კალეიდოსკოპი (III თავი)
შიშნარევი ინტერესით უყურებდა მის წინ, სკამზე არხეინად მოკალათებულ „ბოროტმოქმედს“ და ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს და ეტყოდა რაიმეს. თუმცა გუმანით გრძნობდა ეს „რაიმე“ არ უნდა მოსწონებოდა. ბიჭი წამოდგა და ნელი ნაბიჯით მათ შორის მანძილი შეამცირა. ბოლოს მის წინ ჩამუხლული გაჩერდა. ანას სახეზე შიშის ფერი დაჰკრავდა და ამის დანახვა „ბოროტმოქმედს“ მოძალებულ ემოციებს კიდევ უფრო უმძაფრებდა. სიჩუმე უკვე უტანელი ხდებოდა. რაღაც საშინელის მოლოდინი გამეფებულიყო მის გონებაში. ბიჭმა ნელა აწია მარჯვენა ხელი და სახეზე ნაზად დაუსვა, შემდეგ ისე, რომ ხელი არ აუღია, ყელზე გადავიდა და საბოლოოდ ლავიწის ძვლებით შექმნილ ჩაღრმავებასთან შეჩერდა. შემდეგ კი იმავე ადგილას ცერა თითი ისეთი ძალით მიაჭირა, რომ გოგონას საშნელი ტკივილისაგან სუნთქვაც კი შეეკრა. ძლივს მოახერხა ხელებით ჩასჭიდებოდა ძლიერ მტევანში და მისი მოშორება ეცადა, თუმცა ამაოდ. შემდგომ კი თავად ბიჭმა შეამცირა დაწოლის ძალაც, ნორმალურად სუნთქვა რომ შესძლებოდა. -შენი აზრით ვინ ვარ? - სრულიად მოულოდნელად გაიჟღერა საშინლად ცივმა ხმამ ცივ სარდაფში. -რა..ა? -შენი აზრით ვინ ვარ?! - ახლა უკვე მთელი ხმით იღრიალა. -არ ვიცი... არ გიცნობ. - უყურებდა გოგონა მის დაჭიმულ ძარღვებსა და ჩაწითლებულ თვალებს და შიშისგან კანკალებდა. ლამისაა გული წასვლოდა. -მართალია... არ მიცნობ. თუმცა რაღაც ვარიანტებო გქონდა ჩემთან დაკავშირებით თუ არ ვცდები. -შედარებით მშვიდი ტონით გააგრძელა. გოგონამ კი მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ხმა არ ამოუღია. -მოდი გაგახსენებ... გახსოვს ერთხელ რა დამიძახე? მანიაკი, ნაძირალა, გიჟი, ავადმყოფი. შეგიძლია ყველა ეს თვისება თავისუფლად მომაწერო, რადგან მე ნამდვილად ასეთი ვარ... ხო, მე საშინელი, ძალიან ზოგოსთვიას ამაზრზენი სურვილები მაქვს, რომელთა მოთოკვაც მიჭირს. მე შეშლილი ვარ, გიჟი, ან რაც გინდა ის მიწოდე. მე ადამიანების წამება მომწონს. მომწონს იმის შეგრძნება, როგორ ყვირის და მევედრება შევიბრალო. ეს რომ გავაცნობიერე საღმა აზრმა მიკარნახა, რომ მათ თუ მოვშორდებოდი, მათგან, ყველასგან შორს თუ ვიქნებოდი ჩემი ეს საზიზღარი სურვილები წაიშლებოდა, უბრალოდ გაქრებოდა და თავს დამანებებდა. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანს მაინც არ ვიმსხვერპლებდი... გამომდიოდა -უკვე ცახცახით ლაპარაკობდა. - თავიდან გამომდიოდა... თუმცა მერე შენ გამოჩნდი... ყველაფერი ამირიე... შენი ბრალია... შენი ბრალია. - გაუჩერებლად იმეორებდა და კანკალებდა. -რომ დაგინახე აქ ჩემს სახლში, საკუთარი ფეხით მოსული... ისე შემოიჭერი ვითომც არაფერი, გეგონებოდა საკუთარ სახლში იმყოფებოდი. რომ დაგინახე გამახსენდა... გამახსენდა ის სასიამოვნო შეგრძნება, რაც ერთხელ უკვე განვიცადე. საშინლად,ძალიან ძლიერ სხეულის ყველა უჯრედის ტკივილამდე მომინდა შენთვისაც იგივე გამეკეთებინა, ისევე დამეტანჯე, როგორც ის... ახლაც იგივე სურვილი მაქვს. შეგიძლია შენი „ბოროტმოქმედი“ სხვა რამედ გადააკეთო და ბანალურად მანიაკი მიწოდო. რას იტყვი? გაღიმებული მისჩერებოდა გოგონას რომელიც გაოგნებული, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა. თითქოს ერთ ადგილზე მიყინულიყო. იმის დასტურს რომ ცოცხალი იყო მხოლოდ ნერვიულად აცახცახებული მხრები და გაფითრბეულ ღაწვებზე ჩამომავალი ცხელი წყლის ბურთულები წარმოადგენდა. რამოდენიმე წამით სუნთქვა შეეწყვიტა, ბოლოს კი ღრმად ამოისუნთქა და სლუკუნისმაგვარი ხმა ამოუშვა. მოსმენილისგან სრული შოკო მიეღო. „ბოროტმოქმედი“... არა, უკვე „მანიაკი“ ნელა წამოიმართა და თან შეშინებული მზერაც აჰყვა. ლანგარს ხელი დაავლო, ფარანიც აიღო და იქაურობა დატოვა. სრულ სიბნელეში, მარტო დარჩენილი გოგონა კი მოსმენილი გააზრებას ცდილობდა, თუმცა მისი გონება ჯიუტად არ უშვებდა იმ ფაქტს, რომ აქ უნდა ამოხდენოდა სული, მისთვის ბოლო ამ არაადამიანს უნდა მოეღო, რომელსაც სხვა არაფერი არ აინტერესებდა, გარდა თავისი მანიაკალური სურვილებისა. ვინ იცის იქნებ დღესვე მოუღოს ბოლო? დღესვე ამოხადოს სული? ან იქნებ თვეები გააგრძელოს მისი წამება? ეს უფრო საშინელი იქნება. ნუთუ ამდენი იმისთვის იწვალა, რომ როდესაც ცხოვრება უნდა დაეწყო, მაშინ დაესრულებინა? ღმერთო, თან როგორი თვალებით უყურებდა. „ხომ ვამბობდი შეშლილია მეთქი. ახლა რა უნდა ვქნა? ღმერთო შენ მიშველე. არადა თითქოს არ გავდა მანიაკს. აქ მოხვედრიდან მეორე დღეს რომ ვნახე ზემოთ, სრულიად ჩვეულებრივ გამოიყურებოდა. თუმცა რა სულელი ვარ. განა გარეგნობაზე როგორ შეეტყობოდა ასეთი გადახრები რომ აქვს. სახეზე ხომ არ აწერიათ ასეთებს მანიაკი ვარ მიფრთხილდიო. რომც შემეტყო რა. აქედან ვერ გავიქეოდი. არ მინდა ასე სიკვდილი. არ შემიძლია ამის წარმოდგენა. უნდა გავაღწიო...“ - უნდა გავაღწიო.. - უკვე ხმამაღლა წარმოთქვა. ემოციებისაგან საშინლად დაღლილს თვალები მიელულა და სანამ ძილი საბოლოოდ წაართმევდა თავს უცნაური სურნელი იგრძნო, რომელსაც იმედი ერქვა. თვალები რომ გაახილა ირგვლივ კვლავ უკუნითი სიბნელე ჩამოწოლილიყო. სინათლის ვიწრო ზოლიც კი არ შემოდიოდა კარების ღრიჭოდან და მიხვდა, რომ უკვე კარგა ხნის დაღამებულიყო. ზემოდან ჩამიჩუმი არ ისმოდა და ეს ერთის მხრივ ახარებდა. გამაფებულ სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ მისი თანამცხოვრები ვირთხის წრიპინი თუ დაარღვევდა. ბავშვობიდანვე საშინლად ეშინოდა ვირთხების, ტარაკნების და სხვა მსგავსი თანაბინადრების, რომელთა მოდგმაც ასე მრავლად იყვნენ ბავშვთა სახლში, თუმცა ახლა ეს შიში სრულიად გამქრალიყო, ან გადაეფარა სხვა უფრო დიდის, უფრო ბოროტის შიშს, რომელიც უკვე ძვალსა და რბილში გაჯდომოდა. დაუსრულებელი მოლოდინი კი უფრო ამძაფრებდა ადამიანის გონებისა და სულის ამ დაუძინებელ მტერს. ნერვიულობისაგან თავიც კი ასტკივდა და ახლა ნათლად გრძნობდა ათასობით ჩაქუჩის დარტყმის ხმას, რომელსაც ლამისაა ჭკუიდან გადაეყვანა, თუ უკვე არ გადასულიყო. გაუთავებელი ხმაური და ტკივილი კი არ ჩერდებოდა და უმოწყალოდ ტანჯავდა. ნესტიან სარდაფში სიჩუმე და მის გონებაში ხმაური ერთიანად გამეფებულიყო. „როდემდე... როდემდე უნდა ვიტანჯო...“ - მხოლოდ ეს აზრი გამოიკვეთა მის გონებაში. ჯერაც გაუმქრალ დაღლილობასა და თავის ტკივილს ვერ უმკლავდებოდა, ამიტომ მალე ისევ ძილმა მოსწყვიტა რეალობას. -გაიღვიძე. დილით „ბოროტმოქმედის“ ხმამ გამოაფხიზლა სიზმრების სამყაროდან, რომელიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არც ისე ფერადი იყო. მთელი დღეები სარდაფში უმოძრაოდ გდებისაგან ძალიან დასუსტებულიყო და ძვლები საშინლად სტკიოდა. ძილ-ბურანში მყოფმა ხელები აქეთ-იქით გაწელა და ძვლებმაც ტკაცანი გაიღეს, თან რაღაც ზმუილისმაგვარი ხმა ამოუშვა და თვალები ზანტად გაახილა. ნანახით არც ისე მოხიბლული დარჩა. ყველაფერი გაახსენდა, თუ სად იმყოფებოდა და დაძაბულმა ტალღამ ერთიანად გადაუარა. კვლავ შიშმა მოიცვა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალები მძიმედ ააყოლა მის წინ მდგარ მაღალ სილუეტს. ამჯერად შუქი კვლა უკნიდან ეცემოდა და შესაბამიად მის სახესაც ვერ ხედავდა. ვერ გარკვეულიყო, თუ რა ემოცია ეწერა, თითქმის სულ მუდამ უემოციო სახეზე. გონებაში ობობას ქსელები გაება და ფიქრებიც აბლაბუდასავით ახლართულიყვნენ ერთმანეთში. ერთ რამეზე კონცენტრაციას ვერ ახერხებდა. ნერვიული აშლილობის ზღვარზე იყო, დროდადრო კანკალი აიტანდა ხოლმე, დროებით შავ სილუეტს გახედავდა, შემდეგ კი მზერას კვლავ სიბნელეში ჩაკარგული, ნესტიანი კუთხეებისკენ გადაიტანდა. ხელები ძლიერად მოემუშტა და უკვე გაზრდილი ფრჩხილები კანში ღრმად ესობოდნენ. ტკივილსაც გრძნობდა, მაგრამ არ იმჩნევდა, სადაცაა პანიკა დაეწყებოდა და მთელი ძალით აკივლდებოდა, როდესაც უცნობი მისკენ დაიხარა და თმაში მთელი ძალით ჩაავლო ხელი. უჩვეულო, ნაცნობი და საძულველი ხმით ამოთქვა ის, რისთვისაც დილაადრიან დაერღვია მისთვის „სიმშვიდე“ და მის დამთრგუნველ სამყაროში შემოჭრილიყო. -წავედით. ჩემით ძალიან ინტერესდებოდი და ამ ინტერესს დღესვე დაგიკმაყოფილებ. შემდეგ კი უკანა ჯიბიდან ბორკილები ამოიღო, ჯერ ხელებზე დაუმაგრა საიმედოდ, შემდეგ ფეხებზე და როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, კედელზე მიჯაჭვული ბორკილებისაგანაც გაანთავისუფლა. უცებ აიტაცა ხელში და ჩვეულებრივ მხარზე გადაიგდო მოდუნებული სხეული, რომელმაც ფაფთხალი და კივილი დაიწყო. იმ წამს გოგონა არანორმალური, შეშლილი გეგონებოდათ, ბიჭი კი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული, არადა ყველაფერი პირიქით იყო. ბრძოლით აიარეს კიბეები და ოთახში გავიდნენ, რომელსაც ერთდროულად მრავალი ფუნქცია შეეთავსებოდა. იგი წარმოადგენდა დერეფანს, მისაღებს, სასადილო ოთახს და ახლა უკვე ანას სატანჯველსაც. ბიჭმა მოფართხალე სხეული მაგიდაზე დააგდო, რომლის ოთხივე ბოლოში უცნაური ფორმის ტყავის ნაჭრები იყო მიმაგრებული. გოგონა ოდნამ მოგვიანებით მიხვდა მის დანიშნულებას, როდესაც „ბოროტმოქმედმა“ ისტერიკაში ჩავარდნილს რამოდენიმე სილა გააწნა, რომ როგორმე გაეჩერებინა. შემდეგ საერთოდ აღარაფერი უგვრძნია გარდა ფიზიკური ტკივილისა, გონება გაეთიშა და „ბედს“ მიენდო. მხოლოდ აკანკალებულ სუნთქვას უშვებდა დროდადრო პირიდან, გულზე რაღაც მძიმედ აწვებოდა და ნორმალურად ფუნქციონირებას ხელს უშლიდა. თვალებში ნიაღვარივით მოაწვა ცრემლები და უხმოდ დაიწყეს დენა. ამასობაში კი ბიჭმა მისი ხელები ბორკილებისგან გაათავისუფლა და ტყავის სამაჯეებით მიამაგრა მაგიდის კიდეებზე, შემდეგ იგივენაირად მოიქცა ფეხების შემთხვევაშიც. როდესაც საქმიანობა დაასრულა შედგა და გოგონას სახეს მიაშტერდა. გაშეშებული უყურებდა კარგახანს, ბოლოს შებრუნდა და ოთახი დროებით დატოვა. ვერაფერს გრძნობდა, საერთოდ ვერაფერს. ეს დასასრული იყო და ამის გააზრებით შეშფოთებულმა გონებამ გათიშვა გადაწყვიტა. უნდოდა მოშორებოდა სასტიკ რეალობას და საკუთარ ნაჭუჭში, გამოგონილ სამყაროში ჩაკეტილიყო, თუმცა რაღაც უხილავი ბოლომდე არ აძლევდა სრულიად გაგიჟების საშუალებას. რაღაც აკავებდა და არავინ უწყოდა რა. გონებში წამებში გაურბინა კადრებმა მანქანის გაფუჭებიდან ამ მომენტამდე და წამიერად გამოფხიზლეულმა ცნობიერებამ აღიარა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე უიღბლო არსება იყო. შემდეგ კი კვლავ ნახევრად ბუნდოვან, გამოგონილ სამყაროს დაუბრუნდა. რეალობისა და სიგიჟის ზღვარზე მყოფის შემდგომი გამოფხიზლება შედარებით ხანგრძლივი აღმოჩნდა. პირველი რაც დაინახა მისი შუბლშეკრული სახე იყო, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა ეჭვითა და დაკვირვებით. გონზე მოსულმა გარემო შეათვალიერა და მზერა ბიჭის გვერდით, მისგან ხელმარცხნივ არსებულ მაგიდაზე გადაიტანა, რომელზეც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტალი იდო, რომლებიც ფანჯრიდან შემოსულ მზის დამრეც შუქზე ვერცხლისფრად ბრწყინავდა. მალავე დაასკვნა რომ ეს ყველაფერი ქირურგიული იარაღები იყო და იმის გაფიქრებაზე, თუ რა შეიძლებოდა მისით გაეკეთებინა, ჟრუანტელმა დაუარა. -კარგია რომ გამოფხიზლდი. გოგონამ უემოციო თვალებით ახედა. შემდეგ კი მზერა ბუხრის თავზე ჩამწკრივებული კალეიდოსკოპებისკენ გადაიტანა. და თითოეულის დაკვირვება ვითომდა დიდი ინტერესით დაიწყო. არცერთი მათგანი არ იყო მეორის ზუსტი ასლი. ყველას განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. ბოჭმა მალევა შეამჩნია მისი მზერა და ჩუმად ჩაიცინა. -რა იყო ამათი დაინტერესდი? მეც ძალიან მომწონს... ჩემი ბავშვობის ერთადერთი ნათელი მოგონებაა. გოგონამ მაშინვე მოაბრუნა თავი და კვლავ იარაღებს მიაჩერდა. -კარგად დააკვირდი? თითოეული მათგანი ძალიან ბასრია, შესაბამისად გაჭრისას საშინელ წვას იგრძნობ. ჭრილობებიდან შენი სისხლი ნელა დაიწყებს დენას. შემიძლია გიყურო მანამ, სანამ ბოლომდე არ დაიცლები რამოდენიმე საათში, მაგრამ ნუ გეშნია, არ ვაპირებ დღეს მოგკლა. კიდევ დიდხანს უნდა იყო აქ და მარტოობა გამილამაზო. - ირონიულად ჩაიღიმა და ინსტრუმენტებს მიუბრუნდა. დაკვირვებით აარჩია ერთ ერთი მათგანი შემდეგ კი სახესთან ახლოს მიუტანა ბლაგვი მხრიშ შეაბრუნა და ყბის ძვალზე ნალა დაუსვა. -იცი, ახლა დააკვირდი... ძალიან ლამაზი სახე გაქვს. საცოდაობა იქნება ამის გაფუჭება, ამიტომ ჯერჯერობით არ შევეხები. -ცოტა ხნის მერე ხმადაბლა ამოთქვა, ისე, რომ გოგონასთვის თვალი არ მოუცილებია. რამოდენიმე წამი მას მიშტერებოდა, ბოლოს კი გონს მოეგო და დანა ლავიწის ძვალთან დაუსვა ძლიერად. შემდეგ კი ერთ ადგილას გაშეშდა და თავის ნამოქმედარს შეჰყურებდა. სახეზე ვერანაირ ემოცის ვერ ამოიკითხავდით, მხოლოდ თვალებში თუ შეგეძლოთ სადღაც ღრმად მიმალული საკუთარი თავის შიშისა და ზიზღის პოვნა, რომელიც ბნელ მხარეს საგულდაგულოდ მიეჩქმალა ტვინის შორეულ ხვეულებში. გოგონა კი მთელი ამ დროის განმავლობაში შინაგან პანიკასა და ტკივილს განიცდიდა. გაოგნებული უყურებდა ბიჭის ქმედებებს და ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. დანის შეხებისთანავე საშინელი წვა იგრძნო კისრის მიდამოში, შემდეგ კი იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ კანკალიც კი დაიწყო. ორიოდე წამში თბილი სითხეც იგრძნო, რომელიც ნელა მოედინებოდა ჭრილობიდან და მის კისერს წითლად ღებავდა. დანა იმდენად ბასრი იყო, რომ ნაწილობრივ ალბათ ძვალიც გაჭრა. ცოტაღა დააკლდა მთელი ხმით რომ არ აღრიალებულიყო. თუმცა როგორღაც თავი შეიკავა და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა შიგნიდან მომავალი კივილის ჩასახშობად. ემოციები კი ბოლომდე მაინც ვერ შეიკავა და შვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. მზერა დაებინდა, მიუხედავად ამისა „ბოროტმოქმედს“ თვალს მაინც არ აცილებდა და მთელი სიჯიუტით და სიძულვილით შეჰყურებდა. წამით მის თვალებში გამკრთალი საკუთარი თავის შიში და ზიზღიც დაინახა, თუმცა მოჩვენებად მიიჩნია. რამოდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშრებლად უყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს კი გრძნობები იმდენად აერია და საკუთარ თავში დაიკარგა, რომ ხელი აუკანკალდა. ალისფერი სითხით დაფარული ვერცხლისფერი მეტალი ხელიდან გაუვარდა და წკარუნი გაიღო. თავში ხელები იტაცა და თმები მთელი ძალით მობღუჯა მუჭებში. სახე საშნლად დაემანჭა და ლუღლუღი დაიწყო: -არ შემიძლია... არა, არ შემიძლია... -მკვეთრი მოძრაბით ზურგი აქცია ტყვეს და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. ანას თავში მაშინვე განგაშის სიგნალები ჩაირთო. თითების წვერებით გრძნობდა ცივ მეტალს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ არნახული ტკივილი მიაყენა. საბედნიეროდ დანა მაგიდაზე დავარდნილიყო და თან მის ხელთან საკმაოდ ახლოს. ახლა უნდა ეყოჩაღა და თავი დაეღწია, თორემ სხვა შესაძლებლობა არ ექნებოდა. თითები გაჭირვებით გაწელა და ეცადა დანისთვის მიეღწია, პირველზე არა, მაგრამ მეორე მცდელობაზე როგორც იქნა მიწვდა და ხელში მოიგდო. რაც შეეძლო მოხერხებულად დაიჭირა და ცალი ხელით ტყავის სალტის გადაჭრა დაიწყო. არ გასჭირვების, რადგან იმ დანით რომელმაც ცოტა ხნის წინ ლამისაა ძვალიც კი გაკვეთა, მოძველებული ტყავის გადაჭრა ძალზედ იოლი ჩანდა. ჯერ ერთი ხელი გაინთავისუფლა, შემდგომ მეორე, ბოლოს ფეხებიც და როდესაც თავი უკვე უსაფრთხოდ დაიგულა სწრაფად წამოდგა. სისხლი კვლავ თქრიალით მოსდიოდა და დაუძლურებული ოდნავ შებარბაცდა. მიუხედავად ამისა უკანასკნელი ძლაები მალევე მოიკრიბა და კარებისაკან გასწია, თუმცა მალევე მოესმა საბედისწერო ჭრიალი, რომელიც საფრთხის მოახლოებას მოასწავებდა. სწრაფად დაიხია უკან. მეორე წამს კი მის წინ „ბოროტმოქმედი“ იდგა და გამგელებული უყურებდა. თვალებში გაღიზიანება, ბრაზი და სხვა იდუმალი ბოროტი სურვილი იკითხებოდა. გოგონას აკანკალებული ხელები უკან წაიღო, რომელშიც სისხლიანი დანა მთელი ძალით ჩაებღუჯა. ნელი ნაბიჯით უკან იხევდა და ოთახის ჩამობნელებული სიღრმისკენ მიიწევდა, ფეხდაფეხ კი ნელი ნაბიჯით ის მოყვებოდა. ბოლოს შედგა, როდესაც ზურგით რაღაც მაგარსა და ცივს აეკრო. თავი ოდნავ მოაბრუნა და ქვის ძველი ბუხარი იცნო, რომელზაც ამაყად იწონებდა თავს უცნაური კოლექცია. მისი გააზრება, რომ წასასვლელი აღარსად ჰქონდა და „ბოროტმოქმედის“ ერთ წამში დაფარული მცირე მანძილი ერთმანეთს დაემთხვა. მისკენ წამოღებული ხელის შეჩერება სცადა, თუმცა უკვე წამოზრდილი ფრჩხილებით ვერაფერს გახდა. ბუხარს უარესად ჩეეჯახა და მასზე განლაგებული კოლექციაც გადმოყარა, ხოლო როდესაც მეორე ხელი თმაში მთელი ძალით ჩააფრინდა, ზურგს უკან დამალული დანიანი მარჯვენა ხელი ინსტინქტურად წამოიღო წინ და მხოლოდ მაშინ შეაჩერა, როდესაც რაღაც რბილი წინაღობა შეხვდა, შემდეგ კი უკვე თბილი სითხეც იგრძნო, რომელსაც მისი მტევანი მთლიანად დაეფარა. როდესაც თმაზე ჩაფრენილი ხელი მოშორდა და სიმსუბუქე იგრძნო, მხოლოდ მაშინ გაიაზრა მომხდარი მთელი თავისი საშინელებით. აკანკალებული, წითლად შეღებილი ხელი ზურგს უკან წაიღო, თითქოს ამით ვიღაცისთვის დანაშაულის დამალვას ცდილობდა. ნელი ნაბიჯითა და შეშლილი სახით მოშორდა ბუხართან გაშეშებულ სხეულს, რომელსაც ორივე ხელი ჯერ კიდევ ჭრილობაში მყოფი დანისთვის მოეჭიდა და ერთიანად კანკალებდა, სახეზე კი აუტანელი ტკივილი ეხატა. უკუსვლით მიდიოდა კარამდე, როდესაც დაღაცას წამოკრა ფეხი და იატაკზე მძიმედ დაენარცხა. ამოიკვნესა და მტკივან კოჭს ხელი დაუსვა. უცებ იქვე, ფეხებთან ერთ-ერთი გამოგორებული კალეიდოსკოპი დაინახა. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ სასწრაფოდ დასტაცა ხელი და კოჭლობით გარეთ გავარდა. „თავისუფლება“ - გაიელვა გონებაში. გზამდე გაღწევას, თანაც ნატკენი ფეხით საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, ამავდროულად ყოველწამს უკან იხედებოდა და ამოწმებდა უკან „ვინმე“ ხომ არ მოყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ასე დაჭრილს ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც კი გაუჭირდებოდა, არათუ მისი დევნა, სხეულში ღრმად ფესვგამდგარი შიში და სიფრთხილის გრძნობა წამითაც არ ტოვებდა. გზაზე გასულმა ნახევარი წუთით შეისვენა, ლავიწზე მიყენებულ ჭრილობას დახედა, საიდანაც სისხლდენა შესამჩნევად შემცირებულიყო. სამაგიეროდ მთლიანად სისხლში იყო ამოგანგლული. მალევე გზა განაგრძო. ათოიდე წუთი თუ იქნებოდა გასული, რომ ხმაური შემოესმა. შემდეგ კი ჰორიზონტზე წინიდან მომავალი მანქანა შენიშნა. შუა გზაზე დადგა და მის მოახლოებას ალოდებოდა. სულ რომ გაეტანა მანქანას, აქედან ფეხის მოცვლას არ აპირებდა. მოახლოებისას მანქანამ ჯერ სვლა შეანელა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. კარი გაიღო და იქიდან შუა ასაკს მიტანებული ქალი და მამაკაცი გადმოვიდა. -ღმერთო ჩემო! - შეჰყვირა ქალმა. - კარგად ხართ? დახმარება გჭირდებათ. მაშინ მიხვდა რომ გადარჩა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.