SoulMate 12(ალექს ვრაითის ნაწილი) - მოკეტე! ალექსმა ხელი აიქნია და საწოლის გვერძე მდგარ მაღვიძარას დაარტყა. თვალები გაახილა, ძილისგან დამძიმებული ჰქონდა და ფანჯრიდან შემოსული სინათლე აწუხებდა. საათი დილის 6:00 -ს აჩვენებდა. 11 მარტი 2016. ორი წელი. ზუსტად ორი წელი გავიდა აარონის წასვლის შემდეგ. ალექსმა ტუჩზე იკბინა და საბნის ქვეშ მოიხარა. ეს დღე... მძიმე იქნებოდა. სხვა დღეებიც საშინელი იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი თავის დამარცხებას გაახსენებდა. ამოიოხრა და საწოლიდან გადაძვრა, სამი თვე დასჭირდა, აარონის წასვლის შემდეგ რომ ისევ თავის საწოლში დაეძინა: საწოლს მისი სუნი ასდიოდა. ალექსი სააბაზანოში გავიდა და წყალი გადაივლო. მისი მთელი სამყარო შეიკუმშა. იმ დღის შემდეგ, მან თავისი პატარა ნაწილი დაკარგა. მეგობრებს თითქმის სძულდათ ალექსთან ერთად ყოფნა, იცოდა რომ ისინი ამას მხოლოდ თანაგრძნობით აკეთებდნენ. ის უხეში იყო, სწრაფად ბრაზდებოდა და უმეტესად დეპრესიული იყო. მშობლებს თავიდან თერაპისტთან დაჰყავდათ და ანტი დეპრესანტებს ასმევდნენ. ზომბივით მოძრაობდა. სარკეში ჩაიხედა და ამოიოხრა. ორი წლის მანძილზე სიმაღლეში გაიზარდა და უფრო კარგი აღნაგობა მიიღო. როდესაც სჭირდებოდა გონება გაეთიშა, დარბოდა ან სიმძიმეებს წევდა. ფიზიკური დატვირთვა ყველაფერს ავიწყებდა... უმეტესად. ალექსმა მჭიდრო მაისური გადაიცვა და შეისუნთქა აარონის სუნი. ისევ ის სუნი ჰქონდა... ოდნავ... აარონის ტკბილი სუნი. - რონი... - ჩურჩულით აღმოხდა. თვალები წყლით აევსო და ხელები მუშტებად შეკრა. არა, არა, არა, არ შეეძლო მასზე ეფიქრა. ყელიდან ტირილი აღმოხდა და ერთი ცრემლი სააბაზანოს იატაკს დაეცა. უკვე გვიანი იყო, ცრემლები შეუჩერებლად წამოუვიდა თვალებიდან. წინ და უკან ქანაობდა და თავი ხელებში ჩაერგო. მოგონებები თავს ახსენებდნენ. "- 911 გისმენთ? - ჩ-ჩემი ძმ-ძმა, ი-ის, ოჰ ღმერთო რონი! - სერ, უნდა გვითხრათ რა ხდება. - მათ, მათ წაიყ-ვანეს! მათ ჩემი ძ-ძმა წაიყვანეს! ის წწავიდა და მე არ ვიცი როგორ დავაბრუნოო! შეუჩერებლად ტიროდა. - სად ხართ? ჩვენს ხალხს ვგზავნით. ჩრდილები, ხალხი, ბევრი ხალხი, მშობლები ტიროდნენ, ალექსი ტიროდა. რატომ ტიროდა? ყოველთვის რონი იყო ის ვინც ტიროდა. რონი, რაღაც მოუვიდა რონის... -სად არის ჩემი ძმა? რა მოუვიდა მას? ვიღაცამ წაიყვანა! მისი დაბრუნება მინდა! - ალექს, ვინ წაიყვანა ის, გახსოვს მანქანის ნომერი? - ა-არა, მე, მე ვ-ვერ ვიხსენებ... თეთრი ფურგონი, ის ჭ-ჭუჭყიანი იყო. უფრო მეტ ცრემლებს ღვრიდა. - ორი კაცი მოვიდა და სცადეს წავეყვანეთ, მათ ჩემს რონის ატკინეს! მათ მას ატკინეს და ვერ შევძელი ამის შეჩერება! ლოდინი, წარმოუდგენელი ტკივილი, ლოდინი, ლოდინი, ლოდინი, მარტო ძილი. ტირილი. დამალვა. " " (ერთი წლის შემდეგ) -ალექს, უკვე ერთი წელი გავიდა. გამოდი მდგომარეობიდან, კარგი რა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ცხოვრება უნდა განაგრძო. ალექსი იდგა, ცრემლებისგან კანკალებდა და დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ორი წელი გაურბოდა, ისევ გონებაში დამალა. ცრუ ღიმილით, რომელსაც ყოველდღე ატარებდა, ოთახიდან გავიდა და სამზარეულოში შევიდა. - დილა მშვიდობის ალექს - მიესალმა დედამისი. მისმა პატარა დამ, ანალაინმა ხელი დაუქნია სკამიდან. - დილის მშვიდობა ლექსი - ანალაინმა გაიცინა. ალექსმა თვალები გადაატრიალა. ბავშვმა კარგად იცორა ზუსტად როგორ ერთქვა "დილა მშვიდობის" და "ალექს" მაგრამ არავის შეეძლო მისი დარწმუნება, გამოეყენებინა სრული სიტყვები, გარდა ერთი ადამიანისა, რომელსაც ეს შეეძლო, მაგრამ ის... ის იქ არ იყო. - დილა მშვიდობის, პატარა გოგო - ალექსმა თქვა, დაიხარა და ანალაინს თვალი ჩაუკრა. ანალაინი ერთადერთი იყო რომელსაც შეეძლო მისი გაღიმება. - დღეს სემი უნდა წამოვიყვანო დედა - გასძახა დედამისს მხარს ზემოდან როდესაც სამზარეულოდან გადიოდა. - მანქანა ფრთხილად ატარე! - ყოველთვის ფრთხილად ვატარებ - ალექსმა უპასუხა - არაფერია ისეთი რაც გონებას გამიფანტავს... - დაამატა ხმადაბლა. - ალექს - ბიჭი დედისკენ შებრუნდა. ქალი მაგიდას მიეყრდნო და თბილად შეხედა თავის შვილს. - რა ხდება დედა, უნდა წავიდე - ამოიბუზღუნა ალექსმა, შეშინებული იყო რაც უნდა მოესმინა. - ვიცი, უბრალოდ... - ქალმა ამოიოხრა და თვალები დახარა - ეს შენი ბრალი არ არის. ალექსმა ღრმად ჩაისუნქა, ვერაფერი მოუხერხა სიტყვებს რომელიც პირზე მოადგა და უპასუხა - ჰო დედა, ეს ჩემი ბრალია. ათასჯერ გითხარი, აზრი არ აქვს რას იტყვი, ეს ყოველთვის ჩემი ბრალი იქნება. ქალის სახეზე ტკივილი აღიბეჭდა. ალექსის მამა სახლში იშვიათად იყო. სამუშაო იშოვა და ცოლს გადააბარა პასუხისმგებლობა, მოევლო თავისი სამი წლის ქალიშვილისთვის და დეპრესიული თინეიჯერი ბიჭისთვის. ალექსმა იცოდა, დედამისს უმძიმდა და ამიტომ მის წინ მხიარულად იქცეოდა. მას არასდროს არ უნდოდა ვინმე აეღელვებინა. ღმერთო, მან უკვე საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენა ყველას. - ძვირფასო, ძალიან მიხარია რომ საუკეთესოს აკეთებ მის დასავიწყებლად. უკვე ორი წელი გავიდა, ანალაინს უყვარხარ, შენს მეგობრებს უყვარხარ, მამაშენს და მე გვიყვარხარ. შეიძლება დროა უბრალოდ დაივიწყო. არავინ გადანაშაულებს. - თანაგრძნობით გაუღიმა. თანაგრძნობა, რომელმაც გააღიზიანა ალექსი. ორი წელი, ჯანდაბა, ორი წელი გავიდა! ხალხს უნდა ავიწყდებოდეს ამ დროში ის ვინც უყვართ, მან ეს იცოდა! ბევრი ადამიანი ეუბნეოდა რომ წუხდნენ მისი დანაკარგის გამო... მისი დანაკარგის. ნუთუ ვერავინ ხვდებოდა? ერთადერთი მიზეზი, იმისა რომ ალექსი ცოცხალი იყო და არა მკვდარი სააბაზანოს იატაკზე ის იყო, რომ ძალიან, ძალიან მცირე შანსი არსებობდა, აარონი ცოცხალი ყოფილიყო. - დედა - თქვა მან ჩუმად, ნაღვლიანად, გატეხილი და დაკარგული ხმით. მას არასდროს უჩვენებია ქალისთვის თუ რამდენად დეპრესიული იყო სინამდვილეში - ოდესმე გიცდია გეცხოვრა ნახევარი სულით? დედამისი ცრემლებს ძლივს იკავებდა, ალექსმა დაინახა და ძალიან ღრმად, იცოდა რომ წუხდა რადგან ტკივილს აყენებდა. მას უბრალოდ არ შეეძლო იმ ღრმა და მტკივნეული ტანჯვისგან თავის დაღწევა. - ყოველ ღამე, ყოველ დაწყევლილ ღამეს ვხედავ მას, სისხლიანს, როგორ ყვირის. მესმის როგორ მიყვირის დასახმარებლად ისევ და ისევ, და ისევ. არ ვაკეთებ ყველაფერს მის დასავიწყებლად, დედა, ჩემი გონება ისეა არეული რომ სასაცილოც კი აღარაა. არაფერია, სრულიად არაფერი იმისთვის რომ მისი "დავიწყება" შევძლო. ყველაფრის ნახევარიც კი არ იცი. ის... ის ჩემი მთლიანი სამყარო იყო. ალექსმა ცრემლები აღმოხდა და სახლი დატოვა. არ შეეძლო ერთი წუთიც იქ გაჩერება, არ შეეძლო ენახა დედამისის სახე. ანალაინმა ყვირილი დაიწყო დედამისის უყურადღებობის გამო. ალექსმა კარი გაიხურა ზურგსუკან და მანქანაში ჩაჯდა. დილით ძლივს ქოქავდა, მაგრამ არაუშავდა. ბოლოს და ბოლოს ეს ავტობუსი არ იყო. ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლები მოიწმინდა თვალებიდან. ჩვეულებრივი დღეა, ჩვეულებრივი დღე, მორჩი ალექს, ეუბნევოდა თავის თავს. მორჩი. მანქანა ადგილიდან დაძრა და სემის სახლისკენ გაემართა. ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდა მაგრამ მისი მანქანა გაფუჭდა ორი ღამის წინ, ალექსმა კი წაყვანა შესთავაზა. - სალამი ფუნთუშა - გოგო ღიმილით ჩახტა და მანქანა შეინჯღრა. - ვოაჰ - მიუბრუნდა ალექსი - ფრთხილად მოხუც გოგოსთან, უკეთესი დღეებიც ჰქონია. საჭეს ხელი სიყვარულით გადაუსვა და სემიმ გაიცინა. - უბრალოდ წადი, პაული და ჯენი უკვე გველოდებიან. რადიო ჩართო და წავიდნენ. ათ წუთში სკოლაში იყვნენ და მანქანიდან გადმოხტნენ. ალექსი გასაღებს თითებით ატრიალებდა. ჯენის და პაულს შეხვდნენ. - რაშვრები ძმაო - პაულმა ჰკითხა ალექსს, რომელმაც უბრალოდ თავი დააქნია. პაულმა თამბაქოს მოწევა დაიწყო და ცუდი სუნი ასდიოდა. ცოტა ხანს ილაპარაკეს და შემდეგ შენობაში შევიდნენ. - ჰეი, ხვალ ღამე ჯეისთან წვეულებაა - თქვა პაულმა - ყველანი უნდა წამოხვიდეთ. - მეწყვილეები გვჭირდება? - ჯენიმ იკითხა. - ცუდია რომ ალექსი გეია, საკმაოდ სექსუალურია წვეულებისთვის, შესაძლოა მთელ სკოლაში ყველაზე სექსუალური - სემიმ ამოიოხრა. ალექსმა ხუმრობით მხარზე დაარტყა. თავის მეგობრებს ამის შესახებ ერთი წლის წინ უთხრა, მას შემდეგ რაც სემიმ აღიარა რომ მოსწონდა და ყველაფერი უხერხული გახდა. მშობლებისთვის არ უთქვამს. რატომღაც... ვიღაცის... გარეშე ეს ძნელი იყო. - როდიდან გჭირდება მეწყვილე ფართიზე? ალბათ ვიღაც შემთხვევით ბიჭთან დაამთავრებ ბოლოს ჯენ - ალექსმა მხარი მისცხო. ჯენიმ დაცინვით უპასუხა - მე მორალების ქალი ვარ, ალექსანდერ ვრაით! - ჰო და მაინტერესებს წინა ღამით თუ უთხარი, ჯეიკ ლონსტრონგს ამ მორალების შესახებ - თქვა პაულმა. ყველამ გაიცინა. დანარჩენმა დღემ სწრაფად ჩაიარა, როგორც სხვა ჩვეულებრივმა დღეებმა. ალექსი ყველას მოჩვენებით უღიმოდა, თავს აქნევდა უაზრო კომენტარებზე და თავი გამოიჭირა, როდესაც თავის ჩასაკეტ კარადას უყურებდა დღის ბოლოს. - უნდა წავიდე ესპანურის ტესტზე, ორშაბათს გამოვტოვე, დამელოდე კარგი? - სთხოვა სემიმ. ალექსმა თავი დაუქნია, სემი მისი მეგობარი იყო მეხუთე კლასიდან და ისწავლა გოგონას ენთუზიაზმთან შეგუება. - დააააა, შენ არ მოდიხარ ფართიზე არა? - ნაღვლიანი ხმით ჰკითხა. ალექსმა ამოიოხრა და თავი გააქნია, გოგონა შეტრიალდა და წავიდა. ის კარადას მიეყრდნო და იატაკზე ჩასრიალდა. ფიქრობდა აარონი თუ მჯდარა იქ, სადაც ის ახლა იჯდა. უეცრად ადგა და სიარული დაიწყო დერეფანში. ლიტერატურის კაბინეტისკენ წავიდა. რამდენიმე ბავშვი ისევ დარჩენილიყო, უმეტესად დაწყებითების. ალექსი ნაცნობი საკლასო ოთახის წინ შეჩერდა, მეხუთე გაკვეთილად ჰქონდა და ცდილობდა თავი აერიდებინა დასწრებისთვის. მაგრამ დღეს, იმ წუთში, მას სჭირდებოდა ვიღაც ვინც გაუგებდა. -ალექს? აქ რას აკეთებ? - მისტერ ჩევისმა ჰკითხა თავისი მერხიდან სადაც კალმები, ფურცლები და სხვა საკანცელარიო ნივთები იყო მიმოფანტული. - ზუსტად არ ვიცი - ალექსმა თქვა წყნარად, ოთახში შევიდა და მასწავლებელთან ახლოს დაჯდა - მე... მისტერ ჩევისმა ამოიოხრა და ფურცლები მაგიდაზე დააწყო - ალექს?. - ორი წელი გავიდა... ის არ იყო ახლოს მისტერ ჩევისთან, აარონისგან განსხვავებით. ეხლა როდესაც ამ კაცს ხედავდა კლასის გარეთ, ამან გაახსენა დრო, როდესაც საკლასო ოთახში მიდიოდა აარონის საპოვნელად, რომელიც მასწავლებელს ელაპარაკებოდა. მისტერ ჩევისმა ალექს უემოციო სახით შეხედა - მითხარი. ალექსი გატყდა, სახეზე უკონტროლოდ ჩამოსდიოდა ცრემლები. სასოწარკვეთამ შეიპყრო და მთლიანად თავზარი დასცა. რონი აღარ იყო. - აღარ ვ-ვ-ვიცი. ისინი ამბობენ რომ ის-ის მკვდარია და ა-არ ვიცი თუ მართალი-ია, მა-მაგრამ სანამ არ მაჩვენებენ სხეულს, არ დავნებდები! ეს საშინლად მტკივა, მისტერ ჩევის, მე ის მჭირდება ა-აქ, ჩემს გვერდი-ით! - ალექსი სახეზე ხელებაფარებული ტიროდა. მასწავლებელი ცრემლების ზღვარზე იყო, როდესაც დაინახა კალათბურთის ვარსკვლავის, ამ ახალგაზრდა, ძლიერი, ლამაზი ბიჭის მის წინ გატეხვა. - ოჰ ალექს, ისინი იპოვიან მას, ის სადღაც გარეთაა. აარონი ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი, ის ვერ იქნება მკვდარი, მან უბრალოდ დაგტოვა - მისტერ ჩევისს სძულდა ამ გამოუსადეგარი კომფორტის შექმნა ბიჭისთვის. ალექსმა თავი ასწია და ტუჩზე იკბინა - მა-მადლობა ამის თქმისთვის. მ-მაგრამ ვიცი ამას არ ფიქრობთ. სიჩუმე ჩამოვარდა.. - მე ის მიყვარდა - ალექსმა ბოლოს მოახერხა ხმადაბლა ეთქვა - არა, მე ის მიყვარს, ეხლანდელ დროში. მისტერ ჩევისმა თავი დაუქნია - ვიცი. შეიძლება ბიოლოგიური არა მაგრამ მისი ძმა იყავი, რათქმაუნდა შენ ის გიყვარდა. ალექსმა თავი გააქნია, ცრემლები აწითლებულ სახეზე ჩამოსდიოდა, სასოწარკვეთილი იყო, უნდოდა ვინმეს სიმართლე სცოდნოდა - არა, თქვენ ვერ მიხვდით. მე, მე ის მიყვარდა. არა როგორც ძმური სიყვარულით. მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით. როგორც სიყვარული რომელზედ მინდა დავქორწინდე. მე ის მიყვარდა. მისტერ ჩევისი შოკირებული უყურებდა ბიჭს. ოჰ მშვენიერია, ეს გავაკეთე - ფიქრობდა ალექსი - ახლა ის დედას ეტყვის და სადმე გამგზავნიან და დამაპატიმრებენ. ამას არაფერი ეშველებოდა, ვინმეს უნდა სცოდნოდა. ენატრებოდა აარონი ისეთი ძალით, რომ არ შეეძლო ეს ვინმესთვის არ ეთქვა. - გასაგებია - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისტერ ჩევისმა. ალექსმა თავი გააქნია - ღმერთო, მაპატიეთ, არუნდა მეთქვა არაფერი. თქვენ მასწავლებელი ხართ, ჯანდაბა, მასწავლებელი და არა მრჩეველი, რა იდიოტი ვარ - თითები თმაში შეიცურა - მაპატიეთ მისტერ ჩევის, უბრალოდ.. არავინაა ისეთი ვისთანაც მისვლა შემიძლია... მისტერ ჩევისმა უეცრად მხარზე ხელი დაადო. - ბრაისი დამიძახე. მეგობრები ესე მეძახიან - უთხრა წყნარად ალექსს და ჩაიხუტა. ბიჭმა ტირილი დაიწყო და მასწავლებლის მხრებს მოეჭიდა ისე, თითქოს მამამისი ყოფილიყო. ადამიანის შეხება სჭირდებოდა, ის ამისთვის ილტვოდა, სჭირდებოდა ვიღაცის სიყვარული ეგრძნო. თუნდაც რამდენიმე წუთით. აარონი მისი ცხოვრება იყო. დღე არ გავიდოდა მას რომ არ შეხებოდა, არ ენახა, არ ეკოცნა მისთვის. ისინი დაბადებიდან ერთად იყვნენ. - არ მაქვს ამასთან პრობლემა ალექს, არ მაქვს პრობლემა. მკლავს შენი ტკივილის დანახვა, შენი დანაკარგის, შენი ძმის გარეშე ცხოვრება, შენი საუკეთესო მეგობრის და შენი სიყვარულის. მას ესმოდა. მას ესმოდა! ალექსი ტიროდა და ტიროდა. ძლივს, შეეძლო ვიღაცის მხარზე ეტირა. - მა-მადლობა - ამოახველა და ჰაერი ჩაისუნთქა. მისტერ ჩევისი ჩაეხუტა ბიჭს, როგორც შვილს ჩაეხუტებოდა. გონებაში ალექსის ძმის სახე ამოუტივტივდა. " აარონ, ეს შენს სახეზე ჩანს და ისმის შენს საუბარში. ვერ ავხსნი, მხოლოდ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, ვისაც ნამდვილი სიყვარულით უყვართ ვიღაც." მისტერ ჩევისმა უკვე იცოდა, ბიჭი თავის ნახევარძმაზე იყო შეყვარებული. ღრმა, შეუცნობელი გამომეტყველება მის სახეზე ამას ნიშნავდა. ალექსს უფრო ძლიერად ჩაეხუტა, ნატრობდა შესძლებოდა ბიჭის ტკივილის ნახევარი მაინც წაეღო. ბიჭი ზედმეტად ახალგაზრდა იყო, ზედმეტად ახალგაზრდა ასეთი დანაკარგი რომ ეგრძნო. უბრალოდ ნატრობდა აარონი კარგად ყოფილიყო, თავისი და თავისი ძმის გამო მაინც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.