს ველოდებოდი, რომ იგი გამომეყენებინა.



№1 სტუმარი Guest gvantsa

ra momentshi damtavrda vaimeee. madloba ase kargad rom wer. imedia mele dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent