შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (6)


4-11-2016, 20:11
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 013

დღეები ნელნელა გადიოდა, ვიკა კი კვლავ იმ მოგონებას ებღაუჭებოდა რომელიც სულ რამოდენიმე დღისწინ გამოჩნდა მის გონებაშე. ვაჩე როგორც ყოველთვის თავს სოფოთი ირთობდა, იცოდა რომ ეს არასწორი იყო, თუმცა გასასამართლებელ საბუთად იმას მოიყვანდა რომ კაცია და სხვაგვარად გაგიჟდებოდა, ვიკას ასეთ შეცვლილს და გადასხვანაირებულს ვერ აღიქვავდა მართებულად, ამიტომ სოფოსთან იხარჯებოდა მთლიანად და თავის გულისტკივილს მასთან სხვადასხვა ხერხებით გამოხატავდა. ლაშა და გიორგი არ უწონებდნენ მის საქციელს თუმცაღა იცოდნენ არღვლიანის ხასიათი და თავს ანებებდნენ, ლანა როგორც ყოველთვის თავს დასტრიალებდა ვიკას და ყველა დეტალს უყვებოდა, უნდოდა მისი ძველი დაქალი მასთან დროულად დაბრუნებულიყო და ამის გამო ყველაფერს აკეთებდა.

-და მაინც რატომ გაგახსენდა ვაჩე? ამაზე არ გიფიქრია?.ფსიქოლოგის კაბინეტში იჯდა და ცდილობდა პასუხი მოეძებნა ამ კითხვაზე რომელიც უკვე სამჯერ დააიგნორა.-მიპასუხე ვიკა, ეს მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება, ეს კარგად იცი.
-ყოველდღე ამაზე მეფიქრება.ძლივსძლივობით ამოღერღა გოგონამ.
-და მერე დასკვნა გამოიტანე? რატომ მაინცდამაინც ვაჩე?.
-ლანამ მითხრა რომ მიყვარდა.
-გიყვარდა?.
-ხო მიყვარდა, რამე ვთქვი არასწორად?.
-არა, სწორად თქვი და ახლა რას გრძნობ მის მიმართ?.
-აჯაფსანდალი მაქვს თავში, როცა მას ვხედავ, თითქოს წინა ვიკა მეძახის რაღაცას მაგრამ არმესმის, მაგრამ როცა ვერვგებულობ მის ნალაპარაკებს ეხლანდელ ვიკას თავში ვიხედები და მეუბნება რომ არა! მას რომ ვუყვარდე არიქნებოდა იმ გოგოსთან.
-ამას ნერვიულობის გამო აკეთებს, ასე ამართლებს მის საქციელს.
-მას ელაპარაკეთ? რამე უთხარით?.
-ვიცი მისნაირი ბიჭები როგორები არიან.
-საშინლად მაღიზიანებს მისი საქციელი, ზოგჯერ სურვილი მიჩნდება ხელები ყელზე მოვუჭირო დამთელი ხმით დავუყვირო „ამას რატომ აკეთებ?“.ემოციებისგან ხელები აუკანკალდა და მუშტი შეკრა.
-თავი აკონტროლე, კონცენტრაცია იმაზე მოახდინე რომ უნდა გაიხსენო ყველაფერი რაც წარსულში მოხვდა.
-მეც ვცდილობ მაგრამ სულ ვაჩე მიტრიალებს თავში, ჩემთვის ის როგორვთქვა ამოუხსნელი მაგალითია.
-მასზე არ უნდა ფიქრობდე ამდენს სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება.
-წეღან არ ვფიქრობდი თუმცა საუბარი თქვენ წამოიწყეთ.
-ეს იმიტომ რომ მასზე უნდა ილაპარაკო, შენს გონებაში არუნდა ჩაკეტო, ვინმეს უნდა მოუყვე, მაგალითად ლანას.
-ის ძალიან კარგი გოგოა მაგრამ არვიცი.
-ვერეჩვევი, თავიდან იცნობ, ამიტომ ემოციებსაც ვერ ამჟღავნებ.
-როცა რამე მემართება უბრალოდ ვდუმვარ, ჩემთვის ვინახავ ყველაფერს.
-ემოციების გამოხატვა აუცილებელია.
-ვიცინი ხოლმე.
-მარტო სიცილი არკმარა, იყვირე, იტირე, იჩხუბე ყველაფერი გააკეთე რაც შენს ყველანაირ გრძნობას წარმოაჩენს.
-მათ გიჟი ვეგონები.
-ისინი გიცნობენ, იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია, მთელი ცხოვრებაა გიცნობენ და გვერდით გიდგანან, მათ ვერაფრით გააკვირვებ.
-მრცხვენია.
-ხოდა შეეცადე არ შეგრცხვეს.

-აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა კონსულტაციამ?.სახლში მისულს ლაშა შეხვდა კარებში.
-მშვენივრად.მკრთალად გაიღიმა და კიბეებს აუყვა.
-ხო შეჭამ? საღამოს გასეირნებას ვაპირებთ.უკან აყვა გოგონას.
-სად?.
-სადაც მუსიკა იქნება, ვიცეკვოთ და რამე.
-საცეკვაოდ? კლუბზე ლაპარაკობ?.
-ხო კლუბზე ვლაპარაკობ.
-რომ დავრჩე?.
-ვიკუსიაა მომისმინე, სულ სახლში და ფსიქოლოგთან ვერ ივლი უნდა გაიარო გამოიარო იქნებ ყველაფერი გაგახსენდეს.
-კარგი ჰო.
-საჭმელი მზადაა და გელოდები უშენოდ ხოიცი ვერვჭამ.
-კარგი. თავი დაუქნია და ოთახში შევიდა. მოსაღამოვდა, ამასობაში ლანაც შეუერთდა და კარადის წინ დააყენა, დიდიხანი ურჩევდა რა უნდა ჩაეცვა მაგრამ ბოლოს როგორც იქნაა ხმა ამოიღო და კარადაში თვითონ შეძვრა. შავი ნაჭრის შარვალი ჩაიცვა ზემოდან იმავე ფერის ტოპი გადაიცვა და ფეხზე მაღალქუსლიანები მოირგო, თმა ლანას დახმარებით გაისწორა და მაკიაჟიც გაიკეთა.
-პერფექტო.მხიარულად დაიღიღინა ლანამ.
-წავედით?.ისევ მკრალი ღიმილით შემოიარგლა ვიკა.
-ხო აბა რა.ჩანთა აიღო და დაქალთან ერთად მისაღებში გავიდა. გიორგი და ლაშა დაბლა იყვნენ, გაოცებული მზერით შეათვალიერეს გოგონები და გზას ისე გაუყვნენ. კლუბში მისვლისთანავე გარეთ ვაჩე შენიშნა, გარეთ იდგა და მათ ელოდებოდა. დიდი რიგი იყო კართან თუმცა ბიჭებმა ერთი რაღაც ჩასჩურჩულეს დაცვას და ამიტომ წამებში უკვე დარბაზში აღმოჩნდნენ. დროს კარგად ატარებდნენ ვიკას გამოკლებით. ჩემია ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ ალკოჰოლურ სითხეს წრუპავდა და დარბაზში მყოფ მოცეკვავე ხალხს აკვიდებოდა.
-შენს სიჩუმეს არვარ მიჩვეული.გვერდით მიუჯდა ვაჩე და ხელები მაგიდაზე შემოაწყო.
-რატო?.
-ადრე სულ მეტლიკინებოდი.
-მართლა?.
-ხო მართლა, მაგრამ უნდა ვაღიარო არ გამოგდიოდა ყოველთვის მე ვიმარჯვებდი.
-ახლა აღარ მიკვირს რატომაც გეტლიკინებოდი.
-იმედია უფრო ჭკვიანი იქნები ვიდრე ადრე.
-თავი გამანებე.
-მეტისმეტად მტკიცედ მითხარი, ადრე სულ სხვანაირად მეუბნებოდი.
-ეგ ადრე იყო ახლა სხვანაირად იქნება.
-შენ რაიცი ადრე რა როგორ იყო, იქნებ მე გატყუებ და ადრე უფრო მტკიცე იყავი.
-ვაიმე რაგინდა ადამიანო?.
-არაფერი.ჩაწითლებულ თვალებში რომ ჩახედა წამიერად აარიდა მზერა და გაუჩინარდა.
-წამო ვიცეკვოთ.მასთან ლაშა მივიდა ფეხზე წამოაყენა და საცეკვაოდ გაიწვია. ვერც ცეკვას და ვერც მუსიკას გულს ვერ უდებდა, ისევ მის ჩაწითლებულ თვალებზე ფიქრობდა, მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი მისთვის ამიტომ უცებ მოშორდა და გგარეთ გავიდა.-ვატყობ ცუდადხარ, ჯობია სახლში წავიდეთ. უკან გაყვა ლაშა.
-ძალიან გამახარებ ასე თუ იზავ.
-წამო ჩანთა აიღე მეკი მათე ვეტყვი ყველაფერს.
-კარგი.თავი დახარა და ისე შევიდა ხალხისგან გადაჭედილ ოთახში.ამაზრზენად ეჩვენებოდა ის რომ ამდენი ბიჭის ამაზრზენ სახეს ხედავდა რომელთა გამომეტყველებოდან ერთი რამ იკითხებოდა „გარყვნილება“. საოცრად უკვირდა ასეთ ადგილებში თუ ოდესმე დადიოდა მაგრამ რაექნა უკვე იმდენი მარე იყო მისი წარსულიდან გასაოგნებელი და გადასხვანაირებული რომ ნელნელა ეჩვეოდა. მორცხვად აირო შავი კლაჩი და თავის მეგობრებს უკან აედევნა. ყველამ ლაშასთან გადაწყვირეს წასვლა, ღამოს 4 საათი იყო და აზრი არ ჰქონდა თავის სახლებში რომ წასულიყვნენ. გზაში კინაღამ ჩაეძინა თუმცა ლამპიონებმა იმდენად შეაწუხეს რომ მოფხიზლდა კიდეც. მანქანიდან რომ გადავიდა ვიღაც 2 ბიჭი მოლანდა, ლაშა გიორგი და ვაჩე მათთან მივიდნენ გოგონები კი მანქანასთან დადგნენ. რა ჯანდაბა ხდებოდა!
ვერგაეგოთ ვერცერთს, ლანასაც და ვიკასაც აინტერესებდათ მაგრამ ვერცერთს ვერ გაეგოთ, ვიკა ვერც სახეებს ხედავდა ბიჭებისას, მაგრამ აზრი? მაინც ვერ იცნობდა.
-გიორგი რახდება?.ლანამ ვერ მოითმინა, ხმამაღლა გასძახა თავის შეყვარებულს.
-არაფერი ადით თქვენ სახლში.
-დარწმუნებული ხარ რომ ესენი მარტო უნდა დავტოვოთ?.ამოიკრუსუნა ვიკამ.
-მგონი რაღაც ხდება.
-გიორგი.ისევ გასძახა ლანამ. მათკენ ვაჩე წამოვიდა.-რახდება?.
-გოგოებო ადით თქვენ.
-არავალთ სანამ არგვეტყვი რახდება.მკაცრი ინტონაცია გაურია ვიკამ ნათქვამში.
-ადით და მერე გეტყვით, მოიცა მე გამოგყვებით. ბნელ სდარბაზოს გახედა.და გოგონები ააცილა.
-ვაჩე რახდება?.კართან მდგომმა ვიკამ კითხა.
-ეს ბიჭების საქმეა.
-ხოარაფერს დაგიშავებთ?.თვალცრემლიანმა გადახედა ვაჩეს.
-ჩვენ?.საყვარლად ჩაიცინა.-ჩვენ ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს.
-და რომ დაგიშაონ?.
-წადი შედი და დაიძინე.ხელით შეიყვანა სალში და კარი მიუხურა.

საბოლოოდ ბიჭებიც ნახევარ საათში ავიდნენ, ასე თქვეს ჩვენი ძმაკაცი დაიჭირესო და მაგის ძმები იყვნენ მოსულებიო, გოგონებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ ამიტომ დაიჯერეს. დილას მაინც ადრე გაეღვიძათ, ვიკას არც კი ძინებია, დილას 6 საათზე მისაღებში ჩავიდა და აივანზე მოკალათდა ყავით ხელში, იქ კი ჩაეძინა ნახევარი საათით მაგრამ ეგ არაფერი ყავაც არ გაცივდა ამიტომ ვითომც არაფერი ისე გააგრძელა სმა. რვის წუთები იყო როცა ვაჩე გამოვიდა აივანზე, გარეთ გაიხედა და ღრმად ამოისუნთქა, უკმაყოფილოდ მოჭმუხნა წარბები როცა ცას ახედა.
-რაიყო?.თერმოსი ძირს დადგა და ბიჭს ახედა.
-ეს რა ამინდია კაცო.კეფა მოიქავა და ცალი მხრით კედელს მიეყრდნო ხელები კი გულზე გადაიჯვარედინა.
-რატო ძალიან კარგი ამინდია.
-შენ ადრეც გიყვარდა ეს ამინდი.
-რა დამთხვევაა.ირონიულად ჩაიღიმა.
-რა მოგწონს ამ ამინდში?.
-ის რომ მზე არაა, ის რომ გრილა და შემიძლია ჟაკეტი ჩავიცვა.
-მაგარია.ქვედა ტუჩი გადმოატრიალა და ისევ ცას ახედა.
-ძინავთ?.
-ჰო.დაამთქნარა და პირზე ხელი აიფარა.
დუმილი!...... დიდხნიანი დუმილი!
ორივე უმისამართოდ აცეცებდა თვალებს და ხმას არცერთი იღებდა. მართლაც რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, ბოლოს ეს რამდენიმე წუთიანი დუმილი ვაჩემ დაარღვია.
-ლანამ ყველაფერი მოგიყვა არა?.
-რაზე მეუბნები?.
-ჩვენზე.
-ჩვენზე?.
-ხო, ის გითხრა რომ მომწონხარ?.
-კი მითხრა.
-შენც მოგწონდი, მოგწონვარ თუ რაცარის.
-როგორც ვიცი მომწონდი.
-ახლა?.
-რა ახლა?.
-ახლა რას გრძნობ ჩემს მიმართ?.
-მეე? არვიცი.
-ეგარიცი რასგრძნობ?.ალმაცერად გადაათვალიერა გოგონა და ცალყბად ჩაიღიმა.
-და შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ?.ეშმაკურად გადახედა ბიჭს.
-მიყვარხარ!.ექოსავით ჩაესმა ეს სიტყვები გოგონას, არელოდა ამპასუხს. ვერგაეგო მისი ნათქვამი დაეჯერებინა თუ არა თუმცა ისეთი სახე ჰქონდა რომ ხუმრობით ნამდვილად ვერ იტყოდა.
-თუგიყვარვარ სოფოსთან რატომ ხარ?.
-ვიცოდი რომ მაგას მკითხავდი.
-ხოდა გეკითხები.
-სოფო არავინაა შენ კი სხვახარ.
-ხო მერე მევიქნები არავინ და ვინმე გოგო იქნება სხვა.
-არა შენ იმენა სხვახარ.
-მე ვიკა ვარ.
-სწორედაც! ვიკა რომ ხარ მაგიტო მიყვარხარ.
-მე ახალი ვიკა ვარ.
-არა გულის სიღრმეში ზუსტად ის ვიკა ხარ.
-ჯობია შენს გრძნობებში გაერკვე.ფეხზე წამოდგა და სახლში შესვლა დააპირა.
-უკვე გავერკვიე.ხელი ჩაავლო და სხეულზე აიკრო.
-შენ რომ შენს გრძნობებში გარკვეული იყო სოფოსთან არ იქნებოდი.
-ხოდა აღარ ვარ მასთან.
-წინა დღეებში ხომ იყავი.
-ამას ვერგაიგებ.
-ხო არმესმის! საერთოდ არაფერი მესმის! როგორ შეგიძლია იყო ასეთი?! ერთწუთას მეუბნები რომ გიყვარვარ და მერე სოფოსთან გარბიხარ!.
-შენ გიყვარვარ?.
-რაა? გესმის მაინც რას მეკითხები?.
-მითხარი ახლავე!.მკლავში ხელი ძლიერად მოუჭირა.
-არა არ მიყვარხარ!.
-ნუ იტყუები!.
-არვიტყუები!.
-ვიკა!.
-ვაჩე!.
-ხომ შეგიძლია შენი სიამაყე გვერდით გადადო და მითხრა რასაც გრძნობ.
-შენც შეგეძლო ასე გაგეკეთებინა მაგრამ სხვასთან გაიქეეცი ახლა კი თავი გამანებე.თავი გაინთავისუფლა და თავის ოთახში სერბილით ავარდა. ვერ გაიაზრა მის თავს რახდებოდა, არც ის იცოდა რა გაეკეეთებინა. გული კი ტკიოდა მაგრამ სიბრაზისგანაც ადამიანს აღარ გავდა. თავის თავით ამაყობდა რომ ხელებში არ ჩაადნა და სიყვარულით სავსე თვალებით არ ახედა. გული კი საშინლად ჰჰქონდა მაგრამ თავი ხელში აიყვანა და იქამდე დაიცადა სანამ ოთახში თავის ბალიშთან მარტო არ დარჩებოდა. მთელი დღის განმავლობაში თავი მოიკატუნა ვითომ ეძინა ამიტომ არავის შეუწუხებია, სინამდვილეში არცაა გასაკვრი ოთახში გაუნძრევლად იწვა და მუსიკებს უსმენდა. მოეწონა ერთი სიმღერა თანაც განსაკუთრებულად. მოსწონდა მუსიკის მოსმენის თანხლებით ფიქრი, წარსულს ვერ იხსენებდა რამე კარგი დღეები რომ მოგონებოდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს, ვაჩე რომ მივიდა მასთან და მთელი ძალით მოხვია ხელები. თვალებს ხუჭავდა და შავი ფონის მაგივრად ის კადრი ედგა თვალწინ თუ როგორ იყო სასურველ მამაკაცზე აკრული, რომ ახელდა ყველაფერი იკარგებოდა. საათს რომ დახედა საღამოს ცხრის წუთები იყო, ფეხზე ზლოზინით წამოდგა და შორტი ამოიცვა ზემოდან წვრილბრეტელიანი მაისური გადაიცვა და ჟაკეტიც მოიხურა. ნელი ნაბიჯებით გავიდა მისაღებ ოთახში და ყველას გაუღიმა.
-მეთქი ძილში გაიპარათქო.სიცილით აღმოხვრა გიოს.
-ნუდარდობ აქვარ არსად გავპარულვარ. მდივანზე კონფორტულად მოკალათდა და ყავის ჭიქა აიღო.
-პახმელიაზე ხოარახარ?.
-არა გუშინ თითქმის არ დამილევია.მხრები აიჩეჩა ვიკამ.
-შენ რა ეგ მარტო ფორთოხლის წვენი ხოარ გეგონა მაგაში ალკოჰოლი იყო გარეული.
-უი მართლა?.თვალები გააფართოვა.
-ხო მართლა.ცოტახანში ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, დენდარტყულივით მივიდა ვაჩე და მობილური ხელში ააფრიალა, ეკრანს რომ დახედა სახე შეეცვალა და გათიშა. შემდეგ ისევ გაისმა ზარის ხმა და გააფთრებულმა უპასუხა. აივანზე გიჟივით გავარდა და კარი მოიჯახუნა.
-ვინიყო?.ინტერესით გადახედა გიომ ლაშას.
-ვინიქნებოდა სოფო.უკმაყოფილოდ ჩაიღიმა ლაშამაც. ამის გაგონებაზე ფეხზე წამოხტა ვიკა და აივნისკენ დაიძრა. კარი ბრთხილად გააღო და ვაჩესთან მივიდა.
-ვერგაიგე რას გეუბნები? დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან!.ბოხი ხმით ხმამაღლა ესაუბრებოდა სოფოს.-სულ ფეხებზე **იდია, რაცგინდა ისქენი არმაინტერესებს მოიკლავ თავს და მოიკალი.ხელებს რკინის მოაჯირს ურტყავდა.-რა? ხოარ გაგიჟდი? რეებს ბოდავ.თავზე ნერვიულად ისვავდა ხელს და ვიკას ვერც კი ამჩნევდა.-კარგი ხო, კარგი თანახმა ვარ, ასე იყოს.ბოლოს დამშვიდებულმა ძლივს ამოიოხრა.-ჩემს სახლში დაგელოდები, იცოდე არდააგვიანო, ხომიცი არმიყვარს როცა.. კარგი დროებით.ტელეფონი გათიშა და ნერვიულად ჩაიღიმა. მისი ეს საუბარი ვიკამ თავიდან ბოლომდე მოისმინა, იმედი ჰქონდა რომ ვაჩეს დაანახებბდა რომ არასწორად იქცეოდა მაგრამ იმედი გაუცრუვდა, გულში დიდი ბზარი იგრძნო და გახშირებული სინთქავდა.
-ასეც ვიცოდი, წადი შენი გოგო გელოდება.ირონიულად ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა, აცრემლიანებულმა სირბილით გაირბინა თითოეული ოთახი და სადარბაზოს კიბეებს ჩაუყვა. უკნიდან ვაჩეს ხმა ესმოდა, მიხვდა რომ უკან მოსევდა ამიტომ სირბილს აუჩქარა და ეზოშიც გავიდა, არიცოდა სად უნდა წასულიყო ამიტომ ერთ ადგილას გაჩერდა და მიხედ მოიხედა, ვერგაეგო რაექნა ირგვლივ არავინ იყო თავი კოშმარში ეგონა, სასწრაფოდ უნდა გაეღვიძა რომ ყველაფერი თავის ადგილას დამდგარიყო მაგრამ ვერქნა.თავზე ხელები მიიბჯინა და ძლიერად მოიჭირა, ტკივილისგან ხმადაბლა დაიყვირა მაგრამ მაინც უშედეგოდ, თავგზაარეული, უპატრონო ბავშვივით ეძებდა საშველს მაგრამ ევრაფერს აკეთებდა, ბოლოს იგრძნო როგო გადაეღობა წინ ვაჩე და ხელები სახეზე მოკიდა.
-ვიკა მომისმინე მე ის უბრალოდ ყველაფერი უნდა დავამთავრო მასთან.
-რით გამოსამშვიდობებელი სექსით არა?.
-რეებს ბოდვ გოგო? უბრალოდ ყველაფერი უნდა დავასრულოთქო.
-რა აზრი აქვს წადი თუგინდა სულ მასთან იყავი.
-როგორ თუ არავითარი აზრი აქვს.
-ფეხებზე **იდია რაც ინდათ ის ქენით, მე შენ არ მიყვარხარ ასერომ წადი მასთან.
-არგიყვარხარ?.
-ხო არმიყვარხარ.
-რატო?!.გაღიზიანებულმა მთელს ხმაზე იღრიალა.
-იმიტომ.
-ხომ გიყვარდი?.
-ეგ ადრე იყო.
-ხოდა ახლიდან შემიყვარე.ემოციებისგან დაცლილმა ვეღარ მოითმინა და მის ტუჩებს მთელი ძალით დააკვდა. საოცარი შეგრძნება დაეუფლა ვიკას როდესაც მისი ტუჩების გემო მთელი არსებით შეიგრძნო.მუცელში მთელმა ფლორამ და ფაუნამ მოიყარეს თავი, გული კი გამალებით ძგერდა, ვერგაეგო ეს სიყვარულისგან გამოწვეული შეგრძნება იყო თუ უბრალოდ ემოციებმა გამოიწვია ეს ყოველივე, თუმცა ორი რამ დანამდვილებით იცოდა, ერთი ის რომ ეს კოცნა მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებოდა და მეორე ის რომ ის ადამიანი იყო რომელმაც ზუსტად იმ მომენტში იგრძნო რომ მისი ცხოვრება მართლაც რომ მშევენიერია.გაოცებული იდგა ვაჩეს წინ და გაბრუებული თავს ძლივს იკავებდა რომ ფეხზე მდგარიყო, ბოლოს ეს ყველაფერი მისთვის პიკად იქცა და გული წაუვიდა.

ღვთაებრივი,როგორი გამორჩეული და ღვარძლიანი სიტყვაა, თან რაკარგად ჯდება წინადადებაში. „ღვთაებრივი შეგრძნება მივიღე როცა ვაჩეს ვაკოცე“ ასე ამბობდა მისი გონება მთელი 2 დღის განმავლობაში. თითქოს ამ კოცნამ ტვინი აუმუშავა, მთელი ორი დღის განმავლობაში გაახსენდა ყველაფერი. სასწაულია არა?. ვერგაეგო ეს ამბავი უნდა გახარებოდა თუ საწყეენად მიეღო. ისევ გაურკვევლობაში იყო და აზრი?. მშობლები 5 დღეში აპირებდნენ ჩამოსვლას, ამიტომ მზად უნდა ყოფილიყო ყველაფერი რომ მოეყოლა. ავარიაც გაახსენდა, ყველაფერმა ისე უცებ მოიყარა მის გონებაში თავი რომ გაგიჟების პირას იყო. ყოველდილას ყვირილით ეღვიძებოდა და მთელ სამეზობოს მის სახლში ყრიდა.

8888888888888888888888

რა მწარე იყო ეს ყველაფერი. როგორ ცუდად დამამახსოვრდა ყოველივე. თვალებს ვხუჭავ და ის მომენტი მახსენდება თუ როგორ შევასკდი სატვირთოს. წინ ვიჯექი და ამიტომ ყველააზე მეტად მე დავშავდი, ის საშინელი შეგრძნება ახლაც მაწუხებს, ახლაც ვგრძნობ თავის ძლიერ ტკივილს, მაგრამ ვფიქრობ რომ ფსიქოსომატურია და ამიტომ ხშირად ვიღებ დამამშვიდებლებს.
ვაჩე!
ჯანდაბა ისევ ის!!
ვიცი რომ სოფოს დაშორდა თუმცა ეს იმ საშინელ ტკივილს არცვლის. არმაინტერესებს. უბრალოდ მენატრება თუმცა თავს ვიკავებ. არ არის იმის ღირსი ისე მოიქცეს როგორც მას სურს. მშობლებს ყველაფერი მოვუყევი ოღონდ ცოტა რამ შევალამაზე, ისედაც დამწუხრებულები არმინდოდა კიდევ ერთი სადარდელი მიმემატა. ბიძაჩემს არც ვიცნობდი, გული კი დამწყდა რომ დაიღუპა ვიტირე კიდეც თუმცა მთლად მგლოვიარე ქალს დავემსგავსეთქო ვერვიტყვი. ცხოვრება ჩვეულ რითმში განვაგრძე ვაჩეს და უცნობი ბიძის გარეშე!.

-მოკლედ ამ ზაფხულს ხომ ვერ დავისვენეთ რაა, სადმე წავიდეთ.ლაშას სახლში სირბილით შევარდი.
-შენ ოღონდ რამე ისურვე და.უმწამსვე წამოდგა ჩემს დანახვისას და გადამეხვია.
-რასიტყვი იქნებ ბათუმში წავიდეთ?.ხელები ერთმანეთზე გავახახუნე.
-კაიი მაგარმ ექიმი გიშვებს?.
-აბა რაშვება კაცო.
-კაი მაშინ ამ დღეებში წავიდდეთ.
-აუ ლაშუუ.გვერდით მივუჯექი და თავი გულზე დავადე.
-რაიყო სიცოცხლე?.
-სვანეთშიც მინდა წასვლა.
-ვაჩესთან წავიდეთ თუგინ.. რომ გაახსენდა რასაც ამბობდა გაჩუმდა.-კარგი წავიდეთ სადმე სასტუმროში.
-ვაიმე როგორ გამახარე.ჩავეხუტე.
-მაშინ ზეგ წავიდეთ ზღვაზე ასე 1 კვირით და მერე სვანეთში თორე სწავლა ხო უნდა დაგეწყოს კაცო.
-ოქტომბერში მეწყება.
-რატო?.
-რავი რემონტიაო.მხრები ავიჩეჩე და შუშის მაგიდაზე დადებულ მიწისთხილს დავწვდი.
-ძაანაც კაი ხოდა ბარხატნი სეზონზეც წავიდეტ ზღვაზე.
-აბა რაა.მის გვერდით მოვთავდი და ტელევიზორი ჩავრთე, ჯიდიესზე ჩემი საყვარელი სერიალი გრეის ანატომია დაგიოდა ამიტომ ბოლო ხმაზე ავუწიე და ყურება დავიწყე.-ალექსი და მერიდიტივით ვართ.
-ჩვენ უფრო საყვარლები ვართ.
-ვერშეგედავები.ლოყაზე გემრიელად ვაკოცე და ყურება განვაგრძე.


პირველ რიგში ყველას დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამდენიხნით რომ დავაგვიანე. რაღაც პრობლემები შემექმნა რის გამოც ვერ მოვახერხე დაწერა.. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და განიხილავთ ჩემს ისტორიას. რაც შეეხება ჩემს წინა ისტორიას როდესაც ამის წერას დავასრულებ შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ. მიყვარხართ ყველა ძალიან დაკიდევ ერთხელ მაპატიეთ..



№1  offline წევრი Imagination

რამოდენიმე არა რამდენიმეა სწორი.კარგია,მაგარმ უფრო მეტად დახვეწე.წარმატებები

 


№2  offline წევრი isterichka123

vau yvela exla wavikitxe da dzalian momewona dzalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent