შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 24)


8-11-2016, 00:41
ავტორი სატი
ნანახია 2 065

ქეთამ ფრთხილად გააღო კარი და მიაჩერდა ელენეს.
-შემომიშვებ?
-ხო-დაბნეული ხმით უპასუხა და გაიწია. ელენე შევიდა შიგნით და პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.
-შენ ვინ ხარ?
-ქეთა. კოტეს ცოლი.
-ცოლი? ცოლი მოიყვანა? კოტეს არასდროს უნდოდა ცოლი და მითუმეტეს ოჯახი. საერთოდ არაა ეგეთი ტიპი.
-როგორი ტიპი.
-არ იცი? კოტე დიდიხნის განმალობაში.. ნუ.. ხო იცი... იჩხირებოდა.
-ხო... რატო მოხვედი?
-რავი კოტეს სანახავად. არ ვიცოდი თუ ცოლი ყავდა. თან... ქეთა... შენნაირები არ ევასებოდა.
-მე არ მოვითმენ ამდენს, მითუმეტეს ჩემ სახლში. წახვალ?
-რათქმაუნდა მე უბრალოდ მინდოდა შენთვის თვალები ამეხილა-ელენე გავიდა ოთახიდან. ცოტაც და ქეთა ალბათ გააფრენედა. ამდენი რამ დაატყდა თავზე მაგრამ, მაინც არ იტეხდა იხტიბარს ყველანაირად ცდილობდა პოზიტიურად მიდგომოდა ყველაფერს.საათისთვის არც შეუხედავს, სამი საათის განმალობაში. უბრალოდ იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ფიქრობდა სანამ კარი არ გაიღო და კოტე არ შემოვიდა.
-ქეთა? ქეთა?-რამოდენიმეჯერ მაინც მოუწია კოტეს ქეთასთვის დაძახება რომ გამოფხიზლებულიყო-რა დაგემართა?-მივარდა მაშინვე.
-არაფერი ჩავფიქრდი... ისა ჩუმად ბავშვი. ანა.
-ეგ კაი მარა ხო ვხედავ რაღაც დაგემართა.
-არაფერი-ნაძალადევად გაიღიმა რათქმაუნდა ამით კოტეს ვერაფერი დააჯერა, მაგრამ ისიც აღარ მიაჩნდა. ცოტახანში გიორგი და ნინაც მივიდნენ. ქეთა და კოტე კი იმ საღამოსვე გადავიდნენ ახალ სახლში. სახლი სამ სართულიანი იყო. ქვემოთ სამზარეულო და მისაღები. ზემოთ სამი ოთახი იყო. მესამე სართულზე კი ერთი. ყველა საძინებელი. აბაზანა მეორე სართულზეც იყო და ეზოში. ქეთა პირდაპირ საძინებელში ავიდა. გაიხადა და დაწვა. ისევ ფიქრებში იყო წასული და ვერც შეამჩნია კოტე როგორ შევიდა და ისევ ეძახდა.
-ქეთა სადღაც დაფრინავ, რა ხდება?
-არაფერი, კოტე. უბრალოდ დავიღალე. გამოვიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება-იგივე ნაძალადევი ღიმლი ეკერა სახეზე ქეთას რომ კოტეს ზედმეტად არ ენერვიულა. ამჯერადაც გაუტარა ცოლს კოტემ, იფიქრა მართლა გადაღლილიაო. ღამით ორივეს ესიამოვნა კარგად რომ გამოიძინეს და დილით შედარებით უკეთესს ხასიათზე გამოიღვიძეს. მიუხედავად ამისა ქეთა ისევ ცაში დაფრინავდა და რაღაც ფაქტებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ელენეს ნათქვამზე ფიქრობდა კოტეს ცოლი არასდროს უნდოდაო. ეს ფრაზა უტრიალებდა თავში, მერე ნარკოტიკებზე სადამდე იყო შემჯდარი ისიც არ იცოდა მათი ურთიერთობის დასაწყისში თუ კიდე ეწეოდა.
-ქეთა, ვიფიქრე. ბავშვი რო 1თვის გახდება ან როცა მოვნათლავთ ხო შეილება გარეთ გაყვანა. ყოველ საღამოს გავასეირნოთ ხოლმე.
-ხო აბა.
-კაი შაქარი მომაწოდე
ქეთამ შაქარი მიაწოდა და მერე ისევ თავის ფიქრებში დაბრუნდა. თან ცდილობდა კოტეს არ შეემჩნია არაფერი, მაგრამ გვიანი იყო.
-ქეთ მე ეხა სამსახურში უნდა წავიდე მაგრამ შენი მარტო დატოვება არ მინდა. გოგოებს დაურეკე გამოვიდნენ.
-აუ არ მაქ არავის თავი. უბრალოდ დავიძინებ.
-გარედან ჩაგკეტავ მაშინ.
-რო არ გაგექცე?
-რო არ მოგიტაცონ ქეთა.
-კაი, კაი. გეყო ხუმრობა წადი.
-წავალ ხო. მაგდებ უკვე?
-კი-ქეთა წამოდგა აკოცა და კოტეც გაისტუმრა. მერე მაგიდის ალაგება დაიწყო. კოტე შემობრუნდა.
-რა იყო?-გაკვირვებულმა შეხედა ქეთამ
-ქეთა? კარგად ხარ?
-და რა იყო რო
-წეღან ვიგრძენი რო
უცებ ქეთას გული წაუვიდა. კოტემ მოასწრო მისი დაჭერა. მასინვე სასწრაფოს გამოუძახეს, იმათმა ქეთა საწოლში დააწვინეს და დამამშვიდებელი მისცეს კოტეს. იმდენად განერვიულებული იყო რომ ყველა თითი ამოიგდო.
-რისი ბრალია? რატო წაუვიდა გული?
-სტრესის.
-რა სტრესის
-ნერვიულობამ იცის.
-ბავშვი?
-ბავშვი კარგად არის. ცოტახანი გამოიძინებს, დაწყნარდება და კარგად იქნება.
-რამე წამალი?
-არა, ორსულობის დროს არაა სასურველი წამლები.
-მადლობა.
-ნახვამდის
სასწრაფო წავიდა და კოტე ქეთასთან შევიდა.
-ქეთა, როგორ ხარ?
-კარგად.
-ქეთა, გევედრები რამე თუ ხდება მითხარი რა. ვერ დაგეხმარები ისე თუ არაფერი არ ვიცი.
-ვერა, ვერ გეტყვი.
-ანუ ხდება რაღაცა.
-აუუ.. არა-გაეცინა ქეთას
-რა გაცინებს სასაცილოა? ბავშვს რომ რამე დაემართოს?
-გპირდები აღარ ვინერვიულებ.
-არ მინდა ეგეთი არაფერი. მითხარი
-არაფერი არ ხდება. დედაჩემის გამო ვნერვიულობ.
-კარგი-კოტე ოთახიდან გავიდა და გიორგის დაურეკა.
-ალო?
-გიო შენ დას გული წაუვიდა ექიმი რო გამოვიძახე სტრესის ბრალიაო. ამბობს დედაჩემის გამოო მარა ვიცი რო რაღაცას მატყუებს. არც მინდა რაღაც ცუდი პოლიციელის როლი ვითამაშო. დამეხმარე რა?
-კაი 15წუთში მოვალ. მე ვიქნები მაშინ ცუდი პოლიციელი. შენ მიდიხარ?
-არა დავაგვიანე უკვე და უფროსსაც ავუხსენი.
-უჰ, შე ზარმაცო.
-მოიცა რა, მოდი დროზე.
გიორგი მართლაც 15წუთში მივიდა და პირდაპირ ქეთას ოთახში შევიდა.
-თავისუფლად!-ჯარისკაცივით შეჰყვირა გიორგიმ.
-პრივეტ-ხმადაბლა მიესალმა ქეთა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
-მოვიდა ცუდი პოლიციელი-გიორგიმ ტელეფონი ამოაცალა ხელებიდან-აბა რა ხდება?-მერე კი საწოლზე ჩამოუჯდა.
-კოტემ გამოგგზავნა.
-მე ისედაც ვამჩნევ რომ ამ დღეებში ვერ ხარ კარგად. არ ამიხსნი რა ხდება? ხო იცი რო აქედან არ წავალ არსად სანამ არ გამოტყდები რა მოხდა. არ მეტყვი და იცი რა გიჟი ვარ ყველას დავკითხავ, არ მეტყვიან ვაწამებ რავი ყველაფერს გავაკეთებ, ტაკ შტო ჯობია ეხლავე ამიხსნა რა ხდება.
-ვიცი რო ეგრე იზამ მაგრამ, არავინ არაფერი არ იცის.
-მაშინ შენ გაწამებ.შენ ხო მიცნობ მე არ ვხუმრობ და აქ ვიქნები სულ.
-გიო ნარკომანი იყავი?
-რა კითხვებია-გაიცინა გიორგიმ
-ოღონდ არ გინდა ეგეთი ნაძალადევი სიცილი, მეც ეგრე ვიცინი და მიგიხვდი.
-კი.
-ხარ?
-აღარ. რეაბილიტაციაზე ვიყავი.
-როდის?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-დიდი.
-რათ გინდა?
-ნინას არ ვეტყვი.
-ნინამ იცის.
-და მე არ ვიცი?
-არა, არ იცი. არც არის საჭირო მეც არ ვიცი ბევრი რამ... ნუ პრინციპში ვიცი მაგრამ, ეს არ მიგულისხმია.
-გიორგი მეტყვი?
-ნიუ ორკში რომ წავედი მაშინ.
-რათქმაუნდა, ეგრეც ვიფიქრე. კოტე?
-აი მაგ კითხვაზე სუ რო მომკლა არ გიპასუხებ და საერთოდ ქეთა, მე ვსვამ აქ კითხვებს.
-კოტე მადარდებს. ბევრი არაფერი ვიცი მის წარსულზე და ეხლა მივხვდი ამას.
-1-2წლის მერე?
-ხო. უფრო მეტი. მემგონი 3-4.
-ხო, მითუმეტეს.
-ანუ არ მეტყვი?
-არ გეტყვი. კოტეს კითხე-გიორგი ის იყო უნდა გასულიყო და შემოტრიალდა-კიდე რაღაცას მალავ
-არა
-თვალებში შემომხედე?
ქეთამ ფანჯრისკენ გაიხედა და პირველ რიგში ამით დაიწვა თავი. გიორგიმ მაშინვე დახურა კარი და ისევ ქეთასთან მივიდა.საწოლთან ჩაიკუზა.
-რამდენი ხანია გიცნობ?
-16წელი.
-ანუ შენ თავს ჩემზე კარგად ვერ იცნობ. ხო?
-ხო.
-ქეთა, აბა თვალებში შემომხედე.
-არ შემილია.
-ესე იგი რაღაცას მატყუებ. რა ქენი ადამიანი მოკალი? კოტეს ტელეფონში ჩაძვერი? თუ უღალატე.
-არა, არაფერი ეგეთი.
-მოიცა აბა მაშინ გამოვიცნობ. აქამდე წარსული გეკიდა ფეხზე. ესე იგი ვიღაცამ ან რაღაცამ გაგახსენა კოტეს წარსული. ვინ... ვინ... ბინგო! ელენე იყო მოსული...-გიორგი ქეთას რეაქციას რო დააკვირდა მაშინვე მიხვდა რომ მართალს ამბობდა-ვიცოდი. აუ რა მაგარი ვარ. ჰა აბა დროზე მითხარი რა გითხრა. კოტეს ოჯახი არ უნდოდა, მე ვუყვარვარ, ჩემგან შვილი ყავსო თუ რა?
-საიდან გამოიცანი.
-მიდი ამდენი დრო არ მაქ, მიპასუხე.
-ნუ.. კოტე ნარკომანი იყო, ოჯახი არასდროს უნდოდა, მითუმეტეს ცოლი და შვილიო.
-კარგი რა ქეთა ეგ ადრე იყო.
-როდის ადრე.
-ადრე არც მე , არც კოტეს, არც ანდრიას და მიშკას ხო საერთოდ არ გვინდოდა ცოლები და ეხა ხო ხედავ. ვთვლიდით რომ ზედმეტი თავის ტკივილი იყო. მაშინ ვიჩხირებოდით იმიტო რო იდეაში მოდაში იყო. 17წლისები ვიყავით პირველად რო გავსინჯეთ. იმის მერე იშვიათად მარა მაინც ვეწეოდით. ანდრია დღემდე ვერ ანებებდა თავს. კოტე დანარჩენს თვითონ მოგიყვება.
-კარგი.
-გაბრაზდი, ვიცოდი გამიბრაზდი ხო?
-კი. იმიტო რომ ქმარი მყავს ნარკომანი და მასთან ერთად ძმაც.
-რა ნარკომანი გოგო, თავი რას მიარტყი?
-არაფრისთვის. ხო იჩხირებოდით?
-კი, წარსულში. ქეთა ეს ძველი ამბავია. ელენეს კიდე არ ვაცოცხლებ. ქეთა არავინ ღირს შენ ნერვებად. მერე კიდე შენ და კოტე ერთად ცხოვრებას ვერ ისწავლით თუ ყველა პრობლემაზე მე დამიძახებთ. ბაზარი არაა, მე არ მეზარება არანაირად აქ მოსვლა და თქვენი დახმარება. ყველაფერი უკვე კოტეს უნდა ჰკითხო, არ იკბინება.
-მერე ვიჩხუბებთ მე და ეგ. არ მინდა დავკარგო.
-იჩხუბებთ და შერიგდებით. კოტე არ მიგატოვებს მითუმეტეს ეხლა.
-იქნება და როცა ერთად ვიყავით კაიფში იყო და მაგიტო შევუყვარდი? ეხლა ვეღარ მიშორებს იმიტო რო ფეხმძიმედ ვარ?
-რეებს ბოდავ! ნუ რეებს ბოდავ!-გიორგი უკვე სერიოზულად გაბრაზებული იყო-ანას გეფიცები რო აღმოჩნდეს რო ეგრე არის ყველაფერი კოტეს ჩემი ხელით ვცემ. მაგრა მივბეგვავ.
-კაი, წადი ცოდოა ნინა მარტო ამდენი ხანი.
-მე წავალ, შენ კიდე კოტეს მოუყევი ეგ ყველაფერი.
-კარგი, მადლობა გიო-ქეთა გადაეხვია გიოს და მერე ის წავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ამ გოგოს პრობლემები არ ელევა რა.იმედია არ იჩხუბებენ ეგ და კოტე
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Niiiii

La-Na
ამ გოგოს პრობლემები არ ელევა რა.იმედია არ იჩხუბებენ ეგ და კოტე

ქეთას კი არა კოტეს არ ელევა პრობლემები. ქეთა ამ ყველაფერს ითმენს და მალე ალბათ ყელში ამოუვა. ყველა ბიჭს ნუ ამართლებთ ხოლმე. ქეთა საკმარისად დაიტანჯა რა

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე თუ მკითხავთ ამ ორმა არ იციან ურთიერთობა როგორ უნდა ააწყონ არ აქვთ ერთმანეთის ნდობა, არ აგვარებენ პრობლემებს ერთად მოკლედ ერთობა აკლიათ... მოკლედ პირველ რიგში ერთობა ჭირდებათ და მერე ყველაფერი მოგვარდება... მათი ქორწილიც ძალიან ნაჩქარევი იყო მართალია ერთმანეთს 1წელი ხვდებოდნენ მაგრამ მაინც ერთმანეთს საკმარისად არ იცნობდნენ და ამან გამოიწვია ყველაფერი... ურთიერთობისას ნელ-ნელა გაიზრდება მათი ცნობიერება და ყველაფერი კარგად ექნებათ ოტონდ პირველ რიგში უნდა მიაღწიონ იმას რომ ყველაფერი ერთად გადაიტანონ და ერთად მოაგვარონ ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში... ერთს ცუდი პოლიციელობა არ უნდა და მეორეს დაკარგვის შიში აქვს ამის გამო კი ყველაზე მთავარს ოჯახს ეთხრება ძირი ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ ორივე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent