შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენას ორი სხეული 1


8-11-2016, 23:39
ავტორი CHILLOUT
ნანახია 1 886

შიშველი იდგა ჩემს თვალწინ, ულამაზესი სხეულითა და გრძელი, შინდისფერი თმით, რომელიც მის მკერდს, რომელსაც ბიუზჰალტერი არ ამშვენებდა, ზედ ეყარა. სახეზე იმდენად უცნაური ნიღაბი ეკეთა, მის სილამაზეს ხაზს ნამდვილად ვერ გავუსვამდი. გაშეშებული ვიჯექი საწოლზე, არა იმიტომ რომ მისგან ვიყავი დატყვევებული, არამედ სასმელს მეტისმეტად ვყავდი გაბრუებული. ხელში ალკოჰოლის ბოთლი მეჭირა და გამომწვევად ვუღიმოდი.
გაშეშებული იდგა ისიც ჩემსავით, თითქოს მე მელოდებოდა რომ მივსულიყავი, ისე მორცხვად ჰქონდა თავი დახრილი, როგორც ასკილს. ხელები უკან ჰქონდა შეკრული, ფეხები გადაჯვარედინებული.
- მორცხვობ თუ მე მელოდები? ალკოჰოლის ბოთლი საწოლის გვერდზე დავდე, და მეც ბაღის მოსწავლესავით ხელები მუხლებზე დავილაგე. მერე წამოვდექი, მივუახლოვდი, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა მის სხეულს, მალევე ჩავრგე თავი მის ყელში. ცოტა მიუკადრისა და როგორც იქნა ხელი მხარზე დამადო.
- რა იყო, მითანაგრძნობ?
ხელი ნიღაბს შევავლე და მალევე ავიხლართე მის გრძელ თმებში, რომელიც მის მკერდს ამშვენებდა. ის ისეთი ლამაზი იყო, საშუალო ზომის, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ბორდელში მომუშავე ქალის კვალობაზე. ცდუნებას ვერ გავუძელი და მკერდზეც ხელი შევავლე.
- ცოტა სწრაფად.
გაბრაზებული ხმით მომიგო
- აქ წესებს შენ ადგენ თუ მე?
ცივად გავიწიე და საწოლზე ჩამოვჯექი, პასუხი არ გაუცია ისე მომიახლოვდა და სახით ჩემკენ მომართული კალთაში ჩამიჯდა..
- ნიღაბის გარეშე არ სჯობს? დაუკითხავად შევეხე და მოხსნა დავაპირე.
- საქმეს მიხედე!
ძალიან ვინანე იმ დღეს იმ ადგილას ჩემი ყოფნა, ასეთი მკვდარი, უსულო, მეძავი პირველად მყავდა ნანახი.
აღარაფრის სურვილი აღარ მქონდა, მის ასეთმა საქციელმა ძილიც კი მომგვარა. ბრაზმორეული წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი.
- შენს გარდა სხვა უკეთესი როგორ ვერ ვნახე? ჩაიცვი, ამ საქციელისთვის რამდენი გადაგიხადო?
ჯიბიდან საფულე ამოვიღე და სწრაფად გადავქექე. შევამჩნიე რომ არც ისე დიდი თანხა მედო.
- ასე უცბად ნებდები?
პირზე ხელი მოვისვი, ვეღარ გამეგო მას ვუბრაზდებოდი თუ ჩემს თავს.
- ჩაიცვი, სურვილი გამიქრა.
- იქნებ ხელახლა გვეცადა.
ნელ-ნელა წამოვიდა ჩემკენ, პერანგის საყელო გამისწორა და ღილების შეხსნა დაიწყო, როგორც იქნა მეც ცოტა გონს მოვეგე, ხელები მოვხვიე და მას შემდეგ ხმა აღარ ამომიღია. უთქმელად შემომაწყო თავისი ფეხები სხეულზე, მერე კი აუწერელი სიამოვნება ვიგრძენი მისი ბაგეების ჩემს ყელზე შეხებისას. ერთმა ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, შესაძლებელი იყო ორგაზმი სექსის გარეშეც განმეცადა. სიამოვნებისგან ძალა გამომეცალა, ვეღარაფერს ვგრძნობდი მისი შეხების გარდა.
ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და საწოლისკენ მიბიძგებდა. არ დავაყოვნე, უკუსვლით მივიყვანე ადგილამდე და უნდა ვაღიარო, აქტივობაში მაჯობა შემდგომ.
ისეთ ხმებს გამოსცემდა ჯერ აქამდე გაგონილიც რომ არ მქონდა, აი ისეთს სიგიჟემდე რომ მიგიყვანდა კაცს, თან მის სხეულს რომ შეავლებდი თვალს, მკვრივ მკერდს, გამოყვანილ თეძოებს, მომრგვალებულ დუმებსა და წელს, რომელიც მის სხეულს განსაკუთრებულ სილამაზეს მატებდა.
-თავს იდეალურად ვგრძნობ.
აღზნებული ხმით მომიგო და გვერდზე გადატრიალდა, მაშინ მე მეტად სასწაულ განწყობაზე ვიდექი, სადღაც მწვერვალზე მეგონა თავი და იქიდან რომ ვინმეს გადმოვეგდე არ მინდოდა.
გონს დიდი ხანი ვერ მოვდიოდი, მანამ სანამ გონებაში ერთმა აზრმა არ გამიელვა.
- ჩვენ რა, დაუცველი სექსი გვქონდა?
თავი მზიმედ წამოვწიე და ის რომ იქ არ ყოფილიყო ორივე ხელს თავში შემოვირტყამდი.
ფეხზე წამოდგა ბიუზჰალტერი გაიკეთა, საცვალი ამოიცვა და პერანგი მესროლა.
- დაწყნარდი აბებს ვსვამ.
- არ მჯერა
- რისი? რომ აბებს ვსვამ?
- არა, იმის რომ ასე გავსულელდი.
- არაუშავს ამის საშუალება ყველას ეძლევა აქ.
შარვალი გამომიწოდა და მთხოვა სწრაფად ჩამეცვა და წავსულიყავი. სანამ შარვალს ამოვიცვამდი საფულე გავხსენი და დაპირებული თანხა გავუწოდე. რამოდენიმე წამი დასცქეროდა კუპიურას, დავეჭვდი კიდეც, ნაკლები ან მეტი ხომარ გადავუხადე თქო და თვალები დავჭყიტე ინტერესით. ის ის იყო მისკენ უნდა წავსულიყავი ქვითინი რომ დაიწყო.
- არ გვინდა დრამა ძალიან გთხოვ.
- ჩაიცვი და წადი.
- როგორც ყოველთვის შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მგონიხარ ხომ? ბოროტულად ჩავიცინე.
- მე სწორედ ისეთი ვარ როგორიც გგონივარ.
მოსაცმელს ხელი დავავლე და მის ყურთან გავჩერდი.
- შესანიშნავი პარტნიორი ხარ.
ვუთხარი და კარი გავიჯახუნე.
საათს რომ დავხედე 11 სრულდებოდა. თბილისის ქუჩებს ნელა მივუყვებოდი, რამდენიმე წუთის წინ იმდენად სასიამოვნო კაიფში ვიყავი, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან.
გრადუსიდან რომ გამოვედი, მივხვდი რომ რეალობასთან უკვე ძალზედ ახლოს ვიყავი, ანუ სხვა გზა არ მქონდა, უნდა შევგუებოდი, იმას რომ რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი იმ დროის ზღაპარი იყო და არა ამქვეყნიური ცხოვრების სამუდამო გაგრძელება. სწრაფადვე გადაიშალა ჩემი ყველა პრობლემა ჩემს თვალწინ და მივხვდი რომ წამიერი სიამოვნება ვერასდროს შეგიცვლის მართლაც სამუდამო ტკივილს.
ფიქრი მჭირდებოდა, ჩემი სახლიდან ძალიან შორს, სადმე გარეუბანში, სადაც ხშირად ვყოფილვარ, მაგრამ არც თუ ისე ბევრ ხალხს ვიცნობდი.
- გამარჯობა თინათინ, ძალიან გვიან ხომ არ გაწუხებთ?
- რომელი ბრძანდებით?
- ალექსი ვარ, თქვენი ხშირი სტუმარი.
- გამახსენდი, რამ შეგაწუხა?
- ბინა მინდა ხვალ დილამდე, გემრიელი გამოძინება მჭირდება.
- ხვალ 1 მდე თავისუფალია და თუ დილის 11 საათამდე მოასწრებ გამოძინებას შეგიძლია ახვიდე.
- თანხასა და გასაღებს საფენის ქვეშ ამოვდებ, თქვენ ხომ ისედაც ჩემი გასვლისთანავე მოხვალთ, თუ რათქმაუნდა გასაღები ისევ იქ არის.
- დიახ.
ლაპარაკში ტაქსი გავაჩერე და გარეუბნისკენ დავიძარი, საათს რომ დავხედე უკვე 1-ის ნახევარი იყო.

***
სადარბაზოში შესვლისთანავე მომესმა ქალის ხმა, რომელიც მკაცრად მიუგებდა პარტნიორს.
- თავიდან მომწყდი, საშინელი არყის სუნი აგდის.
- ახლა ამდის სუნი? აქამდე ეს არ გიგრძვნია?
მამაკაცი ცდილობდა ხმის ტონს არ აეწია მაგრამ ხმაში მაინც ეპარებოდა ბრაზი. ნელ-ნელა ინტერესით ავედი მესამე სართულზე და თვალები გამიფართოვდა.
მამაკაცს ცალ ხელში ბოთლი ეჭირა ცალი ხელით კი ზურგით შეტრიალებულ მანდილოსანს ეჯაჯგურებოდა. ქალი როგორც ჩანს კარის გაღებას ცდილობდა მაგრამ არ აცდიდა.
- ყვირილს დავიწყებ თუ არ მომშორდები.
- მეგობარო, თავი დაანებე.
მათთან ძალიან ახლოს მივედი.
- ეს შენი პირადი მცველია?
ქალს ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისეთი დაბნეული აწვალებდა სახელურს.
- ელენა, მე აქ ისევ მოვალ.
მართლაც პირიდან არყის სუნი ამოუშვა, თვალი თვალში გამიყარა და კიბეებზე ჩაირბინა. თვალი გავაყოლე და შემდგომ ქალს მივაპყრე მზერა.
- თავს კარგად გრძნობთ?
მისკენ მივედი
- დიახ. როგორც იქნა კარი გააღო.
- მადლობა.
ერთი ღრმად ამოისუნთქა და გარეთ შუქი აანთო. თვალში მაშინვე მომხვდა გრძელი შინდისფერი თმები და ყვავილების სუნამოს სურნელი.
- შეგიძლიათ შემომხედოთ?
- გისმენთ.
მოტრიალდა და ქვასავით გაშეშდა პირდაღებული.
- მემგონი მე და თქვენ დღეს უკვე შევხვდით ერთმანეთს.



№1  offline წევრი ლელუკა

კარგი იკო გაგრძელე smile

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

”დუმები” ვერ მელამაზა კითხვისას რაღაც.
ველიდები შემდეგ თავს და უფრო მეტად დიდს,წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent