შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლესი (2)


4-11-2016, 11:48
ავტორი padackles
ნანახია 1 521

ანდრეი გაჩერდა, ღიმილი აუთამაშდა ტუჩის კუთხეში. სათვალე მოიხსნა და თვალი გააყოლა თუ როგორ მიდიოდა ერთი შესანიშნავი გოგონა სამ მეგობართან ერთად.
მაღალი, საოცრად წელწვრილი ტანი კოხტად და ლამაზად მიჰქონდა. მასავით მშვენიერი სახის დანახვა იშვიათია. რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვს. ქერა, ძალიან გრძელი თმა მის მომხიბვლელობას უსვამს ხაზს. მისი ლამაზი და მომხიბვლავი პირისახე საოცრად დიდი სინაზით გამოირჩევა. ლამაზი მწვანე თვალები მოკაშკაშე ვარსკვლავს მიუგავს, რომელიც თითქოს დიდ სევდას გვამცნობს ხან კი საოცარ სიხარულს ღვრის სახეზე. მწვანე თვალები ქერა თმასთან საოცარ შეხამებას სტოვებდა. მის სილამაზეს ხაზს უსვამს მომცრო სწორი ცხვირი და ღია წითელი, სველი, ოდნავ გაპობილი ტუჩები.
ცისფერი მაღალ წელიანი ტანს მოტმასნილი ჯინსის შარვალი. შავი მოკლე გულზე ამოღებული მაისური. მხრებზე გაშლილი გრძელი და რბილი თმები დაეყარა და სუსტ ქარში შერწყმული ნარნარად მიაქროლებდა თან.
შეუძლებელია მას თვალი მოჰკრა და არ შეგიყვარდეს.
ანდრეიმ როგორც ყოველთვის სჩვევია უდარდელად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და წინ მიმავალ გოგონას ბეჭზე დაადო ხელი.
-ვაიმეე -აღმოხდა შეცბუნებულს და შეშინებულს. უკან მოიხედა და ერთიანად გაშეშდა. გაოგნებული შესცქეროდა ამერიკელ ვარსკვლავს და თვალებს ვერ უჯერებს. ნერვიულობის ზღვარზე მუხლები აუკანკალდადა, იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში.
-მაპატიეთ შეშინებისთვის.
-არაუშავს -თავი მაღლა ასწია გოგონამ და ალერსიანი და ნდობით აღსავსე მზერით გახედა ანდრეის, წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ბიჭს გულში დარჩა გოგონას მწვანე თვალები და მორიდებული ჭკვიანური გამოხედვა.
გრძელთმიანს გულში ცეცხლი დაუტრიალდა, მუხლები აუკანკალდა ანდრეი ლუჩენკოს დანახვაზე, მაგრამ თავი ხელში აიყვანა. სველი, ოდნავ გაპობილი ტუჩებიდან თეთრი ქათქათა კბილები გამოუჩნდა და თბილად გაუღიმა.
იგი არამარტო გარეგნული სილამაზით გამოირჩევა არამედ მისი შინაგანი სამყაროთი, ძალიან ნიჭიერი არის და გახსნილი გონება აქვს. დიდი იუმორის გრძნობა აქვს. თუმცა იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ძალიან მორიდებულნი არიან და ადამიანთან ადვილად არ შედიან კონტაქტში, ის ყოველთვის შორს იჭერდა თავს ახალი ნაცნობობისგან, მაგრამ თუ ახლოს გაიცნობს ადამიანი, მასთან ერთობ სასიამოვნოა ყოფნა.
-მიხარია, რომ გესმით ინგლისური, თორემ აქ ძალიან მიჭირს, ძალიან ცოტას შეუძლია თავისუფლად ისაუბროს ინგლისურ ენაზე -საუბარი წამოიწყო ანდრეიმ. -და თან ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგონა -ხმადაბლა და ფიქრიანად დაამატა.
-უკაცრავად -გოგონას შუბლი შეეჭმუხნა.
ანდრეის მწველი მზერა თითქოს თვალებს უბურღავდა მას. გრძელთმიანმა ვერ გაუძლო მისკენ მიმართულ მზერას და ნერვიულად აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.
გოგონებმა ჩაიქირქილეს, გრძელთმიან მეგობარს ირონიული ღიმილით ბეჭი ჰკრეს.
გრძელთმიანმა თვალები გადაუბრიალა მეგობრებს, ანდრეის ბოდიში მოუხადა და გზა განაგრძო.
-ერთი წუთით მოიცადეთ -ხელი მოკიდა ანდრეიმ და ისევ სცადა მისი შეჩერება.
გრძელთმიანს ჟრუანტელმა დაუარა ტანში. გოგონა უცხო ბიჭთან პროდუქტის საყიდლადაც კი არ მიდიოდა, ახლა კი მისთვის უცხო ბიჭი ხელზე ეხება. შეიშმუშნა და ხელი გააშვებინა.
-შეგიძლიათ ჩემი დახმარება? აქ ახალი ჩამოსული ვარ თქვენთან ერთად დავათვლიერებ ამ ადგილს.
-არა -მიახალა გრძელ თმინანმა.
-რა თქმა უნდა. მე სალომე ვარ -ხელი გაუწოდა და ჩამოართვა.
-ეს ნორმალური თუ არის -ქართულად გადაულაპარაკა მეორე კურსელს გრძელ თმიანმა.
-არც ის სჩანს დალაგებული -უპასუხა კურსელმა.
-ჩემი სახელი ანდრეი. კარგი საიდან ვიწყებთ ექსკურსიას.
-არსაიდან -უკმეხად მიუგო გრძელ თმინმა. -მე მივდივარ -სალომეს მიუბრუნდა და ქართულად უთხრა. -შენ ხომ არ გააფრინე გოგო. უცხოსთან ერთად აპირებ სეირნობას? იქნებ მანიაკია ან თუნდაც გიჟი.
-გოგო რა წარმოსახვა გაქვს. რა მანიაკი ან გიჟი ის ხომ ანდრეი ლუჩენკოა და მან გადაწყვიტა ჩვენთან ერთად დრო გაატაროს და ჩვენ უარი ვუთხრათ?
-მე არ ვივლი უცხო მამაკაცთან ერთად ქუჩაში.
-მოიცადე ჯაფარიძე -შეაჩერა სალომემ.
-ჯაპარიძე? -გამოაჯავრა ანდრეიმ თუმცა ლამის ენა მოიტეხა გვარის წამოთქმისას.
-ჯაპარიძე არა პავლე. ყურში არ გესმის? ჯა-ფა-რი-ძე -დაუმარცვლა და თავისი გვარით თავმომწონემ ამაყად გაიჯგიმა.
-კარგი ერთი რა მნიშვნელობა აქვს. -თავი გააქნია ანდრეიმ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ქვემოდან ამოხედა გრძელთმიანს. -აბა წავედით?
-სადაც გინდათ იქ წადით. -შეუბღვირა მან და ყვითელი ავტობუსისკენ აუჩქარა ფეხს.
გრძელთმიანი არ იყო, გოგონა რომელსაც თავი ქვეყნის მბრძალებელი ჰგონია, ქუჩაში თავაწეული ივლის და თავს ქალაქის ცენტრად წარმოიდგენს. რა თქმა უნდა მას არც პრინცესობა უნდოდა, თუმცა ბავშვობაში ხშირად ოცნებობდა ამაზე. არასდროს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. თაყვანისმცემლებითაც არ იყო განებივრებული, ეს უფრო სკოლის ასაკში იყო, ახლა თითო ოროლა ბიჭი და გაუღიმებს ქუჩაში, სიყვარული კი რაც სტუდენტი გახდა არავის აუხსნია. თითქოს ბარიერი ჰქონდა ასეთი შქმნილი, ახლოს არავის უშვებდა, იცოდნენ კიდეც და უფრთხოდნენ. მეგობრები ამხნევებდნენ "დაწმუნებულნი ვართ შორიდან უამრავი ბიჭი შემოგნატრის, შენ კი ახლოს მოსვლის საშუალებასაც არ აძლევ მათ, გაბღვერილი სახით დადიხარ და ღიმილს სანატრელს უხდი ადამიანს." ეს დიდად არ აწუხებდა, თუმცა იყო მომენტები როცა ჰაერივით სჭირდებოდა მის გვერდით ვინმე ყოფილიყო, მოხვეოდა და სიყვარულის სითბო ეგრძნობინებინა, სხვა შემთხვევაში კი თუ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა ისე წითლდებოდა ჭარხალს მოგაგონებდათ, თან პატარა ლეკვს ემსგავსებოდა, მანამდე სანამ მასზე საუბარს არ შეწყვეტდნენ ბნელ ხვრელს ეძებდა სადაც დამალვას შეძლებდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქნმებოდა თითქოს გამიზნულად, ვინმეს კიდევ უფრო მეტად ყურადღების მისაქცევად იქცეოდა ასე. რთული იყო მის სულში ჩაძვრომა, აი როგორი იყო იგი სინამდვილეში მარტოსული, ცრემლიანი. ყველაფერი ჰქონდა, იყო ლამაზი. აპა პა პა აქ შევჩერდეთ, სილამაზე არ ნიშნავს იყო ბედნიერი. არ ჰყავდა მშობლები, მაგრამ სამაგიეროდ ჰყავდა ნათესავები რომლებმაც 5 წლის გოგონა ლამის შუაზე გახლიჩეს მშობლების მიერ დატოვებული ბინისა და სხვა მოძრავი თუ უძრავი ქონების გამო.
-რა მოუვიდა?
-ის ასეთია. მორცხვი და მორიდებული. ახლა ისეთი გაბრაზებული არის შენზე სამკვდო-სასიცოცხლოდ გადაიმტერე.
-რა დავუშვე?
-ხომ გითხარი მორცხვია-თქო. მისთვის წარმოუდგენელია უცხო ბიჭთან სეირნობა. შეყვარებულიც კი არასოდეს ჰყოლია.
-აჰა ჰა ჰა -მუცელზე იკიდებდა ხელს ანდრეი სიცილისგან, მაგრამ როცა გოგონების სერიოზულ სახეებს შეხედა მაშინ მიხვდა რომ სალომე არ სტყუოდა. -რა ჰქვია ჩვენს მე-8 საოცრებას. -კვლავ გაეღიმა. -რამე სჭირს? ავად არის?
-ალისია.
-როგორც საოცრებათა ქვეყნიდან. -მისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგონაა.
-ეტყობა, ეტყობა.
ანდრეი კვლავ იცინოდა როცა სახე აშლილ ალისიას მოჰკრა თვალი. ეს უკანასკნელი სახე აპილპილებული მოიჩქაროდა მეგობრებთან.
-ჩანთა დამრჩა- ხელი გაუწოდა ნინოს და ჩანთა გამოართვა.
-უპს! ანდრეი ახლა მგონი აჯობებს აქედან აორთქლდე -უთხრა ეკამ და ყველამ იქეთ გაიხედა სადაც ეკას მზერა ეჭირა.
რამდენიმე მტრის მოშორებით სკოლის მოსწავლე ბავშვები იდგნენ, მათი ასაკი 15 წელსაც არ აღემატებოდა. ბავშვები ანდრეის უყურებდნენ და ისეთ სახეს იღებდნენ თითქოს რაღაცას გეგმავდნენ.
პირველ რიგში ბავშვები ახლა სკოლაში მერხებთან უნდა ისხდნენ და მასწავლებელს უსმენდნენ.
-რატომ? -კითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ბავშვები ყიჟინით წამოემართნენ. ანდრეი წრეში აღმოჩნდა.
ალისიამ ჩაიფხუკუნა და ხმამაღლა სიცილს არაფერი ერჩივნა, თუმცა ცოტათი მაინც შეეცოდა მსახიობი.
ბავშვები რაღაც საშინლად ჰკიოდნენ და ხელში ფურცელსა და კალამს აჩეჩებდნენ. ანდრეი მშვიდად არიგებდა ავტოგრაფს, რამაც ბავშვები ზედმეტად გაათამამა. ლუჩენკოს ყოველი მხრიდან ესხმოდნენ თავს. ისინი ჩახუტებას და სურათების გადაღებას ითხოვდნენ.
