შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო ჰორიზონტზე -1-


7-11-2016, 21:50
ავტორი sopiko
ნანახია 1 826

[თავი 1]
ძველებური მაგნიტოფონი ჩართო და იქვე ჩამოჯდა. ოთახში ტანგოს ნაზი, რბილი ნოტები გაჟღერდა. თალალა მხრებში გაიშალა და თითქოს მთელი დღის დაღლილობა და დაძაბულობა ერთიანად ჩამოეღვენთა. თავს სულ ოდნავ არხევდა აქეთ-იქით და უდიდეს შვებას გრძნობდა. ყრუ ტკივილი მუცელშიც გაქრა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და თავი უკეთესად იგრძნო. ხალათი მხრებიდან გადაიგდო და ლოგინზე გადაწვა.
უცებ შემოსასვლელიდან საზიზღარი ჩხაკუნის ხმა გაისმა და ავისმომასწავებელი ნაბიჯებიც მოახლოვდა.
-თალალა, სად გამოიქეცი? ნუთუ არ დაგღალა შენმა სულელურმა სიამაყემ? ოდესმე ისწავლი ჭკუას?-თავზე წამოადგა ნათია და როგორც ყოველთვის, საკუთარ წარბებს სამკუთხედის ფორმა მიაღებინა.
-მეძინება, ნათია. იქნებ მერე ვილაპარაკოთ?-ამოიბუტბუტა და საბანში გაეხვია.
-ამოყავი თავი მაქედან!-არ მოეშვა მეგობარი.-მისმინე, არასწორად მოიქეცი... თემოს შენს მაგივრად ბოდიში უკვე მოვუხადე, მაგრამ შენც... ზრდილობა მოითხოვს, რომ შენც იგივენაირად...
-იგივენაირად რა?-მოთმინების ფიალა აევსო თალალას და გაბურძგნული თავი საბნიდან ამოყო.-შენ.. შენ... ზედმეტები მოგდის! ვიცი, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ეს უკვე აღარ შედის შენს უფლებებში! მგონი გასაგებად გითხარი, რომ არ მაინტერესებს მდიდარი და ღარიბი... არც ფულის გამო სხეულის დაჯიჯგვნა მიღირს რამედ!
გაუთვიცნობიერებლად აუწია ხმას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ნათია მაინც შეცბუნდა და მომლბალი გამომეტყველებით ჩაეშვა სავარძელში.
-შენ ვერც კი ხვდები, რამდენს კარგავ ერთხელ მოსული ამ ქვეყნად პრინციპებით და ადამისა და ევას დროინდელი აზროვნებით რომ ცხოვრობ.-დანანებით ჩაილაპარაკა და ქალს თავზე ხელი გადაუსვა.
თალალამ მეგობრის მოფერებაში ვალდებულება იგრძნო და უხეშად მოიშორა მისი ხელი თმებიდან. ვერ იტანდა მლიქვნელობას, რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი. პირდაპირობა ყველაფერს ერჩივნა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი თითქმის ყოველთვის სავალალო იყო.
-მე ასეთი ცხოვრება მომწონს და მორჩა! როდესმე მიწუწუნია შენთან რამეზე?-იმდენად მტკიცედ აღარ ლაპარაკობდა, თუმცა უკანდამხევად მისი ნათქვამი მაინც არ ჩაითვლებოდა.
-არა, მაგრამ მე შენი მეგობარი ვარ, თალალა. ვხვდები, რომ კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ შენთვის მოსაწონ გამოსავალს ვერ პოულობ. რაღაც უნდა დათმო. ეს არც ისე რთულია.-ფრთხილად უახლოდებოდა თალალასთვის უკვე ნაცნობ თემას ქალი.
-რთულია თუ ადვილი, არ ვიცი, მაგრამ არ მინდა. არ მინ-და!-დამარცვლით განუცხადა და კარისკენ მიანიშნა.-ძალიან გთხოვ, ჩემი ოთახი დატოვე და დასვენების საშუალება მომეცი.
ნათიამ პირი კიდევ რაღაცის სათქმელად დააღო, მაგრამ თალალამ დრო იხელთა და სწრაფად გადაბრუნდა მეორე მხარეს. საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ქერათმიანი ''ნტ, ნტ''-ს ძახილით გავიდა საძინებლიდან და მისაღებში ჯიბრზე აახმაურა რაღაც.
თალალამ ტუჩები უკმაყოფილოდ გაბერა და ძილის წინ ტრადიციისამებრ ფიქრებით და საკუთარ თავთან მსჯელობით დაკავდა. რა თქმა უნდა, ამაყია, თავმოყვარეობა გააჩნია... ან რატომ არ უნდა გააჩნდეს? ნათიას კი არ ჰგავს. თავის შეკავება არ შეუძლია. ფეთქებადი ხასიათის გამო რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, ნათქვმის შელამაზება და შეტრიალება კი არ უყვარს. იცის, რომ თანამოსაუბრე მაინც მიხვდება, რას ფიქრობდა იგი და თავი დიდი ვინმე ეგონება. ხოდა თალალას გამოსწორებაც შეუძლებელია. ამდენი ხანი რომ ვერ შეცვალა ცხოვრება ვერაფრით, ნათიას რისი იმედი უნდა ჰქონდეს? ალათ მარტოობისთვის, ფულის კაპიკ-კაპიკ გადადებისთვის და მოწყენილობისთვის დაიბადა. მერე რა? ეს არც ისე ცუდია. ზოგს ძალიან ქაოსური, ფუსფუსა და განსხვავებული ყოველდღიურობა აქვს და ალბათ ეს როგორი... შესანიშნავია!...
ამგვარად შეტრიალებულმა აზრებმა მოსვენება დაუკარგა. მაგნიტოფონი გამორთო. პირველად იყო, რომ ამანაც არ უშველა. ყველაფერი ნათიას ბრალი იყო. ძალით წაათრია იმ წვეულებაზე, სულ ნარჩევი საზუგადოება რომ დაბრძანდებოდა. როგორ გულს ურევდა ასეთი ცერემონიები თალალას. ფასი ეკარგებოდა თითოეულ მოქმედებას, სიტყვას და ღიმილს. ნათელი ხდებოდა, რომ ეს ყოველივე თამაშის ნაწილი იყო. იგივეა, როდესაც წითელ ხალიჩაზე გამოდიხარ, ხელებს შლი, მაყურებელს თავს უკრავ და იკრიჭები. ყველა ყველას იცნობს და ყველა გამარჯვებას ელის. ბარემ ითქვას, ვინც შეძლო თავის ბოლომდე და ვინც უფრო მეტი ფული გადაიხადა და დარბაზიც ჩაბნელდება. ამდენი ფოკუზით ადამიანებს აბნევენ, ართობენ, ყურადღებას აფანტვინებენ და საბოლოოდ ის მოგწონს და იმით რჩები აღფრთოვანებული, რაც ამბის ყველაზე უნიშვნელო ნაწილია. მიზანიც ხომ ეს იყო. დასკვნა: იყო დებილი, მაგრამ ბედნიერი.
ცუდი ის იყო, რომ თალალაც ცდილობდა თავის გამოდებილებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. ადამიანებს შეხედავდა თუ არა, ხვდებოდა, როგორი იყო ის, წარსულში რა გაეკეთებინა და რას გეგმავდა მომავლისთვის. ზოგჯერ ეშინოდა თავისი თავის. ის ხომ ყოველთვის არიდებდა შეცდომებს და ასე იყო თუ ისე დასასრულს გამოდიოდა, რომ სხვა მოგებული რჩებოდა, მისი ცხოვრება კი ისევ ისე მდორედ გრძელდებოდა.
-გაჩუმდი!-დაუტატანა ალტერეგოს და შეეცადა რაიმე საინტერესო წარმოედგინა.
გამოუვიდა თუ არა, ეს უკვე ვეღარ გაიგო. საკუთარ თავთნ ჭიდილით დაქანცულს ისე ღრმად ჩაეძინა, ისიც კი ვერ გაიგო, როგორ შემოვიდა ნათია ოთახში და როგორ გაწია ფარდები, მისი მეგობარი ლამპიონების შუქს რომ არ შეეწუხებინა.

მტვრის მოუსვენარმა ნაწილაკმა ცხვირთან მიუღიტინა და მასაც, როგორც ყველაზე ალერგიულ ადამიანს, რა თქმა უნდა, მაშინვე დააცემინა. ზანტად გაახილა თვალები დ განვლილი დღის გახსენებაზე უფრო მეტად დაეზარა ხელის მარჯვნივ გადაწევა და მობილურზე საათის ნახვა. ისე, რა საოცარი სიზმარი ეზმანა. ვითომ ჩაბნელებულ დარბაზში იდგა, წითელი შუქი მხოლოდ მისკენ იყო მომართული და ლოყები არაბუნებრივად ჰქონდა გაწითლებული. მამაკაცი, ვის მხრებზეც ხელები ედო, სიბნელით ინიღბებოდა. ტანგოს ცეკვავდნენ. თალალა ხან აქეთ ტრიალდებოდა, ხან იქით, რომ პარტნიორიც სინათლის მხარეს გადმოეყვანა და მისი დანახვა შეძლებოდა, მაგრამ როგორც ქალს დაყვებოდა შუქი, ისე მამაკაცს წყვდიადი. ცხელოდა თალალას და ნელ-ნელა ეს სიცხე მატულობდა. ბოლოს თმის ძირები აეწვა და უკან გაიხედა. დაინახა, როგორ ეკიდა მის მუქ შინდისფრად შეღებილ, უკვე ბუნებრივ, ყავისფერ ფერში გადასულ თმას ცეცხლი და აკივლდა. ცეცხლი ჯერ მხრებზე გადავიდა, მერე მკერდზე, გულზე, მუცელზე და ბოლოს ფეხებზე. სიბნელიდან კი ვიღაც ყვიროდა. თითქოს მისი დახმარება უნდოდა და ვიღაც არ უშვებდა. თალალამ ერთიც ამოიხავლა და... გაეღვიძა.
-ესღა მაკლდა. ძილშიც კი ეშმაკისეული ძალები არ მასვენებენ.-მისი ეს სიტყვები ამტკიცებდა, რომ დილის იდილია ნამდვილად ვერ შედგებოდა.
დაძინების ხასიათზეც აღარ იყო, თან თერთმეტზე სტუდიაში წასვლას აპირებდა, ამიტომ გაფუჭებული განწყობის უფრო გაფუჭებას აღარ მოერიდა, საბანი გვერდით გადაიქნია და საწოლიდან ენერგიულად გადმოხტა. ის, რომ ასეთი პლასტიკური და მოხერხებული იყო, მისი ამდენხნიანი ვარჯიშს და რაც მთავარია, ცეკვის სიყვარულს მიეწერებოდა. თმის დატალღული ბოლოები შეარხია და სარკის წინ მოსახერხებელი, მაგრამ ძალიან უბრალო ხვეულა გაიკეთა. შავი ელასტიური შარვალი ამოიცვა და ნაცრისფერი სპორტული ზედატანი თავზე ჩამოიცვა. საბოლოო შედეგით აღარ დაინტერესებულა. სამზარეულოდან წყლის მოშვების ხმა რომ მოესმა, მაშინვე გარეთ გავარდა. მართალია დამნაშავე არაფერში იყო, მაგრამ ბავშვობის მეგობართან დაპირისპირება ამის გამო ეზედმეტებოდა.
-ნათია, ჩაი მომიდუღე, რა... ასკილით.-სთხოვა მაგიდასთან მოფუსფუსე ქალს და მის წვრილ, გამოკვეთილ წელზე შეაჩერა მზერა.-რა გინდა, თავს არ იშურებ თაზოსთვის.
-გუშინდელზე მე ხმას არ ვიღებ და შენ რატომ მკბენ, თალალა?-მისკენ არ გამოუხედია, ისე უსაყვედურა ნათიამ და კარადიდან თალალას ზოლიანი ფინჯანი გამოიღო.
-შენ გგონია გუშინდელს იმას შევარჩენ?-კბილებში გამოსცრა თალალამ და ტერფით მაგრად დააწვა იატაკს.
-ისეთი არაფერი უთქვამს, უკადრებელი რომ ყოფილიყო. გეხუმრა უბრალოდ. ჩემგან მაინც არ იცნობ?-გაამართლა საყვარლის საქციელი, თუმცა ტონზე დაეტყო, რომ არც მისთვის იყო მისაღები მსგავსი უტაქტობა.
-კარგი, რა, ნათია. ყველაფერი ფული ხომ არ არის? როგორ შეგიძლია სულ ამართლებდე და სულ მის მხარეს იყო?-გაამტყუნა მეგობარი და აშიშინებული ჩაიდანი გამორთო.
-რამ გაგაბრაზა ასე, ვერ ვხვდები და ამიტომ. ოცდამეერთე საუკუნეა ეს, ევროპაში უკვე დაქორწინება ითვლება მდაბიოობად და სირცხვილად. ახალი არაფერია იმაში, რომ საყვარელი ან თუნდაც ბოიფრენდი გყავდეს.
-რის ბოიფრენდია, ნათია? ხომ არ გაგიჟდი? ოცდარვა წლის ქალი ისე ავცერცეტდე, როგორც არაფერი?-უკვე ნამდვილად არ შეეძლო იმაზე ეფიქრა, რომ მის ყვირილს მეზობლები გაიგონებდნენ.
-ხოდა ამიტომაც გეუბნები. შესანიშნავი ქალი ხარ. შენზე უარს არავინ იტყვის. ვერ ნახე, როგორ პირდაღებული გიყურებდა დიმიტრი?-კვლავ სცადა მისი ცდუნება ნათიამ და ვერაგულად გაიღიმა.
-ეს უკვე ზედმეტია. მე ასეთი არ ვარ. მე ასეთ ცხოვრებაზე არ მიოცნებია.-ხმა ჩაუწყდა ქალს.
-შენ გგონია მე ვოცნებობდი? მაგრამ სიტუაციამ ასე მოითხოვა. თაზო ძალიან კარგი ადამიანია. ცოლი არ ჰყავს, არც საცოლე. ისიც თავისუფალია და მეც. სყვარულით არ დავწყვილებულვართ, მაგრამ ახლა მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ისიც კმაყოფილია ჩემით. ჩემი თხოვნა ჯერ გაჟღერებული არაა, რომ უკვე მისრულებს. მეტი ნორმალურ ქალს რა უნდა უნდოდეს? არც არაფერი.-თავისივე დასმულ კითხვას თვითონვე პასუხობს.
-კარგი, ნათია. გავიგეთ, რომ ბედნიერი ხარ და ისიც, რომ შემიძლია მეც შენნაირი ბედნიერი ვიყო, მაგრამ არ მინდა! არ მინ-და!-სათითაოდ დაღეჭა სიტყვები და ცხელი სითხე ფინჯანში ჩაასხა.-ჩემთვის და შენთვის აშკარად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ბედნიერებას, ხოდა აქ მოვრჩეთ. მეტჯერ შენც აღარ დაძრავ სიტყვას ჩემს კენტად სიარულზე და სესხების დიდ რაოდენობაზე და არც მე_შენს ყალბ აღტაცებაზე. მოსულა?-დათმობის გზაზე წავიდა თალალა და ცალი წარბი მაღლა აზიდა.
უარის თქმა არ გამოდიოდა. ნათიამაც ჭოჭმანით დაუქნია თავი.
-ჩაი ლიმონით თუ ჩაი მურაბით?-მურაბის ქილაზე მიანიშნა მეგობარს და ისეთი გამომეტყველება მიიღო, ვითომ სულ აღარ ახსოვდა წუთის წინ რაზე ლაპარაკობდნენ.
-რის მურაბა გვაქვს?
-ალუბლის.
-მაშინ იყოს ეგ.
თალალამ კოვზით ამოიღო ალუბლები ქილიდან. ჯერ კიდევ ნათიას ნათქვამი უტრიალებდა თავში. მეგობარი საყვარლის გაჩენისკენ კი არა, ცვლილებებისკენ უბიძგებდა, მაგრამ ის გზა, რომლითაც მისი აზრით ეს უნდა მომხდარიყო, სულაც არ იყო ია-ვარდებით მოფენილი. ეს კი არა, თალალას ერჩივნა სულ პრობლემებში ჩამხრჩვალი ყოფილიყო, ვიდრე ამდგარიყო და ასე ერთიანად უარი ეთქვა ყველაფერზე, რისი იმედიც იქამდე ჰქონდა.

^^^
არ ვიცი, როგორ გავბედე, მაგრამ დავბრუნდი :დ
უბრალოდ ძალიან მომენატრეთ და ვეღარ მოვითმინე!
ველი თქვენს შეფასებებს და იმედია ისე არ დამტოვებთ :დ სხვათა შორის წინასგან სრულიად განსხვავებულია და ვნახოთ, რა გამოვა...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი teddy))

ამდენი ხნის შემდეგ ვკითხულობ შენს ისტორიას... ძალიან კარგი სათაური აქვს... ტანგო... როგორ მიყვარს! ისტორიის დაწყება ძალიან მომეწონა... პერსონაჟებიც... თალალა, რა ლამაზი სახელია! თავის მეგობარს მე პირადად არ ვეთანხმები... დრო, 21 საუკუნე არაა განსამზღვრელი ყველაფრის! გელოდები, წარმატებები! ❤️

 


№2 სტუმარი გვანცა))

როგორ გამახარა შენმა ისტორიამმ)) დასაწყისი კაი იყოო,მომეწონა,იმედიარდააგვიანებბ ველოდები შემდეგსს❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სოფო სოფო სოფიკო რომ იცოდე როგორ მომენატრე ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება... ისტორია ისევ შენეულია შენი არსებით სავსე ამიტომაც მომწონს ააე ძალიან... მოვლენების განვითარებას ველოდები... ისეთი ისტორიაა რომ ვერ ივარაუდებ მომავალში რა მოხდება ამიტომ არის საინტერესო...

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
ამდენი ხნის შემდეგ ვკითხულობ შენს ისტორიას... ძალიან კარგი სათაური აქვს... ტანგო... როგორ მიყვარს! ისტორიის დაწყება ძალიან მომეწონა... პერსონაჟებიც... თალალა, რა ლამაზი სახელია! თავის მეგობარს მე პირადად არ ვეთანხმები... დრო, 21 საუკუნე არაა განსამზღვრელი ყველაფრის! გელოდები, წარმატებები! ❤️

ხოდა მეც ძალიან მომენატრა შენი შეფასებები heart_eyes თალალაზე ვყოყმანობდი სხვათა შორის :დ არ ვიცოდი მოუხდებოდა თუ არა ამ პერსონაჟს.
გვანცა))
როგორ გამახარა შენმა ისტორიამმ)) დასაწყისი კაი იყოო,მომეწონა,იმედიარდააგვიანებბ ველოდები შემდეგსს❤

მადლობა, გვანცი heart_eyes
იმედია unamused
უცნობი ქ
სოფო სოფო სოფიკო რომ იცოდე როგორ მომენატრე ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება... ისტორია ისევ შენეულია შენი არსებით სავსე ამიტომაც მომწონს ააე ძალიან... მოვლენების განვითარებას ველოდები... ისეთი ისტორიაა რომ ვერ ივარაუდებ მომავალში რა მოხდება ამიტომ არის საინტერესო...

მადლობა, სალო heart_eyes
მეც ძალიან გამიხარდა შენი აქ დანახვა blush

ნინო, მადლობა kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent