შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (ნაწილი 1)


6-11-2016, 16:25
ავტორი ნათიანინი
ნანახია 1 157

გამარჯობათ,მოგესამებით ყველა მკითხველს და მწერალს.ისტორიას ”აირჩიე შენი გზა” ს გავაგრძელებ მალე,წერას როგორც კი მოვრჩები.ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ერთი
ისტორია,რომელზეც მჭირდება თქვენი უხვი კომენტარები და რჩევები,სტიმული მჭირდება რომ ეს ყოველივე თქვენ გადმოგცეთ წერით.
ეს არის ისტორია,რომელიც შედგება ბევრი ნაწილისგან და დაფუძნებული არის ნამდვილ ამბავზე.სასიყვარულო სამკუთხედი,ხიფათი და ბევრი ცრემლი,უამრავი ბედნიერი მომენტი.
სიყვარულის სხვაგვარი კუთხეები,უცხო გრძნობები და ბევრი ვნება.
ეს არის ისტორია,რომელმაც შეიძლება დაგიპყროთ,ჩაგითრიოთ,დაგაფიქროთ ცხოვრებაზე და ნამდვილ გრძნობებზე,ამბავი რომელიც ცხოვრებისეულია,ნამფვილი და რაც მთავარია სუფთა.
დავიწყოთ:

ეს ამბავი 2001 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო,მზიან და ულამაზეს დღეს.
-მიმი ადექი აგვიანებ-ნამძინარები თვალებით შედის ოთახში მიმის დედა და საბანს ხდის,სიცივისგან მოღუნული მიმი საბანს აცლის ხელებიდან და კიდევ იფუთნება
-ხუთი წუთი და მართლა ვდგები რა დე-ლუღლუღით ამბობს,მაგრამ უკმაყოფილო დედა კიდევ აცლის საბანს და საწოლიდან ძალით აგდებს.
მიმი საწოლზე თვალებ დახუჭული ჯდება,დუნდება და თოკზე გადასაკიდ თეთრეულივით იზლაზნება.გვერძე გადალაგებულ ტანსაცმელს იღებს და იცვამს ნელა,საათს აპრებს თვალს და ხედავს რომ უკვე ცხრის ნახევარია.გამწარებული ხტება და ფაციფუცით იწყებს მზადებას,ჩანთას კიდებს ხელს და გარბის თავქუდ მოგლეჯილი.
სკოლაში შესულს ზარი ეგებება და კლასში დროულად ასწრებს ფეხის შედგმას,მერხთან მიდის და დამშვიდებული გულით ჯდება.
-რა იყო მორბოდი?-იცინის მის გვერდით მჯდარი ლიზა,რომელიც საუკეთესო მეგობრად ითვლება.მისი მერხით ორი რიგის უკან კი მეორე საუკეთესო მეგობარი ლელა ეგულება.
-მოვრბოდი რომელია გოგო,მეგონა კიდევ ერთ დაგვიანებას ავიკრავდი შუბლზე-ფეხს ფეხზე იდებს და იცინის.კლასში მასწავლებელი შემოდის და ესალმება ყველას,როგორც ბოლო კლასის მოსწავლეების მასწავლებელი,ზის უსაქმურად და უბრალოდ მასალის განმეორებას თხოვს ბავშვებს,რასაც რა თქმა უნდა არავინ არ აკეთებს.
-ლიზ იცი გუშინ ლაშა ვნახე-ჩურჩულით ეუბნება მეგობარს და მასწავლებელი აწევს სიტყვას
-მეორე მერხიდან ხმაური მესმის-სათვალეებს ქვევით წევს და გამჭვალ მზერას ავლებს მოსწავლეებს.მაშინვე ჩუმდება მიმი,რვეულიდან შუა ფურცელს ხევს და ლიზას აპარებს.ლიზაც იღებს და წერას უდგება
-მერე რაო ?
-რავიცი როგორც ყოველთვის,შემომთავაზა გავიდეთ სადმეო ყველანი
-გავიდეთ რა პრობლემაა მერე?
-არანაირი,თან ძმაკაცებს წამოვიყვან მარტო რომ არ იყვნენ შენებიო-ეცინება ლიზას და თან ჩუმად მასწავლებლისკებ იხედება
-დედაშენმა რაო?
-არაფერი მოეწონასავით ლაშა
-მიკვირს თვით ნინოს მოაწონა ვინმემ თავი-ახლა მიმი იცინის
-ლიიზ მერე საქმეზე მინდა გამომყვეთ რა
-რამე ხდება ?
-მერე გეტყვით-ამთავრებენ მიმოწერას და კუჭავენ ფურცელს,ჩანთის ბოლო ჯიბეში აგდებს ლიზა რომ არ ნახოს არავინ..
რვა საათი ძლივს გადის და ბოლო გაკვეთილი გამოდის,დაინტრიგენული ლიზი ყველაფერს უყვება ლელას და გზად მიმავალ მიმის მისდევენ უკან.როგორც იქნა ეწევიან და აჩერებენ გზაზე
-გოგო მოიცადე-გვერდით
უდგებიან
-რა ხდება აბა ?-კითხულობს დაინტრიგებული ლელა და შეცბუნებული მიმი ხმადაბალი
ტონით პასუხობს
-გთხოვთ რა აფთიაქში შედით და ერთი ცალი ფეხმძიმობის ტესტი იყიდეთ-გოგონები შეშდებიან და გზის გავლას წყვეტენ
-ვინაა ორსულად ?-ლიზა თავს ძლივს იმაგრებს
-მგონი მე-მიმის პასუხზე ფერი გადასდის ორივეს და აფთიაკისკენ იღებს გეზს ლიზა,მალევე ბრუნდება და მის სახლში ადიან რადგან მშობლები სამსახურში არიან.
ტესტს აწვდიან და საჭირო ოთახში უშვებენ,იქიდან კი გაფითრებული მიმი აკანკალებული ხელებით გამოდის და ტესტს გოგონებს უწვდის ”დადებითია”.
შეშფოთებული მიმი ეხეთქება საწოლზე
-ხომ ვიძახდი,ღრმად შეტოპე თქო-ტუქსაცს ლელა და ბორგვას იწყებს აქეთ
იქით
-ეს რა უბედურება ხდება ჩვენს თავს? რას აპირებ ახლა ?
-არ ვიცი ლიზა ჯერ არც
მე ვიცი არაფერი,პირველ რიგში ლაშას ვეტყვი ამას
-ტელეფონს იღებს და ლაშას წერს შეტყობინებას
ლაშა:
-თუ გცალია ლიზას უბანთან მოდი-პასუხი მალევე მოსდის უკან
-კარგი-ოც წუთში ლაშა მიდის უბანთან და ანერვიულებულ მიმის აცილებენ გოგონები.
მანქანაში ჯდება და ხმას არ იღებს
-რამე ხდება ?-ეკითხება ლაშა და მისკენ ტრიალდება
-კი ხდება-ხმის კანკალით იწყებს მიმი-ლაშა,ფეხმძიმედ ვარ-ჯერ სიჩუმეა,შემდეგ თვალებს იფშვნეტს და მიმისკენ იხედება გაკვირვებული ბიჭი.ცინიკურად ეღიმება და მეორე ფანჯარაში იწყებს ფოთლების დათვლას
-არაფერს იტყვი?-კითხულობს ორჯერ უფრო დადარდიანებული მიმი
-რა ვთქვა არ ვიცი -მისკენ ტრიალდება ისევ
-არ ვიცი რამე,რაც გინდა
-ეს როგორ მოხდა?რამდენი თვის ხარ?
-არ ვიცი არაფერი ჯერ?ხვალ ექიმთან წავალ გავესინჯები
-ააა ხოო-ლაშა კიდევ დუმდება,აშკარაა ბედნიერება არ აწერია შუბლზე
-ხომ იცი რომ ბავშვისთვის ჯერ შენც და მეც პატარები ვართ-იწყებს ლაპარაკს
-მესმის ლაშა,მაგრამ როგორ მოვკლა?არ შემიძლია
-არ გთხოვ მაგას.მოვიფიქრებ რამეს-მიმი შუბლზე კოცნის და გადადის მანქანიდან-მოგწერ-აძახებს და ისევ გოგონებთან ადის.
ყველაფერს უყვება,გაოცებული გოგონები ლაშასგან მეტს მოელოდნენ,მაგრამ ამაო აღმოჩნდა ეს.დღე ამაზე
საუბარში გაყავთ შემდეგ კი მიმის სახლამდე აცილებენ.
შესულს ვახშმის სურნელი სწვავს ცხვირს,ჩანთას ტახტზე აგდევს და სამზარეულოში შედის
-ოჰჰ რა მოამზადე დედა?-სკამზე ჯდება და ღიმილით
უყურებს მოფუსფუსე დედას
-ვახშამია შვილო,ვახშამი-საპურეს იღებს და მაგიდაზე დებს.მალევე აწყობს მაგიდას.
-რა ხდება სკოლაში ახალი-კითხულობს ყბების ქნევით ნინო
-რავი დე არაფერი ისეთი, მე არ მშია გავალ კარგი?-მიმი აპარებს ჩუმად
-ჭამე რამე დღეს?
-კი ლიზასთან ვჭამე,მირჩევნია საგამოცდოდ მოვემზადო-გადის სამზარეულოდან და ოთახში იკეტება.

რამდენიმე დღე გადის ისე რომ ლაშასია არაფერი ისმის,ბოლოს საწოლში ჩაწოლილი მიმი ბედავს და რეკავს თავად
-ალიო-გოგოს ხმაა
-რომელი ხარ?-საწოლიდან ხტება მიმი
-თავად რომელი ბრძანდები?
-ლაშა დამალაპარაკე აბა
-ლაშა მოდი გეძახის ვიღაცა-ისმის ხმა და ყურმილს ლაშა იღებს-გისმენთ
-ვინ იყო?
-ჩემი ნათესავია ნატა-არ იბნევა
-სად დაიკარგე ეს დღეები ?
-საქმეები მქონდა სიხარულო,გადარბენაზე ვარ
-ძლაიან კარგი
-ექიმთან იყავი?-კითხულობს ლაშა დაბალი ხმით
-კი ვიყავი,ორი კვირის ვარ ჯერ-პასუხობს გაღიმებული მიმი
-პატარაა ანუ ხო?
-კი პატაარაა-რაღაცაზე ეჭვდება მიმი და ტელეფონდ თიშავს.

-ვინ იყო?-ოთახში შედის ნახევრად შიშველი ლანა და ლაშას უწვება საწოლში
-ჩემი ნათესავია ნუ დარდობ-იცინის და ტელეფონს გვერძე დებს
-ისე გიკითხა რავი..-ეხვევა ლაშას გოგონა და საწოლში იფუთნებიან.სინათლე ირთვება და ორივე ძილს ეცემა.უსირცხვილოდ უნამუსო
ლაშას ეღვიძება შუა ღამით,ხალათს იხურავს და დგება,სამზარეულოში გადის და სიგარეტს უკიდებს ცეცხლს.
ფანჯარასთან დგება,ტელეფონს იგერიებს და წერს მიმის
-მიმი გღვიძავს?-ბლოკავს ისევ ეკრანს და ჯიბეში იგდებს.არ იცის რაზე იფიქროს,თავის შვილზე თუ იმაზე რომ
პარალერულად სხვაც ყავს,არ იცის მიმი ამას როგორ შეეგუება.
პასუხს არ უბრუნებს,ხვდება რომ სძინავს და საწოლში ბრუნდება თვითონაც.

სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ფიქრში ვატარებთ..ვფიქრობთ რა გავაკეთოთ რომ შევცვალოთ ყველაფერი,ან მივიყვანოთ ბოლომდე.ძალიან ძნელია მაგრამ ფიქრისას ვხვდებით ბევრ რამეს,რისი მოშორებაც გვიხდება და გადახაზვა.

***********
ოთხი დღის შემდეგ.
მიმი დგება თუ არა ლელასთან ადის,იქ ლიზაც ეგულება.
-გოგონებო მოვედი-ჯდება მაგიდასთან და ყავას ელის
-რა ხდება ახალი აბა ?-კითხულობს ლელა
-არაფერი,ოთხი დღის წინ დავურეკე ლაშას
-თავისით ვერ მიხვდა ხო?-იცინის ლიზა
-ვერა ვერაა!! აიღო ვიღაც გოგომ,ასე თქვა ჩემი ნათესავიაო ნატაო თუ ვიღაც-ლელა ყავას უდვამსდ ა ჯდება
-გჯერა ახლა შენ მაგის?
-არ მჯერა სულელი კი არ ვარ,ვიღაც ყავს
-კი უეჭველია ეგ,კი მოშორდებლდი მაგრამ...-ყველა ხვდება რომ ლიზა ბავშვს გულისხმობს
-არ ვიცი რა გოგონებო?როდემდე ვიჯდე?მალე მუცელი გამეზრდება და და ვთქვა სახლში ბუშტი გადავყლაპე თქო?-მაინც ეცინებათ
-უნდა გათხოვდე მიმი-იდეა მოსდის თავში ლიზას
-არა რა ლიზა რა გავთხოვდე
-მოიცა აბა რაგინდა მიცლიანი დედაშენს დაუჯდე?-გაკვირვებული კითხულობს ლელა
-ლაშას როგორც ჩანს არ უნდა შვილი-ამატებს ლიზა
-ხოო ეგრეა ნამდვილად გოგონებო.მოვიფიქრებ რამეს,ჯერ მისი გამოჭრრა მინდა იმ გოგოსთან
-როგორ აპირებ ამას?
-მოიცადე -მიმი ტელეფონს იღეს და ლაშას ურეკავს
-ლაშა
-ხო ჩემო ფერია
-დღეს საით ხარ?
-დღეს კლუბში ბიჭები მივდივართ,გრტყოდი
მარა თავა უნდა მოხედო ახლა
-კაი მესმის კაი-თიშავს და ტელსფონს ტახტზე ისვრის..
-მივდივართ იქ ჩვენც-ამბობს მიმი და ორივე თანხმდება.აფრთხილებს ნინოს რომ დღეს ლიზასთან რჩებიან გოგონები და მზადებას იწყებენ კლუბისთვის.
ღამე კი თორმეტ საათზე მიდიან კლუბში სადაც ლაშა დადის ყოველთვის.
გადაჭედილი სივრცე და უამმრავი ახალგაზრდა ნასვამი ხალხი.ერევიან გოგონებიც მათ შორის და ლაშას ძევნას იწყებენ
-მიმიი-იძახის ლელა
-ხოო ლელუ
-ნახე-თავს ბარისკენ ატრიალებინებს და ლაშას გოგონასთან ერთად მჯდარს აჩვენებს.მიმის ჭკუა ეკეტება და მათკენ მიდის,უკან კი ლელა და ლიზა მისდევს
-ლაშიკო-მხარზე ადებს ხელს.ლაშა შეშინებული ტრიალდება მისკენ
-მიმი ააქ რა გინდა_კითხულობს დაბნეული
-ვერთობი
-ეს ვინაა ლაშა?-კითხულობს ლანა და მხარზე ადებს თავს
-ლანა შენ არ მიცნობ ხო?-იცინის და ლანას უწვდის ხელს-მე მიმი ვარ ლაშას მომავალი შვილის დედიკო-სიძულვილით გაყურებს ცალი მხარით რეგვენ ბიჭს.ლანასცილდება ლაშას
-მოიცადე რა?
-ხო რა იყო არ იცოდი?-პატარა ჩანთიდნ ეხპსკოპიის სურათს იღებს სადაც ბავშვის გამოსახულებაა და აწვდის ლანას,გაკვირვებული აჩერდება ფოტოს
-ლაშა რას ნიშნავს ეს ?-ლაშა გლეჯს ხელიდან ფოტოს
-კაიმე წავალ ხო ? გამიხარდა შემი გაცნობა ლანა-ხელს უქნევს ხა უკან ტრიალდება.ცრემლებს დიდ ხანს იკავებს მაგრამ ბოლოს ეშვება და ცრემლებს ნებას რთავს გადმპცვივდნენ.ლელა და ლიზა აწყნარებენ მიმის მაგრამ ამაოდ
-უნდა დავლიო-დგება მიმი
-რას ამბობ მიმი პრსულად ხარ
- რა!!ამ ბავშვს მომავალი არ აქვს-წინ იჭრება და ხალხში ირევა ისევ..უაზროდ ბევრს სვამენ გოგონები,რამდენჯერმე ეცადნენ მიმის გაჩერებას მაგრამ
ამაოდ,სვამდა იქამდე სადამდეს შეეძლო.

გარეთ კი ერთ ომს აცხადებდა ლანა
-შე ნაძირალა-სილას აწნის სახეში ლაშას
-გოგო რეებს ბოდავ?-ცდილობს დაწყნაროს
-რეებს ვბოდავ კი არა არ დამენახო თვალით-ყვირის ბოლო ხმაზე
-ლანა მიყვარხარ ხომ იცი-ლანა სიცილს ტეხს
-რაო რა მომესმა? რააგიყვარვარ გაჩერდი ეხლა-ხელს კრავს
-ლანა ცოლად მინდა რომ
გამომყვე შენ !!-ახლა ლაშა ყვირის.მის წინ მდგარი გაცოფებული ლანა შეშდება
-რა?
-ხო ლანა,მინდა მინდა მინდა !!-ხელებს შლის
-კი მაგრამ...
-არავითარი კი მაგრამ!ახლავე ამ წამსვე მინდა -ხელსსკიდებს და თავის სახლისკენ მიაქანებს..
კარებს ლაშას დედა აღებს,შიგნით იწვევს ახალგაზრდებს და ტახტზე სხავს.
-დედა !!
-რა არი შვილო რა ამბავია-შემოდის ბებიამისი,უკან მამა და ბაბუა მოსდევს
-ხალხო რაღაცცუნდა ვთქვა-ყველა შეშდება ერთიანად ცუდი ამბის მოლოდინში
-ეს გოგონა ცოლას მომყავს-სიცილს ტეხს ყველა,თავიდან არ იჯერებენ შემდეგ კი ლაშას გამომეტყველებიდან გამომდინარე იძულებულნი ხდებიან დაიჯერონ.ყველა ბედნიერი ხვდება ლანას,მაგრამ
თვითონ ლანას ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯი აკლია.ფეხზე დგბა და გვერდითთგაყავს ლაშა
-ლაშა შენი შვილი?
-ის ჩემი არაა ლანა არა-კწყევს მტკიცებას
-აბა იტყუება მიმი?
-დამიჯერე-ახვევს ხაფანგში და მკლავებში აქცევს ლანას..


-კიდეე ერთი ჭიქაა-ყვირის მიმი და ბარმენს ჭიქას უგოორებს,ისუც ასხამს და აწვდის.უკნიდან ვიღაც
მხარზე კიდებს ხელს და ატრიალებს
-ამდენი დალევა არ შეიძლება-ახალგაზრდა მაღალი ბიჭი
-უკაცრავად ბიჭი?-ერთი მოყუდებით ცლის ჭიქას
-მე დანიელი მქვია ჩემო კარგო-ხელს კიდებს და ჰაერზე გაყავს.
-დანიელ გუცნობ?
-არა არც შენ მე და მეც არა შენ
-აბა რა გინდა?
-გიყურებ და ძალიან ბევრს სვამ-იხდის კოსტუმს და მხერბზე აფარებს გოგონას
-დაიკიდე რა დანიელ-იცინის სულელივით
-როგორი ზრდილობიანი ხარ
-ზრდილობა რა არის არ
მაინტერესებს,არა-ბარბაცებს და ეჯახება ბიჭს
-როგორ დამთვრალხარ
-ხოო ალბად ბავშვიც-კიდევ იცინის
-ორსულადაც ხარ?
-უფფფფფ თან როგორი-ხელებს შლის და ეხვევა უცნობ მამაკაცს
-და სვამ? შეშლილი ხომ არხარ ?-ბრაზდება დანიელი
-დანიელ დღეს ჩემი შვილის მამის საყვარელი გავიცანი-ახლა ხვდება ყველაფერს
-ანუ ქმარს დაშორდი?
-ნწუ ქმარს არა
-აბა?
-შეყვარებულს-დანიელი თავს აქნევს და უყურებს განადგურებულ გოგონას
-აამივხვდი .. ბავშვი ცოდოა ჩემო კარგო გაუფრთხილდი
-კაი რა..ხვალ მივხედავ ამას-ტრიალდება და თან კოსტუნს იძრობს,აწვდის დანიელს და შენობაში შესვლას აპირებს დანიელი რო აკავებს
-რას გულისხმობ?უნდა
მოიშორო?
-ეგრეა.დედაჩემს ამას ვერ ვეტყვი,მამა ხვალ
ბრუნდება მივლინებიდან არ მინდა სიურპრიზი დავახვედრო,ვერც ვთხოვდები
-მე გამომყევი-დანიელი კიდებს ხელებს
-ეს რა ჯელტმენი გამომიგზავნა ღმერთმა შენი სახით დანი?-დამცინავად იძახის მიმი და
სიცილით მხარზე კრავს ხელს
-სერიოზულად გეუბნები მე
-ღადაობ ხო?-მიმი თვალებს ლულავს და წამიერად ეთიშება სამყაროს.აფორიაქებული დანიელი ხელში იტაცებს და მამქამაშის სვამს..
თავის სახლში მიყავს და საწოლში აწვენს,წარამარა ფეხებს უმოწმებს მათ შპრის სისხლი თუ გამოჟონავს..ნერვიულობაში ათემდება თავზე მაგრამ მიმი ჯერაც არ აპირებს გაღვიძებას,სამზრეულოში ჩადის და საჭმელს
აზადებს იცის რომ ეშიება..
მიმი კი სამ საათზე იღვიძებს და საშინელი თავის ტკივილის გამო ბუზღუნებს
-ნუ ბუზღუნებ ღირსი ხარ



№1 სტუმარი Guest Eka

Auuu dzaaan kaiaa

 


№2  offline წევრი ნათიანინი

Guest Eka
Auuu dzaaan kaiaa


დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent