მკვდარი ოცნებები 7
შოკიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი, როდესაც მეტრეველმა თითზე ბრიტვა დამისვა და იქედან სისხლი თქრიალით წამოვიდა. ყვრილი უეცრად შევწყვიტე და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. გამომივიდ კიდეც, გონებაც ჩაწყნარდა და აზროვნების უნარიც დამიბრუნდა. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე სანდროს ქმედება და გაკვირვებული მზერით ავხედე. იგი ჩემს წინ ჩამუხლულიყო და ცალი ხელით მარჯვენა ბეჭზე მეხებოდა. -უკეთ ხარ? -თქვა და როცა ჩემს კიხთვით სავსე მზერას წააწყდა დაუსმელ შეკითხვაზე პასუხი გამცა -სადღაც წაკითხული მაქვს, რომ ეს ადამიანს შოკიდან გამოსვლაში ეხმარება. შენს შემთხვევაშიც გაამართლა -გასაგებია -ვთქვი და კედელს თავი თვალდახუჭულმა მივადე. სანროც გვერდით მომიჯდა და მხარით მომეყრდნო -არ გკითხავ რა გჭირს, ეს ისედაც ვიცი -მშვენიერია -მწარედ ჩამეცინა და თვალიდან კიდევ ერთი ცრემლი გადმომიგორდა -ძლიერი უნდა იყო ბაბი. უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ცხოვრება ერთი დიდი სამოთხე არაა, სადაც მხოლოდ ვარდის ფურცლებით მოფენილ ბილიკებზე გვიწევს სიარული -მიჭირს სანდრო. ძალიან რთულია ის ადამიანი გეხებოდეს ვინც შენი ცხოვრება დაანგრია და შენ ამის უფლებას აძლევდე -ვთქვი და ტანზე შემოხვეულ თეთრ პირსახოცს ჩავებღაუჭე -მაგრამ არა შეუძლებელი. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია ამისთვის ძალა შეიძინო. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივა თუ შენი გონებიდან იმ გრძნობებს ამოშლი, რომლებსაც -შებრალება, გულჩვილობა და სისუსტე ჰქვია. ეს სამი რამ ადამიანს ყველაზე მეტად აუძლურებს. თუ მათ გააქრობ ჩათვალე, რომ მიზანი მიღწეულია. -მეტრეველმა გამამხნევებლად გამიღიმა და ფეხზე წამოდგა -ახლა კი ჩაიცვი, თორემ გაცივდები -გმადლობ სანდრო -მადლიერი მზერით ავხედე და ჩემთვის გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე -თუ გინდა მომეხვიე. დამშვიდდები არაფერი მიპასუხია, სანდროს კისერზე ხელები მაგრად შემოვხვიე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე. სულ მალე ვიგრძენი, თუ როგორ ამიკრა მეტრეველმა მთელი სხეულით და მკლავები ძლიერად შემომხვია. -შენ ყველაფერს გაუძლებ ბაბი -ზედ ყურთან მიჩურჩულა და უფრო ძლიერად მიმიხუტა. სამყარო თითქოს თავის კალაპოტში ჩადგა, სრულიად დავმშვიდდი და მოვდუნდი. თურმე რამხელა ძალა აქვს უბრალო თანაგრძნოობასაც კი -გავიფიქრე და ამდენი ემოციისგან გადაღლილმა თვალები მივლულე. 8 8 8 ის დღე თითქმის მთლიანად საწოლში გავატარე. მობილური გამოვრთე, რათა ლეოს ზარებს არ შევეწუხებინე. მისთვის ნამდვილად არ მქონდა იმის ახსნის თავი, თუ რატომ გამოვიპარე ასე გაუფრთხილებლად და მოუდლოდნელად ჩვენი "საყვარელი" ადგილიდან. მეტრეველმა რამდენჯერმე სავახშმოდაც დამიძახა, მაგრამ არც პასუხი გამიცია და არც ფეხზე წამოვმდგარვარ. ერთ წერტილს უაზროდ მივშტერებოდი და არაფერზე არ ვფიქრობდი. მოულოდნელად გონებაში რაღაც სურათი ამომიტივტივდა. ეს იმ ტიპთან შეხვედრა იყო, რომელიც სანდროს ეძებდა. მეტრეველისთვის ამის შესახებ ჯერაც არაფერი მიკითხავს, ალბათ მომხდარმა მოვლენებმა გადამავიწყა. ახლა კი ინტერესმა შემიპყრო და გადავწყვიტე ყველაფერში დაუყოვნებლივ გავრკვეულიყავი. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი და ისე, რომ მის გასწორებაზე არც მიფიქრია ოთახიდან გასასვლელი კარის საკეტი გადავატრიალე. ჩემი დაკითხვის ობიექტი მისაღებში, დივანზე მიწოლილიყო და ტელევიზორის ხმაში ბავშვივით ჩასძინებოდა. -სანდრო გაიღვიძე -მსუბუქად შევარხიე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონია -სანრო! -ისევ არაფერი. კიდევ რამოდენიმეჯერმე ვცადე მისი ძილბურანიდან გამოყვანა, თუმცა როცა არაფერი გამომივიდა გადავწყვიტე სხვა ხერხისთვის მიმემართა. მაგიდაზე დადებული მინის ჭიქა წყლით გავავსე, მეტრეველს მივუახლოვდი და თავზე დაუფიქრებლად გადავასხი. -რა? რა ხდება? -ფეხზე შეშინებული წამოვარდა და სველ სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა -არაფერიც არ ხდება, უბრალოდ ჩაგეძინა -ვთქვი და გვერდით მივუჯექი -შეგეძლო ისე გაგეღვიძებინე, რომ ფილტვების ანთება არ დამმანთნოდა. რა მოხდა რამე გინდოდა? -სახე დივნის კუთხეში მიგდებული პლედით შეიმშრალა და ირიბად გამომხედა -შენთან სალაპარაკო მაქვს -ჩემს გაღვიძებას ვერ დაელოდებოდი? -სანდრო მოკეტე და მომისმინე, ეს სერიოზულია -კარგი გისმენ -გულზე ხელები დაიკრიფა და ცალი წარბი ასწია იმის ნიშნად დაიწყეო -დღეს შენი ძველი ნაცნობი გიორგი ავალიანი შემხვდა. ახლა არ თქვა რომ ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნება -მოიცა, მოიცა პაუზა თუ შეიძლება -სახეზე აშკარა გაოცება დაეტყო -მას საიდან იცნობ? ან შენთან რა უნდოდა? -ეს გრძელი ამბავია. შენ ის მითხარი რატომ გეძებს? დღეს დილით სადარბაზოსთან შემხვდა, ფოტო მაჩვენა და მკითხა ამ ტიპს თუ იცნობო -სერიოზულად? -ამჯერად რა შარში გაეხვიე? -უკმაყოფილოდ გავხედე -ეს ძველი ამბავია. მითხარი კედევ რა გითხრა -თავისი სავიზიტო ბარათი დამიტოვა და მთხოვა თუ სადმე ვნახავდი სურათზე გამოსახულ ადამიანს მაშინვე მისთვის მეცნობებინა. იცის რომ სადღაც აქ ხარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს საიდან -ბარათი მომეცი -რა? -ბარათი მომეცი მეთქი -რას აპირებ? -უნდა დავურეკო და შეხვედრა დავუნიშნო -დარწმუნებული ხარ? იქნებ . . . -შევიშმუშნე და ფრაზა ვეღარ დავამთავრე -ბაბი გააკეთე რასაც გეუბნები -ხმაში აშკარა მოუთმენლობა დაეტყო -კარგი, ოღონდ ერთი პირობით -რა პირობით? -ეჭვით გამომხედა -ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები მეტრეველი ერთხანს თვალებში მიყურებდა. მერე მზერა კედლისკენ მიმართა, შემდეგ კი ისევ ჩემკენ. -კარგი -თქვა ბოლოს და ფეხზე წამოდგა -გამომყევი სანდროს წინ გავუძეხი, ჩანთიდან პატარა ოთხკუთხედი ფურცელი ამოვიღე და მაშინვე გავუწოდე. ხმის ამოუღებლად ჩამომართვა და ზემოდან ირონიული მზერით დააცქერდა. -კარგია. ამ საქმეს ხვალ მივხედავ. ჩაიცვი ბაბი სასეირნოდ მივდივართ, ყველაფერს გზაში გაიგებ -სასეირნოდ? ამ შუაღამეს და ამ წვიმაში? -წვიმა გაშინებს? -გამომცდელად შემომხედა -ნამდვილად არა -ვიგრძენი, რომ ახლა ეს მეც ისევე მჭირდებოდა, როგორც მას. შეიძლება მეტადაც კი, ამიტომ სწრაფად მოვიცვი ჩემი თბილი მოსაცმელი და მეტრეველს უკან მივყევი. სადარბაზოში სრული სიჩუმე იყო, კიბეები უხმოდ ჩავიარეთ და რამდენიმე წუთში გარეთ აღმოვჩნდით. გასვლისთანავე სანდრომ თავზე კაპიუშონი წამოიფარა და წვიმის წვეთებისგან დასველებულ ასფალტზე პირველი ნაბიჯები გადადგა. ცა მოღრუბლული იყო, ქუჩაში სუსხიანი ქარი უბერავდა, მოპირდაპირე ქუჩიდან კი სახანძრო დახმარების მანქანების გაბმული საგანგაშო სიგნალები მოისმოდა. ესეც მალე მიწყნარდა . . . კვლავ მდუმარებამ დაისადგურა . . . ირგვლივ ყველაფერი ისე შემაძრწუნებლად და უცნაურად გამოიყურებოდა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. მაგრამ მხოლოდ წამიერად. -მზად ხარ მოსმენისთვის? -ღამის სიჩუმე სანდროს უეცრად წარმოთქმულმა სიტყვებმა გააპო -მზად ვარ -ინტერესით სავსე მზერით გავხედე და სმენა მაქსიმალურად დავძაბე, რათა წვიმის წვეთების წკაპუნს სიტყვების გაგონებაში ხელი არ შეეშალა 8 8 8 -მე და გიორგი სკოლის პერიოდში ვმეგობრობდით -დაიწყო მეტრეველმა -ასე რომ ვთქვათ ძალიან შეუმჩნეველ ბავშვებად ვითვლებოდით და კლასში ერთმანეთის გარდა სხვა არავინ გვყავდა. ხომ გინახავს ფილმებში ასეთი კადრი, როცა საუკეთესო მეგობრები თითს რაიმე წვეტიანით იჭრიან, მათ აერთებენ და ერთმანეთს ერგულებას სისხლით ეფიცებიან? შვიდი წლისანი ვიყავით როცა ეს გავაკეთეთ, მერე გასერილი ადგილი პლასტელით გადავიხვიეთ და სახლში ბედნიერი სახეებით წამოვედით. ასე გადიოდა წლები, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებდით ურთიერთობას. ბოლო ხანებში რაღაც ცვლილებებს ვამჩნევდი, მუდამ სადღაც ეჩქარებოდა, აღარც ჩემთან ატარებდა იმდენ დროს რამდენსაც ადრე. ყველაფერი ეს მართალია უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ხმა მანამ არ ამომიღია სანამ ერთ დღეს ქამრის ჯიბეში დამალული რეოლვერი არ ვუნახე. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ინტერესი მკლავდა რა ხდებოდა მის თავს და გადავწყვიტე მიზეზი მეკითხა. გამომიტყდა, რომ ნარკოგაყიდვის საქმეში იყო ჩაბმული. ვიღაც ტიპი ტაბლეტებით ამარაგებდა და მას სკოლის ტერიტორიაზე შეუმჩნევლად ასაღებდა. შემომთავაზა ამაში მეც გავრეულიყავი, მითხრა შემოსავლიანი საქმეა არაფერი მოგაკლდებაო. იმ დროს ფული მართლა ძალიან მჭირდებოდა და დავთახმდი. პირველივე ჯერზე ჩავვარდი და დირექტორის კაბინეტში ამოვყავი თავი. გიორგიც ჩემთან ერთად გაება, დღესაც არ ვიცი ეს მათ ყურამდე როგორ მივიდა, მაგრამ ვფიქრობ ვიღაცამ ჩაგვიშვა. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი სანაქებო მეგობარი იმდენად შეაშინა მოსალოდნელმა სასჯელმა იძულებული გახდა ფეხები ჩემთვის შეეწმინდა. განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა, მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე და ვაიძულებდი ჩემი საიდუმლო შეენახა. -მერე დაუჯერეს? -რა თქმა უნდა. ჩემგან განსხვავებით იგი ძალიან გავლენიანი ოჯახის შვილად ითვლებოდა. იმასაც კი ვერ ვხვდები ამ საქმეში საერთოდ რატომ გაერია. მას ხომ ცხოვრებაში არაფერი აკლდა. მე კი ამ შემთხვევაში წაგებული აღმოვჩნდი და სკოლიდან პირდაპირ ციხის საკანში გადამიყვანეს. მერე იყო ხანგრძლივი პროცედურები. ერთი მხრივ მოსამართლის უროს კაკუნმა და ნაფიცი მსაჯულების გამოქლიავებული სიფათის ყურებამ შემაზიზღა ჩემი ცხოვრება, მეორე მხრივ კი იმან, რომ სწორედ ის ადამიანი აღმოჩდა მოღალატე ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. ბოლოს ეს სასამართლო მოსმენებიც დამთავრდა. შედეგი ასეთი იყო-გაითვალისწინეს, რომ არასრულწლოვანი ვიყავი და მხოლოდ ერთწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. არ მინდა კიდევ უფრო დაგამძიმო, ამიტომ არ დავიწყებ იმის მოყოლას ციხეში რა გადავიტანე და როგორი საშინელი იყო იქ გავლილი ყოველი დღე, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ "ზონიდან" სრულიად სხვა ადამიანი გამოვედი. ჩემში აღარ იყო ის გრძნობები, რომელიც სამყაროს იმ ადგილად აღგაქმევინებს სადაც შეიძლება ბედნიერი იყო. ყველა ემოცია ჩავკალი, ყველაფერი ადამიანური მოვიშორე და ამან ცხოვრება საგრძნობლად გამიიოლა. -და სად იყვნენ ამ დროს შენი ოჯახის წევრები? -ოჯახი სამი წლის ასაკში დავკარგე -სახე დაუსევდიანდა -ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევით და ცოცხალი მხოლოდ მე გადავრჩი. ერთი თვე ხელოვნური სუნთქვის აპარატს ვიყავი მიერთებული, ექიმები არანაირ იმედს არ იძლეოდნენ, მაგრამ დეიდაჩემი, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩემს ერთადერთ ნათესავად ითვლებოდა, არავის აძლევდა იმის უფლებას ჩემთვის აპარატი გამოერთო. ერთ დღესაც მოხდა სასწაული და თვალები გავახილე. ყველა გაოცებული იყო. ვერავინ წარმოიდგენდა თუ მე გამოჯანმრთელების ერთპროცენტიანი შანსი მაინც მქონდა. -ახლა დეიდაშენი სად არის? -ციხიდან, რომ გამოვედი სამი კვირის გარდაცვლილი იყო. ველოდი, რომ ცოცხალს ვნახავდი, მაგრამ ამის მაგივრად მის საფლავზე მომიწია მისვლა -თავი დახარა იმ საშინელი ადგილიდან, რომ გამოვეყვანე საკუთარი სახლის გაყიდვას აპირებდა. ვიცოდი რომელი უძრავი ქონების გაყიდვის სააგენტოსაც დაუკავშირდა ამ საქმის მოსაგვარებლად. იქ ერთი ჩემი ნაცნობი მუშაობდა და ვთხოვე, ეცრუა თითქოს მისი სახლით არცერთი კლიენტი არ დაინტერებულა. ყველაზე მეტად ის არ მინდოდა ჩემ გამო ქუჩაში დარჩენილიყო, ამას ვერ დავუშვებდი. -მაინც არ გითქვამს შენი და გიორგის კამათის მიზეზი -ჰო მაპატიე მოგონებებში წავედი და ეს სულ გადამავიწყდა. მოკლედ გიორგის დაწყებითი კლასებიდან ერთი გოგო უყვარდა. ვიცოდი რომ ეს სერიოზული გრძნობა იყო, ამიტომ ყოველთვის ვწუხდი, როდესაც ვამჩნევდი რომ სესილი ჩემი ყურადღების მიპყრობას უფრო ცდილობდა ვიდრე მისი. ოღონდ ეს ადრე. ახლა დრო იყო ეს ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა და სწორედ იმ ღილაკს დავაჭირე თითი, რომელიც გიორგის გაანადგურებდა. მას ყველაზე ძვირფასი წავართვი, იგი გამოვიყენე და შემდეგ ასე რომ ვთქვათ სანაგვეზე მოვისროლე. იმ გოგომ ჩემთან დაშორება იმდენად რთულად გადაიტანა, რომ სმა დაიწყო და თუ არ ვცდები მშობლების ძალისხმევით ახლაც რეაბილიტაციის კურსს გადის, რათა ამ მავნე ჩვევას თავი დაანებოს. სწორედ ამიტომ მეძებს ის , უნდა სესილის ცხოვრების დანგრევის გამო სამაგიერო გადამიხადოს. ამ გეგმაში მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მასში უდანაშაულო ადამიანი ჩავითრიე. ის გოგო ამას არ იმსახურებდა, მაგრამ როგორც აქამდე გითხარი მე ყველა ადამიანური ემოცია მოვისროლე სანაგვე ყუთში და სინდისის ქენჯნა მაინდამაინც არ მიგრძვნია. არც ახლა ვგრძნობ . . . როგორც ჩანს ჩემი გული ქვად ქცევის ბოლო ეტაპს გადის. -არა სანდრო, არის შენში რაღაც . . . ადამიანური . . . -შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ ადამიანურს ახლა ღრმად ძინავს და ვინ იცის? იქნებ ვერც გამოიღვიძოს -კარგი როგორც შენი მონაყოლიდან გავიგე გიორგი ყველგან დაგეძებს და თუ გიპოვა დიდია იმის შანსი, გარდაცვლილთა რიგებს შეუერთდე -მომწონს შენი ოპტიმიზმი -სანდროს გაეცინა და ცას ახედა, შემდეგ კი ისევ ჩემკენ მომართა მზერა -ჯოჯოხეთი არ ამცდება -არც მე -რატომღაც გამეცინა -ანუ იქაც შენი ატანა მომიწევს -რამით უკმაყოფილო ხარ? -მოჩვენებითი სიბრაზით გავხედე -სიკვდილის გეშინია ბაბი? -ისე მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა გაოცებული დავრჩი -სიკვდილის? -ჰო რა გაგიკვირდა? -სიმართლე გითხრა არა -თავი გავაქნიე -როდესაც ყველა იქ გელოდება ამის შიში უკვე აღარც შენს გულს აქვს -ანუ არც შენ გყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ფეხებზე არ კიდიხარ -ჰო ასეა -ვთქვი და თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გავაბრუნე -მე გყავარ -ხელზე ხელი მომიჭირა -შენ? -ჰო მე. თუ გინდა ცოლად მოგიყვან, ბავშვები გვეყოლება და თავს მარტოსულად აღარ იგრძნობ -ირიბად გამომხედა და სახეზე ღიმილი აღებეჭდა -რა სულელი ხარ სანდრო -მხარი გავკარი -დაიმახსოვრე რაც გითხარი. თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ვერცერთმა ვერ ვიპოვეთ ისეთი ადამიანი რომელიც ჩვენს გაძლებას მოახრხებს ერთმანეთზე ვიქორწინოთ. ოღონდ წინასწარ შეეგუე იმას, რომ როცა გვკითხავენ თანახმა ხართ თუ არა უერთგულოთ და მის გვერდში იყოთ მთელი ცხოვრებაო ამაზე ჩემი პასუხი არა იქნება. -ხმამაღლა გაეცინა. -კარგი მორჩი სისულელეებს და უკან დავბრუნდეთ, სულ სველები ვართ -როგორც იტყვი სერ -სანდრომ ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომასხა. პასუხად გავუღიმე და მზერა კვლავ წინ მივმართე. წვიმა თანდათან წყდებოდა, მაგრამ ცას ავისმომასწავლებელი შავი ღრუბლები კვლავაც ფარავდა, გარეთ კი სუსხიანი ქარი ქროდა. -სანდრო რა იყო შენი თავდაპირველი სახელი? ანუ ის რაც დაბადებისას დაგარქვეს -უეცრად მომივიდა თავში ეს კითხვა და მაშინვე გავაჟღერე -მაგას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეტყვი თუ აგვისტოში თოვლი წამოვა -გაეცინა -კარგი გასაგებია -ამ სიტყვებით მის თბილ მოსაცმელში უფრო მაგრად გავეხვიე და ნაბიჯებს ავუჩქარე. დარჩენილი გზა ორივე ჩუმად მივდიოდით. მხოლოდ შიგადაშიგ თუ გავხედავდით ერთმანეთს, ისიც სულ რაღაც ორიოდე წამით . . . 8 8 8 იმ ღამეს თითქმის არ მძინებია. კომოდზე დადებულ ტელეფონს, რომელსაც მთვრის მკრთალ შუქი ანათებდა თვალმოუშორებლად ვუყურებდი და გონებაში ორი ერთმანეთის საპირისპირო აზრი მიტრიალებდა -ჩამერთო თუ არ ჩამერთო? ალბათ ლეოს უკვე ათასჯერ მაინც ექნებოდა დანარეკი. მე კი ახლაც არ ვიცოდი რით ამეხსნა ჩემი ასე მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თავში არანაირი იდეა არ მომდიოდა. ოთახში ღამის ნათურა ავანთე და სარკმელი გამოვაღე. მაშინვე ცივი ჰაერის ნაკადი შემოიჭრა, რომელსაც თვალდახუჭულმა სახე მივუშვირე და ღრმად ამოვისუნთქე. შემდეგ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ლამპიონებით განათებულ ქალაქს ზემოდან გადავხედე. წამით მომეჩვენა, რომ ეს ყველაზე ლამაზი ღამე იყო, რაც კი ოდესმე მენახა. მართალია ნაწვიმარი ქალაქი ახლაც ბურუსში გახვეულიყო და ჩემი ფანჯრის წინ აღმართულ წიწვის ხეებს ჯერ კიდევ შერჩენოდა წვიმის სურნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო ამ ღამეში რაღაც ზღაპრული. მომწონდა ეს სამარისებური სიჩუმე, გრილი ნიავი, რომელიც ჩემს თმას მსუბუქად არხევდა, ჩაბნელებული ოთახი და მხოლოდ მე. ეს ზუსტად ის იყო, რაც ამწუთას მჭირდებოდა, რადგან მოსალოდნელი რთული დღის წინ ცოტაოდენი დასვენება და სულიერად დამშვიდება ნამდვილად არ მაწყენდა. 8 8 8 დილით სახლიდან გასასვლელი კარის ძლიერი გაჯახუნების ხმამ გამომაღვიძა. ალბათ სანდრო წავიდა-გავიფიქრე გულში და კომოდზე შემოდებულ მაჯის საათს დავხედე. უკვე თორმეტი სრულდებოდა. თურმე რამდეხანს მძინებია. გუშინდელისგან განსხვავებით საგრძნობლად გამოამინდებულიყო და ცაზე მცხუნვარე მზე კაშკაშებდა. საიდანღაც ჩიტების მხიარული ჭიკჭიკიც მოისმოდა, რომელსაც გვერდითა სახლში მცხოვრები "შეხმატკბილებული" წყვილის ხმამაღალი ყვირილი ფარავდა. საშინლად მეზარებოდა ლოგინიდან ადგომა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვდექი და მობილური ჩავრთე. ჩემდა გასაოცრად არც გამოტოვებული ზარები დამხვდა და არც შეტყობინებები. ალბათ მომხდარმა ძალიან გააბრაზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შესარიგებლად პირველი ნაბიჯი მე უნდა გადამედგა. ბევრი აღარ მიფიქრია, მობილური მოვიმარჯვე და მისი ნომერი ავკრიბე. რამდენიმე წამიანი გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონში ახვლედიანის ხმის გაგონებამ იმედი მომცა, რომ მიზნის მისაღწევად მაინდამაინც დიდი დრო არ უნდა დამჭირვნოდა. -ლეო მინდა გუშინდელის გამო ბოდიში მოგიხადო -სევდანარევი ხმით წარმოვთქვი და მისი პასუხის მოლოდინში წინ და უკან დავიწყე სიარული -არ ჯობია პირისპირ დამელაპარაკო? შენს კართან ვდგავარ, გამიღე -ჩემს კართან? -გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა და ისე, რომ ყურმილი არ დამიკიდებია ოთახიდან შეშინებული გამოვვარდი. გზაში მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი-სანდრო რაც შეიძლებოდა გვიან დაბრუნებულიყო, რათა ლეოს იგი არ ენახა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.