შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამო სიცოცხლეში. (მეხუთე თავი)


7-11-2016, 19:22
ავტორი padackles
ნანახია 1 422

ანდრეის საღამოს შვიდი საათისკენ გაეღვიძა, საათს დახედა მერე საწოლიდან წამოდგა, პირდაპირ სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო, ამან მთლიანად გამოაფხიზლა და სიმთვრალის ადგილიც კი არ სჩანდა მის გონებაში. სააბაზანოდან გამოსულმა კარადიდან თეთრი მოკლე მკლავიანი მაიკა გადმოიღო და ჩაიცვა, რომელიც მის დაკუნთულ სხეულს ორმაგად უხდებოდა, ქვემოთ შავი შარვალი ჩაიცვა, შავ კოსტუმთან ერთად. შავი მოდური ფეხსაცმელები. ქურთუკი მოიცვა, თმები გადაივარცხნა, სუნამო დაისხა, საათი გაიკეთა და საკუთარი თავით მეტად ნასიამოვნები გავიდა ქუჩაში.
მშვენიერი თბილი საღამო იდგა. ქარი ნაზად არხევდა ფოთლებს. ისეთი ამინდი იდგა სწორედ, რომ სიცივისგან შეწუხებულ სახლში შეყუჟებულ ან შეყუჟულ ხალხს გარეთ, რომ გამოიყვანდა და ფეხით სეირნობის სურვილს გაუჩენდა.

***
ემილი ქვემოთ ჩავიდა პირველ სართულზე, სასტუმრო ოთახში შევიდა, იქ სადაც მისი საყვარელი შვილი და მეუღლე ელოდებოდა. ლუკასს იქვე მდივანზე მშვიდად ჩასძინებოდა, ბენს მისთვის ქურთუკი ჰქონდა გადაფარებული თავად კი შვილს თავზე ეფერებოდა.
სასტუმრო ოთახი ლამაზ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ეტყობოდა, რომ გემოვნებიანი ხელი ერია სახლის დიზაინში. აქ ძირითადად ყველაფერი თეთრი ფერი იყო. დივანი და კრესლოებიც თეთრი ფერის იყო. ასევე თეთრ ფერში იყო გადაწვეტილი ხალიჩა, რომელიც მათ შორის იყო დადებული. თეთრ ფუმფულა ხალიჩაზე პატარა ჟურნალების მუქი ფერის მაგიდა იდგა. რომელზეც პატარა ნაცრისფერი, ფართო ვაზა დგას, ლამაზი გაბუჩქული მწვანე ვარდებით სავსე. დივანზე პატარა ნაცრისფერი ბალიშები იდო. მისგან ხელმარჯვნივ თეთრი ფერის ბუხარი სადაც წითლად აკვასკვასებული ცეცხლი გიზგიზებდა. იქვე იყო ლამაზი დიდი სარკე, რომლის წინ ვაზა დგას თეთრი ყვავილებით სავსე. ჭერზე დიდი თეთრი ჭაღი იყო დაკიდებული, რომელიც მართლაც, რომ შესანიშნავად ეხამება სასტუმრო ოთახის ინტერიერს. დივნის მოპირდაპირე მხარეს, დიდი პლაზმური ტელევიზორი იდგა. კედელზე მუქი ფერის ჩარჩოში ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის ორი ნახატი ჰკიდია. სასტუმრო ოთახიდან სამზარეულო ოთახი კარგად სჩანდა, რადგან მათი გამყოფი მხოლოდ ერთი თაღი იყო. სამზარეულოშიც თეთრი ფერებია შეხამებული მუქ ნაცრისფერთან ერთად. სამზარეულოს ბარი მუქი ნაცრისფერი არის, რომლის წინაც მუქი ნაცრისფერი სამზარეულო არის. აქაც ულამაზესი ჭაღი იყო რომელსაც ყვითელი განათება აქვს.
-დღეს ანდრეი გვესტუმრება. -გვერდით მოისვა ბენმა ემილი და ხელი გადახვია.
-კარგია. ლუკასს გუხარდება მისი ნახვა. -ბავშვს გადახედა მილიმ, მერე ბენს ჩაეხუტა და ბედნიერმა თვალები დახუჭა.
-როგორ მიყვარხარ ძვირფასო -თავზე აკოცა ბენმა.
***
-გისმენთ პატივცემულო. -ხელით ანიშნა თამარს ალისიამ გაჩუმებულიყო და მეტი ყურადღებით დაუგდო ყური ტელეფონს -დიახ დღესვე შემიძლია. -.... თქვენთან კაბინეტში. -....-ნახვამდის. -ალისიამ ტელეფონი შეინახა და და თამართან ერთად გზა განაგძო. -ჩვენი დეკანი იყო. მე და გიგა დაგვიბარა მასთან კაბინეტში. სერიოზული საქმე მაქვსო. მოიცადე გიგას გავაგებინო.-ალისიამ შეტყობინება გაუგზავნა გიგას. -ჰო მართლა თამარ სალომე სად არის?
-სოფელში წავიდა ბებია-ბაბუასთან.
-წიგნი უნდა დავუბრუნო. იქნებ ნინო ვნახო სადმე. ნეტა რა უნდა პროფესორს. ძალიან ვნერვიულობ ალბათ ჩვენი ნაშრომი დაიწუნეს.-კარგი, კარგი მე წავედი -აჩქარდა გოგონა -ნახვამდის თამარ. -ავტობუსის გაჩერებასთნ დაემშვიდობა ალისია მეგობარს და ავტობუსში ავიდა.

მანამდე სანამ კარზე ზარს დარეკავდა ალისია მოთმინებისგან იცლებოდა. გული ბაგა-ბუგით უცემდა. მუცლებში პეპლები დაფარფატებდნენ და ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა.
კარები ქალბატონმა ზაირამ გააღო.
-მოდი ალისია შვილო. როგორ დაგვივიწყე.
-მაპატიე თინათინ დეიდა. -გადაეხვია ალისია და სულ ჟიამულით შევიდა სახლში. - შოთიკო ბიძია სახლშია? თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.
-ბიძაშენი სამსახურშია. როგორც ყოველთვის აგვიანდება. -ქალბატონი ზაირა სასტუმრო ოთახში შეუძღვა.
-რა გემიელი სუნია. -ხარბად შეისუნთქა ჰაერი.
-თამარმა მითხრა მოხვიდოდი და შენთვის გამოვაცხვე ხაჭაპურები. ისიც მალე გამოვა აბაზანაში იყო შესული.
ქალბატონი ზაირა და თამარი ტანადობით და სახით ერთმანეთს ჰგვანან. მაღალი და შავგრემანი ქალი იყო ზაირა. თვალებით კი თამარი მამას ჰგავს.
-როგორ მიყვარს შენი ხაჭაპურები. -დედობილს მოეხვია ალისია.
-მგონი შენზე უკეთ არ გამომდის.
-და ვინ მასწავლა.
-ოჰ კარგი ერთი შვილო. -ხელი სასაცილოდ აიქნია ქალბატონმა ზაირამ.
მზე და მთვარე ამოსდის ალისიას თამარის მშობლებზე. ოთხი წლიდან ცივ ნიავს არა აკარებენ ბავშვს. მათი დახმარებით შეუნარჩუნდა ბავშვობაში ბინა რომელსაც სვავებივით იყვნენ დამცხრალნი ბავშვის ნათესავები.
-მოხვედი უკვე? -პირსახოცი მოიძრო თავიდან თამარმა.
-არა სახლში ვარ ჩემთან. მოდი დაჯექი. -ხელით დაისვა მის გვერდით. -ჩემს ცხოვრებაში საოცრება ხდება. ლაპარაკი მიჭირს, ჩემი ოცნებები ხდება და რაც წარმოუდგენელი მეჩვენებოდა მგონი ფრთებს ისხამს. ეს ფრთები ისე მაღლა მიპირებს აფრენას მეშინია უკან არ დავენარცხო.
-ამოღერღე თორემ დაგვაწყდა ნერვები.
-მოიცადე შვილო, მოათქმევინე სული და ნუ ჩაუძვერი პირში. -გაუწყრა ქალბატონი ზაირა. -იქნებ და რა უნდა რომ თქვას.
-ჩემი და გიგას ნაშრომი ხომ იცით ინგლისურ ენაზე. ტურში გავიმარჯვეთ და ერთ კვირაში ერთი თვით ლოს-ანჯელესში მივფრინავთ დასასვენებლად.
მეგობარი ცას ეწია სიხარულით. ქალბატონმა ზაირამ ლოცვით ცაში აიყვანა მეორე ქალიშვილი.
-ნეტა ამას მოსწრებოდნენ შენი საწყალი მშობლები.
-კარგი დედა -გააჩერა ცრემლ მორეული დედა თამარმა.
ფქვილიანი ხელები დაიფერთხა ზაირამ და მეუღლეს დაურეკა.
შოთიკომ ძალზედ გაიხარა ალისიას წარმატებით. შეპირდა სამსახურიდან ახლავე წამოვიდოდა და ალისიას სთხოვა დღეს მათთან დარჩენილიყო.
საღამო ოჯახმა მხიარულად გაატარეს. ალისიას გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იმ საღამოს ალისია მათთან დარჩა სახლი.
***
როცა კარზე ზარის ხმა გაისმა ბენი სასტუმრო ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
-ბენ გააღე გთხოვ-სამზარეულოდან გამოსძახა ემილიმ.
-კარგი ძვირფასო -პულტი დადო მაგიდაზე და კარებთან მივიდა. -რომელი ხარ? გასძახა კარს მიღმა.
-მე ვარ.
-თქვენი ხმა არ მეცნობა.
-ბრაიან გამიღე კარები.
-ანდრეი შენ ხარ? -კარები გააღო ბენმა და ანდრეი შინ შემოიპატიჟა. -მერე ვერ მეტყვი?
-რაღაც კარგ ხასიათხე ხარ -გაეცინა ანდრეის და ძმას გადაეხვია.
-სხვა ჰაერზე ხმა შეგცვლია.
-ნუ ხარ ცინიკოსი თავი მისკდება ისედაც. -თავზე მოიკიდა ხელი მან.
სასტუმრო ოთახში შევიდნენ ბიჭები.
რა გჭირს თავზე? -მდივანზე ჩამოსხდნენ ისინი.
-ოოო, დღეს დილიდან შენს რესტორანში ვზივარ და ვსვამ, მერე გამოვიძინე და აქ წამოვედი.
-მარტო სვამდი?
-ჰო, ნეითი მისხამდა და მე ვსვამდი.
-შენთვის ხომ დალევა არ შეიძლება? შრატი ხომ 1 თვის წინ გაიკეთე?
-ეგ სულ დამავიწყდა.
-როგორ ხარ ანდრეი? -სასტუმრო ოთახში ემილი შემოვიდა და ანდრეის ლუდი დაუდგა წინ.
-მადლობა ემი, ყოველთვის იცი რა გამიხარდება.
-არაფრის -მათთან ჩამოჯდა ემილიც. -აბა მოყევი როგორი დო გაატარე საქართველოში.
-საოცარი იყო. მართლა. ჯერ მხოლოდ თბილისი და წყალტუბო ვნახე. წყალტუბოში ერთი მღვიმე არის. "პრომეთეს მღვიმეს" ეძახიან. ზღაპარში აღმოვჩნდი. გრილი ჰაერი იყო და ქვისგან ბუნებივად წარმოქმნილი ხელოვნების ნიმუშები. წყალტუბოდან მთები სჩანდა, მითხრეს რომ სვანეთში და ყაზბეგში წამიყვანდნენ მაგრამ დღეს როგორც ხედავთ აქ ვარ. ჰო მართლა ხვალ ახალ ფილმზე ვიწყებ მუშაობას.
-საქართველოში?
-შენც აჰყევი შენს ქმარს? ლოს-ანჯელესში მივდივარ ხვალ.
-ბიძია მოდი? კიბეებზე დაეშვა საღამურებში გამოწყობილი ლუკასი, რომელსაც ახლახანს გაღვიძებოდა.
-როგორ ხარ ჩემპიონო?
-კარგად ბიძია, შენ? -კალთაში ჩაუჯდა ლუკასი. -რა მომიტანე?
-ნახეთ ერთი ამას, როგორ ვარ არ მეკითხება და ის კი აინტერესებს რა მოვუტანე.
-აბა რა ბიძია, არაფერი მომიტანე? -სატირლად გამზადებული ტუჩები დაბრიცა პატარამ.
-არა ჩემპიონო, როგორ არ ჩამოგიტანე -მუხლებიდან ჩამომსვა ანდრეიმ იგი -წამო გარეთ გავიდეთ.
უფროსები ბავშვთან ერთად გარეთ ეზოში გავიდნენ. ეზოში სადაც ულამაზესი იყო ყველაფერი, ისეთი საიდან წასვლაც კი არასოდეს მოგინდებოდა. ლამაზ ეზოს ეტყობოდა ემილის ხელი. ირგვლივ ყველგან აბიბინებული მინდორი იყო, რომელსაც ულამაზესი სხვადასხვაფერის ყვავილები ამშვენებდა. ლამაზი ორ სართულიანი ირგვლივ აივნებით მორთული სახლის წინ უზარმაზარი ლურჯი აუზი იდგა, რომლის შუაგულში ულამაზესი, პატარა კუნძული იყო, სადაც ლამაზ მწვანე მინდორზე, საუცხოო ლურჯი ვარდები იყო თეთრი განათებით. აუზის ირგვლივ ქვაფენილი არის სადაც თეთრი განათება იყო დამონტაჟებული. ამ სახლის წინ ჩამვლელ მგზავრებს აუცილებლად მოუნდება ამ საუცხოო სახლის დათვალიერებაა. გულგრილად ძალიან ლამაზი სახლების მფლებელებიც კი ვერ ჩაუვლიან, რადგან საუცხოო შესახედია ყველას თვალში, თავისი ეზოთი და სახლით.
-შეხედე -სამ ბორბლიანი ველოსიპედი დაანახა ანდრეიმ, რომელიც აუზის მოშორებით სახლის გვერდით დგას -მოგწონს?
-კი, ბიძია მომწონს, როგორ მიყვარხარ, მამიკო კი არ მყიდულობდა ჯერ პატარა ხარო -ველოსიპედთან მიირბინა ლუკასმა და ზედ შეასკუპდა.
-პატარა მამაშენია, შენ დიდი კაცი ხარ უკვე, თანაც მე მამაშენზე უკეთესი ვარ. კარგი ბრაიან, ნუ იბუტები, შენც გიყიდი პატარა ველოსიპედს -გაეცინა უფროს ძმას.
-მიდიიი -ბენსაც გაეცინა.
-მოდით ბიჭებო, გაცივდა საჭმელი, ვივახშმოთ -გამოსძახა ემილიმ.
ყველამ ერთად და გემრიელად ივახშმეს.
-კარგი, ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა, მაგრამ უკვე გვიანია. მე სახლში წავალ. ლუკასს ჩემს მაგივრად აკოცეთ. ხვალ გნახავ ბრაიან გამგზავრებამდე, აბა კარგად. ემილი როგორც ყოველთვის გემრიელი იყო ყველაფერი -მაგიდიდან წამოდგა ანდრეი.
-მე წაგიყვან, ახლა სად ნახავ ტაქსს, გვიანია.
-არა ბრაიან იყოს. არც ისე გვიანი არ არის, თან ცოტას ფეხით გავივლი.-ანდრეიმ კარები გაიხურა და წავიდა.
-ერთი... ორი... სამი .... -ათვლა დაიწყო ბენმა.
-მგონი რაღაც დამრჩა -კარები შემოაღო ანდრეიმ.
-გასაღების მეშვეობით უფრო მარტივია სახლში მოხვედრა. -უთხრა ბენმა, მაგიდიდან ანდრეის სახლის გასაღები აიღო და ხელში შეათამაშა.
-მოკეტე -ხელიდან ააცალა გასაღები და ისევ გაიხურა კარები.
ბენმა და ემილიმ ერთად დაალაგეს სამზარეულო. კიბეები აიარეს და საძინებელ ოთახში შევიდნენ. მათი საძინებელი მუქი ფერის იყო, სადაც ძალიან მუქი ქვიშნისფერი ჭარბობდა.
-რთული და დამღლელი დღე იყო საყვარელო? -ქვიშნისშფერი საბანი გაისწორდა ემილიმ და ბენისკენ გადატრიალდა საწოლში.
***
გიგა სკამზე მჯდარი ფეხზე იდაყვდაყრდნობილი, აზრმიუტანებლად მისჩერებოდა აეროპორტის შესასვლელს. გაფრენამდე ერთი საათი არის დარჩენილი. აფორიაქებული გასცქერის ალისიას მოლოდინში კარებს, ის კი არა და არ სჩანს.
გიგა მაღალი და შავგრემანი ბიჭია. მუქი ლურჯი თვალები აქვს და დაბალზე შეჭრილი თმა. ზუსტად ისეთი ბიჭია ალისიას რომ მოსწონს, მაგრამ გიგა როგორც კი გადმოვიდა მის კლასში ალისიამ აღიქვა როგორც ძმა და უკვე 10 წელია საუკეთესო მეგობრები არიან.
-გამარჯობა გიგა -უკნიდან მიპარული ალისია გიგასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
-ალისისჩიკ? მოდი?- ფეხზე წამოხტა გიგა და გადაეხვია.-მე კიდე ვიფიქრე რომ გადაიფიქრე.
-მთვარია, რომ მოვიდა -თამარიც მათ გვერდით გაჩნდა.
-გამარჯობა თამრიკო -გაუღიმა გიგამ.
-სიმართლე გითხრა მეშინოდა და გადავიფიქრებდი კიდეც თამარი რომ არა.
-ესე იგი ჩვენი თამრიკოს მადლობელი უნდა ვიყო მთელი ცხოვრება?-გაეცინა გიგას და გოგონებთან ერთად სკამზე ჩამოჯდა.
-ძალიან მომენატრებით, მაგრამ ნუ დამივიწებთ -ცრემლი მოსწყდა თამარის თვალებს და შეუმჩნევლად მოიშორა.
-რა იყო თამრიკო მხოლოდ ერთი თვე მივდივართ.
-ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრები -მაგრად აკოცა ლოყაზე თამარმა.
-ყველას დაემშვიდობე? -ჰკითხა გიგამ.
-კი ყველას. დეიდა ზაირა და შოთიკო ბიძიას ორი ჩანთა ჰქონდათ საჭმლით გამზადებული იქ არ მოგშივდეთო. -გაეცინა ალისიას. - ვნერვიულობ.
საზღვარგარეთ არასოდეს ვყოფილვარ, ახლა კი პირდაპირ ლოს-ანჯელესში მივდივარ გიგა, ეს ცოტა დაუჯერებელია. თან ჩვენი გადარეული მეგობარი მომენატრება-ხელი მოკიდა ალისიამ თამარს და სკამზე დასვა. -ჩასხდომა როდის იწყება?
-10 წუთში. ალისია ნუ ნერვიულობ, ნახე როგორ კანკალებ, ხელებიც სულ გაყინული გაქვს, მოდი ჩემთან დაიკო- მიიხუტა გიგამ.
-მგონი ჩასხდომა უკვე დაიწყო -სალაროსკენ გაიხედა ალისიამ.
-როგორც ჩანს.
ფეხზე წამოდგნენ გოგოები და ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს. უჭირთ დაშორება.
გრძნობდნენ ერთმანეთის მონატრებას.
-გეყოფათ თორემ უფრო გაგიჭირდებათ და მონატრება უფრო დაგტანჯავთ.
-კარგად გიგა, გაუფრთხილდი გთხოვ, მიყვარს როგორც საკუთარი და -თამარი გიგას გადაეხვია და ისევ ცრემლების ნაკადი წამოვიდა მის სახეზე.
-კარგი უნდა წავიდეთ, კარგად თამარ, თავს გაუფრთხილდი-დაემშვიდობა გიგა, ალისიას ხელი ჩაჭიდა, მის ჩემოდანს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ წაიყვანა.
-მომენატრები -დაიყვირა თამარმა და ალიიასკენ გაიქცა, ალისიაც შემობრუნდა და მისკენ მიმავალ მეგობარს მაგრად ჩაეხუტა.
რთული იყო მათთვის განშორება, რადგან ეს პირველი იყო როცა ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ, ისიც ასე ძალიან დიდხანს. ხალხის ყურადღება მიიქციეს ორმა ერთმანეთზე ძლიერ შეყვარებულმა მეგობარმა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდნენ, რომ უკვე დრო იყო ერთმანეთს დაშორებოდნენ და ალისია თავის გზაზე წასულიყო.
ასეც მოიქცნენ ცრემლების და მონატრების მიუხედავად შესძლეს ერთმანეთს დაშორებოდნენ მეგობრები და ალისიას გზა გაეგრძელებინა. ალისია წინ მიიწევდა მაგრამ უკან იხედებოდა, უძნელდებოდა მეგობრის დატოვება.
თვითმფრინავი ასაფრენ ზოლს მოსწყდა. მის ქვეშ მოსეირნე ხალხი ჭიანჭველასავით დაპატარავდნენ. ქართველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობებსა და თვითმფრინავს შორის მანძილი სულ უფრო იზრდებოდა. ქართულ მიწას მოწყვეტილი, საკუთარ სამშობლოს ძლიერ შეყვარებული გოგონას გული სულ უფრო ბაგაბუგით იწყებდა ძგერას. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ჯერ კიდევ ნათლად სჩანდა მწვანედ აბიბინებული მინდორი, ფერადი ყვავილები, ცაში შეფრთხიალებული ფრინველთა გუნდი.
-ალისია რაზე ფიქრობ? -ჯერ ალისიას გახედა გიგამ, მერე ფანჯარას მოავლო თვალი.
-თითქოს რაღაცას მეუბნება გული. -თვალები ფანჯარას მოსწყვიტა და წყალი მოსვა.
-არ გამიფრინდე ალისჩიკ.
-მე მხოლოდ ქართველ მამაკაცს გავყვები ცოლად. -თბილად გაუღიმა გოგონამ და ფანჯრიდან კვლავ მოავლო თვალი თბილისის მშვენიერ პეიზაჟს, რომელიც სადაცაა დატოვებდა ქალაქს.
თამარის მზერა მანამ წაჰყვა მათ სანამ თვითმფრინავი ჰორიზონტს გასცდა.
თვითმფრინავმა ღრუბლებს შორის გაინავარდა. რამდენიმე ქვეყნის გავლით ამერიკაში ჩაფრინდებიან.
თბილისი-ლოს ანჯელესის პირდაპირი რეისის არ არსებობის გამო მათ სხვა ქვეყანაში მოუწევთ ჩაფრენა. ხანგრძლივი მგზავრობის დამქანცველი რამდენიმე საათი დაიწყო.

თბილი და მზიანი ამინდი დგას. მთებსა და ველებზე ნეტარი სიჩუმე გამდგარიყო. სავსე ბუნებით, შემოდგომის ბოლო გაზმორებითა და ზამთრის მომავალი თავბრუდამხვევი სურნელით.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ტაქსში ჩასხდნენ და სასტუმროსკენ გაემართნენ.
ბარგი კარებთან მიიტანეს. პორტიე ჩემოდნების შეტანაში დაეხმარა. ალისია და გიგა გვერდიგვერდ ოთახებში გნთავსდნენ.
ალისიას ოთახი ნათელი და თბილი იყო. ფანჯრიდან მაღალი შენობები და მოძრავი ქუჩა სჩანდა. ოთახი მეათე სართულზე იყო.

ეს ლოს-ანჯელესია. ანგელოზთა ქალაქი. ადგილი სადაც ყველა ოცნება რეალობად იქცევა. სწორედ ამიტომ უნდა იცხოვრო აქ, სადაც თითქმის ყოველდღე მზეა. მნიშვნელოვანი ნაგებობები არის ლოს-ანჯელესში: გრიფის ობსერვატორია, კოდაკის თეატრი, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი, გეტის ვილა, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმი, ჰოლივუდის ბულვარი, დიდების ხეივანი.
ლოს-ანჯელესში მოხვედრის შემდეგ ალბათ უამრავი ოცნების განხორციელების სურვილი იყრის თავს, სურვილი იმისა რომ ნახო ოცნების ახდენის ქალაქი ჰოლივუდი, სადაც მოხვედრა მსოფლიოს ქალთა უმრავლესობის ოცნებაა.
ჰოლივუდი, ყველა გოგონას საოცნებო ადგილი. ასევე ჰოლივუდის დიდების ხეივანი შედგება ათასობით ხუთქიმიანი ვარსკვლავებით, რომელიც ჰოლივუდის ბულვარში და სამ ვაზის ქუჩაში მდებარეობს.
როგორ შეიძლება იყო ანგელოზთა ქალაქში და ფეხი არ დადგა ბევერელი-ჰილსის ქუჩებში იქ სადაც ყველაზე დიდი შანსია ქუჩაში შეხვდე ანჯელინა ჯოლის, თუ სხვა ცნობილ მსახიობს. ქალაქის მაღალი შენობები მეფეებივით რომ წამომართულან ქალაქში და ზედ დასცქერიან ლამაზ ზღაპრულ ქუჩებს. ოცნება ასრულებულია, ალისია მეგობართან ერთად დააბიჯებს ბევერლი-ჰილსის ქუჩებში.
ჰოლივუდის დიდების ხეივანი. არნახულ შთაბეჭდილებას ტოვებს ალისიაზე. ტროტუარი ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინ-სტრიტის გასწვრივ. ცნობილი და ნიჭიერი ადამიანების ვარსკვლავები.
"რა მშვენიერია" შიგადაშიგ გადაულაპარაკებდა იგი გიგას და თვალს არ აშორებდა თვალუწვდენელ შენობებს, ქუჩებს, ცნობილ მსახიობთა ულამაზეს სახლებს, ჰოლივუდის ბულვარს.
-ალისია მე შეცდომით ვარ აქ.
-რას გულისხმობ?
-ჩვენ ახლა შენს თავში ვართ და იმას რასაც ამდენი ხანი წელი უნახავად გრძნობდი ახლა ხელით ეხები, შეიგრძნობ მას და სუნთქავ მის ჰაერს. ტკბები მისი მშვენიერებით.
-არსად წახვიდე, ხელი მომკიდე ზედმეტი არ მომივიდეს და მაღლა ასვლის დროს ფეხი არ დამიცდეს.
-ყველაფერი კარგად არის. მეც ნამდვილი ვარ, შენც ნამდვილი ხარ და ლოს-ანჯელესი ხომ საერთოდ ნამდვილია.
-ჩშ სულელო -ხელი პირზე ააფარა და ყვირილი შეაწყვეტინა. -მოდი სურათი გადამიღე. -ტელეფონი მიაჩეჩა ხელში გიგას და უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზის ფონზე პოზიორობა დაიწყო. ლამაზი, სადა და მშვენიერი იყო ალისია. არანაირი მაკიაჟი და ზედმეტი გაპრანჭულობა. ნაცრისფერი შარვალი, თეთრი მაისური და ტყავის შავი ქურთუკი.
-ბევრი სურათი გადაიღე თორემ სამი კვირაც და ჰაიდა ჩემო ქართველებო სახლისკენ. -რატომ იჭყანები თითქმის ყველა სურათში?
-როცა სურათში სერიოზულად ხარ ყველა გიყურებს სახეზე და შენში ნაკლს ეძებს, როცა ვიჭყანები სახეს არავინ დაეძებს, დაჭყანული სახით იფარება ნაკლი სახეზე.

შორი ახლოს ღია კაფეში ნიჭიერი რეჟისორი ჯონი ადამსი და მისი მეუღლე ისხდნენ. ყავას მიირთმევდნენ და საუბრობდნენ. დიდხანს უყურებდნენ ქუჩაში მოფარფატე ალისიას რომლის ღიმილი აჯადოვებდა უამრავი ვარსკვლავის აღმომჩენ რეჟისორს.
-ის, ის არის ვისაც ეძებდი. -ჯონის თვალებში იგივე ამოიკითხა ახალგაზრდა მეუღლემ და რეჯისორი შეაგულიანა. -ვფიქრობ უნდა მიხვიდე და სავიზიტო ბარათი დაუტოვო.
-რომ არ დამთანხმდეს.
-მის ადგილზე ყოფნას ნებისმიერი გოგონა იოცნებებდა ის კი ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული. სულელი ან დაუნახავი უნდა იყოს უარი რომ გითხრას.
-ხედავ მის მშვენიერებას? თითქოს ლაღი და უდარდელი, მაგრამ სევდიანი თვალები.
ფილმის გადაღებები ერთი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმე გოგონა რომელიც მთავარი როლისთვის იყო შერჩეული ფილმის გადაღებების დაწყებამდე გაუშვა. ქასტინგზე გოგონების რაოდენობა სულ უფო და უფრო იზრდებოდა, მაგრამ იმის შანსი რომ რომელიმე მათგანი დაიმსახურებდა მთავარ როლს მცირდებოდა.
რა ხდება, ჰოლივუდს შემოელია მსახიობები? ჯონი ადამსი ყოველთვის ახალი სახეების პოვნით იყო დაკავებული, მათი აღმოჩენითა და მათი მომავლის ძირფესვიანად შეცვლით. მან მხოლოდ ერთადერთი მსახიობის შეცვლაზე ვერ თქვა თანხმობა რადგან იგი ყველაზე მოთხოვნადი და ნიჭიერი მსახიობი გახლდათ "ოსკარის" გარეშე. ახალი სახე რომელიც ახალ მიზეზს შექმნიდა ჰოლივუდური პრესა აელაპარაკებინა ახლა მათ წინ მეგობართან ერთად ტელეფონის წინ პოზიორობდა.
ალისია იცით როგორი იყო? ანგელოზი გინახავთ? ვიცი რომ არა. ვეცდები დაგანახოთ მისი სახე. ჯადოსნური ღიმილი ჰქონდა. მნახველთათვის ასეთი მეორე არავინ დაბადებულა. სილამაზის ეტალონი იყო. მართლია, რაც თქვენ გაიფიქრეთ! მჯობნის მჯობნი არ დაილევაო და ეგ თქვენი ალისიაც დიდი გადამრიე ვინმე არ იქნებაო. სილამაზეზე ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს და მისი აღქმა ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, თუმცა ალისიას სილამაზე რომ ვერ დააფასო ან ვერ უნდა ხედავდე ან არ იცოდე სილამაზე რა არის. ხორბლისფერი კანი მშვენიერს ხდიდა მის მწვანე თვალებს და ლერწამივით ჩამოსხმულ ტანს. სწორი ცხვირი, ამობურცული ტუჩები და ძალიან გრძელი ქერა თმა. იცოდა, განა არ იცოდა რომ ლამაზი იყო, მაგრამ იგი ისეთი უბრალო და მორიდებული იყო არასოდეს დადიოდა თავაწეული, თვალებს ძირს დახრიდა და ყოველთვის დამნაშავესავით დააბიჯებდა.
ასეთი ლამაზი, სადა და მშვენიერი არსება.
-იჩქარე თორემ აუცილებლად დაკაგავ შენს აღმოჩენას. თუ გინდა დაველაპარაკები და აუცილებლად დავითანხმებ.
-მე თვითონ. -ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და გიგას და ალისიას დაედევნა.
ჯონი ადამსი 60 წლის წვერებიანი, ჭაღარაშერეული კაცი არის, თავზე მუდამ კეპკის ქუდი ახურავს და ყოველთვის ჯინსის შარვალი აცვია. ძალიან კეთილი და საყვარელი ადამიანია. მისი მეუღლე მასზე 25 წლით უმცროსი და ჯონზე ყურებამდე შეყვარებულია.
ჯონმა მეგობრებს გზა გადაუღობა, რამდენიმე ჩასუნთქვით სული მოითქვა და გაბედულად და პირდაპირ უთხრა:
-ფილმში უნდა გადაგიღო.
-დამცინით?
-ასეთი სერიოზული ბოლოს ექვსი წლის წინ ეკლესიაში საკურთხეველთან ვიყავი როცა ჩემს ცოლს -მეუღლეს გახედა, მანაც ღიმილით დაუქნია ხელი. - თანახმა ვარ ვუთხარი.
ალისიას შერცხვა და ბოდიში მოიცხადა.
-გაპატიებთ თუ დამთანხმდებით.
გიგა რომელიც აქამდე წარბეკრული ადევნებდა თვალს მათ საუბარს ალისიას მიუბრუნდა:
-ალისიას კარგად დაფიქრდი, არავინ გაძალებს. და თუ არ გინდა ხათრით არ დასთანხმდე. თუმცა ისიც ვიცი ბავშვობაში შენი ერთ-ერთი ოცნება მსახიობობა იყო. მე შენს გვერდით ვარ ნებისმიერს გავუმკლავდებით -ღიმილით დაამატა გიგამ და რეჯისორს ისე გახედა როგორც ქართველმა, ხისტი ხასიათით.
ჯონმა მზერაში გიგას ჯიუტი და უდრეკი ხასიათი დაიჭირა, თითქოს თვალები ეუბნებოდნენ, ალისიას გულს სევდა არ შეჰყაროთ თორემ მიწაზე ფეხს არ დაგადგმევინებთო. ეს გამოხედვა თითქოს საიდანაც ეცნო, თუმცა ამის შესახებ არაფერი თქვა.
-დიახ, შენ ის გოგო ხარ ვინც მე მჭირდება. მაღალი, ლამაზი, ბუნებრივი ქერა და მწვანეთვალება. -უფრო და უფრო რწმუნდებოდა ჯონი თავის გადაწყვეტილებაში მაგრამ მისი დათანხმება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეუღლესთან საუბრის დროს წარმოიდგინა.
თუმცა ალისია მაინც დაფიქრდა. ბავშვობის ოცნება. არის ლოს-ანჯელესში, რეჯისორი სთავაზობს ფილმში მონაწილეობას. მგონი დაფიქრდა. არა, არა აშკარად დაფიქრდა მაგრამ წამსვე უკუაგდო აზრები თავში და კვლავ უარი უთხრა ჯონს.
ჯონმა შენიშნა გოგონას ორჭოფობა, ყოველთვის პირდაპირი იყო და ახლაც არ ჰკარგად თავის შნოსა და პეწს. მე ნომერს დაგიტოვებ, დაფიქრდი ძალიან გთხოვ. თანხმობის შემთხვევაში აუცილებლად დამირეკე. -უთხრა და აშკარად გულდაწყვეტილმა დატოვა ბავშვები.
სავიზიტო ბარათი ალისიამ ტუჩებთან მიიტანა და ფიქრები გაეშვა.
-დასთანხმდი ალისია.
-უჰუ -თვალები ააფახულა, შეშინებული თანაც აღფთოვანებული სახით თავი დაუქნია გიგას და ეს უკანასკნელიც წამსვე აედევნა უკან რეჟისორს, რომელიც სადაც იყო ცოლთან მივიდოდა.
-თანახმაა -უთხრა ქოშინით და ორივემ ალისიას გახედეს, რომელიც ნელი ნაბიჯებით მიდიოდა მათკენ და კიდევ ერთხელ ფიქრობდა გადაწყვეტილების სისწორეზე.
-რა მომეთხოვება? -ფრთხილად დაიწყო საუბარი გოგონამ.
-უბრალოდ იყავი ის რაც ხარ, ასეთი ლამაზი და მშვენიერი. მაგრამ თმა არ შეიღებო და მითუმეტეს არ შეიჭრა. -ჰო მართლა საიდან ხარ? ამერიკელი არ უნდა იყო, შენში ევროპული სილამაზე სჭარბობს.
-ქართველი ვარ. -თქვა და სიამაყით ყელი მოიღერა.
-რა თქმა უნდა საქართველო -თვალები გაუბრწყინდა რეჟისორს და ახლა მიხვდა თუ საიდან ეცნო ასეთი ხისტი და მკაცრი გამოხედვა -ვიცი საქართველო, ძალიან ლამაზი ქვეყანაა. მეგობრებთან ერთად ვიყავი. აღფრთოვანებული ვარ მისი კულტურით, ასეთი საოცარი ბუნება, საოცარი ხალხით თავისი სტუმართმოვარეობით არასოდეს შემხვედრია -სახე გაბრწყინებული ჰყვებოდა ჯონი.
-მიხარია, რომ ნასიამოვნები ხართ -გიგამ მადლობა გადაუხადა.
-სა ქა რტვე ლო -ქართულად დამარცვლა ჯონმა. -მსახიობობა ყველა გოგონას ოცნებაა. ათასი გოგონადან მხოლოდ ერთი თუ აღწევს წარმატებას.
-დარწმუნებული ხართ რომ გინდათ ის ერთი მე ვიყო? -თავი დახარა, იგრძნო როგორ გაუწითლდა ლოყები.
-იქნები კიდეც.
-მეე? როგორ? არანაირი გამოცდილება არ მაქვს. ეს აბსურდია.
-რას ამბობ შვილო, ძალიან ლამაზი ხარ ეკრანისთვის.
-არა, არ ვიცი. -დაიბნა ალისია.
-ახლა უარს მეუბნები? -სახეზე მოჰკიდა ხელი ჯონმა და თავი მაღლა ააწევინა.
-არა, უარს როგორ გაკადრებთ, ასეთი წარმატებულ რეჟისორს, მაგრამ, -შერცხვა ალისიას მისი ნათქვამის.
-ხვალ ამ დროს ოფისში გელოდები. გვიან საღამოს დაგიკავშირდებით -დაამშვიდა რეჟისორმა.
-მეშინია.
-რისი შვილო.
-იმედები, რომ გაგიცრუოთ.
-მენდე და ყველაფერი გამოგივა.
-მადლობთ -თბილად გაუღიმა ალისიამ.

წვიმს, თითქოს ცა ჩამოვაო ძირს. მბრჭყვინავი და თვალისმომჭრელი სხივი ეცემა ძირს და მას სადღაც მძიმე გრუხუნი აუბამს მხარს.
ალისია სასტუმროს ნომერში ზის და ტელეფონი უჭირავს ხელში. ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გადასწია. ლოს-ანჯელესი ნისლში არის გახვეული, ძლიერი წვიმის გამო თითქმის ჩამობნელდა, თითქოს ახლა ღამდებაო მაგრამ აგერ უკვე დილის 10:00 საათია. ისევ ტელეფონი უჭირავს ხელში, ნომერი აკრიფა და გიგას დაურეკა, არ პასუხობს.
კარზე ზარის ხმა გაისვა, ფანჯარას მოშორდა, თბილი წინდებიანი ფეხით კარებისკენ გაიმართა და გიგას კარები გაუღო.
-გირეკავდი, ასე სად დასველდი.
-შეგიძლია შემომიშვა? ძალინ ცივა.
გიგამ სველი ქურთუკი მოიხადა და სკამზე გადაკიდა. ალისიამ პლედი და პირსახოცი ჩამოიღო კარადიდან და გიგას მიაწოდა, მერე მის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე.
-ტელეფონის ბატარეა დაჯდა. -საუბრობდა და თან სველ სახესა და კისერს პირსახოცით იმშალებდა.
-სად იყავი ასეთ წვიმაში?
გიგამ ეშმაკურად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა.
-ჰაჰ გასაგებია. ნეტავ თუ არ ეზარებათ ამ სულელ გოგოებს შენი კუდში ზდევდნა.
-ერთი ორი შენი მსგავსი და დავრჩები საერთოდ გოგოს გარეშე.
-ნუ წუწუნებ არაფერი მოგივა. გოგონებს ვუყვარვარ მე, მეც მიყვარს ისინი რას ვაშავებ. დედამ ასეთი სიმპატიური გამაჩინა.
-გიჟო-თავზე წამოარტყა ხელი ალისიამ და სააბაზანოში გავიდა. -წადი გამოიცვალე და თბილად ჩაიცვი -გამოსძახა სააბაზანოდან -ერთ საათში რეჟისორთან უნდა მივიდე -ხმამაღლა ლაპარაკობდა ალისია რომ წყლის ხმა დაეფარა.
-ნუ ყვირი ხარ, მესმის შენი. დარწმუნებული ხარ რომ სწორი გადაწყვეტილებაა?
-ვფიქრობ კი.
-დარწმუნებული უნდა იყო. მოდი საერთოდ წავიდეთ საქართველოში. რაღაც წინათგრძნობა მაქვს ცუდი.
-როდის გაწუხებდა წინათგძნობა? -ოთახში შემოვიდა ალისია, ტუალეტის მაგიდას მიუჯდა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.
-წერაზე ხარ.
-რას გულისხმობ?
-დაივიწყე. -პლედი საწოლზე დადო და გიგა თავის ოთახში გავიდა მოსამზადებლად.

ალისია ძალიან ლამაზად გამოიყურება, წინა დღეებისგან გამორჩეულად. ქერა გრძელი თმები მაღლა აეწია. ხორცისფერ ყელიან სვიტრზე შავი ტყავის ქურთუკი ჰქონდა მოცმული და ჯინსის ღია ფერის ტანს მოტმასნილი შარვალი. ფეხზე ხორცისფერი უგები ეცა. ისევ ისეთი მორიდებული გამომეტყველებით იდგა, ყველას უღიმოდა რაც უადვილებდა ნდობის მოპოვებას ადამიანების მიმართ.
ბატონ ჯონთან გამოცხადებამდე ალისიამ თავისი მონაცემები შეავსო. დასმულ კითხვებს ზედმიწევნით უპასუხა.
-თქვენი სრული სახელი -ალისია დავითის ასული ჯაფარიძე.
-გვარი? -გაკვირვებულმა ახედა გოგონას.
ალისიამ ღიმილით გაუმეორა გვარი.
-დაბადების ადგილი, დრო, თარიღი და ასაკი.
-საქართველო-თბილისი. 1994 წლის, 12 ივნისი. 21 წლის.
-სიმაღლე, წონა, თმისა და თვალის ფერი.
-1.73 სმ. თვალი ფერი -მწვანე, თმები -ბუნებრივი ქერა. -კიდევ გაქვთ შეკითხვები?
-დღეისთვის საკმარისია. გმადლობთ.
ალისიას შეატყობინეს რომ ბატონი ჯონი მოვიდა, იგი გიგასთან ერთად ოთახისკენ გაეშურა.
-მოდით შვილებო. -მოიპატიჟა ჯონმა.
-აგვიანდება -გადაუჩურჩულა ასისტენტმა.
-როგორც ყოველთვის. კარგი შვილებო. ჩვენი მსახიობი ცოტას აგვიანებს.
რამდენიმე წუთი ჯონის ხრინწიანი ხმა გაისმა. -მოვიდა.
-ოღონდ ეს დარტყმული არა -გაისმა კარებიდან და ახლად შემოსულმა თავში შემოირტყა ხელები.
ალისიამ ფერი დაკარგა მის დანახვაზე, ჟრუანტელმა დაუარა ტანში. თითქოს ტალღები ბობოქრობდნენ ფეხებში, ხელებში, მუცელში და ტორავდნენ მთელს სხეულს. ხელის ცეცებით გიგას ჩაებღაუჭა და კარებისკენ გაეშურა.
-მე მივდივარ. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ძლივს.
-მოიცადე ნუ დაიბენი შენი ჭირიმე, მე მივდივარ. -არ ცხრებოდა ახლად შემოსული.
-ღმერთო ჩემო, ბატონო ჯონ უნდა წავიდე.
-ალისია გამარკვიე რა ხდება. -მეგობრისკენ დაიხარა გიგა და მკაცრად მოავლო თვალი ოთახში მყოფებს.
-რა თქმა უნდა პარტნიორი უნდა შემიცვალოთ.
-ალისია გამაგებინე რა ხდება. -ტონს მოუმატა გიგამ.
-დამთავრებულია ამაზე ფიქრიც კი და განხილვას არ ექვემდებარება. -უკვე გაბრაზდა რეჟისორი.
ბევრი გაწევ გამოწევისა და დავი დარაბის მიუხედავად ყველაფერი ისე გადაწდა, როგორც ჯონს სურდა. გიგაც დამშვიდდა და სკამზე მოთავსდა.
ალისია და გიგას ლოს-ანჯელესში ყოფნის დრო შეზღუდული იყო. ფილმის გადაღება მაქსიმალურად მცირე დროში მოახერხეს. მხოლოდ ორი კვირა. ეს დრო წარმოუდგენლად წარმოსადგენია. ფილმი მდიდარი გოგოს და ღარიბი ბიჭის სიყვარულის ისტორიას მოგვთხრობს. ფილმის ხანგრძლივობა ერთი საათია.
ფილმის ბოლო სიუჟეტის გადაღება დარჩა.
ანდრეი და ალისიას ურთიერთობა დღითი დღე იძაბებოდა. დიდი სიძულვილით აღსავსე თვალებით ყურების, ყოველ წუთს ერთმანეთის ლანძღვისა და კბენის მიუხედავად ბოლოს, მათი გადაღებული კადრები ძალიან კარგი გამოვიდა. ალისიას თვალებში მრისხანება და ბრაზი ერთნაირად ჩაბუდებულიყო. გაფართოებული და გაკვირვებული თავლებით უყურებდა ხან ბატონ ჯონს, ხან ანდრეის, რომელსაც ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ბოლო წვეთი მათი ურთიერთობის დაძაბვისა რეჟისორის მიერ წარმოთქმული ფრაზა გახდა რომელმაც ალისია აღაშფოთა, რადგან ამ თემაზე უამრავჯერ ისაუბრა ბატონ ჯონთან და ფილმის ფინალამდე ამ პირობას ბატონი ჯონი უპირობოდ ასრულებდა. გაღიზიანების გამომწვები სიტყვა კოცნა იყო.
-შენ ხომ დამპირდი, რომ ყველანაირად შეეცდებოდი იმედი არ გაგეცრუებინა ჩემთვის?
-თქვენ არ გესმით, კოცნა ეს ხომ ... -თავი დახარა იმედგაცრუებულმა ალისიამ და გულში მძიმედ ჩასწყდა რაღაც.
-იმედი მაქვს პირის ღრუს დეზოდორანტს ხმარობ. სხვათაშორის მარწყვის გემო მიყვარს. -ანდრეი კვლავ ანდრეი იყო. ის ალბათ ვერასოდეს შეიცვლება.
-ფილმის დასრულებისთანავე დაივიწყებ ამ სცენას, ჩათვალე არასოდეს მიკოცნია შენთვის. -მუქარით თითი დაუქნია ალისიამ.
-დარწმუნებული ვარ ეგეთი შთაბეჭდილებაც დამრჩება, თანაც მეც დიდი სიამოვნებით დავივიწყებ, მაგრამ მილიონობით მაყურებელს, როგორ დაავიწყებ ამას? დარწმუნებული ვარ ამას ვერასოდეს დაივიწყებ.
-საკუთარ თავზე შეყვარებულო იდიოტო -სახე იბრუნა ალისიამ.
-ბუზღუნა დედაბერო. დუბლი არ გააფუჭო თორემ დარწმუნებული იყავი რომ გახვეწნებ. -ახლოს მიიწია ანდრეი და მრისხანე თვალებში ჩახედა ალისიას.
ბატონმა ჯონმა გადაღების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.
-გთხოვთ -მუდარით სავსე თვალები მიაბყრო რეჯისორის გადაწყვეტილებით განაწყენებულმა გოგონამ.
ალისია ერთ ადგილზე არის გაშეშებული, ნაბიჯიც კი ვერ გადადგა წინ. ირგვლივ სიჩუმე მეფობს, ყველანი დაძაბულნი შესცქერიან ორ ერთმანეთთან მოკინკლავე ადამიანს.
ანდრეი ალისიას მიუახლოვდა, ისე ახლოს რომ მის სუნთქვას ყელთან გრძნობდა.



№1 სტუმარი გვანცა))

დადააამ მოვედიი))უჰ არმეგონაა ასე მალე თუ დადებდი,ისე გამახარე ვერც წაარმოიდგენნ,ძილის წინნ ასეთ ისტორიას რომ წაიკითხავ უკეთესი რაუნდა ინატრო მთელი ღამე ტკბილად გეძინება))^^ ეს თავი განსაკუთრებით მომეწონააა❤ვგიჟდებიი ალისიას და ანდრეის პერსონაჟებზეე,უუუმაგრესი ისტორიაა,ყველანაირად ძაალიანნ მაგარიაააა❤საოცარი გოგო ხარრ შენნნ❤ველოდებბი შემდეგგ თავსს^^წარმატებებიიი....

 


№2  offline წევრი padackles

მადლობა გოგონი რომ ერთგული მკითხველი ხარ :* :)))

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰო როგორ დაიძაბა.... აბა ამ სიძულვილის და ბრაძიანი თვალების უკან რა იმალებაო რაო? მოკლედ გამიხარდა ასეთი მსუყე თავი რომ გვაჩუქე ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.

 


№4  offline წევრი padackles

უცნობი ქ
ოჰო როგორ დაიძაბა.... აბა ამ სიძულვილის და ბრაძიანი თვალების უკან რა იმალებაო რაო? მოკლედ გამიხარდა ასეთი მსუყე თავი რომ გვაჩუქე ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.
. ხვაააალ :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent