შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Born Again (1)


5-11-2016, 21:41
ავტორი NiNo Payne
ნანახია 1 345

1თავი
ყველაფერი უბედური შემთხვევით დაიწყო. საბედისწერო მოქმედებამ გოგონას ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ბედმა ძალიან გასწირა, წაართვა საყვარელი შვილი, მიატოვა მისმა საყვარელმა კაცმა, მშობლებმა მასზე უარი თქვეს და სრულიად უცხო ადამიანებთან დატოვეს. ეს კი მხოლოდ იმ დაწყევლილი დღის შემდეგ მოხდა, როდესაც ის და მისი საყვარელი ქმარი თავიანთ ახალშობილთან ერთად ახალ სახლში გადადიოდნენ საცხოვრებლად. ახალგაზრდები გახარებულები იყვნენ ახალი ცხოვრების დაწყებით. მათ ისიც კი არ იცოდნენ რამდენი დაბრკოლება შეიძლება შექმნოდათ ცხოვრებაში. უბრრლოდ მანქანაში ისხდნენ და იღიმოდნენ, უხაროდათ ცხოვრება, მაგრამ აზრადაც არ მოუვიდოდათ რა მოხდებოდა მომავალში?! ბიჭი მანქანას სწრაფად მართავდა და ბედნიერი გამომეტყველებით უყურებდა ხან გზაას, ხან კი თავის მშვენიერ ცოლ-შვილს. გოგონასაც და ბიჭსაც ძალიან უყვარდათ სიჩქარე მაგრამ გოგონას გული უკრთოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა, თითქოს გონებაში გაუელვა ცუდმა აზრმა.
-ჯეიმს, საყვარელო გთხოვ ცოტა ნელა.-გაწონასწორებული ხმით მიმართა გოგონამ.
-კარგი რა პატარავ. ძალიან მინდა ჩვენი ახალი სახლის ნახვა. თანაც ხომ იცი რა კარგი მძღოლი ვარ ნუ გეშინია!- თავის თავში ძალიან იყო დარწმუნებული. თითქოს ამაყობდა კიდეც კარგი მძღოლობით.
-ვიცი მეც ძალიან მინდა სახლის ნახვა, მაგრამ ნელა ვიაროთ და საფრთხეც ავიცილოთ თავიდან ხომ იცი რამდენი უბედური შემთხვევა მომხდარა გადაჭარბებული სიჩქარის გამო.-გოგო შიშობდა, მათაც იგივე არ დამართნოდათ.
-ვიცი ბევრია მაგრამ იმის გამო, რომ მანქანას წესიერად არ მართავენ. მე კი ხომ ხედავ როგორც ვმართავ.
-ვიცი რომ კარგად მართავ მანქანას მაგრამ..
-კარგად არა საუკეთესოდ-შეაწყვეტინა ჯეიმსმა
-ხო საუკეთესოდ, მაგრამ მანქანაში მხოლოდ მედა შენ არ ვართ.
-ვიცი ჩვენი პატარა ანგელოზია-ჯეიმსმა პატარას თავზე ხელი გადაუსვა
-ამიტომ ნელა უნდა იარო. - გოგონამ თავის შვილს დახედა და გაეღიმა
-მე ჩემს შვილს პატარაობიდანვე ვაჩვევ სისწრაფეს. -კმაყოფილა ჩაიცინა.
-ჯეიმს გთხოვ. ნელა იარე უკვე მეშინია.-გოგონა ძალიან შეშინდა თავისი ქმრის ასეთი საქციელის გამო და ცდილობდა როგორმე დაერწმუნებია.
-აჰაჰაჰ-ბიჭმა გადაიხარხარა-კარგი რა შენ და შიში?! ღმერთი როგორ შეგცვალა ბავშვმა.-ჯეიმსი იცინოდა, გოგონას კი ვერ გაეგო რა იყო სასაცილო ამიტომ ძალიან გაბრაზდა.
-დიახ ბავშვმა შემცვალა. ძალიან შემცვალა. ვცდილობ ბავშვი დავიცვა, მასზე ვიზრუნო. მე მისი მდგომარეობა მანაღვლებს. შენ კი.. შენ კი როგორ იქცევი?! არც ჩემზე და არც ბავშვზე არ ფიქრობ მხოლოდ საკუთარი თავი გაღელვებს!-გოგონამ ბრაზისგან ყვირილი დაიწყო.
-დიახ ! მხოლოდ ჩემი თავი მაღელვებს! ამის მოსმენა გინდოდა?! -ბიჭმაც არ დააკლო ყვირილი.
-ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როცა დავქორწინდი შენზე, მაგრამ რა უნდა მექნა მე ხომ ჩემს თავზე მეტად მიყვარდი..-სასოწარკვეთილებას მიეცა.
-ჰმ. სასაცილოა. მაშ სად დაიკარგა შენი სიყვარული? მგონი მათ ვინც უყვართ არ უყვირიან.
-ჯეიმს მე ჩემს შვილზე ვზრუნავ და ძალიან გთხოვ ცოტა ნელა იარე!!-გოგონას მკაცრმა და მბრძანებლურმა ტონმა ჯეიმსი უფრო გააცოფა, მასთან ხმა არასდროა არავის აუწევია, ამიტომ იმის მაგივრად რომ ნელა წასულიყო სიჩქარეს უფრო მოუმატა და თვითკმაყოფილა ჩაიცინა.
-ღმერთო ჯეიმს რა გჭირს?!-სიბრაზისგან გოგონამ წამოიყვირა.
-ნუ ყვირი! ნუ! არაფერიც არ მჭირს ისე ვიქცევი როგორც მე მინდა..
ბიჭი გაცოფებული იყო, ხმამაღლა ყვიროდა, გზას ყურადღებასაც არ აქცევდა. ვერ დაინახა სატვირთო რომელიც მის საპირისპიროდ მიდიოდა. მანქანა კი მისკენ მიიწევდა..
-ჯეიმს ფრთხილად ჯეიიმს
გოგონას განწირული ყვირილი, ბავშვის ტირილი და სატვირთოს სიგნალის ხმა ერთდროულად ისმოდა. ბიჭმა საჭის დამორჩილება ვეღად მოახერხა და მასზე ორჯერ დიდი მანქანას დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილი სავვალი გზიდან გადავარდა, რამდენჯერმე ჰაერში დატრიალდა და ბოლოს ამოტრიალებული ძლიერად დაენარცხა მიწაზე. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, გოგონამ თავი დაარტყა და გონება დაკარგა ხოლო ბიჭი ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყო, თუმცა ტრამვების გამო განძრევას ვერ ახერხებდა. სწორედ ეს დღე იქცა მათ ცზოვრებაში გარდამტეხ წუთად. საბოლოოდ გაიყო მერიდიტისა და ჯეიმსის გზები. დაიწყო გოგონას ახალი სათავგადასავლო ცხოვრება რომელიც მოულოდნელობებითა და ბევრი ტკივილით იყო სავსე. სწორედ ამ წუთებმა მოიტანა ტკივილი, ცრემლი, მარტოობა, მეგობრებიც და რა თქმა უნდა სიყვარული!.



№1  offline წევრი Crazy Soul

Mარტო იმიტო დავიწყე კითხვა რომ პეინი ხარ ^^ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent