შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 7


4-11-2016, 23:40
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 133

რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო აუტანელი ხდებოდა აქ ყოფნა. მიუხედავდ იმისა რომ შესანიშნავი მასპინძლები იყვნენ მაინც ისე ვგრძნობდი თავს თითქოს გალიაში გამოკეტილი ჩიტი ვიყავი. უკვე მეორე თვე დაიწყო და სიახლე არაფერი იყო.სანდროსაც ხშირად უწევდა გარეთ ყოფნა მორიგი შეჯიბრისთვის ემზადებოდა და უფრო მეტად გადაიტვირთა. დილით ადრე ვიღვიძებდი, მაგრამ ის უკვე წასული მხვდებოდა.რაღაცნაირად მომენატრა მის გვერდით ყოფნა.
ერთ მორიგ დილას ძალიან ადრე გამეღვიძა. წყურვილს საშინელი გრძნობა მკლავდა. საათს დავხედე. დილის შვიდი საათი იყო. გარეთ ისევ ბნელოდა. სამზარეულოსკენ ფეხაკრეფით გავემართე. მანამდე მის ოთახთან შევჩერდი და ყური მივუგდე. -ნეტავ ისევ სძინავს?-გავიფიქრე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ მასაც დანარჩენებივით ეძინა. სამზარეულოში გავედი და წყალი დავისხი. პირველი ჭიქა სულმოუთქელად გამოვცალე. კვლავ გავავსე და უკან დაბრუნებას ვაპირებდი კარში სანდროს რომ შევეეჩეხე. წელს ზემოთ შიშველი იყო..
-ვაიი. ვიყვირე მე და ხელი რომ არ შეეშველებინა დავეცემოდი. ცივი წყალი გადაგვესხა ორივეს და დავსველდით. წამიერად თვალი გამიშტერდა მის დაკუნთულ სხეულზე. უხრხულობა ჩამოვარდა.
-მაპატიე მეგონა ყველას ეძინა და ასე იმიტომ გამოვედი. ადრე რატომ ადექი?
-გამეღვიძა.- გამოვფხიზლდი, მოვტრიალდი და ზურგი შევაქციე.
მას ხმამაღლა გაეცინა.
-რა იყო ნახევრად შიშველი მამაკაცი ჯერ არ გინახავს?
-კი როგორ არა, მაგრამ მოულოდნელი იყო ეს.- შეგიძლია ჩაიცვა?
-უკვე ჩავიცვი. შეგიძლია მოტრილადე. -არა რაა, სასაცილო ხარ ძალიან და საინტერესო.
მოვტრიალდი და გაბრაზებულმა შევხედე.
-რატომ ვარ სასაცილო?
-გოგო ოცდამეერთე საუკუნეში ვინმეს ასე შერცხვენოდეს და გაწითლებულიყოს ნახევრადშიშველი მამაკაცის დანახვაზე სასაცილოა აბა რა არის. მან მაცივრიდან ნატურალური წვენი გამოიღო და ჭიქაში ჩამოასხა.
-არ გავწითლებულვარ,
-ოჰ სულ არა, ოდნავადაც არა.-მაჯავრებდა ის.
-დიახაც არა,- არ ვნებდებოდი.
-კი გაწითლდი და ძალიან საყვარლად.
-არ მინდა რომ გეკამათო, შენ ის მითხარი რატომ გაიღვიძე ასე ადრე?
-მე სავარჯიშოდ მივდივარ. ხომ იცი კონკურენცია დიდია და ფორმაში უნდა ვიყო.
-ჯერ ადრეა, ისევ ბნელა, თან ცივა.აი ნახე.- ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. უცებ სიხარულისგან ვიკივლე. სანდრო შეშინებული მოიჭრა ჩემთან
-რა ხდება?
-სანდროო ნახე რა ლამაზია. თოვლი მოსულა და თან ისევ თოვს. გახარებულმა ვერ გავიაზრე და მას მოვეხვიე.-დაუჯერებელია.
რიჟრაჟი იყო. ლამპიონების შუქზე თოვლის სქელი ფანტელები საოცრად ლამაზად ეშვებოდნენ მიწაზე. ქალაქს თეთრი ჩაეცვა.
-მოიცა მოიცა ასე ნუ მეხუტები თორემ დავიხრჩობი.-უცებ მოვეგე გონს და მას მოვშორდი. შემრცხვა, მაგრამ არ შევიმჩნიე და გარეთ გავიხედე.
-გინდა გარეთ გავიდეთ.
-ხო სანდრო მინდა.
-მაშინ მიდი ჩაიცვი. ოღონდ არავინ გააღვიძო.
სწრაფად გადავიცვი ტბილი ტანსაცმელი,ფეხები თბილ ჩექმებში წავყავი.ქუდი ჩამოვიმხე თავზე და სანდროს დავუკაკუნე კარზე.
-მზად ვარ.
-წავიდეთ. მობილურს დასწვდა და წინ გამიძღვა. როგორც კი სადარბაზოდან გავედით მაშინვე სახეზე ვიგრძენი ზამთრის სუსხი. ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.
-წამო თუ გინდა მთაწმინდაზე წავიდეთ?
-არა დღეს ფეხით გავისეირნოთ. თან საშიშია თოვლიან გზაზე მანქანით სიარული.
-როგორც იტყვი. მაშინ ვაკის პარკში წავიდეთ
-წავიდეთ.
შორი არ იყო და ფეხით წავედით. თავიდან უხმოდ მივდიოდით. ორივე ჩვენს საფიქრალს მივცემოდით. სიჩუმეს მხოლოდ დროდადრო მანქანის ხმა არღვევდა.
-გიყვარს თოვლი?
-მე წელიწადის ყველა დრო მიყვარს, ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. აი მაგალითად გაზაფხულზე ბუნება იღვიზებს და თითქოს ყველაფერში ახალი სიცოცხლის დაბადება იგრძნობა. ბუნება ფხიზლდება. ზაფხულში გაზაფხულზე დაბადებული სიცოცხე უფრო მეტად იგრძნობა. თან მზე, ზღვა და გართობა უფრო სხვანაირი ხდება.სიცოცხლეს უფრო მეტადშეიგრძნობ. შემოდგომაზე ეს დაბადებული და გაგრძელებული სიცოცლე თითქოს მწიფდება და მოსავალს გვაძლევს, ბუნება ათასფერად იმოსება, იმდენად ლამაზია ეს ყველაფერი. ზამთარს კი ხედავ რა აქვს თავის დადებითი აი ეს.ხელები გავშალე და ადგილზე დავტრიალდი.მერე სანდროს შევხედე, გაოცებული მიყურებდა,
-გავგიჯდები ახლა
-რატომ?-გამიკვირდა
-ისეთ რაღაცეებს ამბობ რაზეც ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, მეტიც ზამთარს ყოველთვის სიცივესთან, ყინვასთან,ტალახთან და უსიამოვნენებთან ვაკავშირებდი, ახლა კი პირიქით ვფიქრობ.უფრო სწორად ყველაფერზე დამაფიქრე და მივხვდი რომ მართალი ხარ. იცი ყველაზე მეტად რას გავს ეს?
-რას?
-ეს ყველაფერი სიყვარულს გავს
-ეს როგორ?
-როგორ და სიყვარული ხომ ორ ადამინს შორის ისე იბადება როგორც გაზაფხულზე ამოსული პირველი ყვავილი. მერე ნელ-ნელა იზრდება და მზიანი და თბილი ხდება როგორც ზაფხული. ისეთივე ათასფერი როგორც შემოდგომა და თუ გაუფრთხილდები ისეთივე ლამაზად დასრულდება, როგორც ახლა ეს ქალაქია თეთრ კაბაში ჩაცმული.ხოლო თუ არ გაუფრთხილდები ისე გაგიქრება როგორც ეს თოვლის ფანტელი. სანდრომ ხელი გასალა. მის ხელისგულზე თოვლის ფანტელი დაეცა და უმალვე გაქრა.
-სანდრო შენნაირ ადამიანს არასოდეს შევხვედრილვარ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. როგორ პოეტურად ჩამოაყალიბე ეს ყველაფერი
-შენგან ვისწავლე. -გაეცინა მას.
უცებ თოვლს დავწვდი, გუნდა გავაკეთე და მას ვესროლე. არ ელოდა და არც მე არ ველოდი სახეში მოხვდა.
-ამისთვის დაისჯები ქალბატონო,- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და ჩემსკენ გამოიქცა, მეც გავიქეცი, ის კი მომდევდა. დამიჭირა. მე გაქცევას ვცდილობდი და ვფართხალებდი როგორც ხელები მოქცეული ბეღურა. თავი ვერ შევიკავეთ და ორივე ძირს გადავგორდით.მის ქვეშ მოვყევი. თოვლს დასწვდა და ახლა მან დამაყარა სახეზე.
-აუ არა სანდრო რაა არაა. ვიცინოდი მეე..
-ხომ გითხარი დაისჯებ- თქო.
მეც არ დავნებდი და ასე ორივე ერთმენათს ვაყრიდით თოვლს. ბოლოს ისევ მე დავთმე.
-კარგი გეყო რაა გთხოვ შემცივდა, ხელები გამეყინა..
მან ხელი გამიშვა და თოვლში ჩაჯდა.გვერდით მე დავუჯექი.
-რამდენი ხანია ასეთი დრო არ გამიტარებია.
-აუ არც მე,. ბავშვობა გამახსენე.
-მეც. ჩვენთან სვანეთში იმხელა თოვლი მოდიოდა რომ გზები იკეტებოდა და ხანდახან სახლიდან ვერც გავდიოდით ხოლმე. სხვათა შორის მამა მითხრა რომ შენც იქიდან ყოფილხარ.
-ხო მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ იქ, ჩემი მშობლები დიდი ხანია იქიდან წამოვიდნენ. გულდაწყვეტილმა თქვა მან
-ახლა იქაც თოვლი იქნება. რომ გამოიამინდებს წავიოდეთ გინდა?მე გეპატიჟები ჩემთან
-იცოდე პირობა პირობაა.
-აბა რაა.
-მოიწიე აქეთ. სანდრომ ხელი მხარზე მომხია და თავისკენ მიმაჩოჩა. ტელეფონი ამოიღო
-რას აკეთებ.
-სურთს ვიღებ შენთან ერთად,
-მოიცა რას ვგავარ მოვწესრიგდე მაინც. ქუდი გავისწორე და ამ დროს მან სურათის გადაღება მოასწრო.
-აუუ არ მომწონს ცუდი სურათია, წაშალე რაა.
-მშვენიერი სურათია რას ერჩი?-ჩაილაპარაკა კმაყოფილმა
-წაშალე რააა.
-არააა,
-გაგებუტები იცოდე
-არ გამებუტები.-თვალი ჩამიკრა მან.
-სანდრო ნუ მიწვევ. წამოვდექი და დოინჯშემოყრილი დავუდექი წინ. მან ამომხედა და კიდევ ერთი სურათი გადამიღო.
-მიდი ეხლა ხელები გაშალე და დატრიალდი. შესანიშნავი ფოტოებია.
-ასე ხომ.მოვბრუნდი და გაბრაზებულმა გამოვწიე სახლისკენ.
-სალოოო.- დამიძაახა მან
-რა იყო?
თავი მოვატრიალე და სწორედ მაშინ კიდევ ერთი ფოტო გადამიღო.
-ახლა წავიდეთ. სწორედ ის კადრი დავიჭირე რაც მინდოდა. გაიცინა მან და უკან ამედევნა.
-შენ რაა მართლა გამებუტე?-მკითხა სერიოზულად რამდენიმე წუთინი დუმილის შემდეგ
-შენი აზრით?
-ჩემი აზრით მეხუმრები. ლოყებზე ხელი მომკიდა და მიჩქმიტა მსუბუქად
-გამიშვი. ვცადე მისი მოშორება
-უი ხელები როგორ გაგყინვია. როგორ ვერ მივხვდი რომ შეგცივდებოდა. შეწუხდა ის. წამო ცოტა ვიჩქაროთ არ გაცივდე. ტანსაცმელიც დაგისველდა
-შენც სველი ხარ.
-მე მიჩვეული ვარ, შენ კი ნაზი და სათუთი ხარ.
-ყველაფერზე გაქვს პასუხი რაა,- ჩამეღიმა მე...

სახლში რომ მოვედით ორივენი უკვე გათოშილები ვიყავით. ყველას ეღვიძა და საუზმობდნენ. ჩვენ რომ ასეთ დღეში დაგვინახეს გაოცდნენ.
-თქვენ რაა უჩემოდ წახვედით საგუნდაოდ?-გაიბუტა თიკო
-ღმერთო ჩემო, სულ დასველებულხართ. ასე როგორ მოიქეცი შვილო. შენი თავს თუ არ დარდობ, ეს გოგო მაინც არ შეგეცოდა?რომ გაცივდეს?-დატუქსა შვილი ნანიმ და ქურთუკი ძალით გამხადა.
-ჩქარა გაიხადე და და თბილად ჩაიცვი. მე ცხელ ჩაის მოგიდუღებ.
-მე არ მინდოდა დედა, მან დაიწყო.- გაეცინა სანდროს.
-მერე შენ თავში ტვინი არ გაქვს ამხელა მუტრუკს.
-ცოტა ხანს ბავშვობა გავიხსენეთ დედი, ნუ ჩხუბობ რაა.
-მართალია სანდრო ნანი დეიდა. კარგი იყო. თან ჩემი ბრალიცაა. მეც არ დავაკელი. დავიცავი ის.
-თქვენ რაღაც საეჭვოდ დაიპარებით აქეთ-იქით და რამე ხდება?-ეჭვით იკითხა თიკომ
-რა უნდა ხდებოდეს?.ერთად ვკითხეთ მას
-რავიცი მაგას მე მეკითხებით?
-არაფერი არ ხდება უბრლოდ მეგობრულად გავისეირნეთ.
-ვიცი მე ეგეთი მეგობრული გასეირნებები კარგად და ბავშვი აღარ ვარ.
-რა დროს ესაა წადი გამოცვალე შვილო არ გაცივდე,- ჩაერია ოთარი
ოთახში გავედი რომ გამომეცვალა. უკვე ვგრძნობდი რომ მაკანკალებდა სიცივისგან.სწრაფად გამოვიცვალე და უკან დავბრუნდი. მალე სანდროც მომყვა უკან. ნანიმ ცხელი ჩაი დაგვისხა ორივეს და წინ დაგვიდგა.
-დალიეთ ახლა და გადაიღეთ რამე, ნუ ზიხართ ეგრე. დაგვტუქსა ორივე.-არა ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ.
-კარგით ნანი დეიდა, არაფერი მომივა დამშვიდდით, ბოლოსდაბოლოს მეც ექიმი ვარ და ასე მარტივად არ გავცივდები...
საუზმე მშვიდად დავასრულეთ. შემდეგ ოთარი,სანდრო და თიკო დაგვემშვიდობნენ და სახლში მარტო მე და ნანი დავრჩით. მინდოდა მას დავხმარებოდი, მაგრამ უფლება არ მომცა და საძინებელ ოთხში გამისტუმრა.
-წადი შენ დაწექი თბილად, ფილმს უყურე,ან რამით გაერთე,მე კი საქმეს რომ მოვრჩები დაგიძახებ და ყავა დავლიოთ ერთად.
მისი რჩევა გავითვალისწინე და ცოტა ხანს წამოვწექი. ფილმს ვუყურე. მერე დაძინება ვცადე, არ გამომივიდა. ეკას დავურეკე. დიდი ხანია მეგობარი არ მომიკითხია.
-როგორ ხარ მეგობარო?
-კარგად შენ როგორ ხარ დაკარგულო? რაო კარგად ვერთობით სანდროსთან და მის ოჯახთან ერთად და ძველი მეგობრები აღარ გვახსოვსო? -ნაწყენმა მკითხა მან
-ასე არაა ხომ იცი შენც?
-კარგი არ მინდა მაზე ლაპარაკი. შენ ის მითხარი როგორ ხარ?
-კარგად. დიდი ხანია ასე არ მიგრძვნია თავი. საოცარი ოჯახია და ძალიან თბილდ მექცევიან. ხანდახან სულ მავიწყებენ წარსულს.
-წარსულზე გამახსენდა, აკოზე რაღაცები გავარკვიე.
-რა გაარკვიე?
-თბილისში დაბრუნდა. იმდღეს შევხვდი. მერე მისი მეგობრისგან გავიგე რომ ცოლი მოყავს და რომ იცოდე ვინაა ის გოგო?
-ცოლი მოყავს? მეხუმრები?
-არა, არ გეხუმრები. ნათია ხომ გახსოვს თავისი ძმაკაცის ცოლი. მასზე ქორწინდება. იმ ბიჭს და ამას კინაღამ ერთმანეთი დაუხოცავთ მის გამო.იმ გოგოს კი ვითომ არაფერი ამაყად განუცხადებია აკო მიყვარს და განქორწინება მინდაო.
-დაუჯერებელი ამბავია. არაკაცი არც საკუთარი მეგობარი დაინდო. ის ქალბატონი კიდევ ნამდვილი ა. ფუუ სულში რომ ჩააფურთხებ ადამიანს ამაზე საშინელება არაფერია
-რატო არ იძახი შენ რა დაგიშავა იმ არაკაცმა?
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მარტო ის მინდა რომ შური ვიძიო, მაგრამ არ ვიცი როგორ.
-მე ვიცი. მოკლედ როგორც ამბობენ ამათ ერთმანეთი უყვართ და დაქორწინებას აპირებენ. აკოს ოჯახს ჰგონია რომ პატიოსანი და წესიერი გოგოა ეს ქალბატონი და ისე უნდა მოვაწყოთ რომ ყველამ დაინახოს ორივეს ნამდვილი სახე.
-ეგ როგორ?
-მოკლედ აკოც ისე უნდა მიატოვოს იმ ქალბატონმა და უღალატოს, როგორც სხვას მოექცნენ. ამიტომ ვინმე გჭირდება ვინც მას შეაბავს.
-რა სისულელეა. მაგ ანკესზე არ წამოეგება,- გამეცინა მე.
-აბა ვნახოთ.
-ხოდა დამელოდე და მალე შენი დროც მოვა, შენს ფეხებთან დაჩოქილი შეგევედრება პატიებას.
-არც კი ვიცი მინდ თუ არა ეგ.
-დამიჯერე სიამოვნებას იგრძნობ როცა ისეთ დამცირებულს ნახავ როგორც შენ დაგამცირა. ხომ იცი ბოროტი არ ვარ, მაგრამ როცა ვხედავ რომ ადამიანები რაღაც დანაშაულებისთვის არ ისჯებიან, მაშინ მიჩნდება სურვილი რომ ეს მე გავაკეთო და შენს გამო მითუმეტეს.
-კარგი ეკა ამაზე აღარ გვინდა ლაპარაკი. შენი ამბები მომიყევი.
-რა უნდა მოგიყვე არაფერი არ ხდება საერთოდ. სამსახური სახლი. შენც აღარ ხარ და მოვიწყინეთ უშენოდ. მაკო თავის ბიჭთან ერთადაა სულ. იკაც ახალ-ახალ გოგოებს იცვლის და მე კიდევ არავის ვახსოვარ, ერთი ორჯერ მოვახერხეთ გასვლა ბარში, მაგრამ უშენოდ მოწყენილები ვიყავით.
-ნიკასგან რა ისმის?
-გეძებს და უფრო გიჟდება რომ ვერ გპოულობს. ამასწინათ დამემუქრა თუ არ მეტყვი სადაა მამაჩემს ვეტყვი და სამსახურიდან გაგიშვებსო, მე უთხარი არ მეშინია მიდი უთხარი, ჩემისთანა ექიმს ნებისმიერი კლინიკა აიყვას სამუსაოდ-თქო. მიხვდა რომ აზრი არ ქონდა. თან მე მართლა არ ვიცი სად ხარ. გაეცინა მას.-ისე არ მეტყვი სად ხარ?
-ზუსტი მისამართი მეც არ ვიცი მართლა.
-კარგი მეგობარო წავედი ეხლა, პაციენტს ველოდები, ექთანი მეძახის. თავს გაუფრთხილდი. იმედია მალე გნახავ, ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე, ყველა მომენატრა. განსაკუთრებით ჩემი საქმე.
-მალე დაგვიბრუნდები, დამსვიდდი და არ ინერვიულო. დროებით მეგობარო.
ტელეფონი გავთიშე და საწოლიდან წამოვდექი. ნანისთან გავედი. მას ყველაფერი მოემთავრებინა და ყავას ადუღებდა. ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა.
-ახლა ვაპირებდი შენთვის დამეძახა.
ყავა ჭიქებში ჩამოასხა და სკამზე უნდა დამჯდარიყო რომ შებორძიკდა და მაგიდას რომ არ დაყრდნობოდა დაეცემოდა.
-რა გჭირთ ნანი დეიდა?-შეშეინებული წამოვხტი და დაჯდომაში მივეხმარე.
-არ ვიცი შვილო. ცუდად ვგრძნობ თავს. თავბრუ მეხვევა.
-წნევას გაგიზომავთ?სად გაქვთ წნევის აპარატი?
-ჩემს ოთახში მაგიდაზე დევს. დილითაც ვერ ვიყავი კარგად.
წნევის აპარატის მოსატანად გავვარდი და მალე დავბრუნდი. მას მაღალი წნევა ჰქონდა.
თავის ოთახში გავიყანე. წამალი დავალევინე და ადგომის უფლება აღარ მივეცი. საღამოსკენ ჩაეძინა. ჩუმად გამოვედი და სანდროს დავურეკე. ისიც მაშინვე მოვარდა მამამისთან ერთად გულგახეთქილი. მაგრამ რომ გაიგო უკვე კარგად იყო, დამშვიდდა
-იქნებ მაინც გამოვიძახოთ ექიმი.
-აქ არ გვაყავს ექიმი მამა?-
-დამშვიდდით ოთარი ბიძია. უკვე კარგადაა. ეტყობა გადაიღალა, თან ასაკშია და მაინც ასაკი თავისას შვება. საჭმელი გავუმზადე, რამდენიმე საათია არ უჭამია და თქვენ ხომ არ წაუღებთ? ვიცი მე რომ მივუტანო არ შეჭამს?
-კარგი შვილო მომეცი წავუღებ. ლანგარი გამომართვა.-ხო მართლა დღეს თიკო არ მოვა, მე მასთან ერთად ვივახშმებ. თქვენც არ დარჩეთ ისე, თქვა მან და ოთახში გაუჩინარდა.
-წამო ჩვენც ვივახშმოთ ძალინ მშია.-ხელი ჩამკიდა სანდრომ და სამზარეულოსკენ გამიყოლა
-რადგან მარტო ჩვენ ვართ აქ ვივახშმოთ.- ვთქვი და სამზარეულოს პატარა მაგიდაზე ორი თეფში დავდე. მერე მაცივრიდან საჭმელები გმოვალაგე და სუფრის გაწყობას შევუდექი.
-შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი.უკვე ნამდვილი დიასახლისივით ტრიალებ ამ ოჯახში.
-სანდროო. -შევუბღვირე მე.-თუ არ გაჩუმდები დარჩები მშიერი. ისიც მაშინვე გაჩუმდა.
ვახშამმა უხმოდ ჩაიარა. ორივე ჩვენს ფიქრებს მივცემოდით.რომ დავასრულეთ მან მადლობა გადამიხადა და თავის ოთახში წავიდა.
-უჟმური,- ჩავილაპარკე მე.- მომხმარებოდა მაინც. მოწყენილმა ავალაგე სუფრა, დასვრილ ჭურჭელს ნიჟარაში ჩავუძახე და სამელები მაცივარში დავაბრუნე. მერე ჭურჭელი დავრეცხე და ყველაფერს რომ მოვრჩი უკვე საკმაოდ გვიანი იყო. მისაღებში დავბრუნდი ტელევიზორში ფილმი ჩავრთე. როგორ ჩამეძინა არ მახსოვს. კოშმარი მესიზმრა.
" მე და სნდრო ვსეირნობდით, ეკლესიასთან შევჩერდით და შიგნით შევედით. ის მიღიმოდა და ბედნიერი სახით მიყურებდა.საკურთხეველს რომ მივუახლოვდით ნიკა გამოჩნდა. ჯიბიდან იარაღი ამოიღო და სანდროს დაუმიზნა. გასროლის ხმა გაისმა და ორი ტყვია ზედიზედ მოხვა მას. ის დაეცა. "
-არა არა სანდროოო ვიყვირე მე და თვალები გავახილე. ჩემს წინ იდგა შეშინებული დამიყურებდა.
-რა მოხდა?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-კოშმარი მესიზმრა.
-დამშვიდდი ეს მხოლოდ სიზმარი იყო.
-ძალიან იყო ცხადთან მიახლოვებული.
-როდის აქეთ მხედავ სიზმარში?-ჩემი გამხიარულება სცადა მან.
-სანდრო სეროზულად გელაპარაკები. როცა ასეთ სიზმარს ვხედავ აუცილებდლად მისრულდება. გთხოვ ფრთხილად იყავი.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.
-შენ არ გეძინა?აქ რა გინდა?-
-ვიფიქრე მადლობას გადავუხდი დედაჩემს რომ დაეხმარა-თქო. შენ რომ არა არავინ იცის რა მოხდებოდა.თან წყალი მინდოდა
-ისეთი არაფერი გამიკეთებია.დახმარება შემეძლო და დავეხმარე
-წამოდი ახლა დავიძინოთ გვიანი თან აქ წოლა საშინელებაა ვიცი.
-ხო წელი კი მეტკინე .- დავიწუწუნე.
-მაშინ ეს ჭიქა დამიჭირე
-რატომ? შენ ვერ წამოიღებ?
-ბევრს ლაპარაკობ,-გამიღიმა და ხელში ამიტაცა.
-რას აკეთებ?დამსვი
-ჩუმად კიდევ არ შეაშინო ჩემები,- მითხრა და ოთახისკენ წავიდა.
-გიჟი ხარ,- დავიჩურჩულკე მე და კისერზე შემოვხვიე ხელები
-ვიცი, შენ გამაგიჟე და გადამრიე. ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. მის სუნთქვას ვგრძნობდი, გულისცემას ძლივს რომ იმორჩილებდა. ვუყურებდით და რაღაც ამოუცნობი ერთმანეთისკენ გვიზიდავდა.
-სალო მაპატიე-დაიჩურჩულა მან, ჩემს ოთახთან შეერდა და ძირს ჩამომსვა
-რა გაპატიო?-გამიკვირდა მე და გაკვირვებულმა შევხედე
-აი ეს. მითხრა სახე დამიჭირა და ვნებიანად დააცხრა ჩემს ტუჩებს.



№1 სტუმარი Mariami

Dzalian,dzalian momwons es istoria.

 


№2  offline წევრი kato wiklauri

ხოო ძალიან ვცდილობ კარგი გამოვიდეს

 


№3  offline წევრი თეონა.უ

Ra kargi gogo xar da ra kargi istoriaa.male dade ra axali tavi.

 


№4 სტუმარი makukuna

კარგი გოგო ხარ შენ. მომწონს ძალიან ეს წყვილი და ეს ოჯახი საერთოდ. სანდროს ყოჩაღ, როგორც იქნა გვაღირსა smile

 


№5 სტუმარი ele

Shemdegs dges dadeb??

 


№6  offline წევრი kato wiklauri

დღეს იქნება ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent