ჯიშკარიანის წესები (თავი 1)
2010 წელი. გაზაფხული ჩქარი ნაბიჯებით ავირბინე აღმართი, ცალი ხელით ვცდილობდი სიგარეტი არავისთვის მიმეწვა, მეორეთი ჩანთას ვიჭერდი. 3 წელია ერთი და იმავე გზას გავდივარ, სახლიდან - უნივერსიტეტამდე მხოლოდ ერთი, ერთად ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, 203. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ზუსტად აჯენს წუთს წუთში და მე - 3 წელია ერთი და იგივე შფოთვით და ქოშინით ავრბივარ აღმართზე, რადგან ჭკუა ვერადა ვერ ვისწავლე. სახლიდან თავის დროზე არასდროს გამოვსულვარ, ხან რაღაც მრჩება, ხან მგონია, რომ რაღაც დამრჩა და თითქმის ყოველი სამუშაო დღე იწყება ქოშინით. არც დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული და როგორც ყოველთვის, 202-მა პირდაპირ ცხვირწინ ჩამიარა 203-მა . შუქნიშანზე გადასვლა ვერ მოვასწარი და ასე შორიდან თვალს ვაყოლებდი მიმავალ ტრანსპორტს. წყნარად დავასრულე სიგარეტის მოწევა და შუქმნიშანზე უკმაყოფილო სახით გადავდიოდი, როდესაც მანქანის მკვეთრი ტორმუზის ხმამ გამომაფხიზლა და ის იყო, უნდა მეყვირა, შავი ფერის უცნაური ფორმის ჯიპმა ზუსტად ფეხებთან გამიჩერა. „მწვანე კაცუნა რომ ანთია ვერ ხედავ?!“ - გაბრაზებულმა შევძახე, თან გზას განვაგრძნობდი, არ ვიმჩნევდი, ფეხები რომ მქონდა აკანკალებული. პასუხი არ გამცა, იდგა ასე მუტრუკივით არც წინ, არც უკან, პირდაპირ ზებრაზე. ჩაბურული მინა სულ ოდნავ ჩამოიწია, სახე არ ჩანდა. უბრალოდ დაბალი, გადაპარსული თავის ნაწილი გამოჩნდა. „ჰო, ჰო კიდევ ჩაბურე ეგ მინები, ეგება საერთოდ ვეღარაფერი ვერ დაინახო“ - სიმართლე გითხრათ, დიდად მის გასაგონად არ მითქვამს ეს სიტყვები, ისე უბრალოდ ჩავილაპარაკე, არადა სიტყვა არ მქონდა დასრულებული, დაბურული მინა მთლიანად რომ ჩამოიწია და ვიღაც ბიჭმა თავი გადმოყო, წარბები შეჭმუხნა და ბოხი ხმით დაიძახა: „როგორ?“ - გაჩერებაზე სულ რამდენიმე ადანიამი იდგა, ხალხიც მოძრაობდა ქუჩაში, შუქნიშანიც უკვე გამწვანებულიყო და ყველა ამ ბიჭს უსიგნალებდა. ჩემს თავს დავაჯერე, რომ ყველამ დაინახა, რაც მოხდა, დამნაშავე ის იყო და მე სრული უფლება მქონდა გავბრაზებულიყავი. ყავისფერი თმა ამაყად გადავიწიე ყურს უკან და გათამამებულმა, არ დავუთმე არც ერთი სიტყვა. „თვალებში ვერ იხედები წესიერად და ყურშიც არ გესმის? ახლა კიდე გაიწიე დროზე, მთელი ქუჩა შენ გელოდება!“ ვანიშნე უკან მდგარ მძღოლებზე, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შავი ჯიპის გაწევას, რათა ყველას თავის გზა გაეგრძელებინა. „ენა გაქვს ამოსაგლეჯი!“ უხეშად გადაილაპარაკა და დაბურულ მინაში ჩაიმალა, ადგილს უმალვე მოწყდა. ფეხები მიკანკალებდა შიშისგან. არც მანქანა მახსოვდა და არც იმ ბიჭის სახე, ისე დავიძაბე. საკუთარ თავში ვცდილობდი მომეხარშა, თუ რა მოხდა და რატომ გადავწყვიტე ვიღაც ტიპთან ამხელა ამბის ატეხა. თან იმაზეც ვფიქრობდი, დაბურული მინები რომ აქვს, პოლიციელი ხომ არ არისთქო, მაგათთან პრობლემები სულაც არ მჭირდებოდა. ამ ფიქრებში გართულმა ვერც შევამჩნიე, რომ უკვე მეორე 203 მოადგა ჩემს გაჩერებას, ავტომატურად ხელი ავწიე მის გასაჩერებლად, ზოზინით მივედი კართან, ის იყო უნდა გამეღო, რომ მარშუტკის უკან აწყვეტილი სიჩქარით მომავალი ნაცნობი შავი ჯიპი დავინახე. დაუფიქრებლად ავარდი ტრანსპორტში და კარი ისე მოვკეტე, მძღოლმა ჯაჯღანი დაიწყო, დამილეწავენ ერთხელ ამ საწყალ მანქანასო. საკუთარი გულის ცემა ყურებში მესმოდა, თან პანიკურად უკან ვიყურებოდი, შავი ჯიპი ხან მარჯვნიდან გამოჩნდებოდა, ხან მარცხნიდან და ხანაც საერთოდ არ ჩანდა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ საერთოდ მოწყდა ხედვას. დანიშნულების ადგილას მისულს არც კი მახსოვდა ეს პატარა შელაპარაკება, რადგან წინ ფინალური გამოცდები მელოდა. ჩანთაში ჩატენილი კონსპექტები ამოვიღე და უნივერსიტეტში თავდაჯერებულმა შევაბიჯე. საგნის ჩაბარების პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ აი ეს სემესტრია, აი ეს წელია რაღაცას რომ ვერ ჩავაბარებმეთქი. მიზეზი ის იყო, რომ მესამე კურსზე ვსწავლობდი და ვმუშაობდი კიდეც. სამსახური ახლოს იყო, უფროსიც ხელს მიწყობდა. მარკეტინგს და პიარს ერთად ვსწავლობდი, ახალგაზრდული პროფესია იყო, თან სოციალური ქსელიც მარტო ჩვენმა თაობამ აითვისა თავიდან ბოლომდე, ამიტომ სტუდენტებს ენიჭებოდათ ამ დარგში პრიორიტეტი. „ნინა, რა გჭირს?“ - სალომეს ხმის გაგონებაზე ძლივს ამოვყავი კონსპექტების ზღვიდან და წინ მეგობრის ღიმილიანი სახე შემომეგება. „ფინალური გამოცდები მაქვს, მეტი რა უნდა მჭირდეს, რატომ მეკითხები?“ ვცდილობდი ფურცლები ისეც თავის ადგილას, ზედმეტად პატარა ჩანთაში ჩამეტენა, დაკუჭული კონსპექტები ძლივს შევინახე და ავტომატურად მივყევი სალომეს ნაბიჯებს. „შენ სულ ეგრე იცი, რა მეშველება, ამას რა ჩააბარებსო გაიძახი და ყოველთვის კარგი ნიშნებით აბარებ გამოცდებს!“ ქერა თმა ყურს უკან გადაიწია ცალი ხელი მხარზე მომხვია. „ხო, მაგრამ ახლა ვმუშაობ კიდეც, შეიცვალა მდგომარეობა“ ჩემთვის ვბუზღუნებდი, როდესაც მე და სალომემ აუდიტორიაში შევაბიჯეთ და განკუთვნილი ადგილების ძებნა დავიწყეთ. „ვაიმე არარსებობს. ისევ ეს იდიოტი ქალია დამკვირვებელი?“ სალომემ ზიზღიანი სახით გაიხედა შავგვრემანი, გამხდარი გოგონასკენ, რომელიც ბოროტი სახით იყურებოდა აქეთ-იქით. „ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ ვაგდებ მერვე სართულიდან, მეხმარება აგრესიის დახშობაში“ ჩემთვის ღიმილიანი სახით ვთქვი და კუთვნილი ადგილი დავიკავე. „ფრთხილად იყავი, არ გაგიგოს თორე ვინ ვის ისვრის მერვე სართულიდან, მაგასაც ვნახავთ!“ სალომე თითის ქნევით დამემშვიდობა და თავის მერხზე მოთავსდა, ჩემგან რამდენიმე მერხით უკან. გამოცდა, როგორც ყოველთვის ყველაზე ადრე დავამთვარე, უკან გავიხედე, რომ მენახა სალომე რას შვებოდა, როდესაც ვიღაცამ ჩემს მერხზე ხელი ძალიან ძლიერად დააბრეხვა. გული კინაღამ გამისკდა, წამოვფრინდი და შეცბუნებული ვუყურებდი დამკვირვებლის ბოროტ მზერას. „შენ ნაწერში იყურე თორე გაგიშვი აქედან!“ სკამზე ფრთხილად დავჯექი, აქეთ არ გაგიშვა მერვე სართულიდანთქო, კი ვიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ დღეს საკმარისზე მეტი ვიჩხუბე და დღის ნორმის გადაცილება არ მინდოდა. ფურცლები ავიღე და გამოცდიდან ის იყო, უნდა გავსულიყავი, რომ სალომეც უკან დამეწია. აუდიტორია ჩუმად დავტოვეთ. ხელი ჩვეულად გადამხვია მხარზე და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ დღეს რის გაფუჭებას ვაპირებდით. სამსახურიდან დავეთხოვე, ფინალურები მოვიმიზეზე , ამ დროს მე და ჩემი მეგობარი საღამოს 9 საათზე შევხვდით ერთმანეთს, როგორც სალომე იტყოდა: ენის მოსაფხანად. - დღეს იმ იდიოტმა ქალმა როგორ გიყვირა, 4 კაცი დავინახე, გულზე ხელს იდებდა, ეგ მოგვკლავს ჩვენ ერთ დღეს“ - ძალიან საზიზღარია, მაგრამ დღეს კიდევ ვინმესთან რომ მეჩხუბა, უკვე ზედმეტი იქნებოდა. - კიდევ ვინმესთან ? და ვის ეჩხუბე? სალომე დიდი ინტერესით უსმენდა ჩემს მონაყოლს, გაოცებული ხან ხარხარებდა ჩემს პასუხებზე ხან კი შეცბუნებული მისმენდა როგორ გავექეცი გაბრაზებული შავ-ჯიპიანს მარშუტკით. - უეჭველი ალექსანდრე იყო. - ვინ? - ალექსანდრე, ჯიშკარიანი. 27 წლის ბიჭი როა, ძაან სიმპატიჩნი, ნიტო ქურდია თუ მაფიოზი არ ვიცი. - იმათ პონტში? სალომეს ჩემს უკან მსხდომ ბიჭებზე მივუთითე ჩუმად, მას კინაღამ ყავა გადაცდა. ჩვენს უკან იჯდა 3 ახალგაზრდა ბიჭი, ყველას მუქ ფერებში ეცვათ, შენობაში სათვალით და ქუდით იჯდნენ, ვისკი ედგად თითოს თითო ჭიქარა და ჩუმად ფუსფუსებდნენ რაღაცებს. - რა იდიოტი ხარ ნინა! არა მატრაკვეცა კაი ბიჭი კი არა, ის მართლა მაფიოზია თუ რაღაც. - საიდან მოიტანე?! შეშინებულმა ვკითხე, მე მგონი ვინმე სვანი „ნიტო ქურდი ნიტო მაფიოზის“ გადაკიდებას, ისევ პოლიცია გადამეკიდებინა ჯობდა. - რა საიდან მოვიტანე, მოსკოვიდან 4 წელია რაც ჩამოვიდნენ, მაშინ აბიტურენტები ვიყავით არ გახსოვს, მთელი თბილისის გოგოებს გული მისდიოდათ ალექსანდრეზე, მამამისიც ეგეთი „შავი“ ტიპი იყო, რუსეთში მოკლეს, ალექსანდრე ჯერ პატარა იყო მაგ დროს. ხოდა მოკლედ დედამისი ზრდიდა და მამის ძმაკაცები, ხო აზზე ხარ რას გაზრდიდნენ, მონსტრია და მკვლელიო, ბებიაჩემი მარინა გაყვირის, მთელი ოჯახი ეგეთია და რაღა ეგ იქნება ანგელოზიო, მარა მართლა ანგელოზს გავს, მოწკუპული ცხვირი და ლამაზი თვალები რომ აქვს. გაშტერებული ვუსმენდი სალომეს, გაოცებული ვიყავი ამ გოგოს თავში ამდენი კონსპექტი, სახელი, გვარი, ჭორი და ბიოგრაფია რანაირად ეტეოდა. მე ის ბიჭი სახეზეც არ მახსოვდა, ანგელოზი რომ ყოფილიყო შევამჩნევდი, მემგონი. - არა სხვაზე ამბობ უეჭველი. შავი ჯიპი მარტო მაგას ყავს ვითომ? - არა კაცო, მარა მარტო ეგაა ეგეთი ჩაბურული მინებით და თავგადაპარსული. რავი . - აუ ძაანაც კარგი თუ ეგაა რა, ისწავლოს ტარება და არ გაუბრაზდება არავინ. საკუთარი თავი გავამხნევე და ყავაც დავაყოლე ზედ. აი ასე, ისწავლოს ჯიშკარიანმა ნიტო მაფიოზმა ნიტო ქურდმა, რომ ზებრაზე უნდა გაჩერდე და ხალხი არ უნდა გაიტანო. ყველას გვეჩქარება ბატონო, ამიტომ ხალხი კი არ უნდა გავიტანოთ! - წესიერად იყავი, შენი ჭირიმე, ეგ ტიპი ყველას ყველგან იცნობს. გაიკითხავს ერთი ის გრძელთმიანი კურნოსა გოგო როა, ბევრ რომ ბლატაობს რაქვიაო, და მოგაგნებს 2 წუთში. - მოდი მაქედან მხოლოდ კომპლიმენტს მივიღებ, დანარჩენს გაგიტარებ, ეს ერთხელ! სალომემ გადაიხარხარა და მეც გამეცინა, მაგრამ უეცრად მას სახე შეეცვალა, პირი მოკუმა და ფერი თითქმის სულ დაკარგა, ხან მე მიყურებდა ხან ჩემს უკან იყურებოდა. ის იყო თავი უნდა გამეტრიალებინა უკან, სალომემ ჩურჩულით მითხრა არ გაინძრეო. - რახდება? მეც ჩურჩულით ვუპასუხე, სახე უფრო ახლოს მივიტანე მასთან, რომ გამეგო რა ხდებოდა. უეჭველად ან მისი ყოფილი შეყვარებული იყო ახალ შეყვარებულთან ერთად ან რაიმე მსგავსი, როგორ უყვარს ამ გოგოს დრამატულობა! - იმ ბიჭებთან დაჯდა ის. - ვინ ის?! - იის... ვიზეც ვლაპარაკობდით. - აა მოწკუპულ სახიანი მაფიოზი? სალომემ სიცილი შეიკავა და გაბრაზებულმა გადმომხედა. გეყოფაო მანიშნა. ინტერესმა მძლია და უჩუმრად თვალი უკან გავაპარე. პირდაპირ თვალი თვალში გავუყარე ერთ ცისფერთვალება ბიჭს. თავი უმალ მოვატრიალე და სალომეს გავხედე, რომელიც ოფიციანტს ეძებდა, რომ ანგარიში მოეტანათ. თავის ფორმა და გადაპარსული თავი, მეცნო, დანარჩენი არ მახსოვდა, მე არ დავუნახივარ, თმა მეფარებოდა სახეზე, თან ისე ოსტატურად გავხედე, ცალი ყავისფერი თვალით ნამდვილად ვერ მიცნობდა. პიჯაკი შემოვიცვი და გასასვლელისკენ გავემართეთ მე და სალომე. გზად ის მაგიდა უნდა გაგვევლო. უცნობ ცისფერ თვალებს ისევ გადავაწყდი. ამჯერად მან ძალიან კარგად დამინახა და თითქოს გაოცდა. ნელნელა ფეხზე წამოდგა. უცებ სალომემ ხელი დამტაცა და არანორმალური ნაბიჯებით გავექანეთ გასასვლელისკენ, მეც შემეშინდა და სულ ჩქარი ნაბიჯებით გავეცალეთ კაფეს. - ეგ იყო?! - არ ვიციი! - დროზე იარე გოგო სალომე მექაჩებოდა და მე უცებ შიშისგან შევხდი. ავტოსადგომზე, კაფის წინ, შავი ჯიპი ეყენა. - ეს მანქანაა! სალომე გაშტერებული მიყურებდა, როდესაც უკნიდან ხმა შემომესმა. - ეე შენ, ერთი წუთით რა! ბოხი ხმით და შეჭმუხნული წარბებით, ცისფერთვალება უცნობი ჩემსეკნ იშვერდა ხელს თან მშვიდი ნაბიჯებით გვიახლოვდებოდა. არ ვიცი რატომ, არ ვიცი რის გამო მაგრამ საშინლად შემეშინდა და სალომესთან ერთად უაზრო მიმართულებით გავიქეცი. - ეეე ერთიწუთი!! მოდი აქ! ხმა უფრო და უფრო უკან ისმოდა მე და სალომე კი გულამოვარდნილები მოვრბოდით! - ცოტა ნელა!! უკან მივიხედე, ის ბიჭი უკვე სილუეტად ჩანდა. - ცოტა ნელა იარე ხოლმე შენც და მეც ცოდა ნელა ვივლი! დავუყვირე შორიდან, თან გულზე ვიკიდებდი ხელს, მეგონა გული წამივიდოდა, ისეთი სიჩქარით გავირბინე. - ენა !! ენა გავს ამოსაგლეჯი! სალომეს და მე ისტერიული სიცილი აგვიტყდა და განვაგრძეთ ბავშვებივით სირბილი. მხოლოდ მაშინ გავჩედით, სადღაც სკვერში რომ აღმოვჩნდით და საკმებზე დავეგდეთ, გულამოგდებულები. - არ ხარ.. შენ .. ნორმალური. სალომე მტუქსავდა, თან ეცინებოდა. მეც ვერ ვიკავებდი სიცილის. - აუ როგორ მოეშალა ნერვები. ჩემი მეგობარი მომხდარზე იცინოდა, ხალისობდა როგორ გავიქეცით პატარა ბავშვებივით, მე კი ნერვული სიცილით ავყევი, მივხვდი რომ არასწორი ადამიანი გადავიკიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.