-ოო, არა, არა მორჩა -ხელები მაღლა ასწია. უხერხულად შეიშმუშნა როდესაც პატარა ბავშვები ეხვეოდნენ, კისერზე ეკიდებოდნენ. ერთის ხელს მოიშორებდა მეორეს კი კვლავ წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელი. ალისიას და მის მეგობრებს დასახმარებლად მუდარით აღსავსე თვალებით გადახედა. ალისიას გარდა ყველა ცდილობდა ბავშვებისთვის აეხსნათ რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ. გრძელ თმიანი კი იდგა და იცინოდა. ანდრეიმ ჩანთა ზურგზე მოიკიდა და თავს გაქცევით უშველა. ბავშვები ტაქსს დაესივნენ. მძღოლი ძლივს გაძვრა.
ნუთუ ასეთი შემაწუხებელი გულშემატკივობა მხოლოდ საქართველოში იციან. ეს აშინებს მსახიობს, მომღერალს თუ ნებისმირ ხელოვანს. ქაჯებივით დასდევენ და ნაბიჯის გადადგმის საშუალებასაც კი არ აძლევენ.
სადაც სურვილი და სითამამე ერთმანეთში ირევა, იქ სრული ქაოსი იწყებს გამეფებას.
***
დილის შვიდ საათზე სიცივე და სუსხი იყო.
თბილისში გადაუღებლად წვიმდა, ძლიერი, აბეზარი ქარი განუწყვეტლივ სისინებდა.
ორ საათში ალისიას გაეღვიძა.
წვიმამ გადაიღო და ქარიც ჩადგა. სულ შეიცვალა ამინდმა განწყობა. კაშკაშა მზე ამოვიდა და თბილი დილა გააგრძელდა. ალისიას ფანჯრებიდან საუცხოო ხედი გადაიშალა. საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გადასწია. მზიანი კაშკაშა პეიზაჟით დატკბა. ფიქრებს მისცა თავი, მერე ფანჯარას მოშორდა, გაახსენდა რომ დილით ლექცია ჰქონდა, სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა და ჩაცმა დაიწყო.
შავი მაღალ წელიანი შარვალი ჩაიცვა, ცისფერი მაისური და თეთრი კედები. თმები მაღლა აიწია და როგორც ცხენის კუდი უკან ჩამოუშვა. შავი ტყავის კურტკა ჩაიცვა. ჩანთაში ქსეროქსები, საწერ კალამი და წიგნი ჩადო. ჩანთა ზურგზე მოიკიდა, სახლის კარები გაიხურა და უნივერსიტეტში წავიდა.
უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე მას თამარი შეეგება.
თამარ ყიფშიძე ალისიას მსგავსად ნიჭიერი გოგონაა. ის 22 წლისაა. ისიც სუსტი და ალისიაზე სულ ცოტათი დაბალი, მაგრამ ერთმანეთისგან გარეგნობით ძალიან განსხვავდებიან. თამარი შავგრემანია და როგორც შავგრემანები ისიც ძალიან ეშხიანია. შავი მოკლედ შეჭრილი თმები და შავი დიდრონი თვალები თავისებურ სილამაზეს გამოხატავენ მის სახეზე.
გოგონები ივანე ჯავახიშვილის უნივესიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობენ. სკოლაში ერთ კლასში იყვნენ, ახლა უნივერსიტეტში კურსელები არიან. წელს უნივერსიტეტს ამთავრებენ.
-რა ხდება თამარ? -იქეთ გაიხედა ალისიამ სადაც ერთად შეკრებილი უამრავი ბავშვი იმყოფებოდა.
-ანდრეი ლუჩენკო ჩამოვიდა საქართველოში. ავტოგრაფებს არიგებს და სურათებს იღებს ბავშვებთან ერთად. წამოდი რა, ნეტა იცოდე რა სიმპატიურია -თვალები უკან გადაყარა თამარმა. -ფეისბუქი და ინსტაგრამი სავსეა მისი სურათებით.
-ყეყეჩი. აქაც მოვიდა?
-ვერ გავიგე?
ალისიამ დაწვრილებით მოუყვა როგორ შეხვდა იგი კურსელებთან ერთად ანდრეი ლუჩენკოს.
-ბავშვივით ნუ იქცევი. წამოდი რა გთხოვ, გთხოვ -თავი უკან გადასწია და კისერზე კანს ეწელებოდა. ეს ისე საყვარლად გამოდიოდა უარს ვერაფერძე ეუნებოდა ალისია მოეგბარს, მაგრამ მგონი ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო.
-კარგი რა თამარ.
სალომე, ნინო და ეკა თამართან და ალისიასთან მოვიდნენ. სალომემ ანდრეი მოიყვანა მათთან. ის იყო სალომე მასზე მიკრული როგორც ტკიპა.
ანდრეი მაღლიდან დაჰყურებდა გოგონებს. მათ მიესალმა და გაუღიმა.
-თქვენ რა უკვე დამეგობრდით?
-თანაც ძალიან.
-ვერ ხარ შენ -ქართულად ლაპარაკს განაგრძობდა ალისია.
-ხომ გახსოვს კვირას წყალტუბოში მივდივართ, პრომეთეს მღვიმეში. -ინგლისურად საუბრობდა სალომე.
-მე თანახმა ვარ- ანდრეიმ წარბები აზიდა და კმაყოფილმა გაიღიმა.
-შენ ვინ დაგპატიჯა.
-სალომემ.
-ოჰ ღმერთო ჩემო, სალომე.
-თამარ შენს მეგობარს უთხარი ერთხელ მაინც მოგვცეს საშუალება როგორც ჩვენ გვინდა ისე მოვიქცეთ. -ეწყინა სალომეს.
-ახლა არ თქვა არ მოვდივარო -გაუწყრა თამარი. წამოვიდეს რას გვიშავებს. არ დაელაპარაკო თუ არ გინდა და საერთოდ რა გინდა ამ ბიჭთან. არც ზრდილობა აკლია და არც ფიზიკურობა. ნუ ხარ ფხუკიანი.
-კარგი თანახმა ვარ. მაგრამ ერთი პირობით.-საწყლად ააფახულა თვალები.
-კარგი, კარგი ალისია წავიდეთ მარშუტკით.
-გადაწყვეტილია. მარშუტკით მივდივართ. -ტაში შემოჰკრა ალისიამ. იგი მეგობრებისგან განსხვავებით ქართულად განაგრძობდა საუბარს.
-მაინც რატომ გინდა ასე ძალიან, ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა -დაბღვერილმა ხელი მოკიდა ჩანთას თამარმა და წასვლა დააპირა.
-მოიცადე სად მიდიხარ? -შეაჩერა ალისიამ -ხომ იცი ძალიან მიყვარს როცა ხალხს ვუსმენ. მარშუტკაში კი ბევრი მგზავრი იქნება, უბრალო და კეთილი ხალხი, რომლებსაც დაპრუწული ტუჩები, გაწკიპული ტანსაცმელი, ნოტებზე დაყენებული თმები და გაწელილი საუბარი არ აქვთ. -სულის მოუთქმელად მიარაპატა.
-რაო, რა თქვა?
-ანდრეი ჩვენს პრინცესას არ უყვარს ძალიან გაპრანჭული ქალაქელი ადამიანები.
-დიახ. ეს ადამიანები თუ მგზავრობენ მარშუტკით მე რითი ვარ მათზე მეტი, რომ განსაკუთრებულად ვიმგზავრო?
-შშშშშ -დაუსტვინა სალომემ და შუბლთან ხელი დაიტრიალა.
-რა არის?
-გაგიფრენია მეგობარო და ის არის. კარგი როგორც შენ გინდა.
ლექცია სამ საათზე დაიწყო და 8 საათამდე გაგრძელდა.
***

შაბათს ალისიას ლექციები არ ჰქონდა, შესაბამისად უნივერსიტეტში არ წავიდა და სახლში დარჩა.
ალისია წარმოშობით იმერელია. მისი მშობლები ქუთაისში დაიბადნენ და გაიზარდნენ როგორც მათი მშობლები, თუმცა ისინი არ ჰყავდათ მათ. ორივე ბებიას და ბაბუას აღზრდილნი იყვნენ. მაშინ როცა დაქორწინდნენ აღარც ბებია ჰყავდათ და აღარც ბაბუა. მარტოდ, ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. დაქორწინების შემდეგ თინათინმა ასე ერქვა ალისიას დედას მისი სახლი გაყიდა, არც თუ ურიგო ფასად და საცხოვრებლად დავითის, ალისიას მამის სახლში გადავიდა. ასე დაიწყო მათი თანაცხოვრება. რა თქმა უნდა კანონიერი ცოლ-ქმარი იყვნენ. ჯვარიც დაიწერეს ეკლესიაში და ხელიც მოაწერეს.
ახალგაზრდებმა გაყიდული სახლის ფულით ტანსაცმლის მაღაზია გახსნეს ქუთაისში. საქმე ისე კარგად წავიდა ბიზნესი გააფართოვეს და უკვე თბილისში იყიდეს ფართი. თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე დიდხანს ფიქრობდნენ თუმცა ფიქრი სისრულეში მაშინ მოიყვანეს როცა თინათინი ალისიაზე იყო ფეხმძიმედ. ქუთაისში სახლი გაყიდეს და საბოლოოდ თბილისში დასახლდნენ. დავითს ხშირად უწევდა ქუთაისში დაბრუნება რადგან ბიზნესი იქ არასოდეს მიუტოვებია. მათი შრომის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვეს რაც იმას ნიშნავდა რომ ალისია დიდხანს უზრნუნველყოფილი ეყოლებოდათ.
ალისია ქართული სახელისგან შორს არის, ეს თინათინის გადაწყვეტილება იყო. ბავშვობიდან მოსწონდა ეს სახელი. ამბობდა ძალიან თბილი, მსუბუქი და ჰაეროვანი სახელი არისო. თავადაც ასეთი იყო, თეთრი, მსუბუქი და ფარფატა. ალისია უფრო მამას ჰგავდა.
თბილისში გაიცნეს შოთიკო და ზაირა. როცა ქუთაისში მიდიოდნენ ალისიას ყოველთვის მათთან სტოვებდნენ. 2 წლის ასაკში მონათლეს ბავშვი. ერთ-ერთი ნათლია ზაირა იყო. როგორც ხშირად ხდება დანარჩენი ორი ნათლია მხოლოდ ღმერთმა უწყის სად იყო. ალისიას თამართან ყოფნა ძალიან უყვარდა და სიხარულით სთანხმდებოდა მშობლების გადაწყვეტილებას.
შოთიკოს ცნობა მოუვიდა დასავლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. მანქანაში მსხდარი წყვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მანქანა საერთოდ გადასაგდებია. ოთხი წლის ალისიას არ გაუმართლა. ერთი დღის წინ, თბილისიდან წასული მშობლები მეორე დღეს სახლში მიიჩქაროდნენ პატარა ალისიასთან, თუმცა სიჩქარემ სიყვარულით შექმნილ ოჯახს არ მისცა უფლება დიდხანს გაგრძელებულიყო. მანქანას რომელსაც მამაკაცი მართავდა და ალისიას მშობლებს შეეჯახა ნასვამი მძღოლი იყო.
აქამდე არარსებული მტაცებელი ნათესავები ისე შეესიაა ალისიას მშობლების ქონებას თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო შოთიკომ. რუსთაველზე, ლამაზად მოწყობილი ოთხ ოთახიანი ბინა გადაურჩა სვავებს. დავითი წინდაახედული აღმოჩნდა. მთელი დანაზოგი ალისიას სახელზე ჰქონდა გოხსნილი, რომლის გამოყენებაც ალისიას სრულწლოვანების შესრულების შემდეგ შეეძლებოდა.
5 წლის ასაკში უკვე გოგონას ნათესავებს მისი ბავშვთა თავშესაფარში სურდათ ჩაბარება.
რა თქმა უნდა ბავშვი შოთიკოსთან და ზაირასთან ერთად იზდებოდა. მას მხოლოდ მაშინ მისცეს საკუთარ ბინაში გადასვლის უფლება, როცა თვრამეტი წელი შეუსრულდა და ისიც მხოლოდ იმ პირობით თუ ყოველ დღე მათ ესტუმრებოდა. დარღვეული პირობა ნიშნავდა რომ ალისია უკან მეორე მშობლებთან დაბრუნდებოდა, რაც თამარისთვის შესანიშნავი იდეა იყო.
ბინა მშობლების დატოვებული ფულით მოაწყო ისე, როგორც თავად მოსწონდა. საბოლოოდ კი ისეთი გამოვიდა, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ბინა სადა და თბილ ფერებში იყო მორთული.
დილის 10 საათია. ალისია საწოლიდან წამოდგა.
სპილოს ძვლის ფერი საძინებელი ოთახი. საწოლი, დივნის მსგავსად ღია ფერის ვარდისფერი იყო, თითქოს არც კი ემჩნეოდა მაგრამ ძალიან ნათელი და თბილი ფერია. მათზე მოთავსებული სპილოს ძვლისფერი, ვარდისფერ ფერებში მორთული ბალიშები საოცარ სიხალისეს სძენდა ოთახს. საწოლის წინ ძალიან ფუმფულა მალაკოსფერი ხალიჩა იყო დაფენილი. ფარდებიც ასევე ღია ფერის თბილ ტონებში იყო შექმნილი. კარადა ჩაშენებული კედლებში, რომელიც გაცილებით დიდ ფართს ხდიდა, თუმცა საწოლ ოთახში სარკეს ძალიან დიდი ადგილი ეკავა, რომელიც იასამნისფერ ღია ფერებში იყო განათებული. სარკის გვერდით იდგა კარადა, სადაც რძისფერი ლეპტოპი იდო, შავ ტყავის ჩანთასთან ერთად. მაგიდის წინ ფუმფულა სავარძელი იყო მოთვსებული.
ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადასწია, მზემ შემოანათა მის საწოლ ოთახში. მშვენიერი ამინდი იყო გარეთ გასასვლელად და სასეირნოდ. მარტო სეირნობა ძალიან უყვარს. როცა მარტო არის ძალიან ბევრს ფიქრობს, ფიქრი ძალიან უყვარს, ოცნება არა. ყოველთვის ამბობს, რომ არარეალურზე არასდროს არ უნდა იფიქროს, რადგან ცხოვრება უფრო გაჭირდება, ამიტომ ფიქრი უფრო უყვარს.
ახლაც საძინებელ ოთახში დგას დახურულ ფანჯარასთან, ნახევრად შიშველი. შორი თვალით დამნახველი მასზე ლამაზს ვერაფერს დაინახავს, მის სხეულს მზის სხივები ეცემა და მისი ხორბლისფერი კანი მზის გულზე ანათებს. ისევ ფანჯარასთნ დგას და ფიქრობს. შემდეგ უკან გამობრუნდა, მოკლე სპორტული შორტი და ტანზე მოტმასნილი მაისური ჩაიცვა. საწოლი გაასწორა, მის ქვემოდან სავარჯიშო ლეიბი გამოიღო, საწოლის წინ გაშალა და ნახევარი საათი ივარჯიშა. მერე ფეხზე წამოდგა და სავარჯიშო ლეიბი უკანვე შეინახა. გაოფლიანდა, თმაზე რეზინა მოიჭირა და სახლის დალაგებას შეუდგა, რადგანაც სახლში მარტომ ცხოვრობდა, ხშირად ძირფესვიანად დალაგება არ სჭირდებოდა. ახლაც ერთ საათში მორჩა ყველაფერს. საძინებელ ოთახში დაბრუნდა და კარადის კარები გამოაღო, თეთრი ქათქათა პირსახოცი გამოიღო, საწოლზე დადო, იქვე ჯინსის ცისფერი შარვალი ჩამოდო, რომლის გვერდით თეთრი გამჭვირვალე, გრძელ მკლავიანი, სრული მაისური დაუდო, ყველაფერი საწოლზე დადო. გაოფლილმა და დაღლილმა შორტი და მაისური გაიხადა და სარეცხ მანქანასთან დადო, პირსახოცი აიღო და სააბაზანოში შევიდა. პირსახოცი იქვე კარებზე ჩამოკიდა. წყალი მისთვის სასიამოვნო ტემპეტარურაზე დააყენა და წყლის ქვეშ დადგა. დაღლილობა მოეხსნა და ცოტა ხანში პირსახოც შემოხვეული გამოვიდა ოთახში. სხეული შეიმშრალა და წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა. თმები გაიშალა და პირსახოცით რამდენიმე წუთი იშრობდა, მერე კარგად დაივარცხნა და მაღლა აიწია. სარკეში ჩაიხედა და მხრებზე ჩამოშლილი თმა წინ გადმოიგდო.
ტელეფონი შეამოწმა, შეტყობინება არ არის.
საღამოს თამარის ელოდება. საათს დახედა, ჯერ მხოლოდ 4 საათია.
თავში იდეა მოუვიდა. დიდხანს ნაფიქრი და აწონ დაწონილი, ცოტა საშიშიც მაგრამ ფიქრობდა თუ ფრთებს შეასხამდა მის გეგმას სამუდამოდ ფრთაგაშლილი ივლიდა ამ სამყაროში. საწოლიდან წამოდგა და ნივთების შეგროვება დაიწყო, რამ წამოუარა ახლა. აჟიტირებული ერთი ხელის მოსმით და ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა ზურგჩანთაში ტანსაცმელებს. არაფერზე ფიქრობდა გარდა საკუთარი თავისა, არც კი ახსოვდა ჰყავდა თუ არა ახლობელი ადამიანები.
ფანჯარაში შავი ღრუბლები მოსჩანდა, მგონი წვიმას აპირებს, მერე რა წვიმაში ვის არ უვლია? მაღალწელიანი და მუხლამდე ტანს მოტმასნილი კაბა ჩაიცვა, შავი მოკლე მაისური, სულ ოდნავ ხაზად უჩანდა ხორბლისფერი კანი. მუქი ლურჯი ჯინსის ქურთუკი და შავი კედები ჩაიცვა, თმა ჩაიბწნა და უკან გადაიგდო. საათი მოიხსნა და ტუალეტის მაგიდაზე დატოვა -რაში მჭირდება.
სწრაფდა მოძრაობდა. თითქოს ეგონა ვინმე უგულო ადამიანი გამოიცნობდა მის ფიქრებს და შეჩერებას შეეცდებოდა.
ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. მისთვის ხელი არ შეუშლია, კარები გაიუხურა და გარეთ გავიდა. ბანკში უნდა შეევლო, ცოტა ოდენი ფული დასჭირდებოდა და შემდეგ მშვიდობით მოსაწყენო ცხოვრებავ, იწყება თავგადასავლებით აღსავსე ხეტიალი. საკუთარი თავისგან გაქცევა, სხვებისგან წასვლა, თავს მისცა უფლება გაენავარდებინა ბუნებაში.
ზურგჩანთა მოკიდებული და მომღიმარი სახით დაუყვა პარლამენტის გვერდით გზას. ყურსასმენები ეკეთა და Christina Perri-ის მიერ შესრულებულ Human-ს უსმენდა. ძირს წინწკლებად ეცემა წვიმის წვეთები. თავზეც, მხრებზეც დაიკავეს ადგილი, სადაცაა გადმოშხუმფლავს.
ზაფხულის წვიმა უყვარს ძალიან. ერთხელ უნივერსიტეტიდან მომავალი ავტობუსიდან ჩამოვიდა რათა წვიმას შერეოდა მისი სხეული, ფიქრები, გაწეწვოდა თმები და წვეთებს ეგრძნო მისი სიცოცხლე. უყვარს წვიმაში სეირნობა. ფიქრი შვებას აძლევდა, მარტოსულივით დაეხტებოდა და ბოლოს ტირილით მირბოდა სახლში, თავს იავადმყოფებდა თავის შეცოდებით და ამას აკეთებდა კვლავ და კვლავ. უმეტესად სევდიან განწყობაზე იყო, ნაღვლიანი, მომავლის იმედი ნაკლებად ჰქონდა. ამბობენ მელანქოლიკი ("მელან ქოლე" ბერძნულიდან შავ ნაღველს ნიშნავს. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა. მელანქოლიკი გადამეტებულად ემოციური და მგრძნობიარეა.ის ასევე პასიური,ეჭვიანი და გულჩათხრობილია.ის ადვილად ემორჩილება შიშსა და სევდას.მას აშინებს ახალი ვითარებები და ახალი ადამიანები,ის ღელავს და იბნევა.ძალიან მოფრთხილებული ადამიანია,ყველაფერში ხედავს ცუდს და საშიშს.ასევე სუსტები არიან,მაგრამ რაც საინტერესოა ,ნიჭიერებიც. გადამეტებულიად მგრძნობიარე ადამიანები,ისინი პოეტები ან კომპოზიტორები ხდებიან.) არისო. იგი მართლაც არის ძალზედ გულჩათხრობილი ადამიანი, თუმცა მთლიანად არ შეიძელბა ხელის ჩაქნევა. არის შემთხვევები როდესაც საკუთარ თავში ძალას იპოვნის, წარმოიდგენს ნათელ მომავალს, ოჯახს, შვილებს, წარმატებულ კარიერას.თუმცა როგორც ყოველთვის ხდება, არ ვიცი შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ბუშტივით ქრება.
რას აკეთებს? სად მიდის? გადაწყვეტილება მიიღო პირველად აპირებდა ყაზბეგის გზას დადგომოდა, დიახ ასე მარტივად, ყველას გაუფრთხილებლად. მიატოვა ოჯახის წევრები, მეგობრები, უნივერსიტეტი და ფეხით დაადგა გზას ახალი აღმოჩენებისა და სულიერი სიმარტოვის შესავსებად.
ჯერ კიდევ ეიფორიაში, საკუთარ თავში გაბრუებული ყაზბეგის მშვენიერებაზე და მთებზე ფიქრობდა. განა იცოდა გზა, ან როდესმე ყოფილა იქ ნამყოფი, მხოლოდ სურათებითა და ვიდეოებით ენახა ამ ადგილის მშვენიერება. სწორედ ამაშია ყველაფრის ხიბლი. სახლის აშენებაზე ფიქრობდა, იქ დიდხანს დარჩება, ძალიან დიდხანს, იხეტიალებს მთებში, სიცივეში თბილად ჩაცმული. ზამთარში რა კარგად მოეწყობა, პატარა ხის სახლი, ბუხარი და გარეთ თოვლი. ძალიან, ძალიან დიდი თოვლი, სახლსაც კი არ გადმოათოვლინებს, მაგრამ რომ ჩამოინგრეს? ფიქრობდა შორს წასული. კარგი, იშვიათად გადმოათოვლინებს ხოლმე, ძალიან იშვიათად. ეჰ ნეტა შესძლოს იქ მთებში, შეძლებს, რატომაც არა. ლამაზი მთები, დიდი თოვლი და ძლიერ ყინვაში ჩაცმული ალისია ჯაფარიძე. მას და მის მეორე ნახევარს ხელი ხელ ჩაკიდებულებს ევლოთ გაუკვალავ თოვლში და მანამდე ევლოთ სანამ ფეხები ამის საშუალებას მისცემდათ. "მე, მე ვერ შევძლებ ამას, მე არავის შევუყვარდები არასოდეს. მგონი ვაფრთხობ მათ ან არც ისეთი მიმზიდველი ვარ ჩემს გამო რომ სიყვარულის მორევში გადაეშვნენ, ეჰ მეც რა ბედნიერი ვიქნებოდი მყოლოდა საყვარელი ადამიანი გვერდით. ჩემთვისაც ეთქვათ რომ ვუყვარვარ. ბავშვები ძალიან მიყვარს. ვწუხვარ რომ რომ ჩემი არასოდეს მეყოლება, მაგრამ იქ ყაზბეგში და იმ განსაკუთრებულ ადგილებში სადაც კი წავალ უამრავი ბავშვი იქნება. წმინდა, სპეტაკი გულით მათ შევიყვარებ, ისინიც შემიყვარებენ. გამიძნელდება მათთან განშორება ყოველი ახალი ქალაქების მონახულებისას მაგრამ მათგან ბევრს ვისწავლი, ისინი ყველაზე მართალი ადამიანები არიან ამ სამყაროში. საქართველოს შემდეგ პარიზში წავალ, მერე ვენეციაში, შვეიცარიაში.
აღელვებული იყო მართლაც სჯეროდა მისი გადაწყვეტილების სისწორე და უფრო და უფრო უმატებდა ნაბიჯებს. თითქოს ცეკვა ცეკვით განაგრძობდა სიარულს.
ატირდა. ვნებათა ღელვა მის წალეკვას ლამობდა. აფორიაქებული გული გაგიჟებულივით ფეთქავდა, ბორგავდა, თითქოს მთელ სხეულს მოივლიდა და მერე ისევ საგულეს უბრუნდებოდა. დაუბრუნდა გული საგულეს, ტკივილი იგრძნო გულში და ალისიაც დაუბრუნდა სამყაროს. თავისუფლების მეტროსთან მივიდოდა სადაც იყო. არ იცოდა ამხელა გამბედაობა რომ არ ჰქონდა? მის აზრსაც კი იშვიათად გამოთქვამდა საზოგადოებაში და ახლა უნდა ყველასგან გაქცევა? საკუთარი თავისგან გაქცევა? ვერ მივართვი, ეს ასე მარტივი როდის იყო. მაშინ ყველა გაიქცევა მით უმეტეს რომ ყველგან სადღაც და ვინმესგან უნდა გაქცევა.
იჭექა. თითქოს მის გულში გაიარა ნათებამ. გამვლელ-გამომვლელთა შორის ვერავის ამჩნევდა. ანდა ღირდა კი მათთვის შეეხედა? სწორედ რომ ამ ცივი სახეებიდან აპირებდა გაქცევას.
გულამოვარდნილი ტიროდა, სკამს დაეყრდნო და თავი შეიმაგრა. მისი ეს იდეა მყისვე შეუძლებლად მიიჩნია და შეზიზღდა კიდეც. უკვე კარგა ხნის დაწყებულ წვიმას, ნიაღვარივით რომ ჩამოწოლოდა დედამიწას, სახე შეაგება, მოწყვეტილი დაეშვა სკამზე. ნეტავ მართლა შეეძლოს ქალაქიდან წასვლა, მაგრამ... სწორედ ეს მაგრამ უშლის ხელს და ნახევარ თუ ერთ საათი სახლში საწოლზე იყო დამხობილი სველი ტანსაცმლით და ტიროდა.
ტელეფონის ხმა გაისმა, ხელი მაგიდისკენ გადასწია და ჩანთას ისე დასწვდა თავი არ აუწევია, ცრემლები მოიწმინდა, ნომრისთვის არ დაუხედავს ისე უპასუხა.
-თამარი ვარ, რას შვები?
-მოხვედი? -თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა.
-არა ჯერ, რას აკეთებ? რაღაცნაირი ხმა გაქვს.
-არაფერი მნიშვნელოვანი -თვალებს ისრესდა ცალი ხელით ალისია. -რომელი საათია?
-7 საათია.
-რაა? ამდენი დრო გავიდა? -გაუკვირდა ალისიას.
-20 წთ-ში შენთან ვარ. წამოგიღო რამე?
-არა, მალე მოდი. -ალისიამ ტელეფონი გამორთო, სევდიანად გადახედა ზურგ ჩანთას, საწოლიდან წამოდგა, სველი ტანსაცმელი გაიხადა და თავი მოიწესრიგა.
მერე ფეხშველა ფეხით სასტუმრო ოთახში გავიდა, ტელევიზორი ჩართო და ის ის იყო დაჯდომას აპირებდა კარზე ზარი გაისმა. გადამრთველი სავარძელზე ჩამოდო და კარების გასაღებად გავიდა.
-გარეთ ძალიან აცივდა, გავიყინე -ქაქანით შემოვიდა თამარი სახლში.
-წამოდი ჩემს ოთახში, მოგაფარებ პლედს.
-აქ რა კარგი სითბოა. არ მინდა პლედი გავთბები ისედაც, თუმცა წამოდი ოთახში შევიდეთ. -ნაცრისფერი ქურთუკი გაიხადა თამარმა და ოთახში შესულმა სკამზე გადაკიდა, თავად კი საწოლზე ჩამოჯდა. მგონი შენ რაღაც გჭირს. დაწითლებული გაქვს თვალები.
-ყურადსაღები არ არის. -ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. -გაიყინებოდი გოგო, როგორი თხელი ქურთუკი გაცვია.
-არ დაიწყო ახლა დედაჩემივით, გაცივდები შვილო, გარეთ ძალიან სიცივეა, ვინ დადის ახლა თხელი მაისურით. ვიცი, რომ სიცივეა მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს -გადაიკისკისა თამარმა.
-ხომ დარჩები დღეს? -გვერდით მიუჯდა ალისია.
-კი, დედაჩემიც გავაფრთხილე. ვატყობ ბევრი სალაპარაკო გვაქვს -საწოლზე ჩაიჩოჩა თამარი, ფეხები საწოლზე ასწია და კარგად მოკალათდა.
-ყავას მოვხარშავ.
ალისია ოთახიდან გავიდა, სამზარეულოში შევიდა და წყალი დაადგა, ჭიქები გაამზადა, თეფშზე შოკოლადი დადო, წყლის ადუღებამდე შოკოლადი წაიღო საძინებელში, ისევ სამზარეულოში დაბრუნდა და რძიანი ყავა გაამზადა.
-კარები გამიღე, სწრაფად თამარ, გესმის? -სამზარეულოდან გამოსძახა ალისიამ, რომელსაც ორივე ხელი ცხელი ყავით ჰქონდა დაკავებული.
-სად ხარ? -კარები გააღო თამარმა.
-მოვდივარ -დერეფანში გამოჩნდა იგი -აჰა, გამომართვი, კარებშივე მისცა ყავა.
-მადლობა- ისევ საწოლზე ჩამოჯდნენ გოგონები.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-სად გაიცანი?-დაიწყო თამარმა.
-ვინ?
-ვინ ახლა, ანდრეი.
-ხომ გითხარი უკვე.
-რა უნდოდა?
-მთაწმინდა დამათვალიერებინეთო.
-მერე?
-ოჰ თამარ, თავი ამატკივე უკვე -ხელები მოიკიდა თავზე და ბალიშზე დაემხო.
-მოგწონს? -ჩამჭრელი კითხვა დასვა თამარმა და შოკოლადი ჩაკბიჩა, ისე, რომ ალისიასთვის თვალი არ მოუცილებია.
-რაა?
-მატორიანი თხა. ნუ მიყურებ ლემურის თვალებით. მითხარი რა ხდება.
-არაფერიც არ ხდება. შენ გიჟი ხარ? 30 წლის არის -გაბრაზდა იგი.
-სამაგიეროდ უცოლოა, თანაც 9 წელი არც ისე დიდი განსხვავება არ არის.
-მოიცა ერთი, მე რომ მომეწონოს ეგ საქმეს ცვლიის? -ფეხზე წამოდგა ალისია და ყავის ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.
-ჩემიც გამომართვი -მიაწოდა მეგობარმა.
-კიდევ რა გაინტერესებს? -გაეცინა ალისიას და საწოლზე გულაღმა წამოწვა.
-ჩემს ბოლო კითხვაზე არ გიპასუხია -თვალი თვალში გაუყარა თამარმა.
-რა გინდა გოგო? მე მომწონს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ჯერ ერთი ჩემნაირ ბავშვს არასოდეს მოიწონებს, მეორეც ალბათ კვირაში ჰოლივუდის ახალ-ახალ ლამაზმანს იცვლის, მე კი არც შემომხედავს. ეგეც რომ არა დიახ, მე მჯერა რომ ერთ დღესაც გამოჩნდება ადამიანი რომელიც ჩემს გამოგონილ ზღაპრებშია და ეს არ იქნება ანდრეი ლუჩენკო.
-დაელოდე, დაელოდე. ნუ ხარ ასეთი, დააფასე შენი თავი. თანაც რის გამო ეჩხუბე? მოდი საჩვენოს. გიჟია ეს -ხელი აიქნია თამარმა.
-რატომ? მას აქ ამერიკა ხომ არ გონია? სერიალში რა კარგი და თავაზიანი ვინმე სჩანს. ისე კი დიდი გაუთლელი ხეპრე ყოფილა. მერე რა? რა ჩერჩეტები ვართ ეს გოგონები. ამოვიჩემებთ ერთ იდიოტ მსახიობს თითქოს მას ფილმის გარდა სხვა ცხოვრება არ ჰქონდეს. რა იცი როგორ ცხოვრობს და როგორია.
-გამაგიჟებ ალისია, გამაგიჟებს შენი სიმორცხვე და თავმდაბლობა -ბალიში ესროლა თამარმა.
-ნუ იცი შენაც რა -ხელი აიქნია ალისიამ. -მაშინ როცა ვიპოვი ორმხრივ სიყვარულს დარწმუნებული ვარ დავკაგავ მას და ეს იქნება ყველაზე დიდი იმედგაცუება ჩემს ცხოვრებაში. დავკარგავ მას რადგან ისეთი დიდი სიყვარული როგორიც მე შემიძლია არ არსებობს და ისეთ სიყვარულს ვერ მივიღებ საპასუხოდ როგორსაც მოველი მისგან.
-უბრალოდ შენ ხარ ხეპრე. ნუ ირთულებ ცხოვრებას. კიდევ ერთი საზრუნავი -ჩაილაპარაკა თამარმა.
-მოიცა რა -გაეცინა ალისიას.
-არ ვიცი რა გეშველება მე რომ არ გყავდე. -ალისიას გვერდით დაწვა თამარი და მას ჩაეხუტა. -ჩუმად რისი ხმა არის? -შეშინებული საწოლზე წამოჯდა თამარი.
-ტელევიზორია, სანამ მოხვიდოდი ჩავრთე და გამორთვა დამავიწყდა. -თმაში მოქაჩა მეგობარს და ისევ საწოლზე მიაწვინა.
-აჰ, მეტკინა სულელო -გაეცინა თამარს. დუმილის შემდეგ კი ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -შეყვარებული ვარ.
-ვინ არის? ის ბიჭი? მაპატიე მაგრამ სისულელეა ფიქრები რომ მოსწონხარ. რომ მოსწონდე მოგწერდა, შენს გაცნობას მოისურვებდა ან მსგავსი რაღაცეები. თუ მხოლოდ გიყურებს ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსწონხარ. სწორედ მაშინ არ უნდა დაუშვა ფიქრები რომ შენ მის მიმართ რამე იგრძნო.
-ვიცი და მართალი ხარ.


თუ მოგწონთ გაგრძელებას დავდებ. თუ არადა ტყუილა არ მინდა, რომ ნახოთ ისტორია, შემოხვიდეთ და იმედი გაგიცრუვდეთ.



№1 სტუმარი sofo

მომწონს გააგრძელე ბოლომდე გთხოვ

 


№2 სტუმარი xxxxxxxxx

კარგია მარა აი ბრაზილიური ამბავია იმენა :დდდდდდდდ

 


№3  offline წევრი padackles

:D რატომ ? ბიძაშვილს ბიძაშვილი შეუყვარდა და და რომ ეგონა დედა აღმოჩნდა? :D
xxxxxxxxx
კარგია მარა აი ბრაზილიური ამბავია იმენა :დდდდდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent