შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად, აკრძალულია (3)


6-11-2016, 20:14
ავტორი Annano.00
ნანახია 1 533

დღეები ჩვეულებრივად გადიოდა. ქართულზეც დავდიოდი, უნარებზეც, ბიოლოგიაზეც და ინგლისურზეც. ხანდახან სკოლაშიც შევივლიდი ხოლმე. საერთოდ აღარ ვფიქრობდი დათოზე. რაც დღეები გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და მეტი არაფერი.
ახალი ნაცნობებიც გავიჩინე. აღარც ისე მარტო ვგრძნობდი თავს დიდ ქალაქში. ბიოლოგიაზე ერთ გოგოს ძალიან დავუახლოვდი. მარიამი ერქვა. მისი წყალობით გავიგე, რომ ბანაკი იკრიბებოდა, რომელიც ერთი კვირით წავიდოდა რაჭაში.
-გეუბნები, ძალიან მაგარი იქნება. სულ მასწავლებლებში დადიხარ. ახალი ნაცნობებიც გეყოლება და ცოტა გამოფხიზლდები-თან თავისი ფართო ცისფერი თვალებით მიყურებდა, რომლებშიც ისეთი ვედრება ეხატა, რთული იყო რამეზე არ დათანხმებოდი. ამის საშუალებას უბრალოდ ნამუსი არ მოგცემდა-თან ჩემი არც ერთი დაქალი არ მოდის. მარტო წასვლა არ მინდა და მგონი მშვენიერი შანსია. ერთადაც ვიქნებით, ისტორიები, მოგონებები, ხალხი-თავს არ იზოგავდა მარიამი და მთელი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა, რომ როგორმე დავერწმუნებინე. საბოლოოდ, მისი საოცარი აღტკინება და მოლოდინი მეც გადამედო.
-ჩემი საბოლოო პასუხია...-საგანგებოდ გავწელე სიტყვა რომ მისი გატანჯული გამომეტყველების ცქერით დავმტკბარიყავი-კი
-აი ვამბობდი რა-დენდარტყმულივით წამოხტა და შეჰყვირა მარიამმა-შენში არასდროს მეპარებოდა ეჭვი. მიყვარხარ-ბავშვივით დახტუნავდა აქეთ-იქეთ.
-მარიამ როდის გაიზრდები?-ვბუზღუნებდი, მაგრამ თან მეც მეცინებოდა მის დაუოკებელ ხასიათზე. მისი პოზიტივი მეც გადმომედო და უკვე მთელი მონდომებით შევუდექი დეტალებში გარკვევას.
-კარგი, რა კრიტერიუმებით არჩევენ ? რომ არ მიმიღონ?
ამ სიტყვაზე მარიამი მოულოდნელად გაჩერდა. წინ ჩამომიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და საოცრად თვითკმაყოფილი სახით შემომაცქერდა.
-ჩემო კარგო, ამ ყველაფერზე ზრუნვა არ გჭირდება, როდესაც შენი მეგობარი თვით მარიამ ვეკუაა-ჯერ ჩემ რეაქციას დააკვირდა და ალბათ კმაყოფილმა იმით რომ ასე გაოცებული ვუყურებდი, განაგრძო-ორგანიზატორი ჩემი ნაცნობია და..ლამაზად რომ ვთქვათ, უბილეთოდ ვიმგზავრებთ
ნელნელა გავიაზრე რაღაცეები და დაეჭვებულმა ვკითხე:
-აბა ჩემი არც ერთი ნაცნობი არ იქნებაო...?
-მე.. აბა შენნაირი მუდოს დარწმუნება ადვილი გგონია? მოდი და არ მოიტყუო რაღაცეები. ახლა უარს აღარ მივიღებ. ძაალიან მაგარი სასტავი იქნება. აი იცი როგორ გავერთობით?
-ოხ მარიამ-უკვე ვეღარ ვბრაზდებოდი მასზე-როდის მივდივართ?
-კვირა-ნახევარში
-ესე მალე?
-ხო, და უნდა მოვემზადოთ. კარვებს და სალაშქრო აღჭურვილობას იქვე მოგვცემენ. ტანსაცმელზე, საჭმელზე და ასე შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ზრუნვა. სასტუმროში არ მივდივართ და ზუსტად მაგას აქვს მუღამი რომ ბუნებაში ვიქნებით.
-აუ რა მაგარია.. ვაიმეე, უკვე ვეღარ ვითმენ..
სახლში მისულმა რუსიკოს და ნიკას მაშინვე ვახარე ახალი ამბავი.
-დედაშენს და მამაშენს უთხარი?-მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ჩანდა ბებო.
-ვეტყვი და რა?
-ანუ მასწავლებლებს ერთი კვირით აცდენ?
