მეტი (2)
*** -ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს იცნობთ!-გაუღიმა ლაშამ ნინის და ბიჭებს. -ხო, მა. ხედავ? მარტო თბილისი და საქართველო კი არა, მსოფლიოა პატარა!-გაიცინა ვანიკომ. -ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. არადა, როგორ ვნერვიულობდი როგორ შეეწყობოდით ერთმანეთს,-თქვა ლაშამ და ეკას გადახედა ღიმილით. -მეც ძალიან!-მხარი აუბა ეკამ,-ისე მიხარია ამათი მეგობრობა. ახლა სულ აღარ ვინერვიულებ მომავალზე. -დემეტრე, რა გჭირს შენ?-ჰკითხა ლაშამ დემეტრეს, რომელიც გაციებული იჯდა მაგიდასთან. -არაფერი. უბრალოდ, უცებ ცუდად გავხდი. -წამალი ხომ არ გინდა რამე?-აღშფოთდა ეკა. -არა, მადლობა. კარგად ვარ.. ჯანმრთელობასთან პრობლემა მქონდა და ამიტომ. მეც გიერთდებით. კარგია, ერთმანეთთან შეჩვევა აღარ მოგვიწევს. ხო, ნინი?-გადახედა დემეტრემ ცივი თვალებით არანაკლებ გაშეშებულ ნინის. -კი...კიი..-ამოილუღლუღა ნინიმ და სწრაფად გამოსცალა ჭიქა. -ხოდა, მაშინ მოდით, მოვლენებს გავუსწრებ წინ და ახლავე გეტყვით,-თქვა ლაშამ და ფეხზე წამოდგა,-არ გადავდგამ ტრადიციულ ნაბიჯებს იმიტომ რომ არავინ ვართ აქ პატარები და თან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. -რას გულისხმობ, ლაშა?-ჰკითხა დემეტრემ. -რას შვილო და მოკლედ, მე და ეკა ვქორწინდებით.-ღიმილით თქვა ლაშამ და მიიხუტა ეკა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ვანიკოც კი არ ამბობდა არაფერს. ნინიმ და დემეტრემ ჯერ ერთმანეთს გახედეს და მერე მშობლებს. -ეს სიჩუმე რას ნიშნავს?-სიმკაცრით თქვა ლაშამ. -ნინი!-ეკამ დაუქაჩა შვილს თვალები. -უცებ ვერ მივხვდი. ისეთი მოულოდნელი იყო..-წამოიწყო დემეტრემ და ხელი გაუწოდა ლაშას,-ლაშა, მიხარია შენი ბედნიერება! ამაზე კარგს ვერაფერს გავიგებდი.-გამოცხოცხლებულ დემეტრეს ვანიკო და ნინიც აყვნენ და ახმაურდა მთელი სახლი. ლაშას განაცხადი ზუსტად ისე გაისმა,აი, განაჩენივით. თითქოს დასასრული იყო. მერე რა რომ არაფერი დაწყებულა, მაგრამ საქართველოში ხომ უნდა გაგრძელებულიყო? მოულოდნელი განაჩენი. კეფაში რომ ჩაგარტყამენ და გაგთიშავენ ზუსტად ეგრე იყო. სამყაროს მოწყდა ორივე. ნინიც და დემეტრეც. დემეტრე აპირებდა საქართველოში გაგრძელებას. ნინი თავსაც არ უტყდებოდა, მაგრამ უნდოდა.. ძალიან უნდოდა გაგრძელებულიყო. იმ კოცნამ ჰორმონების ომი გამოიწვია. ძნელია ვნებას შეეწინააღმდეგო. ვნებას, რომელსაც ზღვასავით გიღელვებს შენს მე-ს და შეურაცხადს გხდის. *** -ნინი, რა დაგემართა?-მშიდად ჰკითხა ეკამ ნინის. -რაზე, დე? -არ გაგიხარდა ჩემი ბედნიერება? -გაგიჟდი? ძალიან! უბრალოდ, მეგონა მხოლოდ გაცნობითი საღამო იქნებოდა.-თავი იმართლა ნინიმ. -ნუ, ეგ ხო. მაგრამ აქამდე თუ იცნობდით ერთმანეთს. ისე, რატომ არ მითხარი ვანიკოსა და დემეტრეს შესახებ? -რავიცი, არც მიმინიჭებია რაიმე მნიშვნელობა. რიგითი ადამიანები იყვნენ.. -ხედავ? რიგით ადამიანებსაც კი შეუძლიათ შენ ცხოვრებაში გახდნენ ძირითადები,-უთხრა ეკამ და გაუღიმა შვილს. სიმღერ-სიმღერით დატოვა ჩაფიქრებული ნინი თავის ოთახში. ნამდვილად რიგითი ადამიანი იყო დემეტრე თავიდან, მაგრამ საკმარისი იყო ერთი წინადადება მაშინვე ცოტა მოწინავე საფეხურებზე გადმოიწია. როგორ ააფორიაქა, როგორ დააბნია და გაუღვიძა მიძინებული გრძნობები. ამ გრძნობების უარყოფა კი ნამდვილად, ძალიან ძნელი იქნებოდა. ვნებასთან ერთად მოსულმა გრძნობებმა ხომ ეგრე იციან. თავიდან ვერ ამოიგდებ, ძალიან დიდხანს.. ზედმეტადაც.. სპორტულები ჩაიცვა და სასეირნოდ გავიდა. როგორ უყვარდა თბილისი! მართლა თბილი იყო საყვარელი ქალაქი. აი, ყველაფერზე დაგაფიქრებდა. ხალხიც სხვანაირი იყო. ზედმეტად ჭორიკანაც კი. როგორც არ უნდა გეთქვა, რომ არ გაინტერესებდა მათი აზრები მაინც ასე თუ ისე გარკვეულ გავლენას ახდენდა. ნელა მისეირნობდა და შემოდგომის ფოთლებს აკვირდებოდა, რომლებიც ხალიჩასავით იყვნენ მოფენილები ქუჩაში. ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა ფოთლებისგან. ნათია ურეკავდა. -სად ხარ შვილო? -როგორც მახსოვს ერთი დედა მყავს,-გაეცინა ნინის. -იუმორინას დედა ხარ. ნინაკას უნდა ვთხოვო ადგილი მოგიძებნოს ამ წლის იუმორინაში,-არ ჩამორჩა ნათიაც. როგორ უყვარდა დაქალის გაბრაზება! ზოგჯერ ისეთი საყვარელი იყო..! -მე თუ შენ?-გაეცინა ნინის,-რა გინდა რა შემჭამე? -ძაან ვიღადავე ახალ ამბავზე,-ახარხარდა ნათია. ნინის გულმა ცუდად დაუწყო ძგერა და ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან,-რა მაგარია გოგო! შენ, დემეტრე და ვანიკო და-ძმები რომ იქნებით. -კი, ძაან მაგარია.-მშვიდად უპასუხა დაქალს. -ხოდა, თუ მაგარია დავაი გამოგივლი ეხლა. -საიდან სად გადახტი?!-აღშფოთდა ნინი. -თემატურია შენს დობას ვფიცავარ.-უთხრა ნათიამ და მერე ხმადაბლა გააგრძელა,-გოგო, მე და საბა ვართ და მიდი გამოგივლით,რა. არ მიღალატო, ნინუც..! -კაი, ჰო..-ჯუჯღუნით უპასუხა ნინიმ,-პეკინზე ვარ, აჭარასთან.-როცა ნათია რაღაცას თხოვდა ნინის, ნინი უძლური ხდებოდა. იმდენად უყვარდა დაქალი, რომ მის გამო ბევრ რამეს იზამდა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა ნათიას რომ შოკოლადები შეუჭამია და ნინის აუღია თავის თავზე (ეს ძაან ბავშვობაში), ან თუნდაც ფეხმოტეხილი ნათია რო მოუტაცებია ეტლით, რომ კონცერტს დასწრებოდა და მერე მთელი ერთი კვირა დაუსჯიათ სახლში. რა ქნას უყვარდა თავისი გატლეკილი დაქალი, ძალიან ემოციური და მხიარული და რა ექნა?! დემეტრეს კი არა, შხამიან გველს აიტანდა ნათიას გამო. არა, საიდან სად მიდის ამ გოგოს ფიქრები. რას შეადარა მისი „ძმობილი“?! გაეღიმა ამ სიტყვაზე. ნუ, რა კაი რა მოხდა. ერთი კოცნა იყო. ბოლოს და ბოლოს ბიოლოგიურად არ არიან ნათესავები და ამას პლუს, რა დაშავდა ერთი კოცნით. არა, კი საოცარი ემოციები ჰქონდა, მაგრამ ეს ერთი და სხვა მრავალიო. და კიდევ იგი წავაო და სხვა მოვაო.. გამხიარულდა ნინი და ყველა მანქანას აკვირდებოდა. მართლა გულით უხაროდა საბას და ნათიას ამბავი. კარგი ბიჭი იყო საბა და მოსწონა ნათიასთვის. თავისი დაქალი ოდესმე თუ დაჭკვიანდებოდა ძეგლს დაუდგამდა საბას! შავმა მერსედესმა მოუყენა ნინის ფეხებთან და იქედან დაკრეჭილი წყვილი დაინახა. -ჰაი, სასტავს!-მიესალმა და უკან ჩახტა. ჩახტა და დემეტრეს დაუხტა გვერდზე. არა, მაინც იგრძნო რაღაც, მაგრამ არ შეიმჩნია,-გამარჯობა ხალხო! -როგორ ხარ, გოგო? მაგრა მომენატრე შენ თავს ვფიცავარ,-თქვა საბამ და სარკიდან გამოხედა. -აუ, საბ გაისწორე სათვალე,რა რაღაც მოღრეცილად გაქვს..-დაიწუწუნა ნათიამ და სათვალე მოხსნა საბას. -მზრუნველობის პიკს უკვე მიაღწიე?-გაეცინა ნინის ნათიაზე. -ენა დაიმოკლე შენ!-უსაყვედურა გაწითლებულმა დაქალმა და საბას სათვალის წმენდას მოჰყვა. -როგორ ხარ შენ?-შეხედა დემეტრეს ნინიმ, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა. ნელა შემოატრიალა თავი ნინისკენ და შეხედა. კინაღამ გადასცდა ნინის დემეტრეს სახეზე. ძალიან პირქუში და ამავდროულად, რაღაცნაირი სახე ჰქონდა. თვალები საკმაოდ სევდიანი, მაგრამ აი, ისეთი ერთი გამოხედვით რომ დაგჭრის. ტუჩებს რომ შეხედა ნინიმ მართლა გადასცდა და ძლივს ამოისუნთქა. -რა გჭირს, ნინუ?-აწიკვინდა ნათია. -ნინი, კაგრად ხარ?-შუბლზე ხელი დაადო დემეტრემ და ააწევინა ზემოთ. ცხელმა ტალღამ დაუარა. აკანკალდა დემეტრეს შეხებაზე და მიხვდა, რომ არ იქნებოდა ეს არაფრის დასასრული და არც იმ რაღაცის დასაწყისი, რაც ათასი კილომეტრით შორს დაიწყო. -კი..კი კარგად ვარ. მადლობა..-უთხრა და თვალი აარიდა დემეტრეს. -მეც კარგად ვარ. მოუთმენლად ველოდები როდის დაქორწინდებიან ლაშა და ეკა,-უთხრა დემეტრემ და ნინის ხველება აუტყდა. -რა გჭირს შენ? ცუდ ფეხზე ადექი?-დაუბღვირა ნათიამ. -კი, ცუდ ფეხზე დავიძინე და არანაკლებზე ავდექი!-უპასუხა ნინიმ და ტელეფონს დახედა,-სად მივდივართ? მალე დაღამდება. -ვჭამოთ, რამე. პიცა? -კი, იყოს..-თქვა აღტაცებით ნათიამ. მთელი საღამო ერთმანეთს არიდებდნენ თავს. ნათია და საბა უკვე არც მალავდნენ, რომ ძალიან მოსწონდათ ერთმანეთი. საბა უკვე მომავალზეც ფიქრობდა, ნინი ცხვირს იბზუებდა ძაან ადრე მოგდისო. ნათიაც აცეტებულიყო და ხან ნინის უქაჩავდა თვალებს, ხან შაქარივით დნებოდა საბასთან. მარტო დემეტრე იჯდა მშვიდად და უსმენდა სამივეს ხან კამათს, ხან სიცილს, ხან კი-მხიარულ საუბრებს. -ისე, ძაან მაგარია ტო. ერთად იცხოვრებთ!-თქვა აღტაცებით საბამ. ნინის თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. -რატო უნდა ვიცხოვროთ ერთად?-ჰკითხა საბას. -რავი,ტო. ლაშა და ეკა რო დაქორწინდებიან,რა. -მერე ორი წლის ვარ ეკასთან ერთად რო ვიცხოვრო?!-წარბი აწია ნინიმ. -დავიჯერო, მარტო დარჩები სახლში?-დამცინავად ჰკითხა დემეტრემ. -გამიჭირდება?! -შეგეშინდება! -არანაირად! -კი, როგორ არა. შეგეშინდება. ძლივს მიდიოდი სახლამდე ლონდონში,-გაეცინა დემეტრეს. -ეგ ლონდონი იყო, ეს თბილისია.-გარბაზდა ნინი, მაგრამ მერე გაეღიმა და უთხრა,-თუ შემეშინდება ასე მთასავით ძმა არ მეყოლება? დაგირეკავ თუ რამე! -ეგღა მაკლია ეხლა შენი ძმის სტატუსით ვიარო!-შეუღრინა დემეტრემ და ერთი ჭიქა ღვინო გამოსცალა. -მოგიწევს,-თვალი ჩაუკრა ნინიმ და თვალი აარიდა. საბას და ნათიას ეცინებოდათ დემეტრესა და ნინის დუეტზე. -აუ, მაგარია! ეკუშა პატარძლად ვერ წარმომიდგენია. ქალი იმენა სულ პატარძლის ვიდზეა,-გაეცინა ნათიას. -რას წარმოიდგენდი? იდეაშიც არ იყავი მგონი მაშინ ეგ რო პატარძალი იყო,-გაეცინა ნინის. -დავგეგმოთ ერთად ქორწილი,რა..-უთხრა ნათიამ. -ჰო, დავგეგმოთ..-უპასუხა ნინიმ და უცებ გააცია. გააცხელა. ხელის გულები დაეცვარა. საშინლად აკანკალდა! არ ციოდა საერთოდ. უბრალოდ, მის ბარძაყზე დემეტრეს ხელი იგრძნო, რომელიც ურცხვად დაცურავდა ზემოდან ქვემოთ. საშინლად ესიამოვნა! რა დროს სიამოვნება იყო. ეს ბიჭი აგიჟებდა. ბიჭი, რომელიც მისი ძმა უნდა ყოფილიყო და ბიჭი, რომლის მამაც მისი მამინაცვალი. რატომ ექცეოდა დემეტრე ასე თვითონაც ვერ ხვდებოდა. მაშინვე წამოხდა ფეხზე ანერვულებული. -რა გჭირს,გოგო?-აღშფოთდა ნათია. -ისა.. გამახსენდა რომ დასარეკი მქონდა და ორ წამში მოვალ,-ძლივს მოაბა თავი სათქმელს, დასტაცა ტელეფონს ხელი და მაშინვე გარეთ გამოვიდა. წინ და უკან დაიწყო სიარული. კანკალებდა. რას უკეთებდა ეს ბიჭი.. გულს ისე უჩქარებდა, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა.არადა, მათი ურთიერთობა ნამდვილად არ შეიძლებოდა. რა უნდა ექნა ვერ ხვდებოდა. აშკარაა, რომ ვერ ებრძოდა გრძნობებს, რომელსაც დემეტრე აღვიძებდა. -ნინუც, რა გჭირს?-გაიგო დემეტრეს ხმა და მაშინვე შემოტრიალდა. მის თვალებში საოცარ ცეცხლს ხედავდა. ხედავდა იმასაც, როგორ იწვოდა დემეტრე, რადგან არც თვითონ გრძნობდა ნაკლებად თავს. -რა მჭირს? გააფრინე შენ,ხო?-დაიყვირა ნინიმ. -რა გაყვირებს,გოგო?!-დაუღრიალა დემეტრემ. -რა რა მაყვირებს? უარესის ღირსი ხარ! რანაირად იქცევი?! -რას ვაშავებ?-ცინიკურად იკითხა დემეტრემ. -რას აშავებ? კიდე მე მეკითხები რას აშავებ? ვერ ხვდები,ხო? -არაფერს აკრძალულს არ ვაკეთებ! -დიახაც, რომ აკრძალულია! -მერე არ იცი აკრძალული ხილი რომ გემრიელია?-ჩაიღიმა დემეტრემ და მისკენ წამოვიდა. -გაჩერდი მანდ სადაც დგახარ! დემეტრე! ნუ, მოდიხარ!-დაუყვირა ნინიმ, მაგრამ დემეტრე არ უსმენდა ნინის. მიუახლოვდა და წამით შეათვალიერა, მერე კი ჩაიცინა. -როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი სასაცილოა?-ძლივს ამოიღო ხმა ნინიმ. -უფრო პათეტიკურია,მგონი..-ისევ იცინოდა დემეტრე და ნინის ნერვებიც ეგლიჯებოდა. -წესიერად მოიქეცი!გაფრთხილებ!-თითი დაუქნია ნინიმ დემეტრეს. -თორემ? -თორემ, ყველას ყველაფერს ვეტყვი! -ვის რა უნდა უთხრა?-გადაიხარხარა დემეტრემ. -დამანებე თავი!-უთხრა ნინიმ და მხარი გაკრა დემეტრეს. ის-ის იყო უნდა შესულიყო კაფეში,რომ ძლიერი ხელი იგრძნო მხარში. დემეტრემ გაიყვანა მანქანების ავტოსადგომისკენ. გაიყვანა კი არა გაათრია და ერთ-ერთ მანქანასთან მიიუშვა ხელი. -გააფრინე, შენ?-დაიყვირა ნინიმ და მკლავზე ხელი მოიკიდა,-ცხოვრელი ხარ ჩვეულებრივი! მეტკინა! -კარგად მომისმინე!-უთხრა დემეტრემ და ნინის მიეჭრა. საცოდავი გოგო მანქანაზე ააკრო. ერთიანად ცახცახებდა ნინი და ძლივს უყურებდა დემეტრეს თვალებში, რომლებიც ჩაწითლებოდა. -რა გინდა, გისმენ!-დაუყვირა ნინიმ. დემეტრემ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ზუსტად პირველისავით მეორედაც ისევე ეცა ტუჩებზე. არა, უფრო ძლიერად და უფრო ცხოველურად. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არც ერთს უნდოდა გაჩერება და არც მეორეს. ზედმეტად მომთხოვნი იყო დემეტრე და არ ჩერდებოდა. ნინიც ვერ უწევდა წინააღმდეგობას. აზრი რომც ჰქონოდა წინააღმდეგობის არ გამოუვიდოდა. ვნებას ატაცებული ჰყავდა ნინი სადღაც ციდან სამ მეტრზე? არა! კოსმოსის იქეთ და არ ჩამოდიოდა.დემეტრეს თმებში აცურებდა ხელს ნინი და ამით, უფრო მეტად გრძნობდა, რომ იმ რაღაცას აუცილებლად დიდი გაგრძელება ექნებოდა. ოდნავ მოსცილდა დემეტრე ნინის.. ღრმად სუნთქავდა და სიამოვნებდა ნინის მის სახეზე დემეტრეს ცხელი სუნთქვა. -ხომ გითხარი, დანარჩენი საქართველოში-მეთქი..-ძლივს ამოიხრიალა დემეტრემ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. შეხედა გაშეშებულ ნინის, რომელსაც ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. იდგა უბრალოდ და ერთ ადგილს უყურებდა. ისე მოულოდნელად დაიწყო ცრემლებმა დენა, რომ თვითონაც ვერ გაიგო. ცრემლების ზღვა მოსდიოდა ნინის თვალებიდან და ამ დროს დემეტრე რას აკეთებდა? უბრალოდ, იდგა და უყურებდა გოგოს, რომელიც ჭკუიდან გადაჰყავდა. -შენ მომისმინე ახლა კარგად..-ძლივს უთხრა ნინიმ,-ბოლო იყოს ეს ყველაფერი, დემეტრე. ბო-ლო! არ მინდა გესმის? არ მინდა! არ მინდა შენს შეხებაზე ცუდად ვხდებოდე. არ მინდა, არა! მოვრჩეთ, კარგი? -ადვილი გგონია? -სცადე! ჯანდაბა.! არ მაინტერესებს. არ მინდა.. არა! -რატომ ეწინააღმდეგები თავს?-დაუღრიალა დემეტრემ. -გააფრინე? -ღმერთის არ გწამს? ქართველი არ ხარ? სისულელეს მეუბნები! დემეტრე, დაფიქრდი გთხოვ!-უთხრა ნინიმ და გაშორდა ტერიტორიას. მისკენ შემოტრიალდა და უთხრა,-ჩემს ახლოს აღარ დაგინახო, ცოტა ხნით მაინც. მიდიოდა ნინი და ემოციებს ძლივს ინარჩუნებდა. აგიჟებდა ეს ბიჭი ნამდვილად, უნდოდა როგორ არ უნდოდა დემეტრე, მაგრამ არ გამოდიოდა. არ გამოდიოდა უბრალოდ.. ულამაზო იყო, ნამდვილად. მერე რა რომ არ იცოდნენ ლაშაზე და ეკაზე, მერე რა ყველაფერი აქედან შორს რომ დაიწყო. ეკას ვერ ეტყოდა ერთ სიტყვასაც კი. არ ანერვიულებდა დედამისს და ქორწილს არ ჩაუშლიდა. ყველა ნაბიჯზე ნინიზე ვერ აფიქრებდა ეკას.. ისედაც ძლივს ბედნიერი იყო და ახალ ოჯახს ჰქმნიდა ეკა. აუცილებლად, დალაგდებოდა. სჯეროდა დემეტრესი, რომ ისიც შეეცდებოდა. კაფეში შესულს მოჟღურტულე წყვილი დახვდა, რომელსაც სულ არ შეუმჩნევია ალბათ მათი დიდხანს გაქრობა. -დემეტრე?-ჰკითხა საბამ ნინის. -არვიცი, აქ არაა?-უნიჭოდ იცრუა ნინიმ. -ხო, აქაა და ჰარი პოტერის მოსასხამი აქვს მოცმული,-გაიცინა ნათიამ. -იჰიჰიჰიჰი...-დასცინა ნინიმ და ეცადა რომ არ შეემჩნია ნერვიულობა. -ჩემი ბიჭიც აქ არის!-სიხარულით წამოიძახა საბამ. -მასე ნუ იძახი,-დაუღრინა დემეტრემ და დაჯდა. -არ წავიდეთ?-იკითხა ნინიმ. -კი, ნინუც მოიცა გადავიხდი,-უთხრა საბამ და მიმტანს ხელით ანიშნა ანგარიში მოეტანათ. -რა გჭირს შენ ტუჩზე?-ჰკითხა ნათიამ და დააკვირდა ნინის. -რა მჭირს?-დაიბნა ნინი. -გაჭრილი გაქვს, შვილო! იკბინე?! -ძაღლი ვარ?!-უპასუხა ნინიმ გაღიზიანებულმა და ტელეფონში ჩაიხედა. მართლაც კარგად ეტყობოდა ტუჩზე წითლად. -ძაღლი კი არა დეგენერატი ხარ!-უპასუხა გაბრაზებულმა ნათიამ და საბას ჩამოსდო თავი. -იტირე?-დაკვირვებულმა ჰკითხა ნინის საბამ. -არ მორჩებით ჩემ შესწავლას?-თქვა გაბრაზებულმა ნინიმ და გამოვიდა კაფიდან. მალე დანარჩენებიც გამოვიდნენ და დარიგდნენ სახლებში. არც ერთი სიტყვა და არც გამოხედვა. ორივე თავისთვის. თავის თავისთვის. ქორწილის თარიღი, ორ თვეში დანიშნეს ლაშამ და ეკამ. იმ დღის მერე არ უნახავთ ერთმანეთი დემეტრეს და ნინის. ერთი კვირა იყო გასული სახლში ასულ ნინის კარგ ხასიათზე მყოფი ეკა რომ დახვდა. -რა გჭირს, დედა? -დე, რემონტს ვიწყებთ ხვალ და ლაშასთან გადავდივართ. -„თ“?-წარბი აწია ნინიმ. -ჰო, მე და შენ. -და რემონტის ამბავს რატომ ვიგებ ახლა?-გაბრაზდა ნინი. -დე, ხომ იცი ქორწილისთვის რომ ვემზადებით და თავი სად მაბია არ ვიცი, რა. დიდი არაფერია მალე მორჩებიან მაქსიმუმ ორ კვირაში!-გააცია ნინის. ორი კვირა დემეტრეს უნდა უყუროს?! -მე მამასთან წავალ,-თქვა ნინიმ მტკიცედ. -როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა ეკამ და კარადისკენ წავიდა. ნინიმ მაშინვე მამამისს დაურეკა: -მა, რას შვები? -არაფერს, ჩემო პრინცესა ეხლა შევდივარ შეხვედრაზე. შენ? -მეც არაფერს. მა, დედა რემონტს იწყებს ხვალ და მაქსიმუმ ორი კვირით რომ გადმოვბარგდე შენთან? გასაღები მინდა.. -მა, წაღებული მაქვს გასაღები.-უპასუხა კაცმა. -აუ, კარგი რა გია! როდის ჩამოფრინდები? -წესით 5-7 დღეში,რა. ცოტა ადრე ვერ დამირეკე?-გაეცინა გიას. -მითხრა ეკამ ადრე? -სულ ეგრე იცოდა ეკამ ადრეც,-გაეცინა გიას,-რა გიშველო მამა. წადი სასტუმროში გადადი. -არა, იყოს. -რა იყო ლაშა არ მოგწონს?-სიმკაცრე შეეპარა ხმაში გიას. -არა, მამა! ძალიან მაგარი კაცია. უბრალოდ, მირჩევნოდა შენთან რა. -ჩამოვალ პრინცესა და ჩემთან იყავი სულ თუ გინდა,-უთხრა გიამ. -კაი, მა წადი და შეგეხმიანები ვაიბერში. მიყვარხარ,-უთხრა ნინიმ და გაუთიშა ტელეფონი. ესეც ასე! თვით დემეტრეს ეახლებოდა სახლში ნინი და გაიგიჟებდა თავს. სხვა გზა არ ჰქონდა ბარგი ჩაალაგა და ერთ საათში უკვე სადარბაზოსთან იდგა. -სად არის ეს ბიჭი აქამდე,-მხიარულად თქვა ეკამ და მოიმარჯვა ტელეფონი. ის-ის იყო უნდა დაერეკა, რომ მანქანის შუქები აციმციმბდნენ და ეკას ფეხებთან დიდმა მანქანამ მოაყენა. მანქანიდამ მხაირულად გადმოვიდა ვანიკო და მძღოლის მხრიდან დემეტრე. -გამარჯობა,-მიესალმა დემეტრე და მაშინვე საბარგული გახსნა. ბარგი ჩაალაგეს, მოკალათდნენ და სახლისკენ წავიდნენ. -აუ, დედინაცვალო როგორ მიხარია არ იცი შენ რომ დაითანხმე ეს ქალბატონი!-სიხარულით უთხრა ვანიკომ ეკას. -არ უნდოდა ვანიჩკა. მამამისს დაურეკა. ის თბილისში არაა და სხვა გზა არ ჰქონდა,-გაეცინა ეკას. -კაი, ნინო რა! ბოლოს და ბოლოს ნანატრი და მეყოლება,ტო. ეგრე უნდა?-იწყინა ვანიკომ. -ჯერ ერთი ნინო არა! და მერე მეორე წინასწარ რომ არაფერი ვიცოდი მაგაზე გავბრაზდი. თორემ რა მაქვს საწინააღმდეგო? -შეხედე ამას! ჩემი და არ გამხდარა და უკვე პრეტენზიები რომ აქვს,-გაეცინა ვანიკოს. -არც გახდება შენი და,-ცივად თქვა დემეტრემ ისე რომ გზისთვის არ მოუშორებია თვალი. -აისბერგმა გაიღვიძა,-ახარხარდა ვანიკო. ასე სიცილ-ხარხარში მივიდნენ სახლამდე. ლაშა შემოსასვლელში დახვდათ. სახლი საკმაოდ დიდი იყო. მთლიანი ერთი სართული ეკავა და შესაბამისად არც ოთახებისა და სველი წერტილების პრობლემა იყო. იმდენად დიდი იყო სახლი, რომ ნინი დამშვიდდა იშვიათად ვნახავ დემეტრესო. -შენი ოთახია,-ბარგი დაყარა დემეტრემ ოთახში და ხელით ანიშნა ნინის ოთახისკენ. ნინიმ თვალები სხვა ოთახებისკენ გააპარა.-ნუ, ნერვიულობ. ხშირად ვერ მნახავ.-უთხრა დემეტრემ და ოთახიდან გავიდა. ტანსაცმელები დაალაგა ნინიმ და მოეწყო ოთახში. გადაივლო ტანზე, არ უვახშმია და ჩაწვა. არც ზამთარში და არც ისე არ ეძინა პიჟამოთი. ტრუსის ამარა და ზემოდან გრძელი მაისური ეცვა ყოველთვის, რომელიც დუნდულებს ძლივს უფარავდა. ბევრი იტრიალა ლოგინში, მაგრამ ვერ დაიძინა. სახლი მაღალ სართულიანი იყო და ნუცუბიძის ხედი მოგეხსენებათ როგორი საოცრად ლამაზია. სულმა სძლია და აივანზე გავიდა, ისე რომ გვერდზე არც გაუხედავს. ღრმად შეისუნთქა თბილისის ჰაერი, რომელიც უბნების მიხედვით განსხვავებოდა ერთმანეთისგან. მეორედ ამოისუნთქა და ისეთი ჯანსაღი ვერაფერი შეიგრძნო. სიგარეტის სუნმა აუწვა ცხვირი და გაიხედა მარჯვნივ. დემეტრე იდგა, წელ ზევით შიშველი და ნინის უყურებდა. თან სიგარეტს ეწეოდა. ნინიმ თვალი აარიდა დემეტრეს და თბილისს გადახედა. -აბა ხშირად ვერ მნახავო?-ხმადაბლა იკითხა ნინიმ. -ჩემს ოთახშიც აღარ დავიძინო? -შენი ოთახი ჩემს გვერდზეა?-გამოუცვივდა ნინის თვალები. იმიტომ კი არა, რომ რაღაც. არა, დიახაც, რაღაც! საკუთარი თავის შეეშინდა. იცოდა, რომ ერთ ელემენტარულ დეტალსაც შეეძლო მისი ნებისყოფის განადგურება. -თუ რამე დაგჭირდა გამომძახე,-უდარდელად უპასუხა დემეტრემ და ოთახისკენ წავიდა,-ჰო და კიდევ. ესეთი ჩაცმული აღარ გამოხვიდე აივანზე.-უთხრა დემეტრემ და ოთახში შევიდა. ბევრ რამეს დათმობდნენ რომ ერთად ყოფილიყვნენ. სისულელა, იტყვით რომ მერე რა რომ ეკა და ლაშა დგანან მათ შორისო, მაგრამ ნინიმ იცოდა რამდენად არ ესიამოვნებოდა ეკას ეს ფაქტი. გიას რომ გაშორდა ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. ადამიანს აღარ ჰგავდა, ყველას და ყველაფერს თავი დაანება და ჩაჯდა სახლში. არაფერი უხაროდა. ბევრი ეცადა ეკა და გია ოჯახი შეენარჩუნებინათ ნინის გამო თუნდაც, მაგრამ არ გამოუვიდათ. უყვრდათ ერთმანეთი, მაგრამ ისე არა რომ ერთის სიყვარული ორს ყოფნოდა ან ისე ძალიან რომ ერთ ტოტზე სძინებოდათ ორივეს. იმედგაცრუებამ გადაიყვანა ეკა ჭკუიდან. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა დაინახა ნინი გაზრდილი, დაქალებული და უკვე აბიტურიენტი. დაახლეოებით 5 წელი იყო ეკა ისეთ დეპრესიაში, რომ ნინიმ არ იცოდა საერთოდ დედა ცნება რას ნიშნავდა. მაგრამ ყველანარიად იდეალური შვილი იყო ეკასთვის. რამდენად იყო ეკა იდეალური დედა ამაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ეს სხვადროს. ამ ეტაპზე ცოტა სხვა რაღაცებია ყურადსაღები. მეორედ ვერ აიტანდა ეკას იმედგაცრუებას, თან მით უმეტეს ამდენი ხნის განმავლობაში ბედნიერბეისგან მოციმციმე თვალები პირველად ჰქონდა ეკას. და ალბათ, არც ესე საკმარისად უნდოდათ ერთმანეთი დემეტრეს და ნინის, რომ რაღაცებზე გადაებიჯებინათ. არვიცი, ალბათ ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი. მე ხომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ მომიყოლია. პრინციპში, ბევრი არცაა მოსაყოლი. მთავარი იცით სად არის? აი, როგორ შეუძლია ერთ კოცნას უცებ ააშენოს ენდორფინების ქვეყანა და გახადოს დაუძინებლად. როგორ შეუძლია ერთ უაზრო სიტყვას შეცვალოს ადამიანი ისე, რომ საკუთარ თავს ვერ ცნობდეს. აი, აქაა ყველაფერი და თუ დავუკვირდებით ალბათ, მიხვდებით. თუ არადა, ნამდვილი ამბის ოდნავ გაზვიადებულ დეტალებს იმედია მიიღებთ. -სად არის დემეტრე?-ჰკითხა ვანიკოს ლაშამ. მთელი ოჯახი შეკრებილიყო მისაღებში. -ბიჭებთან ერთადაა,-უთხრა ვანიკომ და დააცემინა. -ჯანმრთელობა,-უთხრა ნინიმ და გაეცინა გაციებულ ვანიკოზე. -მადლობა, დაო. ოღონდ ნუ, დამცინი. შენი ხათრით ვარ სახლში იცოდე!-თითი დაუქნია და კიდევ ერთხელ დააცემია. -სვამს?-იკითხა ლაშამ. -ალბათ. -ძალიან დაიწყო მაგან სმა ამ ბოლო დროს,-შეფიქრიანდა ლაშა. -კაი, მამა დალიოს გაერთოს ცოტა. სულ მუშაობს ვერ ხედავ? -კი, მუშაობს და სვამს,-უპასუხა აღელვებულმა ლაშამ შვილს,-ეკა, სად ხარ?-გასძახა „საცოლეს“ ლაშამ. -ლაშა, კოტემ და ლიკომ დარეკეს და წამო, რა..-წუწუნით შემოვიდაეკა. იმდენი ეწუწუნა ლაშა დაითანხმა ბოლოს და წავიდნენ. დარჩნენ მხოლოდ ნინი და ვანიკომ. ბევრი იფიქრა ნინიმ, მაგრამ მაინც ჰკითხა: -რა სჭირს დემეტრეს? -აზრზე არ ვარ. ხო, ხედავ ერთი კვირაა სულ სვამს ან მუშაობს. სამსახურში თუ ვნახულობ. დღესაც კი მინდოდა, მაგრამ ვიღაცებმა გაჭედეს.....-თვალები დაქაჩა ვანიკომ. -აუ, ნუ გადამაყოლე! შენთვის გეუბნები რომ გამოკეთდე. თუ, გინდა წადი!-გაბრაზდა ნინი. -კაი, რა. რა წავიდე მგონი სიცხე მაქვს და მომხედავი მხოლოდ შენ მყავხარ!-მოპრუწა ტუჩები ვანიკომ. *** -ბევრს ხომ არ სვამ?-ჰკითხა საბამ დემეტრეს. -არაუშავს. -ბიჭო, რა გემართება შენ? ვაფშე ვეღარ გცნობ. -არაფერი, მაგრა ვიღლები სამსახურში. -მოატყუე შენ ნაშებს,-გაბრაზდა საბა,-მთელი დღე შენ გიყურებ და გადაღლის ვერაფერს გატყობ! -რა გინდა შე ჩემა! -ნინი? -რა ნინი?-თვალებში შეხედა საბას დემეტრემ. -რა ნინი, რა ნინი! რა გოგოსავით ისულელებ თავს, ტო. -სიყვარული, საბა. არ გესწავლება ჩემგან, ხო?-ჩაეღიმა დემეტრეს. -მერე? -რა მერე? -ბიჭო, რას იშტერებ თავს ნუ, მშლი ეხლა ჭკუიდან! -მაგრა მიყვარს, საბ. ერთი შეხებაც და,აი, ეს აღარ მაქვს,-ხელი დაიდო გულზე დემეტრემ,-ერთი გამოხედვაც საკმარისია და იცი, რა მემართება? პატარა ბიჭი მგონია თავი და სისულელეების გაკეთება მინდება. -მერე რა ჯანდაბას აკეთებ აქ? -ყველაფერი სხვაირადაა,საბა. -მაინც? -არ იცის ნინიმ. -არ იცის? შენზე არ იცის?-გადმოსცვივდა თვალები საბას. -ჰო, არ იცის. თავიდან მართლა ვეთამაშებოდი და მერე ისე შემიყვარდა.. გიჟივით ვარ, ბიჭო. ვუთვალთვალებ სულ! -დაელაპარაკე მერე, ტო. გააფრინე შენ? ეგ რო გაიგოს სხვისგან გაგიჟდება! ცხოვრებას დაკარგავ დარწმუნებული ვარ! -კი, აუცილებლად. მაგრამ დღეს არა,რა.. *** იმ ღამეს საბამ დემეტრე მოიტანა კი არ მოიყვანა. მეორე დღეს კი შუადღისას გაღვიძებულ დემეტრეს ნინი უკვე გადასული დახვდა. გაგიჟდა, გადაირია, ჭკუიდან გადავიდა და არ იცოდა რა ექნა. -ნინი.. -ხო, დემეტრე. -წახვედი? -კი, წავედი. რამე ხომ არ გინდოდა? -კი, მინდოდა. -არაფერი, არ გინდოდა, რა.. -მინდოდა, ნინი. დალაპარაკება მინდა შენთან. -აუცილებლად, მაგრამ გადავედი და აუცილებლად, ვილაპარაკებთ. -გნახავ დღეს. -არა, მამაჩემთან ერთად გავდივარ. -კარგი, როგორც გინდა. დამირეკე რომ მოიცლი. რა თქმა უნდა არ დაურეკავს. და რა თქმა უნდა ის დღე სასმელში მოკლა დემეტრემ. ასეთი რაღაც არასდროს დამართნია. რამდენმა გოგომ გაიარა მის ცხორებაში. გამოცდილმა თუ გამოუცდელმა, პატარამ თუ დიდმა, გათხოვილმა თუ გაუთხოვარმა. ნინის ერთმა კოცნამ ისე გადაიყვანა ჭკუიდან,რომ საგიჟეთის პაციენტი გახდა. ყოველ დღე სვამდა, ყოველ დღე პატიებას სთხოვდა ღმერთს, რომ ასე უკანასკნელივით მოექცა ნინის.იცოდა, რომ უყვარდა ნინის თან ძალიან უყვარდა. მაგრამ დემეტრესაც ხომ უყვარდა.. ამის იმედი ჰქონდა, რომ აპატიებდა ერთ დღეს აუცილებლად აპატიებდა. *** მეგობრის დაბადების დღიდან მოდიოდა ნინი. საკმაოდ ნასვამი იყო და ფეხი ერეოდა. ძლივს ავიდა სახლის კარამდე და საფეხური ასწია, რომ გასაღები აეღო,მაგრამ არ იყო. არც ჩანთაში ედო! რა უყურადღებოა გია.. -აუ, მამა! მე მიკეთებ ამას? -აუ, მა ბოდიში რა.. ვასიკოს გულის შეტევა ჰქონდა და გიჟივით გავიქეცი. -უი, მართლა? ჯერ არ მოდიხარ? -არა, მა ეხლა დუშეთის გზაზე ვარმისი ოჯახი წამოვიყვანო. -აუ, მამა! იმენა მე მიკეთებ ამას!-აჯაჯღანდა ნინი. -დედაშენთან დარჩი, რა. ბოდიში, მა. -კაი, გამაგებინე ვასიკოს ამბავი,-უთხრა ნინიმ და ჯაჯღანით წავიდა ლაშას სახლისკენ. ტაქსიდან რომ გადმოვიდა სახლს ახედა და გული რაღაცნაირად აუჩქარდა. ლიფტში შესვლა და კიდევ აჩქარება ერთი იყო და საერთოდ, კართან რომ დადგა და ზარი დარეკა და იქიდან დემეტრემ გააღო კარი მოუნდა მიწას ჩაეყლაპა. საოცრად ლამაზი იყო ნინი. წითელი ტანზე მომჯდარი კაბა ეცვა, რომელიც კვეთდა მისი ტანის ნაკვთებს, შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და თავისუფლად დაყრილი თმები. ულამაზესი იყო! ამ გოგოს ყველანაირი სტილი უხდებოდა. -ამ შუაღამისას...? -გასაღები არ მქონდა სახლის.-უთხრა ნინიმ და სახლში შევიდა. -დედა სადაა? -ქორწილში არიან. -ვის ქორწილში?-გაოცდა ნინი. გაბრაზდა ეკაზე! რაც ლაშასთან გადმოვიდა სულ ა რჰქონდა შვილთან კონტაქტი. -ამბასადორში, კახეთში არიან წასულები. -შენ?-შეხედა ნინიმ დემეტრეს, რომელსაც ეტყობოდა რომ ჭინკები უთამაშებდა თვალებში. -არ ვიყავი ქორწილის ხასიათზე,-თქვა დემეტრემ და ვისკი მოსვა. -მეც მინდა,-უთხრა ნინიმ და ჭიქა ხელიდან გამოართვა. ვისკი მოსვა თუ არა დაიჯღანა. -ფუ, რა გასმევს ამას?! -კაცური სასმელია. შენ მარტინი დალიე,-გაეცინა დემეტრეს. -ტეკილათი ვარ გამსკდარი,-გაიცინა ნინიმ და დემეტრეს შეხედა, რომელიც მას უყურებდა. -რა მოხდებოდა ბევრად ადრე რომ გაგვეცნო ერთმანეთი?-იკითხა ნინიმ. -ალბათ, არ იყო საჭირო. -ჩემი აზრით საჭირო კი არა აუცილებელი იყო.-თქვა ნინიმ დანანებით. -ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,-უთხრა დემეტრემ და კიდევ მოსვა ვისკი. -უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ზოგჯერ ეს მიზეზი არაფერია,-უთხრა ნინიმ და წამოდგა,-ძილინებისა,დემეტრე. ისე დარჩა დემეტრე მარტო ვერც მიხვდა. დაფიქრდა ყველაფერზე, რომ დრო იყო დაელაპარაკა ნინისთან და აეხსნა ყველაფერი. იქნებ, სულ არ იყო გვიანი და აუცილებლად, ყველაფერი იქნებოდა კარგად. სიხარულით გაირბინა ოთახები და ნინის ოთახს მიადგა. დაუკითხავად შევიდა და დაინახა ზურგით მდგარი გოგო საცვლების ამარა. -ნინი.. -დემეტრე?! აქ რა გინდა,-უთხრა ნინიმ. ფხიზელი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე რამეს მიიფარებდა. -სალაპარკოდ მოვედი,-უთხრა დემეტრემ და მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. -აბაზანაში შევდივარ და მერე,-უთხრა ნინიმ და პირსახოცით ხელში გვერდზე გაუარა დემეტრეს. ის-ის იყო აბაზანაში უნდა შესულიყო, რომ დეჟა ვუ-ს გრძნობა დაეუფლა. დემეტრეს კარზე ჰყავდა აკრული ნინი და გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ალი ჰქონდა ანთებული თვალებში დემეტრეს, რომელიც უკვალოდ არ ჩაქრებოდა. -იცი, როგორ მაგიჟებ?-თქვა დემეტრემ და ცხვირით მის ლავიწს შეეხო. ყელში ტუჩები რო მიაკრო და ნინის მსუბუქი ამოკვნესება გაიგო უფრო მეტად გახელდა და ნინი შემოისვა. ნელა დააწვინა ლოგინზე და ყელში აკოცა,-ისე მიყვარხარ, რომ ალბათ, გავგიჟდები და გიჟი ვარ უკვე. -დემეტრე, არ შეიძლება..-ძლივს თქვა ნინიმ. -შეიძლება ნინი, შეიძლება. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი..-ეს უთხრა დემეტრემ და აკოცა ნინის. დილას ვიღაცის მძიმე ხელებში გახვეულს გაეღვიძა. ძლივს გაახილა ნინიმ თვალები და ოთახი მოათვალიერა. არც მამამისის სახლს ჰგავდა, არც თავისას და მით უმეტეს ბანჯგვლიანი ხელები მისი არ იყო. უცებ რომ მოვიდა აზრზე მაშინვე გათავისუფლდა დემეტრეს ხელებიდან და წამოხტა. დემეტრეს გათიშულს ეძინა. ნინის ცრემლები წამოუვიდა, მაშინვე ჩაიცვა და გავარდა სახლიდამ -ეს რა გააკეთე, ნინი? როგორ შეხედავ ეკას თვალებში! უწესო გოგოსავით მოიქეცი. რაც სხვისი გეზიზღებოდა ის გააკეთე შენც. უნებისყოფო და უთავმოყვარეო გოგო ხარ.. შეიძლება დემეტრე არ არის შენი ბიოლოგიური ძმა, მაგრამ ნამდვილად არ არის გასამართლებელი გუშინ ღამინდელი საქციელი! ვის ჩააბარე თავი? დებილი ხარ, ნინი! სხვანაირად წარმოგედგინა პირველი, მაგრამ. ბედი საოცრად დამცინის! რა ჯანდაბა ვქნა ეხლა მე!“-ტიროდა ნინი. *** -რა გააკეთე, ბიჭო?-დაუღრიალა საბამ დემეტრეს. -კი, ეგრე იყო. -არაკაცი ხარ ჩვეულებრივი! როგორ გაბედე პროსტა... -თავს ვკარგავ მაგ გოგოსთან ხომ იცი? -ეგ გასამართლებელი არაა,დემეტრე! არაკაცი ხარ... როგორ ტანჯავ გოგოს ხვდები? რა მდგომარეობაში იქნება ახლა ხვდები? -დაველაპარაკები აუცილებლად. -ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა? -იმედი მაქვს, მაპატიებს. ბიჭო, რა ნაგავი ვარ..-დაიღრიალა დემეტრემ და სკამი ააყირავა. -ნამდვილად, პროსტა სხვა ვერაფერს გეტყვი. -იმენა, ცუდად მოვექეცი! მეც ნასვამი ვიყავი და ისიც. არც მინდა წარმოვიდგინო რას ფიქრობს. მიდი დაურეკე, რა.-საბამ დაურეკა ნინის, მაგრამ არ უპასუხა. რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ისევ არ უპასუხა. -მიდი, ნათიას რა.. -ხო, ნათი. შენ? არაფერს ვმუშაობთ. ნათუ, სადაა ნინი? აუ, ტო სულ დამავიწყდა. ხო, ვურეკავდი წეღან. არაფერი ისეთი პროსტა,რა. კაი, დაგირეკავ მერე,-დაამთავრა საბამ და ტელეფონი დაკიდა. დემეტრეს შეხედა ორი წამით.ხმას არ იღებდა. -ჰე, რაო?-დაუღრიალა დემეტრემ. -იცი, როგორი ნაგავი ხარ? -რაო, თქვი! -ზეგ რომ ლაშას და ეკას ქორწილია გახსოვდა საერთოდ? -აუ, ჩემი მართლა?!უკვე, ტო?-გაოგნდა დემეტრე, -რა გემახსოვრებოდა, სახლში შენ არ მიდიხარ და სასმელში იხრჩობი,-დამცინავად უთხრა საბამ. -ე, კაი, რა. რანაირად მელაპარაკები. -აუ, დემეტრე პროსტა არაფრის ღირსი არხარ. ჩემი ძმაკაცი რომ არ იყო.! მამაშენის მაინც როგორ არ გრცხვენია? ეგრე მოიქცეოდა ავთო? -არა, არ მოიქცეოდა..-ნაღვლიანად თქვა დემეტრემ და ერთ ადგილს მიაშტერდა,-დღესვე ვეტყვი. მივადგები და ვეტყვი. *** -აუ, დე რა ლამაზი ხარ!-თქვა ნინიმ აღტაცებით და ცრემლები წამოუვიდა. -ვაიმე, დედიკო რა მგრძნობიარე ხარ!-გაეღიმა ეკას. -კაი, რა. დედა მითხოვდება. ესეთი რამ ყველას ცხოვრებაში ხომ არ ხდება?-ჩაეხუტა დედას. -აბა, მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებში ხდება,-თქვა ეკამ,-გავიხდი და წავიღოთ.ძაან მომწონს! -აუ, კი დე ძაან ლამაზი ხარ!-თქვა ნინიმ და ძალით გაიღიმა. სულ არ ეღიმებოდა ისე ნერვიულობდა მომავალზე. როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება არ იცოდა.-დე,ბიჭები როგორ არიან -არაუშავთ. გგონია ვიცი? დემეტრე კი იცი გასულია სულ და ვანიკოც ეგრე,რა. იმედი მაქვს, უკვე მოიშოპინგებდნენ. -ხო, აბა როდის იყო რომელიმეს ცუდად ეცვა?-გაიკვირვა ნინიმ და დემეტრეს გახსენებაზე კიდევ ერთელ აუჩქარდა გული. -ხო, პრინციპში მართალი ხარ. მაგრამ მეჯვარეობა ადვილი საქმეა?!-გამოსძახა ეკამ გასახდელიდან. -რა მეჯვარეობა?-გაიკვირვა ნინიმ. -დემეტრე ლაშას მეჯვარეა. არ იცოდი? ეგ როგორ არ იცოდი. -რას ნიშნავს მეჯვარეა? შვილი მეჯვარეა? -არა, დემეტრე ლაშას შვილი არაა..-ზარივით გაისმა ეს წინადადება ნინისთვის. თავბრუ დაეხვა და იქვე ჩამოჯდა. -რას ნიშნავს არაა ლაშას შვილი? -აუ, დიდი ისტორიაა.. -მომიყევი,-მტკიცედ უთხრა ნინიმ დედამისს. საქორწინო კაბა გამოიტანეს და მანქანაში ჩასხდნენ. -დაქოქე, ეხლა.-უთხრა ეკამ ნინის და სათვალე გაისწორა. -ჯერ მომიყევი დემეტრეზე. -ო, ნინი რა სულ ასეთი ცნობისმოყვარე შეიძლება იყო?! ცუდი ისტორიაა, ძაან! -მოყევი, დედა!-მკაცრად უთხრა ნინიმ ეკას. -მოკლედ, ლაშა და ავთო ძმაკაცები იყვნენ ბავშვობის,აი, როგორც დემეტრე, ვანიკო და საბა არიან. უიმე, ჯვარი წერიათ მაგათ. ლაშას კი იცი გარდაცვლილი ჰყავს ცოლი და ავთო, ლაშა და ავთოს მეუღლე,ანუ, დემეტრეს დედა ნინო მოდიოდნენ ქორწილიდან. საკმაოდ დიდი ფულის პატრონი იყო ავთო ჯაში და ხო, იცი როგორც ხდებდა. დიდ ფულს რომ ემტერებიან და ასე, შუა გზაში ჩაცხრილეს მთელი მანქანა. ლაშა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. დიდხანს იწვა საავადმყოფოში, აგონიაში იყო. ძმაკაცი და მისი მეუღლე რომ ხელებში ჩააკვდა და ვერ გადაარჩინა. მკვლელები კი დააჭერინა მერე და თვითონ მიხედა საქმეს, მაგრამ ობლად დარჩენილი დემეტრე თავისთან წამოიყვანა და ვანიკოსთან ერთად გაზარდა. არასდროს განუსხვავებია დემეტრე და ვანიკო ერთმანეთისგან. ყოველთვის ასწავლიდა დემეტრეს მშობლების სიყვარულს და ზუსტად, ამიტომ რადგან ავთო უახლოესი ძმაკაცი იყო ლაშასი უნდა,რომ მისი შვილი იყო მეჯვარე ამ ბედნიერ დღეს!-მოყოლა დაამთავრა ეკამ და ნინის გახედა, რომელიც შუშის თვალებით უყურებდა დედამისს. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვერავისგან გაიგო, თუნდაც ამ პატარა ჭორიკანა თბილისისგან, რომელიც სამაგალითოა ამ საკითხში. მაშინვე შესძულდა დემეტრე. ბიჭი, რომელსაც იმდენი გამბედაობა არ ეყო, რომ არ ეთამაშა მასთან, მის გრძნობებზე, გამოიყენა ნინი და გამოიყენა მასთან პირველობის შესაძლებლობა და ეს ყველაფერი დიდ ემოციურ ფონზე გააკეთა. შესძულდა დემეტრე ჯაში და შესძულდა ზოგადად კაცობრიობა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იგრძნო და მაშინ მიხვდა იმედგაცრუების სიმწარეს და სიყვარულისა. ან ძალიან გაბედნიერებს ან გაუბედურებს. ისიც მართალი ყოფილა სიძულვილამდე რომ ერთი ნაბიჯი აშორებდა სიყვარულს. წამით გონება დაებინდა ნინის, მაგრამ გამოფხიზლებულმა თავი იმაზე ძლიერად იგრძნოვ იდრე აქამდე ყოფილა. დემეტრე ჯაში მისთვის აღარ არსებობდა და ამ ყველაფერს აუცილებლად, აზღვევინებდა. *** დადააააამ! ესეც შემდეგი თავი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ახლართულ-ჩახლართულია ყველაფერი. მეც კაი ლაბირინთში ვიმყოფები და მისურვეთ მალე გამოვიდე:))))))))))))) არასდროს დავიღლები ბევრი მადლობების თქმით! თქვენ ხართ მაგრები და საოცრებები ასეთი თბილები რომ ხართ!:) (კი მიყვარს კრიტიკა, მარა ქარცეცხლში ნუ მამყოფებთ:))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.