დარჩი ჩემთან (1)
ოთახში სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული,ნაადრევად დღის სინათლეს,რომ არ შეეწუხებინა ლოგინში ლოკოკინასავით გახვეული გოგონა.მაღვიძარა როგორც ყოველთვის პუნქტუალურობა გამოიჩინა და გოგონას ამცნო გათენება.უცებ მან თვალები ჭყიტა,საბნიდან ხელი გამოაძვრინა და მაღვიძარა უხეშად გამორთო.თითქოს მისი ბრალი იყო,რომ დედა ბუნებამ მას ეს მოვალეობა დააკისრა.ზანტად აზიდა ტანი ლოგინიდან გოგონამ და წამოჯდა,თავი მოიქექა,შემდეგ კი თავისი აბურდული თმის გასწორებას შეეცადა.ცოტახანში ზეზე წამოიჭრა.ფანჯარასთან მივიდა და ოთახი მზის სხივებით გაანათა.მზის სხივებით განებივრებული ოთახს მოუბრუნდა,იქაურობას თვალი მოავლო.საწოლთან ლამაზად გადაკიდებული სკოლის ფორმა დაინახა.შემდეგ საათს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.რვის თხუთმეტი წუთი იყო.სასწრაფოდ სააბაზანოში უნდა წასულიყო,რადგან სულ რაღაც ხუთ წუთში მის სახლში სააბაზანოში შესვლაზე ომი ატყდებოდა.ეს მისი რიტმული ცხოვრების თანმდები იყო.ის და მისი და ყოველდღე იმაზე ჩხუბობდნენ სააბაზანოში პირველი ვინ შევიდოდა.საწოლზე მიფენილ ხალათს ხელი დაავლო და სააბაზანოს მიაშურა.ოთახიდან გავიდა თუ არაა თვალი მისი დის ოთახისკენ გააპარა,რომელიც მისდა გასაკვირად არ იღებოდა და წივილი-კივილით არ გამორბოდა მისი და.შემდეგ სააბაზანოს კარებისკენ გააპარა თვალი,საიდანაც ნიშნის მოგებით მომზირალი გოგონა იყურებოდა. -თაკო გაფრთხილებ არ გაბედო შესვლა,თორემ ფეხებს მოგამტვრევ-ბრაზმოკიდებული ნია გაემართა აბაზანისკენ. -ყოველდღე ერთი და იგივე მუქარაა-თვალები აატრიალა გოგონა-არ მოგბეზრდა?შესრულება მაინც შეგეძლოს-გოგონამ ენა გამოუყუ და სააბაზანოს კარი სწრაფად მოხურა. -ჯანდაბა! ელოდე ახლა ამას ერთი საათი.-გოგონა მობრუნდა და ისე თავისი ოთახისკენ გაემართა.-ნივთებს მაინც ჩავალაგებ,სანამ ეს პრანჭია გამოეთრება. ნია მართალი იყო,ერთი საათი არა მაგრამ ნამდვილად დიდიხანი უნდებოდა აბაზანიდან გამოსვლას თაკო.მისი გამოსვლა და ნიას შევარდან აბაზანაში ერთი იყო.სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და სკოლაში წასასვლელად მოემზადა.შემდეგ სამზარეულოს მიაშურა,სადაც მაგიდაზე მოკალათებული გოგონა დახვდა. -ნია დედიკო მოდი დაჯექი ისაუზმე-თბილი ხმით მიმართა შვილს ქალმა,რომლიც მაგიდაზე თაფლიან ქილას დგამდა. -იყოს არ მინდა დე,უკვე ვიგვიანებ ამ ქალბატონის წყალობით,როგორც ყოველთვის.-ნია გოგონას მიახლოვდა და თავში წკლიპურტი ჩაარტყა. -აუუ-აკივლდა საჭმლით პირ გამოტენილი გოგონა-დეეე...-და დედამისს საწყალი ლეკვის თვალებით შეხედა. -არ გიშველის შენი ლამაზად მომზირალი თვალები.შენს გამო ვერასდროს ახერხებს საუზმობას.-ქალმა მაგიდაზე დადებულ ვაზიდან ვაშლი აიღო და ნიას ესროლა.-აიღე და გზაში შეჭამე.შუადღისას კი სკოლის ბუფეტში იყიდე რამე. -არის უფროსო.-გოგონამ სამხედრო სალამი მისცა და სამზარეულოს გასასვლელისკენ მიბრუნდა-დე მამა მალე ჩამოვა?-უცებ მაიკოს მოუბრუნდა ნია. -რამდენიმე დღე დარჩება კიდევ.-მოკლედ მოუჭრა ქალმა. -კარგი.წავედი-თავის ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ გაემართა. -დამელოდე-თაკომ ჭიქიდან ბოლო წვეთი სითხე მოსვა,ჩანთა ზურგზე მოიგდო და ისიც მიჰყვა უკან ნიას. -ნია-დაუძახა უკვე გასასვლელად მომზადებულებს ქალმა.ორივე შემობრუნდა იმის გასაგებად თუ რა უნდა ეთქვა ქალს.-ნია იცოდე წესიერად მოიქეცი გთხოვ.დირექტორმა უკვე გამაფრთხილა,კიდევ ერთი ეგეთი შემთხვევა და სკოლიდან გამოგაგდებენ. -რა ჩემი ბრალია თუ თვითონ არ შეუძლია სკოლაში წესრიგის დამყარება.-ცხვირი აიბზუა გოგონამ და გაღებული კარისკენ მიბრუნდა.-ვერ შეგპირდები,თუმცა ვეცდები,რომ არ ჩავერიო-ამ სიტყვებით გავიდა გარეთ ნია,თუმცა ბოლოს დააყოლა,ისე,რომ დედამისს ვერ გაეგო-მაგრამ ვიცი არ ჩარევა არ გამომივა.-ეს უკანასკნელი სიტყვები კი მის გვერდით მომავალმა თაკომ გაიგონა,რომელმაც გულმოდგინედ მოკბიჩა ვაშლი და გამოტენილი პირით ნიას უთხრაა. -არ გამოგივა კი არა უნდა გამოგივიდეს.შენს გამო ერთ მეტრზე ახლოს არც ერთი ბიჭი არ მეკარება.-ახლა კი უკმაყოფილოდ მოკბიჩა ვაშლი. -მე რა შუაში ვარ თუ ეშინიათ.ეტყობა კარგი ფიქრები არ აწუხებთ თორემ არ შეეშინდებოდათ.-თავისი პასუხით კმაყოფილმა ნიამ ფეხს აუჩქარა.სკოლასთან არც ისე ახლოს ცხოვრობდნენ,თუმცა 15 წუთში უკვე სკოლაში იყვნენ.ორივემ თავიანთ კლასებს მიაშურა.თაკო მეათე კლაში იყო,ნია კი დამამთავრებელ კლასში.ნიას თავისი სამართლიანობის აღმდგენი ხასიათის გამო ყოველთვის პრობლემები ქონდა.ვერ იტანდა,როცა ვითომ მაგარი ტიპი ჩაგრავდა არც ისე მაგარ ბიჭს.მისი კლასელებიდან ყველას უყვარდა ამის გამო,რასაც პარალელი კლასელის ბიჭებზე ვერ ვიტყვით.ყოველთვის იქ ჩნდებდოა,სადაც პრობლემას ქმნიდნენ და გეგმებს უშლიდა მათ.საკლასო ოთახში ფეხი შედგა,მისი დანახვა ყველას გაუხარდა როგორც ყოველთვის.მასთან კი მისი მეგობარი სოფი მიიჭრა.ორივე ერთმანეთს გადაეხვივნენ,თითქოს რამდენიმე წელი არ ენახათთ ერთმანეთი.ამის შემდეგ კლასელებს მიესალამა და სოფისთან ერთად თავის ადგილს მიაშურა.ორ წუთში კი მასწავლებელიც შემოვიდა.ნია კარგი მოსწავლე იყო,თუმცა მისი ხასიათის გამო სკოლიდან გარიცხვა ემუქრებოდა.მისი პარალელი კლასელის მამა გავლელნიანი პიროვნება და დირექტორის ბავშვობის მეგობარი იყო. მესამე გაკვეთილის შემდეგ დიდი დასვენება ქონდათ და ყველა სკოლის კაფეში იყვნენ შეკრებილები.მაგიდები გადაჭედილი იყო.გოგონები ერთ-ერთ მაგიდაზე ისხდნენ .ნია ანანასის წვენს მიირთმევდა,სოფი კი ფორთოხლის წვენს.ზარის დარეკვამდე 2 წუთი იყო დარჩენილი და ორივემ თავიანთ ქაღალდის კოლოფებს წვენით სავსეს ხელი დაავლეს და ოთახისკენ გაემართნენ.თავიანთ საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ,როცა პარალელი კლასთან ახლოს ბიჭების ტუალეტში ხმაური მოესმა იქედან განწირული გმინვა გამოდიოდა თითოეული დარტყმის შემდეგ.ეგრევე მიხვდა თუ რაში იყო საქმე.მარჯვენა ხელი მაგრაად მომუშტა და ტუალეტისკენ გაემართა. -რას აკეთებ ნია?არ შეხვიდე.-უკან განწირული ყვირილით მოსდევდა სოფი.გოგონას წამოეწია და ხელი დაუჭირა.-ნია არ გინდა.კიდევ ერთი შემთხვევა და გაგაგდებენ ხომ იცი.-გოგონა შეჩერდა და სოფის მიაპრყო გაბრაზებული მზერა. -აბა რა ვქნა ვუყურე ეს დეგენერატი როგორ სცემს სხვას თან ისე,რომ თავის დაცვის საშუალებას არ აძლევს?-ნიამ ხელი ტუალეტისკენ გაიშვირა,საიდანაც სასოწარკვეთილი ხმა გამოდიოდა.-დარწმუნებული ვარ მის დამქაშებს ყავთ გაკავებული ეს კი დგას და ურტყავს ვითომ რამე შეეძლოს.-ამ მდროს კიდევ ერთი გმინვა გამოვიდა საპირფარეშოდან.ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ნიასთვის.სოფის ხელი გააშვებინდა და კარები შეაღო რბილად ნათქვამია.როგორც იფიქრა ზუსტად ისეთივე სიტუაცია დახვდა.მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ბექას ორ დამქაშს დაეკავებინათ და ურტყავდნენ.ნიას შესვლისას ბექამ გაკვირვებული შეხედა.არ მოელოდა,რომ ბიჭების ტუალეტშიც შემოვიდა. -აქ რა ჯანდაბა გინდა?კითხვა არ იციი?მანდ აწერია ბიჭებიი..-ბიჭმა დასისხლიანებული ხელი კარებისკენ გაიშვირა,სადაც ეწერა „ბიჭები" და ბიჭის მიმგვანებული ფიგურა ეხატა.ნიას ყურადღება არც კი მიუქცევია მისი ნათქვამისთვის.ბრაზმოკიდებული უყურებდა ამ სცენას,სადაც იყო თვალებიდან ცეცხლს გამოაფრქვევდა. -რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ამასთან დაკავშირებით-გოგონას ხმამ მთელი სართული შეძრა და ყველას ყურადღება მათკენ მიიპყრო. -შენ მე ვერაფერს მიბრძანებ-ცინიკური ღიმილი ესროლა გოგონას.-შენ გირჩევნია შეგრცხვეს აქ,რომ შემოხვედი. -შემრცხვეს-ნიას ირონიული სიცილი აღმოხდა.-კიდევ მე უნდა შერმცხვეს ხომ.რომელიმე ისეთ სიტუაციაში დაგინახეთ,რომ შემრცხვეს?-წარბი აზიდაა გოგონა-მე კი არა შენ უნდა შეგრცხვეს ასეთი ქცევითვის.რა დააშავა?შენი რომელიმე ცინიკური და ამაზრზენი დავალება არ შეასრულაა და მაგიტომ ასე სამარცხვინოდ შენს დამქაშებს დაუჭერიათ და ურტყავ ძალით მაგარი ბიჭი ხარ.განებივრებული ბიჭი, მამიკოს პიროვნებით ამაყობ და შენთვითონ ნოლი ხარ ცხოვრებაში.ფეხებზე შენც და მამაშენის გავლენაც,ფეხებზე ,რომ ამისთვის გამაგდებენ.-ნია ცოფებს ყრიდა და გაბრაზება სულ უფრო ემატებოდა და მის სახეს ალმურად ედებოდა.მისკენ გაიწია მარცხენა ხელში შეყინული წვენი ბექას შეასხა.მერე ნიამ კუთხეში დადებულ იატაკის საწმენდ ჯოხს ხელი დააავლო და მოუქნია ბექას.ჯოხი ფეხებზე მოხვდა და სიმწრისგან აკივლდა.გაცოფებულმა ბიჭმა მისკენ გამოიწია,თუმცა მალევე შეჩერდა.-და შეგრცხვეს იმისთვის,რომ გოგოზე ხელი აღმართე.ძალით მაგარო.-ამასობაში ჩოჩქოლი ატყდა,ტუალეტთან მმოსწავლეები შეკრებილიყვნენ.ნია ისევ თავისი იარაღით მომიმარჯვა და იმათკენ წავიდა ვისაც გაკავებული ყავდათ მეთერთმეტე კლასელი ბიჭი.-ან ხელს გაუშვებთ ან რაც მოგივათ თქვენ თავებს დაბრალეთ.-დაბნეულმა ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს.ნიამ ბიჭს მხარში ამოუდგა და კარებისკენ წამოიყვანა.ბიჭმა მადლობელი მზერა ესროლა ნიას და ჩუმად ჩაილაპარაკაა -მადლობა.-გოგონამ ნაზად გაუღიმა და გარეთ გამოიყვანა.მეორე მხრიდან სოფი ამოუდგა ბიჭს და საკლასო ოთახისკენ უნდა წასულიყვნენ და უცებ ბრბო დირექტორმა გაარღვია.ასეთი სიტუაციის დანახვისას კინაღამ გაშრა.გოგონამ გაცოფებული დირექტორი შეამჩნია. -ნია მაისურაძე-დერეფანი შეზანზარდა მისი ყვირილისგან.ბავშვები ამ ყვირილზე შეკრთნენ.ნია კი ზედმეტად წყნარად მიუახლოვდა მას. -არ მაინტერესებს რას გააკეთებთ.გინდათ,რომ გამაგდოთ კარგი გამაგდეთ.მაგრამ მაინტერესებს ამ ბიჭის მშობლებს რა პასუხს გასცემთ. -ჩაიგდე ენა-კაცმა შეყვირა.არავინ გეკითხება მე რას გავაკეთებ.ახლავე დედაშენს დავურეკავ მოვიდეს და შენი საბუთები წაიღოს,სადაც უნდა.აღარ შემიძლია შენი ატანა. -ჩემი ატანა აღარ შეგიძლიათ?-ირონიულად იკითხა ნიამ-როგორც გინდათ ისე მოიქეცით.არც თქვენ იმსახურებთ მაგ ადგილს.წერსიგი ვერ დაგიმყარებიათ სკოლაში.საკუთარი მეობის დასაცავად არაფერს აკეთებთ.გირჩევნიათ დაიცვათ ეს ნაძირალა და დამალოთ ყველა მისი დანაშაული.-ნიამ ზურგი აქცია დირექტორს და სოფისთან ერთად საკლასო ოთახისკენ გასწია.უკნიდან კი დირექტორის ყვირილი ისმოდა,თუ რას უზამდა ამ თავხედ გოგონას. დაპირება შესრულდა.დირექტორმა მაია სკოლაში გამოიძახა.ნიას მხოლოდ დედამისის სცხვენოდა ასეთ სიტუაციაში,რომ აღმოჩნდა მის გამო და ასეთი სალანძღავი სიტყვების მოსმენა უწევდა დირექტორისგან. -თქვენი შვილი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა.მე გაგაფრთხილეთ კიდევ ერთი შემთხვევა და გავაგდებდი.აიღეთ მისი საბუთები და სადაც გინდათ იქ წაიყვანეთ.აღარ მსურს ჩემს სკოლაში მისი ნახვა.ამ გოგოს მამის ხელი აკლია.ყოვლად თავხედი პიროვნებაა.მისი აღზრდა აშკარად არ გამოგდით-თავჩაქინდრული და დარცხვენილი უსმენდა მაიკო დირექტორის სიტყვებს.თუმცა ბოლო სიტყვები მისთვის პიკი იყოო.გაბრაზებულმა შეხედა დირექტორს. -ახლა უკვე მესმის ჩემი შვილის.თქვენნაირ აუტანელ პიროვნებას არც მე დავუთმობ არაფერს და დარწმუნებული ვარ,რომ რაც მოხდა იმაში ჩემი შვილი 100%-ით მართალი იყო.თქვენ,რომ არც გააგდოთ მე მაინც წავიყვან აქედან.-მაია ფეხზე წამოიჭრა და კარებისკენ შემობრუნდა,საიდანაც მისი სიტყვებით გაკვირვებულ ნიას თვალებს წააწყდა. -გასაგებია ვის გავს სითავხედეში თქვენი შვილი-ეს იყო ბოლო სიტყვები დირექტორისა მათ მიმართ.მაიკომ კარები გამოიჯახუდა და ადინისტრაციაში გაბრაზებული შევიდა.-ნია და თაკო მაისურაძის პირადი საქმეები და ბრძანება გაამზადეთ სხვა სკოლაში გადასაყვანად.ხვალ მოვალ და საბუთებს წავიღებ. -დიახ ქალბატონო მაია.-თავი დაუქნია გოგონამ და მაიკოც და ნიაც ორივე მანქანისკენ გაემრთნენ.ნიას გასაკვირად მაია ხმას არ იღებდა.მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ.სახლთან მაიკომ ნია ჩამოსვა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.თაკომაც გაიგო ნიას გმირობის ამბავი,ერთი მხრივ გახარებულიყო,რომ ეს სამართლიანობის მოყვარული გიჟი მისი და იყო და მეორეს მხრივ გაბრაზებული,რომ მის გამო დედა დირექტორის ყვირილის ატანა მოუწევდა.სკოლიდან დაბრუნებულ თაკოს ახალი ამბავი დახვდა.გოგონამ შესვლისას მისაღებში მჯომი მაიკო დაინახა.მასთან ახლოს კი ნია იჯდა.მაიკომ თაკო შეამჩნია -თაკო მოდი აქ დაჯექი უნდა დაგელაპარაკოთ გელოდებოდი.-ქალმა იქვე მდგამ მდივანზე ანიშნა დამჯდარიყო.გოგონაც დაემროჩილა დედის ნათქვამს.-მამათქვენს ველაპარაკე და ყველაფერში მეთანხმება,ხვალ საბუთებს გადავიტან თქვენს ახალ სკოლაში.იმ სკოლაში ჩემი მეგობარი მუშაობს და მისი დახმარებით მიგიღებენ. -ჩვენი სკოლა?-თაკოს ეგონა მოესმა დედის სიტყვები. -ხოო.თქვენი სკოლა.ხვალ საბუთებს გადავიტან და ზეგ უკვე ახალი სკოლის მოსწავლეები იქნებით. -მე რა შუაში ვარ-გაბრაზებულმა გოგონამ წამოიყვირა.-ვისი ბრალიცაა იმან აგოს პასუხი.სულაც არ მინდა სკოლის შეცვლაა. -თაკო ხმა არ ამოიღო.თუ შენ დას გადავიყვან,არც შენ დარჩები მანდ.რაც შეეხება ნია შენს საქციელს.დირექტორთან შენი მხარე დავიჭირე.დარწმუნებული ვარ,რომ ღირსები იყვნენ,თუმცა შენ ჩემი თხოვნა ყურად არ იღე და მაინც შემიქმენი პრობლემები. -მაპატიე დედა-თავჩაქინდრული ნიამ ამოიბუტბუტა. -დედამ,რომ გაპატიოს მე არ გაპატიებ.-თაკო წამოიჭრა და თავისი ოთახისკენ გაემრათა. -შენს დას ყურადღებას ნუ მიაქცევ.თუმცა კარგად დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი.ბედი შენი,რომ ამ სკოლაში მაინც მიგიღეს.სხვა გზა არ მაქვს ამიტომ ორივე პრესტიჟულ სკოლაში ისწავლით და დამერწმუნე იქ უფრო შეხვდები ისეთ მომენტებს როგორიც შენს სკოლაში იყო,მაგრამ არც გაბედო რამეში ჩარევა.დაიოკე შენი სიბრაზე და ჩხუბისთაობა,თორემ გაფრთხილებ მაგ სკოლიდანაც,რომ გამოგაგდონ მუსიკას და ცურვას თავს დაანებებ. -ოღონდ ეგ არაა-დაღონებულმა ნიამ შეხედა მაიკოს. -არა კი არა კიი.თუ წყნარად არ მოიქცევი მაშინ ამას გავაკეთებ.-დედის სიტყვებით გაბრაზებული ნია ფეხზე წამოიჭრა,თავისი ოთახისკენ გაემრათა და კარები მაგრად მოაჯახუნა.-ვიცი,რომ მხოლოდ ასე შევძლებ შენს დაოკებას ჩემო გადარეულო-ქალს ყველაფრის მიუხედავად გაეღიმა-ეს ორი შენთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია,სხვა გზა არ მაქვს თუ შენს სიყვარულს მუსიკის და ცურვის მიმართ არ გამოვიყენებ,მაშინ ისევ ვერ შეძლებ თავის შეკავებას და ამ სკოლიდანაც გამოგადებენ.-მაიკო სავარძლიდან წამოიწია და სამზარეულოში ვახშმის მოსამზადებლად შევიდა,თუმცა არც ერთს არ უვახშმია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.