-ხო ესე გამოდის..-პრინციპში ამაზე აქამდე არც მიფიქრია. ნუ რა გაეწყობოდა, უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი.
-მეც მოვდივარ-განაცხადა ნიკამ
-უკაცრავად?-ავწკიპე წარბები
-ჩემს ლამაზ დაიკოს მარტოს ვერ გავუშვებ.. რაიცი რაჭაში დათვი რომ გამოგეკიდოს?-გამაღიზიანებლად ლაპარაკობდა ნიკა და თან რუსიკოს აქეზებდა-მართალი არ ვარ რუსო?
-წაიყვანე ნიკა, უფრო მშვიდადაც ვიქნებით-მაშინვე დაეთანხმა რუსიკო. ჩემს საყვარელ ძამიკოს სიყვარულით სავსე მზერა ვესროლე და გველივით ამოვისისინე
-ნიკოლოზ, ჩემს ოთახში წამოდი, სალაპარაკო მაქვს-გავუღიმე.
ნიკა ცოტათი დაფრთხა
-რუსო, წინასწარ შეგიძლია გამომიტირო, მერე აზრი აღარ აქ, ვეღარ გავიგებ-გადაულაპარაკა ბებოს და უკან გამომყვა.
-კაი ეხლა ელენე, შეეშვი ბავშვს-გაეცინა რუსიკოს
-გელოდები ნიკა-შევედი ჩემს ოთახში.
-ელენე ვიხუმრე-ეტყობა ისეთი სახით ვუყურებდი, შეწინააღმდეგება გადაიფიქრა
-ძალიან კარგი-უცებ გავუცინე-მაშინ დედიკოს და მამიკოს ერთად დაველაპარაკებით და დავარწმუნებთ
-შენს ხელში რა დავაშავე, კიდევ მიკვირს-თვალები ზეცას აღაპყრო ნიკამ.
საბოლოოდ, ყველაფერი მოვაგვარე.
დათოსთან ახალი თითქმის არაფერი ხდებოდა. ქართულზე მისი ერთი ძმაკაცი დაგვემატა-საბა. მართალია, დიდიხანი არ იყო რაც გავიცანი, მაგრამ ძალიან დავმეგობრდით.
ერთ დღეს სამივე ერთად გამოვედით.
-მე უნდა გავიქცე საქმე მაქვს-ამოიბურტყუნა დათომ და გავარდა. მე და საბა შემოვრჩით და გასეირნება გადავწყვიტეთ.
-სად გარბოდა?-ვკითხე საბას.
-არაფერი, რაღაც საქმე ქონდა მგონი არც მე არ მითხრა-რაღაცნაირად მელაპარაკებოდა საბა-ელენე, რაღაც უნდა გითხრა.. ოღონდ ისე არ მიიღო რა. მართლა ცუდად არ ვამბობ.
-რა ხდება?-გული ამიჩქარდა. ყველა შესაძლო საშინელი ვარიანტი გადავხარშე გონებაში, მაგრამ ვერაფერი მნიშვნელოვანი რომ ვერ გავიხსენე ინტერესით შევაცქერდი დარცხვენილ საბას.
-ანუ.. რა ჩემი საქმეა პრინციპში, მაგრამ.. შენ და დათოს შორის ხდება რამე?
-ჰა?-ტვინში დამარტყა რაღაცამ. კითხვის შინაარსი რომ გავიაზრე, არანაკლებ გაოგნებულმა ვკითხე-საიდან ეგ კითხვა საბა?
-აუ არ გეწყინოს რა ელენე.. უბრალოდ, რაღაცნაირად იქცევით ხოლმე..
-არანაირად არ ვიქცევით საბა, ნუ ბოდავ.. საერთოდ, ეგ კითხვა არ უნდა გაგჩენოდა, თუ..
-არა-დამფრთხალი თვალებით მიყურებდა საბა
-რა არა?-სკეპტიკური გამომეტყველებით ავათვალიერე ბიჭი.
-არაფერი..
-რა არა საბა? რატომ მკითხე?
-ელენე.. ნუ მაყენებ უხერხულში.
-მითხარი ეხლა..
-მთლად რომ ადგილზე გეწამებინე, სიტყვას ვერ დამაცდენინებდი, მაგრამ დათოზე ნაკლებად შენც არ მიყვარხარ.. და გენდობი კიდევ-დააყოლა ჩემი სახის დანახვისას-მოდი რა ელენე,არგვინდა მაინც.
-საბა არ გაგიშვებ აქედან, ან მეტყვი, ან მთელი ღამე აქ მოგიწევს ყურყუტი, მე არ მეჩქარება და სახლში არ წავალ. იმედია შუა ბაღში მარტოს არ დამტოვებ-წარბებაწეულმა გავაფრთხილე ბიჭი. ჩემს პრინციპულობაზე გულში ვხარხარებდი, სინამდვილეში ასეთი რამ არ მახასიათებდა.
-დათოსთან არ დაგცდეს, თორემ ჩემს სასაფლაოზე მოგიწევს მოსვლა-აბურდღუნდა საბა საყვარლად-ნუ მოკლედ, მოწონხარ რა. ხოდა, თავიდან ვწერდი და მპასუხობდაო, რაღაც ავაწყვეთ ურთიერთობაო და ბოლო დროს ძაან შეიცვალაო რა. აღარც მპასუხობს, გამირბის და ვეღარ ველაპარაკებიო.
ჯერჯერობით სიტყვებს ერთ ყურში ვუშვებდი და მეორედან უკან ვაგდებდი. ჩემს ტვინს ამ ინფორმაციის სრული სიმძაფრის აღქმა ამ კომპანიაში არ შეეძლო, ამიტომ გადავწყვიტე, ვითომ არასერიოზულად აღმექვა სიტუაცია.
-საბა, მე გითხარი სიმართლე მომიყევი თქო და არ მითხოვია რომ გეღადავა
-ელენე არ გატყუებ და სერიოზულად მოეკიდე რასაც გეუბნები-ამოისისინა საბამ.
-და მერე შენ როგორ გაბედე და როგორ მომიყევი? ჩემს მეგობარს რომ ეგ გაეკეთებინა ღალატში დავდებდი ბრალს და კოცონზე დავწვავდი-საოცრად გავვბრაზდი საბაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვაიძულე სიმართლის თქმა.
-ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ დათო დამაკლებს-მწარედ გაეცინა ბიჭს-და საერთოდ, შენ გამო გავაკეთე და დამიფასე! ან ჩამოყალიბდი
-ხორა..
-მითხარი ეხლა
-რა გითხრა?
-შენ რას ფიქრობ?
-მერე გაიქცევი და დათოს ჩაუკაკლავ?-უაზროდ ჩავიცინე
-გააჩნია..
-კარგი, მაშინ დათოს გადაეცი, რომ მთლად რომ გავგიჟდეთ ერთმანეთზე და გადავირიოთ, შანსი არ გვაქვს-არ ვიცოდი რა მაცინებდა, მაგრამ ამ სიტუაციაზე ადეკვატურ რეაქციას ჩემი თავისგან არც ველოდი
-და რატომ?
-რობაქიძე და რობაქიძე ერთად? არაა-უკვე ვხარხარებდი
-რას ბოდიალობ?-საკმაოდ დავაბნიე საბა და დავსერიოზულდი. თვალებში სევდა ერთიანად მომაწვა და ვუთხარი
-მეგვარეები ვართ.
ერთხანს გაშტერებული მიყურებდა საბა, მერე გამოერკვა
-რაა? ელენე შენ მაჩაბელი ხარ, საბა რობაქიძე. გითხარი სერიოზულად მელაპარაკე თქო..
-ეგ დედაჩემის გვარია.
-ვაუ.. თავი სერიალის გმირი მგონია -სრული სერიოზულობით განაცხადა საბამ
-სერიალებში რაღაც ხდება. აქ კი არაფერი. უბრალოდ მეგვარეები ვართ და მორჩა.
-ელენე ახლა მართლა შენ გელაპარაკები და შენთვის. არავისთვის თქმას არ ვაპირებ და როგორც მეგობარს ისე მითხარი..
-კი საბა,მომწონდა თავიდან-არ მინდოდა სიმართლის დამალვა. მინდოდა ვინმეს გაეგო ის, რასაც ვგრძნობდი. რაც უაზრობა მეგონა. თუმცა თურმე რაღაც აზრიანიც ყოფილა მასში.
-ამის დედაც..
-ხო რა, აღარ გვინდა ამ თემაზე.
-მიგაცილო სახლში?
-არ მინდა, მარტო მირჩევნია გავლა..
-კაი მიდი.. მიყვარხარ მაგრად და შენიცი აბა.. ნუ რაუნდა ვთქვა არც ვიცი ძააან არეული სიტუაციაა
-მადლობა საბუ, მეც მიყვარხარ.. აბა ჰე
გაბრუებული წამოვედი. მუსიკას ავუწიე და მთელი გზა ფიქრებისგან გავათავისუფლე თავი. ფიქრსითვის მთელი ღამე წინ მქონდა.
სახლში შესვლისთანავე ჩემს ოთახში შევედი. წამოვწექი, თვალები დავხუჭე, და ერთი წამით წარმოვიდგინე, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო..
მაღალი, სუსტი, ქერა, გრძელთმიანი დათო, მაღალი ღაწვებით, ლურჯი თვალებით და შავჩარჩოიანი სათვალით და მასზე პატარა, წაბლისფერთმიანი გოგო გვერდიგვერდ მიაბიჯებენ...



№1  offline აქტიური მკითხველი select

საყვარლებიიი აუუ რაღაც არ იქნება კარგად ა საქმეე ხო?
მოკლედ შენ იცი და არ დააგვიანო რაა
წარმატებეებიი heart_eyes

 


№2  offline წევრი Annano.00

select
საყვარლებიიი აუუ რაღაც არ იქნება კარგად ა საქმეე ხო?
მოკლედ შენ იცი და არ დააგვიანო რაა
წარმატებეებიი heart_eyes

მადლობაა <3 ვეცდები აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent