შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შეცდომა- ნაწილი 4


5-11-2016, 23:37
ავტორი Liks14
ნანახია 4 029

ხალათს ვიცვამ და ჩქარი ნაბიჯებით სააბაზანოში შევდივარ.
-დილამშვიდობისა არ იცი?-ვერ მოვასწარი შესვლა სააბაზანოში რომ მომახალა.
-კი.-ამოვილუღლუღე-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა-გამიღიმა და თვითონაც ადგა
ტანზე გადავივლე. გამოვედი. ლუკა პირსახოცით ხელში საწოლზე იჯდა და მელოდებოდა. უცებ გამომხედა და გამიღიმა.
-შეგიძლია შეხვიდე-გავუღიმე და თვალი ავარიდე.
-დღეს საღამოს მოვალ.ნიასთან ერთად სადღაც მივდივარ.
-გასაგებია-ძალდატანებული გავუღიმე და სააბაზანო დავუთმე.
ლუკამაც გადაივლო. გამოვიდა. ცისფერი პარანგი ჩაიცვა ჯინსის შარვალი და სახლიდან გავიდა.
-ლიკუ რას შვები?
-რავი ნინა, დედაჩემი მიდის თურქეთში 1 თვე. და.. მეც მიყვვები-დაასევდიანა ხმა
-რაა? აუ კაი რა ლიკუ, ერთი შენ მყავდიი
-ვეცდები რომ მალე ჩამოვიდე.
-კაი კუსუუ, ძაალიან მომენატრები.
ყოველდღე დედიკოს და მამიკოს ველაპარაკებოდი. მეც ვეჩვევოდი ლუკას ოჯახს.
ლუკასთანაც დავახლოვდი. ერთმანეთს თბილად ვესალმებოდით, ზოგჯერ ვლაპარაკობდით და ისიც თბილი გახდა ჩემს მიმართ.
დღეები გადიოდა. ლუკა მთელ დღეებს ნიასთან ატარებდა. ნიაც სულ ურეკავდა. მაგრამ ლუკა არ აქტიურობდა სახლში რაღაც ნიას მიმართ. მე და ეკაც ძძალიან დავახლოვდით. ერთმანეთს რაღაცეებს ვუყვებოდით, ვიცინოდით.
ტელევიზორს ვუყურებ, რაღაც გადაცემა გადის. კიბეებიდან ლუკა ჩამოვიდა და შემომხედა, მერე ჩემთან მოვიდა და დაჯდა.
-ვხედავ ძალიან მოიწყინე ამ ბოლო დროს.
-ხოო, ლიკა წავიდა და გასასვლელი არსად მაქვს.
-წამოდი.-ხელი მომკიდა
-სად?
-წამო რა-გაეცინა.
მანქანაში ჩამაჯინა და სადღაც წავიდა. მერე გააჩერა, გადმოვედით.სუშიი...
-ვგიჟდები-ვთქვი კმაყოფილი ხმით.
-მეც-გამიღიმა და კარი გააღო.
მაგიდასთან დავსხედით. როლი სუში რუმი-შევუკვეთეთ.
-რა ინგრედიენტები აქვს?-გადავხედე სუშის.
-ორაგული, კრევატები,ავოკადო,ყველი,ტობიკო და კრაბი. ეს განსაკუთრებულად მიყვარს.
-მმ, ძალიან გემრიელია-გავსინჯე.
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით
-დღეს ნიას არ ხვდები?-და სუშის დავხედე.
-ჰმმ.. არა.
-რატომ?
-გინდა კიდევ? -გადაიტანა თემა და სუშიზე მანიშნა.
-მადლობა არა
აღარაფერი მიკითხავს.გარეთ გამოვედით. ღრმად ჩავისუთქე. მაინტერესებდა რას იზამდა შემდეგ
-ახლა რავქნათ?-გავხედე
-არვიცი, წამოდი პარკში თუგინდა, ან სახლში არ არქვს მნიშვნელობა ჩემთვის.
-წავიდეთ პარკში მაშინ
-კარგი.
პარკში მივედით. იმდენი ხანი არ ვყოფილვარ. ნაცნობ და ძველ ადგილებს გადავხედე და კმაყოფილმა ჩავიღიმე. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, დედიკოს რომ ვთხოვდი სულ აქ წამოვსულიყავით. ბავშვები დარბოდნენ, ბედნიერობდნენ, უხაროდათ, მაგრამ წარმოდგენა არ ქონდათ რა სირთულეები ელოდათ წინ, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი რომ ტელეფონების მაგივრად ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. უამრავი ატრაქციონი, ჟრიამული, ბავშვების კივილი, პატარების ტირილი. მშობლების გადაღლილი სახე, მაგრამ მაინც ბედნიერი, რადგან მათ ყავდათ პატარა, პატარა ბედნიერი შვილი. და მეც მაბედნიერებდა ის ფაქტი რომ მალე ამ პარკში ჩემს პატარასაც მოვიყვან, მექნება გადაღლილი სახე პატარის სდევნით მაგრამ ბედნიერი.
-ბამბის ნაყინი გინდა?-შემომხედა ლუკამ და ხელები ჯებიში ჩაიყო.
-კიი-ამოვიკრუსუნე და გავუღმე ლუკას.
-კარგი მიდი იქ დაჯექი-მიმანიშნა სკამზე-მოვალ
დავჯექი და ლუკას დაველოდე.
ცოტახანში ლუკაც გამოჩნდა.ხელში ორ ორიცალი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი ეჭირა და იკრიჭებოდა.
-ფრთხილად არ გაგივარდეს-მივედი და ბატიბუტი გამოვართვი
-გემრიელად მიირთვი
-ისე-ჩამოვჯექით-უცნაური არ არის შეყვარებული გყავს და ჩემთან ერთად ბამბის ნაყინს ჭამ.
-შეყვარ...? ა ჰო. არაუშავს დაიკიდე.
მხრები ავიჩეჩე და ბამბის ნაყინი დავაგემოვნე.
-რაღაცნაირი გოგო ხარ-შემომხედა და ტუჩი ჩატეხა.
-მაინც როგორი?
-არვიცი-გაეცინა-რაღაცნაირი.-ბატიბუტი აიქნია და პირი შეუშვირა
-რაღაცნაირი-გამეცინა-შენც იცი?
-ჰაჰ მე?-შემომიტრიალდა
-ხო... მაგალითად დღეს ძალიან გამიკვირდა სასეირნოდ რომ წამომიყვანე, არადა ისე ხმასაც კი არ მცემ.
-ჰორავი ასეთი ვარ-გაეცინა და ხალხს შეხედა.-ამასობაში რამდენი თვის ხარ?
-თვის?-შევხედე გაკვირვებულმა?-შეგეშალა კვირის.
-კვირის? ასე ცოტა დრო გავიდა?
-ხო-შევუბღვირე-რომ არ გაინტერესებს შენი შვილის ბედი იმიტომ
-ჩემი შვილი-ჩაიცინა-არც კი მჯერა.მამობა ყოველთვის მინდოდა. პატარაობაშიც კი. ცინგლიანი ბავშვი რომ ვიყავი მამობაზე ვოცნებობდი. მინდოდა შვილი მყოლოდა. მაგრამ არვიცოდი რა საპასუხისმგებლო იყო. მე მამობისთვის სრულიად მზად ვარ. ასე რომ არ ყოფილიყო ჩემი ცოლი არ იქნებოდი.
-მეც. ასე რომ არ ყოფილიყო აბორტს გავიკეთებდი-შევხედე და გავუღიმე.
-ისე ახლა შევამჩნიე რა საშინელი ღიმილი გაქვს-და დაიკრიჭა
-შენ რა პირიქით ამბობ თუ მართლა.-გამეცინა
-არა. პირიქით. იცი მართლა საშინელი ღიმილი გაქვს-და სიცილში ამყვა
-ვაუუ, შენც ძალიან ცუდი მაისური გაცვია-და მაისურს შევხედე სადაც ეწერა „f*ck off”-ვუი მართლა ძაან ცუდი მაისური გცმევია ოღონდ ხუმრობის გარეშე-და ავხარხარდი.
-არა, ჩემი საშინელი მაისურია, ვერ ვიტან ამ მაისურს. მძულს-და მაისურს ხელი მოუსვა.
-როგორი საყვარელიხარ
-ა ეგ პირიქით ხომ?
-ხო-და დავიკრიჭე.
-ჰოო, შენ ძაან ცუდი ხარ მაშინ. იმიტომ რომ ასე მითმენ-და გაეცინა.
-აჰაამ, ესიგი კარგი ვყოფილვარ.
-ჰო-და გაეცინა.
-სახლში წავიდეთ?
-რავი წამო.
-ეკა მგონი კრუასანს აკეთებს.-გამომხედა ლუკამ
-კი. ვუი, შოკოლადი ჭირდება დამაბარა. წამო მარკეტში გთხოვვ
გუდვილში შევედით. შოკოლადს დავახტი რამოდენიმე ცალს და სალაროსთან წავედი. უცებ ლუკამ ხელი მომკიდა.
-წამო სხვა რამეც ვიყიდოთ.
-რა? რაც საჭირო იყო უკვე ვიყიდეთ
-არ შეიძლება დამატებით რამე ვიყიდოთ? თუ გინდა დღეს ღამე კინოს ვუყუროთ და აი..-გახედა გვერდით-პოპკორნი-მივიდა და 5 პოპკორნი აიღო-აი მზესუმზურა, მომაწოდე ეგ კალათა-მიმანიშნა წითელ ჩამწკრივებულ კალათებზე, მერე ყველაფერი შიგ ჩადო-აი ჩიფსი-მივიდა და ორი დიდი ლეისი აიღო-კიდე...- გადახედა უამრავ ტკბილეულს-რაგინდა მეტი?
-ჰმმ... ასე რომ ვიქცევით ნიასთან ძალიან ცუდად გამოვალთ.
-ნია დაიკიდე, ვითომ არ არსებობს-შემომხედა და თვალი ჩამიკრა
-კი მაგრამ ის შენი შეყვარებულია.
-ჰოო არისს-ამოიხვნეშა და უკან გაიხედა.-მმმ...-მივიდა და ემემდემსები ხელში აწია. შემდეგ ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელები აწია. 4 დიდი ემემდემსი ჩადო კალათაში.
-კიდე?-გამომხედა
-მეტი რაღათგვინდა.
-დღეს მინდა რომ შევირგო-და გაეცინა-მოდი ტორტი ვიყიდოთ.-მანიშნა შოკოლადის ტორტზე
-კიმაგრამ დღეს რად გინდა კრუასანს აკეთებს ეკა-ჩამეცია
-დაიკიდე. გავსუქდები გავსუქდე-გაეცინა-შენ მაინც სიმსუქნე არ აქცდება მალე.
-ხო ხო შენ იკაიფე-გამეცინა.
-ყველაფერი სალაროსთან მივიტანეთ.ლუკამ გადაიხადა და გამოვედით. ყველაფერი მანქანაში ჩააწყო და მანქანა დაქოქა.
-ეკაა-შეიჭყიტა სახლში და შევიდა-სახლში ხარ?
-კი დედა-გამოვიდა სამზარეულოდან ეკა-მომიტანეთ შოკოლადი?
-შოკოლადიც მოგიტანეთ და მთელი სუპერმარკეტიც-გაეცინა ლუკას.
-თქვენ მაიმუნებო-შემოგვხედა ეკამ და გაიცინა
ცოტახანში მადისაღმძვრელი სუნი გამოვიდა სამზარეულოდან.
-კრუასანიც მზადაა-ვთქვი კმაყოფილმა და ლუკას გავხედე.
ლუკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი
-ლუკა..ლუკა-ავუმაღლე ხმა, გამომხედა და წარბები აზიდა.-ლუკა, კრუასანი მზადაა თქო.
-მმ ძალიან კარგი.-ტელეფონი მიაგდო და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ნინა არ მოდიხარ?-დამიძახა სამზარეულოდან ლუკამ
ტელევიზორი გამოვრთე და სამზარეულოსკენ წავედი.თეფზე კრუასანი დამხვდა ჩემი წილი.
-მმ ძალიან გემრიელია-ჩავკბიჩე კრუასანს-ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობ ეკა დეიდა.
-ეკა დეიდაო-თვალები გააფართოვა ეკამ-ეკა დამიძახე.
-და დედა რომ დაგიძახოს?-გაიკრიჭა ლუკა.
-ეკა ჯობია-ჩამიკრა თვალი ეკამ.
მე გავუღიმე და კრუასანს შეცექეცი.
მოსაღამოვდა. ლუკა ტელეფონიდან თავს არ ყოფდა.წკაპ წკაპ წკაპ წკაპ. იკვე მაღიზიანებდა.
-ამდენი წერა ვის გაუგია ლუკა-შეხედა კოპებ შეყრილმა ეკამ-გოგო ხომ არ ხარ?
-ეკა, საქმე მაქვს.
-კარგი რა. ჩვენც მოგვაქციე ყურადღება.-უთხრა წარბგაუხსნელად და ტელევიზორს გახედა.
-კარგი.-გააგდო ტელეფონი დივანზე-გისმენთ.
-სმენა არ არის საჭირო ლუკა. სულ ტელეფონში ნუ ხარ.
-სულ არ ვარ დედა.გითხარი რომ საქმე მაქვს. და საერთოდ რაგინდა? რას გადამეკიდე?
-ლუკა-შევხედე ლუკას-დამშვიდდი, ზედმეტები რომ მოგდის ხვდები?? დედაშენია
-თუგინდა მამაჩემი იყოს-გამიღიმა და ზემოთ ავიდა.
-დღეს არ არის ხასიათზე-შემომხედა ეკამ-ბოდიში ამ კამათსთვის, არვიცი რა დაემართა
-არაუშავს ეკა, მე დაველაპარაკები.-გავუღიმე და ხელი გადავხვიე-თქვენ ძალიან კარგი დედამთილი ხართ.
-შენც ძალლიან კარგი რძალი ხარ.-გამიღიმა და თვითნაც გადამხვია ხელი.
მეორე სართულზე ავედი. კარებზე დავაკაკუნე
-შეიძლება შემოვიდე?
-ეს შენი ოთახიცაა, შემოდი.
კარები შევაღე. იწვა.
-ლუკა ყველაფერი კარგადაა?
-კი. უბრალოდ როდესაც ვეუბნები საქმე მაქვს, ესეიგი საქმე მაქვს.
-კარგი, კარგი, დამშვიდდი.კინოს ვუყუროთ?
შემომხედა და გაიღიმა
-კარგი მოდი.
ნოუთბუქი ჩავრთეთ
-მოდი რამე მძაფრსიუჟეტიანს ვუყუროთ-შემომხედა ლუკამ
-არა, კომედია
-მე შენამდე. რას იტყვი?
-რა ჟანრია?
-დრამა.
-კარგი.
ყველაფერი ამოვალაგეთ, ტკბილეული და კინოს ყურება დავიწყეთ. ლუს ვუყურებდით. პატარა საყვარელ გოგონას.
-ჰაჰა-გაეცინა ერთ ერთ ეპიზოდზე-ისინიც ფილმს უყურებენ ჩვენსავით.
თავი დავუქნიე და ყურება გავაგრძელე.
პოპკორნი სულ შევჭამეთ. მერე ჩიფსებს ვეცით
-ბეკონის მინდა მე-ვუთხარი სიცილნარევი ხმით.
-ე ეგრე არ გამოვა. მეც ბეკონის მინდა-დაიწყო სიცილი.
-კაი ჰო გავინაწილოთ.-გავუწოდე ჩიფსი.
ვუყურებდით და ვჭამდით.ესეც რომ დავამთავრეთ ემემდემსზე გადავედით. კინოს დასასრულს ტირილი დავიწყე ისეთი სევდიანი მომენტი იყო.
-ფუ რა დებილია ეს ბიჭი. თავი რატომ მოიკლა.-ავბუზღუნდი
-მოდი გავუგოთ ამ ბიჭს რომ არუნდოდა ასე ცხოვრება-გაეცინა ლუკას
-ეგოისტია-შევუბღვირე.
-კაი ამაზე ნუ ვიკამათებთ.-განაგრძო სიცილი ლუკამ
-მეძინება-ხელები ავწიე
-კაი რა ბავშვი ხარ-წარბები აწია ლუკამ-2 საათზე რა გაძინებს.
-თუგინდა ძროხა ვიყო. გამორთე ნოუთბუქი-საწოლში კომფორტულად მოვთავსდი და ზურგი შევაქციე ლუკას
-ღამემშვიდობისა
-ღამემშვიდობისა ლუკა.
.............................................................................................
-ახლახანს დაეძინა-მივწერე ბიჭებს.
-ძალიან კარგი. კარგად ასრულებ როლს. ძალიან კარგი ძმაკაციც ხარ. -მომწერა ცოტნემ.
-ჩემს ოთიკოს არასდროს გავუცრუებ იმედებს.


როგორია ჩემო შაქარლამებო? არც ისე დიდი თავია, მაგრამ რაც არის გჩუქნით. თქვენ კი ემოციები, შენიშვნები თუ დადებითი კომენტარები მაჩუქეთ ♥♥



№1 სტუმარი Guest gvantsa

moica boloshi raiyo es ra momentze dawyviteee. velodebi shemdeg gavs r daagviano

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოიცა მოიცა... ყველაფეეი კარგი იყო მაჰრამ ეს ბოლოში რა ინტრიგა შემოგვიგდე? რა იყო ახლა ასე დაინტრიგებული როდემდე გავძლო? ნუთუ ის ოთო ნინას ყოფილი შეყვარებულია და სურისძიება და რამე ხდება? ძალიან კარგი გოგო ხარ კარგად გაქვს დაწერილი და საინტერესოც გახადე ყველაფერთან ერთად... ყოჩაღ

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ მალე დადე რა შემდეგი თავი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4 სტუმარი Guest სოფი

ძალიან მომწონს. მალე დადე შემდეგი თავი..

 


№5  offline წევრი mariam beridze

ძალიან მაგარია ^__^ მალე დადე რა <3

 


№6  offline წევრი Liks14

დიდი მადლობა ყველას.♥♥♥დღეს დაიდება შემდეგი თავი დახლოებით 5 საათზე ♥

 


№7 სტუმარი S.a

Dzaan kaia, es intrigebi am istoriashic shemogvapare xoo?

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

აი მეც გამოვჩნდი, სულ ვკითხულობ და ყოველთვის გიტოვებ კომენტარს და მიხარია ითვალისწინებ <3 არა რაა კარგი გოგო ხარ ნამდვილად,ინტრიგაც კარგია, ასე გააგრძელეე, მაგრამ აღწერა იყოს, ნინას ფიქრები გამოჩნდეს ლუკას მიმართ, მომწონხარ რჩევებს რომ ითვალისწინებ <3 წარმატებებიი, ველოფები მომდევნო თავს <3

 


№9  offline წევრი Liks14

ჰაჰა :დ მწერალმა თუ რჩვები არ გაითვალისწინა რა მწერალი ყოფილა. :დდ დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის ♥♥♥

 


№10 სტუმარი S.a

Rato ar dade??? Gamcarebuli velosebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent