შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო სვანურად (3)


7-11-2016, 14:50
ავტორი ანამარია...
ნანახია 1 500

ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა დღე როდესაც შემეძლებოდა გიორგის სახლში კვლავ მისლა და ჩემი ჩანაწერების ჩვენება დედამისისთვის, ნამდვილად არვიცი რატომ მაგრამ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... როგორც იქნა მოვიდა ნანატრი დღე და გავუყევი ნაცნობ გზას, კარზე ვაკაკუნებ
-მოხვედი?
-დიახ, ჩემი დღიური მოგიტანეთ
-დამიტოვე და წადი
-იცით, მჭირდება დღიური.. რამდენ ხანში მოვიდე წასაღებად?
-ხვალ გამოიარე, მინდა ყველაფერი წავიკითხო
-კარგით, ნახვამდის
უკან წამოვედი და თითქოს დიდი სიცარიელე ვიგრძენი, ეს დღიური ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორ იქნა გავიდა ერთი დღე რომელიც ჩემთვის ძალიან გაიწელა და წავედი საკუთარი დღიურის წამოსარებათ, ქალმა როგორც კი კარი გააღო ძლიერად ჩამეხუტა შემდეგ სახლში შემიპატიჟა
-ალბათ გაგიკვირდა ჩემი ასეთი ქცევა
-დიახ, არ მოველოდი
-ვინ ხარ საერთოდ და რატომ წერ ჩემს შვილზე?
-როგორც უკვე გითხარით, გიორგის არ ვიცნობდი.. უბრალოდ ყველაფერი ვიცი თქვენზე, ყველაფერი ვიცი იმის შესახებ რაც გიორგის ეხება
-გიყვარდა?
-არა, თქვენ ვერ გამიგეთ
-არც კი მინდა იმის გაფიქრება რომ ამ ყველაფერს ჟურნალისტიკის გამო აკეთებ და ჩემი შვილის ამბავს უბრალოდ იყენებ
-როგორ გეკადრებათ ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან მინდა ამ ამბის გამოძიებაში მეც მივიღო მონაწილეობა
-შენი დღიური თავიდან ბოლომდე წავიკითხე, ბევრი რამ გაგიკვირდება და ემთხვევა რეალობას
-მართლა?!
-კითხვის დროს მეგონა გიორგის ყველაზე ახლო მეგობარი წერდა ამ ყველაფერს
-არც კი ვიცი რა გითხრათ
-არაფერი მითხრა, უბრალოდ ჩემთან კონტაქტი არასდროს დაკარგო.. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია
-კარგით, ეხლა წავალ.. აუცილებლად გინახულებთ
-რაღაც მინდა გთხოვო
-გისმენთ
-მინდა გიორგის სასაფლაოზე წამომყვე, რატომღაც სურვილი გამიჩნდა გიამბო ყველაფერი
-ძალიან გამახარეთ, აუცილებლად წამოვალ და მოგისმენთ
ძალიან, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე დავბრუნდი სახლში... მიხაროდა რომ სრულიად უცხო ადამიანმა ასე თბილად მიმიღო და ჩემი ჩანაწერები ბოლომდე წაიკითხა, შეიძლება სიგიჟეთ მოგეჩვენოთ მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა გარდაცვლილი ადამიანი, როგორ მიჩნდებოდა მის მიმართ ინტერესი და გრძნობა... ვიცი, სრული სიგიჟეა მაგრამ გიორგი ბენდელიანი მიყვარს, მისი დატოვებული ყველა სურათი და ყველა მოგონება მიყვარს.. დიახ მე გიჟი ვარ, მაგრამ ის მიყვარს!!! როგორი თამამი განაცხადია არა? მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, მეხუთე თვე დაიწყო და მან უკვე თავი შემაყვარა. ღმერთო რა სისულელეებს ვლაპარაკობ მგონი სერიოზულად შევიშალე, ტელეფონი მირეკავს
-შენ სულ დაკარგე ნამუსი?
-რამოხდა?
-რაღა რამოხდა, ოთხში თვეა საერთოდ არც მირეკავ, არც მწერ, არც მნახულობ დავაშავე რამე?
-ნატა კაი რა, ვმეცადინეობ და უბრალოდ არ მცალია
-აბა კარგად დაფიქრდი
-რა დაფიქრება მინდა, რაუნდა დაგეშავებინა
-არვიცი, ეგ შენ გკითხოვს კაცმა
მოკლედ ჩემი და ნატას დიალოგი დიდხანს და უაზროდ გაგრძელდა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით რომ მე ვიყავი დამნაშავე და უნამუსო ადამიანი, მაგრამ არაუშავს გადავიტან. როდესაც დღიურში ვიწყებდი წერას ყოველთვის ბოლო გვერდიდან ვიწყებდი გადაფურცვლას დღესაც ტრადიცია არ დამირღვევია და რაღაც დამხვდა: „როდესაც მოიცლი ამ ნომერზე დამირეკე 555295860 ნანა ბენდელიანი.“ დღეების განრიგს გადავხედე და საკმაოდ კმაყოფილმა ავკრიფე ნომერი
-გისმენთ
-გამარჯობა, ელენე ვარ
-აბა ელენე?
-დღიურის ავტორი...
-გამახსენდა, გისმენ
-ხვალ თავისუფალი ვარ, თქვენც თუ მოიცლით წავიდეთ გიორგის სასაფლაოზე
-არ მცალია ხვალ, სასამართლოში ვარ დაბარებული, ეს შენი ნომერია?
-დიახ
-კარგი მაშინ მეთვითონ დაგირეკავ
-კარგით, ნახვამდის.
დავიწყე წერა როგორც ყოველთვის: „დღეს 6ნოემბერია საღამოს 8საათი გიორგი ბენდელიანი შემიყვარდა, პირველად გამოვცადე უპასუხო სიყვარული რომელიც გავს ცას დედამიწის გარეშე, კოსმოსში გაფრენას შინ დაბრუნების სურვილის გარეშე და ასე შემდეგ...გიორგი ვიცი რომ შენი თვალები ამ დღიურს კითხულობენ მინდა გითხრა რომ დარჩები მარტო მელნისფერი ფურცლის ამარა, მასშია შენი სამარე. მე თუ ვერ შევძლებ თვალები შეძლებენ სიტყვებზე უკეთ გრძნობების თხრობას...ჩემი ყველა ფიქრი შენამდე მოდის სანაცვლოდ კი ვერაფერს ვიღებ. სამწუხაროა, რომ ადამიანს სულ მცირედი სჭირდება ბედნიერებისთვის და ამ მცირედსაც არავინ იმეტებს... მე უბრალოდ სიმართლე მჭირდება შენს შესახებ მეტი არაფერი, მოდი რა! ჩემს ფიქრებში და აზროვნებაში ჩასახლდი დამანახე ყველაფერი, ვიცი რომ კითხულობ ვიცი რომ გესმის...“
დღიური დავხურე და ვეცადე დამეძინა, მოულოდნელად საშინელი სიბრაზე მომაწვა და დღევანდელი ჩანაწერი დაუნდობლად ამოვშალე... „სვანო! მოდი აზრზე მიცვალებულს რატომ ელაპარაკები?! რატომ არ ასვენებ?!“ ჩამესმის ხმა ქვეცნობიერში რომელიც საკუთარს არ გავს, განსხვავებულია ბოხი და რაღაც არა ამქვეყნიური. ოთახში ბნელა...

გავაგრძელო?



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

რათქმაუნდა ამას კითხვა უნდა?მაგრამ პატარა თავებს რატომ დებ?საინტერესოა ძალიან
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რას ქვია გავაგრძელო? უნდა გააგრძელო აბა რა უნდა ქნა? ძალიან მაგარია და საინტერესო ოღონდ ცოტა დიდი თავები დადე რა... ეს ქვეცნობიერში გაჩენილი ბოხი ხმა საშინლად მომწონს აუცილებლად გააგრძელე და მალე დადე დიდი და მსუყე თავი...

 


№3  offline წევრი ანამარია...

La-Na
რათქმაუნდა ამას კითხვა უნდა?მაგრამ პატარა თავებს რატომ დებ?საინტერესოა ძალიან

უცნობი ქ
რას ქვია გავაგრძელო? უნდა გააგრძელო აბა რა უნდა ქნა? ძალიან მაგარია და საინტერესო ოღონდ ცოტა დიდი თავები დადე რა... ეს ქვეცნობიერში გაჩენილი ბოხი ხმა საშინლად მომწონს აუცილებლად გააგრძელე და მალე დადე დიდი და მსუყე თავი...


დიდი მადლობა თქვენი კომენტარები ძალიან მახარებს <3 ბევრი მაქვს სამეცადინო და ძლივს ვასწერებ დაწერას მაგრამ აუცილებლად გავზრდი თავებს.

 


№4 სტუმარი Salousi

Shoki piki panikaa <3 rom ar gaagrdzelo albat movkvdebi.. Iseti saintereso gansxvavebuli da arachveulebrivia.. Moutmenlad veli shemdeg darwmunbuli var arachveulebriv tavs<3

 


№5  offline წევრი ანამარია...

Salousi
Shoki piki panikaa <3 rom ar gaagrdzelo albat movkvdebi.. Iseti saintereso gansxvavebuli da arachveulebrivia.. Moutmenlad veli shemdeg darwmunbuli var arachveulebriv tavs<3


უღმესი მადლობა! <3

 


№6 სტუმარი Mariam

Vaimedzaandamainteresaa da ratkmaundaa gaagrdzelee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent