შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი და მწვანე (თავი 5)


6-11-2016, 22:21
ავტორი 13mariammi
ნანახია 1 562

-მარიამ, ხმა გამეცი.. მარიამ!...
გონება დავკარგე, უკვე მეორედ.. თვალები რომ გავახილე, ისევ ირაკლის ოთახში ვიყავი, ჩემს გვერდით იწვა , ჩასძინებია ჩემს ლოდინში ალბათ.. იმწამს თავში რაღაცამ დამარტყა თითქოს ;დ და მივხვდი, რომ მე ახლა გართობის მეტს არაფერს უნდა ვაკეთებდე. საათს დავხედე 7 საათზე გადაცდა, მშვენიერი დროა, სოფლის ფესტივალზე წასასვლელად.
-ირაკლი გაიღვიძე რა.
-მარი როგორ ხარ? კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს?
-კარგად ვარ იკა, დამშვიდდი. იცი, სჯობს სახლში წავიდე, გამოვიცვლი, მოვწესრიგდები და დავაწვეთ ფესტივალზე!
-შენ ვერ ხარ გოგო?! გონება დაკარგე და ფესტივალზე მიდიხარ? შანსი არაა
-აუუ კაი რა! რისთვის ჩამოვედი აქ?
-კარგი კარგი ოღონდ არ დალევ
-უფ არა კაცოო რასისულელეა ;დდდ
-აუ მარიამ..
-დავლევ კიდეც მოვწევ კიდეც, ვიცეკვებ და გავერთობი ბოლომდე!!
-კაი მიდიი ჰო კაი მალე გაემზადე ოღონდ ზუსტად 8საათზე გამოგივლი.
-კაი მწვანე.. -ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი..
სახლში ავედი, ელე უკვე იქ დამხვდა
-გოგო რაგჭირს ? როგორ ხარ? ირაკლიმ ყველა გაგვყარა ისეთი გამწარებული იყო..
-მართლა? ჰო რავი კარგად.. მისმინე ახლავე გაემზადე ფესტივალზე მივდივართ!!
-რაა? ნორმალური ხარ გოგო?
-ვაიმეე კი ხალხო კი ნორმალური ვარ!! ან არა.. უბრალოდ გართობა მჭირდება გესმის? ყველაფერი ცუდი უნდა დავივიწყო და ჩემს ირაკლისთან და სხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერი ვიყო!
-კარგიი არდამარტყა ოღონდაც;დდდ
-ოო კაი ახლა ჩაიცვი;დ
ძველი სტილის მაღალწელიანი შორტი , ალაგ-ალაგ დახეული ოდნავ, თეთრი კედები და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა დასწორებული მქონდა, ამიტომ გავიშალე, სუნამო შევისხი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ელესთან შევედი ოთახში.
-აუ მარ რალამაზი ხარ!
-მადლობა გიჟოო შენც ძაან.. დაშოკავ ბიჭებს იქ!
-ბიჭების კიარა მე ნიკას დაშოკვა მინდა.- გაგვეცინა ორივეს
-ჰოდა ჩათვალე ეგბიჭი შენია!
-ჰო რავიცი..
ნელის დავუბარეთ რომ დღეს დაგვაგვიანდებოდა ფესტივალის გამო და გარეთ გავედით.. ნიკა და ირაკლი უკვე გველოდებოდნენ.. ფესტივალი სოფლის დასაწყისში ტარდებოდა. ფეხით წავედით იქამდე გზაში ბევრი ვიცინეთ. მე და იკა ვეღადავებოდით ელეს და ნიკას ;დდ ძალიან სასაცილოები იყვნენ. ჩვენს წინ მიდიოდნენ და თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს.. მართლაც ძალიან საყვარელი და ლამაზი წყვილია <3
მივედით. მუსიკის ხმა უკვე კარგად ისმის. ძალიან ბედნიერივარ, მთელი წელი ველოდი ამ მომენტს! ყველაფერი ისეთი კარგია.. ირაკლისთნ ერთად კი, საოცარია..
უკვე კარგად ბნელოდა, ამიტომ დალევა დავიწყეთ. ლუდი ვიყიდეთ ჩამოსასხმელი და რაღა გვენაღვლებოდა? ;დდ ერთი ჭიქა, ორი, სამი, ოთხიი... უკვე სათვალავი ამერია, რა მუსიკაა ვერ ვიგებ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ირაკლისთან ერთად ვარ.. ძალიან ნასვამები ვართ.. ვცეკვავთ, ერთმანეთს ვეალერსებით.. არავინ და არაფერი გვაინტერესებს ერთმანეთის გარდა.. ისევ ყველაფერი ქრება და ვართ მხოლოდ ჩვენ: ცისფერი და მწვანე.. სიყვარული - გრძნობა რომელიც ისეთ დროს გეწვევა, საერთოდ რომ არ მოელი.. და ყველაზე ტკბილი ხომ პირველი სიყვარულია.. თავბრუ მეხვევა, ალკოჰოლი მთელ ჩემს ორგანიზმს მოედო და უკვე ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ.. სად მივდივარ.. არვიცი ვერ ვხვდები.. მე და ირაკლი სადღაც მივდივართ, არა უფრო მივრბივართ.. ოღონდ ფეხზე ძლივს ვდგავართ.. შენობაში შევედით.. ეს ადგილი მეცნო.. ჩვენი მიტოვებული შენობა! ადგილი, სადაც მე და ირაკლიმ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ. სანთლებით მორთული იყო და რამდენიმე პლედიც იდო.. შამპანიურის ბოთლი და ორი ჭიქა..
-ირაკლი, სიმართლე გითხრა, რომანტიკა დიდად არ მხიბლავს..
-ეს ვნებაა საყვარელო, და არა რომანტიკა. -თქვა ეს და მთელი სიყვარულით მაკოცა.. მეც ავყევი.. მიყვარს.. ირაკლი მიყვარს, ჩემი მწვანე <3
-მიყვარხარ..
-მეც მწვანევ..
"ყველაზე და ყველაფერზე მეტად"-ერთდროულად ვთქვით ორივემ.. დიდხანს ვეფერებოდით და ვეალერსებოდით ერთმანეთს, ნახევრად-შიშვლები ვიყავით.. ზედმეტი არაფერი მომხდარა, მხოლოდ ერთმანეთთან შეხება გვინდოდა, კოცნა და ალერსი.. ჩვენ ხომ ერთი სული ვიყავით, ორ სხეულში არსებული...
გათენდა. სახლში ვარ.. რა? მოიცა? სადვარ? სახლშიი? როგორ მოვაღწიე აქამდე? ელესთან გავედი და ეძინა
-გოგო გაიღვიძე დროზეე
-რაა.. რამოხდაააააა
-სახლში ვართ
-კაი ერთი რას მელაპარაკები! ვერ ხარ გოგო? აბა სად უნდა იყო
-როგორ მოვედით სახლამდე?
-....
-თქვიი რამე ელე..
-არმახსოოვს არა!! არაფერი არმახსოოოვს საერთოდ!!
"მომენატრე"- იკამ მომწერა
"მეც<3 გუშინ სახლში როგორ მოვეედიით მე და ელე ხოარიციი;დდდ"
"აა კიი მე და ნიკამ მოგიყვანეთ. ნელის უკვე ეძინა და რავი წამოვედით ;დდ"
"ართქვათ ეგ არსად"
"ყველამ იცის უკვე იმხელა ხმაზე მღეროდით"
"არმჯეერა"
ელეს რომ წავაკითხ გაეცინა..
-მარიამ ჩამოდი შენთან შენი მეგობარია მოსული! -ნელიმ დამიძახა
-ვინ მეგობარი?? ქვემოთ ჩავედი და ვის ვხედავ..
-გამარჯობა, მარიამ..

ჰეი^^ როგორ ხართ? იმედია მოგეწონათ ეს თავი. გამიზიარეთ თქვენი აზრები თუ რას ფიქრობთ. ვიცი პატარა თავია, მაპატიეეთ, მაგრამ მეტის დადებას ვერ ვახერხებ ფიზიკურად :((



№1 სტუმარი Mia

რატომ არ დებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent